საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
კვირა, 14 მაისი 2023
ძველი სტილით: 1 მაისი
აღდგომიდან მე-5 კვირა

ხსენება

აღდგომიდან მე-5, სამარიტელის კვირა.
კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა (1213); წმ. ზოსიმე II, კუმურდოელი ეპისკოპოსისა, ჰიმნოგრაფისა (XV); წინასწარმეტყველისა იერემიასი (VI ს. ქრისტეს წინ); ღირსმოწამისა ვატა სპარსელისა (IV). დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „მოულოდნელი სიხარული“.

საკითხავები

ცისკ. – სახ. VII, ინ. 63 დას. XX, 1-10.
ლიტ. – საქ. 28 დას. XI, 19-26, 29-30. ინ. 12 დას. IV, 5-42.
წმ. – ებრ. 335 დას. XIII, 17-21. მთ. 11 დას. V, 14-19.
მეფ. – რომ. 108 დას. XII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.

ტიპიკონი

სამარიტელი კვირას „ღამისთევის“ (V რანგი) მსახურება.
გადაამოწმეთ საეკლესიო კალენდარში

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის I პერიოდი – ზატიკი (აღდგომიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე) · თომას კვირიდან აღდგომის წარგზავნამდე
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – ტრიოდიონ ზატიკი; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – კვირა დღეს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
თავისებურებები
  • ყველა მსახურება იწყება „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 3-გზის გალობით; ამის შემდეგ „მოვედით თაყვანი-ვსცეთ“ აღარ ითქმის (ღამისთევის მწუხრზე – ასამაღლებლის შემდეგ).
  • ლიტურგიაზე „ღირსარსის“ ნაცვლად იგალობება „ანგელოზი ღაღადებს“ და „განათლდი, განათლდი“ (ერგასის განზოგებისა და მისი წარგზავნის გარდა).
  • ცისკარზე საცისკრო კანონთა წინ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ“ – 3-გზის.
  • „მეუფეო ზეცათაო“ არ იკითხება და არ იგალობება სულთმოფენობამდე.
  • ზატიკის საკითხავები თვენის საკითხავებზე წინ იკითხება; ზატიკში მითითებული „დღესასწაულის საკითხავები“ არის უკანასკნელი კვირის, განზოგების, ამაღლების ან სულთმოფენობის საკითხავები, და არა პასექის.

მსახურების მიმდევრობა

2023 წელი 1 მაისიაღდგომიდან V კვირა14 მაისი
ძველი სტილითსამარიტელის კვირაახალი სტილით
 
ხსენება:
კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა (1213); წმ. ზოსიმე II, კუმურდოელი ეპ., ჰიმნოგრაფისა (XV); წინასწარმეტყველისა იერემიასი (VI ს. ქრისტეს წინ); ღირსმოწ. ვატა სპარსელისა (IV). დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „მოულოდნელი სიხარული“.
 
ცისკ. - სახ. VII, ინ. 63 დას. XX, 1-10.
ლიტ. - საქ. 28 დას. XI, 19-26, 29-30. ინ. 12 დას. IV, 5-42.
წმ. - ებრ. 335 დას. XIII, 17-21. მთ. 11 დას. V, 14-19.
მეფ. - რომ. 108 დას. XII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი თამარ მეფის სადღესასწაულო განგებიდან, რომლის ტექსტსაც ქვემოთ გთავაზობთ.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: სამარიტელი კვირას „ღამისთევის“ (V რანგი) მსახურება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
დიდი მწუხრის ჟამი:
 
