საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
შაბათი, 10 თებერვალი 2024
ძველი სტილით: 28 იანვარი
სულთმოფენობიდან 36-ე შვიდეულიხმა 2

ხსენება

ღირსისა ეფრემ ასურისა (373-379); ღირსისა პალადი მეუდაბნოისა (IV); ღირსისა ისააკ ასურისა, ნინევიის ეპისკოპოსისა (VI).

საკითხავები

ლიტ. – ღირ. – გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
რიგ. – 1 კორ. 156 დას. XIV, 20-25. მთ. 104 დას. XXV, 1-13.

ტიპიკონი

შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 2; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – შაბათს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

მსახურების მიმდევრობა

2024 წელი 28 იანვარისულთმოფენობიდან 36-ე შვიდეული10 თებერვალი
ძველი სტილითშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
ღირ. ეფრემ ასურისა (373-379); ღირ. პალადი მეუდაბნოისა (IV); ღირ. ისააკ ასურისა, ნინევიის ეპ. (VI).
 
ლიტ. - ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
რიგ. - 1 კორ. 156 დას. XIV, 20-25. მთ. 104 დას. XXV, 1-13.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარი და კონდაკი - მღვდელმთავრისა.
მწუხრის ჟამი:
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - მე-18.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები: ღირსისა - 6 მუხლი (ჴმა I):
„სამოთხისა სიკეთესა განიცდიდი, ღირსო, და მდიდრად საშუებელსა უდაბნოსა აჰყუავენ და
მეცნიერებაი ქრისტეს ღმრთისაი ასწავე სიბრძნით სოფელსა, რომ -ლისათვის ზიარ-მყვენ ჩუენ,
წმიდაო ეფრემ, ქებად შენსა დღესასწაულსა“ 2-გზის.
„მსაჯულისა იგი მოსლვაი დასწერე, ნეტარო, და ცრემლთა მდინარითა სული -ერნი
ლამპარნი აღნთებად ასწავენ ყოველთავე მოსლვასა მას სიძისასა და სამო -სლითა
ბრწყინვალითა მიგებებად ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, ღირსო“ 2-გზის.
„მარხვითა ხორცნი შეჰზღუდენ სანატრელო ეფრემ და ვნებათა აღძრვანი მო -აკუდინენ
ლოცვითა და მღვიძარებითა, ამისთვისცა სულისა წმიდისა ძალმან და-იმკვიდრა შენ თანა და
მნათობად საცნაურად გამოგაჩინა“ 2-გზის.
„დიდება“ მისივე: „რაჟამს მამაო ნისლი იგი საცდურისაი განაქარვე მხურ -ვალითა შენითა
შრომითა მაშინ დაიმკვიდრა შენ თანა სულმან წმიდამან, მდი -ნარეთა მადლისათა
აღმოაცენებდ უხრწნელსა ცხოვრებასა მიმყვანებელთა და სწავლითა საღმრთოითა დასწერდ
სინანულისა სიტყუათა, სიბრძნით გამოსა-ხულთა, სანატრელო ეფრემ“ (ჴმა II).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით):
„წარხდა სახე სჯულთა...“ (ჴმა II).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– წარდგომა - დღისა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - ღირსისა (ჴმა VII):
„ვითარცა ფინიკი აღყუავენ, ღირსო მამაო ეფრემ, და ენანი მგმობართანი აღმო -ჰკუეთენ,
უფკრულნი ვნებათანი განახმენ მოღუაწებითა, იქმენ ორღანო სულისა ყოვლად წმიდისა და
ჯუარისა საჭურველი მხართა აღიღე და მტერნი უხილავნი ახოვნებით დაამხუენ; ქრისტეს
მიმართ ვედრებად ნუ დასცხრები ჩუენთვის, რომელნი დღეს ხსენებასა შენსა ყოვლად
დიდებულსა სარწმუნოებით აღვასრუ-ლებთ, რაითა განვერნეთ ბრალთა სიმრავლისაგან“.
მუხლი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკუდილი წმიდათა მისთაი“.
„მსგავსად დავითისა დაალტობდ სარეცელსა ცრემლითა შენითა, ღმერთშე -მოსილო ეფრემ
და საწურთელ ცხოვრებისა გაქუნდა, ღირსო, სინანული და სა -შუებელისა შიში საქმით
გვიჩუენე ჩუენ სიტყუათა მათ შენთა ღმრთივგანბრძ-ნობილთა მიერ, ამისთვის ხსენებასა შენსა
ვდღესასწაულობთ, ყოვლად ნეტარო, სასწაულთა მოქმედო, და ვითხოვთ შენ მიერ დიდსა
წყალობასა, ნუ დასცხრები მეოხებად ჩუენთვის რაითა მოგუმადლოს ზეცით ბრალთა
შენდობაი“.
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“.
„გონიერად ივლტოდე შფოთთა სოფლისათა, ყოვლად ქებულო ეფრემ ღმერთ -შემოსილო,
უდაბნოს მიიწიე მყუდროებით ცხოვრებისა სიყვარულითა და საქმით მოღუაწებითა აჰხედ
ღმრთისა და სოფლისა მანათობელად გამოსჩნდი, ცხოვრე -ბისა სიტყუანი კაცთა აღმოუცენენ
ამისთვისცა ვედრებით ვითხოვთ შენგან: ლოცვითა შენითა გვიხსენ საცდურისაგან ამის
სოფლისათა და საბრთხეთაგან მტერისათა, ღირსო მამაო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი“.
„დიდება“ მისივე: „დაყუდებისა ტრფიალებითა განბრწყინვებულო, ღმერთსა ზრახევდი,
მამაო, და დუმილითა მოღუაწებისაითა ლოცვათა შენთა ვითარცა მსხუერპლთა შესწირევდ
მარადის, რაითა ქუეყანისა წილ ცანი დაიმკვიდრენ, ყოვლად ქებულო“ (ჴმა IV).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
„მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი ღირსისა: „სინანულისა საფარველი და ლმობიერებისა სახე და სუ -ლიერისა
სისრულისა ხატი არს, ანგელოზებრივი ცხოვრებაი შენი, ნეტარო ეფ-რემ; ქრისტესა ღმერთსა
ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა I).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის
მიხედვით): „ყოველივე საიდუმლო...“ (ჴმა II).
ცისკრის ჟამი:
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).
ტროპარი ღირსისა: „სინანულისა საფარველი...“ (ჴმა I) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ “ (მიმდინარე ხმის
მიხედვით): „ყოველივე საიდუმლო...“ (ჴმა II).
– რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის კითხვისას აღესრულება კმევა სრულიად
ტაძრისა.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა - ღირსისა:
„პირისა შენისა მადლმან წყალნი ცხოვრებისანი აღმოაცენნა და ეკლესიაი აღა -ვსო და
სინანულისა მდინარენი სოფელსა შინა წარმოაჩინნა და ცრემლთა მდი -ნარითა აღავსნა
თუალნი ჩუენნი; არამედ ვითარცა იგი სიტყუითა შენითა გან -გუსწავლენ ჩუენ, მამაო წმიდაო,
ეგრეთვე სიტყუასა, ქრისტესა ღმერთსა, ევედრე ცხორებისათვის სულთა ჩუენთაისა“.
„დიდება“ ,,აწ და“ - იგივე.
– წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა - ღირსისა:
„ტკბილ არიან ფრიად თქუმულნი შენნი სინანულისათვის და განმანათლებელ, რომელნი
ერჩდენ, ყოვლად ქებულო, ღმერთშემოსილო და ცხორებაი უბრალოი და შემკულ ყოველთა
საღმრთოთა სათნოებათა მიერ; ამისთვის გიგალობთ“.
„დიდება“ ,,აწ და“ - იგივე.
– 50-ე ფსალმუნი.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
I კანონი – ტაძრისა – 6 მუხლად (ძლისპირი – 2 გზის).
II კანონი – ღირსისა – 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
 
