საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
ოთხშაბათი, 4 სექტემბერი 2024
ძველი სტილით: 22 აგვისტო
სულთმოფენობიდან მე-11 შვიდეულიხმა 1მარხვა · თევზი

ხსენება

მოსკოვის წმიდა სამების ტაძრის ღმრთისმშობლის ქართული ხატის დღესასწაული (1650). მოწამეთა: აგათონიკესი, და მისთანა ზოტიკესი, თეოპრეპესი, აკვინდინესი, სევერიანესი და სხვათა (305-311); მღვდელმოწამისა ათანასე ეპისკოპოსისა (270-275), ღირსისა ანთუსასი (დაახ. 298) და მსახურთა მისთა, მოწამეთა ქარისიმესი და ნეოფიტესი (270-275); მოწამისა ევლალია ქალწულისა (303).

საკითხავები

ლიტ. – 2 კორ. 173 დას. III, 4-11. მთ. 96 დას. XXIII, 29-39.
ღმრთისმშობ. – ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.

ტიპიკონი

დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 1; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – სადაგ დღეს II რანგიდან და ზევით (3 რანგი)
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

მსახურების მიმდევრობა

2024 წელი 22 აგვისტოსულთმოფენობიდან მე-11 შვიდეული4 სექტემბერი
ძველი სტილითოთხშაბათიახალი სტილით
 
ღმრთისმშობლის მიძინების შემდგომი დღესასწაული
 
ხსენება:
მოსკოვის წმ. სამების ტაძრის ღმრთისმშობლის ქართული ხატის დღესასწაული (1650). მოწ. აგათონიკესი, და მისთანა ზოტიკესი, თეოპრეპესი, აკვინდინესი, სევერიანესი და სხვათა (305-311); მღვდელმოწ. ათანასე ეპ. (270-275), ღირ. ანთუსასი (დაახ. 298) და მსახურთა მისთა, მოწამეთა ქარისიმესი და ნეოფიტესი (270-275); მოწ. ევლალია ქალწულისა (303).
 
