საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
სამშაბათი, 19 სექტემბერი 2023
ძველი სტილით: 6 სექტემბერი
სულთმოფენობიდან მე-16 შვიდეულიხმა 6

ხსენება

ხსენება საკვირველებისა მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (ხონა) ქმნილისა (IV); მოწამეთა: ევდუქსესი, ზენონისა და მაკარისა (311-312); ღირსისა არქიპოსი (IV); მოწამეთა რომილესი და მისთანა სხვათა მრავალთა (107-115); მღვდელმოწამისა კირილესი, გორტინელი ეპისკოპოსისა (III-IV); მოწამეთა: კვირიაკესი, ფავსტო ხუცისა, აბიბოს დიაკონისა და მათთანა 11 მოწამეთა (დაახ. 250); ღირსისა დავითისა (VI).

საკითხავები

ლიტ. – გალ. 212 დას. V, 11-21. მკ. 28 დას. VII, 5-16.
მთავარანგ. – ებრ. 305 დას. II, 2-10. ლკ. 51 დას. X, 16-21.

ტიპიკონი

შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 6; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – სადაგ დღეს II რანგიდან და ზევით (3 რანგი)
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

მსახურების მიმდევრობა

2023 წელი 6 სექტემბერისულთმოფენობიდან მე-16 შვიდეული19 სექტემბერი
ძველი სტილითსამშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
ხსენება საკვირველებისა მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (ხონა) ქმნილისა (IV); მოწ. ევდუქსესი, ზენონისა და მაკარისა (311-312); ღირ. არქიპოსი (IV); მოწ. რომილესი და მისთანა სხვათა მრავალთა (107-115); მღვდელმოწ. კირილესი, გორტინელი ეპ. (III-IV); მოწ. კვირიაკესი, ფავსტო ხუცისა, აბიბოს დიაკონისა და მათთანა 11 მოწამეთა (დაახ. 250); ღირ. დავითისა (VI).
 
ლიტ. - გალ. 212 დას. V, 11-21. მკ. 28 დას. VII, 5-16.
მთავარანგ. - ებრ. 305 დას. II, 2-10. ლკ. 51 დას. X, 16-21.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან. გამომცემლობა „ნათლისმცემელი“. თბილისი 2007.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
IX ჟამი:
– ტროპარი და კონდაკი - წინასწარმეტყველისა.
მწუხრის ჟამი:
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - მე-6.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ” - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:
მთავარანგელოზისა - 6 მუხლი (ჴმა IV):
„მიქაელ დიდებულო, ღმრთისა ყოველთასა საღმრთოი მსახური ხარ და ელვარებითა და
ბრწყინვალებითა თვალთშეუდგამითა მის მიერ განათლებული ბრწყინავ მარადის ზეშთა
ცნობისა და განანათლებ მკვიდრთა ქუეყანისათა ნათ-ლითა მით მისითა საუფლოითა“ 2-გზის.
„მიქაელ ელვარეო, დიდებაი შენი საჩინო არს და მაღალ, ხოლო ძლიერებაი შენი -
საკვირველ, მადლი - მიუწვდომელ, ხატი - შუენიერ და ხილვაი - ცეცხ-ლისფერ და
ხელმწიფებაი - მაღალ და დიდებულ, ხოლო ბუნებაი - უსხეულო და ყოვლად უვალ
ხრწნილებისაგან“ 2-გზის.
„მიქაელ წესმთავარო, უძლურთა მკურნალო და კაცთა წინამძღვარო, დაწუნე -ბულთა და
მიმძლავრებულთა ძლიერო შემწეო, მცველო შემწეო მადიდებელთა შენთაო, ბრალთა
შენდობაი გვითხოვე ქრისტესაგან და საუკუნოი ცხოვრებაი, დიდებულო და
ღმრთივგანათლებულო“ 2-გზის.
„დიდება“ მისივე: ,,მიქაელ მთავარანგელოზო ცეცხლისფერთა გუნდთაო, რომე -ლი დიდებასა
გამოუთქმელსა საღმრთოსა ცათა შინა ხედავ და გალობასა შეს -წირავ სამებისა წმიდისა
ყოველთა მაცხოვრისა, რომლისა მიმართ ჩუენთვის ვედრებად ნუ დასცხრები, დაიცევ
სამწყსოი შენი ყოვლისაგან ვნებისა მტერთა მათ უხილავთა და ხილულთა, რომელნი ქებით
პატივს-გცემენ შენ“ (ჴმა VI).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
„ვინ არა გნატრიდეს...“ (ჴმა VI).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– წარდგომა - დღისა.
– ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მთავარანგელოზისა (ჴმა IV).
„მოვედით ყოველნი სარწმუნოებით შემოვკრბეთ გალობად დღესასწაულსა მიქაელ
დიდებულისა მთავარანგელოზისასა, ამან შემომკრიბნა გალობად დღეს და წინა-გვიძღვის ჩუენ
ქებად და დიდებად ქრისტესა ყოველთა დამბადებელისა და ჩუენ თანავე ღაღადებს დიდებასა
მისსა, რომელი მოგუანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა სულთა ჩუენთათვის“.
მუხლი: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისი ალად ცეცხლისა“.
„მიქაელ ძალთა უფლისათა მთავარანგელოზო, ზეცით გარდამოხედ და მოიწიე ჩვენდა,
რომელნი გევედრებით ცრემლითა და სულთქმითა დღეს სარწ -მუნოებით, რამეთუ აღდგეს
მდინარენი და ამაღლდეს და წარწყმედასა გვითქუ -მიენ ჩუენ და ტაძარსა საღმრთოისა
დიდებისა შენისასა, მოიხილე და შემუსრენ მტერნი ჩუენნი ძლიერებისა მის შენისა
კუერთხითა, რაითა ხსნილნი შენ მიერ, ვადიდებდეთ უკუე ყოვლად წმიდასა საღმრთოსა
სახელსა შენსა“.
მუხლი: ,,აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“.
„რომლითა შესხმითა ზეცისა უხორცოთა ქებისაითა შემძლებელ ვიქმნეთ გალობად
დიდებულსა ზეცისა ძალთა წინამძღუარსა მიქაელს ქუეყანისანი ესე დიდსა მთავარანგელოზსა
წინაშე საყდართა ღმრთისათა მდგომარესა, რომელი საღმრთოითა ქებითა ადიდებს
ყოვლადწმიდასა სამებასა, ყოველთა თანა ზეცისა მხედრობათა სამწმიდაობითა გალობითა
