საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
კვირა, 29 იანვარი 2023
ძველი სტილით: 16 იანვარი
სულთმოფენობიდან 33-ე კვირახმა 8

ხსენება

თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი. მოწამეთა: სპევსიპესი, ელევსიპესი, მელევსიპესი და დიდედისა მათისა ლეონილასი და მათ თანა: ნეონისა, ტურვონისა და იოვილასი (161-180); მოწამისა დანაქტი წიგნისმკითხველისა (II).

საკითხავები

ცისკ. – სახ. XI, ინ. 67 დას. XXI, 15-25.
ლიტ. – 1 ტიმ. 285 დას. (შუათგან), IV, 9-15. ლკ. 94 დას. XIX, 1-10.
მოც. – საქ. 29 დას. XII, 1-11. ინ. 67 დას. XXI, 15-25.

ტიპიკონი

კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან.
გადაამოწმეთ საეკლესიო კალენდარში

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 8; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – კვირა დღეს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია

მსახურების მიმდევრობა

2023 წელი 16 იანვარისულთმოფენობიდან 33-ე კვირა29 იანვარი
ძველი სტილითხმა VIIIახალი სტილით
 
ხსენება:
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოც. პეტრესი. მოწ. სპევსიპესი, ელევსიპესი, მელევსიპესი და დიდედისა მათისა ლეონილასი და მათ თანა: ნეონისა, ტურვონისა და იოვილასი (161-180); მოწ. დანაქტი წიგნისმკითხველისა (II).
 
ცისკ. - სახ. XI, ინ. 67 დას. XXI, 15-25.
ლიტ. - 1 ტიმ. 285 დას. (შუათგან), IV, 9-15. ლკ. 94 დას. XIX, 1-10.
მოც. - საქ. 29 დას. XII, 1-11. ინ. 67 დას. XXI, 15-25.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
დიდი მწუხრი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა VIII).
- აღმოსავლური - 3 მუხლი.
- მოციქულისა - 4 მუხლად:
„მოვედით შემოვკრბეთ, მორწმუნენო და გალობით შევასხმიდეთ ნეტარსა პეტრეს და
ვისწრაფოთ ამბორის-ყოფად ჯაჭუთა მისთა, რომლითა შეიკრა ქრისტეს ღმრთისათვის და ამას
ვევედრებოდით სარწმუნოებით: ითხოვე ჩუენთვის მოციქულო რაითა ღირს -ვიქმნეთ საშუ -
ებელსა საუკუნესა, მეოხებითა შენითა“ 2გზის.
„წინაისწარ მეცნიერმან ყოვლისამან, იხილა რაი სიწმიდე გონებისა შენისა, თავად
კრებულისა მოციქულთაისა განგაწესა და ეკლესიისა ზღუდედ და სიმტკიცედ და კლიტენი
სასუფეველისანი გარწმუნნა, რომელნი წყალობით განგვიხვენ ჩუენ, პეტრე ყოვლად სანატ -
რელო, რაითა წადიერებით და მხურვალედ გადიდებდეთ შენ“.
„პირველ იხარე ბდი რაი ქრისტესა ღმრთად და სიტყუად და სიბრძნედ ღმრთისა მამისა,
შეკრულ იქმენ ჯაჭვითა და საპყრობილედ შეიყენე, ხოლო ანგელოზისა მიერ განიხსენ და
საკვირველებით განერი, ამისთვისცა, გევედრები შენ პეტრე ნეტარო, განჰხსენ ბრალთა ჩემთა
ჯაჭუნი მძიმენი და ღირს-მყავ განთავისუფლებად ცოდვათაგან“.
„დიდება“ მოციქულისა: „ქრისტეს ღმრთისათვის შეკრულმან და დილეგსა შეწყუდეულმან
დიდებულო მოციქულო, შეჰკარ საცდური, ამისთვის სურვილით გადიდებთ და შიშით ამბორს-
უყოფთ ჯაჭუთა შენთა წმიდათა და აღმოვივსებთ მათ მიერ სულთა და ხორცთა კუ რნებასა
უხუებით და ჯეროვნად გიგალობთ შენ, ღმრთისმხილველო, თავო ქრისტეს მოციქულთაო“
(ჴმა II).
,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით) (ჴმა VIII).
– შესვლა საცეცხლურით.
– დღის წარდგომა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
„დიდება“ მოციქულისა: „რომელსა ზედა აღაშენა ეკლესიაი თვისი ქრისტემან, პეტრე, გაქებთ
მორწმუნენი და ქედსა მას წმიდასა შენსა შეხებულთა ჯაჭუთა შენთა პატივს -ვსცემთ და
აღმოვივსებთ მადლსა და სენთა კურნებასა, რომელი დაადგრა დიდებულთა ხორცთა შენთა
მიახლებითა, ღმრთივგანბრძნობილო“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
 
