საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
შაბათი, 3 თებერვალი 2024
ძველი სტილით: 21 იანვარი
სულთმოფენობიდან 35-ე შვიდეულიხმა 1
ხსენება
ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა (662); წმ. პატრიარქისა კალისტრატესი (ცინცაძე, 1952); მოწამისა ნეოფიტესი (303-305); მოწამეთა: ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი (III); ქალწულმოწამისა აგნია ქალწულისა (დაახ. 304); მოწამისა ანასტასისა (662); ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (1556).
საკითხავები
ლიტ. – ღირ. – ებრ. 330 დას. XI, 33 - XII, 2. ლკ. 64 დას. XII, 8-12.
რიგ. – კოლ. 249 დას. (შუათგან), I, 3-6. ლკ. 81 დას. XVI, 10-15.
ტიპიკონი
შაბათს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 1; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამიშუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
მსახურების მიმდევრობა
2024 წელი 21 იანვარისულთმოფენობიდან 35-ე შვიდეული3 თებერვალი ძველი სტილითშაბათიახალი სტილით ხსენება: ღირ. მაქსიმე აღმს. (662); წმ. პატრ. კალისტრატესი (ცინცაძე, 1952); მოწ. ნეოფიტესი (303-305); მოწ. ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი (III); მოწ. ქალწულისა აგნია ქალწულისა (დაახ. 304); მოწ. ანასტასისა (662); ღირ. მაქსიმე ბერძენისა (1556). ლიტ. - ღირ. - ებრ. 330 დას. XI, 33 - XII, 2. ლკ. 64 დას. XII, 8-12. რიგ. - კოლ. 249 დას. (შუათგან), I, 3-6. ლკ. 81 დას. XVI, 10-15. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან. კვირის ციკლის – არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შაბათს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამზე: – ტროპარები: აღმსარებლისა და ღირსისა. – კონდაკი: ღირსისა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება. – „ნეტარ არს კაცი“ - I აღსავალი. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - აღმსარებელისა - 8 მუხლი (ჴმა I): „მართალო მაქსიმე, ღირსო, სარწმუნოებისათვის მოღუაწეო, ვნებანი დაითმინენ შენ, ვით -არცა მხნემან მოღუაწემან და გვიჩუენე გზაი კეთილად მსახურებისაი ჩუენ მორწმუნეთა და აწცა ითხოვე ეკლესიათათვის დაცვაი შეუძრველად ვედრებითა შენითა“ 2-გზის. „მართალსა მაქსიმეს ღირსად ყოველნი მორწმუნენი შევამკობდეთ, ვითარცა მხნესა სარწმუნოსა მსახურსა ქრისტეს იესუისსა, გალობითა საღმრთოითა შევასხმიდეთ, რომლისა მიერ მართალი სარწმუნოებაი გუესწავა ჩუენ, ლმობიერად ვაქებდეთ წადიერად“ 2-გზის. „მოღუაწე მაქსიმე ყოვლად ქადაგი საღმრთოი ჭეშმარიტებისაი, რომლისა ენაი და ხელი დაეკუეთნეს უღმრთოთა მათ მიერ, რამეთუ შურ აქუნდა ღმრთივ-განბრძნობილსა მას მართლისა მისთვის სარწმუნოებისა და აწ იღუწის ჭეშმარიტად დაცვისათვის ყოველთა მორწმუნეთა“ 1- გზის. შენიშვნა: შეგვიძლია 5 დასდებელი წავიკითხოთ მთაწმინდელის თვენიდან, 3 დასდებელი კი ძვ. სტ. 12 აგვისტოდან. „დიდება“ - მისივე: „რომელი წყალობისათვის ჩუენისა განკაცნა ჩუენთვის, ორითა ბუნებითა და ორითა საქმითა და ეგრეთვე ორითა ნებითა აღიარე მაქსიმე და ჰქადაგე ხმამაღლად და დაუყვენ მწინკულევანნი და ბილწნი პირნი ერთ ნებად და ერთსაქმედ მგმობართანი ბოროტთა მნივთებელისა ეშმაკისა მზაკუვარებითა“ (ჴმა IV). ,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით) : ,,ყოვლისა სოფლისა დიდებასა...“ (ჴმა I). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა - დღისა. – საწინასწარმეტყველო – 3 (საზიარო თვენიდან). – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები – აღმსარებელისა (ჴმა VII): „განჰმარტე სიხარულით მარჯუენე შენი ქრისტესთვის დაკუეთად, სანატრელო მაქსიმე, ხოლო იქმენ მარჯუენე საღმრთო მწერალ მოძღურებათა განბრწყინვე -ბულთა და ბრძმედსა შინა გამოცდილთა და, ეგრეთვე ენისა დაკუეთაი თავს-იდევ გულსმოდგინებით ღირსო, ხოლო იქმენ ორღანო ღმრთისმგალობელ და ენა მოტ-ყინარე სულისა წმიდისა მიერ განხურვებული, ყოვლად დიდებულო და მართლმა-დიდებლობისა იგი სწავლანი ტკბილნი შუენიერად აღმოსთქუენ“. მუხლი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკუდილი წმიდათა მისთაი“. „უფსკრული სწავლათაი აღმოსთქუ გულით შენით ღმრთივგანბრძნობილით, მაქსიმე დიდებულო, და დაანთქენ ყოველნი წვალებისა წინამძღუარნი და წიაღიყ -ვანე ახალი ესე ისრაელი და კრებული გონებამხედველი ღმრთისაი და ექმენ მეორედ მოსედ, დაღაცათუ პატივი უმდაბლესი თავს-იდევ ქრისტეს მსგავსად სიმ-დაბლისა მიერ, არამედ იგივე ღუაწლნი დაითმინენ და შჯული საღმრთოი მოგუ-ართუ, ღირსო, - სარწმუნოებაი ღმრთივდაწერილი, მტკიცე“. მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“. „ხმატკბილი იგი ქნარი იდიდების დღეს, მართლმადიდებლობისა პატიოსანი პირი, მაქსიმე დიდებული, დიდებაი ეკლესიისაი და მონაზონთა შესხმაი და გან -მაშუენებელი, რამეთუ ამან სოფელსა შინა ჰბრძო უშჯულოთა სარწმუნო-ებისათვის და მწვალებელნი იოტნა და სამძალი ძლევისაი შეიმოსა ღუაწლთა მათ თვისთათვის ყოვლად შუენიერთა და აღსარებისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა მიერ და მოწამეთა დიდებაი დაიმკვიდრა“. „დიდება“ - მისივე: „მწიგნობრისა ხელოვნისა კალამ იქმნა ენაი შენი აღლესულ მადლითა მით სულისა წმიდისაითა და აღწერნა ფიცართა ზედა გალობისა ჩუენისათა სათნოებათა სჯულნი და სიმაღლე მოძღურებათაი და ხორცთა შესხ-მაი ორითა ბუნებითა და ერთითა გუამითა ჩუენ, კაცთა, შორის გამოჩინებულისა ღმრთისაი“ (ჴმა IV). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი აღმსარებელისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): ,,გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე). ტროპარი აღმსარებელისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ჴმა VIII) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ “ (მიმდინარე ხმის მიხედვით): ,,გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I). – რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. – I და II რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები. – წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა - აღმსარებელისა: „მოძღუარო და წინამძღუარო მართლმადიდებლობისაო, ეკლესიისა მნათობო ბრწინვალეო და მონაზონთა შუენიერებაო, ჰოი ბრძენო მაქსიმე, ქნარო სულისაო, სწავლითა შენითა ღმრთივბრწყინვალითა ჰნათობ უნათლეს მზისა, გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობაი“. „დიდება“ ,,აწ და“ - იგივე. – წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა - აღმსარებელისა: „მოძღურებაი საღმრთოი განამტკიცე და იქმენ სუეტ მართლმადიდებლობისა და კლდე განუკუეთელ სარწმუნოებისა და ქრისტე ღმერთი ჩუენი ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა იქადაგე, რომელსა ევედრე, მამაო მაქსიმე, მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი“. „დიდება“ ,,აწ და“ - იგივე. – „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან). – „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,ელვარე სიკეთითა...