დაუცხრომელად, რომლისა მიერ ქრისტე ღმერთი ჩუენი მოგუმადლებს მორწმუნეთა კრებულსა
დღეს შენდობასა და დიდ-სა წყალობასა“.
„დიდება“ მისივე: ,,რომლითა სიტყვუთა მიწისაგანნი ესე და მოკუდავნი კადნიერ ვიქმნეთ
შესხმად ერისმთავარსა ზეცისა მხედრობათასა, საკვირველსა წინამძუ -არსა ყოველთა
უხორცოთა წესთასა, ცეცხლისფერსა მას და ნათლითშე -მოსილსა, უნივთოსა ბუნებით და
უსხეულოსა ყოვლად დიდებულსა მსახურსა და პირის -პირ მდგომსა, საღმრთოისა დიდებისა
მხილველსა, ქრისტე ღმერთო მოგუმადლე ჩუენ, ერსა შენსა მისიტა მეოხებითა მშვიდობაი და
დიდი წყალობაი ვითარცა ხარ სახიერ და მრავალმოწყალე“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო
ქალწულო, რომელმან...“ (ჴმა VIII).
–„აწ განუტევე“.
– შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი მთავარანგელოზისა: „ზეცისა მხედრობათა...“ (ჴმა IV) (ჟამნიდან).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
ცისკრის ჟამი:
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი მთავარანგელოზისა: „ზეცისა მხედრობათა...“ 2-გზის (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად I სტიხოლოღიისა: მთავარანგელოზისა:
„ზეცისა უხორცოთა წესთა მთავარანგელოზო და წინაშე პირსა ღმრთი-სასა მდგომარეო
და მის მიერითა ბრწყინვალებითა განათლებულო განანათ -ლენ და წმინა -ჰყუენ
სარწმუნოებით მგალობელნი შენნი და იხსენ ყოვლისაგან ეშმაკთა მძლავრებისა და მტერთა
კუეთებისა და მშვიდობაი ცხოვრებისაი ითხოე ღმრთისაგან მეფეთათვის და ყოველთა
კათცა“.
„დიდება“ ,,აწ და“ იგივე.
– წარდგომები შემდგომად II სტიხოლოღიისა: მთავარანგელოზისა:
„რომელნი ტაძარსა შენსა წმიდასა ვჰმსახურებთ და მას შინა სარწმუნო -ებით
გიგალობთ, ვითარცა მთავარსა ზეცისა წესთასა გვიხსნენ ჩუენ ყოველთა საცდურთაგან და
მერმისა მისგან რისხვისა და ცეცხლისა მისგან გეჰენიისა მეოხებითა შენითა, მთავარო
ანგელოზთაო მიქაელ ყოვლად დიდებულო“.
„დიდება“ ,,აწ და“ იგივე.
– 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირი 1გზის).
II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - მთავარანგელოზისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია - ,,ჯვარი დასახა მოსე...“.
– „უმცირესი“: „უგალობდით უფალსა“.
გალობა I. „უგალობდითსა“. ხმა II.
„ანგელოზთა მთავარსა მას დიდებულსა მიქაელს, სასწაულთა დიდთა მოქმე -დსა,
გალობითა საღმრთოითა შევამკობდეთ მორწმუნენო“.
„რომელმან შეჰქმნენ მსახურნი შენნი ალად ცეცხლისა, მათ შორის განაწესე ღმერთო,
მნათობად დიდი მიქაელ, რომელიცა გიგალობს შენ“.
„დიდება“ - „უგალობდეთ, მოწმუნენო, სახიერსა უფალსა, რომელმან მოგუცა ზღუდე
მტკიცე, დიდებული მიქაელ ზეცისა ძალთა მთავარი“.
„აწ და“ - „საიდუმლოი დიდებული აღესრულა ჩუენ შორის უხრწნელო ქალწ -ულო მარიამ,
რამეთუ გვიშევ ღმერთი, რომელიცა დიდებულ არს“.
გალობა III. „განძლიერდასა“.
„წინაშე საყდართა სამებისათა მდგომარე ხარ, მიქაელ, და ბრწყინვალებითა მისითა
განათლებული ადიდებ მარადის დამბადებელსა“.
„გიხილა ოდესმე ისო ნავესმან დიდებითა საღმრთოითა დიდად შვენიერი და ესრეთ
ღაღადებდა: რასა მიბრძანებ, უფალო მონასა შენსა?“.
„დიდება“ - „სენთაგანმრავალთა ღელვაგუემულნი მოივლტიან მხურვალედ ტაძრად შენდა
წმიდად, დიდებულო მიქაელ, და ღირს იქმნებიან უშურველად მადლსა“.
„აწ და“ - „მთათ გიწოდა დიდმან პირველ დანიელ და მთათ ჩრდილოდ ამბა -კუმ და მთად