,,უსძლოო ქალწულო...“ (ჴმა VIII).
 
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“-სი:
- ღმრთისმშობელო ქალწულო – 3-გზის.
დიდი ცისკარი:
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „მაღლით გარდამოხედ...“ 2-გზის (ჴმა VIII).
„დიდება“ მოციქულისა: „რომი არა დაუტევე...“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით) (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგის წარდგომისა: „აღდეგ, უფალო, ღმერთო ჩვენო,
ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოგისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო
ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაჲ შენი“.
– ,,ნეტარარიანი“ მე-17 კანონი.
– აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოსთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ
– იპაკო და ანტიფონები (ჴმა VIII).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი სიონ
თესლითი თესლადმდე“ (ჴმა VIII).
მუჴლი: ,,აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა“.
– საცისკრო სახარება: სახ. XI, ინ. 67 დას. XXI, 15-25.
– „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღდგა რა იესო საფლავით...“
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირი - 1-გზის).
II კანონი ჯვარ-აღდგომისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
IV კანონი მოციქულისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე)
– კატავასია - „უქმი ქვეყანა...“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
გალობა I. უგალობდითსა, ხმა IV.
ძლისპირი: „არარაი არს სახედ შენდა, ღმერთო დიდებისაო, რამეთუ მარჯვენითა მაღლითა
განარინე ერი ზღუასა კაცთმოყვარე“.
„შენ შეკრვისა და განხსნისა ხელმწიფებაი მოგეცა და შეკრულმან ჯაჭვითა, შეკრულნი
განხსნენ, პეტრე, ცოდვისა კრულებათაგან“.
„შენ, თავო მოციქულთაო, საცთურ ისა საკრველნი, შერაიიკარ ჯაჭვითა, დაჰხსნენ,
ამისთვის ჯაჭუთა შენთა სურვილით შევიტკბობთ“.
„დიდება“ - „საღმრთოთა მათ ჯაჭუთა შენთა თაყვანის -ვსცემთ, რამეთუ განფრდილნი
ბრძოლათა მიერ შეგუკრენ სიყვარულითა ქრისტეს ღმრთისაითა მათ მიერ“.
„აწ და“ - „უზეშთაეს დიდებისა, ეტლსა სიწმიდისასა, დედასა ნათლისასა, ღმრთისმშობ -
ელსა მარიამს ჩუენ ყოველნი უგალობდეთ“.
 
გალობა III. განძლიერდასა.
 
