კვირის საეკლესიო კალენდარი – 6 ნოემბერი – 12 ნოემბერი 2023

BETA საცდელი ვერსია · ალგორითმით გამოთვლილია, არ არის საპატრიარქოს ოფიციალური ტიპიკონი – გადაამოწმეთ patriarchate.ge-ზე ან sazu.ge-ზე.
2023 წელი 24 ოქტომბერისულთმოფენობიდან 23-ე შვიდეული6 ნოემბერი
ძველი სტილითორშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
მოწ. არეთასი და მისთანა 4299 მოწამეთა (523); ნეტ. ელეზვოისი, ეთიოპიის მეფისა (დაახ. 553-555); მოწ. სვინკლიტიკიასი და ორთა ასულთა მისთა (VI); ათანასესი, კონსტანტინეპოლელი პატრ. (1311); ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ (1688).
 
ლიტ. - 1 თეს. 262 დას. I, 1-5. ლკ. 52 დას. X, 22-24.
ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი ღმრთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ დაუჯდომლის მიხედვით.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარები: აღდგომისა (ჴმა V) და მოციქულისა.
– კონდაკი: მოციქულისა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - არ აღესრულება.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- ხატისა - 6 მუხლი (ჴმა V):
„ანგელოსი წინამდგომი ზეცით მოივლინა რქუმად ღმრთისმშობელისად: გიხარ -ოდენ,
კურთხეულო დედათა შორის, წინაითგანჩინებულო დედად ქრისტეისა, ძისა ღმრთისაისა.
ამისთვის ჩუენცა, ცოდვათა შინა შთაფლულნი და ცხორებისა სასოებისა შენ მიერ
მომხვეჭელნი, გულითა შემუსრვილითა ლმობიერად გიღაღადებთ და მოგიძღუნით
გიხაროდენსა“ 2-გზის.
„მხედველნი ესეოდენთა საკვირველებათა, წმიდათაგან ხატთა შენთა აღმომდინარეთა, სახიერო
ღმრთისმშობელო, გულისხმა -ვჰყოფთ, თუ ვითარი შემწე ხარ მლოცველთა შენთა, მეოხი
ჭირვეულთაი, სასოებაი უსასოთაი, ნუგეში მწუხარეთაი, მოპოვნებაი წარწყმედულთაი,
მასაზრდოებელი მშიერთაი, შემმოსველი შიშველთაი, კეთილკრძალულებაი ქალწულთაი,
წინამძღუარი უცხოთაი და მწირთაი, თუალისა აღხილვაი ბრმათაი, კეთილსმენაი ყრუთაი და
კურნებაი სნეულთაი, და ქებით შეგასხამთ შენ და მადლობასა შევსწირავთ ღმერთსა:
ალილუია“ 2-გზის.
„მსურველნი საიდუმლოისა ამისა წვდომისა - მწუხარებასა შინა დანთქმულთა მფარველობისა,
შენდა მომართ მოვივლტით, დედაო და ქალწულო, ხოლო შენ ვითარცა სახიერმან, გვასწავე
ჩუენ გულისხმის -ყოფაი განგებულებისა ძისა შენისა, სახიერისა და მოწყალისა,
საცხოვნებელად სულთა ჩუენთა და განსაწმედელად მრავალთა შეცოდებათა ჩუენთაგან,
რაითა სიხარულითა გხადოდეთ შენ“ 2-გზის.
„დიდება“ მისივე: „ზესთამბრძოლსა ჩუენსა და წინამბრძოლსა უძლეველსა, ვითარცა
ხსნილნი საუკუნოისაგან სიკუდილისა, მადლითა შენგან შობილისა ქრისტეის, ღმრთისა
ჩუენისა და დედობრივითა მეოხებითა შენითა წინაშე ძისა შენისა, სამადლობელსა
შევსწირავთ შენდა მომართ მონანი შენნი, ხოლო შენ ვითარცა გაქუს ძლიერებაი
უბრძოლველი, ყოველთაგან ჭირთა და განსაცდელთაგან განგვათავისუფლენ ჩუენ, რაითა
გიღაღადებდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო ღმრთისმშობელო ქალწულო, წარწყმედულთა
მომპოვნებელო და ყოველთა მწუხარეთა სიხარულო“!
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმისა):
„ზღუასა მას ზედა...“ (ჴმა V).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– წარდგომა - დღისა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ხატისა (თავისი ჩასართავებით):
„გაქუს რაი გამოუთქმელი იგი სიმდიდრე მოწყალებისაი, ღმრთისმშობელო, ყოველთა
მგლოვარეთა და მწუხარეთა აღუპყრობ ხელსა შეწევნისასა, ვნებათა განაგდებ და ჰკურნებ
უძლურებათა, ამისთვის გევედრებით: ნუ მომიძაგებ მეცა, მდებარესა სარეცელსა ზედა
უძლურებისა ჩემისასა და შენდა მღაღადებელსა“.
მუხლი: „მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა“.
„გესმა რა, ყოვლადწმიდაო დედაო და ქალწულო, წინაისწარმეტყველებაი მართლისა
სვიმეონისა: „მახვილი განვიდეს თვით შენსაცა სულსა“, დაიმარხევდი ყოველთა სიტყუათა
