მაქსიმე შარაძე
ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები
მაქსიმე შარაძე - წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) მიერ დაფუძნებული გაზეთ ,,ივერიის" ექსპედიტორი, წმიდა ექვთიმე კერესელიძის ერთგული მეგობარი და შემწე. დააფუძნა უფასო ,,საღმრთო წიგნთ საკითხავი კაბინეტი" და სტამბა (1890 წ). მის მიერ დაარსებულმა ამხანაგობამ დიდი ამაგი დასდო ქართული გალობის გადარჩენის საქმეს. მაქსიმეს ქაშუეთის ტაძარში ცნობილი მგალობლის მელქისედეკ ნაკაშიძისა და მისი გუნდის გალობა რომ მოუსმენია, შთაბეჭდილებისგან უტირია. მალევე გაუცნია და თავის კაბინეტში მიუწვევია მასწავლებლად. მელქისედეკის საშუალებით გაუცნიათ მაქსიმესა და მის მეგობრებს ცნობილი ბანი, იტალიიდან ახლადდაბრუნებული ფილიმონ ქორიძე. სწორედ მისგან შეუსწავლია ნოტების კითხვა და ლოტბარობა. მას სამივე ხმის შესრულება შესძლებია. ილია ჭავჭავაძის დახმარებით მაქსიმეს სტამბისთვის სანოტო ნიშნები გამოუწერია, რის შედეგადაც 1891 წელს საქართველოში, თბილისში პირველი ნოტების შრიფტი ჩამოუტანიათ. სტამბაში პირველ რიგში ფილიმონ ქორიძის მიერ ნოტებზე გადაღებული საგალობლები დაუბეჭდიათ, მის შემდეგ კი _ საგალობელთა მრავალი კრებული და ხალხური სიმღერების ნოტები.
აღსანიშნავია, რომ მაქსიმე შარაძისა და მისი ძმობის მიერ დაფინანსდა ფილიმონ ქორიძის მივლინება გურიაში, ოზურგეთში ანტონ დუმბაძისგან საგალობლების ჩასაწერად. მაქსიმეს გარდაცვალების შემდეგ (49 წლის ასაკში) სტამბისა და გალობის ნოტებზე გადატანის საქმე არეულა. თუმცა მის დაწყებულ საქმეს სიცოცხლის ბოლომდე დაუღალავად განაგრძობს ექვთიმე კერესელიძე, რომელიც მოგვიანებით, წერს, მე ჩემს არსებობაში მყამდა მარტო ერთი ერთგული თანამშრომელი ამხანაგი, მაქსიმე როსტომის ძე შარაძე...".