საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
შაბათი, 21 დეკემბერი 2024
ძველი სტილით: 8 დეკემბერი
სულთმოფენობიდან 26-ე შვიდეულიხმა 8შობის მარხვა · თევზი

ხსენება

ღირსისა პატაპისა (VIII); მოციქულთა: სოსთენესი, აპოლოსისა, კეფასი, ტვიქიკესი, ეპაფროდიტესი, კესარიოსისა და ონისიფორესი - სამოცდაათთაგანთა (I); მოწამეთა 62 ხუცესთა და 300 ერისკაცთა, აფრიკაში არიოზელთაგან მომწყდართა (477); მოწამისა ანთისა რომაელისა (V).

საკითხავები

ლიტ. – ღირ. – გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
რიგ. – გალ. 205 დას. III, 8-12. ლკ. 72 დას. XIII, 18-29.

ტიპიკონი

შაბათს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 8; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – შაბათს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

მსახურების მიმდევრობა

2024 წელი 8 დეკემბერისულთმოფენობიდან 26-ე შვიდეული21 დეკემბერი
ძველი სტილითშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
ღირ. პატაპისა (VIII); მოციქულთა: სოსთენესი, აპოლოსისა, კეფასი, ტვიქიკესი, ეპაფროდიტესი, კესარიოსისა და ონისიფორესი - სამოცდაათთაგანთა (I); მოწამეთა 62 ხუცესთა და 300 ერისკაცთა, აფრიკაში არიოზელთაგან მომწყდართა (477); მოწ. ანთისა რომაელისა (V).
 