ლიტ. - 2 კორ. 173 დას. III, 4-11. მთ. 96 დას. XXIII, 29-39.
ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი ივერიის ღმრთისმშობლის განგებიდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსისა.
– კონდაკი: ღირსისა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება.
– რიგითი კანონი - მე-9.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა I).
- ხატისა - 3 მუხლი:
„განბრწყინდი მთაო ათონისაო, იხარებდ და იშუებდ სავანეო ივერიისაო, რამეთუ
აჰა, ესერა მოვალს ანგელოზთა მიერ ზღ ჳთ მოძღუანებული საკ ჳრველი ხატი
ღმრთისა დედისაჲ, ნათლითა გამოუთქმელითა მოელვარჱ, ჭირთა და მწუხარებათა
წყუდიადისა განმდევნელი და შარავანდედითა მოწყალებისა თჳსისაჲთა ყოველთა
განმანათლებელი“.
„შეგივრდებით, შენ, დედოფალო, მონაზონნი და კრებულნი მმარხველთანი და
სიყუარულითა მხედველნი წმიდისა ხატისა შენისანი გიღაღადებთ შენ: მოვედ
ჩუენდა, დედაო სახიერო, შეგჳწყალენ პატივისმცემელნი შენნი და მოგუანიჭენ ჩუენ
წმიდაჲ ხატი შენი წინდად მოწყალებისა და ცხორებისა“.
„ჰოი ყოვლადდიდებული საკჳრველი, ვითარცა ოდესმე სინას იხილნა მოსე მაყუალი
ცეცხლითა მოტყინარე და უვნებელად დაცული, ეგრეთვე აწ ხატი ესე ღმრთისა
დედისაჲ შეიმოსს ცეცხლსა და ჰგიეს შეუწველ, ხოლო ბნელსა შინა მყოფთა
განგუანათლებს და უვნებელ გვყოფს ჭირთა და ურვათაგან“.
„დიდება“ ხატისა: „ჵ, დედაო სახიერო, დედოფალო ღმრთისმშობელო ქალწულო,
ნუ განმაგდებ ჩუენ მდაბალთა მონათა შენთა, მომძღუნელთა უღირსთა ვედრებათა
ყოვლადწმიდისა ხატისა მომართ შენისა; გვექმენ მ ჴურვალე შუამდგომელ ჩუენ
ცოდვილთა ძისა შენისა მიმართ, გ ჳჴსენ ჩუენ ყოველთა ჭირთა და
განსაცდელთაგან, რა ჲთა მარადის გიგალობდეთ შენ სიხარულით: გიხაროდენ,
სახიერო მეკარეო, სამოთხისა ბჭეთა მორწმუნეთად განმღებელო“ (ჴმა VIII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „უღირდა მხედველთა...“ (ჴმა I).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– წარდგომა - დღისა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ ხატისა: „მოვედით ყოველნი მონაზონნი და საერონიცა, რა ჲთა
ვადიდოთ ყოვლადუბიწო ქალწული ღმრთისმშობელი, რამეთუ უღელვოდ ღელვათა
ზედა მცურვალი ხატი ცეცხ ლისა სუეტითა შემოსილი განვიდა ნიკიით ათონად,
პონტოჲსა ზღჳთა და მოსლვითა თ ჳსითა მადლი იგი თ ჳსი მორწმუნეთა მიანიჭა,
ხოლო ჩუენცა განათლებულნი წყალობისა მისისა შარავანდედითა, შუამდგომელსა
ცხორებისა ჩუენისასა ვნატრიდეთ“ (ჴმა V).
„აწ და“ დღესასწაულისა: „არწმუნებს ყოველთა...“ (ჴმა VIII).
– ,,აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- ტროპარი ხატისა: „წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშო -
ბელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და
სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და
შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა,
ყოვლადწმიდაო“ (ჴმა I).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: ,,შობასა ქალწულებაი...“ (ჴმა I).
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ხმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „შობასა ქალწულებაი...“ (ჴმა I) 2-გზის.
„დიდება“ ხატისა: „წმიდისაგან ხატისა შენისა...“ (ჴმა I).
„აწ და“ დღესასწაულისა: ,,შობასა ქალწულებაი...“ (ჴმა I).
– რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - ხატისა.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა
– 50-ე ფსალმუნი.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირით).
II კანონი ხატისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია დღესასწაულისა: „პირად-პირადად შემკობილმან...“.
– „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“.
 
გალობაი I. უგალობდითსა, ჴმაჲ VIII.
 
- ძლისპირი: „ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკ ჳრველთმოქმედმან
კუერთჴმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისა ჲ და განუპო ზღუა ჲ
მეწამული და ისრაელი ი ჴსნა განმავალად, მეტყუელი გალობასა უფლისასა:
რამეთუ დიდებით დიდებულ არს“.
- „ჰიო ყოვლად უბიწოო, მიიღე შეგინებულთაგან ბაგეთა ჩემთა ქება ჲ ესე,
ვითარცა პირველ ძემან შენმან და ღმერთმან ჩემმან უფალმან შეიწირა ორნი იგი
წულილნი ქურივისანი და ჴსნაჲ ცოდვათა ჩემთაჲ მომმადლე მე, რაჲთა მარადჟამს
გადიდებდე შენ, ქალწულო“.
- „შენდა შემსგავსებულ არს ანგელოზთა გალობაჲ, ღმრთისა დედაო, რამეთუ
თავად ჰშევ საკჳრველად შემოქმედი მათი, გარნა ჩუენიცა მიიღე, ჵ, დედოფალო,
მდაბალი ესე ვედრება ჲ, რაჲთა უგალობდეთ მეუფესა: დიდებითა დიდებულ ხარ
უძლურებათა შინა ჩუენთასა“.
- „ცეცხლი საღმრთო ჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისა ჲთ, ღმრთისა
დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა
მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს“.
„დიდება“ - „დამდოვრდეს წყალნი, დასცხრეს ღელვანიცა ზღუასა შინა
ტალღათა, რომელთა მიმოჰქონდის ხატი შენი, ღმრთისმშობელო, განამტკიცენ
შერყეული გულიცა ჩემი კლდესა ზედა ქრისტეს მცნებათასა“.
„აწ და“ - „მწე და მფარველ ექმენ, ქალწულო, სავანესა ივერიისასა, რა-
ჟამს დაანთქ ზღუასა შინა მჴედარნი ამირასნი ნავებითურთ მათითა, აწცა დაანთქ
ძისა შენისა მოწყალებისა მორევსა ყოველნი ვნებანი და აურაცხელნი შეცოდებანი
ჩემნი“.
 
