ხელნაწერთა კატალოგის საძიებელი

კატალოგის შესახებ

მასალა აღებულია საიტიდან folkcatalog.ge. წინამდებარე კატალოგი პირველია, სადაც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (სხეც) დაცული წმ. ფილიმონ მგალობლის (ქორიძის) და წმ. ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძის) მიერ ნოტებზე ჩაწერილი ათასობით ქართული საეკლესიო საგალობელი სრულად არის წარმოდგენილი, საგალობელთა სანოტო ხელნაწერების აღწერილობისა და ანბანური კატალოგის სახით.

საგალობლების სანოტო ხელნაწერ კრებულთა კოდიკოლოგიური აღწერილობა, რომელიც ახალი, შევსებული სახით არის მოცემული კატალოგში, ნაწილობრივ, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის მიერ 1958 წელს გამოცემულ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის II ტომში (Q კოლექცია) არსებულ მასალაზე დაყრდნობით არის მომზადებული.

კატალოგი წიგნის სახით გამოიცა 2013 წელს. წიგნზე მუშაობდა ქართული გალობის შემსწავლელი მუსიკოს მეცნიერთა სამი თაობა: ვაჟა გვახარია, დავით შუღლიაშვილი და ნინო რაზმაძე. ტექნიკური დახმარებისთვის პროექტის „ქართული ფოლკლორის არქივის კატალოგი“ სამუშაო ჯგუფი მადლობას უხდის ლევან ვეშაპიძეს.

პირველწყარო: folkcatalog.ge

⚠️ PDF მიახლოებით გვერდზე იხსნება — გადაამოწმეთ ხელნაწერზე დატანილი რეალური ნომერი.

კატალოგი იტვირთება...