თუ ტაძარი რომელიმე წმიდის სახელობისაა:
 
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
შენიშვნა: ტიპიკონის მიხედვით უნდა წავიკითხოთ მიმდინარე ხმის კვირის ცისკარში არსებული
ღმრთისმშობლის კანონი, მაგრამ პარაკლიტონში ეს კანონი ძლისპირის გარეშეა მოცემული. ამიტომ
რეკომენდაციაა წავიკითხოთ ღმრთისმშობლის კანონი „ქვეყანასა მწყურნებსა“ ან „ეტლთა
მფლობელი ფარაო“ (პარაკლიტონიდან).
II კანონი – ღირსისა – 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია: „უქმი ქვეყანა...“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
გალობა I. უგალობდითსა, ხმა II.
ძლისპირი: „ყოველი ერი უგალობდით უფალსა, მძლესა სიკუდილისასა, რომე -ლმან ქმნა
საკვირველი საკვირველებათაი ზღუასა მას მეწამულსა“.
„მოვედით მორწმუნენო დღესასწაულსა წმიდისა ეფრემისასა, ვიხარებდეთ და მხსნელსა
ყოველთასა გალობით უგალობდეთ“.
„აღიღო ჯუარი მართალმან ეფრემ ნეფსით და შეუდგა ქრისტესა, რამეთუ გა -მოირჩია
ცხორებაი საუკუნოი ღმრთისაგან“.
„დიდება“ - „წმიდამან ეფრემ შეიყუარა ცხორებაი მარტოებით უდაბნოს იოანე -საებრ და
ღმერთსა უგალობდა გალობითა ახლითა“.
„აწ და“ - „შენ უბიწოო, წმიდაო დედოფალო, ღმრთისმშობელო მარიამ მეოხ გუეყავ ჩუენ
მვედრებელთა შენთა შენგან შობილისა მიმართ“.
 