ამათ გულსა შინა თვისსა და გულისხმაყოფდი, თუ ვითარ მრავალთა მწუხარებათა
თანაშეერთვის სოფელსა ამას სიხარული დედათა ყრმათათვის მათთა. ამისთვის, ჩუენცა,
უფროისად განცდილნი ყოველთაგან საცთურთა და თანავნებულნი დედათა მწუხარებისა,
გიღაღადებთ შენ ძალისაებრ ჩუენისა“.
მუხლი: „ისმინე ასულო და იხილე და მოჰყავ ყური შენი“.
„ნიშნად შენისა წინამძღოლობისა, ჩვენ სოფლისა ამის გზისა მავალთა გვეცხადები
ღმრთისა დედაო, სვეტითა ცეცხლისათა, რათა ჩვენ შეცდომილთა მიგვიძღვე საუკუნეთ
საყოფელთად“.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „გხედვიდა რაი შენ, უბიწოო, წინაშე ჯუარისა მდგომარესა
საყუარელისა მოწაფისა თანა, რომელი გულითა ჯვარცმულ-იყო უფლისა თანა, ძეი შენი და
ღმერთი ჩუენი, გეტყოდა შენ: „დედაკაცო, აჰა ძეი შენი!“ და მოწაფესაცა მას ეტყოდა: „აჰა,
დედაი შენი!“, რამეთუ ყოველნი მორწმუნენი თვისნი ძედ შენდა გვყო, ხოლო ჩუენ, ვითარცა
თანამოზიარეთა მწუხარებათა და ვნებათა ძისა შენისათა, გვივი შენ - დედაი სახიერი,
რომლისა მიმართ ყოველი სასოებაი დაგვიძს მწუხარებათა შინა, და შეგასხამთ ქებასა ამას
ქებათასა“ (ჴმა VIII).
– „აწ განუტევე“
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი ხატისა: „ყოვლადწმიდასა ქალწულსა ღმრთისმშობელსა მარადის აღმომდინარესა
წყაროსა გულმოწყალებისასა მიველტვით კაცნი ყოველნი: მღუდელნი და მონოზონნი, დედანი
და მამანი, პირმშონი, სნეულნი და კურნებულნი, სინანულითა მგალობელნი და ლმობიერად
მხმობელნი: დედუფალო, შეწევნაი შენი ცოდვილთა მონათა ამათ შენთა ზედა
გარდამომივლინე, ვითარცა სახიერი დიდებაი შენი, მარადის ისწრაფე შეწყალებად ჩუენდა,
ითხოვე განწმედაი სულთა და ხორცთა ჩუენთა, ცხორებისა წყაროისა ჩუენისა - ღვთისაგან,
რომელიცა შევ მხოლოო კურთხეულო!“ (ჴმა IV) 1გზის.
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი ხატისა: „ყოვლადწმიდასა ქალწულსა...“ (ჴმა IV) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
– რიგითი კანონები: მე-4, მე-5 და მე-6.
– I და II რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა: ხატისა:
„მრავალთა ჭირთა და ღელვასა განსაცდელთასა მოუცავ მე და დავითმენ ღელვაგვემულებასა,
ხოლო შენ, ვითარცა მოწყალემან დედამან მაცხოვარისა და ღმრთისა ჩუენისამან, განიპყარ
ხელი შენი ძისა მიმართ შენისა და ევედრე მას, რაითა მოჰხედოს მწუხარებასა გულისა
ჩემისასა და აღმომიყვანოს მე სიღრმითგან სასოწარკვეთილებისა, რაითა ვღაღადებდე მისა
მიმართ: ალილუია“.
„დიდება“ ,,აწ და“- იგივე.
– წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა: ხატისა:
„ხედვიდი რაი ღმრთეებრივსა სისხლსა ძისა შენისასა, ჯუარსა ზედა დაღვრილსა ჩუენისა
ცხორებისათვის, შენ, ვითარცა მხევალმან უფლისამან, მორჩილმან მამისა ზეციერისამან,
სახეი ტანჯვათა დათმენისაი გვიჩვენე ჩუენ, რაითა განსაცდელთა და ჭირთა შინა მყოფნი
მორჩილად ვუგალობდეთ ღმერთს: ალილუია“.
„დიდება“ „აწ და“- იგივე.
– III რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსი - არ აღესრულება.
– წარდგომა შემდგომად III სტიხოლოღიისა: პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“- მისივე.
– 50-ე ფსალმუნი.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირი 1 გზის).
II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - ხატისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
შენიშვნა: იმის გამო, რომ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს: „ყოველთა მწუხარეთა
სიხარული“ არ გააჩნია თავის განგება, საცისკრო კანონად ვიყენებთ პარაკლიტონის ბოლოს მოცემულ
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საზიარო კანონს „ქუეყანასა მწყურნებსა...“
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა ხატისა: ,,მეოხო მხურვალეო და ზღუდეო უბრძოლველო, წყაროო მოწყალებისა და
შესავედრებელო ყოვლისა სოფლისაო, ვედრებით ვჰხმობთ შენდა მომართ, მსვად მეწიენ ჩუენ,
