კვირის საეკლესიო კალენდარი – 10 თებერვალი – 16 თებერვალი 2025

BETA საცდელი ვერსია · ალგორითმით გამოთვლილია, არ არის საპატრიარქოს ოფიციალური ტიპიკონი – გადაამოწმეთ patriarchate.ge-ზე ან sazu.ge-ზე.
2025 წელი 28 იანვარისულთმოფენობიდან 34-ე შვიდეული10 თებერვალი
ძველი სტილითორშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
ღირ. ეფრემ ასურისა (373-379); ღირ. პალადი მეუდაბნოისა (IV); ღირ. ისააკ ასურისა, ნინევიის ეპ. (VI).
 
ლიტ. - 2 პეტ. 66 დას. I, 20 - II, 9. მკ. 59 დას. XIII, 9-13.
ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარები: აღდგომისა (ჴმა VIII) და მღვდელთმთავრისა.
– კონდაკი: მარხვანისა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - არ იკითხება.
– „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება I ჴმაზე).
– „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები: ღირსისა - 6 მუხლი (ჴმა I):
„სამოთხისა სიკეთესა განიცდიდი, ღირსო, და მდიდრად საშუებელსა უდაბნოსა აჰყუავენ და
მეცნიერებაი ქრისტეს ღმრთისაი ასწავე სიბრძნით სოფელსა, რომ -ლისათვის ზიარ-მყვენ ჩუენ,
წმიდაო ეფრემ, ქებად შენსა დღესასწაულსა“ 2-გზის.
„მსაჯულისა იგი მოსლვაი დასწერე, ნეტარო, და ცრემლთა მდინარითა სული-ერნი ლამპარნი
აღნთებად ასწავენ ყოველთავე მოსლვასა მას სიძისასა და სამო -სლითა ბრწყინვალითა
მიგებებად ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, ღირსო“ 2-გზის.
„მარხვითა ხორცნი შეჰზღუდენ სანატრელო ეფრემ და ვნებათა აღძრვანი მო -აკუდინენ
ლოცვითა და მღვიძარებითა, ამისთვისცა სულისა წმიდისა ძალმან და -იმკვიდრა შენ თანა და
მნათობად საცნაურად გამოგაჩინა“ 2-გზის.
„დიდება“ მისივე: „რაჟამს მამაო ნისლ ი იგი საცდურისაი განაქარვე მხურ ვალითა შენითა
შრომითა მაშინ დაიმკვიდრა შენ თანა სულმან წმიდამან, მდინარეთა მადლისათა აღმოაცენებდ
უხრწნელსა ცხოვრებასა მიმყვანებელთა და სწავლითა საღმრთოითა დასწერდ სინან ულისა
სიტყუათა, სიბრძნით გამოსახულთა, სანატრელო ეფრემ“ (ჴმა II).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „წარხდა სახე
სჯულთა...“ (ჴმა II).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– წარდგომა - დღისა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - ღირსისა (ჴმა VII):
„ვითარცა ფინიკი აღყუავენ, ღირსო მამაო ეფრემ, და ენანი მგმობართანი აღმო -ჰკუეთენ,
უფკრულნი ვნებათანი განახმენ მოღუაწებითა, იქმენ ორღანო სულისა ყოვლად წმიდისა და
ჯუარისა საჭურველი მხართა აღიღე და მტერნი უხილავნი ახოვნებით დაამხუენ; ქრისტეს
მიმართ ვედრებად ნუ დასცხრები ჩუენთვის, რომელნი დღეს ხსენებასა შენსა ყოვლად
დიდებულსა სარწმუნოებით აღვასრუ-ლებთ, რაითა განვერნეთ ბრალთა სიმრავლისაგან“.
მუხლი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკუდილი წმიდათა მისთაჲ“.
„მსგავსად დავითისა დაალტობდ სარეცელსა ცრემლითა შენითა, ღმერთშე-მოსილო ეფრემ და
საწურთელ ცხოვრებისა გაქუნდა, ღირსო, სინანული და სა -შუებელისა შიში საქმით გვიჩუენე
ჩუენ სიტყუათა მათ შენთა ღმრთივგანბრძ -ნობილთა მიერ, ამისთვის ხსენებასა შენსა
ვდღესასწაულობთ, ყოვლად ნეტარო, სასწაულთა მოქმედო, და ვითხოვთ შენ მიერ დიდსა
წყალობასა, ნუ დასცხრები მეოხებად ჩუენთვის რაითა მოგუმადლოს ზეცით ბრალთა შენდობაი“.
მუხლი: „რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე“.
„გონიერად ივლტოდე შფოთთა სოფლისათა, ყოვლად ქებულო ეფრემ ღმერთ -შემოსილო,
უდაბნოს მიიწიე მყუდროებით ცხოვრებისა სიყვარულითა და საქმით მოღუაწებითა აჰხედ
ღმრთისა და სოფლისა მანათობელად გამოსჩნდი, ცხოვრე-ბისა სიტყუანი კაცთა აღმოუცენენ
ამისთვისცა ვედრებით ვითხოვთ შენგან: ლოცვითა შენითა გვიხსენ საცდურისაგან ამის
სოფლისათა და საბრთხეთაგან მტერისათა, ღირსო მამაო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი“.
„დიდება“ მისივე: „დაყუდებისა ტრფიალებითა განბრწყინვებულო, ღმერთსა ზრახევდი, მამაო,
და დუმილითა მოღუაწებისაითა ლოცვათა შენთა ვითარცა მსხუერპლთა შესწირევდ მარადის,
რაითა ქუეყანისა წილ ცანი დაიმკვიდრენ, ყოვლად ქებულო“ (ჴმა IV).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ
ვედრებასა...“ (ჴმა IV).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი ღირსისა: „სინანულისა საფარველი და ლმობიერებისა სახე და სულიერისა
სისრულისა ხატი არს, ანგელოზებრივი ცხოვრებაი შენი, ნეტარო ეფრემ; ქრისტესა ღმერთსა
ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა I).
„დიდება“, „აწ და “ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის
მიხედვით): „გაბრიელ გიღაღადა...“ (ჴმა I).
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).
ტროპარი ღირსისა: „სინანულისა საფარველი...“ 2-გზის (ჴმა I).
„დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით):
,,გაბრიელ გიღაღადა...“ (ჴმა I).
– რიგითი კანონები: მე-4, მე-5 და მე-6.
– I და II რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - აღესრულება.
– წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა - ღირსისა:
„პირისა შენისა მადლმან წყალნი ცხოვრებისანი აღმოაცენნა და ეკლესიაი აღავსო და
სინანულისა მდინარენი სოფელსა შინა წარმოაჩინნა და ცრემლთა მდი-ნარითა აღავსნა თუალნი
ჩუენნი; არამედ ვითარცა იგი სიტყუითა შენითა განგუსწავლენ ჩუენ, მამაო წმიდაო, ეგრეთვე
სიტყუასა, ქრისტესა ღმერთსა, ევედრე ცხორებისათვის სულთა ჩუენთაისა“.
„დიდება“, ,,აწ და“ - იგივე.
– წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა - ღირსისა:
„ტკბილ არიან ფრიად თქუმულნი შენნი სინანულისათვის და განმანათლებელ, რომელნი
ერჩდენ, ყოვლად ქებულო, ღმერთშემოსილო და ცხორებაი უბრალოი და შემკულ ყოველთა
საღმრთოთა სათნოებათა მიერ; ამისთვის გიგალობთ“.
„დიდება“, ,,აწ და“ - იგივე.
– III რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსი - არ აღესრულება.
– წარდგომა შემდგომად III სტრიქოლოგიისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“, ,,აწ და“ - მისივე.
– 50-ე ფსალმუნი.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - ღირსისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია: „უქმი ქუეყანაჲ...“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
 