გალობა III. განძლიერდასა.
 
ძლისპირი: „განმაძლიერენ მოსავნი შენნი უფალო, რომელმან ჯუარითა მოჰ -კალ ცოდვაი
ჩუენი და დაჰნერგე შიში შენი გულთა შინა ჩუენთა შენ, კაცთმო-ყუარე“.
„სამოსელი შეიმოსა ანგელოზებრივი და სიბრძნით დაუტევა სოფელი ესე და საქმენი
მისნი ეფრემ, ამისთვის მათ თანა იშუებს მარადის“.
„დაუკვირდა შენთვის საგალობელო წმიდაო ეფრემ, დიდსა ბასილის და ეუწყა მას
ღმრთისა მიერ გზაი შენი სულიერი, სანატრელო“.
„დიდება“ - „განანთლე სოფელი წმიდაო ეფრემ, სიტყუითა შენითა სულიერითა და
წარუდგინე ქრისტესა მხსნელსა ყოველთასა შენ სანატრელო“.
„აწ და“ - „განანათლნა მარიამ, შობამან შენმან კიდენი ცისანი, უბიწოო ქალ -წულო,
ამისთვისცა ღირსად გნატრით და ღმრთისმშობლად ჩუენ აღგიარებთ შენ“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა ღირსისა: ,,ჭურად საღმრთოდ მარხვისა და სიმდიდრედ წარუ -პარველად
ღმრთისმსახურებისა გამოსჩნდი შენ, ეფრემ ყოვლად ნეტარო, უვ -ნებელობითა
განაბრწყინვე ცხორებაი შენი და ნაკლულევანნი აღავსენ წყა -ლობითა, მამაო წმიდაო,
ქრისტესა ღმერთსა ევედრე მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაი“ (ჴმა III).
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
გალობა IV. მესმასა.
ძლისპირი: „მესმა, უფალო, განგებულებაი საიდუმლოთა შენთა წმიდათაი და გადიდე შენ,
მხოლოი კაცთმოყუარე“.
„ცრემლითა მაგით შენითა, წმიდაო ეფრემ, მოჰრწყენ გულნი კაცთანი და ნა-ყოფიერ ჰყუენ
მორწმუნეთა სულნი“.
„მოღუაწებითა შენითა მოაკუდინე ვნებაი სულთა და ხორცთაი, სამგზის სანა -ტრელო
წმიდაო მამაო“.
„დიდება“ - „მარხვითა და ვედრებითა, წმიდაო ეფრემ, და ღამისთევითა კრებუ -ლი
ეშმაკთაი განსდევნე, ნეტარო“.
„აწ და“ - „შენ, დედაო უბიწოო, მეოხ გუეყავ ღმრთისა, რომელი შენგან გამო-გვიბრწყინდა
მხსნელი სულთა ჩუენთაი“.
გალობა V. ღამითგანსა.
ძლისპირი: „ნათლისა მომცემელო და საუკუნეთა შემოქმედო უფალო, ნათელ -სა მცნებათა
შენთასა დამამტკიცე, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ სხუაი ღმერთი არა ვიცით“.
„შენ, ღმერთო, რომელმანცა მოეც სოფელსა წმიდაი ეფრემ ვარსკულავად
განმანათლებელად სულთა და ხორცთა, ჩუენცა განგუანათლენ ნათლითა შენი -თა, მხოლოო
კაცთმოყუარე“.
„ეფრემისათვის ღმერთშემოსილისა შემოვკრბეთ, მორწუნენო, და ვიხარებდეთ და
უგალობდეთ ღმერთსა, რომელმან მომცა ჩუენ ვარსკულავი ბრწყინვალე, გან -მანათლებელი
მორწმუნეთაი“.
„დიდება“ - „მსგავს იყავ ელიაისსა და იოვანესსა, წმიდაო მამაო, და ცათა შინა
დაემკვიდრე მათ თანა და აწ მეოხ გუეყავ ქრისტეს მიმართ ჩუენცა დღესა-სწაულსა შენსა“.
„აწ და“ - „შენ რომელმან ჰშევ ქრისტე, დამბადებელი ყოველთაი, ხორცითა, გიღაღადებთ
და ვიტყვით: გიხაროდენ ქალწულო უბიწოო, გიხაროდენ, რომელ-მან საშოსა დაიტიე ღმერთი
დაუტევნელი“.
გალობა VI. ღაღადყავსა.
ძლისპირი: „ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალთა მოწყალებათა შენთა
მოვივლტი; აღომიყვანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები“.
„შენ გიცნა ღმრთისა სიტყუაო, შობილო ქალწულისაგან, წმიდამან ეფრემ და ვითარცა
მარგალიტი სამეუფოი, ორითა ბუნებითა გქადაგა“.
„დაუყო პირი მწვალებელთა მოძრუარმან სოფლისამან სულისა მიერ წმიდისა - ეფრემ და
