საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
ოთხშაბათი, 14 მაისი 2025
ძველი სტილით: 1 მაისი
აღდგომიდან მე-4 შვიდეულიმარხვა · თევზი

ხსენება

აღდგომიდან მე-4 შვიდეულის ოთხშაბათი, ერგასის განზოგება.
კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა (1213); წმ. ზოსიმე II, კუმურდოელი ეპისკოპოსისა, ჰიმნოგრაფისა (XV); წინასწარმეტყველისა იერემიასი (VI ს. ქრისტეს წინ); ღირსმოწამისა ვატა სპარსელისა (IV). დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „მოულოდნელი სიხარული“.

საკითხავები

ლიტ. – საქ. 34 დას. XIV, 6-18. ინ. 26 დას. VII, 14-30.
წმ. – ებრ. 335 დას. XIII, 17-21. მთ. 11 დას. V, 14-19.
მეფ. – რომ. 108 დას. XII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.

ტიპიკონი

ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის I პერიოდი – ზატიკი (აღდგომიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე) · თომას კვირიდან აღდგომის წარგზავნამდე
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – ტრიოდიონ ზატიკი; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – სადაგ დღეს II რანგიდან და ზევით (4 რანგი)
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
თავისებურებები
  • ყველა მსახურება იწყება „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 3-გზის გალობით; ამის შემდეგ „მოვედით თაყვანი-ვსცეთ“ აღარ ითქმის (ღამისთევის მწუხრზე – ასამაღლებლის შემდეგ).
  • ლიტურგიაზე „ღირსარსის“ ნაცვლად „ანგელოზი ღაღადებს“ არ იგალობება – ერგასის განზოგება (აღდგომიდან 24-ე დღე) და მისი წარგზავნა (31-ე დღე) გამონაკლისია.
  • ცისკარზე საცისკრო კანონთა წინ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ“ – 1-გზის.
  • „მეუფეო ზეცათაო“ არ იკითხება და არ იგალობება სულთმოფენობამდე.
  • ზატიკის საკითხავები თვენის საკითხავებზე წინ იკითხება; ზატიკში მითითებული „დღესასწაულის საკითხავები“ არის უკანასკნელი კვირის, განზოგების, ამაღლების ან სულთმოფენობის საკითხავები, და არა პასექის.

მსახურების მიმდევრობა

2025 წელი 1 მაისიაღდგომიდან მე-4 შვიდეული14 მაისი
ძველი სტილითოთხშაბათიახალი სტილით
 
ერგასის განზოგება
 
ხსენება:
აღდგომიდან მე-4 შვიდეულის ოთხშაბათი, ერგასის განზოგება. კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა (1213); წმ. ზოსიმე II, კუმურდოელი ეპ., ჰიმნოგრაფისა (XV); წინასწარმეტყველისა იერემიასი (VI ს. ქრისტეს წინ); ღირსმოწ. ვატა სპარსელისა (IV). დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „მოულოდნელი სიხარული“.
 
ლიტ. - საქ. 34 დას. XIV, 6-18. ინ. 26 დას. VII, 14-30.
წმ. - ებრ. 335 დას. XIII, 17-21. მთ. 11 დას. V, 14-19.
მეფ. - რომ. 108 დას. XII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულო განგება წაიკითხება თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი განგებიდან, რომლის ტექსტსაც ქვემოთ გთავაზობთ.
კვირის ციკლის – ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარი: დღესასწაულისა და მოციქულისა.
– კონდაკი: მოციქულისა.
 
დიდი მწუხრის ჟამი:
 