ლიტ. - ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
რიგ. - გალ. 205 დას. III, 8-12. ლკ. 72 დას. XIII, 18-29.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან. 2006 წ.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარი და კონდაკი: წმ. ამბროსისა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - მე-18.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- ღირსისა - 6 მუხლი (ჴმა I):
„მამაო პატაპი, ხორცთა აღძვრანი მოძღურებითა დასწვენ და მსგავსად ელიაისსა უდაბნოი
დაიმკვიდრე, გონებაი განსწმიდე მარადის ღმრთისა მიმართ წამისყოფითა, ღმერთშემოსილო,
აწცა ითხოვე მონიჭებად სულთა ჩუენთა ღმრთისა მიერ მშვიდობაი და წყალობაი“ - 2-გზის.
„მამაო პატაპი, მწყობრსა მოღუაწეთასა შეერთებულ ხარ განშუენებული უვნებელობითა
და დამკვიდრებულ ხარ სავანეთა შინა წმიდათასა, სადა -იგი ბრწყინავს ნათელი დაუვალი და
ძელი ცხოვრებისაი და მეოხ ხარ ცხოვრებად სულთა ჩუენთა“ - 2-გზის.
„მამაო პატაპი, მნათობად ბრწყინვალედ ეგვიპტით გამობრწყინდი და განანათლე ყოველი
სოფელი სასწაულთა მიერ და სულთა განმხრწნელნი ვნებანი უჩინო ჰყვენ მორწმუნეთაგან და
ეშმაკთა გუნდნი სირცხვილეულ ჰყუენ, მეოხ გუეყავ ცხორებად სულთა ჩუენთათვის“- 2-გზის.
„დიდება“ მისივე: „მამაო პატაპი, მნათობად ბრწყინვალედ ეგვიპტით გამობრწყინდი და
განანათლე ყოველი სოფელი სასწაულთა მიერ და სულთა განმხრწნელნი ვნებანი უჩინო
ჰყუენ მორწმუნეთაგან, ხოლო ეშმაკთა გუნდნი სირცხვილეულ ჰყუენ; მეოხ გუეყავ ცხორებად
სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა VI).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „მეუფე
ცათა კაცთმოყვარებისათვის...“ (ჴმა VIII)
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– დღის წარდგომა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან (მოწამეთას მუხლები, ჟამნის
ჩასართავებით).
შენიშვნა: პარაკლიტონში, მე-5-დან მე-8 ხმის ჩათვლით „სტიქარონსა“ -ზედა მოწამეთა
მხოლოდ ერთი მუხლია, სამაგიეროდ გვაქვს „უფალო ღაღად -ვჰყავსა“-ზედა მოწამეთა
დასდებლები. შეგვიძლია წავიკითხოთ მოწამეთა ერთი მუხლი „სტიქარონიდან“, ხოლო
ორი – „უფალო ღაღად-ვჰყავსა“-ზედა დასდებლებიდან.
- „შენდამი აღვიხილენ თუალნი..“.
- „მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ...“.
„დიდება“ ღირსისა: ,,ვნებანი ხორცთანი განახმენ, ღმრთივსანატრელო მამაო პატაპი, და
მდინარითა ცრემლთაითა წყარონი კურნებათანი აღმოაცენენ და რომელნიცა შევეხებით
პატიოსანთა ნაწილთა შენთა, მადლსა და წყალობასა მდიდრად აღმოვივსებთ და სახსენებელსა
შენსა სარწმუნოებით ღირსად პატივს-ვსცემთ, მამაო სამგზის სანატრელო“ (ჴმა III).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „დედათა
შორის წმიდაო...“ (ჴმა III)
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი ღირსისა: „შენ შორის საკვირველო მამაო...“ (ჴმა VIII).
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ჴმა VIII).
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).
ტროპარი ღირსისა: „შენ შორის საკვირველო მამაო...“ (ჴმა VIII) – 2-გზის.
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ჴმა VIII).
შენიშვნა: ტროპრის ხმა მიმდინარე, წარსაგზავნ ხმას ემთხვევა.
– რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის დროს აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება‘‘, ,,აწ და‘‘ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა : „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის
მისთა, ღმერთი ისრაილისა“.
- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა : „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა,
საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.
– 50-ე ფსალმუნი.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში
I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი – ღირსისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, თვენიდან)
III კანონი – მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).
რომელიმე წმიდის სახელობის ტაძარში
I კანონი – ღირსისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის, საზიარო თვენიდან).
II კანონი – ტაძრის წმიდისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი – მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).
– კატავასია: მოწამეთა კანონის ძლისპირები (პარაკლიტონიდან, მხოლოდ III, VI, VIII და IX
გალობების შემდეგ).
– „უმცირესი“: „უგალობდით უფალსა“.
 
კანონი ღირსისა
 
გალობა I. „უგალობდითსა“. ხმა II.
 
ძლისპირი: „ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით
ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განხორციელდა ჩუენ ცოდვილთათვის,
რომელსა უგალობთ: უფალო დიდებულო, დიდებულ ხარ“.
„ბრწყინვალისა ცხოვრებისა შენისა ბრწყინვალეთა სათნოებათა წადიერი შესხმად
გევედრები, დიდებულო პატაპი, ნათელი ბრწყინვალე ზეცით გარდამომივლინე და განდევნე
ბნელი უმეცრებისაი ოხითა შენითა“.
„დიდება“ - „იქმენ შენ ნაკვერცხალ საცნაურ აღგზნებულ სულისა წმიდისა მადლითა და
დასწვენ ეშმაკნი და დაშრიტენ ისარნი ცოდვისანი, განხურვებულნი ღმერთშემოსილო და
უვნებელობისა წმიდად სიმართლედ ამაღლდი, პატაპი“.
„აწ და“ - „ხსნად პირველისა წყევისაგან ყოვლისა სოფლისა მხსნელი ყოველთაი შენგან
იშვა, ქალწულო, და კაც იქმნა ყოვლითურთ, რომელმან წმიდა -ყო ნეტარი პატაპი და
მკურნალად სენთა მორწმუნეთაისა გამოაჩინა იგი“.
 
გალობა III. „განძლიერდასა“.
 