გალობაი III. განძლიერდასა.
 
- ძლისპირი: „შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და
აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო
ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო
კაცთმოყუარე“.
- „აჰა, ესერა დიდად შუენიერი დახატულება ჲ პორტაიტისაჲ მოიწია
ათონითგან ტფილისსა, და დიდითა პატივითა დაბრძანდა ტაძარსა
ღმრთისმშობელისასა, დიდებულსა სიონსა, შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად
მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან“.
- „განამტკიცენ გული ჩემი სასოებად შენდამი, ღმრთისა დედაო, განაშორენ
ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჱ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა, რაჲთა
გიგალობდე: არავინ არს წმიდაჲ, ვითარ უფალი და არავინ არს მართალ, უფროჲს
ღმრთისა ჩუენისა“.
- „პირისა შენისა ყოვლად წმიდისა და უხრწნელებისა ხატი არს
საკურნებელი ყოვლისა სოფლისა ჲ, რომლისადა მიახლებულნი და კრძალვით
შენდა თაყუანისმცემელნი, უბიწოო, მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და
განვთავისუფლდებით უძლურებათაგან“.
„დიდება“ - „აღმადგინენ, დედოფალო, მიწისაგან მე, უბადრუკი,
განმაშორენ გლახაკი ესე ცოდვითა განხრწნასა, და მომეც ლოცვა ჲ მთხოველსა,
რაჲთა შეწევნასა შენსა ვნატრიდე, ქალწულო პორტაიტისაო“.
„აწ და“ - „უნაყოფოჲ გონებაჲ ჩემი ნაყოფიერ ჰყავ, კურთხეულო
ქალწულო, შობილო უნაყოფოთაგან, რამეთუ შენ უფრო ჲს ნაყოფიერ ჰქმნი
კეთილად ყოველსა მოვლინებითა ხატისა შენისათა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი ხატისა:
- კონდაკი: „დაღაცათუ ზღუად შთაგდებულ იქმნა წმიდაჲ ხატი შენი, ღმრთისმშო-
ბელო, ქურივისა მიერ, რომელმანცა ვერ ძალიდვა დაფარვა ჲ მისი მტერთაგან, გარნა
გამოჩნდა იგი მფარველად ათონისა და მეკარედ ივერიელთა სავანისად; შიშად მტერთა,
ხოლო მართლმადიდებელთა საქრისტიანოთა შინა, შენთა პატივისმცემელთა მ ჴსნელად
ყოველთაგან ვნებათა და ზედა მოსლვათაგან“.
- იკოსი: „იხილა რა ჲ კრებულმან მონაზონთა ივირონელთამან შორის სუეტსა
ცეცხლისასა ხატი ღმრთისა დედისაჲ, ღაღადყო: ჵ, მეუფეო, ღირს მყუენ ჩუენ მიმთხვევად
ხატისა დედისა შენისასა, ხოლო შენ, გაბრიილ, შევედ ზღუად და მიიქუ წიაღთა შინა
საუნჯჱ ჩუენდა გამოცხადებული, რაჲთა გუექმნეს ჩუენ მცველად მიურულებელად, ხოლო
ყოველთა ქრისტეანეთა მფარველად და სიხარულად“.
- წარდგომა ხატისა: „მოიწია დღეს ბრწყინვალე დღესასწაული მფარველისა
ჩუენისაჲ, განიხარებენ ყოველნი მართლმადიდებელნი და განსცხრებიან კრებულნი
კაცთანი, რამეთუ მოგ ჳწოდებს წმიდა ჲ ღმრთისმშობელი ჩუენი ხ ილვად თ ჳსისა
ცეცხლმნთებარისა ხატისა, მოწყალებისა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებელისა,
და ჩუენცა მოხარულნი ამისა ვღაღადებთ: გჳჴსენ, დედოფალო, სიყმილისაგან, ცეცხლისა,
მახჳლისა და ჭირთაგან, პატივისმცემელნი ხატისა შენისა გამოჩინებისანი“ (ჴმა I).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „გუნდნი საღმრთოთა...“
 
გალობაი IV. უფალო მესმასა.
 
- ძლისპირი: „შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი
ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისა ჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი
მამულნი ზეცას და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთ ჳსცა წინაისწარმეტყუე-
ლისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმო-ყუარე“.
- „განამზადებდა რა ჲ გზათა საკ ჳრველთმოქმედისა ხატისა შენისათა, მოსცა
ჴმაჲ თჳსი უფსკრულმან, შეიძრა მზე და იქმნა ბრწყინვალებაჲ ხატისაჲ, ვითარცა
ნათელი, აწ შენცა, დედოფალო, მოვედ ჴსნად კაცთა და გამოუჩნდი მაცხოვრად
სამკჳდრებელსა შენსა“.
- „ესმნეს რაჲ ცნობაჲ მოსლვისა შენისაჲ, განკრთენ მონაზონნი, ხოლო გულის-
ჴმაყვეს რაჲ საქმენი შენნი, განკჳრდენ, შეძრწუნებულიცა სული ჩემი წყალობით
მოიჴსენე, დედოფალო, რა ჲთა გიგალობდე: დიდება შეწევნასა შენსა, ღმრთისა
დედაო“.
- „მადლისა მოცემისა მნებებელმან ერისათ ჳს ჩუენისა, კუალად გამოგ ჳჩინე
ჩუენ ხატოვნება ჲ შენი, რომლისადა მიახლებულნი მსგავსებასა მას შენსა
თაყუანისვსცემთ და გევედრებით: აჰა, მოვედ აწ და შემოგ ჳკრიბენ მამულნი
განბნეულნი, და უჩინე მზღუარი, ყოველთა კაცთაგან უსარჩლელი“.
„დიდება“ - „ვითარცა ივერთა სავანისა სამწყსონი განშუენდებოდეს
მადლითა ხატისა შენისაჲთა, ეგრეთცა უფროჲს მზისა ნათლისა განბრწყინ-დების
ერი ჩუენი მადლითა შენით ა, რამეთუ საკ ჳრველი ესე პირი ხატისა ჲ იქმნების,
ვითარცა წყარო ჲ უკუდავებისაჲ სნეულთა და უძლურთათ ჳს და ყოვე -ლთათჳს
მომნიჭებელი დიდთა წყალობათა“.
„აწ და“ - „შენ ხარ სიმტკიც ჱ და ძალი ჩემი, ღმრთისმშობელო, რამეთუ
დღესა მწუხარებისა ჩემისასა შენმიერვე განვისუენო და შენ მიერვე აღვმაღლდე
ზეციერსა სამკჳდროსა სოფლისაგან ამისა და ვიხარებდე მეუფისა და ღმრთისა,
მჴსნელისა ჩემისა თანა“.
 
გალობაი V. ღამითგანსა.
 