გალობა I. უგალობდითსა, ხმა II.
 
ძლისპირი: „ყოველი ერი უგალობდით უფალსა, მძლესა სიკუდილისასა, რომელმან ქმნა
საკჳრველი საკჳრველებათაჲ ზღუასა მას მეწამულსა“.
„მოვედით მორწმუნენო დღესასწაულსა წმიდისა ეფრემისასა, ვიხარებდეთ და მხსნელსა
ყოველთასა გალობით უგალობდეთ“.
„აღიღო ჯუარი მართალმან ეფრემ ნეფსით და შეუდგა ქრისტესა, რამეთუ გამოირჩია
ცხორებაი საუკუნოი ღმრთისაგან“.
„დიდება“ - „წმიდამან ეფრემ შეიყუარა ცხორებაი მარტოებით უდაბნოს იოანესაებრ და
ღმერთსა უგალობდა გალობითა ახლითა“.
„აწ და“ - „შენ უბიწოო, წმიდაო დედოფალო, ღმრთისმშობელო მარიამ მეოხ გუეყავ ჩუენ
მვედრებელთა შენთა შენგან შობილისა მიმართ“.
 
გალობა III. განძლიერდასა.
 
ძლისპირი: „განმაძლიერენ მოსავნი შენნი უფალო, რომელმან ჯუარითა მოჰკალ ცოდვაი
ჩუენი და დაჰნერგე შიში შენი გულთა შინა ჩუენთა შენ, კაცთმოყუარე“.
„სამოსელი შეიმოსა ანგელოზებრივი და სიბრძნით დაუტევა სოფელი ესე და საქმენი მისნი
ეფრემ, ამისთვის მათ თანა იშუებს მარადის“.
„დაუკვირდა შენთვის საგალობელო წმიდაო ეფრემ, დიდსა ბასილის და ეუწყა მას ღმრთისა
მიერ გზაი შენი სულიერი, სანატრელო“.
„დიდება“ - „განანთლე სოფელი წმიდაო ეფრემ, სიტყუითა შენითა სულიერითა და
წარუდგინე ქრისტესა მხსნელსა ყოველთასა შენ სანატრელო“.
„აწ და“ - „განანათლნა მარიამ, შობამან შენმან კიდენი ცისანი, უბიწოო ქალწულო,
ამისთვისცა ღირსად გნატრით და ღმრთისმშობლად ჩუენ აღგიარებთ შენ“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა ღირსისა: ,,ჭურად საღმრთოდ მარხვისა და სიმდიდრედ წარუპარველად
ღმრთისმსახურებისა გამოსჩნდი შენ, ეფრემ ყოვლად ნეტარო, უვ-ნებელობითა განაბრწყინვე
ცხორებაი შენი და ნაკლულევანნი აღავსენ წყალობითა, მამაო წმიდაო, ქრისტესა ღმერთსა
ევედრე მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაი“ (ჴმა III).
„დიდება“, „აწ და“ იგივე.
 
გალობა IV. მესმასა.
 
ძლისპირი: „მესმა, უფალო, განგებულებაი საიდუმლოთა შენთა წმიდათაი და გადიდე შენ,
მხოლოი კაცთმოყუარე“.
„ცრემლითა მაგით შენითა, წმიდაო ეფრემ, მოჰრწყენ გულნი კაცთანი და ნაყოფიერ ჰყუენ
მორწმუნეთა სულნი“.
„მოღუაწებითა შენითა მოაკუდინე ვნებაი სულთა და ხორცთაი, სამგზის სანატრელო წმიდაო
მამაო“.
„დიდება“ - „მარხვითა და ვედრებითა, წმიდაო ეფრემ, და ღამისთევითა კრებული ეშმაკთაი
განსდევნე, ნეტარო“.
„აწ და“ - „შენ, დედაო უბიწოო, მეოხ -გუეყავ ღმრთისა, რომელი შენგან გამოგვიბრწყინდა
მხსნელი სულთა ჩუენთაი“.
 
გალობა V. ღამითგანსა.
 