“ „დიდება“ „აწ და“ - იგივე. – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა: „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ0ჰყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის“ (ჴმა IV). მუხლი: ,,წინაისწარ ვხედევდ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა“. – საცისკრო სახარება: ლკ. 64 დას. XII, 8-12. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა, მაქსიმე აღმსარებელისათა...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისაჲთა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,მოძღუარო და წინამძღუარო...“ (საზიარო თვენიდან). – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა: I კანონი – ტაძრისა – 6 მუხლად (ძლისპირი – 2 გზის). II კანონი – აღმსარებელისა – 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე). შენიშვნა: შეგვიძლია, გარდა ქვემოთ მოცემული კანონისა გამოვიყენოთ ძვ. სტ. 12 აგვისტოს მსახურებაში მოცემული ღირსი მამის კანონიც. მაშინ ორივე კანონიდან 4-4 მუხლს წავიკითხავთ. თუ ტაძარი რომელიმე წმიდის სახელობისაა: I კანონი – ღმრთისმშობლისა – 6 მუხლად (ძლისპირი – 2 გზის). II კანონი – აღმსარებელისა – 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე). შენიშვნა: ტიპიკონის მიხედვით უნდა წავიკითხოთ მიმდინარე ხმის კვირის ცისკარში არსებული ღმრთისმშობლის კანონი, მაგრამ პარაკლიტონში ეს კანონი ძლისპირის გარეშეა მოცემული. ამიტომ რეკომენდაციაა წავიკითხოთ ღმრთისმშობლის კანონი: ან „ეტლთა მფლობელი ფარაო“ ან „ქუეყანასა მწყურნებსა“ (მოიძიეთ პარაკლიტონის ბოლოში). – კატავასია: - „უქმი ქვეყანა...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. გალობა I. უგალობდითსა, ხმა VII. ძლისპირი: „უგალობდეთ უფალსა მორწმუნენო, რომელმან დაანთქა პირველ ფარაო ზღუასა მეწამულსა ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს“. „დიდებულო მაქსიმე, საღმრთოი იგი მადლი, სულისა წმიდისაი ენისაგან შენ -ისა თაფლმწუთოლვარისა დააწთვე ჩემ ზედა“. „იხილვე ცეცხლ შემწუველად მწვალებელთათვის შენ, სანატრელო, და ვითარ-ცა ლერწამნი შურითა საღმრთოითა განჰლიენ იგინი“. „დიდება“ - „პირუტყული ბრძანებაი ერთისა ნებისაი მგმობართა მიერ დაიდვა, დიდებულო, ხოლო სიტყვითა შენითა დაჰხსნდა, მამაო“. „აწ და“ - „შენ უქორწინებელო ღმრთისმშობელო, რომელმან გვიშევ სიტყუაი დაუსაბამოი, ხორცითა უზეშთაეს ბუნებათა გიგალობთ“. გალობა III. განძლიერდასა. ძლისპირი: „შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაი, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაი და გადიდებს სული ჩემი“. „ყოვლად დიდებული მაქსიმოს, სარწმუნოებისა ჭეშმარიტი ქადაგი, სისხლთა დათხევითა გამოჩნდა ქრისტეს მოწამედ“. „ჰოი, სანატრელო მაქსიმე, მონაზონებითა შეიმკვე წესიერად და იქმენ ტაძარ სიწმიდისაი ღმრთივგანბრძნობილო“. „დიდება“ - „უფსკრულნი სიბრძნისანი აღმოადინნა ენამან შენმან, მაქსიმე, ქრისტეს ბრძანებანი მზარდულნი მორწმუნეთანი“. „აწ და“ - „ჩუენ ყოველნი მოგიგებთ შესავედრებელად, ქალწულო: ზღუდე მექმენ ქრისტეანეთა მორწმუნეთა, სძალო ღმრთისაო“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა აღმსარებელისა: ,,მოაშთვე სიტყუათა შენთა ძარღვითა პვიროს უშჯუ -ლოი ბოროტის მზრახვალი და ცოფი, ღირსო მაქსიმე, და დევნულებანი თავს -ისხენ და ჭირნი, დიდებულო და გუემანი სასტიკნი და დაკუეთაი ენისაი მარჯუენისა მის შენისაი უბიწოისაი, რომლითაცა სწერდი სწავლათა მაღალ-თა და მოძღურებათა ღმრთივგონიერთა“ (ჴმა IV). „დიდება“„აწ და“ - იგივე. გალობა IV. მესმასა. ძლისპირი: „მესმა უფალო განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, გან -ვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი“. „ნაშობნი ქუეყანისანი ზეცისათა თანა გნატრით განკვირვებულნი, რამეთუ სიბრძნის მოყვარებითა გამოსჩნდი, მამაო, სწორ უხორცოთა“. „მკლველ იყო მძლავრი ბოროტი, არამედ სიმხნე შენი დაუხსნელ იყო, ამის -თვისცა შენ ნეტარ იქმენ, ხოლო უღმრთო იგი ცეცხლსა მიეცა“. „დიდება“ - „შენ თანა მოღვაწე იქმნნეს ორნი მოწაფენი შენნი ყოვლად ქებ -ულნი და ღვაწლთა შენთა ეზიარნეს და მოსაგებელთა შენთა ღირს იქმნეს“. „აწ და“ - „ღმერთი რომელი გვიშევ ჩუენ, უბიწოო მარიამ, ვედრებად მისსა ნუ დასცხრები ჩუენთვის, ქალწულო, რაითა მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობა“. გალობა V. ღამითგანსა. ძლისპირი: „აღმთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხვაი ღმერთი არა ვიცით“. „რომელმან ზეცისა და ქუეყანისა სიბრძნე ისწავა ჭეშმარიტად, ბრძენი, მთავ-რად ეწოდების ბრძენსა მაქსიმოსს“. „სიბრძნისა საღმრთოისა ტრფიალებითა მსგავს იქმენ შენ ქრისტესსა, ღმრთივ -შუენიერ, ყოვლად დიდებულო მაქსიმე“. „დიდება“ - „ექსორია იქმენ მძვინვარებითა მძლავრისაითა, არამედ ჰპოვე ქრისტე ნუგეშინისმცემელად შენდა, მაქსიმე“. „აწ და“ - „შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე უბიწოო, შენ ყოვლად სანატ -რელო, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ“. გალობა VI. ღაღადყავსა. ძლისპირი: „მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად ღმერთო, მეოხებითა მოწამეთაითა“. „შეწირე სამარადისოდ ღმრთისა ვედრებაი, სანატრელო, და სულთა და ხორცთა ვნებათაგან და ხრწნილებისაგან გვიოხენ“. „განხმეს ყოველნივე წვალებისა მწვირიანნი წყარონი და დაყოფილ იქმნნეს თქუმულთა შენთა სურნელთა მიერ, მაქსიმე“. „დიდება“ - „მილხინე მე, მხოლოო სახიერო და წყარონი მადლთანი გულსა შინა ჩემსა ლოცვითა მაქსიმესითა აღმოადინენ“. „აწ და“ - „სამკვიდრებელი ღმრთისაი ხარი შენ, ქალწულო უბიწოო, და ჩუენ მორწმუნენი, ღმრთისმშობლად აღგიარებთ და მეოხ გიყოფთ“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი აღმსარებელისა: „სამებისა წმიდისა...“ (ჴმა VIII). შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხო ვნის შესაბამისად, კონდაკის შემ დეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენში იგი მითითებული არ არის. გალობა VII. კურთხეულარსა. ძლისპირი: „ქუეყანით იუდაისით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი, სულითა შემოსილთა ცეცხლი სახუმილისაი მის განაქარვეს და იტყოდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის“. „სამებაი ერთ ბუნებად, ერთ ნებად და ერთ ხელმწიფებად ჰქადაგე და ღმე -რთი ხორცშესხმული ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა და ორითა