სულთმოფენობიდან 25-ე შვიდეული · ღირსმოწამისა და აღმსარებელისა სტეფანე ახლისა (767); მოწამისა ირინარხესი და მისთანა შვიდთა წმიდათა დედათა (303); მოწამეთა: სტეფანესი, ბასილისა, გრიგოლისა, სხვა გრიგოლისა, იოანესი და მრავალთა სხვათა (VIII).
შვიდეულის სადაგ დღეს „ექვსიანის“ (II რანგი) მსახურება.
სულთმოფენობიდან 25-ე შვიდეული · წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა (62); წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა (502); წმ. პეტრე I კათოლიკოსისა, წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწისა (V); წმ. სამუელ I კათოლიკოსისა (V-VI); წმ. ფრუმენტისა, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 380).
შვიდეულის სადაგ დღეს „ორი დიდი წმიდის“ (V რანგი) მსახურება.
ლიტ. (ლიტურგიაზე) 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. ინ. 4 დას. I, 35-51.