კვირის საეკლესიო კალენდარი – 11 აგვისტო – 17 აგვისტო 2025
BETA საცდელი ვერსია · ალგორითმით გამოთვლილია, არ არის საპატრიარქოს ოფიციალური ტიპიკონი – გადაამოწმეთ patriarchate.ge-ზე ან sazu.ge-ზე.
2025 წელი 29 ივლისისულთმოფენობიდან მე-10 შვიდეული11 აგვისტო ძველი სტილითორშაბათიახალი სტილით ხსენება: მოწ. ევსტათი მცხეთელისა (589); მოწ. კალინიკესი (III-IV); მოწ. სერაფიმა ქალწულისა (II); მოწ. თეოდოტიასი და სამთა ყრმათა მისთა (304); ღირსმოწ. მიქაელისა (IX). ლიტ. - 1 კორ. 159 დას. XV, 12-19. მთ. 84 დას. XXI, 18-22. მოწ. - ტიმ. 292 დას. II, 1-10. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოწამისა). კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამზე: – ტროპარები: აღდგომისა (ჴმა VIII) და ღირსისა. – კონდაკი: აღდგომისა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ‘‘ 3-გზის - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა‘‘ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი - არ აღესრულება. – „უფალო, ღაღად-ვყავ‘‘ (იგალობება V ჴმაზე). – „უფალო, ღაღად-ვყავ‘‘ - სა ზედა დასდებელნი - 6 მუხლად: - მოწამისა - 6 მუხლი (ჴმა IV). „დიდება“ მისივე: : „შეამკო სისხლითა...“ (ჴმა II). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „წარხდა სახე...“ (ჴმა II). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - მოწამისა (თავისი ჩასართავებით). ,,დიდება“ მისივე: ,,ეტყოდა ყოვლად უბიწო...“ (ჴმა VI). ,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების” ხმის მიხედვით): „შემოქმედი და მხსნელი...“ (ჴმა VI). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“: ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან უფალო...‘‘ (ჴმა IV). „დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი‘‘ (იგალობება IV ჴმაზე). ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან უფალო...‘‘ (ჴმა IV) 2-გზის. „დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-4 და მე-5. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - მოწამისა. „დიდება“, „აწ და“- მისივე. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის). II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე). III კანონი - მოწამისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე). – კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“. – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა მოწამისა: ,,სიბრძნისა დასაბამი...“ (ჴმა VIII). „დიდება“, „აწ და“ - მისივე: ,,ვითარცა ტაბლასა სამეუფოსა“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი მოწამისა. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა). – „განმანათლებელი“ მოწამისა: ,,მსგავსად შროშნისა...“ 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ - მისივე: ,,ღმრთისმშობელსა კეთილ-მსახურებით...“ – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მოწამისა - 4 მუხლი. „დიდება“ მოწამისა: „მისდა სურვილსა...“ (ჴმა IV) (იხ. „აღვივსენითსა ზედა“ დასდებლის ,,დიდების“ მუხლი). „აწ და“ - მისივე: „თვით პირველ-არსმან...“. – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან უფალო...‘‘ (ჴმა IV). „დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - მოწამისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - მოწამისა კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი ,,დიდება“, ,,აწ და“-თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მოწამისა. კონდაკები: „დიდება“ - მოწამისა; „აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მოწამისა; კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - მოწამისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოწამისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამისა. წარდგომა (ჴმა IV) : „რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა“. მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განდიდენ ფრიად“. წარდგომა(ჴმა VII): „იხარებდეს მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“. ალილუია (ჴმა V): „აქებდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“. მუხლი: „რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“. ალილუია (ჴმა VI ): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“. განიცადე: „რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა“. განიცადე: ,,საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. 2025 წელი 30 ივლისისულთმოფენობიდან მე-10 შვიდეული12 აგვისტო ძველი სტილითსამშაბათიახალი სტილით ხსენება: აღმს. ცოტნე დადიანისა (XIII); მოციქულთა: შილასი, სილუანესი, კრისკენტისა, ეპენეტისა და ანდრონიკესი - სამოცდაათთაგანთა (I); მოწ. იოანე მხედრისა (IV); მოწ. პოლიქრონიოსისა, ბაბილონელი ეპ., პარმენ, ელიმე და ქრისოტელ ხუცესთა, ლუკა და მუკო დიაკონთა, აბდონისა და სენისისა - სპარსეთის მთავართა და მოწამეთა ოლიმპიოსისა და მაქსიმესი (დაახ. 251); მღვდელმოწ. ვალენტინე (უალენტინე) ეპ. და სამთა მისთა მოწაფეთა: მოწ. პროკულისა, ეფიბისა და აპოლონისა და მართლისა აბუნდისა (დაახ. 273). ლიტ. - 1 კორ. 161 დას. XV, 29-38. მთ. 85 დას. XXI, 23-27. აღმს. - ეფ. 233 დას. VI, 10-17. ლკ. 64 დას. XII, 8-12. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (აღმსარებელისა). კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამზე: – ტროპარი და კონდაკი: მოწამისა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი - მე-6. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე). – „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - აღმსარებელისა - 6 მუხლი (ჴმა I). „დიდება“ აღმსარებელისა: „ზეშთა ხილულთასა...“ (ჴმა VIII). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მეუფე ცათა კაცთმოყუარებისათჳს...“ (ჴმა VIII). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - აღმსარებელისა (თავისი ჩასართავებით). ,,დიდება“ მისივე: „დიდებულო ცოტნე...“ (ჴმა IV). ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“: ტროპარი აღმსარებელისა: „აღმსარებელმან შენმან , უფალო, ცოტნე, რომელმან ერთგულებითა და სიმტკიცითა თჳსითა განაცვიფრა მტერი ქართველთაჲ და იჴსნა ერი თჳსი განსაცდელთაგან, რამეთუ აქუნდა მას შენმიერი ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი“ (ჴმა VI). „დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“(ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა...“ (ჴმა VI). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება VI ჴმაზე). ტროპარი აღმსარებელისა: „აღმსარებელმან შენმან...“ (ჴმა VI) 2-გზის. „დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“(ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა...“ (ჴმა VI). – რიგითი კანონები: მე-7 და მე-8. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - აღმსარებელისა. „დიდება“ „აწ და“- მისივე. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის). II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე). III კანონი - აღმსარებელისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე). – კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“. – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა აღმსარებელისა: ,,ტკივილნი ტანჯვათანი...“ (ჴმა I). „დიდება“, „აწ და“ - იგივე. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი აღმსარებელისა: „დღესასწაულობს ივერთა ეკლესია პატიოსანსა ჴსენებასა შენსა , ყოვლადბრძენო მთავარო , და შემოკრებს შვილთა თჳსთა , რომელნი ადიდებენ ღმრთივსათნოსა განზრახვასა შენსა, რამეთუ სახედ ექმენ ერსა შენსა , ვითარცა აღმასრულებელი უფლისა მცნებისა, ამისთჳსცა ღირსად შევამკობთ ქებით ჴსენებასა შენსა, წმიდაო აღმსარებელო, საქართველოჲსთჳს თავდადებულო ცოტნე“ (ჴმა II). შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა). – „განმანათლებელი“ აღმსარებელისა: „ვითარცა სუროდა...“ (ჴმა VI) 2გზის. „დიდება“, „აწ და“ მისივე. – „ყოველი სული“ იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: აღმსარებელისა - 4 მუხლი. „დიდება“ მისივე: „ყოველთა თანა...“ (ჴმა I). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა: „ღმრთიმშობელო ქალწულო...“ (იხ. III ჟამი.) – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი აღმსარებელისა: „აღმსარებელმან შენმან...“ (ჴმა VI). „დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“(ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა...“ (ჴმა VI). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი: აღმსარებელისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - აღმსარებელის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი ,,დიდება“, ,,აწ და“-თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - აღმსარებელისა. კონდაკები: „დიდება“ - აღმსარებელისა; „აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - აღმსარებელისა. კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - აღმსარებელისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“. წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და აღმსარებელისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და აღმსარებელისა. წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“. მუხლი: „შეისმინე, ღმერთო, ჴმისა ჩემისაჲ, გევედრებოდე რაჲ მე შენდამი“. წარდგომა (ჴმა IV): ,,წმიდათაჲ, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკჳრველ ყო უფალმან ყოველივე ნებაჲ მისი მათ შორის“. ალილუია (ჴმა IV ): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს, და ვითარცა ნაძჳ ლიბანისაჲ განმრავლდეს“. მუხლი: (ჴმა IV) „დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა, ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ყუაოდიან“. ალილუია (ჴმა VI ): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“. განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბ ავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“ (დღისა და წმიდის ემთხვევა ერთმანეთს). 