ძლისპირი: „ნათლისა მომცემელო და საუკუნეთა შემოქმედო უფალო, ნათელსა მცნებათა
შენთასა დამამტკიცე, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ სხუაი ღმერთი არა ვიცით“.
„შენ, ღმერთო, რომელმანცა მოეც სოფელსა წმიდაი ეფრემ ვარსკულავად განმანათლებელად
სულთა და ხორცთა, ჩუენცა განგუანათლენ ნათლითა შენითა, მხოლოო კაცთმოყუარე“.
„ეფრემისათვის ღმერთშემოსილისა შემოვკრბეთ, მორწუნენო, და ვიხარებდეთ და
უგალობდეთ ღმერთსა, რომელმან მომცა ჩუენ ვარსკულავი ბრწყინვალე, განმანათლებელი
მორწმუნეთაი“.
„დიდება“ - „მსგავს იყავ ელიაისსა და იოვანესსა, წმიდაო მამაო, და ცათა შინა დაემკვიდრე
მათ თანა და აწ მეოხ გუეყავ ქრისტეს მიმართ ჩუენცა დღესასწაულსა შენსა“.
„აწ და“ - „შენ რომელმან ჰშევ ქრისტე, დამბადებელი ყოველთაი, ხორცითა, გიღაღადებთ
და ვიტყვით: გიხაროდენ ქალწულო უბიწოო, გიხაროდენ, რომელმან საშოსა დაიტიე ღმერთი
დაუტევნელი“.
 
გალობა VI. ღაღადყავსა.
 
ძლისპირი: „ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალთა მოწყალებათა შენთა
მოვივლტი; აღომიყვანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები“.
„შენ გიცნა ღმრთისა სიტყუაო, შობილო ქალწულისაგან, წმიდამან ეფრემ და ვითარცა
მარგალიტი სამეუფოი, ორითა ბუნებითა გქადაგა“.
„დაუყო პირი მწვალებელთა მოძრუარმან სოფლისამან სულისა მიერ წმიდისა ეფრემ და
განანათლნა ბრწყინვალენ გულნი ყოველთა მორწმუნეთანი“.
„დიდება“ - „მოიგე ზეცით გვირგვინი, ღმერთშემოსილო ეფრემ, და ანგელოზთა თანა შენ აწ
იყოფვი და სამებასა უგალობ დაუდუმებელად“.
„აწ და“ - „უმეტეს ხარ ყოველთა დაბადებულთა, წმიდაო, რამეთუ დამბადებელი ხარ შენი
საშოსა დაიტიე და გვიშევ ჩუენ ღმერთი განკაცებული“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი ღირსისა: „წინაჲსწარ ხედვიდი...“.
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა
იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან წმ. გიორგი მთაწმინდელის
 
თვენში იგი მითითებული არ არის.
 
გალობა VII. კურთხეულარსა.
 
ძლისპირი: „ხატისა მისთვის ოქროისა, რომელი იმსახურა ველსა მას დეირისასა, სამთა
ყრმათა შიში შეურაცხყუეს მძლავრისაი მის და შეითხინეს სახუმილსა მას და შეცურეულნი
ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“.
„სიყვარულითა სულიერითა საგალობელი ეფრემ, მოსწრაფე იქმნა მისლვად ღირსისა და
ნეტარისა ბასილისა და ნებითა ქრისტესითა იხილა, ვითარცა სუეტი ცეცხლისაი, მასწავლელი
და მსახური საიდუმლოსა მისსა“.
„შენ, ქრისტე, სრულ ჰყავ ნებაი მოშიშთა შენთა საყუარელთაი, ვითარცა აღუქთუ, და აღიღე
პირი ბასილისი და ეფრემისი და ასწავე ყოველთა სოფელსა, რაითა გალობით ადიდებდენ
სამებასა წმიდასა უკუნითი უკუნისამდე“.
„დიდება“ - „სულისა მიერ წმიდისა მიიღო ზეცისა ნიჭი წმიდამან ეფრემ ხელთა დასხმითა
მღვდელმთავრისა დიდებულისა ბასილისათა, რომელ არს ბერძმეტყუელებაი, ვითარცა ენაი
ცეცხლისაი, მსგავსად მოციქულთა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა
ჩუენთაო“.
„აწ და“ - „მამაო დაუსაბამოო და ძეო მხოლოდშობილო, სულო წმიდაო, სამგუამოვნებაო,
განუყოფელო და შეურევნელო, ერთღმრთეებაო ჭეშმარიტო, ყოველნი გიღაღადებთ და ვიტყვით:
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“.
 
გალობა VIII. აკურთხევდითსა.
 
ძლისპირი: „რომელმან დაჰბადა ყოველი სიბრძნითა გამოუთქმელითა, სიტყუამან
საღმრთომან, და არარაისაგან შექმნა მეტყუელად: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“.
„რომელმან სიბრძნითა საღმრთოითა სულიერითა შეამკო ეფრემ ღმერთშემოსილი და მის
მიერ კაცთა ასწავა გალობად და თქუმად: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“.
„რომელმან დაატკბო სოფელი ჭეშმარიტად თქუმულითა მისითა წმიდამან ეფრემ, და კაცთა
ასწავა სინანული და იტყვიან: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“.
„დიდება“ - „მოვედით მორწმუნენო, და უგალობდეთ სამებასა დამბადებელსა, დაუბადებელსა
და ქებულსა კაცთა შორის: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“.
„აწ და“ - „ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად აღგიარებთ შენ და ანგელოზისა თანა
გიღაღადებთ: გიხაროდენ რომელმან სიხარული უშევ სოფელსა, დიდებულო, მიმადლებულო
და კურთხეულო“.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
 
გალობა IX. ადიდებდითსა.
 