– მღვდელი ასამაღ.: ,,დიდება წმიდასა და თანაარსსა...“
– გუნდი - ამინ. ,,ქრისტე აღდგა მკვდრეთით...“ - 3 გზის.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ზატიკიდან) (ჴმა IV).
- სამარიტელისა - 3 მუხლი (ზატიკიდან).
- მეფისა - 4 მუხლი:
„მიანიჭე შენ, კაცთმოყუარეო, თ ჳთმპყრობელსა მეფესა ქართველთასა
სიბრძნჱ იგი სოლომონისი, დავითის სიმშვიდ ჱ და მოციქულე ბრივი
კეთილად მსახურება ჲ, რომლისა მიერ კეთილად განაგო მან მეფობა ჲ
თჳსი, ვითარცა მეფეთა მეუფემან და მფლობელთა ყოველთა მფლობელმან,
მის თანა შენისა ღმრთეებისა განგებულებასა ვადიდებთ, იესუ ყოვლად
ძლიერო და მჴსნელო სულთა ჩუენთაო“ 2-გზის.
„რტო ნაყოფიერ იქმენ შენ, ღმრთივგანბრძნობილო, აღმოცენებულ
ძირთაგან ღმრთისმსახურთა, რომელმან საქმ ჱ, ხედვა ჲ და სიყუარული
კეთილ-ად წარჰმართე და გარდაემატე ძუელთა, გინა ახალთა მეფეთა
ღუაწლთა, ქრისტე აღიარე ღმერთად და მეუფედ და ქუ ელისმოქმედად და
მჴსნელად და მძლედ ყოველთა მთავრობათა და უმაღლეს ჴელმწიფებათა,
წმიდაო თამარ, რომლისათჳსცა წარგიმართა ქრისტესმოყუარჱ იგი მეფობაჲ
შენი, იესუ ყოვ-ლად ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“.
„ვითარცა გული შენი, განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო
ჴელთა შინა ღმრთისა ჲთა, ეგრეცა ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი
ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი
ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, რა ჲთა შეგუჭურნეს ჩუენ ჴელითა
თჳსითა უძლეველითა, ყოვ ელთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა,
იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“.
„აწ ვითარ აღმოსთქუას გონებათა და პირთა ჩუენთა სიტყვანი კეთილნი:
შესხმაჲ, ქება ჲ და დიდება ჲ ძლევით გ ჳრგჳნოსნობისა და მძლედ მფლობე -
ლობისა შენისა ღირსად შესწორებულნი: სიმშჳდჱ - საქებელი, ლმობიერებაჲ
- მოწლე, მოწყალება ჲ - თანა ლმობილი, უმანკოება ჲ - უზაკუელი,
სიწრფოებაჲ - უსიცრუო, სახიერებაჲ - ზოგადი, სიუხუჱ აღუზვავებელი და
თავი ყოვლისა კეთილისა - შიში ღმრთისა ჲ და მსახურება ჲ მისი
შეუორგულებელი, ამისთ ჳსცა ღირს იქმენ, სასუფეველსა ცათასა, რომელი
დაგიმკჳდრა იესუ ყოვლადძლიერ-მან და და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“.
„დიდება“ სამარიტელისა: ,,ჯურღმულსა ზედა...“ (ჴმა VI) (ზატიკიდან).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „რომელი იგი
შენ მიერ...“ (ჴმა IV).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა დღისა.
– ,,ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრის და მეფისა:
„ჴსენებაჲ შენი ყოვლად პატიოსანი, განაცისკროვნებს კიდეთა ღმრთივცნობისა
ნათლითა, ღმრთივგანბრძნობილ გონებათა დამატკბობელო ბრძენო ჴელმწიფეო,
რამეთუ შენ მეფეთა შორის სიმ ჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა კეთილმსახურად
გამოჩნდი და შჯულნი დაიმარხენ ზეციურისა მეუფისანი, რომლისათჳსცა სათნო-
ყო სიკეთჱ მეფობისა შენისაჲ მეუფემან ჩუენმან, და ჴელმწიფეთა სახელისა და
დიდებისა შარავანდედად გამოგაჩინა“.
„აღხვედ რა ჲ მადლითა სულისა წმიდისა ჲთა ცხებულო, ტახტსა მას
სამეუფოსა, რომელ მოგენიჭა ჴელითა უფლისა შენისა ჲთა, უცხო ექმენ
საცთურთა სოფლისათა და კეთილმსახურებისა წინამბრძოლ და შემწედ
უძლეველ გამოშჩნდი, რომლისათ -ჳსცა შემწედ გუეპოები შენდამი ესრ ჱთ
მსასოებელთა, დიდებულო, მ ჴნეო ჴელმწი-ფეო, და მარადის გი ჴმობთ, ყოვლად
პატიოსანო: გიხაროდენ, თამარ, მართლმორწ-მუნეთა ბრწყინვალეო სამკაულო“.
„მოიღე რა ჲ ღმრთისაგან პატივი და ნიჭი მეფობისა ჲ, შეიჭურვე საჭურველი
ღმრთისმსახურებისაჲ და სიმნ ჱ სულისაჲ და საქმითა მართლმადიდებლო -
ბისაჲთა განბრწყინდი, რომლისათ ჳსცა სოლომონისაებრ გმონებდენ ყოველნი
მეფენი ქუეყანისანი და წინაშე შენსა ლიტანიო ბდენ მდიდარნი ერისანი, ხოლო
ჩუენ ყოველნი, ვითარცა დედასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ და
გალობითა ქებისა ჲთა ერთ ჴმობით გიღაღადებთ: საწადელისა შენისა ქრისტ ჱს
თანა მომიჴსენენ შემსხმელნი შენნი“.
,,დიდება“ მეფისა: ,,ეჰა, რაბამი დიდებულება ჲ შეგძინა შენ სიმ ჴნემან, სანატ-
რელო, რომელმან სამსახურებელნი იგი კერპთანი აღპყრობითა და ამაღლებითა
ძელისა ცხორებისაჲთა დაამჴუ და დაარღვიე ყოველივე უღმრთოებისა იგი საც -
თური ძალითა ქრისტ ჱსითა და დასთრგუნე, ხოლო წარმართთა სიმრავლენი
მეცნიერებად ღმრთისა მოიყვან ენ და დაამტკიცენ მართლმადიდებლობასა, აწ
კადნიერებით გჳთხოვე ჩუენ განათლებაჲ, განწმედაჲ და დიდი წყალობაი“.
„აწ და“ სამარიტელისა: ,,იხარებდით ბრწყინვალედ...“ (ჴმა III).
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომის 1 მუხლი და პასექის
დასდებლები.
,,დიდება“ სამარიტელისა: „ოდეს განცხადე...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ზატიკისა: ,,აღდგომისა დღე არს...“
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- ღმრთისმშობელო ქალწულო – 2-გზის.
ტროპარი წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკ ჳრველო, იბერიის მნათობო,
კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ
საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მ ჴედრობანი
ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა
დაამჴუენ სპანი აგარიანთანი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა
ჩვენთათჳს“ (ჴმა IV).
 