განანათლნა ბრწყინვალენ გულნი ყოველთა მორწმუნეთანი“.
„დიდება“ - „მოიგე ზეცით გვირგვინი, ღმერთშემოსილო ეფრემ, და ანგელოზ -თა თანა შენ
აწ იყოფვი და სამებასა უგალობ დაუდუმებელად“.
„აწ და“ - „უმეტეს ხარ ყოველთა დაბადებულთა, წმიდაო, რამეთუ დამბადე-ბელი ხარ შენი
საშოსა დაიტიე და გვიშევ ჩუენ ღმერთი განკაცებული“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი ღირსისა: „წინაისწარ ხედვიდი...“ (ჟამნიდან).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა
იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან წმ. გიორგი მთაწმინდელის
თვენში იგი მითითებული არ არის.
გალობა VII. კურთხეულარსა.
ძლისპირი: „ხატისა მისთვის ოქროისა, რომელი იმსახურა ველსა მას დეი -რისასა, სამთა
ყრმათა შიში შეურაცხ-ყუეს მძლავრისაი მის და შეითხინეს სახუმილსა მას და შეცურეულნი
ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“.
„სიყვარულითა სულიერითა საგალობელი ეფრემ, მოსწრაფე იქმნა მისლვად ღირსისა და
ნეტარისა ბასილისა და ნებითა ქრისტესითა იხილა, ვითარცა სუ -ეტი ცეცხლისაი,
მასწავლელი და მსახური საიდუმლოსა მისსა“.
„შენ, ქრისტე, სრულ ჰყავ ნებაი მოშიშთა შენთა საყუარელთაი, ვითარცა აღუქთუ, და
აღიღე პირი ბასილისი და ეფრემისი და ასწავე ყოველთა სოფელსა, რაითა გალობით
ადიდებდენ სამებასა წმიდასა უკუნითი უკუნისამდე“.
„დიდება“ - „სულისა მიერ წმიდისა მიიღო ზეცისა ნიჭი წმიდამან ეფრემ ხელთა დასხმითა
მღვდელმთავრისა დიდებულისა ბასილისათა, რომელ არს ბერძმეტყუელებაი, ვითარცა ენაი
ცეცხლისაი, მსგავსად მოციქულთა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა
ჩუენთაო“.
„აწ და“ - „მამაო დაუსაბამოო და ძეო მხოლოდშობილო, სულო წმიდაო, სამგუამოვნებაო,
განუყოფელო და შეურევნელო, ერთღმრთეებაო ჭეშმარიტო, ყოველნი გიღაღადებთ და
ვიტყვით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“.
გალობა VIII. აკურთხევდითსა.
ძლისპირი: „რომელმან დაჰბადა ყოველი სიბრძნითა გამოუთქმელითა, სიტყუ -ამან
საღმრთომან, და არარაისაგან შექმნა მეტყუელად: აკურთხევდით საქმენი უფლისანი
უფალსა“.
„რომელმან სიბრძნითა საღმრთოითა სულიერითა შეამკო ეფრემ ღმერთშემო -სილი და მის
მიერ კაცთა ასწავა გალობად და თქუმად: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“.
„რომელმან დაატკბო სოფელი ჭეშმარიტად თქუმულითა მისითა - წმიდამან ეფრემ, და
კაცთა ასწავა სინანული და იტყვიან: აკურთხევდით საქმენი უფლი-სანი უფალსა“.
„დიდება“ - „მოვედით მორწმუნენო, და უგალობდეთ სამებასა დამბადებელსა,
დაუბადებელსა და ქებულსა კაცთა შორის: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“.
„აწ და“ - „ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად აღგიარებთ შენ და ანგელოზისა თანა
გიღაღადებთ: გიხაროდენ რომელმან სიხარული უშევ სოფელსა, დიდე -ბულო, მიმადლებულო
და კურთხეულო“.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
გალობა IX. ადიდებდითსა.
ძლისპირი: „ქალწულებაი შენი ღმრთისმშობელო უბიწოო, რომელი არა შეწუა ცეცხლმან
ღმრთეებისამან, მას ვადიდებთ“.
„რომელმან ნაყოფიერ -ყო უდაბნოი, წმიდაი ეფრემ, უძლეველსა მტერისაგან ყოველნი
გალობით ვადიდებდეთ“.