ძლისპირი: „ქალწულებაჲ შენი ღმრთისმშობელო უბიწოო, რომელი არა შეწუა ცეცხლმან
ღმრთეებისამან, მას ვადიდებთ“.
„რომელმან ნაყოფიერ -ყო უდაბნოჲ, წმიდაჲ ეფრემ, უძლეველსა მტერისაგან ყოველნი
გალობით ვადიდებდეთ“.
„რომელი გამოჩნდა ქუეყანის ანგელოზად, წმიდაი ეფრემ, ქრისტეს მიერ გჳრგჳნოსანი, მას
ვადიდებდეთ“.
„დიდება“ - „რომელმან აღავსო სწავლითა სულიერითა ყოველი ქუეყანაჲ, ღირსსა წმიდასა
ეფრემს ჩუენ ვადიდებდეთ“.
„აწ და“ - „რომელი დაემკვიდრა მუცელსა შენსა უთესლოდ, ღმრთისმშობელო ქრისტე
ღმერთი, მხსნელი სულთა ჩუენთაი, ვადიდებთ“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ ღირსისა: „მდინარითა ცრემლთაჲთა დაშრიტე ცეცხლი ვნებათა
წარმწყმედელთაჲ და სულისა წმიდისა სავანედ წმიდად გამოსჩნდი ეფრემ, და
მოძღურებათა მიერ საღმრთოთა მოჰრწყე სოფელი“.
„დიდება“, „აწ და“ იგივე.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი:
„გაქუნდა პირსა შენსა, ნეტარო, ვითარცა ეზეკიელ წინაჲსწარმეტყუელსა, ქარტაჲ იგი; სოფელი
დაატკბე წერილთა შენთა სიტყჳთა და სიმდიდრე სიბრძნისაჲ სათნოებით უჩუენე ყოველთავე,
რომელნი შენდა მოივლტოდეს, რომელნი უფლისა შესწირენ და აწ მხიარულ ხარ, მამაო, რამეთუ
უფროჲს განამრავლე ტალანტი შენი“ 2-გზის.
„ჭურად სიწმიდისად გამოსჩნდი და ჰქადაგებდ სამებისა ბუნებ ასა ერთბუნებად, სწავლანი
მანენტოსისნი აღმოჰფხურენ ძირითურთ და ცეცხლისა ენისა შენისა-ითა შესწუენ სიტყუანი იგი
ბოროტთა მწვალებელთანი, ეკლესიისა სიმტკიცეო და სუეტო შეურყეველო კეთილად
მსახურებისაო, წმიდაო ეფრემ“ 2-გზის.
„დიდება“ მისივე: „ღმრთისა მიმართ წამისყოფითა განბრწყინვებული გონებაი შენი
ყოვლითურთ ღმრთივშუენიერ იქმნა და, ვითარცა სარკმელმან სულისა წმიდისამან, უნივთონი
ბრწყინვალებანი შეიწყნარნა“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,რვა ხმათა“ („დიდების“ ხმისა და შვიდეულის დღის მიხედვით):
„ჯუარსა შემსჭუალული რაჟამს გიხილა შენ მშობელმან შენმან, მხოლოო სულგრძელო,
მტირალი გოდებით ღაღადებდა და იტყოდა: ივნე ნებსით მრავლითა სახიერებითა შენითა, რაითა
განხრწნილი ბუნებაი კაცთა განაახლო, უგალობ სიმტკიცესა შენსა“ (ჴმა VIII) (იხ. ბოდბის წმ.
ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული საზიარო თვენი. 2015 წ. გვ. 288).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსისა: „სინანულისა საფარველი...“ (ჴმა I).
„დიდება“ „აწ და “ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის
მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I).
 
ჟამებზე:
 
– ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
– ღირსის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
– ღირსის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა.
კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.
წარდგომა (ჴმა IV) : „რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი – ალად
ცეცხლისა“.
მუხლი: ,,აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაჲ“.
ალილუია (ჴმა V): ,,აქებდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“.
მუხლი: ,,რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“.
ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს
ფრიად“.
განიცადე: „რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი – ალად ცეცხლისა“.
განიცადე: „საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
 
2025 წელი 29 იანვარისულთმოფენობიდან 34-ე შვიდეული11 თებერვალი
ძველი სტილითსამშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
მოწ. აშოტ დიდი კურაპალატისა (829); აღმოყვ. ნაწ. მღვდელმოწ. ეგნატე ღმერთშემოსილისა (107); მოწ. რომანოზისა, იაკობისა, ფილოთეოსისა, იპერიქესა, აბიბოსი, ივლიანესი და პარიგორისა (297); მოწ. სილოვანე ეპ., ლუკა დიაკონისა და მოკიოს წიგნისმკითხველისა (312).
 
ლიტ. - 2 პეტ. 67 დას. II, 9-22. მკ. 60 დას. XIII, 14-23 (სამშ.).
– 2 პეტ. 68 დას. III, 1-18. მკ. 61 დას. XIII, 24-31 (ოთხშ.).
მოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ლკ. 63 დას. XII, 2-12.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოწამისა).
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარი და კონდაკი: ღირსისა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - მე-18.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
მოწამისა - 6 მუხლი (ჴმა IV).
„დიდება“ მისივე: ,,გაქუს შენ მდინარე...“ (ჴმა II).
,,აწ და “ - ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით ): ,,წარხდა სახე
სჯულთა...“ (ჴმა II).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– წარდგომა - დღისა.
– ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოწამისა (თავისი ჩასართავებით).
,,დიდება“ მისივე: ,,მარტვილთა გვირგვინითა...“ (ჴმა VIII).
,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,უსძლოო ქალწულო
რომელმან...“ (ჴმა VIII).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მოწამისა : „მოწამემან შენმან უფალო...“ (ჴმა IV).
„დიდება“, „აწ და “ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი “ (ტროპარის ხმის
მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან, უფალო...“ 2-გზის (ჴმა IV).
„დიდება“, „აწ და “ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი “ (ტროპარის ხმის
მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-7, მე-8 და მე-9.
– I და II რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოგიებისა – მოწამისა.
„დიდება“, ,,აწ და“ - იგივე.
– III რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსი - არ აღესრულება.
– წარდგომა შემდგომად III სტიქოლოგიისა – პარაკლიტონიდან.
„დიდება“, ,,აწ და“ - მისივე.
– 50-ე ფსალმუნი.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1-გზის) - 4 მუხლი.
II კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლი.
III კანონი - მოწამისა (ძლისპირის გარეშე) - 6 მუხლი.
– კატავასია: „უქმი ქუეყანაჲ...“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მოწამისა: „ვითარცა ოქროჲ ბრძმედსა...“.
,,დიდება“, ,,აწ და“ - იგივე.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მოწამისა: „ვარსკულავი ელვარე...“ (საზოგადო).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ
იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო
თვენში იგი მითითებული არ არის.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ მოწამისა: „რომელი ღუაწლთა მიერ...“.
„დიდება“, „აწ და“ - იგივე.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მოწამისა - 4 მუხლი:
,,დიდება“ მისივე: „რაჟამს-იგი წინაშე...“ (ჴმა II).
,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან, უფალო...“ (ჴმა IV).
„დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ – (ტროპარის ხმის
მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
 