- ძლისპირი: „რაჲსათჳს განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო
და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და
ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები“.
- „იხილე, წმიდაო, ღამითგან აღმსთობილი ერი შენი სამწყსო ჲსა შენისა,
რომელი გარემოადგების კეთისახელოვანსა ხატსა შენსა და ითხოვს ცოდვათა
შენდობასა და საღმრთო ჲსა დიდებისა ზიარებასა. ნუ განგუაგდებ პირისაგან
შენისა, დედაო დაუვალისა ნათლისაო“.
- „აწ მოიხილე, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტჱსო, შენმიერ გამორჩეულსა
ერსა ზედა და სათნო იჩინე აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად ჩუენდა
სულითა სიბრძნისა ჲთა, ურთიერთასისა სი ყუარულითა და საღმრთო ჲსა
გულისჴმისყოფისაჲთა“.
- „სულითა და გონებითა ჩუენითა, სამწყსოსა შენსა სრულიად შერწყმულნი,
ფსალმუნთა და საგალობელთა სულიერთა და საღმრთოთა გალობათა მიერ
ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხოვთ შენ -დობასა და ჴსნასა
სულთა ჩუენთასა, ხოლო შენ, დედოფალო, სძალო უსძლოო, ვითარცა
მკურნალმან ჩუენმან, ყოველი ესე მოგუანიჭე“.
„დიდება“ - „ტაძარი შენი, ქალწულო, ვითარცა სხუად სამოთხედ აწ
წარმოდგება, რამეთუ ვითარცა ხესა ცხორებისასა, აქუს ხატი შუენიერებისა
შენისაჲ, რომელსაცა ყოველნი სურვილითა, კეთილმოშიშებითა და სიყუარუ-ლითა
ამბორს-უყოფთ და ვიტყვით: დედოფალო, მოგვეც მშჳდობაჲ და დაგჳფარენ ჩუენ,
რამეთუ თჳნიერ შენსა სხუაჲ ნუგეშინისმცემელი არაჲ ვიცით“.
„აწ და“ „მდინარედ სიტკბოებისად, სავსებად ნაკდისად, ზეცისა მანანად,
უხუებად და მადლად მარადის მომცენარედ მოგიგებთ, ყრმააო, მკჳდრნი სავანისა
ამისანი და ვუგალობთ შობასა შენსა“.
გალობაი VI. ღაღადყავსა.
- ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ
ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე
ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონა ჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო
ჩემო“.
- „მსწრაფლ გუეწიე, წმიდაო მშობელო გამოუთქუმელო ძისა ღმრთისაო, და
ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ ივერია ჲ და ერი ივერიისა ჲ, რა ჲთა
არა ჰსთქუან ურიცხვთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმრთისმშობელი, რო მლისა
მიმართ აქუთ სასოება“.
- „სარწმუნოებაჲ გუაქუს შეუორგულებელ შენდა მომართ, ქალწულო
პორტაიტისაო, და გევედრებით: მოგვეც ჴელი შეწევნისა ჲ და დაიცევ ქუეყანა ჲ,
რომელი გამოირჩიე და ეშმაკთა მონებისა და კერპთმსახურებისა გამოი ჴსენ,
რაჲთა სირცხჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი“.
- „უფსკრულმან უღირსთა შეცოდებათამან გარემომიცვა მე, და დაინთქუმის
სული ჩემი, გარნა მომეც, დედოფალო, ძლიერი მკლავი შენი, და ვითარცა
გაბრიილ, მეცა მოლტოლვილი ხატისადმი შენისა, უვნებელად დამიცევ“.
„დიდება“ - „ნუ განმაგდებ მე სრულიად პირისაგან შენისა, დედაო
მჴსნელისაო, და ნუ მიტევებ მე შთაფლვად უფსკრულსა უშჯულოებისასა, არამედ
აღმომიყუანე მე მწვირისაგან ვნებათა ჲსა, რა ჲთა განეშოროს ხრწნასაცა
ცხორებაჲ ჩემი, და შევსწირვიდე შენდა ქებასა და აღსარებასა“.
„აწ და“ - „მქონებელი შეგინებულისა ამის ჴორციელისა ტაძრისა,
კადნიერად მო ჳვლტი ყოვლად განწმედილისა საუკუნო ჲსა სიტყ ჳსა ტაძრისად,
წინაშე წმიდისა ხატისა შენისა შეწირვად, მდაბალთა ვედრებათა ჩემთა, გარნა
შენ, ვითარცა მოწყალემან, განმწმიდე მე კეთილმოწყალებითა შენითა“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ჴმა II).
 