– „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 3 გზის - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა IV).
- წმ. მეფისა - 5 მუხლი:
„მიანიჭე შენ, კაცთმოყუარეო, თ ჳთმპყრობელსა მეფესა ქართვე-ლთასა სიბრძნჱ იგი
სოლომონისი, დავითის სიმშვიდ ჱ და მოციქუ-ლებრივი კეთილად მსახურება ჲ, რომლისა
მიერ კეთილად განაგო მან მეფობა ჲ თჳსი, ვითარცა მეფეთა მეუფემან და მფლობელთა
ყოველთა მფლობელმან, მის თანა შენისა ღმრთეებისა განგებულე -ბასა ვადიდებთ, იესუ
ყოვლად ძლიერო და მჴსნელო სულთა ჩუენ-თაო” 2-ზის.
„რტო ნაყოფიერ იქმენ შენ, ღმრთივგანბრძნობილო, აღმოცენე -ბულ ძირთაგან
ღმრთისმსახურთა, რომელმან საქმ ჱ, ხედვა ჲ და სიყ-უარული კეთილად წარჰმართე და
გარდაემატე ძუელთა, გინა ახალთა მეფეთა ღუაწლთა, ქრისტე აღიარე ღმერთად და
მეუფედ და ქუელის -მოქმედად და მ ჴსნელად და მძლედ ყოველთა მთავრობათა და
უმაღლეს ჴელმ-წიფებათა, წმიდაო თამარ, რომლისათჳსცა წარგიმართა ქრისტესმოყუა-რჱ
იგი მეფობაჲ შენი, იესუ ყოვლად ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან”.
„ვითარცა გული შენი, განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა
ღმრთისაჲთა, ეგრეცა ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნ ი აწ ტკბილითა
წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, რაჲთა
შეგუჭურნეს ჩუენ ჴელ-ითა თ ჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა
მტერ-თა ზედა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან”.
„აწ ვითარ აღმოსთქუას გონებათა და პირთა ჩუენთა სიტყვანი კეთილნი: შესხმა ჲ,
ქებაჲ და დიდებაჲ ძლევით გჳრგჳნოსნობისა და მძლედ მფლობე-ლობისა შენისა ღირსად
შესწორებულნი: სიმშ ჳდჱ - საქებელი, ლმო -ბიერებაჲ - მოწლე, მოწყალება ჲ - თანა
ლმობილი, უმანკოება ჲ - უზაკუელი, სიწრფოება ჲ - უსიცრუო, სახიერება ჲ - ზოგადი,
სიუხუჱ აღუზვავებელი და თავი ყოვლისა კეთილისა - შიში ღმრთისა ჲ და მსახურება ჲ
მისი შეუორ-გულებელი, ამისთჳსცა ღირს იქმენ, სასუფეველსა ცათასა, რომელი დაგიმკჳ-
დრა იესუ ყოვლადძლიერმან და და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“.
,,დიდება” წმ. მეფისა - ,,გონებაჲ შენი უვნებლობითა განაბრწყინვე და საღმრთო ჲთა
სიმდაბლითა განაშუენე, ერისა შენისა სულიერად აღმაშენებელო ჴელმწიფეო, რამეთუ
მეუფებდი რა ჲ ზეგარდამოჲთა მით მადლითა, აღ ამაღლებდი ჯუარსა საღმრთო ჲსა
ძლევისასა, რომლისა მიერ წარსწყმიდნე მტერნი იგი მბრძოლნი ქრისტ ჱსნი და
მშჳდობასა შინა განამტკიცენ მართლმადიდებელთა სარწმუნოება ჲ, რომლისათ ჳსცა
მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა”
„აწ და“ დღესასწაულისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VI).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა - დღისა.
– საწინასწარმეტყველო წმ. მეფისა – 3 (იხ. სადღესასწაულო ძვ. სტ-ით 21 მაისი).
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები – განზოგებისა (თავისი ჩასართავებით).
,,დიდება” წმ. მეფისა - ,,ეჰა, რაბამი დიდებულება ჲ შეგძინა შენ სიმ ჴნემან, სანატრელო,
რომელმან სამსახურებელნი იგი კერპთანი აღპყრობითა და ამაღლებითა ძელისა
ცხორებისაჲთა დაამ ჴუ და დაარღვიე ყოველივე უღმ -რთოებისა იგი საცთური ძალითა
ქრისტჱსითა და დასთრგუნე, ხოლო წარმართთა სიმრავლენი მეცნიერებად ღმრთისა მოიყვანენ
და დაამტკიცენ მართლმადიდებლობასა, აწ კადნიერებით გ ჳთხოვე ჩუენ განათლება ჲ, გან -
წმედაჲ და დიდი წყალობაჲ”.
„აწ და“ დღესასწაულისა: „განზოგბასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- ტროპარი წმ. მეფისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო
თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა
შენითა განაძლიერე მ ჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა
დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს” (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ტროპარი დღესასწაულისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).
 