ჟამებზე:
 
– ტროპარი და კონდაკი - მოწამისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
– მოწამის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
– მოწამის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მოწამისა.
კონდაკები: „დიდება“ - მოწამისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მოწამისა;
კონდაკები: - ტაძრისა.
„დიდება“ - მოწამისა;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოწამისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამისა.
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.
მუხლი: „შეისმინე, ღმერთო, ჴმისა ჩემისაჲ, გევედრებოდი რაჲ მე შენდამი“.
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.
ალილუია (ჴმა IV): „მართალი, ვითარცა ფინიკი, აღყუავნეს და ვითარცა ნაძჳ ლიბანისაჲ -
განმრავლდეს“.
მუხლი: „დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა, ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა
ყუაოდიან“.
განიცადე: ,,საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბ ავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“
(დღისა და წმინდის „განიცადე“ ერთმანეთს ემთხვევა).
 
2025 წელი 30 იანვარისულთმოფენობიდან 34-ე შვიდეული12 თებერვალი
ძველი სტილითოთხშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
წმ. შორის მამათა ჩვენთა და დიდთა მღვდელმთავართა - ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა; მღვდელმოწ. იპოლიტე რომის პაპისა და მისთანა მოწ. კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა 20-თა მოწამეთა (III); ღირ. ზენონისა, წმ. ბასილი დიდის მოწაფისა (V); მოწ. თეოფილე ახლისა (784); კეთილმორწმუნისა მეფისა პეტრე ბულგარელისა (967).
 
ცისკ. - ინ. 36 დას. X, 9-16.
ლიტ. - ებრ. 334 დას. XIII, 7-16. მთ. 11 დას. V, 14-19.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლის – არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარი და კონდაკი - მოწამისა.
 
დიდი მწუხრი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები: წმიდათა - 6 მუხლი (ჴმა IV).
,,დიდება“ მისივე: ,,დღეს სულისა...“ (ჴმა VI).
,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (,,დიდების“ ხმის მიხედვით):
,,ვინ არა გნატრიდეს...“ (ჴმა VI).
– შესვლა საცეცხლურით არ აღესრულება.
– წარდგომა - დღისა.
– საწინასწარმეტყველო - 3 - წმიდათა.
– ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: წმიდათა (თავისი ჩასართავებით) (ჴმა I).
,,დიდება“ მისივე: ,,დღეს სულნი...“ (ჴმა II).
„აწ და“ მისივე: ,,დღეს ქრისტე...“
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- ტროპარი წმიდათა: ,,ვითარცა მოციქულთა...“ - 1-გზის (ჴმა IV);
- დიდება აწ და ,,ღმრთისმშობელო ქალწულო...“ - 1-გზის.
– პურის კურთხევა არ აღესრულება.
 
დიდი ცისკარი:
 
– „ღმერთი უფალი” (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი წმიდათა: ,,ვითარცა მოციქულთა...“ (ჴმა IV) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“
(ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - წმიდათა.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
– ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– „გადიდებსა“ მღვდელმთავართა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
– „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,ყოვლად ბრძენნი...“ (ჴმა IV).
„დიდება“ მისივე: ,,დღესასწაულობს დღეს...“
„აწ და“ მისივე: ,,უძლეველო შუამდგომელო...“
– I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი
სიხარულით იხარებდნენ“ (ჴმა IV).
მუხლი: ,,პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისხმისყოფასა“.
– საცისკრო სახარება: ინ. 36 დას. X, 9-16.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდათა მღვდელმთავართა...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- ,,განეფინა მადლი...“ (ჴმა VI).
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - წმიდათა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია - ,,უქმი ქვეყანა...“
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა წმიდათა: ,,დიდთა სასანთლეთა...“ (ჴმა VIII).
,,დიდება“ მისივე: ,,სიბრძნე ღმრთისა...“
,,აწ და“ მისივე: ,,სული ჩემი...“
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - წმიდათა (ჴმა II).
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა) : „უპატიოსნესსა“ არ იგალობება IX ოდას
(გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერით“ (ამ საკითხში გარკვევის მსურველებმა იხ.
ფეისბუკში ,,მედავითნეზე“ ბლოკი: კითხვა-მიგება 270).
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ წმიდათა: ,,სამთა ნათელ-ცისკროვანთა...“
,,დიდება“ მისივე: ,,ნათლისა შემწყნარებელი...“
,,აწ და“ მისივე: ,,მხოლოო ღმრთეებაო...“
– ,,ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებელნი: წმიდათა - 4 მუხლი.
,,დიდება“ მისივე: ,,დავბეროთ საყვირსა...“
,,აწ და“ მისივე: ,,დავბეროთ საყვირსა...“
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი წმიდათა: ,,ვითარცა მოციქულთა...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“
(ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
– ტროპარი და კონდაკი - წმიდათა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– „ნეტარებების“ გალობის დროს ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
წმიდათა III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
წმიდათა VI გალობიდან - 4 მუხლი, თავის ,,დიდება“ ,,აწ და“ - თი.
შესვლად:
თუ ტაძარი მაცხოვრისა და ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- წმიდათა.
კონდაკები: ,,დიდება“ - წმიდათა
,,აწ და“ - ტაძრისა.
თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარი: - წმიდათა;
კონდაკები: „დიდება“ - წმიდათა;
„აწ და“ - ,,სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდათა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდათა.
წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
ალილუია: „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარი ტებასა შენსა ეკლესიასა
შინა წმიდათასა“.
მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.
განიცადე: ,,იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქებაი“.
 