გალობაი VII. კურთხეულარსა.
 
- ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა
კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ,
უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
- „ვსცოდეთ და ვიუსჯულოეთ წინაშე ღმრთისა, და უშჯულოებისა და
სიცრუვისა თანაზიარ ვიქმენით, გარნა დედოფალო ჩუენო ღმრთისმშობელო,
ვითარცა სახიერმან, მ ჴურვალითა შუამდგომლობითა შენითა დაშრიტე ცეცხლი
საღმრთოჲსა რისხ ჳსა, რა ჲთა ვუგალობდეთ მას: მამაო ჩუენო და ღმერთო,
კურთხეულ ხარ შენ“.
- „საცთურებასა და ჭირთა სა ჴუმილსა შინა, ჩუენცა, ღმრთისა დედაო,
გუასხურე ცუარი მადლისა შენისა ჲ, რაჲთა სირცხჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი
და გულისჴმაჰყონ ყოველთა, რამეთუ შენ მხოლოო ხარ, დედოფალო, დიდებული
ყოველსა შინა ქუეყანასა“.
- „გიგალობთ, ვითარცა საყდარსა მეუფისა დიდებისასა, უპატიოსნესსა
ქერუბიმთასა, სულიერსა ტაძარსა, რომელსა შინა დაემკჳდრა უფალი, სამყაროსა
ცისასა, რომლისაგან აღმობრწყინდა მზჱ სიმართლისაჲ ქრისტჱ, შენ გიგალობთ,
ღმრთისა დედაო, და აღგამაღლებთ უკუნისამდე“.
„დიდება” - „ცეცხლი საღმრთო ჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისა ჲთ,
ღმრთისა დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა
ძლევათასა მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს“.
„აწ და” - „შენ ხარ სიხარული მკჳდრთა უდაბნოჲსა მთაწმინდისაჲსა, და
ნუგეში და სიქადული ქალაქისა ამის სამეუფოჲსაცა, ქალწულო მარიამ, რომელსა
გიგალობთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე“.
 
გალობაი VIII. აკურთხევდითსა.
 
- ძლისპირი: „მთასა ზედა მოსეს თანამზრახუალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა,
ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას
უკუნისამდე“.
- „ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადება ჲ სიხარულსა მიჰფენს
ყოველთა მორწმუნეთა, ქუეყანასა ჩუენსა მოანიჭებს მცვ ელსა დაუძინებელსა და
ჭირთაგან მჴსნელსა, და სურნელ ჰყოფს სულთა და გონებათა ჩუენთა“.
- „გიგალობს შენ, ანგელოზთა ძალნი, აღგამაღლებს ნათესავი კაცთა ჲ,
გაკურთხევს ყოველი დაბადებული, ყოვლად წმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო,
მიიღე აწცა ჩემმიერისა უწმიდისაგან მორთმეული ესე ქება“.
- „უგალობდეთ მონაზონნო ათონელნო, აკურთხევდით ივერონელნო,
აღამაღლებდით ყოველი ქუეყანა ჲ სახიერსა დედოფალსა, რომელი მდინარესა
საკჳრველებათასა აღმოაცენებს საკ ჳრველთმოქმედითა ხატითა თ ჳსითა,
ამისთჳსცა, ღმრთისმშობელო, გაქებთ, გაკურთხევთ, თაყუანისგცემთ, გი გალობთ
და აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე“.
„დიდება“ - „სავანითგან ივერიისა, ყოველგნით განფენს დაულევნელთა
მადლთა ხატი შენი, ღმრთისმშობელო, ხოლო ქუეყანასა შენდა წილხვდომილად
განკუთვნილსა, მარადის ჰსცევ და ჰფარავ, მეოხებითა შენმიერითა, წინაშე ძისა
და ღმრთისა შენისა, რომელსა ყრმანი აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი
აღამაღლებენ უკუნისამდე“.
„აწ და“ - „არა არს საზომი სივრცისა ჲ, სიღრმისა ჲ ანუ სიმაღლისა ჲ,
სადაცა არა მისწუთეს ძლიერი შეწევნა ჲ მარჯუენისა შენისაჲ, ღმრთისა დედაო,
რომლისა მოსავნი ყრმანი აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი
აღამაღლებენ ძესა შენსა უკუნისამდე“.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
 
გალობაი IX. ადიდებდითსა.
 
- ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ
იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლეს
ცათა საყდართა გამოაჩინე, ამისთ ჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი,
ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ“.
- „სიღრმე საიდუმლო ჲსა შობისა შენისა ჲ განაცვიბრებს გონებასა
ანგელოზთასა, ქალწულო, და ყოვლად წმიდაი ხატი შენი ეშმაკთა ჲ იოტებს,
რამეთუ ვერშემძლებელნი მოხილვად ძლიერებისა, განივლტიან და დაინთქუმიან,
ხოლო ჩუენ სიყუარულითა თაყუანისვსცემთ და ამბორსუყოფთ მას და შენ
ღმრთისმშობელსა გადიდებთ“.
- „მოვედით ყოველნი, თაყუანის -ვსცეთ, შეუვრდეთ და აღვამაღლოთ დედა ჲ
ღმრთისაჲ, რომელმან მოხედვა ჲ-ჰყო ჩუენ მდაბალთა ზე და, რომელი მშიერთა
აღავსებს კეთილითა მიერ და დასდვა ჩუენთ ჳს აღთქუმა ჲ მოწყალებათაჲ,
გამოცხადებითა საკჳრველისა ხატისა თჳსისაჲთა“.
- „აწ დააყუდე, ყოვლადწმიდაო, უბიწოო ქალწულო, ზედა დას ჴმაჲ
უკეთურთაჲ და განზრახუანი მათნი დაჴსენ, ხოლო მართლაღმსაარებელთა ერთა
შორის მშ ჳდობაჲ და სიყუარული განაჩინე, რა ჲთა შენზედა სასოებისა
დამდებელთა არა გვრცხვენოდეს უკუნისამდე“.
„დიდება“ - „საღმრთოთა გალობათა მიერ, ჵ, წმიდაო პორტაიტისაო,
ქალწულო ღმრთისმშობელო, ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ,
შევთხოვთ შენდობასა და ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ვითარცა თავსმდებსა ჴსნისა
ჩუენისასა“.
„აწ და“ - „ჵ, ყოვლადწმიდაო, მოწყალეო, ქრისტეანეთა შემწეო, ვერ
შემძლებელ არს ღირსად გალობად ენა ჲ კაცობრივი და ანგელოზთაცა, რამეთუ
შენ ხარ ყოვლისა დაბადებულისა უპატიოსნესი და ყოვლისა ქუეყანისა ჲთა
უდიდებულესი, არამედ, ჵ, დედოფალო, მიითუალე მოწყალებითა შეწირული ესე
ჩუენ მიერი ვედრებაჲ და გჳჴსენ ჩუენ მარადის, რამეთუ სასოებაჲ ჩუენი შენ ზედა
დაგჳძს“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ ხატისა: „ყოვლად პატიოსანი ხატი შენი მიიღო რა ჲ გაბრიელ
წიაღთა შინა თ ჳსთა, გიღაღადებდა შენ, დედოფალო, ჵ, ტკბილო დედაო, მეუფისა
ქრისტჱსო, მფარველ ექმენ სავანესა შენსა, სიხარულად ყოველთა ქრისტეანეთა და
თავსმდებ საუკუნოჲსა ცხორებისა“.
,,დიდება“ ,,აწ და“ დღესასწაულისა: „მოციქულნი შემოკერბით...“
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. ,,აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები
ჩასართავების გარეშე).
- ხატისა - 3 მუხლი.
- „ჵ, გამოუთქუმელსა სახიერებასა, ჵ, დიდებულსა გამოჩინებასა ღმრთისა დედისა
ხატისასა, რომელი ბრწყინავს საკ ჳრველებათა მიერ და განანათლებს მადლითა
სარწმუნოებით მილტოლვილთა, რომელნიცა სიხარულითა შევიწყნარებთ რა ჲ
წმიდასა ღმრთივყრმაასა, ჯერ-არს გალობით ვმადლობდეთ და პატივს ვსცემდეთ
მას“.
- „ჵ, შენსა, დედოფალო, ჩუენთ ჳს განგებულებასა, რამეთუ მოგ ჳვლენ ჩუენ
საკჳრველსა ხატსა შენსა და მოწყალებითა მოგუმადლებ მცველსა მიურულებელსა
და ნუგეშსა ცხორებისა ჩუენისასა, ამისთ ჳსცა მცნობნი შენისა პატიოსნისა
საკჳრველებისანი, შენ გალობათა მიერ გადიდებთ“.
