კვირის საეკლესიო კალენდარი – 29 იანვარი – 4 თებერვალი 2024
BETA საცდელი ვერსია · ალგორითმით გამოთვლილია, არ არის საპატრიარქოს ოფიციალური ტიპიკონი – გადაამოწმეთ patriarchate.ge-ზე ან sazu.ge-ზე.
2024 წელი 16 იანვარისულთმოფენობიდან 35-ე შვიდეული29 იანვარი ძველი სტილითორშაბათიახალი სტილით ხსენება: თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოც. პეტრესი. მოწ. სპევსიპესი, ელევსიპესი, მელევსიპესი და დიდედისა მათისა ლეონილასი და მათ თანა: ნეონისა, ტურვონისა და იოვილასი (161-180); მოწ. დანაქტი წიგნისმკითხველისა (II). ლიტ. - ებრ. 329 დას. XI, 17-23, 27-31. მკ. 42 დას. IX, 42 - X, 1. მოც. - საქ. 29 დას. XII, 1-11. ინ. 67 დას. XXI, 15-25. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარები: აღდგომისა (ჴმა I) და ღირსთა დედათა. – კონდაკი: ღირსთა დედათა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება. – რიგითი კანონი - არ აღესრულება. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები მოციქულისა: 6 მუხლად: „მოვედით შემოვკრბეთ, მორწმუნენო და გალობით შევასხმიდეთ ნეტარსა პეტრეს და ვისწრაფოთ ამბორის-ყოფად ჯაჭუთა მისთა, რომლითა შეიკრა ქრისტეს ღმრთისათვის და ამას ვევედრებოდით სარწმუნოებით: ითხოვე ჩუენთვის მოციქულო რაითა ღირს-ვიქმნეთ საშუ-ებელსა საუკუნესა, მეოხებითა შენითა“ 2-გზის. „წინაისწარ მეცნიერმან ყოვლისამან, იხილა რაი სიწმიდე გონებისა შენისა, თავად კრებულისა მოციქულთაისა განგაწესა და ეკლესიისა ზღუდედ და სიმტკიცედ და კლიტენი სასუფეველისანი გარწმუნნა, რომელნი წყალობით განგვიხვენ ჩუენ, პეტრე ყოვლად სანატ -რელო, რაითა წადიერებით და მხურვალედ გადიდებდეთ შენ“ 2-გზის. „პირველ იხარებდი რაი ქრისტესა ღმრთად და სიტყუად და სიბრძნედ ღმრთისა მამისა, შეკრულ იქმენ ჯაჭვითა და საპყრობილედ შეიყენე, ხოლო ანგელოზისა მიერ განიხსენ და საკვირველებით განერი, ამისთვისცა, გევედრები შენ პეტრე ნეტარო, განჰხსენ ბრალთა ჩემთა ჯაჭუნი მძიმენი და ღირს-მყავ განთავისუფლებად ცოდვათაგან“ 2-გზის. „დიდება“ მოციქულისა: „ქრისტეს ღმრთისათვის შეკრულმან და დილეგსა შეწყუდეულმან დიდებულო მოციქულო, შეჰკარ საცდური, ამისთვის სურვილით გადიდებთ და შიშით ამბორს- უყოფთ ჯაჭუთა შენთა წმიდათა და აღმოვივსებთ მათ მიერ სულთა და ხორცთა კურნებასა უხუებით და ჯეროვნად გიგალობთ შენ, ღმრთისმხილველო, თავო ქრისტეს მოციქულთაო“ (ჴმა „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „წარხდა სახე...“ (ჴმა II). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოციქულისა (საზიარო თვენიდან - მოციქულისა). „დიდება“ მოციქულისა: „რომელსა ზედა აღაშენა ეკლესიაი თვისი ქრისტემან, პეტრე, გაქებთ მორწმუნენი და ქედსა მას წმიდასა შენსა შეხებულთა ჯაჭუთა შენთა პატივს -ვსცემთ და აღმოვივსებთ მადლსა და სენთა კურნებასა, რომელი დაადგრა დიდებულთა ხორცთა შენთა მიახლებითა, ღმრთივგანბრძნობილო“ (ჴმა VIII). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,უსძლოო ქალწულო...“ (ჴმა VIII). – ,,აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: - ტროპარი მოციქულისა: ,,რომი არა დაუტევე...“ (ჴმა IV). „დიდება“ ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმისმიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე). ტროპარი მოციქულისა: „რომი არა დაუტევე...“ (ჴმა IV) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-4, მე-5 და მე-6. – I და II რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად I და II სტიხოლოღიებისა - მოციქულისა. „დიდება‘‘ ,,აწ და‘‘ - იგივე. – III რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსი - არ აღესრულება. – წარდგომები შემდგომად III სტიხოლოღიისა - პარაკლიტონიდან. „დიდება‘‘ ,,აწ და‘‘ - მისივე. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი შვიდეულის დღის - 4 მუხლი (ძლისპირი 1 გზის). II კანონი შვიდეულის დღის - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე). III კანონი მოციქულისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე). – კატავასია - ,,უქმი ქუეყანა...“. – „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“. გალობა I. უგალობდითსა. ძლისპირი: „არარაი არს სახედ შენდა, ღმერთო დიდებისაო, რამეთუ მარჯვენითა მაღლითა განარინე ერი ზღუასა კაცთმოყვარე“. „შენ შეკრვისა და განხსნისა ხელმწიფებაი მოგეცა და შეკრულმან ჯაჭვითა, შეკრულნი განხსნენ, პეტრე, ცოდვისა კრულებათაგან“. „შენ, თავო მოციქულთაო, საცთურისა საკრველნი, შერაიიკარ ჯაჭვითა, დაჰხსნენ, ამისთვის ჯაჭუთა შენთა სურვილით შევიტკბობთ“. „დიდება“ - „საღმრთოთა მათ ჯაჭუთა შენ თა თაყვანის -ვსცემთ, რამეთუ განფ რდილნი ბრძოლათა მიერ შეგუკრენ სიყვარულითა ქრისტეს ღმრთისაითა მათ მიერ“. „აწ და“ - „უზეშთაეს დიდებისა, ეტლსა სიწმიდისასა, დედასა ნათლისასა, ღმრთისმშობ - ელსა მარიამს ჩუენ ყოველნი უგალობდეთ“. გალობა III. განძლიერდასა. ძლისპირი: „არა სიბრძითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა, თავით თვისით ვიქადით, არამედ შენგან ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენებრ, კაცთმოყვარე“. „ჯაჭუთა შენთა დღეს, აღუსებულთა მადლითა, თაყვანის -ვსცემთ, რომელნი წმიდა იქმნეს, შეხებითა გუამისა შენისაითა, რომელსა ზედა დაეფუძნა ეკლესიაი“. „პატიოსანთა და წმიდათა ასოთა შენთა დასხმულთა ჯაჭუთა პატივს -ვსცემთ, ვითარცა სამკაულთა ეკლესიისათა, პეტრე დიდებულო თავო მოციქულთაო“. „დიდება“ - „საკრველთა შენთა თაყვანის -ვსცემთ და ამბორს უყოფთ სურვილით ჯაჭუთა შენთა, რომლითა განიხსნა უმეცრებაი წარმართთაი და სამძალად ღმრთისმსახურებისა იცნობნეს“. „აწ და“ - „უსძლოო სძალო, რომელმან შევ ღმერთი ხორციელქმნული, ვედრე ბითა მით შენითა, მოწევნადთა მათ განსაცდელთაგან და ვნებათა მიხსენ ჩუენ, რომელნი გესავთ შენ“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მოციქულისა: ,,ჰქადაგებდი რაი ქრისტეს ღმრთეებასა და ყოველსა სოფელსა განანათლებდი დიდებულო პეტრე თავო მოციქულაო, ჰეროდე უსჯულომან შეგიპყრა და შეგბორგილა ჯაჭვითა, ხოლო ანგელოზმან უფლისამან, რომელი იგი ღამე წარმოგიდგა შენ, საკვირველებით განგხსნა და განგიყვანა საპყრობილით, რაითა ჰქადაგებდე მას, ვითარცა ღმერთსა, ყოველთა კიდეთა სოფლისათა, რომლისათვისცა გევედრებით ითხოვე სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაი“ (ჴმა I). „დიდება“„აწ და“ იგივე. გალობა IV. მესმასა. ძლისპირი: „ცანი შუენიერებამან შენმან დაფარნა და ქუეყანაი აღივსო დიდებითა შენითა, ქრისტე, ამისთვის სარწმუნოებით ვიტყვით: დიდებაი ძალსა შენსა უფალო“. „მორჩილებისათვის ღმრთისა, ჯაჭვითა შეიკარ, ხოლო საკვირველად რაი განერი ანგელოზისა მიერ საპყრობილით, დიდებულო პეტრე, ურჩთა და ურწმუნოთა ამხილე“. „რომელმან გარწმუნნა კლიტენი ზეცისანი, ზარისაგან მისისა, საპყრობილესა შინა, პეტრე, მყის დაიხსნნეს საკრველნი შენნი, მსგავსად კუამლისა და დაგცვივეს ჯაჭუნი შენნი“. „დიდება“ - „შენდა, ზეცისა სავანისა კარი სმცველისა, რკინისა ბჭეთა შეზღუდ ვაი ვერ იკადრეს, ამისთვისცა მყის შიშით თავით თვისით განგეხუნეს, პეტრე, სიმტკიცეო მორწ - მუნეთაო“. „აწ და“ - „ცათა დაუტევნელი დაიტიე, ქალწულო, და უზესთაეს ბუნებათა გვიშევ ჩუენ, ამისთვის სარწმუნოებით, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ“. გალობა V. ღამითგანსა. ძლისპირი: „რომელმან მომიგენ ჩუენ ერად თვისად მორწმუნედ, სისხლითა შენითა, ქრისტე, მშვიდობაი შენი მომეც ჩუენ და დაიცევ მარადის სამწყსოი შენი“. „საშინელი სიტყუაი შენი პეტრე ნეტარო მომაკუდინებელ წარმდებთა და სნე ულთა განმკურნებელ და მკუდართა ჯოჯოხეთით აღმომყვანებელ“. „აჩრდილი შენი პეტრე, საკვირველთმოქმე დ და დიდ და ვარშამაგიცა შენი მა ოტებელ სალმობათა და თაყვანისსაცემელ ჯაჭუნი შენნი“. „დიდება“ - „სახსენებელსა შენსა ძალ-უც ჭეშმარიტებით, მოციქულო უფლისაო, ცხორებაი სულთაი და ჯაჭუთა შენთა შეხებასა - მოტევებაი ბრალთაი“. „აწ და“ - „განხორციელდა ღმერთი და მიიღო ბუნებაი შენგან ქალწულო უს ძლოო, და უცვალებელად ჰგიეს, ბუნებითა მით ღმრთეებისაითა“. გალობა VI. ღაღადყავსა. ძლისპირი: „შთავვარდი მე სიღრმესა ზღვისასა და ცოდვისა უფსკრულთა დამნთქეს მე, არამედ ვითარცა ღმერთ ხარ განხრწნისაგან კუალად აღმოიყვანე ცხოვრებაიცა ჩემი მოწყალე“. „რომელმან იგი ხელ -იყო სიცოფით, განცდად სულსა წმიდასა - სიმონ - ამხილე მას და ღმრთისმეტყუელე უწინარეს ყოველთასა, ნეტარო, ღმრთად ჭეშმარიტად სული წმიდაი“. „ითხოვე ქრისტესგან სანატრელო, რაითა დაფუძნებული შენ ზედა წმიდაი ეკლესიაი თვისი დაამყაროს შეუძრველად მარადის მართლითა სარწმუნოებითა“. „დიდება“ - „ხელბორკილთა შენთა ამბორს-უყოფთ და მარჯუენესა შენსა, ვითარცა კლიტეთ მპყრობელსა, ვევედრები განხუმად ჩემდა, კართა სამოთხისათა და ბჭეთა სასუფეველისათა“. „აწ და“ - „იქმნა საშოი შენი ღმრთისმშ ობელო, დამტევნელ ღმრთეებისა დაუ ტევნელისა მიუწდომელად, რომელსაცა დასებაი უსხეულოთაი ვერ იკადრებს თუალთა ხილვად“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი მოციქულისა: „კლდესა ქრისტესსა...“ (ჟამნიდან). - იკოსი მოციქულისა: „ნანდვილვე აწ მოიწია ყოველთათვის მახლობელთა და შორიელთა ბრწყინვალე დღესასწაულობაი და თაყვანისცემაი საკვირველებისაი და ერთხმობით შესხმად პეტრეს და პავლეს, იოვანეს და ანდრიას, პირველ ჩინებულთა მათ, და ღირსად დიდებად ფილიპეს და მატთეოს, სიმონს მოშურნესა და იაკობს და იუდას და ყოველთავე მათ ქრისტეს მოციქულთა შემკობად და ესრეთ ღაღადებად ქრისტეს მიმართ: საკვირ ველ იქმნა ღმერთი ჩუენი, რომელი მოგუანიჭებს ცოდვათა შენდობასა“. გალობა VII. კურთხეულარსა. ძლისპირი: „დასაბამსა დაუსაბამოი სიტყუაი ღმრთისაი მამისა თანა, მხოლოი სულით წმიდითურთ, კურთხეულ არს და უფროისად დიდებულ არს სამებაი წმი-დაი უკუნისამდე“. „გარდამოხდა ანგელოზი ქუეყანისა ანგელოზისა და განგხსნა შენ საკრველ -თაგან, პეტრე ნეტარო და საპყრობილისაგან ქადაგად ცხოვრებისად წარგავლინა“. „ანთრაკისა და ოქროისა და ქვათა პატიოსანთა ფრიად, უპატიოსნეს უპყრიეს ეკლესიასა რკინაი იგი ჯაჭუთა შენთაი და სიმდიდრედ თვისად დაიუნჯებს პეტ-რე“. „დიდება“ - „ცეცხლისა მიერ განსაცდელთა და ოფლთა შენთაისა წდობილითა, ჯაჭვიტა მით შენითა, ჰოი მოციქულო, უკურნებელნი იგი სენნი სულისა ჩემისანი განჰკურნენ“. „აწ და“ - „სამებასა განუყოფელსა და შეურევნელსა ვაქებდეთ მართლმადი -დებლობით და ესრეთ ვღაღადებთ: კურთხეულ ხარ ღმერთო მამათა ჩუენთაო, მარადის“. გალობა VIII. აკურთხევდითსა. ძლისპირი: „მხსნელო ყოველათაო ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იხსენი, რაჟამს იგი შეაცურიე სახუმილით ღაღადებდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“. „რომელმან