2025 წელი 31 იანვარისულთმოფენობიდან 34-ე შვიდეული13 თებერვალი
ძველი სტილითხუთშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
უვეცხლოთა მოწამეთა კვიროსისა და იოანესი და მათთანა მოწ. ათანასიასი და ასულთა მისთა: თეოდოტიასი, თეოქტისტასი და ევდოქსიასი (311); მოწ. ბიქტორინესი, ბიქტორისა, ნიკიფორესი, კლავდიუსისა, დიოდორესი, სერაპიონისა და პაპიუსისა (251); მოწ. ტრიფენა კვიზიკელისა.
 
ლიტ. - 1 ინ. 69 დას. I, 8 - II, 6. მკ. 62 დას. XIII, 31 - XIV, 2.
უვეცხ. - 1 კორ. 153 დას. XII, 27 - XIII, 8. მთ. 34 დას. (შუათგან), X, 1, 5-8.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოწამეთა).
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარი და კონდაკი: მღვდელმთავართა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - მე-12.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- შვიდეულის დღისა - 3 მუხლი (ჴმა VIII).
- მოწამეთა - 3 მუხლი (ჴმა IV).
„დიდება“ მოწამეთა: ,,მხედრობაი საღმრთოი...“ (ჴმა II).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– წარდგომა - დღისა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც
ჩაერთვის 2 მუხლი ჟამნიდან: „შენდამი აღვიხილენ...“ და „მიწყალენ ჩვენ უფალო...“
„დიდება“ მოწამეთა: ,,მოვედით კრებულნო...“ (ჴმა VI).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით).
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მოწამეთა: „საკვირველებანი წმიდათა შენთანი...“ (ჴმა V).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირეს-
თაგანი“ (დღის და ტროპრის ხმის მიხედვით): „უცხო საიდუმლო ქალწულისა...“ (ჴმა V).
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება V ჴმაზე).
ტროპარი მოწამეთა: „საკვირველებანი წმიდათა შენთანი...“ (ჴმა V) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ
„უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „უცხო საიდუმლოა...“ (ჴმა V).
– რიგითი კანონები: მე-13, მე-14 და მე-15.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
– წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: პარაკლიტონიდან.
„დიდება“ ,,აწ და“ მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და
კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და
ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
- შემდგომად III სტიხოლოღიის წარდგომისა: „დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“.
– 50-ე ფსალმუნი.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - შვიდეულის დღის - 6 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ
მოწამეთა კანონის ძლისპირი.
– „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.
– შემდგომად „განძლიერდასა‘‘ (III გალობისა):
- წარდგომა მოწამეთა: ,,მხნეთა მხედართა...“.
„დიდება“ „აწ და‘‘ იგივე.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მოწამეთა: „საღმრთოთა მადლთაგან...“ (ჟამნიდან).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას
ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
– „განმანათლებელი‘‘ - შვიდეულის დღისა.
„დიდება“ მოწამეთა: ,,ღვთისმსახურებისა სვეტთა...“.
„აწ და“ - ღვთისმშობლისა შვიდეულის დღისა.
– „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება‘‘ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის, ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
– „დიდებამაღალიანი‘‘ - იკითხება.
– „აღვივსენითსა‘‘ ზედა დასდებლები პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა
ჟამნიდან 2 ჩასართავით: „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“ და „და იყავნ ნათელი...“
„დიდება‘‘ „აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა I).
– „კეთილ არს აღსარებად უფლისა‘‘ 1-გზის.
ტროპარი მოწამეთა: „საკვირველებანი წმიდათა...“ (ჴმა V).
„დიდება“ „აწდა“ ღვთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ
„უმცირესთაგანი“ „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით):
,,დედაო ღმრთისაო...“ (ჴმა V).
ჟამებზე:
– ტროპარი და კონდაკი - მოწამეთა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „ყოველდღიური ანტიფონები‘‘: „კეთილარს აღსარებად უფლისა...“
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- შვიდეულის დღისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- რიგის წმიდისა;
 
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
 
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა.
- რიგის წმიდის;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდათა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდათა.
წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
წარდგომა (ჴმა IV): „წმიდათა, რომელნი არინ ქუეყანასა მისსა, საკვირველ -ჰყო უფალმან ყოველივე
ნება მისი მათ შორის“.
ალილუია (ჴმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა
ეკლესიასა შინა წმიდათასა“.
მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.
ალილუია (ჴმა IV): „ჰხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან
იხსნა იგინი“.
განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებით სახსენებელსა სიწმიდისა
მისისასა“.
 
2025 წელი 1 თებერვალისულთმოფენობიდან 34-ე შვიდეული14 თებერვალი
ძველი სტილითპარასკევიახალი სტილით
 
მიგებების წინადღესასწაული
 
ხსენება:
მირქმის წინადღესასწაული. მოწ. ტრიფონისა (250); მოწ. პერპეტუასი, სატირისა, რევოკატისა, სატორნილესი, სეკუნდიოსისა და ფილიციტატასი (202-203); ღირ. პეტრე გალატიელისა (429); ღირ. ვენდიმიანესი, ბითვინიელი მეუდაბნოისა (დაახ. 512).
 
