საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
კვირა, 4 სექტემბერი 2022
ძველი სტილით: 22 აგვისტო
სულთმოფენობიდან მე-12 კვირახმა 3

ხსენება

მოსკოვის წმიდა სამების ტაძრის ღმრთისმშობლის ქართული ხატის დღესასწაული (1650). მოწამეთა: აგათონიკესი, და მისთანა ზოტიკესი, თეოპრეპესი, აკვინდინესი, სევერიანესი და სხვათა (305-311); მღვდელმოწამისა ათანასე ეპისკოპოსისა (270-275), ღირსისა ანთუსასი (დაახ. 298) და მსახურთა მისთა, მოწამეთა ქარისიმესი და ნეოფიტესი (270-275); მოწამისა ევლალია ქალწულისა (303).

საკითხავები

ცისკ. – სახ. I, მთ. 116 დას. XXVIII, 16-20.
ლიტ. – 1 კორ. 158 დას. XV, 1-11. მთ. 79 დას. XIX, 16-26.
ღმრთისმშობ. – ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.

ტიპიკონი

დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან.
გადაამოწმეთ საეკლესიო კალენდარში

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 3; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – კვირა დღეს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია

მსახურების მიმდევრობა

2022 წელი 22 აგვისტოსულთმოფენობიდან მე-12 კვირა4 სექტემბერი
ძველი სტილითხმა IIIახალი სტილით
 
ღმრთისმშობლის მიძინების შემდგომი დღესასწაული
 
ხსენება:
მოსკოვის წმ. სამების ტაძრის ღმრთისმშობლის ქართული ხატის დღესასწაული (1650). მოწ. აგათონიკესი, და მისთანა ზოტიკესი, თეოპრეპესი, აკვინდინესი, სევერიანესი და სხვათა (305-311); მღვდელმოწ. ათანასე ეპ. (270-275), ღირ. ანთუსასი (დაახ. 298) და მსახურთა მისთა, მოწამეთა ქარისიმესი და ნეოფიტესი (270-275); მოწ. ევლალია ქალწულისა (303).
 