დიდი ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...“ 2-გზის (ჴმა IV).
„დიდება“ წმ. თამარისა: ,,წმიდათა შორის საკ ჳრველო, იბერიის მნათობო,
კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშე -
ნენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მ ჴედ-
რობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა
დაამჴუენ სპანი აგარიანთანი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა
ჩვენთათჳს“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი“
(„დიდების“ ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - აღესრულება.
– წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - ზატიკიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „აღდეგ, უფალო, ღმერთო ჩვენო,
ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიხოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო
ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაჲ შენი“.
– ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– „გადიდებსა“ მეფისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით (ღირსისა საზოგადო)
- დავითნიდან (დავითნი 1880: გვ. 417-418):
გადიდებთ შენ წმიდაო კეთილმსახურო მეფეო თამარ და პატივს -
ვჰსცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა, რამეთუ შენ ხარ მეოხი ჩ უენი
წინაშე ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა.
– აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.
– იპაკო (ზატიკიდან).
– წარდგომები შემდგომად I და II სტიხოლოღიებისა (ზატიკისა).
– წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“:
,,რომელმან მზეებრ მოჰფინე წყალობა ჲ ღმრთისაჲ ყოველთა მკ ჳდრთა
ქუეყანისა შენისასა და განსწავლენ ქართველნი სიწმიდითა ცხო რებად და
სიმართლითა სლვად, ეგრეთვე გარდამეტებული სიტკბოებითა შენითა მოგუეც
გულისჴმისყოფაჲ შეცოდებათა ჩუენთა, და გ ჳჴსენ მარადის საბრხეთაგან
ეშმაკისაჲთა და მზაკუარე ბათაგან კაცთა ჲსა, რომელნი ესე სარწმუნოებითა
ვევედრებით სახელსა შენსა ღმრთივშუენიერსა და ყოვლად პატიოსანსა, და
დაუდუმებელად გადიდებთ“.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: ,,განაახლენ, წმიდაო, საღმრთო ჲთა შობითა
შენითა, განხრწნილი ვნებათა შინა ქუეყანისა შობილთა მოკუდავი არსება ჲ,
და აღად-გინენ ყოველნი ს იკუდილისაგან უხრწნელებისა ცხორებად, ამისთ ჳს
ჯერისაებრ გნატრით შენ, ქალწულო, უფროჲსად ყოვლად საგალობელო“.
– ანტიფონები (ზატიკიდან).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,აღსდეგ ღმერთო შემეწიენ ჩვენ და მიხსენ ჩვენ
სახელისა შენისათვის“ (ჴმა IV).
მუხლი: ,,ღმერთო ყურთა ჩვენთა გვესმა ჩვენ და მამათ ჩვენთა გვითხრეს ჩვენ“.
– საცისკრო სახარება: სახ. VII, ინ. 63 დას. XX, 1-10.
– „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება - 3 გზის.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღდგა რა იესო განთიად...“
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი აღდგომისა (ღვთისმშობლის მუხლებით) - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი მეფისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი სამარიტელისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (ზატიკიდან).
– კატავასია პასექისა: „აღდგომისა დღე არს...“
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
კ კანონი მეფე თამარისა:
 
გალობა I, „უგალობდითსა“.
 
ძლისპირი: „ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან
ეგჳპტისათა განერა ერი ისრაელთა ჲ, ღაღადებდა: მ ჴსნელსა ჩუენსა და უფალსა
უგალობდეთ“.
„ჰოი მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომ ელი ესე აწ მძლავრობს და
მეუფებს ჩუენ შორის ცოდვა ჲ, ვედრებითა კეთილმსახურისა მეფისა
თამარისაჲთა მიჴსენ მისგან და განმაძლიერენ მე“.
„რომელი სიჩჩო ჲთ შენით აღორძინდი საღმრთო ჲთა წერილითა და მოირწყე
მადლთა დაუ წყვედელითა ნაკადულითა, სათნოებათა მწყობრნი ჯეროვანად
წარჰმართენ და წყარო ჲ მოწყალებისაჲ მხუმეველთა განუმრავლე კეთილმო -
ღუაწებითა შენითა“.
„გულისჴმის-ყოფაჲ მიუწთომელი მოგეცა შენ სიყრმით შენითგან და ფრთოვან
იქმენ ღმრთისა სიყუარულითა, რამეთუ ღმერთი შეიყუარე სრ ულიად, ყოვლითა
ძალითა შენითა და მოყუასი, ვითარცა თავი თ ჳსი, დიდებულო მსახურო
ღმრთისაო, ნეტარო თამარ“.
„წრფელ, მდაბალ, მშ ჳდ და მოწყალე, და ს ახიერ იყავ შენ, ნეტარო, შეცულ
სიყუარულითა, და ბრძენ და გონიერ, და ყოვლითა კეთილითა განშუენებულ და
შემკულ სათნოებითა“.
,,დიდება“: ,,ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი,
ყოვლად ქებული და თანა შემწე სარწმუნოებისა, ეს რჱთ გუექმენ შემსხმელთა
შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ ჩუენ ოხითა შენითა“.
,,აწ და“: ,,ბჭეო აღმოსავალისა საღმრთო ჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანუ -
ლისანი და ბჭეთაგან სიკუდილშემოსილისა ცოდვისათა, მი ჴსენ შუამდგომე -
ლობითა შენითა, ღმრთისმშობელო“.
 
გალობა III, „განძლიერდასა“.
 
ძლისპირი: „განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო
წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა
ვინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთმოყუარე“.
„დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენ სა და ღაღადებს შენდა მომართ,
წმიდაო თამარ: ჵ საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, მეფეო
კეთილსახიერო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და გ ჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან
დაუნთქმელად“.
„სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ
ფრიად, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისა ჲ,
ბრწყინვალე ლოცვა ჲ შენი აღიწეოდა ზეცას, სანატრელო მეფეო თამარ,
გჳთხოვე ქრისტჱს ღმრთისაგან დიდი წყალობაი“.
„სამკჳდრებელო სიწმიდისაო და ძირო ყოვლისა სათნოებისაო, ვითარ -იგი
ლოცვაჲ შენი შეიწირვის წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, რა ჲთა მოგუფინოს
ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და სიხარული ცათა შინა“.
„არა მაქუს მე სიტყუა ჲ ღირსი სათნოებათა შენთა ბრწყინვალეთა შემკობად,
წმიდაო თამარ., არამედ შემნდობელ მექმენ უღირსსა ამას და შეიწირე კნინი ესე
და უძლური გალობაჲ და ნაცულად მომანიჭე მადლი და წყალობაი“.
,,დიდება“: ,,შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ -მწე, ზეშთა ბრწყინვალეო
ჴელმწიფეო, რომელნი ესე სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს -ვსცემთ
მარადის სახარულევანსა და ყოვლად სანატრელსა ჴსენებასა შენსა და დაუც -
ხრომელად გადიდებთ“.
,,აწ და“: ,,მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარ დი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე
პირუტყვთა და ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო,
ყოვლისაგან დაშჯისა მიჴსენ და მაცხოვნე მე“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი მეფისა: ,,ზეციერი სიბრძნ ჱ და ცხორება ჲ მოიგე და ბრწყინავ,
ვითარცა მზ ჱ, ხოლო შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთა ჲთა განანათლებ
ყოველთა, რომელნი სურვილით აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, სამ -გზის
სანატრელო, მეფეო თამარ, ჩუენ მოყუარეთა შ ენთა და სურ ჳლით პატივისმცე-
მელთა, მოგუეც ზეცით ცხორებისა წარმართებაჲ, და შეცოდებათა ჴსნაი“.
- იკოსი მეფისა: ,,შეგემოსა, დიდებულო, მოწყალება ჲ, ვითარცა პორფირი, და
კეთილი სიმშ ჳდჱ, ვითარცა ძოწეული, ხოლო გ ჳრგჳნად დაგედგა, სახელდიდო
მეფეო ქართველთაო, მწყობრნი ყოველთა სათნ ოებათაჲ და გონებითა სრულითა
ჰმონებდი უფალსა და ესრეთ შემკობილი შეხუედ სასუფეველსა და აკურთხევ
ქრისტესა ღმერთსა უკუნისამდე“ (ხმა VIII).
- წარდგომა მეფისა: „საცხებელი სიხარულისა სცხე დიდებულად და ყოვლად -
შუენიერად მოყუასსა შენსა, მ ჴსნელო, რომელმან ღმრთისმსახურებითა განაგო
რაჲ მეფობაჲ თჳსი, ყოველი შჯული ცხორებისა ჲ კეთილად დაიმარხა და
ყოველი მცნებანი ღმრთისანი ჯეროვნად აღასრულა, ხოლო ლოცვითა და
მარხვითა შეზღუდვილმან საცთური მოიძაგა და შუენიერება ჲ შეიყუარა, რამეთუ
ზეცისა ღმრთისა მფარველნი ანგელოზნი უძღოდენ და ჰფარვიდენ მას ყოველთა
დღეთა ცხორებისა მისისათა“
- „დიდება“ „აწ და“ სამარიტელისა: „იხარებდინ ცანი...“ (ჴმა IV).
 
