ვალერიან გეგეჭკორი
ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები
ვალერიან გეგეჭკორი 1870 წელს დაიბადა სოფელ მარტვილში. ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო როდესაც მამა გარდაეცვალა, მაგრამ მეურვეობა ბიძამ - გიორგი გეგეჭკორმა გაუწია.
1900 წელს ბიძის ხელშეწყობით სასიმღერო კვალიფიცაკიის ასამაღლებლად კიევში გაემგზავრა, სადაც მუსიკალური ჰარმონიის საფუძვლებს ეზიარა და საკმაო გამოცდილებით ისევ სენაკს დაუბრუნდა. ობოლი ვალერიანე ჯერ მარტვილის სამრევლო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ქუთაისის გიმნაზია დაასრულა. პარალელურად მარტვილის სამრევლო სკოლაში ახლა თავად ასწავლიდა მომავალ თაობებს სიმღერას, ხაზვას და ტანჯვარჯიშს. როგორც ამბობენ, კარგი სპორტსმენი ყოფილა, უყვარდა ჯირითი, ტანვარჯიში და ბურთაობა.
მოგვიანებით, ახალსენაკის სასულიერო სასწავლებელში მიიწვიეს რამდენიმე საგნის მასწავლებლად, სადაც იგი პროგრამულ გაკვეთილებთან ერთად, ფისგარმონიაზე და ვიოლინოზე დაკვრას ასწავლიდა ნიჭიერ მოსწავლეებს.
ვალერიან გეგეჭკორმა შემოქმედებით ასპარეზზე ხალხური სიმღერების არაერთი გუნდი ჩამოაყალიბა და საქართველოს აღუზარდა ისეთი ლოტბარები როგორებიც იყვნენ ძუკუ ლოლუა, რემა (რომანოზ) შელეგია, ნოკო ჩაჩიბაია, ნოკო ხურცია.