სულთმოფენობიდან მე-17 შვიდეული · ღირსისა სვიმეონისა, გარეჯის წინამძღვრისა, წინასწარმხედველისა და საკვირველთმოქმედისა (1773); მღდელმოწამისა ბაბილასი, დიდისა ანტიოქიის ეპისკოპოსისა და მისთანა სამთა ყრმათა - ურბანისა, პრილიდიანესი, ეპოლონიოსისა და დედისა მათისა ქრისტოდულასი (251); წინასწარმეტყველისა მოსესი, ღმრთის მხილველისა (1531 წ. ქრისტეს წინ); მოწამისა ერმიონიასი, მოციქულ ფილიპე დიაკონის ასულისა (დაახ. 117); მოწამისა ბაბილა ნიკომედიელისა და მისთანა 84 ყრმათა (IV); მოწამეთა: თეოდორესი, მიანესი, იულიანესი და კიონისა (305-311); წმ. იოასაფ ბელგოროდელის ნაწილთა პოვნა (1911); დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მაყვალი შეუწველი“ (1680).
ლიტ. ეფ. 219 დას. I, 22 - II, 3. მკ. 48 დას. X, 46-52.
ღირ. გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.