„რომელი გამოჩნდა ქუეყანის ანგელოზად, წმიდაი ეფრემ, ქრისტეს მიერ გვირ -გვინოსანი,
მას ვადიდებდეთ“.
„დიდება“ - „რომელმან აღავსო სწავლითა სულიერითა ყოველი ქუეყანაი - ღირსსა
წმიდასა ეფრემს ჩუენ ვადიდებდეთ“.
„აწ და“ - „რომელი დაემკვიდრა მუცელსა შენსა უთესლოდ, ღმრთისმშობელო ქრისტე
ღმერთი, მხსნელი სულთა ჩუენთაი, ვადიდებთ“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ ღირსისა: „მდინარითა ცრემლთაითა დაშრიტე ცეცხლი ვნება თა
წარმწყმედელთაი და სულისა წმიდისა სავანედ წმიდად გამოსჩნდი ეფრემ, და
მოძღურებათა მიერ საღმრთოთა მოჰრწყე სოფელი“.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი:
„გაქუნდა პირსა შენსა, ნეტარო, ვითარცა ეზეკიელ წინაისწარმეტყუელსა, ქარტაი იგი;
სოფელი დაატკბე წერილთა შენთა სიტყვითა და სიმდიდრე სიბრ -ძნისაი სათნოებით უჩუენე
ყოველთავე, რომელნი შენდა მოივლტოდეს, რომელნი უფლისა შესწირენ და აწ მხიარულ ხარ,
მამაო, რამეთუ უფროის განამრავლე ტალანტი შენი“ 2-გზის.
„ჭურად სიწმიდისად გამოსჩნდი და ჰქადაგებდ სამებისა ბუნებასა ერთბუნებად, სწავლანი
მანენტოსისნი აღმოჰფხურენ ძირითურთ და ცეცხლისა ენისა შენისა -ითა შესწუენ სიტყუანი
იგი ბოროტთა მწვალებელთანი, ეკლესიისა სიმტკიცეო და სუეტო შეურყეველო კეთილად
მსახურებისაო, წმიდაო ეფრემ“ 2-გზის.
„დიდება“ მისივე: „ღმრთისა მიმართ წამისყოფითა განბრწყინვებული გონებაი შენი
ყოვლითურთ ღმრთივშუენიერ იქმნა და, ვითარცა სარკმელმან სულისა წმიდისამან, უნივთონი
ბრწყინვალებანი შეიწყნარნა“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე: „ჯუარსა შემსჭუალული რაჟამს გიხილა შენ მშობელმან
შენმან, მხოლოო სულგრძელო, მტირალი გოდებით ღაღადებდა და იტყოდა: ივნე ნებსით
მრავლითა სახიერებითა შენითა, რაითა განხრწნილი ბუნებაი კაცთა განაახლო, უგალობ
სიმტკიცესა შენსა“ (ჴმა VIII).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსისა: „სინანულისა საფარველი...“ (ჴმა I).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(მიმდინარე ხმის მიხედვით): „ყოველივე საიდუმლო...“ (ჴმა II).
ჟამებზე:
– ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
– ღირსის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი
„დიდება“„აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა.
კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – ღირსისა და დღისა.
სამოციქულო და სახარება – ღირსისა და დღისა.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი ღირსთა მისთა“.
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“.
წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით მართალნო და იქადოდით ყოველნი
წრფელნი გულითა“.
ალილუია (ჴმა VI ): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს
ფრიად“.
მუხლი: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი“.
ალილუია (ჴმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი, და ყოველთა ჭირთა მათთაგან
იხსნნა იგინი“.
განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შუენის ქება“.
შენიშვნა: ჩვენ მოცემული გვაქვს მითითებები სამოციქულოდან – ექვთიმე ხელაძის სტამბა, 1899წ.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.