შეყოფილად - დავით, ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ გვიშევ ღმერთი უფალი“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მთავარანგელოზისა: ,,ხილვაი შენი ბრწყინვალე არს და ბენებაი -
ცეცხლისფერ, რამეთუ ელვარე არს პირი შენი ვითარცა მზე, მრავალფერო ვარსკვლაო
ზეცისა ნათლისაო, შენ საღმრთოითა ნათლითა ბრწყინვალედ შემკობილო საიდუმლონი იგი
დაფარულნი მაღლისანი, სამებისა წმიდისა ჩუენებანი განამრავლენ, წინასწარმეტყველთა
თანა ხილვასა ჰყოფდ მართალთა თანა და ღმრთისმსახურთა“.
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
გალობა IV. „მესმასა“.
„ვითარ შვენიერ არს ხილვაი და დიდებაი შენი საკვირველ, მიქაელ, რაბამ ელვარე არს
სახელი შენი და სავსე მადლითა სულიერითა“.
„ცათა შინა მდგომარე ხარ წინაშე ღმრთისა და ქუეყანასა ზედა მყის მოიწევი და
ყოველტა ჭირვეულთა შემწედ ეპოები შენ“.
„დიდება“ - „სიეტად ცეცხლისად ეჩვენე ღირსსა არქიპოსს და განარინე იგი ერისა მისგან
უშჯულოისა, რომელნიცა ჰბრძოდეს ტაძარსა შენსა“.
„აწ და“ - „შესავედრებელ მექმენ მე და ძალ -მწე, ღმრთისმშობელო ყოვლად წმიდაო,
რაითა გადიდებდე მარადის, მეოხო ყოველთა მორწმუნეთაო“.
გალობა V. „ღამითგანსა“.
„სასწაულნი წმიდისა მის ტაძრისა შენისანი პირველვე მოასწავნეს ქადაგთა მათ ღმრთისა
სიტყვისათა“.
„წყაროი საკვირველებათაი აღმოაცენა დიდმან მიქაელ, მოვედით და მოვიღოთ ყოველთავე
მადლი უშურველი“.
„დიდება“ - „ბრმათა ნათელი მიეცემის ტაძარსა შინა შენსა, ანგელოზთა მთავარო, სლვაი
- მკელობელთა, უტყუთა - მეტყველებაი“.
„აწ და“ - „უზეშთაეს იქმენ შენ ანგელოზთა, ღმრთისმშობელო, რამეთუ ჰშევ ღმერთი და
მეუფე უბიწოდ“.
გალობა VI. „ღაღატყავსა“.
„მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, ღმერთო,
მეოხებითა მთავარანგელოზისათა“.
„რომელთა ხელ-ყვეს ევლოგიისა წყალსა უჩინო -ყოფად, ცუდ-ჰყავ ზრახვაი მათი ძალითა
შენითა, მთავარანგელოზო“.
„დიდება“ - „ცეცხლისფერი ხილვაი შენი ღირსო, სამებისა მსახურო, შესწუავს
უშჯულოთა და განანათლებს ყოველთა მორწმუნეთა“.
„აწ და“ - „სასოი ხარ ყოველთა მორწმუნეთა, ღმრთისმშობელო მარიამ, მეცა გევედრები:
მეოხ-მეყავ წინაშე ძისა შენისა“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი მთავარანგელოზისა (ჴმა II) (სადღესასწაულოდან. იხ. ძვ.
სტ-ით 8 ნოემბერი).
გალობა VII. „კურთხეულარსა“.
„სცა ოდესმე კლდესა მას მოსე კუერთხითა და გამოეცნეს წყალნი ფრიად, ხოლო დიდმან
მიქაელ სცა კლდესა მას და დაინთქნეს მდინარენი დიდნი საწამებელად მისთა სასწაულთა
დიდებულთა“.
„გიხილა შენ ოდესმე დანიელ შემოსილი დიდებითა დიდითა, ძრწოლით შეგივრდებოდა,
მთავარანგელოზო, და უღაღადებდი უფალსა: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ“.
„დიდება“ - „ანგელოზთა კრებული დღესასწაულსა ამას მთავრისა მათისასა ადიდებენ
ქრისტესა, რომელმან შეაერთნა ქუეყანისანი ზეცისათა - მამათა ჩუენ -თა ღმერთმან
კურთხეულმან მარადის“.
„აწ და“ - „მაცხოვარი ყოველთაი, ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა შენგან, სძა -ლო,
ქალწულო ღმრთისმშობელო, და მოგუანიჭა ჩუენ წყალობაი, რომელნი ვღა -ღადებთ: მამათა
ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ მარადის“.
გალობა VIII. „აკურთხევდითსა“.
„ვითარცა ელვაი ზეცით ქუეყანად, მსწრაფლ მოიწევი შენ და განუყოფ მადლ -სა