საქმითა გუასწავე ჩუენ“. „არა ორნი ნებანი განყოფილნი და ურთიერთარს წინა-აღდგომნი გვიქადაგენ მამაო, არამედ არსებითა ბუნებითითა განყოფილნი გუასწავენ ქრისტეს ღმრთისა თანა შეერთებულად“. „დიდება“ - „სიტყუანი შენნი ძეგლად მართლმადიდებლობისა გვიპყრიან ჩუენ მამაო, და ერთსა სამებისასა ორითა ბუნებითა და ნებითა აღვიარებთ მამათა ჩუენთა ღმერთსა კურთხეულსა მარადის“. „აწ და“ - „თაყვანის-ვსცემთ მამასა, აღვიარებთ ძესა და ვადიდებთ სულსა წმიდასა, სამებასა წმიდასა ერთღმრთეებად აღვიარებთ და ვღაღადებთ: მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ მარადის“. გალობა VIII. აკურთხევდითსა. ძლისპირი: „სამნი ყრმანი ღმერთო შეჭურვილნი მადლისაგან მძლედ გამოჩნდ -ეს ალსა და მძლავრსა მას, შჯულისა დამარხვითა და ღაღადებდეს: აკურთხევ -დით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „აღიღე შენ ჯუარი და ყოვლითურთ ტრფიალ იქმენ მისა მიმართ, რომელმან უფროისად შეიყვარა კაცებაი და მის თანა ჯუარს -ეცუ ნეტარო, და უგალობდ ხმითა ტკბილითა და ამაღლებდი მას უკუნისამდე “. „გემოთა განმხრწნელთა ყოვლითურთ უცხო ექმენ შენ, ხოლო თავი შენი ჰყავ ნეტარო, სარკე შეუგინებელ ღმრთისა და ხმა-ჰყავ: აკურთხევდით ყოველნი საქ-მენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „დიდება“ - „მძლავრისა უღმრთოისა რისხვაი არად შეჰრაცხე შენ, ჰოი, მაქსი -მე, არამედ ვითარცა გოდოლი, შეუძრველად ეგე მართლაღსარებასა ზედა და ხმატკბილად უგალობდ უფალსა და ღაღადებდი მას უკუნისამდე“. „აწ და“ - „სამებაი გუეცნობა სამთა მიერ ებრაელთა, და ერთარსებით ვიცნო -ბთ ბუნებასა ღმრთეებისასა და ვიტყვით: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალ -სა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობა IX. ადიდებდითსა. ძლისპირი: „რომელმან წინაისწარ მოასწავა შობაი უხრწნელად, მომცემელსა სჯულისასა მთასა ზედა სინასა ცეცხლითა მაყვლოვანსა მას შინა, დაუდუმებე-ლად მას ვადიდებდეთ“. „ქრისტეს ღმრთისა ეკლესიაი ღაღადებს დიდებულო: სისხლი შენი აბელისებრ ვიდრე აქამომდეცა და ვიდრე უკუნისამდე ქადაგებს ხმამაღლად მართალსა სარ-წმუნოებასა“. „დაეკუეთების დღეს ხელი და ენაი დღეს უბიწოსა, ხოლო დასწერს საღმ -რთოითა მით თითითა და კალმითა და სისხლთა გარდამოდინებითა მართალი სარწმუნოებაი აჰყუავილდების“. „დიდება“ - „განითქუმის სოფელსა შინა საღმრთოი კადნიერებაი და ცეცხლი იგი გულითადი ღმრთისა სიყვარულისაი, რომლისათვის გულსმოდგინედ დასთ -ხიენ სისხლნი შენნი მაქსიმე საგალობელო“. „აწ და“ - „მეოხებითა სახიერ დედისა შენისაითა, ახოცენ ცოდვანი ჩუენნი, შეიწირენ ვედრებაი ბაგეთა ჩუენთა უნაყოფოთაი და ნაყოფიერ ყვენ სულნი ჩუ-ენნი“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ ღირსისა: „მდგომარე ხარ შენ წინაშე საუფლოთა საყდართა გუნდსა თანა მარტვილთაისა, რომელთაცა ებაძვე და ჩუენცა საკუთარ გუყვენ უფლისა და მსგავს შენდა გამოგუაჩინენ, მაქსიმე“. „დიდება“ „აწ და“ - „ნესტუად გამოსჩნდი...