ცისკ. - სახ. I, მთ. 116 დას. XXVIII, 16-20.
ლიტ. - 1 კორ. 158 დას. XV, 1-11. მთ. 79 დას. XIX, 16-26.
ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი ივერიის ღმრთისმშობლის განგებიდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
დიდი მწუხრის ჟამი:
– „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება III ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა III).
- აღმოსავლური - 1 მუხლი.
- დღესასწაულისა - 3 მუხლი.
- ხატისა - 3 მუხლი:
„განბრწყინდი მთაო ათონისაო, იხარებდ და იშუებდ სავანეო ივერიისაო, რამეთუ
აჰა, ესერა მოვალს ანგელოზთა მიერ ზღ ჳთ მოძღუანებული საკ ჳრველი ხატი
ღმრთისა დედისა ჲ, ნათლითა გამოუთქმელითა მოელვარ ჱ, ჭირთა და მწუხარე -
ბათა წყუდიადისა განმდევნელი და შარავანდედითა მოწყალები სა თ ჳსისაჲთა
ყოველთა განმანათლებელი“.
„შეგივრდებით, შენ, დედოფალო, მონაზონნი და კრებულნი მმარხველთანი და
სიყუარულითა მხედველნი წმიდისა ხატისა შენისანი გიღაღადებთ შენ: მოვედ
ჩუენდა, დედაო სახიერო, შეგ ჳწყალენ პატივისმცემელნი შენნი და მოგუანიჭენ
ჩუენ წმიდაჲ ხატი შენი წინდად მოწყალებისა და ცხორებისა“.
„ჰოი ყოვლადდიდებული საკ ჳრველი, ვითარცა ოდესმე სინას იხილნა მოსე მაყუ -
ალი ცეცხლითა მოტყინარე და უვნებელად დაცული, ეგრეთვე აწ ხატი ესე
ღმრთისა დედისა ჲ შეიმოსს ცეცხლსა და ჰგიეს შეუწველ, ხოლო ბნელსა შინა
მყოფთა განგუანათლებს და უვნებელ გვყოფს ჭირთა და ურვათაგან“.
„დიდება“ ხატისა: „ჵ, დედაო სახიერო, დედოფალო ღმრთისმშობელო ქალწუ -
ლო, ნუ განმაგდებ ჩუენ მდაბალთა მონათა შენთა, მომძღუნელთა უღირსთა
ვედრებათა ყოვლადწმიდისა ხატისა მომართ შენისა; გვექმენ მ ჴურვალე შუამდ-
გომელ ჩუენ ცოდვილთა ძისა შენისა მიმართ, გჳჴსენ ჩუენ ყოველთა ჭირთა და
განსაცდელთაგან, რა ჲთა მარადის გიგალობდეთ შენ სიხარულით: გიხაროდენ,
სახიერო მეკარეო, სამოთხისა ბჭეთა მორწმუნეთად განმღებელო“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „წარხდა სახე
სჯულთა...“ (ჴმა II).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა დღისა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
„დიდება“ ხატისა: „მოვედით ყოველნი მონაზონნი და საერონიცა, რა ჲთა
ვადიდოთ ყოვლადუბიწო ქალწული ღმრთისმშობელი, რამეთუ უღელვოდ
ღელვათა ზედა მცურვალი ხატი ცეცხლისა სუეტითა შემოსილი განვიდა ნიკიით
ათონად, პონტოჲსა ზღჳთა და მოსლვითა თჳსითა მადლი იგი თ ჳსი მორწმუნეთა
მიანიჭა, ხოლო ჩუენცა განათლებულნი წყალობისა მისისა შარავანდედითა,
შუამდგომელსა ცხორებისა ჩუენისასა ვნატრიდეთ“ (ჴმა V).
„აწ და“ დღესასწაულისა: „არწმუნებს ყოველთა...“ (ჴმა VIII).
– ,,აწ განუტევე“.
– შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 2-გზის.
- ტროპარი დღესასწაულისა: ,,შობასა ქალწულებაი...“ 1-გზის.
დიდი ცისკრის ჟამი:
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება III ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „იხარებდინ ცანი...“ - 2-გზის (ჴმა III).
„დიდება“ ხატისა: „წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო,
სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვა -
რულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყა -
ლე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლად -
წმიდაო“ (ჴმა I).
„აწ და“ დღესასწაულისა: ,,შობასა ქალწულებაი...“ (ჴმა I).
– რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ ,,აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო,
ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიხოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო
ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
– ნეტარარიანი მე-17 კანონი.
– აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.
– იპაკო და ანტიფონები (ხმა III).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას“ (ჴმა III).
მუჴლი: „უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა“.
– საცისკრო სახარება: სახ. I, მთ. 116 დას. XXVIII, 16-20.
– „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება - 1 გზის.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- ,,აღჰსდგა რა იესო საფლავით...“
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).
II კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი დღესასწაულისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
IV კანონი ხატისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია - დღესასწაულისა.
– „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“.
გალობაი I. უგალობდითსა, ჴმაჲ VIII.
- ძლისპირი: „ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკ ჳრველთმოქმედმან
კუერთჴმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისა ჲ და განუპო ზღუა ჲ
მეწამული და ისრაელი ი ჴსნა განმავალად, მეტყუელი გალობასა უფლისასა:
