საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
სამშაბათი, 31 იანვარი 2023
ძველი სტილით: 18 იანვარი
სულთმოფენობიდან 34-ე შვიდეულიხმა 8

ხსენება

მიცვალება ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (1213); ღირსისა ეფრემ მცირისა, ფილოსოფოსისა (1101); ღირსისა ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანია, +1923); წმ. ათანასესი (373) და კირილესი (444), ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსთა; ღირსისა მარკიანე კვირინელისა (დაახ. 388).

საკითხავები

ცისკ. – ინ 36 დას, X 9-16.
ლიტ. – 1 პეტ. 60 დას. III, 10-22. მკ. 55 დას. XII, 18-27.
მეფ. – რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.

ტიპიკონი

შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 8; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – სადაგ დღეს II რანგიდან და ზევით (4 რანგი)
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

მსახურების მიმდევრობა

2023 წელი 18 იანვარისულთმოფენობიდან 34-ე შვიდეული31 იანვარი
ძველი სტილითსამშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
მიცვალება ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (1213); ღირ. ეფრემ მცირისა, ფილოსოფოსისა (1101); ღირ. ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანია, +1923); წმ. ათანასესი (373) და კირილესი (444), ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსთა; ღირ. მარკიანე კვირინელისა (დაახ. 388).
 
ცისკ. - ინ 36 დას, X 9-16.
ლიტ. - 1 პეტ. 60 დას. III, 10-22. მკ. 55 დას. XII, 18-27.
მეფ. - რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი წმ. თამარ მეფის განგებიდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
IX ჟამი:
– ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.
 