2025 წელი 31 ივლისისულთმოფენობიდან მე-10 შვიდეული13 აგვისტო ძველი სტილითოთხშაბათიახალი სტილით ცხოველსმყოფელი ჯვრის პატიოსან ძელთა შემოყვანების წინადღესასწაული. ხსენება: ცხოველსმყოფელი ჯვრის პატიოსან ძელთა შემოყვანების წინადღესასწაული. ღირ. არსენისა, ნინოწმიდელი ეპ. (1082); მართლისა ევდოკიმე კაბადოკიელისა (IX); მოწ. ივლიტასი (304-305). მარიამობის მარხვის აღება. ლიტ. - 1 კორ. 165 დას. XVI, 4-12. მთ. 86 დას. XXI, 28-32 (ოთხშ.). – 2 კორ. 167 დას. I, 1-7. მთ. 88 დას. XXI, 43-46 (ხუთშ.). წმ. - ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (ღირსისა). კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარი: აღმსარებლისა. – კონდაკი: აღმსახებლისა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი - მე-9. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები: ღირსისა - 6 მუხლად (ჴმა V). „დიდება“ მისივე: „შენ მონაზონთა...“ (ჴმა VIII). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათჳს...“ (ჴმა VIII). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ ღირსისა: „რაიმე სახელ-გდვათ ნეტარო...“ (ჴმა VIII). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მეუფე ცათა კაცთმოყვარებისა...“ (ჴმა VIII). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...‘‘ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე). ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...‘‘ (ჴმა IV) 2გზის. „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-10 და მე-11. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: ღირსისა. „დიდება“ „აწ და“ - იგივე. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1 გზის) - 4 მუხლად. II კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად. III კანონი - ღირსისა (ძლისპირის გარეშე) - 6 მუხლად. – კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“ – „უმცირესი“: „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა ღირსისა: „მოღვაწებისა ზეთითა...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ იგივე. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი ღირსისა: „სიწმიდისა სულისათა...“ (საზიარო). შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერ -ხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ ღირსისა: „იწრო გზა მოღვაწებისა...“. „დიდება“ „აწ და“ - იგივე. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი: „დიდება“ მისივე: „ღირსო მამაო საწადელო...“ (ჴმა VII). „აწ და“ ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი...“ (იხ. III ჟამი). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“. ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - ღირსისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - ღირსის III და VI გალობებიდან 8 მუხლი (ძლისპირით). თავისი „დიდება“ „აწ და“-თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა; კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა. წარდგომა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“ (ჴმა III). მუხლი: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“. წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკუდილი წმიდათა მისთა“. ალილუია: „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“ (ჴმა VIII). მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანნი“. ალილუია (ჴმა VI ): „ნეტარს არ კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“. განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“. განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. 2025 წელი 1 აგვისტოსულთმოფენობიდან მე-10 შვიდეული14 აგვისტო ძველი სტილითხუთშაბათიახალი სტილით ხსენება: ცხოველსმყოფელი ჯვრის პატიოსან ძელთა შემოყვანება. შვიდთა მაკაბელთა მოწამეთა - აბიმისა, ანტონინესი, გურისა, ელიაზარისა, ევსევონისა, ალიმისა და მარკელისა, დედისა მათისა სოლომონიასი და მოძღვრისა მათისა ელიაზარისა (166 წ. ქრ. წინ); პამფილიის პერგიელ მოწ. ლეონტისა, ატიოსისა, ალექსანდრესი, კინდევსისა, მინსითევსისა, კვირიაკესი, მინეონისა, კატუნისა და ევკლესი (III).მარიამობის მარხვის დასაწყისი. წყლის კურთხევა (მცირე აიაზმა). ლიტ. - 1 კორ. 125 დას. I, 18-24. ინ. 60 დას. XIX, 6-11, 13-20, 25-28, 30-35. მოწ. - ებრ. 330 დას. XI, 33 - XII, 2. მთ. 38 დას. X, 32-36; XI, 1. წყლის კურთხ. - ებრ. 306 დას. II, 11-18. ინ. 14 დას. V, 1-4. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟანი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამზე: – ტროპარი და კონდაკი: ღირსისა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება. – „აკურთხევ სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი - მე-12. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - ჯვრისა - 3 მუხლი (ჴმა IV). - მოწამეთა - 3 მუხლი. „დიდება“ მოწამეთა: „ეტყოდეს მძლავრთა...“ (ჴმა VIII). „აწ და“ ჯვრისა: „რომელიცა ძველად მოსე...“ (ჴმა VIII). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა - დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებელნი: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან: - „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“ - „მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ...“ „დიდება“ მოწამეთა: „სულნი მართალთანი...