ლიტ. - 1 ინ. 70 დას. II, 7-17. მკ. 63 დას. XIV, 3-9 (პარ.).
– 2 ტიმ. 295 დას. III, 1-9. ლკ. 103 დას. XX, 45 - XXI, 4 (შაბ.).
მოწ. - რომ. 99 დას. VIII, 28-39. ლკ. 51 დას. (შუათგან), X, 19-21.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის წინა პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარი და კონდაკი: მოწამეთა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - მე-18.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- წინადღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა IV).
- მოწამისა - 3 მუხლი (ჴმა IV).
„დიდება“ მისივე: „შეიწრებით მყოფმან...“ (ჴმა II).
„აწ და“ წინადღესასწაულისა: ,,დღეს სჳმეონ...“ (ჴმა II).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– დღის წარდგომა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „სამღდელოჲ წმიდაჲ...“ (ჴმა II).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა: „ზეცისა ანგელოზთა...“ (ჴმა I).
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).
ტროპარი წინადღესასწაულისა: „ზეცისა ანგელოზთა...“ (ჴმა I) 2-გზის.
„დიდება“ მოწამისა: „მოწამემან შენმან...“ (ჴმა IV).
„აწ და“ წინადღესასწაულისა: „ზეცისა ანგელოზთა...“ (ჴმა I).
– რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: წინადღესასწაულისა.
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
– 50-ე ფსალმუნი.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი წინადღესასწაულისა (ძლისპირი 2-გზის) - 8 მუხლად.
II კანონი მოწამისა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
– კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ
მოწამის კანონის ძლისპირი.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი მოწამისა: „სამებისა მიმართითა სიმტკიცითა...“ (ჴმა VIII).
- წარდგომა მოწამისა: „ჭირთა მათთვის...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა: „საუნჯეო საუკუნეთაო...“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი წინადღესასწაულისა.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ მოწამისა: „საზრდელითა იშუებ...“.
„დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა: „მოიყვანა ყრმაჲ...“.
– „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“.
– „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
– „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ცხორების მომცემელი...“.
– „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ 1-გზის.
ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა: „ზეცისა ანგელოზთა...“ (ჴმა I).
 
ჟამებზე:
 
– ტროპარები: წინადღესასწაულისა და მოწამისა.
– კონდაკი: წინადღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- წინადღესასწაულის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- მოწამის კანონის VI გალობიდან 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- წინადღესასწაულისა;
- მოწამისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - მოწამისა;
„აწ და“ - წინადღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - წინადღესასწაულისა;
- მოწამისა.
კონდაკები: „დიდება“ - მოწამისა;
„აწ და“ - წინადღესასწაულისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - წინადღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- მოწამისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - მოწამისა;
„აწ და“ - წინადღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - მოწამისა.
სამოციქულო და სახარება - დღის, შაბათის და მოწამის.
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.
მუხლი: „შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაი მე შენდამი“.
ალილუია (ჴმა I): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძჳ ლიბანისაჲ განმრავ-ლდეს“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
 
2025 წელი 2 თებერვალისულთმოფენობიდან 34-ე შვიდეული15 თებერვალი
ძველი სტილითშაბათიახალი სტილით
 
მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
 
 
ცისკ. - ლკ. 8 დას. II, 25-32.
ლიტ. - ებრ. 316 დას. VII, 7-17. ლკ. 7 დას. II, 22-40.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: მირქმა-მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარი: წინადღესასწაულისა და მოწამისა.
– კონდაკი: წინადღესასწაულისა.
 
დიდი მწუხრი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იგალობება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იგალობება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
დღესასწაულისა - 8 მუხლი (ჴმა I).
„დიდება“,,აწ და“ მისივე: ,,დღეს განიხმიან ბჭენი...“ (ჴმა VI).
– შესვლა საცეცხლურით.
– დღის წარდგომა.
– საწინასწარმეტყველო - 3 - დღესასწაულისა.
– ,,ლიტიასა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა.
„დიდება“ მისივე: ,,გამოეძიებდით წერილთა...“
,,აწ და“ მისივე: ,,ძველი დღეთა ჩვილ-იქმნების...“
– ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“,,აწ და“ მისივე: ,,რომელი ქერუბიმთა...“ (ჴმა VIII).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- ტროპარი დღესასწაულისა: „გიხაროდენ მიმადლებულო...“ (ჴმა I) 3-გზის.
– პურის კურთხევა.
 
დიდი ცისკარი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „გიხაროდენ მიმადლებულო...“ (ჴმა I) 2-გზის.
„დიდება“„აწ და“ - იგივე.
– რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა.
„დიდება“ ,,აწ და“ - იგივე.
– ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– „გადიდებსა“ დღესასწაულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
– „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,ძველი დღეთა ჩვილ იქმნა...“
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
– I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,მოვიხსენო სახელი შენი, ყოველსა შორის თესლსა და თესლსა“
(ჴმა IV).
მუხლი: ,,აღმოსთქვას გულმან ჩემმან სიტყვა კეთილი“.
– საცისკრო სახარება: ლკ. 8 დას. II, 25-32.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
დასდებელი შემდგომად 50-ე ფსალმუნისა: ,,დღეს განიხმიან ბჭენი ცათანი...“ (სადღესასწაულოდან,
„უფალო ღაღად-ვჰყავის“ „აწ და“).
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - დღესასწაულისა (ძლისპირი 2-გზის) - 14 მუხლად.
– კატავასია: „უქმი ქვეყანა...“
– „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა დღესასწაულისა: „მთასა ზედა სინასა...“
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ჴმა I).
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება.
IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“ (ამ საკითხში გარკვევის
მსურველებმა იხ. ფეისბუკში ,,მედავითნეზე“ ბლოკი: კითხვა-მიგება 270).
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „სულითა წმიდათა...“
„დიდება“ იგივე.
„აწ და“ იგივე.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა - 4 მუხლი.
,,დიდება“ ,,აწ და“ მისივე: ,,მკლავთა ზედა...“ (ჴმა VI).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი დღესასწაულისა: „გიხაროდენ მიმადლებულო...“ (ჴმა I).
ჩამოლოცვა.
ჟამებზე:
– ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- დღესასწაულის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- დღესასწაულის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი ,,დიდება“ ,,აწ და“ -თი.
შესვლად: სიბრძნით აღემართენით! აჩვენა უფალმან მაცხოვარება თვისი, წინაშე წარმართთა
განაცხადა სიმართლე მისი.
ტროპარი: დღესასწაულისა.
„დიდება“ „აწ და“
კონდაკი: დღესასწაულისა.
წარდგომა, სამოციქულო, ალილუია, სახარება და განიცადე - დღესასწაულისა.
წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ
მაცხოვრისა ჩემისა“.
მუხლი: ,,რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან
მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“.
ალილუია (ჴმა VIII): ,,აწ განმიტევე მონა შენი მეუფეო, სიტყისაებრ შენისა მშვიდობით“.
მუხლი: ,,ნათელი გამობრწყინვებად წარმართა ზედა, და დიდებად ერისა შენისა ისრაილისა“.
განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
,,ღირს არსის“ წილ იგალობება ჩასართავი: ,,ღმრთისმშობელო ქალწულო, სასოებაო...“ და IX
გალობის ძლისპირი: ,,წერილთა მიერ სჯულისათა...“
 