ძლისპირი: „აღყუავილნა შროშნის სახედ მოსვლითა შენითა ქრისტე, რომელ არს ბერწი
წარმართთა ეკლესიაი და იქმნა იგი შვილ მრავალ, რომელსა შინა განაძლიერენ გულნი
ჩუენნი“.
„ცხოვრებაი უნივთოი ქუეყანასა ზედა აღასრულე, ნეტარო ღირსო პატაპი, და ზეთითა
მოღუაწებისაითა განაპოხე ლამპარი შენი და მსხუერლად განწმედილად თავი შენი შესწირე
ღმრთისა მოკუდინებითა გემოთაითა“.
„დიდება“ - „დაჰხნენ სულთა ჩუენთა ვნებანი აღძრულნი და ხორცთა სალმობანი
უკურნებელნი მხურვალედ ვედრებითა შენითა, სამგზის სანატრელო პატაპი, რამეთუ
ღმრთისაგან მოგიღიეს მდიდრად მადლი კურნებათაი, მამაო“.
„აწ და“ - „ჟამიერად გვიშევ ჟამთა შემოქმედი ხატითა მონისაითა, სძალო ღმრთისაო,
რომელმან ღმერთ ყო ბუნებაი ჩუენი და ბრწყინვალე ყო მოღუარეთა შორის მონაი თვისი,
ვითარცა მზეი, სამგზის სანატრელი დიდი პატაპი“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა ღირსისა: ,,სიტყუაი ცხორებისაი, რომელი ეგვიპტეს ხორციელად შტავიდა და
ხელით ქმნილნი მისნი დაამხუნა, ქრისტემან ღმერთმან გამოგირჩია შენ ეგვიპტით, ვნებათა
ძეგლებსა შემმუსვრელად და ვარსკულავად მნათობად ცისკიდეთა“.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
გალობა IV. „მესმასა“.
ძლისპირი: „მოხუედ ჩუენდა ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თვით უფალი,
განხორციელებული ღმერთი და მიხსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდება
ძალსა შენსა“.
„ცრემლთა შენთა მხურვალეთა უფსკრულმან წარღუნა, ღირსო, ეშმაკთა სპარაზენნი და
ცოდვისა გემოვნებანი, ხოლო ზღუა სასწაულთა ექმნა სიღრმესა ვნებათასა დანთქმულთა“.
„დიდება“ - „სიყუარული, სიმდაბლე, მღვიძარებაი და ლოცვაი, სარწმუნოებაი სრული და
სასოებაი მოიგე, ღირსო, და თანამკვიდრ იქმენ შენ ზეცისა ძალთა, მამაო პატაპი“.
„აწ და“ - „გამოჰბრწყინდი ღრუბლისაგან სულმცირისა, ვითარცა მზე სიმართლისა,
ქრისტე, რომელ არს დედაი ქალწული და მსგავსად მთიებისა განაბრწყინვენ სანატრელნი
ღირსნი მამანი“.
 
გალობა V. „ღამითგანსა“.
 
ძლისპირი: „შენ მნათობთა ნათლისა მომცემელო და განწირულთა მაცხოვარებაო, ქრისტე,
მხსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო მშვიდობისაო, განგუანათლენ ჩუენ
ნათლითა მით შენითა, რამეთუ შენსა გარეშე, უფალო, სხვაი არავინ ვიცით“.
„ბნელსა მყოფთა განმანათლებელო, განმანათლე მე ნათლითა საღმრთოითა ოხითა
პატაპისაითა და დაჰხსენ ალმური ბნელი სულისა ჩემისა და გარდამომივლინე წვიმაი
შენდობისაი, რამეთუ შენსა გარეშე ხსუაი არავინ ვიცი“.
„დიდება“ - „ვნებათა ბნელისაგან განსწმიდენ თუალნი გონებისანი, ღმერთშემოსილო
მამაო, და მარხვითა და ლოცვითა აღუხილენ თუალნი მწუხარეთახორცითა და მძვინვარებაი
სალმობათა ბოროტთა განსდევნე მორწმუნეთაგან და ყოველი არა ძლებაი განჰკურნე“.
„აწ და“ - „მომცემელი ყოველთა ცხოვრებისაი და მაცხოვარი დაბადებულთაი ჰშევ უცხოდ
და საკვირველად წმიდათა შორის დიდებული სიტყუაი ღმრთისაი და წმიდათა შორის
განსუენებული, რომელსა ჩუენთვის ევედრე, ყოვლად წმიდაო დედოფალო“.
 
