გიგო ერქომაიშვილი

ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები

დაიბადა სოფ. აკეთში (ოზურგეთის მაზრა). მისი წინაპრები ცნობილი მომღერლები იყვნენ. გიგოს დედ­მამა და ზმები ადრე დაეღუპნენ. ობოლი ბიჭი სამადლოდ სოფელ მაკვანეთშ გააბარეს აღსაზრდელად. აღმზრდელი ჯაჯიკი მგელაძე მწიგნობარი ქალი იყო, პატარა გიგოს საკუთარი შვილოვით მოუარა, ვეფხისტყაოსანი და წერა­კითხვა შეასწავლა. გიგოს გურული სიმღერები მამისგან ქონდა ნასწავლი. როცა წამოიზარდა, დაუმეგობრდა თანატოლ მომღერალს, გამყივანის უბადლო შემსრულებელს გიორგი ბაბილოძეს. შემდეგ მათ თანასოფლელი გიორგი იობიშვილი შეუამხასნაგდა. ასე შეიქმნა მშვენიერი ტრიო, რომელმაც მალე გაითქვა სახელი. შემდგომ გიგო ერქომაიშვილის ირგვლივ სხვა მომღერლებმაც მოიყარეს თავი. ჩამოყალიბდა მთელ გურიაში ცნობილი.

გიგო ერქომაიშვილმა არა მარტო გურული და აჭარული სიმღერები, არამედ საგალობლებიც ბრწყინვალედ იცოდა. საგალობლები მას ცნობილმა მგალობელმა, მღვდელმა ნესტორ კონტრიძემ ასწავლა. გიგო ერქომაიშვილის ანსამბლი ჯერ მაკვანეთის ეკლესიაში გალობდა, მოგვიანებით კი ­ შემოქმედის ცნობილ მონასტერში.

ერქომაიშვილების ოჯახში მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ათი შვილი იზრდებოდა, მაგრამ განსაკუთრებით არტემი, ანანია და ლადიკო ერქომაიშვილები გამოირჩეოდნენ (შემდგომში სამივე ცნობილი ლოტბარი გახდა).

1907 წელს თბილისში მცხოვრებმა შეძლებულმა კაცმა, ლიხაურელმა მასიკო სალუქვაძემ, გიგო ერქომაიშვილის გუნდი თავისი ხარჯით დედაქალაქში ჩამოიყვანა და გრამოფონის ფირფიტაზე 49 სიმღერა­საგალობელი ჩააწერინა.

მოგვიანებით სიძე და ცოლისძმა (გიგოს ცოლად გიორგი ბაბილოძის და ჰყავდა) ახალგაზრდა არტემ ერქომაიშვილის გუნდის სოლისტები გახდნენ (არტემი მაშინ ბათუმის გუნდს ხელმძღვანელობდა). ამ გუნდმა 1927 და 1929 წლებში გამართულ რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა, 1930 წელს კი დიდი წამრატებით იმოგზაურა ლენინგრადში.

100 წელს მიტანებული მოხუცების, გიგო ერქომაიშვილისა და გიორგი ბაბილოძის ხმები ფილფონიგრაფზე ჩაიწერეს ცნობილმა ფოლკლორისტმა ევგენი გიპიუსმა და შვედმა მუსიკოსმა ერნსტ ემსხაიმერმა. მათ, როგორც გუნდის, ასევე თითოეული მომღერლის ხმა ცალ­ცალკე ჩაწერეს.

გიგო ერქომაიშვილს სიმღერა სიმღერა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია. იგი გარდაიცვალა 1947 წელს