საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
კვირა, 9 ივლისი 2023
ძველი სტილით: 26 ივნისი
სულთმოფენობიდან მე-5 კვირახმა 4პეტრე-პავლობის მარხვა · თევზი
ხსენება
ღირსისა დავით თესალონიკელისა (დაახ. 540); ღირსისა იოანესი, გუთელი ეპისკოპოსისა (VIII); ტიხვინის ღმრთისმშობლის ხატისა (1383).
საკითხავები
ცისკ. – სახ. V, ლკ. 113 დას. XXIV, 12-35.
ლიტ. – რომ. 103 დას. X, 1-10. მთ. 28 დას. VIII, 28 - IX, 1.
ღმრთისმშობ. – ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
ტიპიკონი
კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „სადიდებლიან“ (IV რანგი) მსახურებასთან და „მცირე წმიდის“ მსახურებასთან.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 4; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – მცირე მწუხრიდიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
მსახურების მიმდევრობა
2023 წელი 26 ივნისისულთმოფენობიდან მე-5 კვირა9 ივლისი ძველი სტილითხმა IVახალი სტილით ხსენება: ღირ. დავით თესალონიკელისა (დაახ. 540); ღირ. იოანესი, გუთელი ეპ. (VIII); ტიხვინის ღმრთისმშობლის ხატისა (1383). ცისკ. - სახ. V, ლკ. 113 დას. XXIV, 12-35. ლიტ. - რომ. 103 დას. X, 1-10. მთ. 28 დას. VIII, 28 - IX, 1. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი. ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - „ტიხვინის“ ღმრთისმშობლის ხატს განგება არ გააჩნია, ამიტომ მსახურებას აღვასრულებთ „ყაზანის“ ღმრთისმშობლის ხატის საკითხავების მიხედვით. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „სადიდებლიან“ (IV რანგი) მსახურებასთან და „მცირე წმიდის“ მსახურებასთან. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. დიდი მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: - აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა IV). - აღმოსავლური - 1 მუხლი. – დასდებლები ხატისა – 3 მუხლი: „ანგელოსი წინამდგომი წარმოიგზავნა ხმობად ღმრთისმშობელისა მომართ: გიხაროდენ, რამეთუ სიტყვა ღმრთისა განხორციელდა წიაღსა მისსა და ჩუენ ცოდვილნი, განმადიდებელნი გამოჩინებისა წმიდისა ხატისა მისისა და ღმრთეებრივისა ყრმისა მაცხოვარისა ქრისტესი, ლმობიერად ვგალობთ ღმრთისმშობელისა მომართ: გიხაროდენ, ღმრთივრჩეულო ყრმაო; გიხაროდენ, ღმრთისა დედაო; გიხაროდენ, დედოფალო ზეცისა და ქუეყნისაო; გიხაროდენ, ბრწყინვალეო სამკაულო ზეციურისა და ქუეყნიერისა ეკლესიისაო; გიხაროდენ, ანგელოსთაგან პატივდებულო; გიხაროდენ, სერაფიმთაგან საგა ლობელო; გიხაროდენ, წინასწარმეტყველებისა აღსასრულო ბრწყინვალეო; გიხაროდენ, საქებელო მოციქულთაო; გიხაროდენ, მოწამეთაგან აღსარებულო; გიხაროდენ, გვირგვინო ღირსთაო; გიხაროდენ, მხიარულებაო მართალთაო; გიხაროდენ, სასოო ცოდვილთაო“. „მხედველმან მაღლით ზეციურისა სამყოფელისა შენითგან, ყოვლადუხრწნელო, სადაცა დიდებითა განისვენებ ძისა შენისა თანა, მწუხარებისამან მონათა შენთა ახლადნათელ-ღებულსა ქალაქსა შინა, რამეთუ მრისხანებისათვის ღმრთისა შეურაცხყოფილ არს სარწმუნოება იგი ქრისტესი მიერ აგარიანთა, კეთილად ინება გამოჩინე ბაჲ სასწაულთა მიერ განდიდებულისა ხატისა შენისა და ქრისტეს-მოყვარე ერი განმტკიცებული მადლისა შენისა ნიშებითა სამართლად უგალობს ღმერთსა: ალილუია“. „ხატი შენი - ვარსკვლავი ღვთივმავალი გამოსჩნდა, ღვთისმშობელო, მამულისა ჩუენისა მომართ და შენთა სასწაულთა სხივთა მიერ განანათლე ყოველნი დანთქმულნი ზღვასა შინა ვნებათასა, ბნელი შეჭირვებისა და წყვდიადი ყოველთა უძლურებათა და მწუხარებათა განდევნა და ცხოვრებისა გზა წარუმართა სარწმუნოებით მოლტოლვილთა შენდა და მგალობელთა ღმრთისა მომართ: ალილუია“. - ღირსისა - 3 მუხლი (ხმა I, საზიარო თვენიდან). „დიდება“ ხატისა: „ჭეშმარიტისა ნათლისა გამომაბრწყინვებელი და ოდესმე აგარიანთა სიცრუისა განმდევნელი ქუეყანისაგან მის ყაზანისა და ჟამსა ამას შინა სასწაულთა და მოწყალებათა ნათელთა მიერ განმანათლებელი ყოველთა ქალაქთა, სარწმუნოებითა მწუხარებათაგან ხსნასა, უძლურებათაგან განკურნებასა და ყოვლითა სიხარულითა აღვსებასა მიემთხვევიან მოლტოლვილნი მაკურნებელისა ხატისა შენისა მომართ ყოველნი, მხურვალედ მგალობელნი შენდა. გიხაროდენ, დაუშრეტელო წყაროო სიწმიდისაო; გიხაროდენ, მეოხო მხურვალეო ქრისტიანისა ერისაო“ (ჴმა VII). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „რომელი იგი...“ (ჴმა IV). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა დღისა. – საწინასწარმეტყველო - 3 - ღმრთისმშობლისა (იხ. ძვ. სტ-ით 8 სექტემბერი). – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა) „დიდება“ ღირსისა: „რაიმე სახელ-გდვათ...“ (ჴმა VIII). ,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ხმა IV). – ,,აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: - „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 2- გზის. – ტროპარი ხატისა (1-გზის): „დღეს ვითარცა მზე ჲ ყოვლადბრწყინვალეჲ, გამოგვიჩნდა ჰაერსა შინა ყოვლადპატიოსანი ხატი შენი, დედუფალო, რომელმან მოწყალებისა ნათლითა განანთლა ყოველი ქუეყანა ვითარცა ღვთაებრივსა ნიჭსა მადლით ღვთივშვენიერად გამოჩინებულსა, გნატრით შენ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ყოველთა დედუფალო და შენგან შობილსა ქრისტჱსა ღმერთსა ჩუენსა სიხარუ ლით ვადიდებთ, მას ევედრე ღვთისმშობელო, დედუფალო ზეცისათაო, რა ჲთა უვნებლად დაიცვნეს ყოველნი მხარე ნი ქრისტეანეთანი ყოველთაგან ზედამოს -ვლისა და ი ჴსნნეს ყოველნი სარწმუნოებით მოლტოლვილნი მისდა და შენისა ყოვლადწმიდისა ხატისა მომართ, სძალო ქორწილისა გამოუცდელო“ (ჴმა IV). დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე). ტროპარი აღდგომისა: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...“ - 2-გზის (ჴმა IV). „დიდება“ ღირსი მამისა: „შენ შორის საკვირველო მამაო...“ (ჴმა VIII). „აწ და“ – ტროპარი ხატისა; „დღეს ვითარცა მზეჲ...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-2 და მე-3. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიქოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ ,,აწ და“ - მისივე. ჩასართავები: - შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომისა : „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“. - შემდგომად II სტიქოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“. – „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – „გადიდებსა“ ღმრთისმშობლისა: „გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღმრთივაღრჩეულო ყრმააო, და პატივს ვსცემთ წმიდასა ხატსა შენსა, რომლითა კურნებასა უწყაროებ ყოველთა სარწმუნოებით შენდა მოლტოლვილთა“. – აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ – იპაკო (ჴმა IV). – წარდგომა ხატისა: „მართლმადიდებელმან ერმან, მნებებელმან რა ჲთა აუარებდენ მოწყალებასა უფროსად-კურთხეულისა დედოფლისა ცისა და ქუეყანისა და ძალისაებრ მათისა მადლობასა შესწირვიდნენ ხსნისათვის ზედამოსლვათაგან უცხოტომელთასა, ტაძარი საკვირველი ყოვლადსასწაულთმოქმედისა ხატისა პატივად აღშენებული გამარჯუებისათვის მიუძღუანეს და მომხსენებელი მოწყალებათა ღმრთისმშობელისათა, რომელმან იხსნა ქალაქი ესე და მამული მათი, მარადის ბაგითა უგალობენ უფალსა მმადლობელნი ყოველნი: ალილუია“ (წარდგომა შემდგომად I სტიქოლოღიისა); „ყოველთა ანგელოსთა ბუნებისა უზესთაეს გამოსჩნდი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, რამეთუ ღმერთი მუცლად იღე ხორცითა, დაუტევნელი ყოველთაგან დაიტიე წიაღსა შენსა, იტვირთე მკლავითა შენითა - ნებთა თვისთა ზედა მტვირთველი ყოვლისა სოფლისა, რისთვისცა ვითარცა უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა გადიდებთ და შენდამი უგალობთ ღმერთსა: ალილუია“ (წარდგომა შემდგომად II სტიქოლოღიისა); „დიდება“ „აწ და“ – „მადლისა მომღებელმან ყოველთა მათ ზედა, რომელთა ენებათ სიყვარულით პატივისცემა ჲ შენი, ღმრთისმშობელო, ძალი მაღლისა მიჰმადლე შენ წმიდათა ხატთა შენთა მიერ, რამეთუ საღმრ თოჲ მადლი, რომელი დავანებულ არს ხატთა მათ ზედა, სასწაულთა და ნიშთა აღმოუცენებს ყოველთა, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან შენდა მარადის და სულიერთა და ხორციელთა უძლურებათა კ ურნებასა მიანიჭებს უფლისა მიმართ შენითა ღმრთივდედობრივითა დაუცადებელითა ლოცვითა მგალობელთა: ალილუია“ (წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“). – ანტიფონები (ჴმა IV). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,აღსდეგ უფალო შემეწიენ ჩვენ და მიხსნენ ჩვენ სახელისა შენისათვის“ (ჴმა IV). მუხლი: ,,ღმერთო ყურტა ჩუენთა გვესმა ჩვენ და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩვენ“. – საცისკრო სახარება: სახ. V, ლკ. 113 დას. XXIV, 12-35. – „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,აღჰსდგა რა იესო საფლავით...“ – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით). II კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე) (იხ. პარაკლიტონის ბოლოს ღმრთისმშობლის კანონები „ეტლთა მფლობელი ფარაო...“ და „ქვეყანასა მწყურნებსა...“). III კანონი – ღირსისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე). – კატავასია - ,,აღაღე პირი ჩემი“. – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი - ღმრთისმშობლისა: - კონდაკი: „ყოველთა ტომთაგან გამორჩეულო, შუამდგომელო ქრისტიანეთა ერისაო, მადლისა შენისა საფარველითა დაიფარე მართლმადიდებელი მამული ჩუენი, გალობასა სამადლობელსა მოგიძღუანებთ შენ, ღმრთისმშობელო, გამოჩინებისათვის სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა. მეოხ გვეყავ ჩუენ ყოველთა, შენდა მომართ მოლტოლვილთა - ვითარცა ყოვლად მოწყალე და შემწე ყოველსა ჟამსა მწუხარებათა და ჭირთა, განსაცდელთა და ზედამოსლვათა, რაჲთა ვხმობდეთ შენდა: გიხაროდენ, მეოხო მხურვალეო ქრისტიანისა ერისაო“. - იკოსი: „მწუხარებათა შინა მყოფთა ზეცად აღმოუწოდებ ყოველთა და ქუეყნიერთაცა არასადა დაუტევებ ღვთისმშობელო, წმიდითა შუამდგომლობითა შენითა დედობრივისა კადნიერებისა მქონებელი ქრისტეს ღმრთისა მიმართ ჩვენისა, მშვიდობით განამტკიცე ცხორება მართლმადიდებელთა და მონათა შენთა სარგებელი ყოველი მოჰმადლენ მარადის, რათა გალობით გადიდებდეთ შენ“. - კონდაკი ღირსი მამისა: „ვითარცა რა მტილმან..“ (ჟამნიდან). - წარდგომა ღირსისა: „მოღუაწებისა ზეთითა...“. „დიდება“ „აწ და“ - წარდგომა ღმრთისმშობელისა: „მგალობელნი სასწაულთა მათ შენთანი, რომელნი ჰქმენ უწინდელსაცა და ამას ჟამსაცა, გაქებთ შენ, ვითარცა ცხოველისმყოფელსა წყაროსა მადლისასა, ვითარცა სასწაულთა დაუშრეტელსა მდინარესა, ვითარცა მოწყალებისა და უხუებისა უფსკრულსა და ყოველსა ღმრთისამიერსა სასოებასა დავსდებთ შენ ზედა ამასცა და მომავალსა მას ცხოვრებასა შინა და განმადიდებელნი გიგალობთ შენ“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა IV). – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – ,,წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით. – „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (V). ,,დიდება“ ღირსისა: „იწროი გზაი...“. ,,აწ და“ ღმრთისმშობლის ხატისა: „ჰოჲ ყოვლადწმიდაო დედაო, მშობელო ყოველთა წმიდათა უწმიდესისა სიტყუისაოშეიწირე კნინი ესე ვედრება ჲ ჩუენი და დიდითა წყალობითა შენითა და უხუებითა უფსკრულთა შენთა მიერ ნუ მოიხსენებ სიმრავლესა ცოდვათა შუენთასა, არამედ კეთილად აღგვისრულენ ვედრებანი ჩუენნი, მოგვანიჭე ჩუენ სიმრთელეჲ ხორცთა და ცხოვნებაჲ სულთა, გვიხსენ ჩუენ ჭირთაგან და მწუხარებათა ყოველთა და ზე ციურისა სავანისა მემკვიდრედ გამოგვაჩინენ ყოველნი სამართლად მგალობელნი ღმრთისა მომართ: ალილუია“. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად: - აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა IV). - ხატისა - 4 მუხლი, თავისი ჩასართავებით: 1. „ისმინე, ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“. 2. - „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“. დასდებლები ხატისა: - „მადლისა მომღებელმან ყოველთა მათ ზედა, რომელთა ენებათ სიყვარულით პატივისცემაჲ შენი, ღმრთისმშობელო, ძალი მაღლისა მიჰმადლე შენ წმიდათა ხატთა შენთა მიერ, რამეთუ საღმრ თოჲ მადლი, რომელი დავანებულ არს ხატთა მათ ზედა, სასწაულთა და ნიშთა აღმოუცენებს ყოველთა, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან შენდა მარადის და სულიერთა და ხორციელთა უძლურებათა კურნებასა მიანიჭებს უფლისა მიმართ შენითა ღმრთივდედობრივითა დაუცადებელითა ლოცვითა მგალობელთა: ალილუია“. - „ჭეშმარიტისა ნათლისა გამომაბრწყინვებელი და ოდესმე აგარიანთა სიცრუისა განმდევნელი ქუეყანისაგან მის ტიხვინისა და ჟამსა ამას შინა სასწაულთა და მოწყალებათა ნათელთა მიერ განმანათლებელი ყოველთა ქალაქთა, სარწმუნოებითა მწუხარებათაგან ხსნასა, უძლურებათაგან განკურნებასა და ყოვლითა სიხარულითა აღვსებასა მიემთხვევიან მოლტოლვილნი მაკურნებელისა ხატისა შენისა მომართ ყოველნი“. - „ქალაქსა რუსეთისასა, ღმრთისმშობ ელო, სახიერი ოდიგიტრია, ჭეშმარიტად გამოუჩნდი, ვითარცა ოდესმე ცარგრადსა: მოილტვის შენდა ერი, რომელი დასაბამად ყოვლისა საქმისა და მოგზაურობისა შეწევნასა გევედრები და მოგიძღუანებს გალობასა სამადლობელსა წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა, დახსნისათვის ყოველთა მწუხარებათა და ზედამოსლვათაგან და შენ, ვითარცა შემწესა და მეოხსა მტკიცესა გხედვენ. რისთვისცა მადლობით გიგალობთ შენ“. - „გალობასა საქებელსა და სამადლობელსა შესწირვენ შენდა, დედოფალო, ყოველნი შევრდომილნი ხატსა შენსა და მისდა მომართ პატივითა თაყვანისმცემელნი ქალწულთა დასნი, ქუეშე ყოვლისამპყრობელისა საფარველისა შენისა, მყუდროსა და მშვიდობითსა მონაზვნურსა ცხოვრებასა მიემთხვევიან და ყოვლითა სასოებითა შენდა მონდობილნი სიხარულითა უგალობენ ღმერთსა: ალილუია“. ,,დიდება“ გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (V). ,,აწ და“ „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. - ტროპარი ლუწი ხმისა. ჟამებზე: I და VI ჟამებზე: – ტროპარები: აღდგომისა (ხმა IV) და ხატისა. – კონდაკი: ხატისა. III და IX ჟამებზე: – ტროპარები: აღდგომისა (ხმა IV) და ღირსისა. – კონდაკი: აღდგომისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი, - ღმრთისმშობლის კანონის III გალობიდან – 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი. შესვლად: ტროპარები: - აღდგომისა; - ხატისა; - ღირსისა; კონდაკები: - აღდგომისა; „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - ხატისა. წარდგომა, ალილუია და განიცადე - კვირისა და ღმრთისმშობლისა. სამოციქულო და სახარება - კვირისა და ღმრთისმშობლისა. წარდგომა (ხმა IV): „ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“. მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო განსდიდენ ფრიად“. წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“. ალილუია (ხმა IV): „გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა“. მუხლი: „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოება“. ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი“. განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა“. განიცადე: „სასუმელი ცხორებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |