საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
შაბათი, 2 მარტი 2024
ძველი სტილით: 18 თებერვალი
სულთმოფენობიდან 39-ე შვიდეულიხმა 5მსგეფსი

ხსენება

წმიდისა ნიკოლოზ კათალიკოსისა (1591); წმიდისა ლეონისა, რომის პაპისა (461); წმ. აგაპიტე აღმსარებელისა, სინადელი ეპისკოპოსისა (IV); წმ. ფლაბიანე აღმსარებელისა, კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (449-450).

საკითხავები

ლიტ. – 2 ტიმ. 295 დას. III, 1-9. ლკ. 103 დას. XX, 45 - XXI, 4.
ხსენებული წმინდანის საკითხავი (გამოცემულ ტიპიკონებში ამ თარიღზე იშვიათად იბეჭდება, სათაურში არ შედის):
მიც. – 1 თეს. 270 დას. IV, 13-17. ინ. 16 დას. V, 24-30.

ტიპიკონი

დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში, შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის III პერიოდი (მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან აღდგომამდე) · დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – ტრიოდიონ მარხვანი; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – შაბათს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

მსახურების მიმდევრობა

2024 წელი 18 თებერვალისულთმოფენობიდან 39-ე შვიდეული2 მარტი
ძველი სტილითშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
წმ. ნიკოლოზ კათალიკოსისა (1591); წმ. ლეონისა, რომის პაპისა (461); წმ. აგაპიტე აღმს., სინადელი ეპ. (IV); წმ. ფლაბიანე აღმს., კონსტანტინეპოლელ პატრ. (449-450).
 
ლიტ. - 2 ტიმ. 295 დას. III, 1-9. ლკ. 103 დას. XX, 45 - XXI, 4.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მღვდელმთავრისა).
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში, შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
IX ჟამი:
– ტროპარი და კონდაკი - ღირსმოწამისა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - მე-18
– „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება I ჴმაზე).
– „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- მღვდელთმთავრისა - 6 მუხლი (ჴმა I).
„დიდება“ - მღვდელთმთავრისა: „გიხაროდენ ღირსო მამაო...“ (ჴმა I).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით):
„ზღუასა მას ზედა მეწამულსა...“ (ჴმა V).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– წარდგომა - დღისა.
– ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - მღვდელთმთავრისა (თავისი ჩასართავებით).
,,დიდება“მ- მისივე: „უხორცოთა განწყობილსა...“ (ჴმა I).
,,აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
„აჰა ესერა აღესრულა...“ (ჴმა I).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი მღვდელთმთავრისა: „პატივი მთავრობისაი და შუებანი სოფლიურნი სიბრძნით
განსცვალე ყოველთა მეუფისა ქრისტეს მონებად, სიმდაბლითა სიმაღლე
პირველმღვდელთ-მთავრობისაი მოიგე და გზათა კეთილთა საქმეთასა წარუძეღ
სამწყსოსა შენსა, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა
შეწყალებად სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა I).
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი
(მიმდინარე ხმის მიხედვით): ,,გიხაროდენ ბჭეო განუღებელო...“ (ჴმა V).
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი‘‘ (იგალობება I ჴმაზე).
ტროპარი მღვდელთმთავრისა: „პატივი მთავრობისაი და შუებანი...“ (ჴმა I) 2-გზის.
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი
(მიმდინარე ხმის მიხედვით): ,,გიხაროდენ ბჭეო განუღებელო...“ (ჴმა V).
– რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.
მე-17 კანონის დროს აღესრულება კმევა სრულიად ტაძრისა.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - მღვდელთმთავრისა.
„დიდება“ „აწ და“- იგივე.
– 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი – მღვდელთმთავრისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის)
შენიშვნა: ტიპიკონის მიხედვით უნდა წავიკითხოთ მიმდინარე ხმის კვირის ცისკარში არსებული
ღმრთისმშობლის კანონი, მაგრამ პარაკლიტონში ეს კანონი ძლისპირის გარეშეა მოცემული. ამიტომ
რეკომენდაციაა წავიკითხოთ ღმრთისმშობლის კანონი „ქვეყანასა მწყურნებსა“ ან „ეტლთა
მფლობელი ფარაო“ (პარაკლიტონიდან).
II კანონი - მღვდელთმთავრისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მღვდელთმთავრისა: „საღმრთოი ნათელი...“ (ჴმა III).
„დიდება“, „აწ და“ - იგივე.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მღვდელთმთავრისა: „სამეუფოისაგან ძირისა რტოი კეთილი, საღმრთოითა
მოქალაქობითა განმტკიცდი, ზოსტერითა მღვდელობისაითა განჰშუენდი და
პირველმღვდელთმთავრად დადგინებულმან, სიბრძნითა დაჰმწყსე მინდობილი შენდა
სამწყსოი, აწ წინაშე მეუფისა ქრისტესა კადნიერებითა წარდგომილო, მას ევედრე,
რაითა მოანიჭოს სულთა ჩუენთა დიდნი წყალობანი“ (ჴმა VIII).
შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას
ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).
– „განმანათლებელი“ მღვდელთმთავრისა: ,,ჭირთა შინა შემწე ხარ...“
„დიდება“, „აწ და“ - იგივე.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მღვდელთმთავრისა - 4 მუხლი.
„დიდება“ - მისივე: „შენ მწყემსო ჭეშმარიტო...“ (ჴმა III).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა: „გიხაროდენ მარიამ...“
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მღვდელთმთავრისა: „პატივი მთავრობისაი და შუებანი...“ (ჴმა I)
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი
(მიმდინარე ხმის მიხედვით): ,,გიხაროდენ ბჭეო განუღებელო...“ (ჴმა V).
 
ჟამებზე:
 
– ტროპარი და კონდაკი – მღბდელთმთავრისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მღვდელთმთავრის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი
,,დიდება“, ,,აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მღვდელთმთავრისა.
კონდაკები: „დიდება“ - მღვდელთმთავრისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მღვდელთმთავრისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - მღვდელთმთავრისა;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – მღვდელთმთავრისა და დღისა.
სამოციქულო და სახარება – მღვდელთმთავრისა და დღისა.
წარდგომა (ჴმა I): ,,პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა, და ზრახუანი გულისა ჩემისანი
გულისხმისყოფასა“.
მუხლი: „ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად იღეთ ყოველთა, რომელნი დამკვიდრებულ -
ხართ სოფელსა“.
წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი
წრფელნი გულითა“.
ალილუია (ჴმა II): „პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე, და ენა მისი იტყოდის სიმართლესა“.
მუხლი: „ჰსჯული ღმრთისა მისისა არს გულსა შინა მისსა და არა შეუბრკუმეს მას სლუანი მისნი“.
ალილუია (ჴმა IV): ,,ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან
იხსნა იგინი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.