ივანე, მერაბი და ნესტორ ცქიტიშვილები
ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები
ივანე, მერაბი და ნესტორ ცქიტიშვილები - გადმოცემის მიხედვით, ეს სამი მგალობელი ძმა გელათის ეპისკოპოს ექვთიმეს (იმერეთი) გამოუგზავნია გურიის ეპისკოპოს გაბრიელისათვის (XIX ს-ის ბოლოს). ისინი სოფელ აკეთში დასახლებულან. მათი მოსწავლეებიდან ცნობილია გიორგი დუმბაძის მიერ მიბარებული, მისი ნათესავი ანტონ დუმბაძე, ნათლული მაქსიმე ჩხატარაიშვილი და დათა გუგუნავა - მომავალში ცნობილი ჭრელი საგალობლების მცოდნე, არაერთი ხალხური სიმღერის ავტორი და მასწავლებელი (მასთან სწავლობდა სიმღერა-გალობას ცნობილი გურული მომღერალი და ლოტბარი სამუელ ჩავლეიშვილი).