გალობა VI. „ღაღადყავსა“.
 
ძლისპირი: „ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალთა მოწყალებათა შენთა
მოვივლტი. აღმომიყვანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები“.
„ძალითიძალად აღსვლითა, მამაო, ბრწყინვალედ განაშუენე გონებაი შენი, პატაპი, და არა
შესოვლდი ცოდვითა, რამეთუ ვითარცა უხორცოი, სცხონდებოდე“.
„დიდება“ - „ელიას თეზბიტელსა მიემსგავსე და იოვანე ნათლისმცემელისა კუალსა
შეუდეგ, პირველ უდაბნოს დაემკვიდრე და დაყუდებითა განსწმიდე გონებაი“.
„აწ და“ - „ღრუბელსა სულმცირესა მჯდომარე პირველ ეგვიპტეს შევიდა ქრისტე და
შემუსრა კერპნი, ხოლო კრებული წმიდათაი ურიცხვი მიერ გამოაბრწყინვა“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი ღირსისა: „სახლი შენი სულიერი...“ (ჴმა III) (ჟამნიდან).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც იკითხება,
რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მოცემული არ არის.
 
გალობა VII. „კურთხეულარსა“.
 
ძლისპირი: „ხატისა მისთვის ოქროისა, რომელი იმსახურა ველსა მას დეირისასა, სამთა
ყრმათა შიში შეურაცხ-ყვეს მძლავრისაი მის და შეითხინეს სახუმილსა მას და შეცურეულნი
ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“.
„ცეცხლითა სულისაითა აღატყინენ საცნობელნი სულისანი, ღმერთშემოსილო, და
ცეცხლი ცოდვისაი ავლად და მტუერად გამოაჩინე და სახედ ნათლისა განჰბრწყინდი ღირსო
მამაო პატაპი, და ხმატკბილად იტყოდე: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“.
„დიდება“ - „ბრმანი მხედუელ ჰყუენ ძალითა საღმრთოითა, ღმრთივსანატრელო, და ვნებანი
თითოსახენი განჰკურნენ და სულნი უკეთურნი განასხენ სახელისდებითა ღმრთისათა და მას
მხოლოსა უღაღადებდი და იტყოდე: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“.
„აწ და“ - „განმაღმრთობს მე, უბიწოო, ძე შენი ხატითა მონებისაითა შობილი და ძლევს
ყოველთა ალაგთა ცნობისათა, ვითარცა ჰჯულთა გონებისათა, და გუნდსა წმიდათა
მამათასა მოწამეთა თანა შეჰკრებს გალობად და იტყვიან: კურთხეულ ხარ შენ, უფალო,
ღმერთო მამათა ჩუენთაო“.
 
გალობა VIII. „აკურთხევდითსა“.
 
ძლისპირი: „სახუმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათვის ღმერთსა, რომელმან
ცეცხლი ცვარად შესცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და
ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„წმიდა ჰყავ გონებაი შენი ბიწისაგან ვნებათაისა მოღუაწებითა და გამოსჩნდი ტაძრად
სამებისა ბრწყინვალედ და ესრეთ იტყოდე: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“.
„დიდება“ - „განაგე ცხორებაი შენი ღმრთივშუენიერად, ღმერთშემოსილო მამაო და მნე
იქმენ სარწმუნო და ჰმსახურე კეთილად სახმარსა წმიდათასა, წმიდაო, და მათ თანა მკვიდრ
იქმენ სასუფეველსა“.
„აწ და“ - ზეცად აღამაღლე ბუნებაი ჩუენი განხრწნილი და მიწად მიქცეული, ანგელოზთა
დიდებაო, წმიდათა სიხარულო, დაბადებულთა დედოფალო და დედაო ქრისტეს მეუფისაო.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
 
გალობა IX. „აკურთხევდითსა“.
 