დედუფალო ღმრთისმშობელო, და გვიხსენ ჩუენ ჭირთაგან, მხოლოო კურთხეულო, და
მოსწრაფე იქმენ ვედრებად, და განმზადებულ მეოხებად და ლმობიერ ხელის აღმპყრობელ,
რომელი ეგე მარადის იღწვი პატივისმცემელთა შენთათვის, ღმრთისმშობელო“ (ჴმა I).
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
კონდაკი და იკოსი - ხატისა:
კონდაკი: „ყოველი სიტკბოებაი ამა სოფელსა შინა თანა -ეზიარების მწუხარებასა: დიდებაი
მყოვარჟამ ვერ დამკვიდრდების, სიმდიდრეი მსწრაფლად წარხდების, შუენიერებაი და
სიმრთელეი დაჭნების, მოყუასთა და თვისთა ჩუენთა სიკუდილი წაგგვრის, გარნა შენ, უბიწოო,
ვითარცა მიზეზმან ყოველთა კეთილთამან გვილხინე მწუხარებათა ჩუენთაგან და უხრწნელი
სიხარული მოგვმადლე ჩუენ, ღმრთისა მიმართ მღაღადებელთა: ალილუია“.
იკოსი: „რიტორნი მრავლხმანი საგონებელ არიან და არა უწყიან, თუ ვითარითა სიტყვითა
ნუგეშინის-ჰსცენ მგლოვარეთა და ჭირვეულთა, არამედ შენ მოანიჭე, დედოფალო, გულთა
ჩუენთა ნუგეშინისცემაი, ნათლითა მადლისა შენისათა განაქარვე ღრუბელნი მწუხარებისაი და
უსასოებისა ჩუენისაი, რაითა გიღაღადებდეთ შენ“.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ ხატისა: „ცხორებაი ჩუენი საწუთოსა ამას შინა აღვსებულ არს სალმობითა
და მწუხარებითა, ცილისწამებითა, წყინებითა, კიცხევითა და სხუათაცა მრავალსახეთა
ჭირთაგან, და დაღაცათუ ხორცი ჩუენი უძლურ არს და სულიცა მოუძლურდების, აწ
შეგივრდებით შენ, დედაო ღმრთისაო, წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და გევედრებით:
განანათლე სული ჩუენი და სიხარულითა აღავსე მგლოვარე გული ჩუენი, რაითა გიგალობდეთ
შენ ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა“.
„დიდება“„აწდა“ იგივე.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ხატისა - 4 მუხლად:
„ინება რაი კაცთა ნათესავისა ხსნაი საუკუნოისა ტანჯვისა და დაუსრულებელისა
მწუხარებისაგან, კაცთმოყვარემან უფალმან სათნოყო დამკვიდრებაი საშოსა შენსა, მარადის
ქალწულო, და მოგანიჭა შენ, დედასა თვისსა, მადლი ცოდვითა წარწმედულთა შეწევნისაი და
დაცვისაი, რაითამცა იყო შენ ნუგეშინისმცემელ მწუხარეთაი, და მომძიებელი წარწყმედულთაი,
რამეთუ გვიხსნი შენ საუკუნოისაგან სატანჯველისა და ზეციერთა მათ შუებათა მიგვიყვანებ
ყოველთა, რომელნი სარწმუნოებით ვუღაღადებთ ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა: ალილუია“.
„ზღუდე ხარ ქალწულთა, ღმრთისმშობელო ქალწულო, და საფარველსა შენსა ყოველთა
შევრდომილთა, ამისთვის გევედრებით შენ: მეოხ -გვეყავ, დაგვიცევ და დაგვიფარე ყოველთა
განსაცდელთაგან, განბოროტებათა და ჭირთაგან, რომელნი სიყუარულით გიღაღადებთ შენ“.
„ყოვლად ლმობიერსა გალობასა მოგიძღუნით შენ, ღმრთისმშობელო, ვითარცა
ყოვლადძლიერსა მეოხსა და მფარველსა ნათესავისა ჩუენისასა და გევედრებით დააცხრვე
სალმობაი შევედრებულთა შენდა, უკუნ-აქციე რისხვაი ღმრთისა ჩუენისაი, რომელი სამართლად
მოიწევის ჩუენ ზედა ცოდვათათვის ჩუენთა, და გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან მძვინვარისა ჭირისა
და წარწყმედისაგან, რომელნი შენ მიერ ვუგალობთ ღმერთსა: ალილუია“.
„ლამპარი ნათლისა აღმომაცენებელი და მადლითა ღმრთისაითა ბრწყინვალედ აღნთებული
გამოგვიჩნდა ჩუენ,- რომელ არს ყოვლადწმიდაი ხატი შენი, დედოფალო, - განსაწმედელად და
ნუგეშინისსაცემელად ჩუენდა, ვინაიცა სიყუარულითა თაყუანის -ვჰცემთ მას და სარწმუნოებითა
მისდა მილტოლვილნი ვღაღადებთ წადიერად”.
„დიდება“„აწ და“ ხატისა: „სხივმფინარი მადლი გამოგვიბრწყინდა ჩუენ ყოვლად
საკვირველისა ხატისა შენისაგან, დედაო მაღლისაო, რომლისა წინაშე ცრემლთა დენითა
მოგეახლებით და გევედრებით: განფანტე ღრუბელი განსაცდელთა, მოწევნული ჩუენ ზედა,
რაითა უვნებელად დაცულნი გნატრიდეთ შენ და შეგითხზვიდე გვირგვინსა ამას ქებისასა”.
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ხატისა: „ყოვლადწმიდასა ქალწულსა...“ (ჴმა IV) 1-გზის.
 