დიდი მწუხრი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ 3-გზის - იგალობება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
– ,,უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები:
- მეფისა - 8 მუხლი:
„მიანიჭე შენ, კაცთმოყუარეო, თ ჳთმპყრობელსა მეფესა ქართველთასა სიბრძნ ჱ იგი
სოლომონისი, დავითის სიმშვიდ ჱ და მოციქულებრივი კეთილად მსახურება ჲ, რომლისა
მიერ კეთილად განაგო მან მეფობა ჲ თჳსი, ვითარცა მეფეთა მეუფემან და მფლობელთა
ყოველთა მფლობელმან, მის თანა შენისა ღმრთეებისა განგებულებასა ვადიდებთ, იესუ
ყოვლად ძლიერო და მჴსნელო სულთა ჩუენთაო“ 2-გზის.
„რტო ნაყოფიერ იქმენ შენ, ღმრთივგანბრძნობილო, აღმოცენებულ ძირთაგან
ღმრთისმსახურთა, რომელმან საქმ ჱ, ხედვა ჲ და სიყუარული კეთილ -ად წარჰმართე და
გარდაემატე ძუელთა, გინა ახალთა მეფეთა ღუაწლთა, ქრისტე აღიარე ღმერთად და
მეუფედ და ქუ ელისმოქმედად და მ ჴსნელად და მძლედ ყოველთა მთავრობათა და
უმაღლეს ჴელმწიფებათა, წმიდაო თამარ, რომლისათ ჳსცა წარგიმართა ქრისტესმოყუარ ჱ
იგი მეფობაჲ შენი, იესუ ყოვ-ლად ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“ 2-გზის.
„ვითარცა გული შენი, განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა
ღმრთისაჲთა, ეგრეცა ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნ ი აწ ტკბილითა
წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, რა ჲთა
შეგუჭურნეს ჩუენ ჴელითა თ ჳსითა უძლეველითა, ყოვ ელთა ხილულთა და უხილავთა
მტერთა ზედა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“ 2-გზის.
„აწ ვითარ აღმოსთქუას გონებათა და პირთა ჩუენთა სიტყვანი კეთილნი: შესხმა ჲ,
ქებაჲ და დიდებაჲ ძლევით გჳრგჳნოსნობისა და მძლედ მფლობე-ლობისა შენისა ღირსად
შესწორებულნი: სიმშ ჳდჱ - საქებელი, ლმობიერება ჲ - მოწლე, მოწყალება ჲ - თანა
ლმობილი, უმანკოება ჲ - უზაკუელი, სიწრფოება ჲ - უსიცრუო, სახიერება ჲ - ზოგადი,
სიუხუჱ აღუზვავებელი და თავი ყოვლისა კეთილისა - შიში ღმრთისა ჲ და მსახურება ჲ
მისი შეუორგულებელი, ამისთ ჳსცა ღირს იქმენ, სასუფეველსა ცათასა, რომელი
დაგიმკჳდრა იესუ ყოვლადძლიერ-მან და და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“.
„უფლისა მიერ კურთხეულო და სუე -ამაღლებულო ჴელმწიფეო, გიხაროდენ,
განუშორებელ არს შენგან მარადის წყალობა ჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ღუაწლი კეთილი
მოგიღუაწებიეს, სრბა ჲ აღგისრულებიეს და სარწმუნოება ჲ დაგიმარხავს საქმითა
კეთილითა განსრულებული, ამისთ ჳსცა მიითუალე სიმართლისა იგი გ ჳრგჳნი, რომელი
მოგანიჭა შრომათა წ ილ შენთა წმიდათა, იესუ ყოვლად -ძლიერმან და მ ჴსნელმან სულთა
ჩუენთამან“.
,,დიდება“ - ,,გონებაჲ შენი უვნებლობითა განაბრწყინვე და საღმრთო ჲთა სიმდაბლითა
განაშუენე, ერისა შენისა სულიერად აღმაშენებელო ჴელმწიფეო, რამეთუ მეუფებდი რა ჲ
ზეგარდამოჲთა მით მადლითა, აღ ამაღლებდი ჯუარსა საღმრთო ჲსა ძლევისასა, რომლისა
მიერ წარსწყმიდნე მტერნი იგი მბრძოლნი ქრისტ ჱსნი და მშ ჳდობასა შინა განამტკიცენ
მართლმადიდებელთა სარწმუნო-ებაჲ, რომლისათჳსცა მზემან სიმართლისამან განგანათლა
შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა“ (ჴმა VI).
,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
,,ვინ არა გნატრიდეს...“ (ჴმა VI).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა - დღისა.
– საწინასწარმეტყველო - 3 - მეფისა (იხ. სადღესასწაულო ძვ. სტ-ით 21 მაისი).
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები:
„ჴსენებაჲ შენი ყოვლად პატიოსანი, განაცისკროვნებს კიდეთა ღმრთივცნობისა
ნათლითა, ღმრთივგანბრძნობილ გონებათა დამატკბობელო ბრძენო ჴელმწიფეო, რამეთუ შენ
მეფეთა შორის სიმ ჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა კეთილმსახურად გამოჩნდი და შჯულნი
დაიმარხენ ზე ციურისა მეუფისანი, რომლისათ ჳსცა სათნო -ყო სიკეთ ჱ მეფობისა შენისა ჲ
მეუფემან ჩუენმან, და ჴელმწიფეთა სახელისა და დიდებისა შარავანდედად გამოგაჩინა“.
მუხლი: აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი.
„აღხვედ რა ჲ მადლითა სულისა წმიდისა ჲთა ცხებულო, ტახტსა მას სამეუფოსა, რომელ
მოგენიჭა ჴელითა უფლისა შენისა ჲთა, უცხო ექმენ საცთურთა სოფლისათა და
კეთილმსახურებისა წინამბრძოლ და შემწედ უძლეველ გამოშჩნდი, რომლისათ -ჳსცა შემწედ
გუეპოები შენდამი ესრ ჱთ მსასოებელთა, დიდებულო, მ ჴნეო ჴელმწი-ფეო, და მარადის
გიჴმობთ, ყოვლად პატიოსანო: გიხაროდენ, თამარ, მართლმორწ -მუნეთა ბრწყინვალეო
სამკაულო“.
მუხლი: ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.
„მოიღე რა ჲ ღმრთისაგან პატივი და ნიჭი მეფობისა ჲ, შეიჭურვე საჭურველი
ღმრთისმსახურებისაჲ და სიმნ ჱ სულისაჲ და საქმითა მართლმადიდებლობისა ჲთა
განბრწყინდი, რომლისათ ჳსცა სოლომონისაებრ გმონებდენ ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და
წინაშე შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი, ხოლო ჩუენ ყოველნი, ვითარცა დედასა
ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგ ებთ შენ და გალობითა ქებისა ჲთა ერთ ჴმობით
გიღაღადებთ: საწადელისა შენისა ქრისტჱს თანა მომიჴსენენ შემსხმელნი შენნი“.
,,დიდება“ მისივე: ,,ეჰა, რაბამი დიდებულება ჲ შეგძინა შენ სიმ ჴნემან, სანატრელო,
რომელმან სამსახურებელნი იგი კერპთანი აღპყრობითა და ამაღლებითა ძელისა
ცხორებისაჲთა დაამ ჴუ და დაარღვიე ყოველივე უღმრთოებისა იგი საცთური ძალითა
ქრისტჱსითა და დასთრგუნე, ხოლო წარმართთა სიმრავლენი მეცნიერებად ღმრთისა მოიყვანენ
და დაამტკიცენ მართლმადიდებლობასა, აწ კადნიერებით გ ჳთხოვე ჩუენ განათლება ჲ,
განწმედაჲ და დიდი წყალობაი“ (ხმა V).
„აწ და“ მისივე: ღმრთისმშობელო, სასოო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, შენგან
სასოებაჲ გუაქუს, შენგან ვიქადით, შენდა მომართ არს ყოველი სასოება ჲ ჩუენი, მეოხ გვეყავ
შენგან შობილისა მიმართ სულთა ჩუენთათჳს“.
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- ტროპარი წმ. თამარისა : ,,წმიდათა შორის საკ ჳრველო, იბერიის მნათობო,
კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი
სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მ ჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა
ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამ ჴუენ სპანი აგარ იანთანი, ევედრე
ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს“ - (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“
(ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
დ
 
