არქიმანდრიტი სოფრონი, არაგვის ერისთავი
ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები
სოფრონ არქიმანდრიტი, არაგვის ერისთავი 1780-1851; აღიზარდა გარეჯის ნათლისმცემლის უდაბნოში, სადაც შეისწავლა საღვთისმეტყველო საგნები და გალობა. 1838-1850 წლებში არქიმანდრიტად აღყვანილი განაგებდა ამ უდაბნოს და მსურველთ განუწყვეტლივ ასწავლიდა მწერალ-მწიგნობრობასა და გალობას. მისი მოწაფეები იყვნენ მღვდელი დიმიტრი ქიტიაშვილი, ხაშმელი დიაკონი ნახუცრიშვილი, თელავის მახლობლად მდებარე სოფელ კისისხევის მღვდელი იოსებ ჩიკვაიძე. პოლიევქტოს კარბელაშვილის თქმით ,,მისი გალობა დღევანდელი ქართლ-კახური გალობავეა", მხოლოდ სოფრონს სხვა ხმებს შორის ყველაზე მეტად მეორე ხმა მოსწონებია და მრავალი საგალობელი ამ ხმაზე გაუწყვია.