საკრველთაგან განუხსნელთა განხსნად ხელმწიფებაი ზეცით მოიღე, ბნელისა შემკვრელისაგან განმხსენ მე, მოციქულო, მადლითა მით, რომელი მკვიდრ არს ჯაჭუთა შინა შენთა“. „მოწყალე ჰყავ ღმერთი მგალობელთათვის შენთა, მოციქულო პეტრე ნეტარო, რომელმან იგი გიბრძანა, სამეოცდა ათ შვიდ გზის შენდობაი ბრალეულთა და შეცოდებულთაი“. „დიდება“ - „რომლისა მოქენე იქმენ, სცოდე რაი, შენდობაი ცოდვათაი მომმადლე მეცა, ოხითა შენითა, პეტრე, მხურვალედ მოყვარესა შენსა გლახაკსა, ქრისტეს მოყუარეო და შეყუარებულო“. „აწ და“ - „მორწმუნე ერი სარწმუნოებით სამებასა ღმერთსა თაყვანის -სცემენ მართლაღსარებითა დღეს და ესრეთ ღაღადებენ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობა IX. ადიდებდითსა. ძლისპირი: „შობა შენი უხრწნელ არს, ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განხორციელებული, კაცთა შორის იქცეოდა, ამისთვისცა ჩუენ შენ ღმრთისმშობელო მარადის გადიდებთ“. „ჭეშმარიტად უზეშთაეს ხარ შენ ყოვლისა კაცთა ნეტარებისა, რამეთუ პირმან საღმრთომან შეგასხა ნეტარებაი პეტრე ნეტარო, და სანატრელ გყო ყოველთა ტომთა და ენათაგან“. „ყოვლითურთ დიდებითა სავსე არს, სიწმიდითა და საკვირველებითა, სიტყუაი და მტუერი შენი, ნაწილნი, სარწმუნოებაი და აჩრდილი შენი, პეტრე ნეტარო და ღირს პატივისა ჯაჭუნი შენნი“. „დიდება“ - „მოციქულთა თავო და გვირგვინო, ქრისტეს ეკლესიათა საფუძველო და სასუფეველისა კლიტეთ მპყრობელო, მგალობელნი ესე შენნი და ჯაჭუთა შენთა თაყვანის - მცემელნი გუაცხოვნენ“. „აწ და“ - „ნაყოფმან მუცლისა შენისამან შემქმნა მე ორღანოდ მგალობელად შენდა სიხარულისა მშობელო, რაითა სახარულევანითა ხმითა ხმამაღლად გიხაროდენსა გიღაღა - დებდე“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ მოციქულისა: „ეკლესიისა სიმტკიცეო, კლიტენი ზეცისანი გერწმუნნეს, პეტრე, ხოლო განხსნი, ყოვლად ნეტარო, ქრისტესთვის ჯაჭვითა შეკრული, საკრველთა ცოდვისათა, მოციქულო, რომელნი მათ მიერ პატივს-გცემენ შენ“. ,,დიდება“ ,,აწ და“ იგივე. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები მოციქულისა - 4 მუხლად: ,,დიდება“ მისივე: „საჭურველითა ჯვარისათა...“ ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა: ,,ღმრთისმშობელო ქალწულო...“ (იხ. III ჟამი). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი მოციქულისა: ,,რომი არა დაუტევე...“ (ჴმა IV). „დიდება“ ,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - მოციქულისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - მოციქულის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძილისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“- თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მოციქულისა. კონდაკები: „დიდება“ - მოციქულისა. „აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მოციქულისა; კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - მოციქულისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოციქულისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და მოციქულისა. წარდგომა (ჴმა VIII): „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა‘‘. მუხლი: ,,აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად‘‘. წარდგომა (ჴმა VIII ): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა ქვეყანისათა სიტყვანი მათნი“. ალილუია (ჴმა V): ,,აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“. მუხლი: ,,რამეთუ მან თქვა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“. ალილუია (ჴმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო“. განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა‘‘. განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა ქვეყანისათა სიტყვანი მათნი“. 2024 წელი 17 იანვარისულთმოფენობიდან 35-ე შვიდეული30 იანვარი ძველი სტილითსამშაბათიახალი სტილით ხსენება: ღირ. ანტონი დიდისა (356). ცისკ. - მთ. 43 დას. XI, 27-30. ლიტ. - ებრ. 333 დას. XII, 25-26; XIII, 22-25. მკ. 43 დას. X, 2-12. ღირ. - ებრ. 335 დას. XIII, 17-21. ლკ. 24 დას. VI, 17-23. საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან. კვირის ციკლის – არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი - მოციქულისა. დიდი მწუხრი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“- სა ზედა დასდებლები: - ღირსისა - 8 მუხლი (ჴმა IV). ,,დიდება“ მისივე: ,,ხატება და მსგავსება...“ (ჴმა VI). ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (,,დიდების“ ხმის მიხედვით): ,,ვინ არა გნატრიდეს...“ (ჴმა VI). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა - დღისა. – საწინასწარმეტყველო - 3 - ღირსისა (იხ. სადღესასწაულო ძვ. სტ-ით 15 სექტემბერი). – ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავის ჩასართავებით) (ჴმა V). ,,დიდება“ მისივე: ,,სიმრავლე მონაზონთა...“ (ჴმა VIII). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომისა“ (,,დიდების“ ხმის მიხედვით): ,,უსძლოო ქალწულო...“ (ჴმა VIII) – „აწ განუტევე“. – შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი: ტროპარი ღირსისა: ,,მოშურნისა ილიას...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე). ტროპარი ღირსისა: ,,მოშურნისა ილიას...“ (ჴმა IV) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-7 და მე-8. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: ღირსისა. „დიდება“„აწ და“ მისივე. – ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან). – „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,მწყემსობისა ხელოვნება...“ (ჴმა VIII). ,,დიდება“ ,,აწ და“ მისივე: ,,ზეცისა ბჭესა...“ – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ (ჴმა VII). მუხლი: ,,რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“. – საცისკრო სახარება: მთ. 43 დას. XI, 27-30. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მეოხებითა ღირსისა ანტონისათა...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,ღირსო მამაო...“ (ჴმა VI) (სადღესასწაულოდან). საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის). II კანონი - ღირსისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე). – კატავასია: ,,უქმი ქვეყანა...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა ღირსისა: ,,სული შენი...“ 2-გზის (ჴმა VIII). ,,დიდება“ ,,აწ და“ მისივე: ,,ვითარცა ყოვლად უბიწო...“ – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი ღირსისა (ჴმა II). – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ ღირსისა: ,,ნათელო ერთ-განზრახვათა...“ 2-გზის. ,,დიდება“ ,,აწ და“ მისივე: ,,შენ გალობითა...“. – ,,ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი. ,,დიდება“ ღირსისა: ,,ლტოლვილი ზეცად...“ (ჴმა VIII). ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,რვა ხმათა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,დედოფალო შეიწირე ვედრება...“ – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი ღირსისა: ,,მოშურნისა ილიას...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - ღირსისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: ღირსის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავის ,,დიდება“ ,,აწ და“ - თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: ,,დიდება“ - ღირსისა; ,,აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: - ტაძრისა ,,დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - ,,სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა. წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მათ“. მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმის ჩემისა გევედრებოდი რა მე შენდამი“. წარდგომა (ჴმა VII): ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. ალილუია (ჴმა IV): ,,მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავდეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“. მუხლი: ,,დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩვენისათა ყვაოდიან“. ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა მისთაინებოს ფრიად“. განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბ ავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“ (განიცადე - დღისა და ღირსისა ერთმანეთს ემთხვევა). 2024 წელი 18 იანვარისულთმოფენობიდან 35-ე შვიდეული31 იანვარი ძველი სტილითოთხშაბათიახალი სტილით ხსენება: მიცვალება ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (1213); ღირ. ეფრემ მცირისა, ფილოსოფოსისა (1101); ღირ. ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანია, +1923); წმ. ათანასესი (373) და კირილესი (444), ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსთა; ღირ. მარკიანე კვირინელისა (დაახ. 388). ცისკ. - ინ 36 დას, X 9-16. ლიტ. - იაკ. 50 დას. I, 1-18. მკ. 44 დას. X, 11-16. მეფ. - რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9. საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი წმ. თამარ მეფის განგებიდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი - ღირსისა. დიდი მწუხრი: – „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ 3-გზის - იგალობება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად. – ,,უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები: - მეფისა - 8 მუხლი: „მიანიჭე შენ, კაცთმოყუარეო, თ ჳთმპყრობელსა მეფესა ქართველთასა სიბრძნ ჱ იგი სოლომონისი, დავითის სიმშვიდ ჱ და მოციქულებრივი კეთილად მსახურება ჲ, რომლისა მიერ კეთილად განაგო მან მეფობა ჲ თჳსი, ვითარცა მეფეთა მეუფემან და მფლობელთა ყოველთა მფლობელმან, მის თანა შენისა ღმრთეებისა განგებულებასა ვადიდებთ, იესუ ყოვლად ძლიერო და მჴსნელო სულთა ჩუენთაო“ 2-გზის. „რტო ნაყოფიერ იქმენ შენ, ღმრთივგანბრძნობილო, აღმოცენებულ ძირთაგან ღმრთისმსახურთა, რომელმან საქმ ჱ, ხედვა ჲ და სიყუარული კეთილ -ად წარჰმართე და გარდაემატე ძუელთა, გინა ახალთა მეფეთა ღუაწლთა, ქრისტე აღიარე ღმერთად და მეუფედ და ქუელისმოქმედად და მჴსნელად და მძლედ ყოველთა მთავრობათა და უმაღლეს ჴელმწიფებათა, წმიდაო თამარ, რომლისათჳსცა წარგიმართა ქრისტესმოყუარჱ იგი მეფობაჲ შენი, იესუ ყოვ-ლად ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“ 2-გზის. „ვითარცა გული შენი, განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისაჲთა, ეგრეცა ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, რაჲთა შეგუჭურნეს ჩუენ ჴელითა თ ჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“ 