დიდი ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ 2-გზის. (ჴმა VIII).
„დიდება“ წმ. მეფისა: „წმიდათა შორის...“ (ჴმა IV).
„აწ და“დღესასწაულისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).
– რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
– რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
– „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ 1-გზის (იკითხება).
– წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა - წმ. მეფისა:
„ზეცისა სუფევისა მ ჴურვალედ სურვილითა, მეუფესა და ღმერთსა ყოველთასა,
გონებითა უბიწო ჲთა ჰმსახურე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, და მ იუდრეკელ ხ ჳდოდი რა ჲ საშუალ,
გზასა მას სამეუფოსა, წარმართე ერნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, განიოტე ცოდვისა
ბნელი და განანათლე სავსება ჲ ქრისტჱს მორწმუნეთა, ეგრეთვე აწ სულთა ჩუენთათ ჳს
გამოჴსნაჲ ითხოვე, ნეტარო თამარ, და გ ჳძღჳდე ჩუენ სლვად გზასა მას მცნებათასა და
შენთანავე ღირს-ყოფად სასუფეველსა ცათასა”.
,,დიდება” ,,აწ და” დღესასწაულისა: „ყოველთა გული...“ (ჴმა IV).
– წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა - წმ. მეფისა:
„რომელმან წარმართენ ძლევანი საკ ჳრველნი საჭურველითა ცხო -ველს-მყოფელისა
ჯუარისათა და მოსრენ ბანაკნი ქრისტ ჱს მბრძოლ -თანი, ითხოვე ქრისტ ჱს მიერ,
შეურყეველად დაცვა ჲ ეკლესიათაჲ, და მოცემად ჯუარითა ძლევა ჲ ერსა ჩუენსა, და
სიმტკიცჱ მორწმუნეთა და ამაღლება ჲ რქისა მათისაჲ, მწვალებელთა მათ ზედა, მშ ჳდობაჲ
სოფ-ელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაჲ”.
,,დიდება” ,,აწ და” დღესასწაულისა: „ყოველთა მეუფე...“ (ჴმა V).
– ,,სადიდებელი” მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– ,,გადიდებსა” წმ. მეფისა (ფსალმუნთა გამოკრებილ მუხლებთან ერთად).
– შემდგომად „სადიდებელისა” წარდგომა - ,,რომელმან მზეებრ მოჰფინე წყალო-ბაჲ ღმრთისაჲ
ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისა შენისასა და განსწავლენ ქართველნი სიწმიდითა ცხორებად
და სიმართლითა სლვად, ეგრეთვე გარდამეტებული სიტკბოებითა შენითა მოგუეც
გულისჴმისყოფაჲ შეცო-დებათა ჩუენთა, და გ ჳჴსენ მარადის საბრხეთაგან ეშმაკისა ჲთა და
მზაკუარებათაგან კაცთა ჲსა, რომელნი ესე სარწმუნოებითა ვ ევედრებით სახელსა შენსა
ღმრთივშუენიერსა და ყოვლად პატიოსანსა, და დაუდუ-მებელად გადიდებთ” - 2 გზის.
,,დიდება” ,,აწ და” დღესასწაულისა: „ყოველთა მეუფე...“ (იხ. ზატიკი, წარდგომა შემდგომად
II სტიხოლოღიისა).
– I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა” (ჴმა IV).
მუჴლი: ,,ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა”.
– საცისკრო სახარება - ინ. 36 დას. X, 9-16.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება” - „მეოხებითა ღმრთივგჳრგჳნოსანისა მეფეთ-მეფისა თამარისითა...”
„აწ და” - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...”
- „მიწყალე მე ღმერთო...” (მცირე მიწყალე).
– შემდგომად 50-ე ფსალმუნისა, გერი - ,,ჴსენებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი აღმოგჳბრწყინდა ჩუენ
დღეს, ვითარცა მირონი აღმონადენი, რამეთუ ქრისტ ჱ შეიყუარა და ერნი განამტკიცნა,
შიშით მონებად ღმრთისა და ერთგულობით უფალთა თ ჳსთა, და აღამაღლნა ტაძარნი
ქუეყანასა ზე-და ჩუენთჳს ჯუარცმულისა, და მიიღო ცათა შინა გჳრგჳნი სასოებისა”.
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...”
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - წმ. მეფისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია: განზოგებისა.
– „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა”.
გალობა I, „უგალობდითსა”