ძლისპირი: „დაუსაბამოისაგან მამისა ძე ღმრთისაი გამოჩნდა, ქალწულისაგან მხსნელად
ჩუენდა განხორციელდა, განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად
განბნეულთა რაითა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ“.
„დღე ცხორებისაი - ხსენებაი შენი გამობრწყინდა, ღირსო, და განანათლებს გონებათა
დაბნელებულთა და განსდევნის არმურსა ვნებათასა, მამაო, და შემსხმელთა შენთა ძედ
ნათლისად გამოაჩინებს, მსახურო ქრისტეს მეუფისაო“.
„დიდება“ - „თებაიდელთა სიქადულსა და მორჩსა უდაბნოისასა, მონაზონთა გვირგვინსა
და შუენიერებას და მნათობა ბრწყინვალესა ბიზანტიისასა, პატაპის ნეტარსა, ქუეყანისა
ანგელოზსა ჯეროვნად ყოველნი ვნატრიდეთ“.
„აწ და“ - „ცნობათა უვაღრესი საიდუმლოი შობისა შენისაი განაკვირვებს ანგელოზთა,
ღმრთივმიმადლებულო, და წმიდათა მამათა სიხარულითა და სიტკბოებითა აღავსებს და
აღსძრავს მათ გალობად შენდა, ღმრთისა დედაო“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
– „განმანათლებელი“ ღირსისა: ,,ანგელოზთა მოდასე, თანამკვიდრი წმიდათა მოციქულთა,
წინაწარმეტყველთა, მღდელთმოძღუართა, მარტვილთა და მამათაი, მათ თანა იხარებ, დიდებულო,
წინაშე სამებისა; ოხად ნუ დააცადებ ჩუენთვის, რომელნი გადიდებთ შენ“.
„დიდება“ განმანათლებელი შაბათისა.
„აწ და“ მისივე
– „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“.
– „დიდებამაღალიანი“ - იკითხება
– „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი (მოწამეთა, „აქებდითსა“-
ზედა დასდებლებიდან),
რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“
„დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა იქვე.
– „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.
ტროპარი ღირსისა: „შენ შორის საკვირველო მამაო...“ (ჴმა VIII)
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ
„უმცირესთაგანი“ „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით) (ჴმა VIII): ,,ქალწულო ყოვლად-
წმიდაო...“
 
ჟამებზე:
 
– ტროპარი და კონდაკი ღირსისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
ღირსის კანონის III გალობიდან – 4 მუხლი;
„მომიხსენენი“ - 4 მუხლი, პარაკლიტონიდან.
შენიშვნა: შესაძლებელია „მომიხსენენი“ წავიკითხოთ 6 მუხლად პარაკლიტონიდან (ანუ დაუტეოთ
წმიდის კანონიდან საკითხავები).
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- შვიდ. დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“
- ღირსისა.
კონდაკები: - ღირსისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
„აწ და“ - „სოფლისა შემოქმედისა..“
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - - შვიდ. დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“
- ღირსისა.
კონდაკები: - ღირსისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
„აწ და“ - „სოფლისა შემოქმედისა...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – ღირსისა და დღისა (შაბათისა).
სამოციქულო და სახარება – ღირსისა და დღისა (რიგისა).
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“.
წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი
წრფელნი გულითა“.
ალილუია (ჴმა VI ) „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს
ფრიად“.
მუხლი: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთაი იკურთხოს“.
ალილუია (ჴმა IV): ,,ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან
იხსნა იგინი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.