ჟამებზე:
 
– ტროპარი და კონდაკი - ხატისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- ხატის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი
„დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ხატისა.
კონდაკები: „დიდება“ - ტაძრისა;
„აწ და“ - ხატისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარი: - ხატისა.
კონდაკი: „დიდება“ „აწ და“ - ხატისა;
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ხატისა;
- ტაძრისა.
კონდაკები: „დიდება“ - ტაძრისა;
„აწ და“ ხატისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ხატისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ხატისა.
წარდგომა (ჴმა VIII): „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად
ცეცხლისა‘‘.
მუხლი: ,,აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად‘‘.
წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ
მაცხოვრისა ჩემისა“ .
ალილუია (ჴმა V): ,,აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“.
მუხლი: ,,რამეთუ მან თქვა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“.
ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე, ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“.
განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა‘‘.
განიცადე: „სასმელი ცხოვრებისა მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
 
2023 წელი 25 ოქტომბერისულთმოფენობიდან 23-ე შვიდეული7 ნოემბერი
ძველი სტილითსამშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
მოწ. მარკიანესი და მარტვირისა (დაახ. 355); მოწ. ანასტასისა (III); მართლისა ტაბითასი (I).
 
ლიტ. - 1 თეს. 263 დას. I, 6-10. ლკ. 55 დას. XI, 1-10.
მიც. - 1 თეს. 270 დას. IV, 13-17. ინ. 16 დას. V, 24-30.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოწამეთა).
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარი და კონდაკი - ხატისა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ‘‘ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა‘‘ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - 18-ე.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ‘‘ (იგალობება V ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ‘‘ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ჴმა V).
- მოწამეთა - 3 მუხლი.
„დიდება“ მოწამეთა: „მხედრობაი საღმრთო...“ (ჴმა IV)
„აწ და‘‘ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით):
„გვიხსენ ჩვენ ჭირთაგან...“ (ჴმა IV).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– წარდგომა - დღისა.
– ,,სტიქარონსა‘‘ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც
ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“
- „მიწყალენ ჩვენ უფალო, შემიწყალენ...“
,,დიდება‘‘ მოწამეთა: ,,მოვედით კრებულნო...“ (ჴმა VII).
„აწ და‘‘ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით):
,,გიხაროდენ გონიერისა მზისა...“ (ჴმა VII).
– „აწ განუტევე‘‘.
– შემდგომად „მამაო ჩვენ‘‘-სი:
ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV).
„დიდება‘‘ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“
ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით):
,,ღმრთისმშობელსა ლმობიერად შევურვდეთ...“ (ჴმა IV).
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი‘‘ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV) 2-გზის.
„დიდება‘‘ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“
ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით):
,,ღმრთისმშობელსა ლმობიერად შევურვდეთ...“ (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-7, მე-8 და მე-9.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
– წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება‘‘ ,,აწ და‘‘ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიხოლო ღიის წარდგომისა : ,,უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა
მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“.
- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „მიწყალე მე ღმერთო, რამეთუ უძლურ ვარ
განმკურნე მე“.
- შემდგომად II I სტიხოლოღიის წარდგომისა: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება
შენდა“.
– 50-ე ფსალმუნი.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - შვიდეულის დღის - 6 მუხლად (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე)
III კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე)
– კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ
მოწამეთა კანონის ძლისპირი (საზიარო თვენიდან).
– „უმცირესი‘‘ - „უფალსა უგალობდით“.
– შემდგომად „განძლიერდასა‘‘ (III გალობისა):
- წარდგომა მოწამეთა: ,,მხნეთა მხედართა...“.
,,დიდება‘‘ ,,აწ და‘‘ იგივე.
– შემდგომად „ღაღადყავსა‘‘ (VI გალობისა):
- კონდაკი მოწამეთა: ,,სიჩოითგან კეთილად-მოღვაწეთა...“ (ჴმა IV).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც
უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერ -ხებთ, რადგან საზიარო თვენში
იგი მითითებული არ არის.
– შემდგომად „აკურთხევდითსა‘‘ (VIIIგალობისა): „უპატიოსნესსა‘‘.
– შემდგომად „ადიდებდითსა‘‘ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
– „განმანათლებელი‘‘ - შვიდეულის დღისა.
„დიდება“ მოწამეთა: ,,ღვთისმსახურებისა სვეტთა...“.
„აწ და‘‘ - ღვთისმშობლისა შვიდეულის დღისა.
– „აქებდით უფალსა ცათაგან‘‘ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება‘‘ „აწ და‘‘ - „შენდა დიდება შვენის, ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
– „დიდებამაღალიანი‘‘ - იკითხება.
– „აღვივსენითსა‘‘ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც
ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“
„დიდება‘‘ „აწ და‘‘ - ღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა V).
– „კეთილ არს აღსარებად უფლისა‘‘ 1-გზის.
ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV).
„დიდება‘‘ „აწ და‘‘ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“
ანუ „უმცირესთაგანი“ - „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის
მიხედვით): ,,შენ გადიდებთ ღმრთისმშობელო...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
– ტროპარი და კონდაკი - მოწამეთა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „ყოველდღიური ანტიფონები‘‘ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- შვიდეულის დღისა;
- მოწამეთა;
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- მოწამეთა;
 
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
 
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- მოწამეთა;
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- მოწამეთა;
 
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
 
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოწამეთა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამეთა.
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.
მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.
წარდგომა (ჴმა IV): „წმიდათა, რომელნი არინ ქუეყანასა მისსა, საკვირველ -ჰყო უფალმან ყოველივე
ნება მისი მათ შორის“.
ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარ ცა ნაძვი ლიბანისა
განმრავლდეს“.
მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.
ალილუია (ჴმა IV): „ჰხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან
იხსნა იგინი“.
განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებით სახსენებელსა სიწმიდისა
მისისასა“.
 
2023 წელი 26 ოქტომბერისულთმოფენობიდან 23-ე შვიდეული8 ნოემბერი
ძველი სტილითოთხშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
წმ. ალექსანდრესი, გურიისა და სამეგრელოს ეპ. (1907); ხსენება დიდისა და საშინელისა ძვრისა, რომელი იყო ქალაქსა კონსტანტინეპოლს (740); დიდმოწ. დიმიტრი თესალონიკელისა (დაახ. 306); მოწ. ლუპესი (დაახ. 306); ღირ. ათანასე მიდიკიელისა (814).
 
ცისკ. - მთ. 36 დას. X, 16-22.
ლიტ. - ძვრის. - ებრ. 331 დას. (შუათგან), XII, 6-13, 25-27. მთ. 27 დას. VIII, 23-27.
რიგ. - 1 თეს. 264 დას. II, 1-8. ლკ. 56 დას. XI, 9-13.
წმ. - ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16.
დიდმოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მღვდელმთავრისა).
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „ორი წმიდის“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარი და კონდაკი - მოწამეთა.
 