2025 წელი 3 თებერვალისულთმოფენობიდან 34-ე კვირა16 თებერვალი
ძველი სტილითხმა Iახალი სტილით
 
უძღები შვილის კვირა
 
ხსენება:
უძღები შვილის კვირა. მირქმის შემდგომი დღესასწაული. მართალისა სვიმეონ ღმრთისმიმქმელისა და ანა წინასწარმეტყველისა; წინასწარმეტყველისა აზარიასი (X ს. ქრისტეს წინ); მოწ. პაპიუსისა, დიოდორესი და კლავდიანესი (250); მოწ. ადრიანესი და ევბულისა (დაახ. 308-309); მოწ. ვლასი კესარიელისა (III); მოც. სწორისა ნიკოლოზისა, იაპონიის მთავარეპ. (1912).
 
ცისკ. - სახ. I, მთ. 116 დას. XXVIII, 16-20.
ლიტ. - 1 კორ. 135 დას. VI, 12-20. ლკ. 79 დას. XV, 11-32.
მართ. - ებრ. 321 დას. (შუათგან), X, 11-14. ლკ. 8 დას. II, 25-38.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - არ აღესრულება.
კვირის ციკლის – პარაკლიტონიდან და მარხვანიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: უძღები შვილის კვირის „ღამისთევის“ მსახურება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
დიდი მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იგალობება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 6 მუხლი (ჴმა I).
- მარხვანისა - 4 მუხლი (თითოეულ მუხლს განვაორებთ).
„დიდება“ მარხვანისა: „ჰოი მე რაოდენთა...“.
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა):
„წარხდა სახე...“ (ჴმა I).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა - დღისა.
– „ლიტიასა“ ზედა დასდებელი - ტაძრისა.
„დიდება“ მარხვანისა: „ვითარცა უძღები იგი...“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ
ვედრებასა...“ (ჴმა IV).
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
„დიდება“ მარხვანისა: „მამული სიმდიდრე...“ (ჴმა VI).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
 
„შემოქმედი და მხსნელი...“ (ჴმა VI).
 
– შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ 3გზის.
დიდი ცისკრის ჟამი:
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს ლოდი იგი...“ 2გზის (ჴმა I).
„დიდება” „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“
(ტროპრის ხმის მიხედვით): „გაბრიელ გიღაღადა...“ (ჴმა I).
– რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ ,,აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო,
ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიხოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო
ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
– ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები), რომელსაც დაემატება 136-ე
ფსალმუნი: „მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა...“, რომელიც დამთავრდება VIII ხმის
„ალილუიას გალობით“.
– აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.
– იპაკო და ანტიფონები (ხმა I).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „აწ აღვსდგე, იტყვის უფალი, დავსდვა ცხოვრება და განვსცხადნე მას ზედა“ (ჴმა I).
მუჴლი: „სიტყვანი უფლისანი არიან სიტყვა წმიდა“.
– საცისკრო სახარება: სახ. I, მთ. 116 დას. XXVIII, 16-20.
– „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ - „ცხოვრებისა გზასა შეცდომილმან...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „მრავალთა ცოდვათა ჩემ მიერ...“
შენიშვნა: ამ ლოცვების გალობისას (კითხვისას) ტაძარში მდგომარენი მოიყრიან მუხლს.
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - ჯუარაღდგომისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
IV კანონი - მარხვანისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია - მარხვანისა.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მარხვანისა: „წიაღნი მამულნი...“ (ჴმა I).
„დიდება“ „აწ და“ მისივე.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - მარხვანისა.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“.
– „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (II).
„განმანათლებელი“ მარხვანისა: „სიმდიდრე რომელი...“
„დიდება“ მისივე: „სიმდიდრე შენი...“
„აწ და“ მისივე: „წმიდაო დედაო...“.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- აღდგომისა - 4 მუხლი.
- აღმოსავლური - 1 მუხლი.
- მარხვანისა - 3 მუხლი.
„დიდება“ მარხვანისა: „ნუ დამაგდებ, ტკბილო მამაო...“.
„აწ და“ - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჴმა VI).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი აღდგომისა (ლუწი ხმისა).
 
I ჟამზე:
 
„დიდება“ „აწ და“ - გერი II სახარებისა.
– ტროპარი: აღდგომისა (ჴმა I).
– კონდაკი: მარხვანისა.
III და VI ჟამზე:
– ტროპარი: აღდგომისა (ჴმა I).
– კონდაკი: მარხვანისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად:
- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი.
- მარხვანის VI გალობის - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
მ ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარი: აღდგომისა;
კონდაკი: „დიდება“„აწ და“ - მარხვანისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა.
კონდაკები: „დიდება“ - მარხვანისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა.
კონდაკები: „დიდება“ - ტაძრისა;
„აწ და“ - მარხვანისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - კვირისა.
სამოციქულო და სახარება - უძღები შვილის კვირისა.
წარდგომა (ჴმა II): „ძალ ჩემდა და საგალობელ ჩემდა უფალი და მეყო მე იგი
მაცხოვარ“.
მუხლი: „სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე“.
ალილუია (ჴმა II): „შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ
შენ სახელი ღმრთისა იაკობისი“.
მუხლი: „უფალო აცხოვნე მეფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდი
შენ“.
განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან...“.