სულთმოფენობიდან მე-17 შვიდეული · მოწამეთა ორთა ძმათა - ისააკ და იოსებ ქართველთა, კარნუ ქალაქში წამებულთა (808); დიდმოწამისა ეფემია ყოვლადქებულისა (305); მოწამისა სებასტიანასი (86-96); მოწამისა მელიტინასი (138-161); მოწამეთა ვიქტორისა და სოსთენისა (დაახ. 304); ღირსისა დოროთესი, ეგვიპტელი მეუდაბნოისა (IV); მოწამისა ლუდმილასი, ჩეხეთის დედოფლისა (927).
ლიტ. ეფ. 219 დას. I, 22 - II, 3. ლკ. 10 დას. III, 19-22.
მოწ. რომ. 99 დას. VIII, 28-39. მთ. 36 დას. X, 16-22.