დიდი მწუხრი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- მღვდელმთავრისა - 4 მუხლი (ჴმა V).
- დიდმოწამისა - 4 მუხლი (ჴმა II).
„დიდება“ მღვდელმთავ.: „გიხაროდენ ღირსო...“ (ჴმა V).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ზღუასა მას...“ (ჴმა V).
– შესვლა საცეცხლურით.
– დღის წარდგომა.
– საწინასწარმეტყველო - 3 (2 - მღვდელმთავრისა - საზიარო თვენიდან და
1 - დიდმოწამისა - სადღესასწაულოდან).
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მღვდელმთავრისა (თავისი ჩასართავებით).
,,დიდება“ დიდმოწამისა: ,,ყოვლად წმიდა...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო
ქალწულო...“ (ხმა VIII).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მღვდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ჴმა IV).
„დიდება“ დიდმოწამისა: „შემწე დიდი...“ (ჴმა III).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
,,შენ შუამდგომელსა...“ (ჴმა III).
 
დიდი ცისკარი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი მღვდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ჴმა IV) 2-გზის.
„დიდება“ დიდმოწამისა: „შემწე დიდი...“ (ჴმა III).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
,,შენ შუამდგომელსა...“ (ჴმა III).
– რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
– რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - მღვდელმთავრისა.
„დიდება“ დიდმოწამისა.
„აწ და“ მისივე.
– ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– „გადიდებსა“ მღვდელმთავრისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
– წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ - მღვდელმთავრისა.
„დიდება“ დიდმოწამისა.
,,აწ და“ მისივე: „ვითარცა ქალწულმან...“
– I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი
წმიდათა მისთა“ (ხმა VII).
მუხლი: ,,რაი მივაგო უფალსა ყოველისავეთვის, რომელი მომაგო მე?“
– საცისკრო სახარება: მთ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მღვდელმთავრისა...“
„აწ და“- „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- ,,მღდელმოძღურებისა კუართითა...“
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2გზის).
II კანონი - მღვდელმთავრისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - დიდმოწამისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დიდმოწამისა (ჴმა II).
- წარდგომა მღვდელმთავრისა: ,,საღმრთოი ნათელი...“
„დიდება“ დიდმოწამისა: ,,ვითარცა მხნედ...“
,,აწ და“ იგივე.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მღვდელმთავრისა: „საღმრთოსა ქუხილისა...“ (ჴმა II) (საზიარო).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც
უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერ -ხებთ, რადგან საზიარო თვენში
იგი მითითებული არ არის.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ მღვდელმთავრისა: ,,ჭირთა შინა...“
„დიდება“ დიდმოწამისა.
,,აწ და“ მისივე.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- მღვდელმთავრისა - 3 მუხლი.
- დიდმოწამისა - 3 მუხლი.
„დიდება“ მღვდელმთავრისა: „შენ მწყემსო...“
,,აწ და“ მისივე: „გიხაროდენ, მარიამ...“
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მღვდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ჴმა IV).
„დიდება“ დიდმოწამისა: „შემწე დიდი...“ (ჴმა III).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
,,შენ შუამდგომელსა...“ (ჴმა III).
ჟამებზე:
– ტროპარები: მღვდელმთავრისა და დიდმოწამისა.
– კონდაკი: მღვდელმთავრისა და დიდმოწამისა (მონაცვლეობით).
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მღვდელმთავრის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- დიდმოწამის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - მღვდელმთავრისა;
- დიდმოწამისა.
კონდაკები: - მღვდელმთავრისა;
„დიდება“ - დიდმოწამისა;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
ბ) თუ ტაძარი მრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მღვდელმთავრისა;
- დიდმოწამისა.
კონდაკები: - მღვდელმთავრისა;
„დიდება“ - დიდმოწამისა;
„აწ და“ - ტაძრისა;
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - მღვდელმთავრისა;
- დიდმოწამისა.
- ტაძრისა;
კონდაკები: - ტაძრისა;
- მღვდელმთავრისა;
„დიდება“ - დიდმოწამისა.
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - მღვდელმთავრისა და დიდმოწამისა.
სამოციქულო და სახარება - მღვდელმთავრისა და დიდმოწამისა.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.
მუხლი: ,,რაი მივაგო უფალსა ყოველისავეთვის, რომელი მომაგო მე?“
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.
ალილუია (ჴმა I ): „მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი სიხარუ -ლით
იხარებდნენ“.
ალილუია (ჴმა IV ): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანი -საი
განმრავლდეს“
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“
(მღვდელმთავრისა და დიდმოწამისა ემთხვევა ერთმანეთს).
 
2023 წელი 27 ოქტომბერისულთმოფენობიდან 23-ე შვიდეული9 ნოემბერი
ძველი სტილითხუთშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
მოწ. ნესტორ თესალონიკელისა (დაახ. 306); მოწ. კაპიტოლინასი და ეროტიდასი (304); მოწ. მარკოზისა და მისთანათა.
 
ლიტ. - 1 თეს. 265 დას. II, 9-14. ლკ. 57 დას. XI, 14-23.
მოწ. - ეფ. 233 დას. VI, 10-17. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოწამისა).
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარები - მღვდელმთავრისა და დიდმოწამისა.
– კონდაკი - დიდმოწამისა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - მე-12 (რომელიც დატევებულ იქნა ოთხშაბათს ცისკრად).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- შვიდეულის დღისა - 3 მუხლი (ჴმა V).
- მოწამისა - 3 მუხლი (ჴმა IV).
„დიდება“ მოწამისა „გაქუს შენ მდინარე...“ (ჴმა II).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– დღის წარდგომა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა,
რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“
- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“
„დიდება“ მოწამისა „მარტვილთა გვირგვინითა...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მოწამისა „მოწამემან შენმა...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“
ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით) (ჴმა IV).
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი მოწამისა „მოწამემან შენმან...“ 2გზის (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“
ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით) (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-13, მე-14 და მე-15.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
– წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და
კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.
- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და
ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
- შემდგომად III სტიხოლოღიის წარდგომისა: „დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება
შენდა“.
– 50-ე ფსალმუნი.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1 გზის) - 6 მუხლად.
II კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
III კანონი - მოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ
 
მოწამის კანონის ძლისპირი.
 