ძლისპირი: „არა სიბრძითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა, თავით თვისით ვიქადით,
არამედ შენგან ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენებრ, კაცთმოყვარე“.
„ჯაჭუთა შენთა დღეს, აღუსებულთა მადლითა, თაყვანის -ვსცემთ, რომელნი წმიდა იქმნეს,
შეხებითა გუამისა შენისაითა, რომელსა ზედა დაეფუძნა ეკლესიაი“.
„პატიოსანთა და წმიდათა ასოთა შენთა დასხმულთა ჯაჭუთა პატივს -ვსცემთ, ვითარცა
სამკაულთა ეკლესიისათა, პეტრე დიდებულო თავო მოციქულთაო“.
„დიდება“ - „საკრველთა შენთა თაყვანის -ვსცემთ და ამბორს უყოფთ სურვილით ჯაჭუთა
შენთა, რომლითა განიხსნა უმეცრებაი წარმართთაი და სამძალად ღმრთისმსახურებისა
იცნობნეს“.
„აწ და“ - „უსძლოო სძალო, რომელმან შევ ღმერთი ხორც იელქმნული, ვედრებითა მით
შენითა, მოწევნადთა მათ განსაცდელთაგან და ვნებათა მიხსენ ჩუენ, რომელნი გესავთ შენ“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი მოციქულისა: „კლდესა ქრისტესსა...“ (ჟამნიდან).
- იკოსი მოციქულისა: „ნანდვილვე აწ მოიწია ყოველთათვის მახლობელთა და შორიელთა
ბრწყინვალე დღესასწაულობაი და თაყვანისცემაი საკვირველებისაი და ერთხმობით
შესხმად პეტრეს და პავლეს, იოვანეს და ანდრიას, პირველ ჩინებულთა მათ, და ღირსად
დიდებად ფილიპეს და მატთეოს, სიმონს მოშურნესა და იაკობს და იუდას და ყოველთავე
მათ ქრისტეს მოციქულთა შემკობად და ესრეთ ღაღადებად ქრისტეს მიმართ: საკვირველ
იქმნა ღმერთი ჩუენი, რომელი მოგუანიჭებს ცოდვათა შენდობასა“.
- წარდგომა მოციქულისა: ,,ჰქადაგებდი რაი ქრისტეს ღმრთეებასა და ყოველსა სოფელსა
განანათლებდი დიდებულო პეტრე თავო მოციქულაო, ჰეროდე უსჯულომან შეგიპყრა და
შეგბორგილა ჯაჭვითა, ხოლო ანგელოზმან უფლისამან, რომელი იგი ღამე წარმოგიდგა
შენ, საკვირველებით განგხსნა და განგიყვანა საპყრობილით, რაითა ჰქადაგებდე მას,
ვითარცა ღმერთსა, ყოველთა კიდეთა სოფლისათა, რომლისათვისცა გევედრებით ითხოვე
სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაი“ (ჴმა I).
„დიდება“„აწ და“ იგივე.
გალობა IV. მესმასა.
ძლისპირი: „ცანი შუენიერებამან შენმან დაფარნა და ქუეყანაი აღივსო დიდებითა შენითა,
ქრისტე, ამისთვის სარწმუნოებით ვიტყვით: დიდებაი ძალსა შენსა უფალო“.
„მორჩილებისათვის ღმრთისა, ჯაჭვითა შეიკარ, ხოლო საკვირველად რაი განერი
ანგელოზისა მიერ საპყრობილით, დიდებულო პეტრე, ურჩთა და ურწმუნოთა ამხილე“.
„რომელმან გარწმუნნა კლიტენი ზეცისანი, ზარისაგან მისისა, საპყრობილესა შინა, პეტრე,
მყის დაიხსნნეს საკრველნი შენნი, მსგავსად კუამლისა და დაგცვივეს ჯაჭუნი შენნი“.
„დიდება“ - „შენდა, ზეცისა სავანისა კარისმცველისა, რკინისა ბჭეთა შეზღუდვაი ვერ
იკადრეს, ამისთვისცა მყის შიშით თავით თვისით განგეხუნეს, პეტრე, სიმტკიცეო მორწ -
მუნეთაო“.
„აწ და“ - „ცათა დაუტევნელი დაიტიე, ქალწულო, და უზესთაეს ბუნებათა გვიშევ ჩუენ,
ამისთვის სარწმუნოებით, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ“.
გალობა V. ღამითგანსა.
ძლისპირი: „რომელმან მომიგენ ჩუენ ერად თვისად მორწმუნედ, სისხლითა შენითა,
ქრისტე, მშვიდობაი შენი მომეც ჩუენ და დაიცევ მარადის სამწყსოი შენი“.
„საშინელი სიტყუაი შენი პეტრე ნეტარო მო მაკუდინებელ წარმდებთა და სნეულთა
განმკურნებელ და მკუდართა ჯოჯოხეთით აღმომყვანებელ“.
„აჩრდილი შენი პეტრე, საკვირველთმოქმედ და დიდ და ვარშამაგიცა შენი მაოტებელ
სალმობათა და თაყვანისსაცემელ ჯაჭუნი შენნი“.
„დიდება“ - „სახსენებელსა შენსა ძალ-უც ჭეშმარიტებით, მოციქულო უფლისაო, ცხორებაი
სულთაი და ჯაჭუთა შენთა შეხებასა - მოტევებაი ბრალთაი“.
„აწ და“ - „განხორციელდა ღმერთი და მიიღო ბუნებაი შენგან ქალწულო უსძლოო, და
უცვალებელად ჰგიეს, ბუნებითა მით ღმრთეებისაითა“.
გალობა VI. ღაღადყავსა.
ძლისპირი: „შთავვარდი მე სიღრმესა ზღვისასა და ცოდვისა უფსკრულთა დამნთქეს მე,
არამედ ვითარცა ღმერთ ხარ განხრწნისაგან კუალად აღმოიყვანე ცხოვრებაიცა ჩემი
მოწყალე“.
„რომელმან იგი ხელ -იყო სიცოფით, განცდად სულსა წმიდასა - სიმონ - ამხილე მას და
ღმრთისმეტყუელე უწინარეს ყოველთასა, ნეტარო, ღმრთად ჭეშმარიტად სული წმიდაი“.
„ითხოვე ქრისტესგან სანატრელო, რაითა დაფუძნებული შენ ზედა წმიდაი ეკლესიაი თვისი
