საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
ორშაბათი, 3 თებერვალი 2025
ძველი სტილით: 21 იანვარი
სულთმოფენობიდან 33-ე შვიდეულიხმა 7
ხსენება
ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა (662); წმ. პატრიარქისა კალისტრატესი (ცინცაძე, 1952); მოწამისა ნეოფიტესი (303-305); მოწამეთა: ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი (III); ქალწულმოწამისა აგნია ქალწულისა (დაახ. 304); მოწამისა ანასტასისა (662); ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (1556).
საკითხავები
ლიტ. – 1 პეტ. 59 დას. II, 21 - III, 9. მკ. 54 დას. XII, 13-17.
ღირ. – ებრ. 330 დას. XI, 33 - XII, 2. ლკ. 64 დას. XII, 8-12.
ტიპიკონი
შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 7; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამიშუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
მსახურების მიმდევრობა
2025 წელი 21 იანვარისულთმოფენობიდან 33-ე შვიდეული3 თებერვალი ძველი სტილითორშაბათიახალი სტილით ხსენება: ღირ. მაქსიმე აღმს. (662); წმ. პატრ. კალისტრატესი (ცინცაძე, 1952); მოწ. ნეოფიტესი (303-305); მოწ. ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი (III); მოწ. ქალწულისა აგნია ქალწულისა (დაახ. 304); მოწ. ანასტასისა (662); ღირ. მაქსიმე ბერძენისა (1556). ლიტ. - 1 პეტ. 59 დას. II, 21 - III, 9. მკ. 54 დას. XII, 13-17. ღირ. - ებრ. 330 დას. XI, 33 - XII, 2. ლკ. 64 დას. XII, 8-12. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარები: აღდგომისა (ჴმა VII) და ღირსისა. – კონდაკი: აღდგომისა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი – არ იკითხება. – „უფალო, ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები: ღირსისა - 6 მუხლი (ჴმა I). „მართალო მაქსიმე, ღირსო, სარწმუნოებისათჳს მოღუაწეო, ვნებანი დაითმინენ შენ, ვითარცა მჴნემან მოღუაწემან, და გჳჩუენე გზაჲ კეთილად მსახურებისაჲ ჩუენ მორწმუნეთა და აწცა ითხოვე ეკლესიათათჳს დაცვაჲ შეუძრველად ვედრებითა შენითა“ 2-გზის. „მართალსა მაქსიმეს ღირსად ყოველნი მო რწმუნენი შევამკობდეთ, ვითარცა მჴ ნესა სარწმუნოსა მსახურსა ქრისტეს იესუჲსსა, გალობითა საღმრთოჲთა შევ ასხმიდეთ, რომლისა მიერ მართალი სარწმუნოებაჲ გუესწავა ჩუენ, ლმობიერად ვაქებდეთ წადიერად“ 2-გზის. „მოღუაწე მაქსიმე ყოვლად ქადაგი საღმრთოჲ ჭეშმარიტებისაჲ, რომლისა ენაჲ და ჴ ელი დაეკუეთნეს უღმრთოთა მათ მიერ, რამეთუ შურ აქუნდა ღმრთივგანბრძნობილსა მას მართლისა მისთჳს სარწმუნოებისა და აწ იღუწის ჭეშმარიტად დაცვისათჳს ყოველთა მორწმუნეთა“ 2-გზის. „დიდება“ მისივე: „რომელი წყალობისათჳს ჩუენისა განკაცნა ჩუენთჳს, ორითა ბუნებითა და ორითა საქმითა და ეგრეთვე ორითა ნებითა აღიარე მაქსიმე და ჰქადაგე ჴმამაღლად და დაუყვენ მწინკულევანნი და ბილწნი პირნი ერთნებად და ერთსაქმედ მგმობართანი ბოროტთა მნივთებელისა ეშმაკისა მზაკუვარებითა“ (ჴმა IV). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი-იგი შენ მიერ...“ (ჴმა IV). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - ღირსისა (ჴმა VII): „განჰმარტე სიხარულით მარჯუენე შენი ქრისტესთჳს დაკუეთად, სანატრელო მაქსიმე, ხოლო იქმენ მარჯუენე საღმრთო მწერალ მოძღურებათა განბრწყინვე ბულთა და ბრძმედსა შინა გამოცდილთა და, ეგრეთვე ენისა დაკუეთაჲ თავს-იდევ გულსმოდგინებით, ღირსო, ხოლო იქმენ ორღანო ღმრთისმგალობელ და ენა მოტ ყინარე სულისა წმიდისა მიერ განხურვებ ული, ყოვლადდიდებულო და მართლმა დიდებლობისა იგი სწავლანი ტკბილნი შუენიერად აღმოსთქუენ“. მუხლი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაჲ“. „უფსკრული სწავლათაჲ აღმოსთქუ გულით შენით ღმრთივგანბრძნობილით, მაქსიმე დიდებულო, და დაანთქენ ყოველნი წ ვალებისა წინამძღუარნი და წიაღ -იყვანე ახალი ესე ისრაელი და კრებული გონებამხედველი ღმრთისაჲ და ექმენ მეორედ მოსედ, დაღაცათუ პატივი უმდაბლესი თავს-იდევ ქრისტეს მსგავსად სიმდაბლისა მიერ, არამედ იგივე ღუაწლნი დაითმინენ და შჯული საღმრთოჲ მოგუართუ, ღირსო, სარწმუნოებაჲ ღმრთივდაწერილი, მტკიცე“. მუხლი: „რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე“. „ჴმატკბილი იგი ქნარი იდიდების დღეს, მართლმადიდებლობისა პატიოსანი პირი, მაქსიმე დიდებული, დიდებაჲ ეკლესიისაჲ და მონაზონთა შესხმაჲ და გან მაშუენებელი, რამეთუ ამან სოფელსა შინა ჰბრძო უშჯულოთა სარწმუნო ებისათჳს და მწვალ ებელნი იოტნა და სამძალი ძლევისაჲ შეიმოსა ღუაწლთა მათ თჳსთათჳს ყოვლად შუენიერთა და აღსარებისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა მიერ და მოწამეთა დიდებაჲ დაიმკჳდრა“. „დიდება“ მისივე: „მწიგნობრისა ხელოვნისა კალამ იქმნა ენაჲ შენი აღლესულ მადლითა მით სულისა წმიდისაჲთა და აღწერნა ფიცართა ზედა გალობისა ჩუენისათა სათნოებათა სჯულნი და სიმაღლე მოძღურებათაჲ და ჴორცთა შესხმაჲ ორითა ბუნებითა და ერთითა გუამითა ჩუენ, კაცთა, შორის გამოჩინებულისა ღმრთისაჲ“ (ჴმა IV). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“: ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღუარო...“ (ჴმა VIII). „დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთჳს...“ (ჴმა VIII). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე). ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღუარო...“ 2-გზის (ჴმა VIII). „დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთვის...“ (ჴმა VIII). – რიგითი კანონები: მე-4, მე-5 და მე-6. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა - ღირსისა: „მოძღუარო და წინამძღუარო მართლმადიდებლობისაო, ეკლესიისა მნათობო ბრწინვალეო და მონაზონთა შუენიერებაო, ჰო ჲ ბრძენო მაქსიმე, ქნარო სულისაო, სწავლითა შენითა ღმრთივბრწყინვალითა ჰნათობ უნათლეს მზისა, გჳთხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობაჲ“. „დიდება“, ,,აწ და“ - იგივე. – წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა - ღირსისა: „მოძღურებაჲ საღმრთოჲ განამტკიცე და იქმენ სუეტ მართლმადიდებლობისა და კლდე განუკუეთელ სარწმუნოებისა და ქრისტე ღმერთი ჩუენი ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა იქადაგე, რომელსა ევედრე, მამაო მაქსიმე, მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ“. „დიდება“, ,,აწ და“ - იგივე. – წარდგომა შემდგომად III სტიქოლოგიისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“, ,,აწ და“ - მისივე. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის). II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე). III კანონი - ღირსისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე). – კატავასია: „უქმი ქუეყანაჲ...“. – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. გალობა I. უგალობდითსა, ხმა VII ძლისპირი: „უგალობდეთ უფალსა, მორწმუნენო, რომელმან დაანთქა პირველ ფარაო ზღუასა მეწამულსა ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს“. „დიდებულო მაქსიმე, საღმრთოჲ იგი მადლი სულისა წმიდისაჲ ენისაგან შენისა თაფლმწუთოლვარისა დააწთვე ჩემ ზედა“. „იხილვე ცეცხლ შემწუველად მწვალებელთათჳს შენ, სანატრელო, და ვითარცა ლერწამნი შურითა საღმრთოჲთა განჰლიენ იგინი“. „დიდება“ - „პირუტყული ბრძანებაჲ ერთისა ნებისაჲ მგმობართა მიერ დაიდვა, დიდებულო, ხოლო სიტყჳთა შენითა დაჰჴსნდა, მამაო“. „აწ და“ - „შენ, უქორწინებელო ღმრთისმშობელო, რომელმან გჳშევ სიტყუაჲ დაუსაბამოჲ, ჴორცითა უზეშთაეს ბუნებათა გიგალობთ“. გალობა III. განძლიერდასა ძლისპირი: „შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაჲ, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაჲ და გადიდებს სული ჩემი“. „ყოვლად დიდებული მაქსიმოს, სარწმუნოებისა ჭეშმარიტი ქადაგი, სისხლთა დათხევითა გამოჩნდა ქრისტეს მოწამედ“. „ჰოჲ, სანატრელო მაქსიმე, მონაზონებითა შეიმკვე წესიერად და იქმენ ტაძარ სიწმიდისაჲ, ღმრთივგანბრძნობილო“. „დიდება“ - „უფსკრულნი სიბრძნისანი აღმოადინნა ენამან შენმან, მაქსიმე, ქრისტეს ბრძანებანი მზარდულნი მორწმუნეთანი“. „აწ და“ - „ჩუენ ყოველნი მოგიგებთ შესავედრებელად, ქალწულო: ზღუდე მექმენ ქრისტეანეთა მორწმუნეთა, სძალო ღმრთისაო“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა ღირსისა: ,,მოაშთვე სიტყუათა შენთა ძარღვითა პჳროს უშჯულოჲ ბოროტის მზრახვალი და ცოფი, ღირსო მაქსიმე, და დევნულებანი თავს-ისხენ და ჭირნი, დიდებულო, და გუემანი სასტიკნი და დაკუეთაჲ ენისაჲ მარჯუენისა მის შენისა უბიწოისაჲ, რომლითაცა სწერდი სწავლათა მაღალთა და მოძღურებათა ღმრთივგონიერთა“ (ჴმა IV). „დიდება“, „აწ და“ იგივე. გალობა IV. მესმასა ძლისპირი: „მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთაჲ, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი“. „ნაშობნი ქუეყანისანი ზეცისათა თანა გნატრით განკჳრვებულნი, რამეთუ სიბრძნისმოყვარებითა გამოსჩნდი, მამაო, სწორ უჴორცოთა“. „მკლველ იყო მძლავრი ბოროტი, არამედ სიმჴნე შენი დაუჴსნელ იყო, ამისთჳსცა შენ ნეტარ იქმენ, ხოლო უღმრთოჲ იგი ცეცხლსა მიეცა“. „დიდება“ - „შენ თანა მოღვაწე იქმნნეს ორნი მოწაფენი შენნი, ყოვლად ქებულნი, და ღვაწლთა შენთა ეზიარნეს და მოსაგებელთა შენთა ღირს იქმნეს“. „აწ და“ - „ღმერთი, რომელი გვიშევ ჩუენ, უბიწოო მარიამ, ვედრებად მისსა ნუ დასცხრები ჩუენთჳს, ქალწულო, რაჲთა მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაჲ“. გალობა V. ღამითგანსა ძლისპირი: „აღმსთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხუაჲ ღმერთი არა ვიცით“. „რომელმან ზეცისა და ქუეყანისა სიბრძნე ისწავა ჭეშმარიტად, ბრძენი, მთავრად ეწოდების ბრძენსა მაქსიმოსს“. „სიბრძნისა საღმრთოჲსა ტრფიალებითა მსგავს იქმენ შენ ქრისტესსა, ღმრთივშუენიერო, ყოვლად დიდებულო მაქსიმე“. „დიდება“ - „ექსორია იქმენ მძვინვარებითა მძლავრისაჲთა, არამედ ჰპოვე ქრისტე ნუგეშინისმცემელად შენდა, მაქსიმე“. „აწ და“ - „შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე, უბიწოო, შენ, ყოვლად სანატრელო, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ“. გალობა VI. ღაღადყავსა ძლისპირი: „მომეც მე სამოსელი ბრწყინვალჱ, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, ღმერთო, მეოხებითა მოწამეთაითა“. „შეწირე სამარადისოდ ღმრთისა ვედრებაჲ, სანატრელო, და სულთა და ჴორცთა ვნებათაგან და ხრწნილებისაგან გჳოხენ“. „განხმეს ყოველნივე წვალებისა მწვირიანნი წყარონი და დაყოფილ იქმნნეს თქუმულთა შენთა სურნელთა მიერ, მაქსიმე“. „დიდება“ - „მილხინე მე, მხოლოო სახიერო, და წყარონი მადლთანი გულსა შინა ჩემსა ლოცვითა მაქსიმესითა აღმოადინენ“. „აწ და“ - „სამკჳდრებელი ღმრთისაჲ ხარი შენ, ქალწულო უბიწოო, და ჩუენ, მორწმუნენი, ღმრთისმშობლად აღგიარებთ და მეოხ გიყოფთ“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი ღირსისა: „სამებისა წმიდისა მქადაგებელსა...“. შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენში იგი მითითებული არ არის. გალობა VII. კურთხეულარსა ძლისპირი: „ქუეყანით იუდაჲსით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი, სულითა შემოსილთა ცეცხლი სახუმილისაჲ მის განაქარვეს და იტყოდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის“. „სამებაჲ ერთბუნებად, ერთნებად და ერთჴელმწიფებად ჰქადაგე და ღმერთი ჴორცშესხმული ორითა ბუნებითა და ორითა ნებითა და ორითა საქმითა გუასწავე ჩუენ“. „არა ორნი ნებანი განყოფილნი და ურთიერთარს წინააღდგომნი გჳქადაგენ, მამაო, არამედ არსებითა ბუნებითითა განყოფილნი გუასწავენ ქრისტეს ღმრთისა თანა შეერთებულად“. „დიდება“ - „სიტყუანი შენნი ძეგლად მართლმადიდებლობისა გჳპყრიან ჩუენ, მამაო, და ერთსა სამებისასა ორითა ბუნებითა და ნებითა აღვიარებთ მამათა ჩუენთა ღმერთსა კურთხეულსა მარადის“. „აწ და“ - „თაყუანის-ვსცემთ მამასა, აღვიარებთ ძესა და ვადიდებთ სულსა წმიდასა, სამებასა წმიდასა ერთღმრთეებად აღვიარებთ და ვღაღადებთ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის“. გალობა VIII. აკურთხევდითსა ძლისპირი: „სამნი ყრმანი, ღმერთო, შეჭურვილნი მადლისაგან მძლედ გამოჩნდეს ალსა და მძლავრსა მას, შჯულისა დამარხვითა და ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „აღიღე შენ ჯუარი და ყოვლითურთ ტრფიალ იქმენ მისა მიმართ, რომელმან უფროჲსად შეიყვარა კაცებაჲ და მის თანა ჯუარს -ეცუ, ნეტარო, და უგალობდ ჴმითა ტკბილითა და ამაღლებდი მას უკუნისამდე “. „გემოთა განმხრწნელთა ყოვლითურთ უცხო ექმენ შენ, ხოლო თავი შენი ჰყავ, ნეტარო, სარკე შეუგინებელ ღმრთისა და ჴმა -ჰყავ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „დიდება“ - „მძლავრისა უღმრთოჲსა რისხვაჲ არად შეჰრაცხე შენ, ჰოი მაქსიმე, არამედ ვითარცა გოდოლი, შეუძრველად ეგე მართლაღსარებასა ზედა და ჴმატკბილად უგალობდ უფალსა და ღაღადებდი მას უკუნისამდე“. „აწ და“ - „სამებაჲ გუეცნობა სამთა მიერ ებრაელთა, და ერთარსებით ვიცნობთ ბუნებასა ღმრთეებისასა და ვიტყჳთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობა IX. ადიდებდითსა ძლისპირი: „რომელმან წინაჲსწარ მოასწავა შობაჲ უხრწნელად, მომცემელსა სჯულისასა მთასა ზედა სინასა ცეცხლითა მაყვლოვანსა მას შინა, დაუდუმებელად მას ვადიდებდეთ“. „ქრისტეს ღმრთისა ეკლესიაჲ ღაღადებს, დიდებულო: სისხლი შენი აბელისებრ ვიდრე აქამომდეცა და ვიდრე უკუნისამდე ქადაგებს ჴმამაღლად მართალსა სარწმუნოებასა“. „დაეკუეთების დღეს ჴელი და ენაჲ დღეს უბიწოსა, ხოლო დასწერს საღმრთოჲთა მით თითითა და კალმითა და სისხლთა გარდამოდინებითა მართალი სარწმუნოებაჲ აჰყუავილდების“. „დიდება“ - „განითქუმის სოფელსა შინა საღმრთოჲ კადნიერებაჲ და ცეცხლი იგი გულითადი ღმრთისა სიყუარულისაჲ, რომლისათჳს გულსმოდგინედ დასთხიენ სისხლნი შენნი, მაქსიმე საგალობელო“. „აწ და“ - „მეოხებითა სახიერ დედისა შენისაჲთა, ახოცენ ცოდვანი ჩუენნი, შეიწირენ ვედრებაჲ ბაგეთა ჩუენთა უნაყოფოთაჲ და ნაყოფიერ ყვენ სულნი ჩუენნი“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ ღირსისა: „მდგომარე ხარ შენ წინაშე საუფლოთა საყდართა გუნდსა თანა მარტჳლთაჲსა, რომელთაცა ებაძვე და ჩუენცა საკუთარ გუყვენ უფლისა და მსგავს შენდა გამოგუაჩინენ, მაქსიმე“. „დიდება“, „აწ და“ – იგივე. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი: „სიბრძნითა საღმრთოჲთა აღვსებულო , ახარებდ, დიდებულო ღირსო მაქსიმე, ყოვლადშუენიერო, მნათობო შორის მონაზონთა და მოწამეთა ზიარო, უბრწყინვალესო ვარსკულავთა მწყობრისაო, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა ჴმამაღლად მქადაგებელო, რომელმანცა ტკბილითა მით სწავლითა სარწმუნოებისაჲთა თაფლ გარდამომდინარით პი რით შენით დაატკბენ კრებულნი მორწმუნეთანი, სამართლად გიგალობთ შენ ვითარცა შესავედრებელსა ჩუენსა: მოგჳჴსენენ ყოველნი წინაშე ღმრთისა, ღირსო მამაო“ 2-გზის. „სათნოებათა მიერ მაღალთა შეიმკვე პირველითგან და განაშუენე მოქალაქობაჲ შენი სიტყუათა მიერ და საქმეთა, ღმრერთშემოსილო მაქსიმე, და მოღუაწებათა შენთა საღმრთოთა მიერ ღმრთივშუენიერად გჳქადაგე განკაცებაჲ ქრისტეს ღმრთისაჲ ერთგუამოვნებად ორითა ბუნებითა და ორითა ნებ ითა და ორითა საქმითა, მნებებელი და სრულმყოფელი ცხოვრებისა ჩუენისაჲ და ჩუენ დამტკიცებულნი შენითა ღმრთისმეტყუელებითა ვიტყვით: ქალწულისა შობილო, ქრისტე მეუფეო, დიდებაჲ შენდა“ 2-გზის. „დიდება“ მისივე: „დიდებულო ღმრთისმეტყუელო მაქსიმე, ასწავე შენ ყოველთა სარწმუნოებაჲ სამებისა წმიდისაჲ, რაჟამს ჰქადაგე ერთარსებად, ერთბუნებად, ერთღმრთეებად წმიდაჲ სამებაჲ, განუშორებელი და შეურწყმელი, სამგუ ამოვნებით და სამთვითებით ქებული და ერთი სამებისაგანი ორითა ბუნებითა სრულითა და ვითარცა ბრძენმან და ჭეშმარიტმან მოძღუარმან, განიოტენ გმობანი არიოზ უღმრთოჲ სანი და ნესტორ და სევეროს ბილწთანი და მათ თანა ყოველთა მწვალებელთა მათი ღმრთის ბრძოლანი“ (ჴმა VIII). „აწ და“ ღმრთისმშობლისა: ,,ღმრთისმშობელო ქალწულო...“ (იხ. III ჟამი). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღუარო...“ (ჴმა VIII). „დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩუენთჳს...“ (ჴმა VIII). I, III და VI ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - ღირსისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: – ღირსის კანონის III და VI გალობებიდან 8 მუხლი (ძლისპირით), თავისი „დიდება“, „აწ და“-თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“. წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა. წარდგომა (ჴმა IV) : „რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი – ალად ცეცხლისა“. მუხლი: ,,აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“. წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაჲ“. ალილუია (ჴმა V): ,,აქებდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“. მუხლი: ,,რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“. ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“. განიცადე: „რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი – ალად ცეცხლისა“. განიცადე: „საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |