აპლიკაციის დაყენება
საიტის დამატება შეგიძლიათ ცალკე აპლიკაციად, რომელსაც ბრაუზერის გახსნის გარეშე, პირდაპირ სამუშაო მაგიდიდან ან მთავარი ეკრანიდან გაუშვებთ.
კომპიუტერზე — Chrome ან Edge
- 1გახსენი www.galobani.ge Chrome-ში ან Edge-ში.
- 2მისამართის ველის მარჯვენა კიდეში გამოჩნდება დაყენების ხატულა — მონიტორი ქვევით ისრით.
- 3დააჭირე მას, შემდეგ ღილაკს Install.
- 4აპლიკაცია გამოჩნდება სამუშაო მაგიდაზე, Start მენიუში ან Applications საქაღალდეში.
თუ ხატულა არ ჩანს — სამი წერტილი ზედა მარჯვენა კუთხეში → Cast, save and share → Install page as app. ზოგ ვერსიაში პირდაპირ „Install გალობანი…". Edge-ში: სამი წერტილი → Apps → Install this site as an app.
Android — Chrome
- 1გახსენი www.galobani.ge Chrome-ში.
- 2დააჭირე ზედა მარჯვენა კუთხეში სამ წერტილს.
- 3აირჩიე Install app (ან Add to Home screen).
- 4დაადასტურე დასახელება და დააჭირე Install.
- 5იკონკა გამოჩნდება მთავარ ეკრანზე და ჩვეულებრივი აპივით გაიხსნება.
Samsung Internet-ში: ქვედა მენიუ → Add page to → Home screen.
iPhone / iPad — Safari
iOS-ზე დაყენება მხოლოდ Safari-დანაა შესაძლებელი — Chrome-ს iPhone-ზე ეს ფუნქცია არ გააჩნია.
- 1გახსენი www.galobani.ge Safari-ში.
- 2დააჭირე გაზიარების ხატულას ეკრანის ქვედა ნაწილში — კვადრატი ზემოთ მიმართული ისრით.
- 3ჩამოსაშლელი სია ჩამოქაჩე ქვევით და იპოვე Add to Home Screen.
- 4ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირე Add.
თუ Add to Home Screen არ ჩანს, სიაში ბოლომდე ჩამოქაჩე — ის ხშირად ქვედა ნაწილშია.
საგალობლები ინტერნეტის გარეშე
თქვენ თვითონ ადგენთ რჩეულების სიას — ვარსკვლავზე დაჭერით ამატებთ საგალობლებს, ალაგებთ სასურველი თანმიმდევრობით და ჯგუფებად ანაწილებთ. ამ სიის ნოტები შეგიძლიათ შეინახოთ თქვენს მოწყობილობაზე, რომ შემდეგ ინტერნეტის გარეშეც გახსნათ — ტაძარში, გზაში ან იქ, სადაც კავშირი სუსტია.
საჭიროა სამივე პირობა
- 1აპლიკაცია დაინსტალირებულიაჩამოტვირთული ნოტები აპლიკაციის შიგნით ინახება. ეს ბრაუზერშიც მუშაობს, მაგრამ iPhone-ზე Safari ვებსაიტის მონაცემებს 7 დღის შემდეგ შლის, ხოლო მთავარ ეკრანზე დამატებული აპლიკაცია ამ შეზღუდვას არ ექვემდებარება. ინსტრუქცია ზემოთ იხილეთ.
- 2ავტორიზაციარჩეულების სია თქვენს ანგარიშზეა მიბმული, ამიტომ ყველა მოწყობილობაზე ერთნაირია. სისტემაში შესვლის გარეშე ეს სია არ იარსებებს და, შესაბამისად, ჩამოსატვირთიც არაფერი იქნება.
- 3ოფლაინ რეჟიმი ჩართულიაგახსენით ჩემი რჩეულები და ჩართეთ გადამრთველი „ოფლაინ რეჟიმი“. ნოტების ჩამოტვირთვა მაშინვე დაიწყება, ხოლო პროგრესი იქვე გამოჩნდება.
როგორ მუშაობს
- •სია ავტომატურად სინქრონდება. თუ სხვა მოწყობილობიდან დაამატებთ ან გადაალაგებთ საგალობლებს, ტელეფონში შემდეგი ონლაინ გახსნისას ყველაფერი ავტომატურად განახლდება.
- •ახალი რჩეული სია ავტომატურად ჩამოიტვირთება, ხოლო წაშლილი საგალობლის ნოტი ავტომატურად წაიშლება მოწყობილობიდან.
- •ინტერნეტის გარეშე აპლიკაციის გახსნისას პირდაპირ ჩამოტვირთული საგალობლების სიაზე მოხვდებით — იმავე თანმიმდევრობითა და იმავე ჯგუფებით, როგორც ისინი რჩეულებშია დალაგებული.
- •ოფლაინ რეჟიმშიც ხელმისაწვდომია ზუმი, გვერდებს შორის გადასვლა, „ყველა გვერდის“ ხედი და საგალობლებს შორის ნავიგაცია.
ფაილები აპლიკაციის შიგნით ინახება და არა ტელეფონის საერთო მეხსიერებაში. ამიტომ მათ ფაილ-მენეჯერში ვერ ნახავთ, ხოლო აპლიკაციის წაშლის შემთხვევაში ისინიც წაიშლება. დაკავებული ადგილი და ჩამოტვირთული ნოტების რაოდენობა ჩანს რჩეულების გვერდზე, გადამრთველის ქვემოთ. გადამრთველის გამორთვა ჩამოტვირთულ ნოტებს წაშლის, თუმცა თავად რჩეულების სია უცვლელი დარჩება.