დაამყაროს შეუძრველად მარადის მართლითა სარწმუნოებითა“.
„დიდება“ - „ხელბორკილთა შენთა ამბორს -უყოფთ და მარჯუენესა შენსა, ვითა რცა
კლიტეთ მპყრობელსა, ვევედრები განხუმად ჩემდა, კართა სამოთხისათა და ბჭეთა
სასუფეველისათა“.
„აწ და“ - „იქმნა საშოი შენი ღმრთისმშობელო, დამტევნელ ღმრთეებისა დაუტევნელისა
მიუწდომელად, რომელსაცა დასებაი უსხეულოთაი ვერ იკადრებს თუალთა ხილვად“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა VIII).
გალობა VII. კურთხეულარსა.
ძლისპირი: „დასაბამსა დაუსაბამოი სიტყუაი ღმრთისაი მამისა თანა, მხოლოი სულით
წმიდითურთ, კურთხეულ არს და უფროისად დიდებულ არს სამებაი წმი-დაი უკუნისამდე“.
„გარდამოხდა ანგელოზი ქუეყანისა ანგელოზისა და განგხსნა შენ საკრველ -თაგან, პეტრე
ნეტარო და საპყრობილისაგან ქადაგად ცხოვრებისად წარგავლინა“.
„ანთრაკისა და ოქროისა და ქვათა პატიოსანთა ფრიად, უპატიოსნეს უპყრიეს ეკლესიასა
რკინაი იგი ჯაჭუთა შენთაი და სიმდიდრედ თვისად დაიუნჯებს პეტ-რე“.
„დიდება“ - „ცეცხლისა მიერ განსაცდელთა და ოფლთა შენთაისა წდობილითა, ჯაჭვიტა
მით შენითა, ჰოი მოციქულო, უკურნებელნი იგი სენნი სულისა ჩემისანი განჰკურნენ“.
„აწ და“ - „სამებასა განუყოფელსა და შეურევნელსა ვაქებდეთ მართლმადი -დებლობით და
ესრეთ ვღაღადებთ: კურთხეულ ხარ ღმერთო მამათა ჩუენთაო, მარადის“.
გალობა VIII. აკურთხევდითსა.
ძლისპირი: „მხსნელო ყოველათაო ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იხსენი,
რაჟამს იგი შეაცურიე სახუმილით ღაღადებდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“.
„რომელმან საკრველთაგან განუხსნელთა განხსნად ხელმწიფებაი ზეცით მოიღე, ბნელისა
შემკვრელისაგან განმხსენ მე, მოციქულო, მადლითა მით, რომელი მკვიდრ არს ჯაჭუთა შინა
შენთა“.
„მოწყალე ჰყავ ღმერთი მგალობელთათვის შენთა, მოციქულო პეტრე ნეტარო, რომელმან
იგი გიბრძანა, სამეოცდა ათ შვიდ გზის შენდობაი ბრალეულთა და შეცოდებულთაი“.
„დიდება“ - „რომლისა მოქენე იქმენ, სცოდე რა ი, შენდობაი ცოდვათაი მომმადლე მეცა,
ოხითა შენითა, პეტრე, მხურვალედ მოყვარესა შენსა გლახაკსა, ქრისტეს მოყუარეო და
შეყუარებულო“.
„აწ და“ - „მორწმუნე ერი სარწმუნოებით სამებასა ღმერთსა თაყვანის -სცემენ
მართლაღსარებითა დღეს და ესრეთ ღაღადებენ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
გალობა IX. ადიდებდითსა.
ძლისპირი: „შობა შენი უხრწნელ არს, ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა
განხორციელებული, კაცთა შორის იქცეოდა, ამისთვისცა ჩუენ შენ ღმრთისმშობელო
მარადის გადიდებთ“.
„ჭეშმარიტად უზეშთაეს ხარ შენ ყოვლისა კაცთა ნეტარებისა, რამეთუ პირმან
საღმრთომან შეგასხა ნეტარებაი პეტრე ნეტარო, და სანატრელ გყო ყოველთა ტომთა და
ენათაგან“.
„ყოვლითურთ დიდებითა სავსე არს, სიწმიდითა და საკვირველებითა, სიტყუაი და მტუერი
შენი, ნაწილნი, სარწმუნოებაი და აჩრდილი შენი, პეტრე ნეტარო და ღირს პატივისა ჯაჭუნი
შენნი“.
„დიდება“ - „მოციქულთა თავო და გვირგვინო, ქრისტეს ეკლესიათა საფუძველო და
სასუფეველისა კლიტეთ მპყრობელო, მგალობელნი ესე შენნი და ჯაჭუთა შენთა თაყვანის -
მცემელნი გუაცხოვნენ“.
„აწ და“ - „ნაყოფმან მუცლისა შენისამან შემქმნა მე ორღანოდ მგალობელად შენდა
სიხარულისა მშობელო, რაითა სახარულევ ანითა ხმითა ხმამაღლად გიხაროდენსა გიღაღა -
დებდე“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
– „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (XI).
„დიდება“ მოციქულისა: „ეკლესიისა სიმტკიცეო, კლიტენი ზეცისანი გერწმუნნეს, პეტრე,
ხოლო განხსნი, ყოვლად ნეტარო, ქრისტესთვის ჯაჭვითა შეკრული, საკრველთა ცოდვისათა,
მოციქულო, რომელნი მათ მიერ პატივს-გცემენ შენ“.
„აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (XI).
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად (ჴმა VIII).
- აღდგომისა - 4 მუხლი.
- მოციქულისა - 4 მუხლი (საზიარო თვენიდან).
„დიდება“ გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (XI).
„აწ და“ - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“.
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი ლუწი ხმისა.
 
ჟამებზე:
 
– ტროპარები: აღდგომისა (ჴმა VIII) და მოციქულისა.
– კონდაკი: აღდგომისა და მოციქულისა (მონაცვლეობით).
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად:
- მიმდინარე ხმის 6 მუხლი პარაკლიტონიდან.
- მოციქულის III გალობიდან 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
თუ მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- მოციქულისა.
კონდაკები: „დიდება“ - მოციქულისა;
„აწ და“ - აღდგომისა.
თუ ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა.
- მოციქულისა.
კონდაკები: - აღდგომისა;
„დიდება“ - მოციქულისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა.
- მოციქულისა.
კონდაკები: - აღდგომისა;
- ტაძრისა.
„დიდება“ - მოციქულისა;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - კვირისა და მოციქულისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მოციქულისა.
წარდგომა (ჴმა VIII): „ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთასა ჩვენსა“.
მუხლი: ,,განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი
მისი“.
წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
ალილუია (ჴმა VIII: „მოვედით უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდით ღმრთისა მიმართ
მაცხოვრისა ჩემისა“.
მუხლი: „აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა და ფსალმუნითა ვუღაღადებდეთ
მას “.
ალილუია (ჴმა I ): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო და ჭეშმარიტებასა შენსა
ეკლესიასა შინა წმიდათასა“.
განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“.
განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა ქვეყანისათა სიტყვანი მათნი“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.