– „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მოწამისა „ვითარცა ოქრო ბრძმედსა...“. (ჴმა I).
„დიდება‘‘ „აწ და“ მისივე.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მოწამისა: „რომელმან იღვაწე...“ (ჟამნიდან).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც
უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერ -ხებთ, რადგან საზიარო თვენში
იგი მითითებული არ არის.
– შემდგომად „აკურთხევდითსა‘‘ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა‘‘ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
– „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა.
„დიდება‘‘ მოწამისა: „რომელი ღუაწლთა მიერ...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა.
– „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება‘‘ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
– „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
– „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა,
რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...‘‘
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“
„დიდება‘‘ „აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა V).
– „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1გზის.
ტროპარი მოწამისა „მოწამემან შენმა...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და “ ღვთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ
„უმცირესთაგანი“ „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით) (ჴმა IV).
ჟამებზე:
– ტროპარი და კონდაკი - მოწამისა.
წმ. იოანე ოქროპირის
საღმრთო ლიტურგია:
– „ყოველდღიური ანტიფონები‘‘ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- შვიდეულის დღისა;
- მოწამისა;
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- მოწამისა;
 
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
 
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- მოწამისა;
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- მოწამისა;
 
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
 
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა.
წარდგომა: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“ (ჴმა VIII).
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
წარდგომა: „იხარებდეს მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“ (ჴმა VII).
ალილუია: „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო, და ჭეშმარიტებასა ეკლესიასა შინა
წმიდათასა“ (ჴმა I).
მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.
ალილუია (ჴმა VI ): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა
განმრავლდეს“.
განიცადე: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდისა
მისისასა“.
 
2023 წელი 28 ოქტომბერისულთმოფენობიდან 23-ე შვიდეული10 ნოემბერი
ძველი სტილითპარასკევიახალი სტილით
 
ხსენება:
მღვდელმოწ. ნეოფიტესი, ურბნელი ეპ. (VII); დიდმოწ. პარასკევასი (III); მოწ. ტერენტისა, ნეონილასი და შვილთა მათთა - სარვილესი, ფოტისა, თეოდულესი, იერაქსისა, ნიტესი, ვილესი და ევნიკიასი (249-250); ღირ. სტეფანე საბაწმიდელისა, კანონთმთქმელისა (IX); წმ. არსენისა, სერბელი მთავარეპ. (1266); მოწ. აფრიკანესი, ტერენტისა, მაქსიმესი, პომპიოსისა და 36 სხვათა (III); მღვდელმოწ. კვირიაკესი, იერუსალიმელი პატრ. (363); ღირ. იოანე ქოზიბელისა, კესარიელი ეპ. (VI).
 
ლიტ. - 1 თეს. 266 დას. II, 14-19. ლკ. 58 დას. XI, 23-26.
მღვდელმოწ. - 1 ტიმ. 280 დას. I, 12-17. ლკ. 67 დას. XII, 32-40.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
IX ჟამი:
– ტროპარი და კონდაკი - მოწამისა.
დიდი მწუხრი:
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.
– „ნეტარ არს კაცი“ – პირველი აღსავალი.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები 8 მუხლად:
- მღვდელმოწამისა - 8 მუხლად (ჴმა I).
„დიდება“- მისივე: ,,ეჰა საიდუმლო...“ (ჴმა VI).
„აწ და“- ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
„ვინა არა გნატრიდეს...“ (ჴმა VI).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა - დღისა.
– საწინასწარმეტყველო – 3 (მოწამეთა).
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მღველმოწამისა (თავისი ჩასართავებით).
,,დიდება“- ,,მოვედით შვილნო...“ (ჴმა V).
„აწ და“- ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
,,ტაძარი ხარ ბჭე...“ (ჴმა V).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მღვდელმოწამისა: ,,საქმით მიემსგავსე მოციქულთა...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო...“ (ჴმა IV).
დიდი ცისკარი:
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი მღვდელმოწამისა: ,,საქმით მიემსგავსე მოციქულთა...“ (ჴმა IV) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო...“ (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-19 და მე-20 (III რიგითი კანონი დაიტევება).
– I და II რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოღიებისა - მღვდელმოწამისა.
– ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– „გადიდებსა“ მღვდელმოწამისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
– წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“: ,,გამოუთქმელისა სიბრძნისა...“ (ჴმა VIII) 2-გზის.
„დიდება“„აწ და“ მისივე: ,,სიბრძნე და სიტყვა...“.
– I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
– წარდგომა (ჴმა VII): ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.
მუჴლი: ,,რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელნი ესე მომაგო მე“.
– საცისკრო სახარება: მთ. X, 23-37.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მამისა ჩუენისა, მღვდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა,
მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- ,,ეჰა საიდუმლო საკვირველებათა ..“ (იხ. ,,უფალო ღაღად-ვჰყავსა ზედა“ დასდებელის
„დიდების“ მუხლი).
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის) (იხ. ჟამნში, სავედრებელი ყოვლადწმიდისა
ღმრთისმშობელისა, ძლისპირი „ქვეყანასა მწყურნებსა“ ან პარაკლიტონში, კანონი ნუგეშინისცემითი, ძლისპირი:
„ეტლთა მფლობელი ფარაო...“)
II კანონი - მღვდელმოწამისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მღვდელმოწამისა: ,,მღვდელ-მთავრობისა...“ 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე: ,,ალსა გეენიისასა მგზებარესა...“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი მღვდელმოწამისა (ჴმა IV).
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): ,,უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).
– „განმანათლებელი“ მღვდელმოწამისა: „ყოვლად წმიდამან...“ 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე: „ხატისა შენისა...“
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მღვდელმოწამისა - 4 მუხლი.
„დიდება“ - მისივე: „პოდირი წმიდა მღუდელობისა...“ (ჴმა IV).
„აწ და“ - ღმრთისმშობელისა მისივე: „მიდგომილება უთესლო...“ (ჴმა IV).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მღვდელმოწამისა: ,,საქმით მიემსგავსე მოციქულთა...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან დაფარულიყო...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
– ტროპარი და კონდაკი - მღვდელმოწამისა.
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მღვდელმოწამის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით)
თავისი ,,დიდება“, ,,აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღვთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მღვდელმოწამისა.
კონდაკები: „დიდება“ - მღვდელმოწამისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მღვდელმოწამისა;
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - მღვდელმოწამისა;
 