“ (ჴმა VIII) (სადღესასწაულოდან). „აწ და“ ჯვრისა: „ხმა წინასწარმეტყველისა...“ (ჴმა VIII) – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი მოწამეთა: „წყლულებანი იგი, უფალო...“ (ჴმა I). „დიდება“ „აწ და“ ჯვრისა: „აცხოვნე უფალო ერი...“ (ჴმა I). შენიშვნა: მწუხრის დასრულების შემდგომ, მღვდელი დიაკვნის თანხლებით სათანადო წესით გადმოასვენებს გამშვენებულ ჯვარს სამკვეთლოდან და დაასვენებს მას წმინდა ტრაპეზზე, სახარების ადგილას, სადაც ჯვარი დარჩება ცისკ-რის დასრულებამდე. ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე). ტროპარი ჯვრისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ (ჴმა I) 2გზის. „დიდება“ მოწამეთა: „წყლულებანი იგი, უფალო...“ (ჴმა I). „აწ და“ ჯვრისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ (ჴმა I). – რიგითი კანონები: მე-13 და მე-14. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ „აწ და“ - მისივე. ჩასართავები: - შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა : „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“. - შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1 გზის) - 4 მუხლად. II კანონი - ჯვრისა (ძლისპირის გარეშე) - 6 მუხლად. III კანონი - მოწამეთა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად. – კატავასია: „ჯვარი დასახა მოსე...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი მოწამეთა (ჴმა II). წარდგომა მოწამეთა: „ღმრთისმსახურებით და მოღვაწებით...“ „დიდება“ „აწ და“ ჯვრისა: „ჯვარი შენი...“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი: ჯვრისა (ჴმა IV). – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა. „დიდება“ მოწამეთა: „საკვირველთა უგალობდეთ...“. „აწ და“ ჯვრისა: „ჯვარო მფარველო ყოვლისა...“. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - ჯვრისა 3 მუხლი. - მოწამეთა 3 მუხლი. „დიდება“ მოწამეთა: „მაკაბელთა ღვთივბრწყინვალე...“ (ჴმა IV). „აწ და“ ჯვრისა: „ღმერთო, რომელი...“ (ჴმა VIII). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. შენიშვნა: „დიდებამაღალიანის“ გალობისას, მღვდელი შეიმოსება სრული შესა -მოსელით. უკმევს წმინდა ტრაპეზს და მასზე და სვენებულ პატიოსან ჯვარს, რის შემდეგაც ჩრდილოეთის კარით გამოასვენებს მას და გამოვა ამბიონზე. „წმიდაო ღმერთო“ -ს გალობის დასრულებისთანავე ხმამაღლა წარმოსთქვამს: „სიბრძნით აღემართენით “. გუნდი გალობს: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ 3-გზის. გალობის დასწულების შემდეგ მღვდელი დაა სვენებს პატიოსან ჯვარს შუა ტაძარში წინასწარ გამზადებულ ანალოღიაზე და ჰყოფს მის წინაშე 3 სრულ მეტანიას. გუნდი გალობს: „ჯვარსა შენსა თაყვანის -ვჰსცემთ...“ საგალობლის დასრულების შემდეგ იკითხება დასდებელნი სადღესასწაულოდან, რის შემდეგაც მრევლი ემთხვევა პატიოსან ჯვარს. აღესრულება მრჩობლი და თხოვნითი კვერექსები, თავმოდრეკის ლოცვები და ჩვეულებისამებრ ჩამოლოცვა. ჟამებზე: – ტროპარები: ჯვრისა და მოწამეთა. – კონდაკი: ჯვრისა და მოწამეთა (მონაცვლეობით). წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - ჯვრის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით). - მოწამეთა კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწდა“-თი. შესვლად: ტროპარები: - ჯვარისა; - მოწამეთა. კონდაკები: „დიდება“ - მოწამეთა. „აწ და“ - ჯვარისა. წარდგომა, ალილუია და განიცადე - ჯვრისა და მოწამეთა. სამოციქულო და სახარება - ჯვრის, რიგისა და მოწამეთა. წარდგომა: „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკჳდრებელი შენი“ (ჴმა VI). მუხლი: ,,შენდამი უფალო ხმა-ვყო, ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან“. წარდგომა: „წმიდათა, რომელნი არიან ქვეყანასა მისსა, საკვირველ -ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“ (ჴმა IV). ალილუია: „მოიხსენე კრებული შენი რომელ მოიგე დასაბამითგან“ (ჴმა IV). მუხლი: „ხოლო მეუფემან, ღმერთმან ჩვენმან წინასაუკუნეთამან, ჰქმნა ცხორებაჲ შორის ქვეყანისა“. ალილუია: „ჰხმობდეს მართალნი უფლისა მიმართ და უფალმან ისმინა მათი“. განიცადე: „გამოჩნდა ჩვენზედა ნათელი პირისა შენისა, უფალო“. განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“. 2025 წელი 2 აგვისტოსულთმოფენობიდან მე-10 შვიდეული15 აგვისტო ძველი სტილითპარასკევიახალი სტილით ხსენება: პირველმოწამე მთავარდიაკონ სტეფანეს ნაწ. აღმოყვ. იერუსალიმიდან კონსტანტინეპოლს (დაახ. 428) და პოვნა ნაწილთა მართალთა - ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა; მღვდელმოწ. სტეფანესი, რომის პაპისა და მისთანათა (257). ლიტ. - 2 კორ. 169 დას. I, 12-20. მთ. 91 დას. XXII, 23-33. პირველმოწ. - საქ. 17 დას. VI, 8 - VII, 5, 47-60. მთ. 87 დას. XXI, 33-42. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან (ძვ. სტ. 27 დეკემბერი). კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „ექვსიანის“ (II რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარები: ჯვარისა და მოწამეთა მაკაბელთა. – კონდაკი: ჯვარისა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი - მე-15. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - პირველმოწამისა – 6 მუხლი (იხ. სადღესასწაულო, ძვ. სტ. 27 დეკემბერი, თითოეული დასდებელი 2-2-გზის) „დიდება“ მისივე: ,,ყოველთა მეუფისა...“ „აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა („დიდების“ ხმის მიხედვით, მოვიძიოთ პარაკლიტონში, ხუთშაბათს მწუხრად). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან: - ,,შენდამი აღვიხილენ თვალნი...“ - „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“ „დიდება“ პირველმოწამისა: „დასაბამ მოწამეთა...“ (ჴმა VI). „აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა („დიდების“ ხმის მიხედვით, მოვიძიოთ პარაკლიტონში, ხუთშაბათს მწუხრად). – „აწ განუტევე“ – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი პირველმოწამისა: „სამეუფო გვირგვინი...“ (ჴმა IV, ჟამნიდან რიგზედ, 27 დეკემბრის განგებაში სხვა ტროპარი წერია). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ა ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): ,,ქალწულო ყოვლად-წმიდაო...“ (ჴმა IV). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე). ტროპარი პირველმოწამისა: „სამეუფო გვირგვინი...“ (ჴმა IV).- 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ა ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): ,,ქალწულო ყოვლად-წმიდაო...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-19 და მე-20. – რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები - არ აღესრულება. – წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ „აწ და“ - მისივე. ჩასართავები: - შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა, და თაყვანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“. - შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთამან შექმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირი 1 გზის). II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე). III კანონი – პირველმოწამისა - 6 მუხლად (სადღესასწაულოდან, ძლისპირის გარეშე). – კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ პირველმოწამის კანონის ძლისპირი. – „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა პირველმოწამისა: „მოციქულო ქრისტესო...“ (ჴმა I); „დიდება“ „აწ და“ - იგივე. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი პირველმოწამისა: „პირველად დათესულ-იქმენ...“ (ჴმა VI). - იკოსი პირველმოწამისა: „ვითარცა ვარსკვლავი...“ (ჴმა III). შენიშვნა: 27 დეკემბერს წმიდის საკითხავები მოცემულია ქრისტეშობის დღესასწაულის შემდგომ პერიოდთან მიმართებაში. რეკომენდაციაა, იკოსში სიტყვები „ქრისტეს შობასა თანა“ გამოვტოვოთ. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“. – „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა. „დიდება“ პირველმოწამისა: ,,მარჯუენით მდგომარე...“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა. – „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება. – „აქებდითსა“- ზედა დასდებლები 4 მუხლად – პირველმოწამისა. „დიდება“ მისივე: ,,პირველმოწამეო მოციქულო...“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა: ,,ღმრთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი...“ (იხ. III ჟამი). „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“ – არ ითქმის. – „დიდებამაღალიანი“ - იკითხება. – „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან: - „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“ - „და იყავნ ნათელი უფლისა...“ „დიდება“ პირველმოწამისა: ,,გიხაროდენ შენ სტეფანე...“ (ჴმა VIII). „აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა („დიდების“ ხმის მიხედვით, მოვიძიოთ პარაკლიტონში, პარასკევს ცისკრად). – „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის. ტროპარი პირველმოწამისა: „სამეუფო გვირგვინი...“ (ჴმა IV) „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით „კეთილ არსზე“): ,,შენ გადიდებთ ღმრთისმშობელო...“ (ჴმა IV). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი – პირველმოწამისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - პარაკლიტონიდან - 4 მუხლი და პირველმოწამის კანონის III გალობიდან (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლი, თავისი ,,დიდება“, ,,აწ და“-თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა: ტროპარები: - შვიდეულის დღისა, პარასკევისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ - პირველმოწამისა. კონდაკები: - პირველმოწამისა; - „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“; - „აწ და“ - შვიდეულის დღისა. შენიშვნა: პარასკევს, მაცხოვრის ტაძრის ტროპარ-კონდაკი არ ითქმის. ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - შვიდეულის დღისა, პარასკევისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ - ტაძრისა; - პირვლმოწამისა. კონდაკები: - შვიდეულის დღისა; - პირველმოწამისა; - „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“; - „აწ და“ - ტაძრისა. გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - შვიდეულის დღისა; - ტაძრისა; - პირველმოწამისა. კონდაკები: - შვიდეულის დღისა; - ტაძრისა; - პირველმოწამისა; - „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“; - „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“. წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და პირველმოწამისა. სამოციქულო და სახარება – რიგისა და პირველმოწამისა. წარდგომა (ჴმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის -ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“. მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“. წარდგომა (ჴმა VIII) : „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“. ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“. მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან, ჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“. ალილუია (ჴმა I ): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“. განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუჱყანისა ღმერთმან“. განიცადე: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“. 2025 წელი 3 აგვისტოსულთმოფენობიდან მე-10 შვიდეული16 აგვისტო ძველი სტილითშაბათიახალი სტილით ხსენება: პირველმოწამისა რაჟდენისა, სოფელ წრომს წამებულისა (457); მარაბდის ომში რწმენისა და სამშობლოსათვის თავგანწირულთა - ცხრა ძმა ხერხეულიძეთა, დედისა და დისა მათისა და მათთანა 9000 ქართველთა, მხედართა და მხედართმთავართა (1625); ღირ. ისააკისი, დალმატისა და ფავსტოსი (IV-V); ღირ. კოზმა განდეგილისა (VI); ღირ. ანტონი რომაელისა, ნოვგოროდელი საკვირველთმოქმედისა (1147). ლიტ. - მოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2. რიგ. - რომ. 119 დას. XV, 30-33. მთ. 73 დას. XVII, 24 - XVIII, 4. საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შაბათს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - განსაზღვრული. სადღესასწაულოში მოცემულია „ღამისთევის“ მსახურება. თუ სურს უპირატესს, შეუძლია ილოცონ „ღამისთევით“, ასეთი შემთხვევისთვის მითითებებს შენიშვნის სახით შემოგთავაზებთ. IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი: პირველმოწამე სტეფანესი. დიდი მწუხრი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება. – „ნეტარ არს კაცი“ – I აღსავალი. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად: პიველმოწამისა - 8 მუხლი (ჴმა IV). „დიდება“ - მისივე: ,,აბრაამ მეორედ...“ (ჴმა VI). ,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): ,,მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის...“ (ჴმა VIII). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა - დღისა. – საწინასაწარმეტყველო – 3 (იძიე ძვ. სტ. 9 მარტს). შენიშვნა: თუ „ღამისთევით“ ვილოცებთ , ჩატარდება ლიტია. „ლიტიასა“ -ზედა დასდებლები: ტაძრისა – 1 და პირველმოწამისა, თავისი „დიდება, აწ და“-თი. – ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პირველმოწამისა (თავისი ჩასართავებით). ,,დიდება“ - მისივე: ,,ნელსაცხებელი იგი...“ (ჴმა V). ,,აწ და“ – ღმრთისმშობლისა: „გნატრით შენ ღმრთისმშობელო...“ (იძიე ღმრთისმშობლისანებში, „რვახმათა“, ოთხშაბათსა მწუხრად, ხმა V). – „აწ განუტევე“. – შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი: ტროპარი პირველმოწამისა: „ხენეშისა სარკინოზობისა...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი (წარსაგზავნი ხმის მიხედვით, ემთხვევა ტროპრის ხმას): ,,რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ჴმა VIII). შენიშვნა: თუ „ღამისთევით“ ვილოცებთ, პურის კურთხევაზე იგალობება პირველმოწამის ტროპარი: „ხენეშისა სარკინოზობისა...“ – 2-გზის და „ღმრთისმშობელო ქალწულო“ – 1-გზის. დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე). ტროპარი პირველმოწამისა: „ხენეშისა სარკინოზობისა...“ (ჴმა VIII) - 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი (წარსაგზავნი ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ჴმა VIII). – რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. – I და II რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოგიებისა – პირველმოწამისა – 2-გზის. „დიდება“ ,,აწ და“ - მისივე. – ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – „გადიდებსა“ მოწამისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან). – წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“: ,,გამობრწყინდი საკვირველად...“ (ჴმა VIII) 2-გზის. „დიდება“„აწ და“ მისივე: ,,ვითარცა ქალწულმან...“. – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა (ჴმა VII): ,,იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ, და ესვიდეს მას“. მუჴლი: ,,შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდე რაი მე შენდამი“. – საცისკრო სახარება: მთ. 36 დას. X, 16-23. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა პირველმოწამისა რაჟდენისა, მოწყალეო...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - წარდგომა, შემდგომად 50-ე ფსალმუნისა: ,,რაჟამს წოდებასა შენსა...“ – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა: I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის). II კანონი – პირველმოწამის I კანონი - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე). III კანონი – პირველმოწამის II კანონი - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე). თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის, განვლილი კვირის ცისკრიდან, პარაკლიტონიდან). II კანონი – პირველმოწამის I კანონი - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე). III კანონი – პირველმოწამის II კანონი - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე). – კატავასია: „ჯვარი დასახა მოსე...“ (იხ. ძვ. სტ. 14 სექტემბერი, ჯვართამაღლების დღესასწაულის კანონი). – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა პირველმოწამისა: „ვითარცა მხნედ მოღუაწესა...“ (ჴმა IV) 2-გზის. ,,დიდება“ ,,აწ და“ - მისივე: ,,დაუკვირდა იოსებს...“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი პირველმოწამისა (ჴმა II). – შემდგომად „აკურთხევდითსა” (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა). – „განმანათლებელი“ პირველმოწამისა: „სარწმუნოებისა ჭურსა...“ „დიდება“ „აწ და“ - მისივე: ,,სიბრძნე გვამოვნებითი...“. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: პირველმოწამის - 4 მუხლი: ,,დიდება“ - პირველმოწამისა: „მთიებ საჩინო...“. „აწ და“ – ღმრთისმშობლისა (წინადღესასწაულისა) მისივე: „საიდუმლოსა სინასა უაღრესსა...“. – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი პირველმოწამისა: „ხენეშისა სარკინოზობისა...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი (წარსაგზავნი ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ჴმა VIII). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი: პირველმოწამისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - პირველმოწამის I კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით) და II კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი ,,დიდება“, ,,აწ და“-თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - პირველმოწამისა. კონდაკები: „დიდება“ - პირველმოწამისა; „აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - პირველმოწამისა. კონდაკები: - ტაძრისა. „დიდება“ - პირველმოწამისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...”. შენიშვნა: თუ „ღამისთევით“ ვილოცებთ, წმიდის სახელობის ტაძარში ტაძრის ტროპარ - კონდაკი არ ითქმის. წარდგომა, ალილუია და განიცადე – პირველმოწამისა და დღისა. სამოციქულო და სახარება – პირველმოწამისა და დღისა (რიგისა). შენიშვნა: თუ „ღამისთევით“ ვილოცებთ, წარდგომა, ალილუია, სამოციქულო, სახარება და განიცადე მხოლოდ პირველმოწამისა ითქმის. წარდგომა (ჴმა VII): ,,იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ, და ესვიდეს მას“. მუხლი: „შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისა, გევედრებოდე რაი მე შენდამი“. წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა“. ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს, და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი, განმრავლდეს “. ალილუია (ჴმა IV): ,,ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“. განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“. 2025 წელი 4 აგვისტოსულთმოფენობიდან მე-10 კვირა17 აგვისტო ძველი სტილითხმა Iახალი სტილით ხსენება: შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამბლიხოსისა, მარტინიანესი, იოანესი, დიონისესი, ექსაკუსტოდიანესი (კონსტანტინესი) და ანტონინესი (დაახ. 250); ღირსმოწ. ევდოკიასი (იასი) (362-364); მოწ. ელეფთერისა (IV). ცისკ. - სახ. X, ინ. 66 დას. XXI, 1-14. ლიტ. - 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. მთ. 72 დას. XVII, 14-23. მოწ. - ებრ. 330 დას. XI, 33-40. ლკ. 106 დას. XXI, 12-19. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი. ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან (იხ. ძვ. სტ. 22 ოქტომბერი) და საზიარო თვენიდან (მოწამეთა). კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: კვირის „ღამისთევის“ მსახურება შეერთებული „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურებასთან. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - დიდი მწუხრი: – „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: - აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა I). - აღმოსავლური - 4 მუხლი (ჴმა I). - მოწამეთა – 3 მუხლი (სადღესასწაულოდან, ძვ. სტ. 22 ოქტომბერი, ჴმა IV) „დიდება“ – მოწამეთა: „მხედრობაი საღმრთოი...“ (საზიარო თვენიდან). შენიშვნა: საკითხავში დავასახელოთ ქალაქი ეფესო და გამოვტოვოთ ფრაზა: „არა იჯმნეს სიკუდილისაგან“, რადგან ყრმები ქალაქს განერიდენ, თუმცა არა შიშისათვის სიკვდილისა, არამედ განკრძალული ლოცვისთვის და მოწამეობის ღვაწლისთვის მოსამზადებლად. „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ყოვლისა სოფლისა დიდებასა..“ (ჴმა – შესვლა საცეცხლურით. – დღის წარდგომა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა). ,,დიდება“ მოწამეთა: „მოვედით კრებულნო...“ (ჴმა VII, საზიარო თვენიდან). ,,აწ და “ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების” ხმის მიხედვით): „შევრდომილნი საფარველსა...