რამეთუ დიდებით დიდებულ არს”.
- „ჰიო ყოვლად უბიწოო, მიიღე შეგინებულთაგან ბაგეთა ჩემთა ქება ჲ ესე,
ვითარცა პირველ ძემან შენმან და ღმერთმან ჩემმან უფალმან შეიწირა ორნი
იგი წულილნი ქურივისანი და ჴსნაჲ ცოდვათა ჩემთა ჲ მომმადლე მე, რა ჲთა
მარადჟამს გადიდებდე შენ, ქალწულო”.
- „შენდა შემსგავსებულ არს ანგელოზთა გალობა ჲ, ღმრთისა დედაო,
რამეთუ თავად ჰშევ საკ ჳრველად შემოქმედი მათი, გარნა ჩუენიცა მიიღე, ჵ,
დედოფალო, მდაბალი ესე ვედრება ჲ, რა ჲთა უგალობდეთ მეუფესა: დიდებითა
დიდებულ ხარ უძლურებათა შინა ჩუენთასა”.
- „ცეცხლი საღმრთო ჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისა ჲთ, ღმრთისა
დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა
მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს”.
„დიდება” - „დამდოვრდეს წყალნი, დასცხრეს ღელვანიცა ზღუასა შინა
ტალღათა, რომელთა მიმოჰქონდის ხატი შენი, ღმრთისმშობელო, განამტკიცენ
შერყეული გულიცა ჩემი კლდესა ზედა ქრისტეს მცნებათასა”.
„აწ და” - „მწე და მფარველ ექმენ, ქალწულო, სავანესა ივერიისასა,
რაჟამს დაანთქ ზღუასა შინა მ ჴედარნი ამირასნი ნავებითურთ მათითა, აწცა
დაანთქ ძისა შენისა მოწყალებისა მორევსა ყოველნი ვნებანი და აურაცხე ლნი
შეცოდებანი ჩემნი”.
გალობაი III. განძლიერდასა.
- ძლისპირი: „შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმა -
შენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა
სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარე”.
- „აჰა, ესერა დიდად შუენიერი დახატულება ჲ პორტაიტისაჲ მოიწია ათო-
ნითგან ტფილისსა, და დიდითა პატივითა დაბრძანდა ტაძარსა ღმრთისმშო ბე-
ლისასა, დიდებულსა სიონსა, შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურ-
ნალად სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან”.
- „განამტკიცენ გული ჩემი სასოებად შენდამი, ღმრთისა დედაო, გან აშორენ
ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჱ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა, რა ჲ-
თა გიგალობდე: არავინ არს წმიდა ჲ, ვითარ უფალი და არავინ არს მართალ,
უფროჲს ღმრთისა ჩუენისაჲ”.
- „პირისა შენისა ყოვლად წმიდისა და უხრწნელებისა ხატი არს საკურ -
ნებელი ყოვლისა სოფლისა ჲ, რომლისადა მიახლებულნი და კრძალვით შენდა
თაყუანის-მცემელნი, უბიწოო, მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და
განვთავისუფლდებით უძლურებათაგან”.
„დიდება” - „აღმადგინენ, დედოფალო, მიწისაგან მე, უბადრუკი,
განმაშორენ გლახაკი ესე ცოდვითა განხრწნასა, და მომეც ლოცვაჲ მთხოველსა,
რაჲთა შეწევნასა შენსა ვნატრიდე, ქალწულო პორტაიტისაო”.
„აწ და” - „უნაყოფოჲ გონებაჲ ჩემი ნაყოფიერ ჰყავ, კურთხეულო ქალწ -
ულო, შობილო უნაყოფოთაგან, რამეთუ შენ უფრო ჲს ნაყოფიერ ჰქმნი კეთილად
ყოველსა მოვლინებითა ხატისა შენისათა”.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა.
- კონდაკი და იკოსი ხატისა:
- კონდაკი: „დაღაცათუ ზღუად შთაგდებულ იქმნა წმიდა ჲ ხატი შენი,
ღმრთისმშობელო, ქურივისა მიერ, რომელმანცა ვერ ძალიდვა დაფარვა ჲ მისი
მტერთაგან, გარნა გამოჩნდა იგი მფარველად ათონისა და მეკარედ ივერიელთა
სავანისად; შიშად მტერთა, ხო ლო მართლმადიდებელთა საქრისტიანოთა შინა, შენთა
პატივისმცემელთა მჴსნელად ყოველთაგან ვნებათა და ზედა მოსლვათაგან“.
- იკოსი: „იხილა რა ჲ კრებულმან მონაზონთა ივ ირონელთამან შორის სუეტსა
ცეცხლისასა ხატი ღმრთისა დედისა ჲ, ღაღადყო: ჵ, მეუფეო, ღირს მყუენ ჩუენ მიმთ -
ხვევად ხატისა დედისა შენისასა, ხოლო შენ, გაბრიილ, შევედ ზღუად და მიიქუ
წიაღთა შინა საუნჯ ჱ ჩუენდა გამოცხადებული, რა ჲთა გუექმნეს ჩუენ მცველად
მიურულებელად, ხოლო ყოველთა ქრისტეანეთა მფარველად და სიხარულად“.
- წარდგომა ხატისა: „მოიწია დღეს ბრწყინვალე დღესასწაული მფარველისა
ჩუენისაჲ, განიხარებენ ყოველნი მართლმადიდებელნი და განსცხრებიან კრებულნი
კაცთანი, რამეთუ მოგ ჳწოდებს წმიდა ჲ ღმრთის-მშობელი ჩუენი ხ ილვად თ ჳსისა ცეც-
ხლმნთებარისა ხატისა, მოწყალებისა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებელისა, და
ჩუენცა მოხარულნი ამისა ვღაღადებთ: გ ჳჴსენ, დედოფალო, სიყმილისაგან, ცეცხლისა,
მახჳლისა და ჭირ-თაგან, პატივისმცემელნი ხატისა შენისა გამოჩინებისანი“ (ჴმა I).
„დიდება“„აწ და“ დღესასწაულისა: „გუნდნი საღმრთოთა...“
გალობაი IV. უფალო მესმასა.
- ძლისპირი: „შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ
უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისა ჲ, რომელმან არა დააცალიერენ
წიაღნი მამულნი ზეცას და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინაის-
წარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდება ჲ, კაცთ მო-
ყუარე”.
- „განამზადებდა რაჲ გზათა საკ ჳრველთმოქმედისა ხატისა შენისათა, მოსცა
ჴმაჲ თჳსი უფსკრ ულმან, შეიძრა მზე და იქმნა ბრწყინვალება ჲ ხატისაჲ,
