არქიმანდრიტი გერონტი (სოლოღაშვილი)
ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები
გერონტი არქიმანდრიტი, სოლოღაშვილი, 1757-1813, აღიზარდა გერასიმე არქიმანდრიტის მიერ ნათლისმცემლის უდაბნოში. 1786 წელს დადგინდა იეროდიაკონად. ამ პერიოდში ,,მშვენიერის ხუცურის ხელით" აღწერა სრული ,,სძლისპირი" და სადღესასწაულო. 1794 წელს აღყვანილ იქნა მეფე ერეკლეს კარის არქიმანდრიტად. 1798 წელს დადგინდა ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვრად. 1802 წელს გადაიყვანეს შუამთის მონასტრის წინამძღვრად. მოგვიანებით _ შიომღვიმის წინამძღვრად. ანტონ კათალიკოსის რუსეთში გადასვლის შემდეგ (1811 წ.) დავით გარეჯის უდაბნოში დაბინავდა. სადაც გამართა მწერალ-მწიგნობრობისა და გალობის სკოლა. მის აღზრდილთა შორის იყო ცნობილი მწიგნობარი და მგალობელი გერონტი ვაჩანაძე.