2-გზის. „აწ ვითარ აღმოსთქუას გონებათა და პირთა ჩუენთა სიტყვანი კეთილნი: შესხმაჲ, ქებაჲ და დიდება ჲ ძლევით გ ჳრგჳნოსნობისა და მძლედ მფლობე -ლობისა შენისა ღირსად შესწორებულნი: სიმშჳდჱ - საქებელი, ლმობიერებაჲ - მოწლე, მოწყალებაჲ - თანა ლმობილი, უმანკოებაჲ - უზაკუელი, სიწრფოებაჲ - უსიცრუო, სახიერებაჲ - ზოგადი, სიუხუჱ აღუზვა- ვებელი და თავი ყოვლისა კეთილისა - შიში ღმრთისა ჲ და მსახურება ჲ მისი შეუორ - გულებელი, ამისთ ჳსცა ღირს იქმენ, სასუფეველსა ცათასა, რომელი დაგიმკ ჳდრა იესუ ყოვლადძლიერ-მან და და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“. „უფლისა მიერ კურთხეულო და სუე-ამაღლებულო ჴელმწიფეო, გიხაროდენ, განუშორე- ბელ არს შენგან მარადის წყალობა ჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ღუაწლი კეთილი მოგიღუაწებიეს, სრბაჲ აღგისრულებიეს და სარწმუნოებაჲ დაგიმარხავს საქმითა კეთილითა განსრულებული, ამისთჳსცა მიითუალე სიმართლისა იგი გ ჳრგჳნი, რომელი მოგანიჭა შრომათა წ ილ შენთა წმიდათა, იესუ ყოვლად-ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“. ,,დიდება“ - ,,გონებაჲ შენი უვნებლობითა განაბრწყინვე და საღმრთო ჲთა სიმდაბლითა განაშუენე, ერისა შენისა სულიერად აღმაშენებელო ჴელმწიფეო, რამეთუ მეუფებდი რა ჲ ზეგარდამოჲთა მით მადლითა, აღ ამაღლებდი ჯუარსა საღმრთოჲსა ძლევისასა, რომლისა მიერ წარსწყმიდნე მტერნი იგი მბრძოლნი ქრისტ ჱსნი და მშ ჳდობასა შინა განამტკიცენ მართლმადიდებელთა სარწმუნო-ებაჲ, რომლისათჳსცა მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა“ (ჴმა VI). ,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,ვინ არა გნატრიდეს...“ (ჴმა VI). – შესვლა საცეცხლურით. – დღის წარდგომა. – საწინასწარმეტყველო - 3 - მეფისა (იხ. სადღესასწაულო ძვ. სტ-ით 21 მაისი). – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: „ჴსენებაჲ შენი ყოვლად პატიოსანი, განაცისკროვნებს კიდეთა ღმრთივცნობისა ნათლითა, ღმრთივგანბრძნობილ გონებათა დამატკბობელო ბრძენო ჴელმწიფეო, რამეთუ შენ მეფეთა შორის სიმ ჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა კეთილმსახურად გამოჩნდი და შჯულნი დაიმარხენ ზეციურისა მეუფისანი, რომლისათ ჳსცა სათნო -ყო სიკეთ ჱ მეფობისა შენისა ჲ მეუფემან ჩუენმან, და ჴელმწიფეთა სახელისა და დიდებისა შარავანდედად გამოგაჩინა“. მუხლი: აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი. „აღხვედ რა ჲ მადლითა სულისა წმიდისა ჲთა ცხებულო, ტახტსა მას სამეუფოსა, რომელ მოგენიჭა ჴელითა უფლისა შენისა ჲთა, უცხო ექმენ საცთურთა სოფლისათა და კეთილმსახურებისა წინამბრძოლ და შემწედ უძლეველ გამოშჩნდი, რომლისათ -ჳსცა შემწედ გუეპოები შენდამი ესრჱთ მსასოებელთა, დიდებულო, მჴნეო ჴელმწი-ფეო, და მარადის გიჴმობთ, ყოვლად პატიოსანო: გიხაროდენ, თამარ, მართლმორწ-მუნეთა ბრწყინვალეო სამკაულო“. მუხლი: ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა. „მოიღე რა ჲ ღმრთისაგან პატივი და ნიჭი მეფობისა ჲ, შეიჭურვე საჭურველი ღმრთისმსახურებისაჲ და სიმნჱ სულისაჲ და საქმითა მართლმადიდებლობისაჲთა განბრწყინდი, რომლისათჳსცა სოლომონისაებრ გმონებდენ ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და წინაშე შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი, ხოლო ჩუენ ყოველნი, ვითარცა დედასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ და გალობითა ქებისაჲთა ერთჴმობით გიღაღადებთ: საწადელისა შენისა ქრისტჱს თანა მომიჴსენენ შემსხმელნი შენნი“. ,,დიდება“ მისივე: ,,ეჰა, რაბამი დიდებულებაჲ შეგძინა შენ სიმჴნემან, სანატრელო, რომელმან სამსახურებელნი იგი კერპთანი აღპყრობითა და ამაღლებითა ძელისა ცხორებისაჲთა დაამჴუ და დაარღვიე ყოველივე უღმრთოებისა იგი საცთური ძალითა ქრისტჱსითა და დასთრგუნე, ხოლო წარმართთა სიმრავლენი მეცნიე რებად ღმრთისა მოიყვანენ და დაამტკიცენ მართლმადიდებლობასა, აწ კადნიერებით გ ჳთხოვე ჩუენ განათლება ჲ, განწმედა ჲ და დიდი წყალობაი“ (ხმა V). „აწ და“ მისივე: ღმრთისმშობელო, სასოო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, შენგან სასოებაჲ გუაქუს, შენგან ვიქადით, შენდა მომართ არს ყოველი სასოება ჲ ჩუენი, მეოხ გვეყავ შენგან შობილისა მიმართ სულთა ჩუენთათჳს“. – „აწ განუტევე“. – შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი: - ტროპარი წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მ ჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს“ - (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). დ დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე). ტროპარი წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო...“ 2 გზის (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და” ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-10 და მე-11. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა: „ზეცისა სუფევისა მჴურვალედ სურვილითა, მეუფესა და ღმერთსა ყოველ-თასა, გონებითა უბიწოჲთა ჰმსახურე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, და მ იუდრეკელ ხ ჳდოდი რა ჲ საშუალ, გზასა მას სამეუფოსა, წარმართე ერნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, განიოტე ცოდვისა ბნელი და განანათლე სავსება ჲ ქრისტჱს მორწმუნეთა, ეგრეთვე აწ სულთა ჩუენთათ ჳს გამო ჴსნაჲ ითხოვე, ნეტარო თამარ, და გჳძღჳდე ჩუენ სლვად გზასა მას მცნებათასა და შენთანავე ღირს- ყოფად სასუფეველსა ცათასა“. „დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „საღმრთო სამკ ჳდრებელ-იქმენ სიტყ ჳსა, მხოლო ყოვლად წმიდაო დედაო და ქალწულო, სიწმიდითა ანგელოზთა უმაღლესო, უფრო ჲს ყოველთა შეცოდებითა მე მტვერ -ქმნილი და ჴორცითა შეგინებული განმწმიდე ვედრებითა შენითა საღმრთოჲთა წყლითა და მომმადლე, წმიდაო, დიდი წყალობაჲ“. – წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა: „რომელმან წარმართენ ძლევანი საკ ჳრველნი საჭურველითა ცხოველს-მყოფელისა ჯუარისათა და მოსრენ ბანაკნი ქრისტჱს მბრძოლთანი, ითხოვე ქრისტჱს მიერ, შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიათაჲ, და მოცემად ჯუარითა ძლევაჲ ერსა ჩუენსა, და სიმტკიცჱ მორწმუნეთა და ამაღლება ჲ რქისა მათისა ჲ, მწვალებელთა მათ ზედა, მშ ჳდობაჲ სოფელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი“. „დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „წინათ დასახავს გედეონ მიდგომილებასა, ხოლო დავით მოუთხრობს შობასა შენსა, ღმრთისმშობელო, რამეთუ გარდამოხდა ვითარცა წვიმაჲ საწმისსა ზედა სიტყუაჲ მუცელსა შენსა, რომელმანცა აღზარდე იგი უთესლოდ ქრისტე ღმერთი ჩუენი, ქუეყანაო წმიდაო სოფლისა ცხორებაო, მიმადლებულო“. – ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – „გადიდებსა“ მეფისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან). – „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,რომელმან მზეებრ მოჰფინე წყალობაჲ ღმრთისაჲ ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისა შენისასა და განსწავლენ ქართველნი სიწმიდითა ცხო რებად და სიმართლითა სლვად, ეგრე თვე გარდამეტებული სიტკბოებითა შენითა მოგუეც გულის ჴმისყოფაჲ შეცოდებათა ჩუენთა, და გჳჴსენ მარადის საბრხეთაგან ეშმაკისა ჲთა და მზაკუარე ბათაგან კაცთა ჲსა, რომელნი ესე სარწმუნოებითა ვევედრებით სახელსა შენსა ღმრთივშუენიერსა და ყოვლად პატიოსანსა, და დაუდუმებელად გადიდებთ“. „დიდება“ „ აწ და “ მისივე: ,,განაახლენ, წმიდაო, საღმრთოჲთა შობითა შენითა, განხრწნილი ვნებათა შინა ქუეყანისა შობილთა მოკუდავი არსებაჲ, და აღად-გინენ ყოველნი სიკუდილისაგან უხრწნელებისა ცხორებად, ამისთ ჳს ჯერისაებრ გნატრით შენ, ქალწულო, უფროჲსად ყოვლად საგალობელო“. – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაი ჩემი“ (ჴმა IV). მუხლი: ,,ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარუ-ლისა“. – საცისკრო სახარება: ინ. 36 დას. X, 9-16. – „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მეფისა თამარისათა...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,ჴსენებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი აღმოგ ჳბრწყინდა ჩუენ დღეს, ვითარცა მირონი აღმონადენი, რამეთუ ქრისტჱ შეიყუარა და ერნი განამტკიცნა, შიშით მონებად ღმრთისა და ერთგულობით უფალთა თ ჳსთა, და აღამაღლნა ტაძარნი ქუეყანასა ზედა ჩუენთ ჳს ჯუარცმულისა, და მიიღო ცათა შინა გჳრგჳნი სასოებისა“. – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2 გზის). II კანონი მეფისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე). – კატავასია - ,,უქმი ქუეყანა...“. – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. გალობა I, „უგალობდითსა“. ძლისპირი: „ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგ ჳპტისათა განერა ერი ისრაელთაჲ, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ“. „ჰოი მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომელი ესე აწ მძლავრობს და მეუფებს ჩუენ შორის ცოდვაჲ, ვედრებითა კეთილმსახურისა მეფისა თამარისა ჲთა მიჴსენ მისგან და განმაძლიერენ მე“. „რომელი სიჩჩო ჲთ შენით აღორძინდი საღმრთო ჲთა წერილითა და მოირწყე მადლთა დაუწყვედელითა ნაკადულითა, სათნოებათა მწყობრნი ჯეროვანად წ არჰმართენ და წყარო ჲ მოწყალებისაჲ მხუმეველთა განუმრავლე კეთილმო-ღუაწებითა შენითა“. „გულისჴმის-ყოფაჲ მიუწთომელი მოგეცა შენ სიყრმით შენითგან და ფრთოვან იქმენ ღმრთისა სიყუარულითა, რამეთუ ღმერთი შეიყუარე სრულიად, ყოვლითა ძალითა შენითა და მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი, დიდებულო მსახურო ღმრთისაო, ნეტარო თამარ“. „წრფელ, მდაბალ, მშ ჳდ და მოწყალე, და ს ახიერ იყავ შენ, ნეტარო, შეცულ სიყუარულითა, და ბრძენ და გონიერ, და ყოვლითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ სათნოებითა“. ,,დიდება“: ,,ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული და თანა შემწე სარწმუნოებისა, ეს რჱთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ ჩუენ ოხითა შენითა“. ,,აწ და“: ,,ბჭეო აღმოსავალისა საღმრთო ჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანუ -ლისანი და ბჭეთაგან სიკუდილშემოსილისა ცოდვისათა, მი ჴსენ შუამდგომე-ლობითა შენ ითა, ღმრთისმშობელო“. გალობა III, „განძლიერდასა“. ძლისპირი: „განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდა ჲ შენებრ, კაცთმოყუარე“. „დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ, წმიდაო თამარ: ჵ საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, მეფეო კეთილსახიერო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და გჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად“. „სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ ფრიად, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისა ჲ, ბრწყინვალე ლოცვა ჲ შენი აღიწეოდა ზეცას, სანატრელო მეფეო თამარ, გჳთხოვე ქრისტჱს ღმრთისაგან დიდი წყალობაი“. „სამკჳდრებელო სიწმიდისაო და ძირო ყოვლისა სათნოებისაო, ვითარ -იგი ლოცვა ჲ შენი შეიწირვის წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, რა ჲთა მოგუფინოს ქუეყანასა ზედა მშ ჳდობაჲ და სიხარული ცათა შინა“. „არა მაქუს მე სიტყუაჲ ღირსი სათნოებათა შენთა ბრწყინვალეთა შემკობად, წმიდაო თამარ., არამედ შემნდობელ მექმენ უღირსსა ამას და შეიწირე კნინი ესე და უძლური გალობა ჲ და ნაცულად მომანიჭე მადლი და წყალობაი“. ,,დიდება“: ,,შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ -მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო, რომელნი ესე სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლად სანატრელსა ჴსენებასა შენსა და დაუც-ხრომელად გადიდებთ“. ,,აწ და“: ,,მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დაშჯისა მი ჴსენ და მაცხოვნე მე“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მეფისა: „საცხებელი სიხარულისა სცხე დიდებულად და ყოვლად-შუენიერად მოყუასსა შენსა, მჴსნელო, რომელმან ღმრთისმსახურებითა განაგო რაჲ მეფობაჲ თჳსი, ყოველი შჯული ცხორებისა ჲ კეთილად დაიმარხა და ყოველი მცნებანი ღმრთისანი ჯეროვნად აღასრულა, ხოლო ლოცვითა და მარხვითა შეზღუდვილმან საცთური მოიძაგა და შუენიერებაჲ შეიყუარა, რამეთუ ზეცისა ღმრთისა მფარველნი ანგელოზნი უძღოდენ და ჰფარვიდენ მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა“ 2-გზის. ,,დიდება“ მისივე: ,,ჭეშმარიტად საკ ჳრველ-არს სურ ჳლი და სიყუარული შენი და ღმრთისმსახურებაჲ, კეთილმსახურო მეფეო თამარ, რამეთუ სხუათა მათ სათნო-ებათა შენთა კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენენ ტაძ -არნი და მონასტერნი სადიდებელად ღმრთისა და შეამკევ შუენიერად, და იქმენ მნათობ უბრწყინვალეს მზისა“. ,,აწ და“ მისივე: ,,უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგ ჳფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და ბორო -ტის გარემოდგომილებისა გჳჴსნენ ყოველნი, უბიწოო, რომელთა ყოველი სასო-ებაჲ შენ ზედა დაგჳძს, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა“. გალობა IV, „მესმასა“. ძლისპირი: „მესმა, უფალო, განგება ჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა ჲ, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი“. „აწ ადიდებს ჴსენებასა ღუაწლთა შენთასა კრებული მორწმუნეთა, და იქადის მეტეხი და ვარძია ლოცვათათჳს შენთა მჴურვალეთა, სასუფეველისა დიდებისა მხილველო მეფეო თამარ, ლოცჳთა შენითა ღირს-მყვენ ჩუენცა ხილვად დიდებისა მისისა“. „ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუენთა განანათლე სიწმიდითა შენითა, გევედრებით“. „ვითარცა ახოვანმან მოღუაწემან და მძლე -მძლავრმან, აღიჭურვე მკლავნიცა მოწყუედად წინააღმდგომთა ღმრთისათა და ერიცა შენი, დედისა ღმრთისა წილ-ხდომილი და კურთხეული, უშიშად დაიცევ, ხოლო ქუეყანაჲ შენი განავრცენ და აღაყუავენ“. „რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი ეკლესიანი შემწყნარებელად ნათესავისა შენისა, ღმრთივშუენიერად შეიწყნარე მადლთა ბრწყინვალება ჲ და წესი ღმრთივსულიერი ერსა შენსა დაუტევე, ნეტარო თამარ“. ,,დიდება“ - ,,ზეცისა ძალთა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ ღმერთსა ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი განგჳხუენ ოხითა შენითა, გევედრებით“. ,,აწ და“ - ,,ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო“. გალობა V, „ღამითგანსა“. ძლისპირი: „განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყვარე“. „შეიზღუდე შენ შიშითა ღმრთისაჲთა, სანატრელო, და სიწმიდითა აღასრულე რაჲ ცხორებაჲ შენი, უზეშთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად განაჩინე მეფობაჲ შენი და განადიდე სიმჴნჱ და ზეობაჲ შენი“. „შენ შეგივრდებით მუ ჴლმოდრეკით, და გევედრებით ჴელაღპყრობით მლოცველნი, ყოვლად ტკბილო და საწადელო ჴელმწიფეო, პატიჟთა მათგან ჯოჯოხეთისათა გჳჴსენ ტკბილითა მით წყალობითა შენითა დაუცხრომელად შენდამი მვედ-რებელნი“. „ჰმატდი შენ ყოველთა დედათა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა დიდებულო ჴელმწიფეო, რომლისათ ჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუ ფემან და მოგანიჭა ლხინებაჲ საუკუნოი“. „ითხოვე, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, ყოვლისა სოფლისათ ჳს მშ ჳდობით დაცვა ჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცება ჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაი“. ,,დიდება“ - ,,ჵ საჩინოო და საწადელო ჴელმწიფეო, გარდამეტებულითა სიტკბოებითა შენითა გჳჴსენ ყოვლისაგან იწროებისა და საუკუნო ჲსაგან საშჯელისა წინაშე ხატსა შენსა მდგომარენი და ღირსებით პატივისმცემელნი ჴსენებისა შენისანი“. ,,აწ და“ - ,,მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო რა ჲთა გარდამოგჳვლინოს სიმრავლჱ მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი“. გალობა VI, „ღაღადყავსა“. ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა“. „ვითარცა ვარსკულავი ღმრთივბრწყინვალ ჱ გამოუჩნდი ღელვა-გვემულთა, სოფლისა ზღუასა შინა დანთქმულთა ექმენ მნათობ და ჯუარისა ძალსა მინდო -ბილმან დაამდაბლენ ქედმაღლობაჲ უშჯულოთა მეფეთაჲ, ნეტარო თამარ“. „შემოიკრიბე რა ჲ კრებული წმიდათა მამათა ჲ, ვითარცა მ ჴნემან მოღუაწემან, განჰმართენ ყოველნი წესნ ი უდებთაგან და ჴსნილნი და განადიდე სარწმუნოება ჲ ჭეშმარიტი და ღმრთივკურთხეული, ბრძენო ჴელმწიფეო“. „ცოდვათაგან მომკუდარი და ვნებათაგან ღელვა -გვემული მაცხოვნე და მიმიძეღუ ნავთსაყუდელსა საღმრთოსა მცნებათასა, სიქადულო დედათაო, რამეთუ შენ ხარ მყუდრო ნავთსაყუდელი ღელვა-გვემულთა“. „ნუ დაი ჳწყებ ერსა შენსა, დედოფალო, და ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა შენითა ნუ მოიჴსენებ ძ ჳრსა ჩუენსა, არამედ დაშრიტე აღძრვა ჲ უკეთურთაჲ და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ, ხოლო მართლ -აღმსარებელთა აღამაღლენ გ ჳრგჳნი და მშ ჳდობაჲ მოჰმადლე ერსა ქრისტეანეთასა“. ,,დიდება“: ,,რომელი განანათლებ სულთა შიშითა და ლმობიერად მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა და საკრველისაგან ი ჴსნი შენითა ღმრთისა მიმართ სათნო ჲთა ლოცვითა, შეიწირე ჩუენიცა უნდო ჲ ესე გალობა ჲ და გ ჳთხოვე ქრისტ ჱს ღმრთი-საგან ცოდვათა ლხინება ჲ და წყალობაჲ, ნეტარო თამარ“. ,,აწ და“: ,,განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისა ჲთა, მძვინვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი მეფისა: ,,ზეციერი სიბრძნჱ და ცხორებაჲ მოიგე და ბრწყინავ, ვითარცა მზჱ, ხოლო შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთა ჲთა განანათლებ ყოველთა, რომელნი სურვილით აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, სამ-გზის სანატრელო, მეფეო თამარ, ჩუენ მოყუარეთა შენთა და სურჳლით პატივისმცემელთა, მოგუეც ზეცით ცხორებისა წარმართებაჲ, და შეცოდებათა ჴსნაი“ (ხმა VIII). - იკოსი მეფისა: ,,შეგემოსა, დიდებულო, მოწყალებაჲ, ვითარცა პორფირი, და კეთილი სიმშჳდჱ, ვითარცა ძოწეული, ხოლო გ ჳრგჳნად დაგედგა, სახელდიდო მეფეო ქართველთაო, მწყობრნი ყოველთა სათნ ოებათაჲ და გონებითა სრულითა ჰმონებდი უფალსა და ესრეთ შემკობილი შეხუედ სასუფეველსა და აკურთხევ ქრისტესა ღმერთსა უკუნისამდე“ (ხმა VIII). გალობა VII, „კურთხეულარსა“. ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი სა ჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მჴსნელო, ძლევამოსილი მეფჱ ქართველთაჲ, ამისთჳს უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და იტყოდა: კურ -თხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „სიხარულისა მომფენელო სიბრძნისა საუნჯეო, კრებული ესე შენ მიერ განათლებული, დღესასწაულსა შენსა სიხარულითა შემოვკრბებით და დამბადებელსა ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „გამოშჩნდი, დიდებულო ქრისტჱს მსახურო, შუენიერებითა და გონიერებითა შენითა, და ღირს- მყავ შესხმად ქებულებისა შენისა, რომელნი ესე ამბორს უყოფთ ხატსა შენსა ყოვლად პატიოსანსა და ქრისტესა დაუდუმებელად ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „გამოშჩნდი რა ჲ მუშაკ სათნოებათა, კეთილად დამწყსე ერი შენი, საზეპურო ღმრთისა ჲ და აღიღე მისგან საძაგელება უშჯულოებისა ჲ, რომლისათ ჳსცა სამ -ადლობელსა გალობასა აღუვლენთ ღმერთსა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. „დიდება“ - „ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლებულმან, ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, და სირცხჳლეულ-ყვენ რაჲ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, წადიერად და სურვილით აღმოიტყოდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. ,,აწ და“ - „ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯერო ჲსა, მოწყალებისა მომართ შე ნისა მოვივლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვ -ლადწმიდაო ღმრთისმშობელო“. გალობა VIII, „აკურთხევდითსა“. ძლისპირი: „შჳდწილ აღაგზნა სა ჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათ ჳს გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისა ჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მ ჴსნელისა ღაღად -ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „უფალსა ყოვლის -მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო ჴელმწიფეო, ჩუენ უღირსთა მონათათჳს, რა ჲთა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „მარხუაჲ და ლოცუა ჲ დაუცადებელი მოიგე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, მღ ჳძარებაჲ და ზე-დგომაჲ უჴორცოთა მიმსგავსებული, და ესრეთ აღასრულე სრბა ჲ შენი და წადიერად უღაღადე ღმერთსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე“. „არა ეც ძილი თუალთა შენთა, არცა ჰრული წამთა შენთა, არამედ ლოცვითა და შრომითა განსწმიდე რაჲ სული შენი, შეემსჭუალე სიყუარულსა ქრისტ ჱსა, და ღაღადებდი გალობასა ძლევისასა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე“. „მეფევ სჳანო, მშჳდო, წყნარო და მდაბალო, მჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგა -ლობთ დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა“ - „დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის-კრებასა დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და ღმრთივგანბრძნობილთა, მოყუარეთა დღესასწაულისათა კრებული, რამეთუ სახარუ-ლევან არს ერისადა მწყემსი, მეოხი და ღმრთისა მიმართ მჴურვალედ მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „აწ და“ - „თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლ ჳთა დაბრმობილნი, ღმრთის -მშობელო, განანათლენ, გონება ჲ და გული მრავალ -ხატითა აღშფოთებული და -ამშჳდენ, გევედრე ბი, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობა IX, „ადიდებდითსა“. ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ“. „იხარებ შენ გუნდთა მათ თანა ანგელოზთასა, ყოვლად ნეტარო დედოფალო, რამეთუ სიმჴნით იღუაწე ჴორცითა, ვითარცა უჴორცომან და განანათლე შენდა რწმუნებული იგი ერი ქრისტჱს მოსახელჱ, წმიდაო თამარ“. „სიყუარული და სურვილი მოწყალებათა მაღალი, ვითარცა პორფირი შეგემოსნეს შენ, ღმრთისმოყუარეო ცხებულო უფლისაო, რამეთუ წყალობითა ყოველთა ჲთა მოიგე წყალობა ჲ ღმრთისაჲ, ხოლო ცათა შინა მიიღე გჳრჳნი სასოებისაი“. „პირად-პირადად შემკულ ხარ გ ჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფო ჲთა, და პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო, და ჰსუფევ მეუფისა თანა ძალთასა, რამეთუ ღმერთსა მსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა“. „მიცვალებასა შენსა, სანატრელო, აკურთხე ყოველი და მხიარულებით ანგელოზთა კრებულმა შეიწყნარა სული შენი უბიწო ჲ, რომელთა შორის იშუებ, სკიპტრის -მპყრობელთა შორის უსაჩინოესო დედოფალო, წმიდაო თამარ, და მეოხ ხარ სულ-თა ჩუენთათჳს“. „დიდება“ - „აწ მზისა ბრწყინვალებისა უბრწყინვალეს ელვარე ხარ, მადლითა სულისა ჲთა მღჳძარეო ჴელმწიფეო, შარავანდედი ლოც ჳსა შენისა ჲ მოგუფინე და ზიარ -მყვენ ნათელსა შენსა“. „აწ და“ - „ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მი ჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ მეფისა: - „დიდბუნებოვანო, ძლიერო და სუე-დოვლათიანო მეფეო ქართველთაო, ვერ წარგიპარა შენ სიმდიდრემან და დიდებამან, ვითარცა ძველ-ოდესმე მეფენი მრავალნი, არამედ პირველად ეძიებდი სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინა შენ, ხოლო აწ აღრაცხულ ხარ ბრწყინვალებასა შინა წმიდათასა, და მოყუარეთა სიწმიდისა შენისათა მიანიჭებ კურნებასა და განათლებასა. „დიდება“ მისივე: ,,მფლობელმან დაბადებულთამან იხილა მორჩილება ჲ გონებისა შენისაჲ, და განაბრწყინვა რაჲ სულთა ცნობაჲ შენი ღმრთისმეცნიერებითა, სარწმუნო გყო სოფელსა შინა და ბრწყინვალჱ, უფრო ჲს მზისა, ბრწყინვა ლებითა კეთილთა საქმეთა ჲთა გამოგაჩინა, სანატრელო მეფეო, წმიდაო თამარ“. ,,აწ და“ მისივე: ,,ხატისა შენისა არა თაყუანის-მცემელნი, ძისა და ღმრთისა შენისა, ქალწულო, სარწმუნოებითა წმიდითა განსდევნენ, ვითარცა უღმრთონი, და გეჰენიასა შინა შთასთხიენ“. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები მეფისა - 4 მუხლად: „მხიარულითა გულითა მოვრბიოდეთ, მორწმუნენო, ტაძარსა ღმრთისასა, ვიხილოთ და მოვიღოთ მადლი იგი დავითის ძირთაგან აღმომორჩებულისა და აბრაჰამისებრითა სიუხ ჳთა განშუენებულისა თამარისი, ანუ დავბეროთ ნესტუსა გალობათასა, და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა წმიდისა მეფისა ჩუენისასა, და ვადიდებდეთ ჴსენებასა მისსა ყოვლად ბრწყინვალესა და საჴელოვანსა“. „ღმრთისა მიერ მოცემული მადლი, განმანათლებელი სულთა, მოიღე შენ ბწყინვალედ და ერი შენი განსწურთნენ სიტყჳთა და საქმითა საღმრთოჲთა, ეგრეთვე ჩუენცა ნუ დაგჳვიწყებ, დედოფალო, და მოგვანიჭე სიბრძნჱ კეთილისა და ბოროტების განრჩევისა და მოგვეც ძალი მოტევებისა, რა ჲთა სიყუარულითა ღმრთისა და მოყ უასისაჲთა ერთ ზრახვად შეკრულნი ვიდოდეთ მამულ-პაპურსა გზასა ზედა და მარადის გნატრიდეთ შენ, ჭეშმარიტად საქებელსა“. „ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თ ჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკ ჳრველთა, რომლისა ღირსად გამოთქუმა ჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა, არამედ იხარებს და განსცხრების ივერთა ეკლესია ჲ ჴსენებითა შენითა, და იქადის და ღაღადებს ყინწვისი და ბეთანია მადლითა და დიდებითა შენითა, ხოლო ჩუენ მხილველნი ვარძიისა და ქუაბ-ქმნილთა კლდეთა, გუეშინის რაჲ დადუმებად, სარწმუნოებითა და სასოებით გიღაღადებთ, და ვითარცა ქუეყანისა ჩუენისა განმაშუენებელსა და ეკლესია -მონასტერთა აღმაშენებელსა, გალობითა ქებისაჲთა დაუცხრომელად გადიდებთ“. „სუფევდი რა ჲ სამეფოთა და სამფლობელოთა შინა შენთა სიმ ჴნითა და სიქველითა დავითიანითა, იქმენ უბრძნეს ბრძნისა მის სოლომონისა, რამეთუ არა შეშინდი შენ შიშისაგან მაცთურისა მტერისა, არამედ მშჳლდი და ისარნი ეშმაკთანი შემუსრენ ლოცჳთა მჴურვალითა, და ენა ჲ გესლოვანი უღმრთოთა მწვალებელთა ჲ დაჴსენ ძალითა საღმრთო ჲთა, რომლისა მიერ აღამაღლე გჳრგჳნი მართლმადიდებელთაჲ და განადიდე სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და ღმრთივ-კურთხეული, ხოლო აწ იხარებს სული შენი წინაშე წმიდისა სამებისა და განიცდი დიდებასა გამოუთქუმელსა, ნეტარო თამარ“. „დიდება“ მისივე: „გიხაროდენ, სწორუპოვარო დიდო ხელმწიფეო, რომელი შეიჭურვე საჭურველითა ჯუარისაჲთა, სასოებითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა სიმტკიცისაჲ- თა და დაჰლეწე ყოველი საჭურველი მძვინვარისა ბრძოლისა ჲ; გიხაროდენ, დავითის ბრწყინვალეთა ძლევათა აღმადგინებელო და განმამტკიცებელო სახელისათ ჳს ქრისტ ჱსა; გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა წყაროო დაუწყვედელო, რომელი დაათრობ კიდეთა ქუეყანისათა; გიხაროდენ, სიქადულო დედათაო, შ ჳლთა მორჩილებად მამა -დედათა, და მშობელთა – სულითა საღმრთო ჲთა შ ჳლთა საყუარელთა მოწყალებად განმწვრთუნელო; გიხარო-დენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო და სამეფოთა შენთა ერთ ზრახუად შემკვრელო, სამგზის სანატრელო წმიდაო თამარ, მოსავნი შენნი ვითხოვთ ღმრთისაგან მშჳდობასა და დიდსა წყალობასა“ (ხმა I) ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი...“ (იხ. III ჟამი). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და” ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი: მეფისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - მეფის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი ,,დიდება“ ,,აწ და“ - თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მეფისა. კონდაკები: ,,დიდება“ - მეფისა; ,,აწ და“ - ტაძრისა. ბ ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მეფისა. კონდაკები: - ტაძრისა ,,დიდება“ - მეფისა; „აწ და“ - ,,სასოო და შესავედრებელო...“. წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მეფისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და მეფისა. წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“. მუხლი: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“. წარდგომა (ჴმა IV): „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი“. ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე ასულო და იხილე და მოჰყავ ყური შენი“. მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“. ალილუია (ჴმა I): ,,ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშუე-ბდეს ფრიად“. განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისაი მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“. განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. 2024 წელი 19 იანვარისულთმოფენობიდან 35-ე შვიდეული1 თებერვალი ძველი სტილითხუთშაბათიახალი სტილით ხსენება: ღირ. ანტონ მარტყოფელისა (VI); ღირ. მაკარი დიდისა, ეგვიპტელისა (390-391); წმ. მარკოზისა, ეფესოს მთავარეპ. (1444); ღირ. მაკარი ალექსანდრიელისა (394-395); მოწ. ქალწულისა ევფრასია ქალწულისა (303); არსენისა, კერკირელი მთავარეპ. (VIII). ცისკ. - ლკ. 24 დას. VI, 17-23. ლიტ. - იაკ. 51 დას. I, 19-27. მკ. 45 დას. X, 17-27. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30. საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება – სადღესასწაულოდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი: მეფისა. დიდი მწუხრი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად: - ღირსისა - 6 მუხლად (ჴმა VIII). „დიდება“მ- მისივე: „სამგზის სანატრელო...“ (ჴმა V). „აწდა“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ზღვასა მას ზედა...“ (ჴმაV). – შესვლა საცეცხლურით. – დღის წარდგომა. – საწინასწარმეტყველო -მ3 - ღირსისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“მ- მისივე: „სიმრავლე მონაზონთა...“ (ჴმა VIII). „აწ და“მ- ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“. (ჴმაVIII). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი ღირსისა: „ხატად ღმრთისა...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“- ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის...“ (ჴმა VIII). დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე). ტროპარი ღირსისა: „ხატად ღმრთისა...“ (ჴმა VIII) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის...“ (ჴმა VIII). – რიგითი კანონები: მე-13 და მე-14. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: ღირსისა. „დიდება“ „აწ და“ მისივე. – „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან). – წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ - ღირსისა: „იოანე ნთლის-მცემლისა...“. „დიდება“ „აწ და“ - მისივე: „ვითარცა ტაბლასა სამეუფოსა...“. – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“ (ჴმა IV). მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე“. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მეოხებითა აღმსარებელისა და ღირსისათა მოწყალეო...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - „სანატრელო მამაო...“. – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2გზის). II კანონი - ღირსისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე). – კატავასია: „უქმი ქვეყანა...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა ღირსისა: „ზეცისა შუებათათვის...“ (ჴმა VIII) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ - მისივე: „მრავალთხზულსა განსაცდელსა...“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - ღირსისა (ჴმა II). – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ ღირსისა: „ქებით აღვასრულებთ...“ 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ - მისივე: „გიხაროდენ მორწმუნეთა სიხარულო...“. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი. „დიდება“მ- მისივე: „მარტოდ მცხორები...“ (ჴმა IV). „აწ და“ - მისივე: „ქალწულთა შორის...“ (ჴმა IV). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი ღირსისა: „ხატად ღმრთისა...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“- ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის...“ (ჴმა VIII). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - ღირსისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - ღირსის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრისა ან ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“. წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა. წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“. მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“. წარდგომა (ჴმა VIII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი წმიდათა მისთა“. ალილუია (ჴმა VIII): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“. მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახუასა შინა წმიდათასა“. ალილუია (ჴმა I): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“. განიცადე: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“. განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. 2024 წელი 20 იანვარისულთმოფენობიდან 35-ე შვიდეული2 თებერვალი ძველი სტილითპარასკევიახალი სტილით ხსენება: ღირ. ექვთიმე აღმს. (კერესელიძე, +1944); ღირ. ექვთიმე დიდისა (473); მოწ. ინასი, რიმასი და პინასი (I-II); მოწ. ბასესი, ევსევისა, ევტიქისა და ბასილიდესი (303). ლიტ. - იაკ. 52 დას. II, 1-13. მკ. 46 დას. X, 23-32. ღირ. - ებრ. 335 დას. XIII, 17-21. ლკ. 24 დას. VI, 17-23. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება – სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (აღმსარებელისა). კვირის ციკლის – პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „ორი წმიდის“ (III რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - მსახურება და თუ ინებებს უპირატესი, აღასრულებს! 02. სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი - ღირსისა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი - მე-15. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - აღმსარებელისა - 3 მუხლი (ჴმა I). - ღირსისა - 3 მუხლი (ჴმა I). „დიდება“მ- აღმსარებელისა: „ზეშთა ხილულთასა...“ (ჴმა IV). ,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ („დიდების” ხმის მიხედვით) : ,,რომელი იგი შენ მიერ...“ (ჴმა IV). შენიშვნა: რადგან საზოგადო თვენის სხვადასხვა რედაქციაში ერთიდაიმავე საკითხავს სხვადასხვა ხმა აქვს მითითებული, მედავითნემ უნდა დაიცვას ტიპიკონის მოთხოვნა, ღმრთისმშობლისას „დიდების“ ხმის მიხედვით გამორჩევისას. – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“მ- აღმსარებლისა: „დიდებულო ექვთიმე...“ (ჴმა IV). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი აღმსარებელისა: „მარგალიტნი, მრავალსასყიდლისანი სიღრმით უმეცრებისაით აღმოიტაცენ და ხმათა მიერ ანგელოზებრთა ეკლესია ქართველთა კუალად განაშუენე: გალობათა საღმრთოთა გამომხატველო, წმიდაო აღმსარებელო ექვთიმე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა IV). „დიდება“ - ღირსისა: „იხარებდ უდაბნო ეგე...“ (ჴმა IV). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან დაფარულ...“ (ჴმა IV). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე). ტროპარი აღმსარ.: „მარგალიტნი, მრავალსასყიდლისანი...“ (ჴმა IV) 2-გზის. „დიდება“ - ღირსისა: „იხარებდ უდაბნო ეგე...“ (ჴმა IV). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან დაფარულ...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-19 და მე-20. – კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოგიებისა: აღმსარებელისა. . „დიდება“ - ღირსისა. „აწ და“ - მისივე. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირი 1გზის). II კანონი - აღმსარებლისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე). III კანონი - ღირსისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე). – კატავასია: - „უქმი ქვეყანა...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი - ღირსისა (ჴმა VIII). წარდგომა - აღმსარებლისა: „ტკივილნი ტანჯვათანი...“ (ჴმა I). „დიდება“ - ღირსისა: „კრძალულებისა სულიერისა...“. „აწ და“ - მისივე: „მადლობისა ქებასა...“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი აღმსარებლისა: „იხარებს ეკლესია ცათა მობაძავი და გალობითა ღმრთივმორთულითა ხსენებასა შენსა ადიდებს, რომელი ანგელოზთა თანა უგალობ მეუფესა, მამაო წმიდაო ექვთიმე, ნუ დასცხრები ვედრებად ჩუენ ყოველთათვის“ (ჴმა IV). შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ აღმსარებლისა: „ვითარცა სუროდა...“. „დიდება“ - ღირსისა: „საშოითგან განგწმიდა...“. „აწ და“ - მისივე: „უფლად დედად...“. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - აღმსარებლისა - 3 მუხლი. - ღირსისა - 3 მუხლი. „დიდება“მ- ღირსისა: „სიმრავლე მონაზონთაი...“ (ჴმა VIII). „აწ და“ - მისივე: „დედოფალო შეიწირე...“. – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი აღმსარებელისა: „მარგალიტნი, მრავალსასყიდლისანი...“ (ჴმა IV). „დიდება“ - ღირსისა: „იხარებდ უდაბნო ეგე...“ (ჴმა IV). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან დაფარულ...“ (ჴმა IV). ჟამებზე: – ტროპარები: აღმსარებლისა და ღირსისა. – კონდაკი: აღმსარებლისა და ღირსისა (მონაცვლეობით). წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - აღმსარებელის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით). - ღირსის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ -თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრისა ან ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - აღმსარებელისა; - ღირსისა. კონდაკები: - აღმსარებელისა; „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - აღმსარებელისა; - ღირსისა. კონდაკები: - ტაძრისა; - აღმსარებელისა; „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“. \ წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და აღმსარებელისა. სამოციქულო და სახარება – დღის, აღმსარებელისა და ღირსისა. წარდგომა (ჴმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს“. მუხლი: ,,უფალი სუფევს, განრისხნედ ერნი“. წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი ღირსთა მისთა“. ალილუია (ჴმა I): ,,მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“. მუხლი: ,,ხოლო ღმერთმან ჩუენმან წინასაუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა“. ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“. განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“. განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. 2024 წელი 21 იანვარისულთმოფენობიდან 35-ე შვიდეული3 თებერვალი ძველი სტილითშაბათიახალი სტილით ხსენება: ღირ. მაქსიმე აღმს. (662); წმ. პატრ. კალისტრატესი (ცინცაძე, 1952); მოწ. ნეოფიტესი (303-305); მოწ. ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი (III); მოწ. ქალწულისა აგნია ქალწულისა (დაახ. 304); მოწ. ანასტასისა (662); ღირ. მაქსიმე ბერძენისა (1556). ლიტ. - ღირ. - ებრ. 330 დას. XI, 33 - XII, 2. ლკ. 64 დას. XII, 8-12. რიგ. - კოლ. 249 დას. (შუათგან), I, 3-6. ლკ. 81 დას. XVI, 10-15. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან. კვირის ციკლის – არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შაბათს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამზე: – ტროპარები: აღმსარებლისა და ღირსისა. – კონდაკი: ღირსისა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება. – „ნეტარ არს კაცი“ - I აღსავალი. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - აღმსარებელისა - 8 მუხლი (ჴმა I): „მართალო მაქსიმე, ღირსო, სარწმუნოებისათვის მოღუაწეო, ვნებანი დაითმინენ შენ, ვით -არცა მხნემან მოღუაწემან და გვიჩუენე გზაი კეთილად მსახურებისაი ჩუენ მორწმუნეთა და აწცა ითხოვე ეკლესიათათვის დაცვაი შეუძრველად ვედრებითა შენითა“ 2-გზის. „მართალსა მაქსიმეს ღირსად ყოველნი მორწმუნენი შევამკობდეთ, ვითარცა მხნესა სარწმუნოსა მსახურსა ქრისტეს იესუისსა, გალობითა საღმრთოითა შევასხმიდეთ, რომლისა მიერ მართალი სარწმუნოებაი გუესწავა ჩუენ, ლმობიერად ვაქებდეთ წადიერად“ 2-გზის. „მოღუაწე მაქსიმე ყოვლად ქადაგი საღმრთოი ჭეშმარიტებისაი, რომლისა ენაი და ხელი დაეკუეთნეს უღმრთოთა მათ მიერ, რამეთუ შურ აქუნდა ღმრთივ-განბრძნობილსა მას მართლისა მისთვის სარწმუნოებისა და აწ იღუწის ჭეშმარიტად დაცვისათვის ყოველთა მორწმუნეთა“ 1- გზის. შენიშვნა: შეგვიძლია 5 დასდებელი წავიკითხოთ მთაწმინდელის თვენიდან, 3 დასდებელი კი ძვ. სტ. 12 აგვისტოდან. „დიდება“ - მისივე: „რომელი წყალობისათვის ჩუენისა განკაცნა ჩუენთვის, ორითა ბუნებითა და ორითა საქმითა და ეგრეთვე ორითა ნებითა აღიარე მაქსიმე და ჰქადაგე ხმამაღლად და დაუყვენ მწინკულევანნი და ბილწნი პირნი ერთ ნებად და ერთსაქმედ მგმობართანი ბოროტთა მნივთებელისა ეშმაკისა მზაკუვარებითა“ (ჴმა IV). ,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით) : ,,ყოვლისა სოფლისა დიდებასა...“ (ჴმა I). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა - დღისა. – საწინასწარმეტყველო – 3 (საზიარო თვენიდან). – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები – აღმსარებელისა (ჴმა VII): „განჰმარტე სიხარულით მარჯუენე შენი ქრისტესთვის დაკუეთად, სანატრელო მაქსიმე, ხოლო იქმენ მარჯუენე საღმრთო მწერალ მოძღურებათა განბრწყინვე -ბულთა და ბრძმედსა შინა გამოცდილთა და, ეგრეთვე ენისა დაკუეთაი თავს-იდევ გულსმოდგინებით ღირსო, ხოლო იქმენ ორღანო ღმრთისმგალობელ და ენა მოტ-ყინარე სულისა წმიდისა მიერ განხურვებული, ყოვლად დიდებულო და მართლმა-დიდებლობისა იგი სწავლანი ტკბილნი შუენიერად აღმოსთქუენ“. მუხლი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკუდილი წმიდათა მისთაი“. „უფსკრული სწავლათაი აღმოსთქუ გულით შენით ღმრთივგანბრძნობილით, მაქსიმე დიდებულო, და დაანთქენ ყოველნი წვალებისა წინამძღუარნი და წიაღიყ -ვანე ახალი ესე ისრაელი და კრებული გონებამხედველი ღმრთისაი და ექმენ მეორედ მოსედ, დაღაცათუ პატივი უმდაბლესი თავს-იდევ ქრისტეს მსგავსად სიმ-დაბლისა მიერ, არამედ იგივე ღუაწლნი დაითმინენ და შჯული საღმრთოი მოგუ-ართუ, ღირსო, - სარწმუნოებაი ღმრთივდაწერილი, მტკიცე“. მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“. „ხმატკბილი იგი ქნარი იდიდების დღეს, მართლმადიდებლობისა პატიოსანი პირი, მაქსიმე დიდებული, დიდებაი ეკლესიისაი და მონაზონთა შესხმაი და გან -მაშუენებელი, რამეთუ ამან სოფელსა შინა ჰბრძო უშჯულოთა სარწმუნო-ებისათვის და მწვალებელნი იოტნა და სამძალი ძლევისაი შეიმოსა ღუაწლთა მათ თვისთათვის ყოვლად შუენიერთა და აღსარებისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა მიერ და მოწამეთა დიდებაი დაიმკვიდრა“. „დიდება“ - მისივე: „მწიგნობრისა ხელოვნისა კალამ იქმნა ენაი შენი აღლესულ მადლითა მით სულისა წმიდისაითა და აღწერნა ფიცართა ზედა გალობისა ჩუენისათა სათნოებათა სჯულნი და სიმაღლე მოძღურებათაი და ხორცთა შესხ-მაი ორითა ბუნებითა და ერთითა გუამითა ჩუენ, კაცთა, შორის გამოჩინებულისა ღმრთისაი“ (ჴმა IV). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი აღმსარებელისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): ,,გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე). ტროპარი აღმსარებელისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ჴმა VIII) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ “ (მიმდინარე ხმის მიხედვით): ,,გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I). – რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. – I და II რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები. – წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა - აღმსარებელისა: „მოძღუარო და წინამძღუარო მართლმადიდებლობისაო, ეკლესიისა მნათობო ბრწინვალეო და მონაზონთა შუენიერებაო, ჰოი ბრძენო მაქსიმე, ქნარო სულისაო, სწავლითა შენითა ღმრთივბრწყინვალითა ჰნათობ უნათლეს მზისა, გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობაი“. „დიდება“ ,,აწ და“ - იგივე. – წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა - აღმსარებელისა: „მოძღურებაი საღმრთოი განამტკიცე და იქმენ სუეტ მართლმადიდებლობისა და კლდე განუკუეთელ სარწმუნოებისა და ქრისტე ღმერთი ჩუენი ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა იქადაგე, რომელსა ევედრე, მამაო მაქსიმე, მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი“. „დიდება“ ,,აწ და“ - იგივე. – „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან). – „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,ელვარე სიკეთითა...“ „დიდება“ „აწ და“ - იგივე. – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა: „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ0ჰყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის“ (ჴმა IV). მუხლი: ,,წინაისწარ ვხედევდ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა“. – საცისკრო სახარება: ლკ. 64 დას. XII, 8-12. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა, მაქსიმე აღმსარებელისათა...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისაჲთა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,მოძღუარო და წინამძღუარო...“ (საზიარო თვენიდან). – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა: I კანონი – ტაძრისა – 6 მუხლად (ძლისპირი – 2 გზის). II კანონი – აღმსარებელისა – 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე). შენიშვნა: შეგვიძლია, გარდა ქვემოთ მოცემული კანონისა გამოვიყენოთ ძვ. სტ. 12 აგვისტოს მსახურებაში მოცემული ღირსი მამის კანონიც. მაშინ ორივე კანონიდან 4-4 მუხლს წავიკითხავთ. თუ ტაძარი რომელიმე წმიდის სახელობისაა: I კანონი – ღმრთისმშობლისა – 6 მუხლად (ძლისპირი – 2 გზის). II კანონი – აღმსარებელისა – 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე). შენიშვნა: ტიპიკონის მიხედვით უნდა წავიკითხოთ მიმდინარე ხმის კვირის ცისკარში არსებული ღმრთისმშობლის კანონი, მაგრამ პარაკლიტონში ეს კანონი ძლისპირის გარეშეა მოცემული. ამიტომ რეკომენდაციაა წავიკითხოთ ღმრთისმშობლის კანონი: ან „ეტლთა მფლობელი ფარაო“ ან „ქუეყანასა მწყურნებსა“ (მოიძიეთ პარაკლიტონის ბოლოში). – კატავასია: - „უქმი ქვეყანა...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. გალობა I. უგალობდითსა, ხმა VII. ძლისპირი: „უგალობდეთ უფალსა მორწმუნენო, რომელმან დაანთქა პირველ ფარაო ზღუასა მეწამულსა ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს“. „დიდებულო მაქსიმე, საღმრთოი იგი მადლი, სულისა წმიდისაი ენისაგან შენ -ისა თაფლმწუთოლვარისა დააწთვე ჩემ ზედა“. „იხილვე ცეცხლ შემწუველად მწვალებელთათვის შენ, სანატრელო, და ვითარ-ცა ლერწამნი შურითა საღმრთოითა განჰლიენ იგინი“. „დიდება“ - „პირუტყული ბრძანებაი ერთისა ნებისაი მგმობართა მიერ დაიდვა, დიდებულო, ხოლო სიტყვითა შენითა დაჰხსნდა, მამაო“. „აწ და“ - „შენ უქორწინებელო ღმრთისმშობელო, რომელმან გვიშევ სიტყუაი დაუსაბამოი, ხორცითა უზეშთაეს ბუნებათა გიგალობთ“. გალობა III. განძლიერდასა. ძლისპირი: „შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაი, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაი და გადიდებს სული ჩემი“. „ყოვლად დიდებული მაქსიმოს, სარწმუნოებისა ჭეშმარიტი ქადაგი, სისხლთა დათხევითა გამოჩნდა ქრისტეს მოწამედ“. „ჰოი, სანატრელო მაქსიმე, მონაზონებითა შეიმკვე წესიერად და იქმენ ტაძარ სიწმიდისაი ღმრთივგანბრძნობილო“. „დიდება“ - „უფსკრულნი სიბრძნისანი აღმოადინნა ენამან შენმან, მაქსიმე, ქრისტეს ბრძანებანი მზარდულნი მორწმუნეთანი“. „აწ და“ - „ჩუენ ყოველნი მოგიგებთ შესავედრებელად, ქალწულო: ზღუდე მექმენ ქრისტეანეთა მორწმუნეთა, სძალო ღმრთისაო“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა აღმსარებელისა: ,,მოაშთვე სიტყუათა შენთა ძარღვითა პვიროს უშჯუ -ლოი ბოროტის მზრახვალი და ცოფი, ღირსო მაქსიმე, და დევნულებანი თავს -ისხენ და ჭირნი, დიდებულო და გუემანი სასტიკნი და დაკუეთაი ენისაი მარჯუენისა მის შენისაი უბიწოისაი, რომლითაცა სწერდი სწავლათა მაღალ-თა და მოძღურებათა ღმრთივგონიერთა“ (ჴმა IV). „დიდება“„აწ და“ - იგივე. გალობა IV. მესმასა. ძლისპირი: „მესმა უფალო განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, გან -ვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი“. „ნაშობნი ქუეყანისანი ზეცისათა თანა გნატრით განკვირვებულნი, რამეთუ სიბრძნის მოყვარებითა გამოსჩნდი, მამაო, სწორ უხორცოთა“. „მკლველ იყო მძლავრი ბოროტი, არამედ სიმხნე შენი დაუხსნელ იყო, ამის -თვისცა შენ ნეტარ იქმენ, ხოლო უღმრთო იგი ცეცხლსა მიეცა“. „დიდება“ - „შენ თანა მოღვაწე იქმნნეს ორნი მოწაფენი შენნი ყოვლად ქებ -ულნი და ღვაწლთა შენთა ეზიარნეს და მოსაგებელთა შენთა ღირს იქმნეს“. „აწ და“ - „ღმერთი რომელი გვიშევ ჩუენ, უბიწოო მარიამ, ვედრებად მისსა ნუ დასცხრები ჩუენთვის, ქალწულო, რაითა მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობა“. გალობა V. ღამითგანსა. ძლისპირი: „აღმთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხვაი ღმერთი არა ვიცით“. „რომელმან ზეცისა და ქუეყანისა სიბრძნე ისწავა ჭეშმარიტად, ბრძენი, მთავ-რად ეწოდების ბრძენსა მაქსიმოსს“. „სიბრძნისა საღმრთოისა ტრფიალებითა მსგავს იქმენ შენ ქრისტესსა, ღმრთივ -შუენიერ, ყოვლად დიდებულო მაქსიმე“. „დიდება“ - „ექსორია იქმენ მძვინვარებითა მძლავრისაითა, არამედ ჰპოვე ქრისტე ნუგეშინისმცემელად შენდა, მაქსიმე“. „აწ და“ - „შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე უბიწოო, შენ ყოვლად სანატ -რელო, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ“. გალობა VI. ღაღადყავსა. ძლისპირი: „მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად ღმერთო, მეოხებითა მოწამეთაითა“. „შეწირე სამარადისოდ ღმრთისა ვედრებაი, სანატრელო, და სულთა და ხორცთა ვნებათაგან და ხრწნილებისაგან გვიოხენ“. „განხმეს ყოველნივე წვალებისა მწვირიანნი წყარონი და დაყოფილ იქმნნეს თქუმულთა შენთა სურნელთა მიერ, მაქსიმე“. „დიდება“ - „მილხინე მე, მხოლოო სახიერო და წყარონი მადლთანი გულსა შინა ჩემსა ლოცვითა მაქსიმესითა აღმოადინენ“. „აწ და“ - „სამკვიდრებელი ღმრთისაი ხარი შენ, ქალწულო უბიწოო, და ჩუენ მორწმუნენი, ღმრთისმშობლად აღგიარებთ და მეოხ გიყოფთ“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი აღმსარებელისა: „სამებისა წმიდისა...“ (ჴმა VIII). შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხო ვნის შესაბამისად, კონდაკის შემ დეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენში იგი მითითებული არ არის. გალობა VII. კურთხეულარსა. ძლისპირი: „ქუეყანით იუდაისით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი, სულითა შემოსილთა ცეცხლი სახუმილისაი მის განაქარვეს და იტყოდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის“. „სამებაი ერთ ბუნებად, ერთ ნებად და ერთ ხელმწიფებად ჰქადაგე და ღმე -რთი ხორცშესხმული ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა და ორითა საქმითა გუასწავე ჩუენ“. „არა ორნი ნებანი განყოფილნი და ურთიერთარს წინა-აღდგომნი გვიქადაგენ მამაო, არამედ არსებითა ბუნებითითა განყოფილნი გუასწავენ ქრისტეს ღმრთისა თანა შეერთებულად“. „დიდება“ - „სიტყუანი შენნი ძეგლად მართლმადიდებლობისა გვიპყრიან ჩუენ მამაო, და ერთსა სამებისასა ორითა ბუნებითა და ნებითა აღვიარებთ მამათა ჩუენთა ღმერთსა კურთხეულსა მარადის“. „აწ და“ - „თაყვანის-ვსცემთ მამასა, აღვიარებთ ძესა და ვადიდებთ სულსა წმიდასა, სამებასა წმიდასა ერთღმრთეებად აღვიარებთ და ვღაღადებთ: მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ მარადის“. გალობა VIII. აკურთხევდითსა. ძლისპირი: „სამნი ყრმანი ღმერთო შეჭურვილნი მადლისაგან მძლედ გამოჩნდ -ეს ალსა და მძლავრსა მას, შჯულისა დამარხვითა და ღაღადებდეს: აკურთხევ -დით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „აღიღე შენ ჯუარი და ყოვლითურთ ტრფიალ იქმენ მისა მიმართ, რომელმან უფროისად შეიყვარა კაცებაი და მის თანა ჯუარს -ეცუ ნეტარო, და უგალობდ ხმითა ტკბილითა და ამაღლებდი მას უკუნისამდე “. „გემოთა განმხრწნელთა ყოვლითურთ უცხო ექმენ შენ, ხოლო თავი შენი ჰყავ ნეტარო, სარკე შეუგინებელ ღმრთისა და ხმა-ჰყავ: აკურთხევდით ყოველნი საქ-მენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „დიდება“ - „მძლავრისა უღმრთოისა რისხვაი არად შეჰრაცხე შენ, ჰოი, მაქსი -მე, არამედ ვითარცა გოდოლი, შეუძრველად ეგე მართლაღსარებასა ზედა და ხმატკბილად უგალობდ უფალსა და ღაღადებდი მას უკუნისამდე“. „აწ და“ - „სამებაი გუეცნობა სამთა მიერ ებრაელთა, და ერთარსებით ვიცნო -ბთ ბუნებასა ღმრთეებისასა და ვიტყვით: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალ -სა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობა IX. ადიდებდითსა. ძლისპირი: „რომელმან წინაისწარ მოასწავა შობაი უხრწნელად, მომცემელსა სჯულისასა მთასა ზედა სინასა ცეცხლითა მაყვლოვანსა მას შინა, დაუდუმებე-ლად მას ვადიდებდეთ“. „ქრისტეს ღმრთისა ეკლესიაი ღაღადებს დიდებულო: სისხლი შენი აბელისებრ ვიდრე აქამომდეცა და ვიდრე უკუნისამდე ქადაგებს ხმამაღლად მართალსა სარ-წმუნოებასა“. „დაეკუეთების დღეს ხელი და ენაი დღეს უბიწოსა, ხოლო დასწერს საღმ -რთოითა მით თითითა და კალმითა და სისხლთა გარდამოდინებითა მართალი სარწმუნოებაი აჰყუავილდების“. „დიდება“ - „განითქუმის სოფელსა შინა საღმრთოი კადნიერებაი და ცეცხლი იგი გულითადი ღმრთისა სიყვარულისაი, რომლისათვის გულსმოდგინედ დასთ -ხიენ სისხლნი შენნი მაქსიმე საგალობელო“. „აწ და“ - „მეოხებითა სახიერ დედისა შენისაითა, ახოცენ ცოდვანი ჩუენნი, შეიწირენ ვედრებაი ბაგეთა ჩუენთა უნაყოფოთაი და ნაყოფიერ ყვენ სულნი ჩუ-ენნი“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ ღირსისა: „მდგომარე ხარ შენ წინაშე საუფლოთა საყდართა გუნდსა თანა მარტვილთაისა, რომელთაცა ებაძვე და ჩუენცა საკუთარ გუყვენ უფლისა და მსგავს შენდა გამოგუაჩინენ, მაქსიმე“. „დიდება“ „აწ და“ - „ნესტუად გამოსჩნდი...