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“.
 
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მღვდელმოწამისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მღვდელმოწამისა.
წარდგომა (ჴმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის -ჰსცემდით
კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“.
წარდგომა (ჴმა VIII): „იქადიან წმიდანი დიდებითა თქვისითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა“.
ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.
მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან, ჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.
ალილუია (ჴმა II): ,,მღუდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ“.
განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუჱყანისა ღმერთმან“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.
 
2023 წელი 29 ოქტომბერისულთმოფენობიდან 23-ე შვიდეული11 ნოემბერი
ძველი სტილითშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
ღირ. მამისა ჩვენისა სერაპიონ ზარზმელისა (900); ღირსმოწ. ანასტასია რომაელისა (III); ღირ. აბრაამ დაყუდებულისა და ნეტარისა მარიამისა, ძმისწულისა მისისა (დაახ. 360); მოწ. კლავდიოსისა, ასტერიოსისა, ნეონისა და თეონილასი (285); ღირ. ანასი (826).
 
ლიტ. - ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
რიგ. - 2 კორ. 185 დას. VIII, 1-5. ლკ. 36 დას. VIII, 16-21.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (ღირსისა).
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარი და კონდაკი - მღვდელმოწამისა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - მე-18.
– „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება I ჴმაზე).
– „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- ღირსისა - 6 მუხლი (ჴმა I).
„დიდება“ - ღირსისა: „შენ, მონაზონთა სიქადულო...“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით):
„ზღუასა მას ზედა მეწამულსა...“ (ჴმა V).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– წარდგომა - დღისა.
– ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - ღირსისა (თავისი ჩასართავებით).
,,დიდება“მ- მისივე: „რაჲმე სახელ-გდვათ, ნეტარო...“ (ჴმა IV).
,,აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
„მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი ღირსისა: „საღმრთოისა არვისა მცველო დაუძინებელო და მმარხველთა გუნდისა
წინამძღვარო გზასა ზედა ცხორებისას ა, ღმრთისმობაძავითა სიმდაბლითა
შემოსილო, ეშმაკისა მრავალსახეთა მზაკუვარებათაგან შეურყეველო და მამათა
წესისა საქმით აღმასრულებელო, ღირსო მამაო სერაპიონ, ევედრე ქრისტე სა
ღმერთსა, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი“ (ჴმა I).
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი
(მიმდინარე ხმის მიხედვით): ,,გიხაროდენ ბჭეო განუღებელო...“ (ჴმა V).
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი‘‘ (იგალობება I ჴმაზე).
ტროპარი ღირსისა: „საღმრთოისა არვისა...“ (ჴმა I) 2-გზის.
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი
(მიმდინარე ხმის მიხედვით): ,,გიხაროდენ ბჭეო განუღებელო...“ (ჴმა V).
– რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.
მე-17 კანონის დროს აღესრულება კმევა სრულიად ტაძრისა.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიქოლოღიებისა - ღირსისა.
„დიდება“ „აწ და“- მისივე.
– 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი – ღირსისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის, განვლილი კვირის ცისკრიდან,
პარაკლიტონიდან).
II კანონი - ღირსისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა ღირსისა: „მოღუაწებისა ზეთითა...“ (ჴმა IV).
„დიდება“, „აწ და“ - იგივე.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი აღმსარებელისა: „საღმრთოისა მის დიდებისა და შუენიერებისა სურვილითა სიბრძნით
შეურაცხ-ჰყვენ საწუთროისა დიდება და საშუებელნი, და ჯუარისა ქრისტესისა
აღმღებელმან, მრავალნი ღუაწლნი და შრომანი თავს -ისხენ გონიერებითა, რომლისა
მომხსენებელნი ვხმობთ შენდამი: გიხაროდენ, მამაო სერაპიონ, ყოვლადბრძენო“ (ჴმა II).
შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას
ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).
– „განმანათლებელი“ ღირსისა: ,,იწროჲ გზაჲ მოღუაწებისაჲ...“.
„დიდება“, „აწ და“ - მისივე.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი.
„დიდება“ - მისივე: „ღირსო მამაო, საწადელო სერაპიონ...“ (ჴმა III).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ (იხ. III ჟამი).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსისა: „უდაბნოჲსა მოქალაქედ...“ (ჴმა I).
„დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(მიმდინარე ხმის მიხედვით): ,,გიხაროდენ ბჭეო განუღებელო...“ (ჴმა V).
 