დიდი ცისკარი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო...“ 2 გზის (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და” ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“
(ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა:
„ზეცისა სუფევისა მ ჴურვალედ სურვილითა, მეუფესა და ღმერთსა ყოველ -თასა,
გონებითა უბიწო ჲთა ჰმსახურე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, და მ იუდრეკელ ხ ჳდოდი რა ჲ საშუალ,
გზასა მას სამეუფოსა, წარმართე ერნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, განიოტე ცოდვისა
ბნელი და განანათლე სავსება ჲ ქრისტჱს მორწმუნეთა, ეგრეთვე აწ სულთა ჩუენთათ ჳს
გამოჴსნაჲ ითხოვე, ნეტარო თამარ, და გ ჳძღჳდე ჩუენ სლვად გზასა მას მცნებათასა და
შენთანავე ღირს-ყოფად სასუფეველსა ცათასა“.
„დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „საღმრთო სამკ ჳდრებელ-იქმენ სიტყ ჳსა, მხოლო ყოვლად
წმიდაო დედაო და ქალწულო, სიწმიდითა ანგელოზთა უმაღლესო, უფრო ჲს ყოველთა
შეცოდებითა მე მტვერ -ქმნილი და ჴორცითა შეგინებული განმწმიდე ვედრებითა შენითა
საღმრთოჲთა წყლითა და მომმადლე, წმიდაო, დიდი წყალობაჲ“.
– წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა:
„რომელმან წარმართენ ძლევანი საკ ჳრველნი საჭურველითა ცხოველს-მყოფელისა
ჯუარისათა და მოსრენ ბანაკნი ქრისტ ჱს მბრძოლთანი, ითხოვე ქრისტ ჱს მიერ,
შეურყეველად დაცვა ჲ ეკლესიათაჲ, და მოცემად ჯუარითა ძლევა ჲ ერსა ჩუენსა, და
სიმტკიცჱ მორწმუნეთა და ამაღლება ჲ რქისა მათისაჲ, მწვალებელთა მათ ზედა, მშ ჳდობაჲ
სოფელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი“.
„დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „წინათ დასახავს გედეონ მიდგომილებასა, ხოლო დავით
მოუთხრობს შობასა შენსა, ღმრთისმშობელო, რამეთუ გარდამოხდა ვითარცა წვიმა ჲ
საწმისსა ზედა სიტყუა ჲ მუცელსა შენსა, რომელმანცა აღზარდე იგი უთესლოდ ქრისტე
ღმერთი ჩუენი, ქუეყანაო წმიდაო სოფლისა ცხორებაო, მიმადლებულო“.
– ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– „გადიდებსა“ მეფისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
– „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“:
,,რომელმან მზეებრ მოჰფინე წყალობა ჲ ღმრთისაჲ ყოველთა მკ ჳდრთა ქუეყანისა
შენისასა და განსწავლენ ქართველნი სიწმიდითა ცხო რებად და სიმართლითა სლვად,
ეგრეთვე გარდამეტებული სიტკბოებითა შენითა მოგუეც გულის ჴმისყოფაჲ შეცოდებათა
ჩუენთა, და გ ჳჴსენ მარადის საბრხეთაგან ეშმაკისა ჲთა და მზაკუარე ბათაგან კაცთა ჲსა,
რომელნი ესე სარწმუნოებითა ვ ევედრებით სახელსა შენსა ღმ რთივშუენიერსა და ყოვლად
პატიოსანსა, და დაუდუმებელად გადიდებთ“.
„დიდება“ „ აწ და “ მისივე: ,,განაახლენ, წმიდაო, საღმრთო ჲთა შობითა შენითა,
განხრწნილი ვნებათა შინა ქუეყანისა შობილთა მოკუდავი არსება ჲ, და აღად -გინენ
ყოველნი ს იკუდილისაგან უხრწნელებისა ცხორებად, ამისთ ჳს ჯერისაებრ გნატრით შენ,
ქალწულო, უფროჲსად ყოვლად საგალობელო“.
– I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაი
ჩემი“ (ჴმა IV).
მუხლი: ,,ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარუ-ლისა“.
– საცისკრო სახარება: ინ. 36 დას. X, 9-16.
– „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მეფისა თამარისათა...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- ,,ჴსენებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი აღმოგ ჳბრწყინდა ჩუენ დღეს, ვითარცა მირონი
აღმონადენი, რამეთუ ქრისტჱ შეიყუარა და ერნი განამტკიცნა, შიშით მონებად ღმრთისა და
ერთგულობით უფალთა თ ჳსთა, და აღამაღლნა ტაძარნი ქუეყანასა ზედა ჩუენთ ჳს
ჯუარცმულისა, და მიიღო ცათა შინა გჳრგჳნი სასოებისა“.
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2 გზის).
II კანონი მეფისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია - ,,უქმი ქუეყანა...“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
 
გალობა I, „უგალობდითსა“.
 