“ (იხ. ძვ. სტ. 12 აგვისტო, განმანათლებელი). – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: აღმსარებელისა - 4 მუხლი: „სიბრძნითა საღმრთოითა აღვსებულო ახარებდ, დიდებულო ღირსო მაქსიმე, ყოვლად შუენიერო, მნათობო შორის მონაზონთა და მოწამეთა ზია რო, უბრწყინ-ვალესო ვარსკვლავთა მწყობრისაო, ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისა ხმა -მაღლად მქადაგებელო, რომელმანცა ტკბილითა მით სწავლითა სარწმუნოები-საითა თაფლ გარდამომდინარით პირით შენით დაატკბენ კრებულნი მორწმუ -ნეთანი, სამართლად გიგალობთ შენ ვითარცა შესავედრებელსა ჩუენსა: მოგვიხ-სენენ ყოველნი წინაშე ღმრთისა ღირსო მამაო“ 2-გზის. „სათნოებათა მიერ მაღალთა შეიმკვე პირველითგან და განაშუენე მოქალა -ქობაი შენი სიტყუათა მიერ და საქმეთა, ღმრერთშემოსილო მაქსიმე, და მოღუ -აწებათა შენთა საღმრთოთა მიერ ღმრთივშუენიერად გვიქადაგე განკაცებაი ქრისტეს ღმრთისაი ერთგუამოვნებად ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა და ორითა საქმითა, მნებებელი და სრულმყოფელი ცხოვრებისა ჩუენისაი და ჩუენ დამტკიცებულნი შენითა ღმრთისმეტყუელებითა, ვიტყვით: ქალწულისა შობილო, ქრისტე მეუფეო, დიდებაი შენდა“ 2-გზის. „დიდება“ - მისივე: „დიდებულო ღმრთისმეტყუელო მაქსიმე, ასწავე შენ ყოველთა სარწმუნო- ებაი სამებისა წმიდისაი, რაჟამს ჰქადაგე ერთ არსებად, ერთ ბუნებად, ერთ ღმრთეებად წმიდა სამებაი, განუშორებელი და შეურწყმელი, სამგუ-ამოვნებით და სამთვითებით ქებული და ერთი სამებისაგანი ორითა ბუნებითა სრულითა და ვითარცა ბრძენმან და ჭეშმარიტმან მოძღუარმან, განიოტენ გმობანი არიოზ უღმრთოისანი და ნესტორ და სევეროს ბილწთანი და მათ თანა ყოველთა მწვალებელთა მათი ღმრთის ბრძოლანი“ (ჴმა VIII). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „ღმრთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი...“ (იხ. III ჟამის ღმრთისმშობლისა). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): ,,გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - აღმსარებელისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - ღირსის კანონის III და IV გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“„აწ და“-თი. შენიშვნა: აქ მოცემული კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით) ძვ. სტ. 12 აგვისტოს მსახურებაში მოცემული კანონის VI გალობიდან – 4 მუხლი თავისი „დიდება“ „აწდა“-თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრისა ან ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - აღმსარებელისა. კონდაკები: „დიდება“ - აღმსარებელისა; „აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - აღმსარებელისა. კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - აღმსარებელისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“. წარდგომა, ალილუია და განიცადე – აღმსარებელისა და დღისა. სამოციქულო და სახარება – აღმსარებელისა და დღისა. წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი ღირსთა მისთა“. მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“. წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით მართალნო და იქადოდით ყოველნი წრფელნი გულითა“. ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“. მუხლი: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი“. ალილუია (ჴმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი, და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნნა იგინი“. განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შუენის ქება“. შენიშვნა: ჩვენ მოცემული გვაქვს მითითებები სამოციქულოდან – ექვთიმე ხელაძის სტამბა, 1899წ. 2024 წელი 22 იანვარისულთმოფენობიდან 35-ე კვირა4 თებერვალი ძველი სტილითხმა IIახალი სტილით ხსენება: მოც. ტიმოთესი (დაახ. 96); ღირსმოწ. ანასტასი სპარსისა (628); მოწ. ეპისკოპოსთა: მანუელისა, გიორგისა, პეტრესი და ლეონტისა, ხუცესთა: სიონიოსისა, გაბრიელისა, იოანესი, ლეონტისა, პაროდისა და სხვათა 377-თა (დაახ. 817). ცისკ. - სახ. II, მკ. 70 დას. XVI, 1-8. ლიტ. - 1 ტიმ. 280 დას. (შუათგან), I, 15-17. ლკ. 93 დას. XVIII, 35-43. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი. ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოციქულისა). კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - დიდი მწუხრი: – „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: - აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა II). - აღმოსავლური - 3 მუხლი. - მოციქულისა - 4 მუხლი (ჴმა III). „დიდება“ მოციქულისა: ,,მზისა უმცხინვარესად...“ (ჴმა III) „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „წარხდა სახე სჯულთა...“ (ჴმა II). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა). ,,დიდება“ მოციქულისა: ,,ვითარცა მზისთვალმან...“ (ჴმა IV). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV). შენიშვნა: რადგან საზოგადო თვენის სხვადასხვა რედაქციაში ერთიდაიმავე საკითხავს სხვადასხვა ხმა აქვს მითითებული, მედავითნემ უნდა დაიცვას ტიპიკონის მოთხოვნა, ღმრთისმშობლისას „დიდების“ ხმის მიხედვით გამორჩევისას. – ,,აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: - „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3-გზის. დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ხმაზე). ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს შთახედ საფლავად...“ - 2-გზის (ჴმა II). „დიდება“, ტროპარი მოციქულისა: ,,სიტკბოება ისწავე შენ...“ (ჴმა IV). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი “ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-2 და მე-3. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ ,,აწ და“ - მისივე. ჩასართავები: - შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა : „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“. - შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“. – „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ – იპაკო (ჴმა II). – ანტიფონები (ჴმა II). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,განიღვიძე უფალო, ღმერთო ჩემო ბრძანებითა მით რომელ ამცენ და კრებული ერთა გარე მოგადგეს შენ“ (ჴმა II). მუჴლი: ,,უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე“. – საცისკრო სახარება: სახ. II, მკ. 70 დას. XVI, 1-8. – „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,აღჰსდგა რა იესო საფლავით...“ – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით). II კანონი - ჯვარ-აღდგომისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე). III კანონი - ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე). IV კანონი – მოციქულისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე). – კატავასია - ,,უქმი ქუეყანა სამკვიდრებელი“. – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი მოციქულისა: „საღმრთოსა მოწაფესა...“. შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის. - წარდგომა მოციქულისა: „სიტყვათა წმიდათა...“ (ჴმა IV). ,,დიდება“ ,,აწ და“ - იგივე. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა II). – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – ,,წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით. – „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (II). ,,დიდება“ – „განმანათლებელი“ მოციქულისა: ,,შენ ვენახისა...“. „აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (II). – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად: - აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა II). - მოციქულისა - 4 მუხლი (ჩასართავებით, იხ, „სტიქარონსა“-ზედა დასდებლებში). ,,დიდება“ გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (II). ,,აწ და“ „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. - ტროპარი ლუწი ხმისა. ჟამებზე: – ტროპარები: აღდგომისა (ხმა II) და მოციქულისა. – კონდაკი: აღდგომისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად: - მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი, – მოციქულის კანონის III გალობიდან – 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - მოციქულისა; კონდაკები: – აღდგომისა; „დიდება“ - მოციქულისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“ ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ტაძრისა; - მოციქულისა; კონდაკები: - აღდგომისა; „დიდება“ - მოციქულისა; „აწ და“ - ტაძრისა. გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ტაძრისა; - მოციქულისა; კონდაკები: - აღდგომისა. - ტაძრისა; „დიდება“ - მოციქულისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა და ალილუია – აღდგომისა (ხმისა) და მოციქულისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და მოციქულისა. განიცადე – კვირისა და მოციქულისა. წარდგომა (ხმა II): „ძალ ჩემდა და საგალობელ ჩემდა უფალი, და მეყო მე იგი მაცხოვარ“. მუხლი: „სწავლით განმსწავა მე უფალმან და სიკვდილს არა მიმცნა მე“. წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“. ალილუია (ხმა II): ,,შეისმინენ შენნი უფალმან, დღესა ჭირისა შენისასა შემწე გეყავნ შენ სახელი ღვთისა იაკობისი“. მუხლი: „უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩვენი დღესა მას, რომელსა გხადოდით შენ“. ალილუია (ჴმა I) : ,, აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“. განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა“. განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყანი მათნი“ |