ჟამებზე:
 
– ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- ღირსის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი
,,დიდება“, ,,აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა.
კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – ღირსისა და დღისა.
სამოციქულო და სახარება – ღირსისა და დღისა.
წარდგომა (ჴმა VII): ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაჲ“.
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“.
წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი
წრფელნი გულითა“.
ალილუია(ჴმა VI): „ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა და მცნებათა მისთა ინებოს ფრიად“.
მუხლი: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი“.
ალილუია (ჴმა IV): ,,ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან
იხსნა იგინი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.
 
2023 წელი 30 ოქტომბერისულთმოფენობიდან 23-ე კვირა12 ნოემბერი
ძველი სტილითხმა VIახალი სტილით
 
ხსენება:
მოწ. იოთამ ზედგენიძისა, მეფისათვის თავდადებულისა (1465); მღვდელმოწ. ზინობისა, ეგეას ეპ., და დისა მისისა ზინობიასი (285); მოციქულთა: ტერტისა, მარკოზისა, იოსტოსისა და არტემისა, სამოცდაათთაგანთა (I); მღვდელმოწ. მარკიანესი, სირაკუზელი ეპ. (II); მოწ. ევტროპიასი (დაახ. 250); მოწ. ანასტასია თესალონიკელისა (III).
 
ცისკ. - სახ. I, მთ. 116 დას. XXVIII, 16-20.
ლიტ. - ეფ. 220 დას. II, 4-10. ლკ. 38 დას. VIII, 26-39.
მოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოწამისა).
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირის „ღამისთევის“ მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
დიდი მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VI ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა VI).
- აღმოსავლური - 3 მუხლი.
- მოწამისა - 4 მუხლი (ჴმა I).
„დიდება“ მოწამისა: „გაქუს შენ...“ (ჴმა II).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ვინ არა გნატრიდეს ...“ (ჴმა
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა დღისა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
,,დიდება“ მოწამისა: ,,მარტვილთა გვირგვინითა...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
 
„მოხედენ ვედრებასა...“ (ხმა IV).
 
– ,,აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3-გზის.
დიდი ცისკრის ჟამი:
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება VI ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: ,,ანგელოზთა ძალნი...“ - 2-გზის (ჴმა VI).
„დიდება“ ტროპარი მოწამისა: „ქრისტეს მცნებათა მუშაკო სარწმუნოო და მხნეო მხედარო,
განმაქარვებელო ზაკუვათაო, თავის დამდებელო მირონცხებულისა თვითმპყრობელისათვის,
წმიდაო მოწამეო იოთამ, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით):
„რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IVვ).
– რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიქოლოღიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ ,,აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომისა : „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ
ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა
ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
– ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.
– იპაკო და ანტიფონები (ჴმა VI).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,უფალო, აღადგინე ძალი შენი, და მოვედ ცხოვრებად ჩვენდა“
(ჴმა VI).
მუჴლი: ,,რომელი ჰმწყსი ისრაილსა მოიხილე, რომელი უძღვი ვითარცა ცხოვარსა იოსებსა“.
– საცისკრო სახარება: სახ. I, მთ. 116 დას. XXVIII, 16-20.
– „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღდგა რა იესო განთიად...“
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).
II კანონი ჯვარ-აღდგომისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
IV კანონი მოწამისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია - ,,აღაღე პირი ჩემი“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი ღირსისა: „იწროსა გზასა ცხორებისასა ღუაწლი კეთილი მოიღუაწე სიბრძნითა და
სიმხნითა შენითა, მოწამეო იოთამ, და აწ წინაშე მეუფისა ზეცათაისა წარდგომილ -ხარ, ძლევისა
გვირგვინითა შემკობილი, მას ევედრე ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად ჩუენ ყოველთათვის ...“ ((ჴმა
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული,
რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
- წარდგომა მოწამისა: „ვითარცა ოქრო ბრძმედსა შინა...“ (ჴმა I).
„დიდება“, „აწ და“ იგივე.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა VI).
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– ,,წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
– „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (I).
,,დიდება“ „განმანათლებელი“ მოწამისა: „რომელი ღუაწლთა მიერ...“ (ჴმა IV).
,,აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (I).
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა VI).
- მოწამისა - 4 მუხლი (თავისი ჩასართავებით, იხ. „სტიქარონსა“-ზედა დასდებლების ჩასართავები).
,,დიდება“ გერი (ათერთმეტთაგანი) (I).
,,აწ და“ - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი ლუწი ხმისა.
 
ჟამებზე:
 
– ტროპარები: აღდგომისა (ხმა VI) და მოწამისა.
– კონდაკები: აღდგომისა და მოწამისა მონაცვლეობით.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“:
- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი,
- მოწამის კანონის III გალობიდან – 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- მოწამისა.
კონდაკები: „დიდება“ - მოწამისა.
„აწ და“ - აღდგომისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
- მოწამისა.
კონდაკები: - აღდგომისა.
„დიდება“ - მოწამისა.
„აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა.
- მოწამისა.
კონდაკები: - აღდგომისა.
- ტაძრისა.
„დიდება“ - მოწამისა;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - კვირისა და მოწამისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამისა.
წარდგომა (ჴმა VI): „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი“.
მუხლი: ,,შენდამი უფალო ხმა ვყავ, ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან“.
წარდგომა: „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“ (ჴმა VII).
ალილუია (ჴმა VI): „რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა
ზეცათასა განისუენოს“.
მუხლი: „ჰრქუას უფალსა ხელის-აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი
და მე ვესავ მას“.
ალილუია: „მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს “ (ჴმა
განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.