“ (ჴმა VII). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: - ღმრთისმშობელო ქალწულო – 3-გზის. დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ხმაზე). ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს ლოდი იგი დაბეჭდულ იყო...“ - 2-გზის (ჴმა I). „დიდება“ ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო..“ (ჴმა IV). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან ...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-2 და მე-3. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ „აწ და“ - მისივე. შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“ -ზე ითქმის ღმრთისმშობლისა, აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა. ა ჩასართავები: - შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღდეგ, უფალო, ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“. - შემდგომად II სტიქოლოგიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაჲ შენი“. – ნეტარ-არიანი მე-17 კანონი. – აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ – იპაკო და ანტიფონები (ჴმა I). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,აწ აღვსდგე, იტყვის უფალი, დავსდვა ცხოვრება და განვსცხადნე მას ზედა“ (ჴმა I). მუჴლი: ,,სიტყვანი უფლისანი არიან სიტყვა წმიდა“. – საცისკრო სახარება: სახ. X, ინ. 66 დას. XXI, 1-14. – „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - „აღდგა რა იესო განთიად...“ – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის). II კანონი ჯვარაღდგომისა - 3 მუხლი (ძლისპირის გარეშე). III კანონი ღმრთისმშობლისა - 3 მუხლი (ძლისპირის გარეშე). IV კანონი მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, სადღესასწაულოდან, ძვ. სტ. 22 ოქტომბერი, რიგით მე-2 კანონი). – კატავასია - „ჯვარი დასახა მოსე...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი მოწამეთა: „სოფლის შინაისა ხრწნილებისა...“ (ჴმა IV, იხ. ჟამნი, სადღესასწაულოში სხვა კონდაკი წერია). - იკოსი მოწამეთა: „საკვირველი და მაღალი...“ (იხ, სადღესასწაულო, მე-3 გალობის შემდგომ). წარდგომა მოწამეთა: „ვითარცა სუეტთა...“ (ჴმა IV, სადღესასწაულოდან, „დიდების“ მუხლი წარდგომაში) „დიდება“ „აწ და“ - მისივე: „წმიდაო ყოვლადუბიწოო...“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა I). – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით. – განმანათლებელი აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (X). ,,დიდება“ – განმანათლებელი მოწამეთა: „პატიოსნისა ჯუარითა...“ (იხ, სადღესასწაულო). ,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (X). – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად: - აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა I). - აღმოსავლური – 4 მუხლი; ,დიდება“ - გერი (ათერთმეტთაგანი) (X). „აწ და“ - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. - ტროპარი კენტი ხმისა. ჟამებზე: – ტროპარები: აღდგომისა (ჴმა I) და მოწამეთა. – კონდაკი: აღდგომისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად: - მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი (პარაკლიტონიდან). - მოწამეთა კანონის III გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“„აწ და“ - თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - მოწამეთა; კონდაკები: „დიდება“ - მოწამეთა; „აწ და“ - აღდგომისა. ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ტაძრისა; - მოწამეთა; კონდაკები: – აღდგომისა; „დიდება“ - – მოწამეთა; „აწ და“ - ტაძრისა. გ) თუ ტაძარი რომელიმე სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ტაძრის წმიდისა; - მოწამეთა; კონდაკები: – აღდგომისა; - ტაძრის წმიდისა „დიდება“ - – მოწამეთა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“. წარდგომა და ალილუია – აღდგომისა (ხმისა) და მოწამეთა. სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და მოწამეთა. განიცადე – კვირისა და მოწამეთა. წარდგომა (ჴმა I): „იყავნ უფალო წყალობა შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ“. მუხლი: ,,იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა ჰშუენის ქება“. წარდგომა (ჴმა IV): „წმიდათა რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ -ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“. ალილუია (ჴმა I): „ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე“. მუხლი: „განადიდე ცხოვრება მეუფისა და ყოფად წყალობა ცხებულისა მისისა თანა დავითისთანა და ნათესავისა მისისათანა უკუნისამდე“. ალილუია (ჴმა IV): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“. განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“ განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“. შენიშვნა: „მცირე წმიდის“ მსახურებაზე წმიდის სამოციქულო და სახარება არ იკითხება. სამოციქულო არც აჩვენებს ეფესელი ყრმების განგებას. თუ მხოლოდ დღის (რიგის) სამოციქულოს და სახარებას წავიკითხავთ, წარდგომა და ალილუია მხოლოდ აღდგომისა (ხმისა) ითქმის, ხოლო განიცადე – მხოლოდ კვირისა. |