მგალობელთა დიდებისა შენისათა მიქაელ“.
„დიდ არს დიდებაი შენი, მთავარო ზეცისა გუნდთაო, მრავალ არიან სასწა -ულნი,
რომელთა იქმ ყოველსა ქუეყანასა“.
„დიდება“ - „მობაძავი არს ცათაი ტაძარი ანგელოზთა მთავრისაი, რომელსა შინა
ქრისტესა უგალობთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე“.
„აწ და“ - „მართლმადიდებლობით ღმრთისმშობლად გქადაგებთ, ქალწულო და შენგან
შობილსა უგალობთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე“.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
გალობა IX. „აკურთხევდითსა“.
„ღმრთისმეტყუელმან მან დიდმან მახარებელმან და ფილიპე მოციქულმან მო -ასწავეს
მადლი ტაძრისა შენისა, ანგელოზთა მთავარო“.
„მოხუედ, ქრისტე, ცხოვრებად კაცთა და მოგუეც ჩუენ მცველი დიდი მიქაელ
მთავარანგელოზი ხსნად ჩუენდა ყოველთაგან განსაცდელთა მტერისათა“.
„დიდება“ - „ძალსა მას ეშმაკთასა შეჰმუსრავ, დიდებულო მიქაელ, ბრძოლასა
წარმართთასა განაქარვებ და ჰკურნებ უძლურთა, ამისთვის გადიდებთ შენ“.
„აწ და“ - „უმაღლეს იქმენ ცათა, უხრწნელო ქალწულო მარიამ, რამეთუ დაუ -ტევნელი
დაიტიე, ამისთვის უხორცოთა თანა გადიდებთ“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ მთავარანგელოზისა: ,,მთავარანგელოზო ღმრთისაო, საფარვე-ლთა ფრთეთა
შენთათა გარემომიცევ მე, მვედრებელი და მოსავი შენი და განსვლასა მას სულისა
ჩემისასა მიხსენ ბოროტთა მათ ჰაერის მცველთაგან და მაცხოვნე მე“.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მთავარანგელოზისა - 4 მუხლად
(სადღესასწაულოდან. იხ. ძვ. სტ-ით 8 ნოემბერი).
„დიდება“ მისივე: „სადაცა ფარავს მადლი...“ (ჴმა V).
„აწ და“ მისივე: „გნატრით შენ ღმრთისმშობელო...“
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მთავარანგელოზისა: „ზეცისა მხედრობათა...“ (ჴმა IV) (ჟამნიდან).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
– ტროპარი და კონდაკი - მთავარანგელოზისა.
წმ. იოანე ოქროპირის
საღმრთო ლიტურგია:
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მთავარანგელოზისა III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) ,,დიდება“
,,აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მთავარანგელოზისა.
კონდაკები: ,,დიდება“ - მთავარანგელოზისა;
,,აწ და“ - ტაძრისა.
ბ ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მთავარანგელოზისა;
კონდაკები: - ტაძრისა.
,,დიდება“ - მთავარანგელოზისა;
,,აწ და“ - ,,სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მთავარანგელოზისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მთავარანგელოზისა.
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და ესევდით მას“.
მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა გევედრებოდი რაიმე შენდამი“.
წარდგომა (ჴმა IV): „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისი ალად
ცეცხლისა“.
ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა
განმრავლდეს“.
მუხლი: „დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩვენი -სათა
ჰყუაოდიან“.
ალილუია (ჴმა V ): „აქებდით უფალსა ყოველნი ანგელოსნი მისნი, აქებდით მას ყოველ -ნი ძალნი
მისნი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბორო-ტისა არა ეშინოდის“.
განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისი ალად ცეცხლისა“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.