ძლისპირი: „ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგ ჳპტისათა
განერა ერი ისრაელთაჲ, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ“.
„ჰოი მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომ ელი ესე აწ მძლავრობს და მეუფებს ჩუენ
შორის ცოდვა ჲ, ვედრებითა კეთილმსახურისა მეფისა თამარისა ჲთა მი ჴსენ მისგან და
განმაძლიერენ მე“.
„რომელი სიჩჩო ჲთ შენით აღორძინდი საღმ რთოჲთა წერილითა და მოირწყე მადლთა
დაუწყვედელითა ნაკადულითა, სათნოებათა მწყობრნი ჯეროვანად წ არჰმართენ და წყარო ჲ
მოწყალებისაჲ მხუმეველთა განუმრავლე კეთილმო-ღუაწებითა შენითა“.
„გულისჴმის-ყოფაჲ მიუწთომელი მოგეცა შენ სიყრმით შენითგან და ფრთოვან იქმენ
ღმრთისა სიყუარულითა, რამეთუ ღმერთი შეიყუარე სრულიად, ყოვლითა ძალითა შენითა და
მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი, დიდებულო მსახურო ღმრთისაო, ნეტარო თამარ“.
„წრფელ, მდაბალ, მშ ჳდ და მოწყალე, და ს ახიერ იყავ შენ, ნეტარო, შეცულ სიყუარულითა,
და ბრძენ და გონიერ, და ყოვლითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ სათნოებითა“.
,,დიდება“: ,,ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული
და თანა შემწე სარწმუნოებისა, ესრჱთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და
შეგვზღუდენ ჩუენ ოხითა შენითა“.
,,აწ და“: ,,ბჭეო აღმოსავალისა საღმრთო ჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანუ -ლისანი და
ბჭეთაგან სიკუდილშემოსილისა ცოდვისათა, მი ჴსენ შუამდგომე -ლობითა შენ ითა,
ღმრთისმშობელო“.
 
გალობა III, „განძლიერდასა“.
 
ძლისპირი: „განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა.
დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდა ჲ შენებრ,
კაცთმოყუარე“.
„დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ, წმიდაო თამარ: ჵ
საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, მეფეო კეთილსახიერო, მოგუხედენ, ზეცით
გარდამო და გჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად“.
„სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ ფრიად,
დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისა ჲ, ბრწყინვალე ლოცვა ჲ
შენი აღიწეოდა ზეცას, სანატრელო მეფეო თამარ, გ ჳთხოვე ქრისტ ჱს ღმრთისაგან დიდი
წყალობაი“.
„სამკჳდრებელო სიწმიდისაო და ძირო ყოვლისა სათნოებისაო, ვითარ -იგი ლოცვა ჲ შენი
შეიწირვის წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, რა ჲთა მოგუფინოს ქუეყანასა ზედა მშ ჳდობაჲ და
სიხარული ცათა შინა“.
„არა მაქუს მე სიტყუაჲ ღირსი სათნოებათა შენთა ბრწყინვალეთა შემკობად, წმიდაო თამარ.,
არამედ შემნდობელ მექმენ უღირსსა ამას და შეიწირე კნინი ესე და უძლური გალობა ჲ და
ნაცულად მომანიჭე მადლი და წყალობაი“.
,,დიდება“: ,,შესავედრებელ გ უექმენ ჩუენ, და ძალ -მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო,
რომელნი ესე სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და
ყოვლად სანატრელსა ჴსენებასა შენსა და დაუც-ხრომელად გადიდებთ“.
,,აწ და“: ,,მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და
ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დაშჯისა მი ჴსენ და
მაცხოვნე მე“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მეფისა: „საცხებელი სიხარულისა სცხე დიდებულად და ყოვლად -შუენიერად
მოყუასსა შენსა, მ ჴსნელო, რომელმან ღმრთისმსახურებითა განაგო რა ჲ მეფობაჲ თჳსი,
ყოველი შჯული ცხორებისაჲ კეთილად დაიმარხა და ყოველი მცნებანი ღმრთისანი ჯეროვნად
აღასრულა, ხოლო ლოცვითა და მარხვითა შეზღუდვილმან საცთური მოიძაგა და შუენიერებაჲ
შეიყუარა, რამეთუ ზეცისა ღმრთისა მფარველ ნი ანგელოზნი უძღოდენ და ჰფარვიდენ მას
ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა“ 2-გზის.
,,დიდება“ მისივე: ,,ჭეშმარიტად საკ ჳრველ-არს სურ ჳლი და სიყუარული შენი და
ღმრთისმსახურებაჲ, კეთილმსახურო მეფეო თამარ, რამეთუ სხუათა მათ სათნო -ებათა შენთა
კლდეთა ზედა მაღალთა და ა დგილთა მათ წმიდათა აღაშენენ ტაძ -არნი და მონასტერნი
სადიდებელად ღმრთისა და შეამკევ შუენიერად, და იქმენ მნათობ უბრწყინვალეს მზისა“.
,,აწ და“ მისივე: ,,უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა
შუამდგომელო, დაგ ჳფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და ბორო -ტის გარემოდგომილებისა
გჳჴსნენ ყოველნი, უბიწოო, რომელთა ყოველი სასო -ებაჲ შენ ზედა დაგ ჳძს, და აცხოვნენ
სულნი ჩუენნი საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა“.
 
გალობა IV, „მესმასა“.
 
ძლისპირი: „მესმა, უფალო, განგება ჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა ჲ, განვიცადენ
საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი“.
„აწ ადიდებს ჴსენებასა ღუაწლთა შენთასა კრებული მორწმუნეთა, და იქადის მეტეხი და
ვარძია ლოცვათათ ჳს შენთა მ ჴურვალეთა, სასუფეველისა დიდებისა მხილველო მეფეო
თამარ, ლოცჳთა შენითა ღირს-მყვენ ჩუენცა ხილვად დიდებისა მისისა“.
„ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა
შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუენთა განანათლე
სიწმიდითა შენითა, გევედრებით“.
„ვითარცა ახოვანმან მოღ უაწემან და მძლე -მძლავრმან, აღიჭურვე მკლავნიცა მოწყუედად
წინააღმდგომთა ღმრთისათა და ერიცა შენი, დედისა ღმრთისა წილ -ხდომილი და
კურთხეული, უშიშად დაიცევ, ხოლო ქუეყანაჲ შენი განავრცენ და აღაყუავენ“.
„რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი ეკლესი ანი შემწყნარებელად
ნათესავისა შენისა, ღმრთივშუენიერად შეიწყნარე მადლთა ბრწყინვალება ჲ და წესი
ღმრთივსულიერი ერსა შენსა დაუტევე, ნეტარო თამარ“.
,,დიდება“ - ,,ზეცისა ძალთა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ
ღმერთსა ჰმსახურე კეთილად და განუს ვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი
წყალობისანი განგჳხუენ ოხითა შენითა, გევედრებით“.
,,აწ და“ - ,,ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან
ჰშევ მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო“.
 
გალობა V, „ღამითგანსა“.
 
ძლისპირი: „განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა
მორწმუნეთა მშვიდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყვარე“.
„შეიზღუდე შენ შიშითა ღმრთისაჲთა, სანატრელო, და სიწმიდითა აღასრულე რაჲ ცხორებაჲ
შენი, უზეშთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად განაჩ ინე მეფობა ჲ შენი და
განადიდე სიმჴნჱ და ზეობაჲ შენი“.
„შენ შეგივრდებით მუ ჴლმოდრეკით, და გევედრებით ჴელაღპყრობით მლოცველნი, ყოვლად
ტკბილო და საწადელო ჴელმწიფეო, პატიჟთა მათგან ჯოჯოხეთისათა გჳჴსენ ტკბილითა მით
წყალობითა შენითა დაუცხრომელად შენდამი მვედ-რებელნი“.
„ჰმატდი შენ ყოველთა დედათა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმ ჴნისა ღუაწლისა
მოღუაწებითა დიდებულო ჴელმწიფეო, რომლისათ ჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუ ფემან
და მოგანიჭა ლხინებაჲ საუკუნოი“.
„ითხოვე, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, ყოვლისა სოფლისათ ჳს მშ ჳდობით დაცვაჲ და ერსა
ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცება ჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა
ჩუენთა უხუად დიდი წყალობაი“.
,,დიდება“ - ,,ჵ საჩინოო და საწადელო ჴელმწიფეო, გარდამეტებულითა სიტკბოებითა შენითა
გჳჴსენ ყოვლისაგან იწროებისა და საუკუნო ჲსაგან საშჯელისა წინაშე ხატსა შენსა
მდგომარენი და ღირსებით პატივისმცემელნი ჴსენებისა შენისანი“.
,,აწ და“ - ,,მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო რა ჲთა გარდამოგჳვლინოს სიმრავლჱ
მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი“.
 
გალობა VI, „ღაღადყავსა“.
 
ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა
მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და
იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა“.
„ვითარცა ვარსკულავი ღმრთივბრწყინვალჱ გამოუჩნდი ღელვა-გვემულთა, სოფლისა ზღუასა
შინა დანთქმულთა ექმენ მნათობ და ჯუარისა ძალსა მინდო -ბილმან დაამდაბლენ
ქედმაღლობაჲ უშჯულოთა მეფეთაჲ, ნეტარო თამარ“.
„შემოიკრიბე რა ჲ კრებული წმიდათა მამათა ჲ, ვითარცა მ ჴნემან მოღუაწემან, განჰმართენ
ყოველნი წესნ ი უდებთაგან და ჴსნილნი და განადიდე სარწმუნოება ჲ ჭეშმარიტი და
ღმრთივკურთხეული, ბრძენო ჴელმწიფეო“.
„ცოდვათაგან მომკუდარი და ვნებათაგან ღელვა -გვემული მაცხოვნე და მიმიძეღუ
ნავთსაყუდელსა საღმრთოსა მცნებათასა, სიქადულო დედათაო, რამეთუ შენ ხარ მყუდრო
ნავთსაყუდელი ღელვა-გვემულთა“.
„ნუ დაი ჳწყებ ერსა შენსა, დედოფალო, და ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა შენითა ნუ
მოიჴსენებ ძ ჳრსა ჩუენსა, არამედ დაშრიტე აღძრვა ჲ უკეთურთაჲ და მწვალებელთა ენანი
მოაუძლურენ, ხოლო მართლ -აღმსარებელთა აღამაღლენ გ ჳრგჳნი და მშ ჳდობაჲ მოჰმადლე
ერსა ქრისტეანეთასა“.
,,დიდება“: ,,რომელი განანათლებ სულთა შიშითა და ლმობიერად მვედრებელთა სიწმიდისა
შენისათა და საკრველისაგან ი ჴსნი შენითა ღმრთისა მიმართ სათნო ჲთა ლოცვითა, შეიწირე
ჩუენიცა უნდო ჲ ესე გალობა ჲ და გ ჳთხოვე ქრისტ ჱს ღმრთი-საგან ცოდვათა ლხინებაჲ და
წყალობაჲ, ნეტარო თამარ“.
,,აწ და“: ,,განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისა ჲთა, მძვინვარედ
მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი
შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მეფისა: ,,ზეციერი სიბრძნ ჱ და ცხორება ჲ მოიგე და ბრწყინავ, ვითარცა მზ ჱ,
ხოლო შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთა ჲთა განანათლებ ყოველთა, რომელნი სურვილით
აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, სამ -გზის სანატრელო, მეფეო თამარ, ჩუენ მოყუარეთა
შენთა და სურ ჳლით პატივისმცემელთა, მოგუეც ზეცით ცხორებისა წარმართება ჲ, და
შეცოდებათა ჴსნაი“ (ხმა VIII).
- იკოსი მეფისა: ,,შეგემოსა, დიდებულო, მოწყალება ჲ, ვითარცა პორფირი, და კეთილი
სიმშჳდჱ, ვითარცა ძოწეული, ხოლო გ ჳრგჳნად დაგედგა, სახელდიდო მეფეო ქართველთაო,
მწყობრნი ყოველთა სათნ ოებათაჲ და გონებითა სრულითა ჰმონებდი უფალსა და ესრეთ
შემკობილი შეხუედ სასუფეველსა და აკურთხევ ქრისტესა ღმერთსა უკუნისამდე“ (ხმა VIII).
 
გალობა VII, „კურთხეულარსა“.
 
ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი სა ჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით
შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მ ჴსნელო, ძლევამოსილი მეფ ჱ
ქართველთაჲ, ამისთ ჳს უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და იტყოდა: კურ -თხეულ ხარ
შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„სიხარულისა მომფენელო სიბრძნისა საუნჯეო, კრებული ესე შენ მიერ განათლებული,
დღესასწაულსა შენსა სიხარულითა შემოვკრბებით და დამბადებელსა ვადიდებთ: კურთხეულ
ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„გამოშჩნდი, დიდებულო ქრისტ ჱს მსახურო, შუენიერებითა და გონიერებითა შენ ითა, და
ღირს-მყავ შესხმად ქებულებისა შენისა, რომელნი ესე ამბორს უყოფთ ხატსა შენსა ყოვლად
პატიოსანსა და ქრისტესა დაუდუმებელად ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო,
უკუნისამდე“.
„გამოშჩნდი რა ჲ მუშაკ სათნოებათა, კეთილად დამწყსე ერი შენი, საზეპურო ღმრთისა ჲ და
აღიღე მისგან საძაგელება უშჯულოებისა ჲ, რომლისათ ჳსცა სამ -ადლობელსა გალობასა
აღუვლენთ ღმერთსა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„დიდება“ - „ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლებულმან, ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი
განიოტე, და სირცხჳლეულ-ყვენ რაჲ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, წადიერად და სურვილით
აღმოიტყოდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
,,აწ და“ - „ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩ ვეულებისაგან უჯერო ჲსა,
მოწყალებისა მომართ შე ნისა მოვივლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვ -ლადწმიდაო
ღმრთისმშობელო“.
 
გალობა VIII, „აკურთხევდითსა“.
 