გალობა IV, „მესმასა“.
 
ძლისპირი: „მესმა, უფალო, განგება ჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა ჲ,
განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი“.
„აწ ადიდებს ჴსენებასა ღუაწლთა შენთასა კრებული მორწმუნეთა, და იქადის
მეტეხი და ვარძია ლოცვათათ ჳს შენთა მ ჴურვალეთა, სასუფეველისა დიდებისა
მხილველო მეფეო თამარ, ლოც ჳთა შენითა ღირს -მყვენ ჩუენცა ხილვად
დიდებისა მისისა“.
„ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან
განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა
ჩუენთა განანათლე სიწმიდითა შენითა, გევედრებით“.
„ვითარცა ახოვანმან მოღუაწემან და მძლე -მძლავრმან, აღიჭურვე მკლავნიცა
მოწყუედად წინააღმდგომთა ღმრთისათა და ერიცა შენი, დედისა ღმრთისა წილ-
ხდომილი და კურთხეული, უშიშად დაიცევ, ხოლო ქუეყანა ჲ შენი განავრცენ და
აღაყუავენ“.
„რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი ეკლესიანი
შემწყნარებელად ნათესავისა შენისა, ღმრთივშუენიერად შეიწყნარე მადლთა
ბრწყინვალებაჲ და წესი ღმრთივსულიერი ერსა შენსა დაუტევე, ნეტარო თამარ“.
,,დიდება“ - ,,ზეცისა ძალთა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო,
რამეთუ ღმერთსა ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა,
აწ კარნი წყალობისანი განგჳხუენ ოხითა შენითა, გევედრებით“.
,,აწ და“ - ,,ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლი -
თა, რომელმან ჰშევ მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო“.
 
გალობა V, „ღამითგანსა“.
 
ძლისპირი: „განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა
მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყვარე“.
„შეიზღუდე შენ შიშითა ღმრთისა ჲთა, სანატრელო, და სიწმიდითა აღასრულე
რაჲ ცხორებაჲ შენი, უზეშთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად
განაჩინე მეფობაჲ შენი და განადიდე სიმჴნჱ და ზეობაჲ შენი“.
„შენ შეგივრდებით მუ ჴლმოდრეკით, და გევედრებით ჴელაღპყრობით
მლოცველნი, ყოვლად ტკბილო და საწადე ლო ჴელმწიფეო, პატიჟთა მათგან
ჯოჯოხეთისათა გ ჳჴსენ ტკბილითა მით წყალობითა შენითა დაუცხრომელად
შენდამი მვედ-რებელნი“.
„ჰმატდი შენ ყოველთა დედათა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმ ჴნისა
ღუაწლისა მოღუაწებითა დიდებულო ჴელმწიფეო, რომლისათ ჳსცა განგადიდა
შენ ქრისტემან მეუფემან და მოგანიჭა ლხინებაჲ საუკუნოი“.
„ითხოვე, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, ყოვლისა სოფლისათ ჳს მშჳდობით დაცვაჲ
და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცება ჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს
ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაი“.
,,დიდება“ - ,,ჵ საჩინოო და საწადელო ჴელმწიფეო, გარდამეტებულითა
სიტკბოებითა შენითა გ ჳჴსენ ყოვლისაგან იწროებისა და საუკუნო ჲსაგან
საშჯელისა წინაშე ხატსა შენსა მდგომარენი და ღირსებით პატივისმცემელნი
ჴსენებისა შენისანი“.
,,აწ და“ - ,,მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო რა ჲთა გარდამოგ ჳვ-
ლინოს სიმრავლჱ მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი“.
 
