აღდგომიდან მე-3 კვირა · სულთმოფენობიდან მე-2, ყოველთა წმიდათა კვირა. ხმა 1. კრება ყოველთა წმიდათა ქართველთა; ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ათონის წმინდა მთაზე განბრწყინებულთა; ყოველთა წმიდათა რუსეთის მიწაზე განბრწყინებულთა. აღდგომიდან მე-3, მენელსაცხებლე დედათა კვირა. მენელსაცხებლე დედათა: მარიამ მაგდალენელისა, მარიამ კლეოპასი, სალომესი, იოანასი, მართასი და მარიამისა, სუსანასი და სხვათა; მართლისა იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოსისა; კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა (1213); მცხეთის ჯვრის აღმართება; მღდელმოწამისა ექვთიმესი, გაენათელი მიტროპოლიტისა (შარვაშიძე, 1822); მღდელმოწამისა იანუარიუს ეპისკოპოსისა და მისთანა მოწამეთა: პროკულე, სოსიოს და ფავსტო დიაკონთა, დისიდერიოს წიგნისმკითხველისა, ევტიქისა და აკუტიონისა (დაახ. 305); მოწამეთა: თეოდორე პერგიელისა და დედისა მისისა ფილიპიასი, დიოსკორესი, სოკრატესი და დიონისესი (II); მოწამეთა: ისაკისა, აპოლოსისა და კოდრატესი (303); წმ. მაქსიმიანესი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქისა (434).
მენელსაცხებლე დედათა კვირის „ღამისთევის“ მსახურება.
ლიტ. (ლიტურგიაზე) საქ. 16 დას. VI, 1-7. მკ. 69 დას. XV, 43 - XVI, 8.
ცისკ. სახარება მე-3: მკ. 71 დას. XVI, 9-20
მღვდელმოწ. ებრ. 335 დას. XIII, 17-21. ლკ. 67 დას. XII, 32-40.