“ (იხ. ძვ. სტ. 12 აგვისტო, განმანათლებელი). – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: აღმსარებელისა - 4 მუხლი: „სიბრძნითა საღმრთოითა აღვსებულო ახარებდ, დიდებულო ღირსო მაქსიმე, ყოვლად შუენიერო, მნათობო შორის მონაზონთა და მოწამეთა ზია რო, უბრწყინ-ვალესო ვარსკვლავთა მწყობრისაო, ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისა ხმა -მაღლად მქადაგებელო, რომელმანცა ტკბილითა მით სწავლითა სარწმუნოები-საითა თაფლ გარდამომდინარით პირით შენით დაატკბენ კრებულნი მორწმუ -ნეთანი, სამართლად გიგალობთ შენ ვითარცა შესავედრებელსა ჩუენსა: მოგვიხ-სენენ ყოველნი წინაშე ღმრთისა ღირსო მამაო“ 2-გზის. „სათნოებათა მიერ მაღალთა შეიმკვე პირველითგან და განაშუენე მოქალა -ქობაი შენი სიტყუათა მიერ და საქმეთა, ღმრერთშემოსილო მაქსიმე, და მოღუ -აწებათა შენთა საღმრთოთა მიერ ღმრთივშუენიერად გვიქადაგე განკაცებაი ქრისტეს ღმრთისაი ერთგუამოვნებად ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა და ორითა საქმითა, მნებებელი და სრულმყოფელი ცხოვრებისა ჩუენისაი და ჩუენ დამტკიცებულნი შენითა ღმრთისმეტყუელებითა, ვიტყვით: ქალწულისა შობილო, ქრისტე მეუფეო, დიდებაი შენდა“ 2-გზის. „დიდება“ - მისივე: „დიდებულო ღმრთისმეტყუელო მაქსიმე, ასწავე შენ ყოველთა სარწმუნო- ებაი სამებისა წმიდისაი, რაჟამს ჰქადაგე ერთ არსებად, ერთ ბუნებად, ერთ ღმრთეებად წმიდა სამებაი, განუშორებელი და შეურწყმელი, სამგუ-ამოვნებით და სამთვითებით ქებული და ერთი სამებისაგანი ორითა ბუნებითა სრულითა და ვითარცა ბრძენმან და ჭეშმარიტმან მოძღუარმან, განიოტენ გმობანი არიოზ უღმრთოისანი და ნესტორ და სევეროს ბილწთანი და მათ თანა ყოველთა მწვალებელთა მათი ღმრთის ბრძოლანი“ (ჴმა VIII). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „ღმრთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი...“ (იხ. III ჟამის ღმრთისმშობლისა). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): ,,გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - აღმსარებელისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - ღირსის კანონის III და IV გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“„აწ და“-თი. შენიშვნა: აქ მოცემული კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით) ძვ. სტ. 12 აგვისტოს მსახურებაში მოცემული კანონის VI გალობიდან – 4 მუხლი თავისი „დიდება“ „აწდა“-თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრისა ან ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - აღმსარებელისა. კონდაკები: „დიდება“ - აღმსარებელისა; „აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - აღმსარებელისა. კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - აღმსარებელისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“. წარდგომა, ალილუია და განიცადე – აღმსარებელისა და დღისა. სამოციქულო და სახარება – აღმსარებელისა და დღისა. წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი ღირსთა მისთა“. მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“. წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით მართალნო და იქადოდით ყოველნი წრფელნი გულითა“. ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“. მუხლი: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი“. ალილუია (ჴმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი, და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნნა იგინი“. განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შუენის ქება“. შენიშვნა: ჩვენ მოცემული გვაქვს მითითებები სამოციქულოდან – ექვთიმე ხელაძის სტამბა, 1899წ. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |