ამბროსი ნეკრესელი (მიქაძე)

ცნობილი მგალობლების ბიოგრაფიები

ამბროსი ნეკრესელი _ (მიქაძე) 1774-1815; წილკნისა და ნეკრესის ეპარქიის წინამძღვარი. სრული მგალობელი და მწერალ-მწიგნობარი. ცნობილი იყო, როგორც უდიდესი მქადაგებელი, საღვთო წერილში ღრმად განსწავლული პირი, შესანიშნავი კალიგრაფი და პოეტი. მას, როგორც გალობის სუკეთესო მცოდნეს, დიდ ნდობას უცხადებდა სამეფო კარი. ერთ-ერთ წერილში მეფე ერეკლე II ამბროსის სთხოვს: ,,ქართლ-კახეთში ცისკრის ,,ალილო" აღარავის ახსოვს, ქალაქს ჩამოდი, დაგვასწავლეო". ამბროსი ნეკრესელისგანვე ვიგებთ, რომ იგი საგალობო კრებულების შედგენასთან ერთად თავად ქმნიდა საგალობლებს (მაგ. საკუთარ ხმაზე დაწერილი აქვს ორი საგალობელი, რომელიც ზოგჯერ დიდმარხვაში ,,განიცადეს" ნაცვლად იგალობებოდა). ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერის მიხედვით (Q - 845) ვგებულობთ, რომ ამბროსი ნეკრესელი განსწავლული ყოფილა ძველ სამუსიკო დამწერლობაში _ ნევმურ სისტემაში. საგალობლებზე მითითებები ცხადყოფს მათ სასწავლო დანიშნულებას. ამ ხელნაწერის ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობის ტრადიციის უწყვეტობის წარმოსაჩენად. რადგან XI საუკუნიდან მოყოლებული XVIII ს-მდე ქართული ნევმური დამწერლობის ნიუშები არ მოგვეპოვება, ეს ხელნაწერი ნევმირების ტრადიციის უწყვეტობის და ძველი და ახალი სამუსიკო დამწერლობის შერწყმის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.