- „ჵ, ყოვლადდიდებული საკ ჳრველი, ვითარ ცეცხლმტ ჳრთველი ხატი, ღელვათა
მიერ ზღ ჳსაჲთა, ვითარცა ეტლსა ზედა მიმოვალს და ბრწყინვალეთა
შარავანდედთა მიერ განანათლებს გონებასა კაცთასა, ხოლო ჩუენ
პატივისმცემელნი დღესასწაულისა მისისანი, გალობითა ღმრთისმშობლისა
მიმართა აღვავლენთ დიდებასა“.
,,დიდება“ ხატისა: აღმასრულებელი ბრძანებათა შენთაჲ, ღმრთისა დედაო, ღირსი
გაბრიილ ფერხითა დაულტოლველითა ვიდოდა წყალსა ზედა ზღჳსათა და მიიქუა
რაჲ წმიდაჲ ხატი შენი, განაწყო გუნდნი და დღესასწაული მმარხუელთა თანა
ათონისაჲთა განაწესა, რომლითა ჩუენცა განკ ჳრვებულნი ვუღაღადებთ პირველ
მიზეზსა: დიდებაჲ შენდა, მოქმედო საკჳრველებისაო, მხოლოო მეუფეო და ღმერთო
ჩუენო, მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა დაიცევ ერი ჩუენი, რომელი გამოირჩიე
და ძლევაჲ მტერთა ზედა მიჰმადლე მას, ვითარცა ყოვლად ძლიერმან“.
,,აწ და“ დღესასწაულისა: „შემოვკრბეთ აწ...“
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი ხატისა: „წმიდისაგან ხატისა შენისა...“ (ჴმა I).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: ,,შობასა ქალწულებაი...“ (ჴმა I).
ჟამებზე:
– ტროპარები: დღესასწაულისა და ხატისა.
– კონდაკი: დღესასწაულისა და ხატისა (მონაცვლეობით).
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- დღესასწაულის I და II კანონის VIII გალობიდან - 4 მუხლი.
- ხატის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- დღესასწაულისა;
- ხატისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - ხატისა;
 
„აწ და“ - დღესასწაულისა.
 
ბ) თუ ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ხატისა.
კონდაკები: „დიდება“ - ხატისა;
 
„აწ და“ - დღესასწაულისა.
 
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ხატისა;
- ტაძრისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - ხატისა;
 
„აწ და“ - დღესასწაულისა.
 
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და ხატისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ხატისა.
წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა
მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“ (დღესასწაულისა და ხატისა ემთხვევა ერთმანეთს).
მუხლი: ,,რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა
ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.
ალილუია (ჴმა II): „აღსდეგ, უფალო, განსასვენებელად შენდა, შენდა კიდობანი სიწმინდისა
შენისა“.
მუხლი: „ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა თვისითა“.
ალილუია (ჴმა II): „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“.
განიცადე: „სასმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“
(დღესასწაულისა და ხატისა ემთხვევა ერთმანეთს).
,,ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი : ,,ანგელოზთა
მიცვალებაჲ...“ და IX გალობის ძლისპირი: ,,ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი...“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.