ძლისპირი: „შჳდწილ აღაგზნა სა ჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათ ჳს
გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი
ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მ ჴსნელისა ღაღად -ყო:
აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას
უკუნისამდე“.
„უფალსა ყოვლის -მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო ჴელმწიფეო, ჩ უენ უღირსთა
მონათათჳს, რა ჲთა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა: მღდელნი უგალობდით, ერნი
უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„მარხუაჲ და ლოცუა ჲ დაუცადებელი მოიგე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, მღ ჳძარებაჲ და ზე-დგომაჲ
უჴორცოთა მიმსგავსებული, და ესრეთ აღასრულე სრბა ჲ შენი და წადიერად უღაღადე
ღმერთსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე“.
„არა ეც ძილი თუალთა შენთა, არცა ჰრული წამთა შენთა, არამედ ლოცვითა და შრომითა
განსწმიდე რაჲ სული შენი, შეემსჭუალე სიყუარულსა ქრისტ ჱსა, და ღაღადებდი გალობასა
ძლევისასა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე“.
„მეფევ ს ჳანო, მშ ჳდო, წყნარო და მდაბალო, მ ჴნეო, ქუელო, კეთილ -მძლეო, და არ
შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგა -ლობთ
დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა“ - „დღეს ჴსენებასა წმიდასა და
ერის-კრებასა დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და ღმრთივგანბრძნობილთა,
მოყუარეთა დღესასწაულისათა კრებული, რამეთუ სახარუ -ლევან არს ერისადა მწყემსი,
მეოხი და ღმრთისა მიმართ მ ჴურვალედ მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი
უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„აწ და“ - „თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლ ჳთა დაბრმობილნი, ღმრთის -მშობელო,
განანათლენ, გონება ჲ და გული მრავალ -ხატითა აღშფოთებული და -ამშჳდენ, გევედრე ბი,
მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით
მას უკუნისამდე“.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
 
გალობა IX, „ადიდებდითსა“.
 
ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყან ისანი შეძრწუნებულ იქმნნეს,
რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშო ჲ შენი უმაღლჱს ცათა საყდართა
გამოაჩინა. ამისთ ჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ,
გადიდებენ შენ“.
„იხარებ შენ გუნდთა მათ თანა ანგელოზთასა, ყოვლად ნეტარო დედოფალო, რამეთუ
სიმჴნით იღუაწე ჴორცითა, ვითარცა უჴორცომან და განანათლე შენდა რწმუნებული იგი ერი
ქრისტჱს მოსახელჱ, წმიდაო თამარ“.
„სიყუარული და სურვილი მოწყალებათა მაღალი, ვითარცა პორფირი შეგემოსნეს შენ,
ღმრთისმოყუარეო ცხებულო უფლისაო, რამეთუ წყალობითა ყოველთა ჲთა მოიგე წყალობა ჲ
ღმრთისაჲ, ხოლო ცათა შინა მიიღე გჳრჳნი სასოებისაი“.
„პირად-პირადად შემკულ ხარ გ ჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფო ჲთა,
და პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო, და ჰსუფევ მეუფისა თანა
ძალთასა, რამეთუ ღმერთსა მსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა“.
„მიცვალებასა შენსა, სანატრელო, აკურთხე ყოველი და მხიარულებით ანგელოზთა
კრებულმა შეიწყნარა სული შენი უბიწო ჲ, რომელთა შორის იშუებ, სკიპტრის -მპყრობელთა
შორის უსაჩინოესო დედოფალო, წმიდაო თამარ, და მეოხ ხარ სულ-თა ჩუენთათჳს“.
„დიდება“ - „აწ მზისა ბრწყინვალებისა უბრწყინვალეს ელვარე ხარ, მადლითა სულისა ჲთა
მღჳძარეო ჴელმწიფეო, შარავანდედი ლოც ჳსა შენისა ჲ მოგუფინე და ზიარ -მყვენ ნათელსა
შენსა“.
„აწ და“ - „ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ
მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთ ჳსცა გევედრებით
შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მი ჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა
ცხოვართა თანა აღმრაცხე“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ მეფისა:
- „დიდბუნებოვანო, ძლიერო და სუე-დოვლათიანო მეფეო ქართველთაო, ვერ წარგიპარა შენ
სიმდიდრემან და დიდებამან, ვითარცა ძველ-ოდესმე მეფენი მრავალნი, არამედ პირველად
ეძიებდი სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინა შენ, ხოლო აწ აღრაცხულ ხარ
ბრწყინვალებასა შინა წმიდათასა, და მოყუარეთა სიწმიდისა შენისათა მიანიჭებ კურნებასა და
განათლებასა.
„დიდება“ მისივე: ,,მფლობელმან დაბადებულთამან იხილა მორჩილება ჲ გონებისა შენისაჲ, და
განაბრწყინვა რა ჲ სულთა ცნობა ჲ შენი ღმრთისმეცნიერებითა, სარწმუნო გყო სოფე ლსა შინა
და ბრწყინვალ ჱ, უფრო ჲს მზისა, ბრწყინვა ლებითა კეთილთა საქმეთა ჲთა გამოგაჩინა,
სანატრელო მეფეო, წმიდაო თამარ“.
,,აწ და“ მისივე: ,,ხატისა შენისა არა თაყუანის-მცემელნი, ძისა და ღმრთისა შენისა, ქალწულო,
სარწმუნოებითა წმიდითა განსდევნენ, ვითარცა უღმრთონი, და გეჰენიასა შინა შთასთხიენ“.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები მეფისა - 4 მუხლად:
„მხიარულითა გულითა მოვრბიოდეთ, მორწმუნენო, ტაძარსა ღმრთისასა, ვიხილოთ და
მოვიღოთ მადლი იგი დავითის ძირთაგან აღმომორჩებულისა და აბრაჰამისებრითა სიუხ ჳთა
განშუენებულისა თამარისი, ანუ დავბეროთ ნესტუსა გალობათასა, და განვსცხრებოდეთ და
ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა წმიდისა მეფისა ჩუენისასა,
და ვადიდებდეთ ჴსენებასა მისსა ყოვლად ბრწყინვალესა და საჴელოვანსა“.
„ღმრთისა მიერ მოცემული მადლი, განმანათლებელი სულთა, მოიღე შენ ბწყინვალედ
და ერი შენი განსწურ თნენ სიტყ ჳთა და საქმითა საღმრთო ჲთა, ეგრეთვე ჩუენცა ნუ
დაგჳვიწყებ, დედოფალო, და მოგვანიჭე სიბრძნ ჱ კეთილისა და ბოროტების განრჩევისა და
მოგვეც ძალი მოტევებისა, რაჲთა სიყუარულითა ღმრთისა და მოყუასისაჲთა ერთ ზრახვად
შეკრულნი ვიდოდეთ მამულ -პაპურსა გზასა ზედა და მარადის გნატრიდეთ შენ,
ჭეშმარიტად საქებელსა“.
„ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თ ჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის
საჩინოო და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკ ჳრველთა,
რომლისა ღირსად გამოთქუმა ჲ ვერ ძალუძს ენასა კაცის ასა, არამედ იხარებს და
განსცხრების ივერთა ეკლესია ჲ ჴსენებითა შენითა, და იქადის და ღაღადებს ყინწვისი და
ბეთანია მადლითა და დიდებითა შენითა, ხოლო ჩუენ მხილველნი ვარძიისა და ქუაბ -
ქმნილთა კლდეთა, გუეშინის რა ჲ დადუმებად, სარწმუნოებითა და სასოებით გიღაღადებთ,
და ვითარცა ქუეყანისა ჩუენისა განმაშუენებელსა და ეკლესია -მონასტერთა
აღმაშენებელსა, გალობითა ქებისაჲთა დაუცხრომელად გადიდებთ“.
„სუფევდი რა ჲ სამეფოთა და სამფლობელოთა შინა შენთა სიმ ჴნითა და სიქველ ითა
დავითიანითა, იქმენ უბრძნეს ბრძნისა მის სოლომონისა, რამეთუ არა შეშინდი შენ
შიშისაგან მაცთურისა მტერისა, არამედ მშჳლდი და ისარნი ეშმაკთანი შემუსრენ ლოც ჳთა
მჴურვალითა, და ენა ჲ გესლოვანი უღმრთოთა მწვალებელთა ჲ დაჴსენ ძალითა
საღმრთოჲთა, რომლისა მიერ აღამაღლე გჳრგჳნი მართლმ ადიდებელთაჲ და განადიდე
სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და ღმრთივ-კურთხეული, ხოლო აწ იხარებს სული შენი წინაშე
წმიდისა სამებისა და განიცდი დიდებასა გამოუთქუმელსა, ნეტარო თამარ“.
„დიდება“ მისივე: „გიხაროდენ, სწორუპოვარო დიდო ხელმწიფეო, რომელი შეიჭურვე
საჭურველითა ჯუარისა ჲთა, სასოებითა სარწმუნოებისა ჲთა და სიყუარულითა
სიმტკიცისაჲთა და დაჰლეწე ყოველი საჭურველი მძვინვარისა ბრძოლისა ჲ; გიხაროდენ,
დავითის ბრწყინვალეთა ძლევათა აღმადგინებელო და განმამტკიცებელო სახელისათ ჳს
ქრისტჱსა; გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა წყაროო დაუწყვედელო, რომელი დაათრობ
კიდეთა ქუეყანისათა; გიხაროდენ, სიქადულო დედათაო, შ ჳლთა მორჩილებად მამა-დედათა,
და მშობელთა – სული-თა საღმრთო ჲთა შ ჳლთა საყუარელთა მოწყალებად
განმწვრთუნელო; გიხარო -დენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა გა ნმაბრწყინვებელო
და სამეფოთა შენთა ერთ ზრახუად შემკვრელო, სამგზის სანატრელო წმიდაო თამარ,
მოსავნი შენნი ვითხოვთ ღმრთისაგან მშჳდობასა და დიდსა წყალობასა“ (ხმა I)
,,აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,რვა ხმათა“ („დიდების” ხმის მიხედვით):
,,ვსძლე მე...“ (ხმა I)
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და” ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“
(ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
– ტროპარი და კონდაკი: მეფისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მეფის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი ,,დიდება“
,,აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მეფისა.
კონდაკები: ,,დიდება“ - მეფისა;
,,აწ და“ - ტაძრისა.
ბ ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მეფისა.
კონდაკები: - ტაძრისა
,,დიდება“.- მეფისა;
„აწ და“ - ,,სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მეფისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მეფისა.
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.
მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.
წარდგომა (ჴმა IV): „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი“.
ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი
ლიბანისაი განმრავლდეს“.
მუხლი: „დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა, ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩვენი -სათა
ჰყვაოდიან“.
ალილუია (ჴმა I): ,,ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშუე-ბდეს ფრიად“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.