ვითარცა ნათელი, აწ შენცა, დე დოფალო, მოვედ ჴსნად კაცთა და გამოუჩნდი
მაცხოვრად სამკჳდრებელსა შენსა”.
- „ესმნეს რა ჲ ცნობაჲ მოსლვისა შენისა ჲ, განკრთენ მონაზონნი, ხოლო
გულის-ჴმაყვეს რა ჲ საქმენი შენნი, განკ ჳრდენ, შე ძრწუნებულიცა სული ჩემი
წყალობით მოი-ჴსენე, დედოფალო, რაჲთა გიგალობდე: დიდება შეწევნასა შენსა,
ღმრთისა დედაო”.
- „მადლისა მოცემისა მნებებელმან ერისათ ჳს ჩუენისა, კუალად გამოგ ჳჩინე
ჩუენ ხატოვნება ჲ შენი, რომლისადა მიახლებულნი მსგავსებასა მას შენსა
თაყუანის-ვსცემთ და გევედრებით: აჰა, მოვედ აწ და შემოგ ჳკრიბენ მამულნი
განბნეულნი, და უჩინე მზღუარი, ყოველთა კაცთაგან უსარჩლელი”.
„დიდება” - „ვითარცა ივერთა სავანისა სამწყსონი განშუენდებოდეს
მადლითა ხატისა შენისა ჲთა, ეგრეთცა უფრო ჲს მზისა ნათლისა განბრწყინ -
დების ერი ჩუენი მადლითა შენით ა, რამეთუ საკ ჳრველი ესე პირი ხატისა ჲ
იქმნების, ვითარცა წყარო ჲ უკუდავებისაჲ სნეულთა და უძლურთათ ჳს და ყოვე-
ლთათჳს მომნიჭებელი დიდთა წყალობათა”.
„აწ და” - „შენ ხარ სიმტკიც ჱ და ძალი ჩემი, ღმრთისმშობელო, რამეთუ
დღესა მწუხარებისა ჩემისასა შენმიერვე განვისუენო და შენ მიერვე აღვმაღლდე
ზეციერსა სამკჳდროსა სოფლისაგან ამისა და ვიხარებდე მეუფისა და ღმრთისა,
მჴსნელისა ჩემისა თანა”.
გალობაი V. ღამითგანსა.
- ძლისპირი: „რაჲსათჳს განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო
და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამა ნ განუნათლებელმან, არამედ მომხედენ
და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები”.
- „იხილე, წმიდაო, ღამითგან აღმსთობილი ერი შენი სამწყსო ჲსა შენისა,
რომე-ლი გარემოადგების კეთისახელოვანსა ხატსა შენსა და ითხოვს ცოდვათა
შენდობასა და საღმრთო ჲსა დიდებისა ზიარებასა. ნუ განგუაგდებ პირისაგან
შენისა, დედაო დაუვალისა ნათლისაო”.
- „აწ მოიხილე, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტჱსო, შენმიერ გამორჩეულსა
ერსა ზედა და სათნო იჩინე აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად
ჩუენდა სულითა სიბრძნისა ჲთა, ურთიერთასისა სიყუარულითა და საღმრთო ჲსა
გულისჴმის-ყოფისაჲთა”.
- „სულითა და გონებითა ჩუენითა, სამწყსოსა შენსა სრულიად
შერწყმულნი, ფსალმუნთა და საგალობელთა სულიერთა და საღმრთოთა
გალობათა მიერ ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხოვთ
შენდობასა და ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ხოლო შენ, დედოფალო, სძალო
უსძლოო, ვითარცა მკურნალმან ჩუენმან, ყოველი ესე მოგუანიჭე”.
„დიდება” - „ტაძარი შენი, ქალწულო, ვითარცა სხუად სამოთხედ აწ
წარმოდგება, რამეთუ ვითარცა ხესა ცხორებისასა, აქუს ხატი შუენიერებისა
შენისაჲ, რომელსაცა ყოველნი სურვილითა, კეთილმოშიშებითა დ ა სიყუარუ -
ლითა ამბორს-უყოფთ და ვიტყვით: დედოფალო, მოგვეც მშ ჳდობაჲ და დაგჳფა-
რენ ჩუენ, რამეთუ თჳნიერ შენსა სხუაჲ ნუგეშინისმცემელი არაჲ ვიცით”.
„აწ და” „მდინარედ სიტკბოებისად, სავსებად ნაკდისად, ზეცისა მანანად,
უხუებად და მადლად მარადის მომცენარედ მოგიგებთ, ყრმააო, მკ ჳდრნი
სავანისა ამისანი და ვუგალობთ შობასა შენსა”.
გალობაი VI. ღაღადყავსა.
- ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ
ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე
ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონა ჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო
ჩემო”.
- „მსწრაფლ გუეწიე, წმიდაო მშობელო გამოუთქუმელო ძისა ღმრთისაო, და
ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ ივერია ჲ და ერი ივერიისა ჲ, რა ჲთა
არა ჰსთქუან ურიცხვთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმრთისმშობელი, რომლისა
მიმართ აქუთ სასოებაჲ”.
- „სარწმუნოებაჲ გუაქუს შეუორგულებელ შენდა მომართ, ქალწულო
პორტა-იტისაო, და გევედრებით: მოგვეც ჴელი შეწევნისაჲ და დაიცევ ქუეყანა ჲ,
რომელი გამოირჩიე და ეშმაკთა მონებისა და კერპთ -მსახურებისა გამოი ჴსენ,
რაჲთა სირცხჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი”.
- „უფსკრულმან უღირსთა შეცოდებათამან გარემომიცვა მე, და დაინთქუმის
სული ჩემი, გარნა მომეც, დედოფალო, ძლიერი მკლავი შენი, და ვითარცა
გაბრიილ, მეცა მოლტოლვილი ხატისადმი შენისა, უვნებელად დამიცევ”.
„დიდება” - „ნუ განმაგდებ მე სრული ად პირისაგან შენისა, დედაო
მჴსნელისაო, და ნუ მიტევებ მე შთაფლვად უფსკრულსა უშჯულოებისასა,
არამედ აღმომიყუანე მე მწვირისაგან ვნებათა ჲსა, რაჲთა განეშოროს ხრწნასაცა
ცხორებაჲ ჩემი, და შევსწირვიდე შენდა ქებასა და აღსარებასა”.
„აწ და” - „მქონებელი შეგინებულისა ა მის ჴორციელისა ტაძრისა,
კადნიერად მო ჳვლტი ყოვლად განწმედილისა საუკუნო ჲსა სიტყ ჳსა ტაძრისად,
წინაშე წმიდისა ხატისა შენისა შეწირვად, მდაბალთა ვედრებათა ჩემთა, გარნა
შენ, ვითარცა მოწყალემან, განმწმიდე მე კეთილმოწყალებითა შენითა”.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
 
- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა III).
 
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): ,,ღირს არსი“ - არ იგალობება.
– ,,წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
– „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (XI).
,,დიდება“ ხატისა: „ყოვლად პატიოსანი ხატი შენი მიიღო რაჲ გაბრიელ წიაღთა
შინა თ ჳსთა, გიღაღადებდა შენ, დედოფალო, ჵ, ტკბილო დედაო, მეუფისა
ქრისტჱსო, მფარველ ექმენ სავანესა შენსა, სიხარულად ყოველთა ქრისტეანეთა
და თავსმდებ საუკუნოჲსა ცხორებისა“.
,,აწ და“ დღესასწაულისა: „მოციქულნი შემოკერბით...“
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა III).
- დღესასწაულისა - 4 მუხლი (თავისი ჩასართავებით იხ.
,,აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები).
,,დიდება“ გერი სახარებისა.
,,აწ და“ - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი ლუწი ხმისა.
I ჟამზე:
– ტროპარები: აღდგომისა (ხმა III) და ხატისა.
– კონდაკი: აღდგომისა.
III ჟამზე:
– ტროპარები: აღდგომისა (ხმა III) და დღესასწაულისა.
– კონდაკი: დღესასწაულისა.
VI ჟამზე:
– ტროპარები: აღდგომისა (ხმა III) და დღესასწაულისა.
– კონდაკი: ხატისა.
წმ. იოანე ოქროპირის
საღმრთო ლიტურგია:
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 12 მუხლად:
- მიმდინარე ხმისა - 4 მუხლი.
- დღესასწაულის I და II კანონის VIII გალობიდან - 4 მუხლი.
- ხატის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- დღესასწაულის;
- ხატისა.
კონდაკები: - აღდგომისა;
 
„დიდება“ - ხატისა;
 
„აწ და“ - დღესასწაულისა;
 
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- დღესასწაულის;
- ტაძრისა;
- ხატისა.
კონდაკები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
 
„დიდება“ - ხატისა;
 
„აწ და“ - დღესასწაულის;
 
წარდგომა, ალილუია და განიცადე - კვირისა და ღმრთისმშობლისა.
სამოციქულო და სახარება - დღის და ღმრთისმშობლისა.
წარდგომა (ჴმა III): „უგალობდეთ ღმერთსა ჩვენსა, უგალობდეთ, უგალობდეთ მეუფესა ჩვენსა, უგალობდეთ“.
მუხლი: ,,სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე“.
წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან
ღმრთი-სა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა.
ალილუია (ჴმა II): „შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ
შენ სახელი ღმრთისა იაკობისი“ (კვირისა).
მუხლი: „მეყავნ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხოვრებისა ჩემისასა“.
ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე, ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“.
განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან...“
განიცადე: „სასმელი ცხოვრებისა მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
,,ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი : ,,ანგელოზთა
მიცვალებაი ყოვლადწმიდისაი იხილეს...“ და IX გალობის ძლისპირი: ,,ძლეულ იქმნეს
ბუნებანი მეტყველნი შენთვის...“
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.