არსენ IV (ბულმაისიმისძე)
ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები
არსენ IV (ბულმაისიმისძე) - XIII ს.ის I ნახევრის საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი, სრულიად საქართველოს პატრიარქი. არსენმა მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა. მას შექმნილი აქვს მაცხოვრის ანჩისხატისადმი მიძღვნილი განგება და ორი კანონი. მეორე კანონისთვის დაუწერია თვითხმოვანი (ორიგინალური ჰანგის მქონე) ძლისპირები. ასვე ეკუთვნის წმიდა ნინოს კანონი. ასევე, შიო მღვიმელისადმი მიძღვნილი ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული განგება და ორი კანონი, მცირე ფორმის საგალობლები (სტიქარონები). ანტონ კათალიკოსი მას ,,ტკბილმუსიკის" შემთხზველად იხსენიებს.