გალობა VI, „ღაღადყავსა“.
 
ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ
ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე
ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონა ჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო
ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა“.
„ვითარცა ვარსკულავი ღმრთ ივბრწყინვალჱ გამოუჩნდი ღელვა -გვემულთა,
სოფლისა ზღუასა შინა დანთქმულთა ექმენ მნათობ და ჯუარისა ძალსა მინდო -
ბილმან დაამდაბლენ ქედმაღლობაჲ უშჯულოთა მეფეთაჲ, ნეტარო თამარ“.
„შემოიკრიბე რა ჲ კრებული წმიდათა მამათა ჲ, ვითარცა მ ჴნემან მოღუაწემან,
განჰმართენ ყოველნი წესნი უდებთაგან და ჴსნილნი და განადიდე სარწმუნოება ჲ
ჭეშმარიტი და ღმრთივკურთხეული, ბრძენო ჴელმწიფეო“.
„ცოდვათაგან მომკუდარი და ვნებათაგან ღელვა-გვემული მაცხოვნე და მიმიძეღუ
ნავთსაყუდელსა საღმრთოსა მცნებათასა, სიქადულო დედათაო, რამეთუ შენ ხარ
მყუდრო ნავთსაყუდელი ღელვა-გვემულთა“.
„ნუ დაიჳწყებ ერსა შენსა, დედოფალო, და ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა
შენითა ნუ მოი ჴსენებ ძ ჳრსა ჩუენსა, არამედ დაშრიტე აღძრვა ჲ უკეთურთაჲ და
მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ, ხოლო მართლ -აღმსარებელთა აღამაღლენ
გჳრგჳნი და მშჳდობაჲ მოჰმადლე ერსა ქრისტეანეთასა“.
,,დიდება“: ,,რომელი განანათლებ სულთა შიშითა და ლმობიერად მვედრებელთა
სიწმიდისა შენისათა და საკრველისაგან ი ჴსნი შენითა ღმრთისა მიმართ
სათნოჲთა ლოცვითა, შეიწირე ჩუენიცა უნდო ჲ ესე გალობა ჲ და გ ჳთხოვე
ქრისტჱს ღმრთი-საგან ცოდვათა ლხინებაჲ და წყალობაჲ, ნეტარო თამარ“.
,,აწ და“: ,,განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისა ჲთა,
მძვინვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღ ირს-მყავ
და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი სამარიტელისა (ჴმა VIII).
 
გალობა VII, „კურთხეულარსა“.
 
ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი სა ჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა
კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ,
უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მჴსნელო, ძლევამოსილი მეფჱ
ქართველთაჲ, ამისთ ჳს უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და იტყოდა: კურ-
თხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„სიხარულისა მომფენელო სიბრძნისა საუნჯეო, კრებული ესე შენ მიერ
განათლებული, დღესასწაულსა შენსა სიხარულითა შემოვკრბებით და
დამბადებელსა ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„გამოშჩნდი, დიდებულო ქრისტ ჱს მსახურო, შუენიერებითა და გონიერებითა
შენითა, და ღირს -მყავ შესხმად ქებულებისა შენისა, რომელნი ესე ამბორს
უყოფთ ხატსა შენსა ყოვლად პატიოსანსა და ქრისტესა დაუდუმებელად
ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„გამოშჩნდი რა ჲ მუშაკ სათნოებათა, კეთილად დამწყსე ერი შენი, საზეპურო
ღმრთისაჲ და აღიღე მისგან საძაგელება უშჯულოებისა ჲ, რომლისათ ჳსცა სამ-
ადლობელსა გალობასა აღუვლენთ ღმერთსა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო
ღმერთო, უკუნისამდე“.
„დიდება“ - „ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლებულმან, ბნელისა იგი უჩინო
წყუდიადი განიოტე, და სირცხ ჳლეულ-ყვენ რა ჲ ყოველნი მტერნი ღმრთისანი,
წადიერად და სურვილით აღმოიტყოდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო,
უკუნისამდე“.
,,აწ და“ - „ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან
უჯეროჲსა, მოწყალებისა მომართ შენისა მოვივლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვ-
ლადწმიდაო ღმრთისმშობელო“.
 
გალობა VIII, „აკურთხევდითსა“.
 
ძლისპირი: „შჳდწილ აღაგზნა სა ჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათ ჳს
გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისა ჲთა იხილნა უვნებელად
დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და
მჴსნელისა ღაღად -ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი
უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„უფალსა ყოვლის-მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო ჴელმწიფეო, ჩუენ
უღირსთა მონათათჳს, რაჲთა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა: მღდელნი
უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„მარხუაჲ და ლოცუაჲ დაუცადებელი მოიგე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, მღჳძარებაჲ და
ზე-დგომაჲ უჴორცოთა მიმსგავსებული, და ესრეთ აღასრულე სრბა ჲ შენი და
წადიერად უღაღადე ღმერთსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამარ -
ლებდით მას უკუნისამდე“.
„არა ეც ძილი თუალთა შენთა, არცა ჰრული წამთა შენთა, არამედ ლოცვითა
და შრომითა განსწმიდე რა ჲ სული შენი, შეემსჭუალე სიყუარულსა ქრისტ ჱსა,
და ღაღადებდი გალობასა ძლევისასა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად
ამარ-ლებდით მას უკუნისამდე“.
„მეფევ ს ჳანო, მშ ჳდო, წყნარო და მდაბალო, მ ჴნეო, ქუელო, კეთილ -მძლეო, და
არ შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონებ ა, და შენთანა
უგა-ლობთ დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად
ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა“ - „დღეს ჴსენებასა
წმიდასა და ერის -კრებასა დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და
ღმრთივგანბრძნობილთა, მოყუარეთა დღესასწაულისათა კრებული, რამეთუ
სახარუ-ლევან არს ერისადა მწყემსი, მეოხი და ღმრთისა მიმართ მ ჴურვალედ
მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას
უკუნისამდე“.
„აწ და“ - „თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლ ჳთა დაბრმობ ილნი, ღმრთის -
მშობელო, განანათლენ, გონება ჲ და გული მრავალ -ხატითა აღშფოთებული და -
ამშჳდენ, გევედრე ბი, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი
უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება,
არამედ ვგალობთ სამარიტელის კანონის IX გალობის ძლისპირს.
 
გალობა IX, „ადიდებდითსა“.
 
ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყან ისანი შეძრწუნებულ
იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშო ჲ შენი
უმაღლჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთ ჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი
და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ“.
„იხარებ შენ გუნდთა მათ თანა ანგელოზთასა, ყოვლად ნეტარო დედოფალო,
რამეთუ სიმჴნით იღუაწე ჴორცითა, ვითარცა უ ჴორცომან და განანათლე შენდა
რწმუნებული იგი ერი ქრისტჱს მოსახელჱ, წმიდაო თამარ“.
„სიყუარული და სურვილი მოწყალებათა მაღალი, ვითარცა პორფირი
შეგემოსნეს შენ, ღმრთისმოყუარეო ცხებულო უფლისაო, რამეთუ წყალობითა
ყოველთაჲთა მოიგე წყალობა ჲ ღმრთისაჲ, ხოლო ცათა შინა მიიღე გ ჳრჳნი
სასოებისაი“.
„პირად-პირადად შემკულ ხარ გ ჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა
სამეუფოჲთა, და პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო,
და ჰსუფევ მეუფისა თანა ძალთასა, რამეთუ ღმერთსა მსახურე კ ეთილად და
განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა“.
„მიცვალებასა შენსა, სანატრელო, აკურთხე ყოველი და მხიარულებით
ანგელოზთა კრებულმა შეიწყნარა სული შენი უბიწო ჲ, რომელთა შორის იშუებ,
სკიპტრის-მპყრობელთა შორის უსაჩინოესო დედოფალო, წმიდაო თამარ, და
მეოხ ხარ სულ-თა ჩუენთათჳს“.
„დიდება“ - „აწ მზისა ბრწყინვალებისა უბრწყინვალეს ელვარე ხარ, მადლითა
სულისაჲთა მღჳძარეო ჴელმწიფეო, შარავანდედი ლოცჳსა შენისაჲ მოგუფინე და
ზიარ-მყვენ ნათელსა შენსა“.
„აწ და“ - „ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო,
და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო,
ამისთჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მი ჴსენ მე დღესა შინა
სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“ არ იგალობება.
– „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
– „განმანათლებელი“ პასექისა: ,,ხორცითა მიიძინე...“
,,დიდება“ მეფისა: ,,მფლობელმან დაბადებულთამან იხილა მორჩილებაჲ გონებისა
შენისაჲ, და განაბრწყინვა რა ჲ სულთა ცნობაჲ შენი ღმრთისმეცნიერებითა, სარწ-
მუნო გყო სოფე ლსა შინა და ბრწყინვალჱ, უფრო ჲს მზისა, ბრწყინვა ლებითა
კეთილთა საქმეთაჲთა გამოგაჩინა, სანატრელო მეფეო, წმიდაო თამარ“.
,,აწ და“ სამარიტელისა: „სამარიად რა მოხვედ...“
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად (ჴმა IV).
- აღდგომისა - 4 მუხლი (ზატიკიდან).
- მეფისა - 4 მუხლი:
„მხიარულითა გულითა მოვრბიოდეთ, მორწმუნენო, ტაძარსა ღმრთისასა,
ვიხილოთ და მოვიღოთ მადლი იგი დავითის ძირთაგან აღმომორჩებულისა და
აბრაჰამისებრითა სიუხ ჳთა განშუენებულისა თამარისი, ანუ დავბეროთ ნესტუსა
გალობათასა, და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა
შინა დღესასწაულსა წმიდისა მეფისა ჩუენისასა, და ვადიდებდეთ ჴსენებასა
მისსა ყოვლად ბრწყინვალესა და საჴელოვანსა“ 2-გზის.
„ღმრთისა მიერ მოც ემული მადლი, განმანათლებელი სულთა, მოიღე შენ
ბწყინვალედ და ერი შენი განსწურთნენ სიტყ ჳთა და საქმითა საღმრთო ჲთა,
ეგრეთვე ჩუენცა ნუ დაგ ჳვიწყებ, დედოფალო, და მოგვანიჭე სიბრძნ ჱ კეთილისა
და ბოროტების განრჩევისა და მოგვეც ძალი მოტევებისა, რა ჲთა სიყუარულითა
ღმრთისა და მოყუასისაჲთა ერთ ზრახვად შეკრულნი ვიდოდეთ მამულ -პაპურსა
გზასა ზედა და მარადის გნატრიდეთ შენ, ჭეშმარიტად საქებელსა“ 2-გზის.
,,დიდება“ სამარიტელისა: ,,წყარო ცხოვრებისა...“ (ჴმა VI) (ზატიკიდან).
,,აწ და“ „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
– „დიდებამაღალიანი” - იგალობება.
- ტროპარი ლუწი ხმისა.
 
I ჟამზე:
 
,,დიდება“ ,,აწ და“ - გერი სახარებისა.
– ტროპარები: აღდგომისა (ხმა IV) და მეფისა.
– კონდაკი: სამარიტელისა.
 
III ჟამზე:
 
– ტროპარები: აღდგომისა (ხმა IV) და მეფისა.
– კონდაკი: მეფისა.
 
VI ჟამზე:
 
– ტროპარები: აღდგომისა (ხმა IV) და მეფისა.
– კონდაკი: სამარიტელისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 12 მუხლად:
- მიმდინარე ხმისა - 4 მუხლი (ზატიკიდან).
- სამარიტელის III გალობიდან - 4 მუხლი (ზატიკიდან).
- მეფის VI გალობიდან - 4 მუხლი ,,დიდება“ ,,აწ და“ - თი.
შესვლად:
ტროპარები: - აღდგომისა;
- მეფისა.
კონდაკები: „დიდება“ - მეფისა;
„აწ და“ - სამარიტელისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - სამარიტელის კვირისა და მეფისა.
სამოციქულო და სახარება - სამარიტელის კვირისა და მეფისა.
წარდგომა (ჴმა III): „უგალობდით ღმერთსა ჩვენსა უგალობდით, უგალობდით მეუფესა
ჩვენსა უგალობდით“.
მუხლი: ,,ყოველთა წრმართთა აღიტყველენით ხელნი თქვენნი, ღაღადებდით ღმრთისა
მიმართ ხმითა სიხარულისათა“.
წარდგომა (ჴმა IV): „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი“.
ალილუია (ჴმა IV): „და გარდააცუ და წარემართე და ჰსუფევდი ჭეშმარიტებისათვის და
სიმშვიდისა და სიმართლისა“.
მუხლი: „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოება“.
ალილუია (ჴმა I): ,,ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშუე-
ბდეს ფრიად“.
განიცადე: ,,ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხილოთ“.
განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა
ეშინოდის“.
ნაცვლად „ღირს არს“-ისა, იგალობება პასექის ჩასართავი: „ანგელოზი
ღაღადებს...“ და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი, განათლდი...“
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.