ძლისპირი: „ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგ ჳპტისათა განერა
ერი ისრაელთაჲ, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ”.
„ჰოი მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომ ელი ესე აწ მძლავრობს და მეუფებს ჩუენ შორის
ცოდვაჲ, ვედრებითა კეთილმსახურისა მეფისა თამარისაჲთა მიჴსენ მისგან და განმაძლიერენ მე”.
„რომელი სიჩჩოჲთ შენით აღორძინდი საღმრთოჲთა წერილითა და მოირწყე მადლთა დაუწყვედელითა
ნაკადულითა, სათნოებათა მწყობრნი ჯეროვანად წარჰმართენ და წყაროჲ მოწყალებისაჲ მხუმეველთა
განუმრავლე კეთილმო-ღუაწებითა შენითა”.
„გულისჴმის-ყოფაჲ მიუწთომელი მოგეცა შენ სიყრმით შენითგან და ფრთოვან იქმენ ღმრთისა
სიყუარულითა, რამეთუ ღმერთი შეიყუარე სრულიად, ყოვლითა ძალითა შენითა და მოყუასი,
ვითარცა თავი თჳსი, დიდებულო მსახურო ღმრთი-საო, ნეტარო თამარ”.
„წრფელ, მდაბალ, მშჳდ და მოწყალე, და სახიერ იყავ შენ, ნეტარო, შეცულ სიყუარულითა, და ბრძენ
და გონიერ, და ყოვლითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ სათნოებითა”.
,,დიდებაჲ” - ,,ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული და
თანა შემწე სარწმუნოებისა, ესრჱთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ
ჩუენ ოხითა შენითა”.
,,აწ და” - ,,ბჭეო აღმოსავალისა საღმრთო ჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანულისანი და ბჭეთაგან
სიკუდილშემოსილისა ცოდვისათა, მიჴსენ შუამდ-გომელობითა შენითა, ღმრთისმშობელო”.
გალობა III, „განძლიერდასა”.
ძლისპირი: „განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა.
დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდა ჲ შენებრ,
კაცთმოყუარე”.
„დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენ სა და ღაღადებს შენდა მომართ, წმიდაო თამარ: ჵ
საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, მეფეო კეთილ -სახიერო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და
გჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან დაუნ-თქმელად”.
„სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ ფრიად, დღისი და
ღამით გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისა ჲ, ბრწყინვალე ლოცვა ჲ შენი აღიწეოდა
ზეცას, სანატრელო მეფეო თამარ, გჳთხ-ოვე ქრისტჱს ღმრთისაგან დიდი წყალობაჲ”.
„სამკჳდრებელო სიწმიდისაო და ძირო ყოვლისა სათნოებისაო, ვითარ -იგი ლოცვა ჲ შენი შეიწირვის
წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, რა ჲთა მოგუფინოს ქუეყანასა ზედა მშ ჳდობაჲ და სიხარული ცათა
შინა”.
„არა მაქუს მე სიტყუაჲ ღირსი სათნოებათა შენთა ბრწყინვალეთა შემკობად, წმიდაო თამარ., არამედ
შემნდობელ მექმენ უღირსსა ამას და შეიწირე კნინი ესე და უძლური გალობა ჲ და ნაცულად
მომანიჭე მადლი და წყალობაჲ”.
,,დიდებაჲ” - ,,შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ-მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო, რომელნი
ესე სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს -ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლად
სანატრელსა ჴსენებასა შენსა და დაუც-ხრომელად გადიდებთ”.
,,აწ და” - ,,მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და
ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლი -საგან დაშჯისა მი ჴსენ და მაცხოვნე
მე”.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა.
- წარდგომა წმ. მეფისა: „საცხებელი სიხარულისა სცხე დიდებულად და ყოვლადშუენიერად
მოყუასსა შენსა, მ ჴსნელო, რომელმან ღმრთისმსახ -ურებითა განაგო რა ჲ მეფობაჲ თჳსი,
ყოველი შჯული ცხორებისაჲ კეთილად დაიმარხა და ყოველი მცნებანი ღმრთისანი ჯეროვნად
აღასრულა, ხოლო ლოცვითა და მარხვითა შეზღუდვილმან საცთური მოიძაგა და შუენიერებაჲ
შეიყუარა, რამეთუ ზეცისა ღმრთისა მფარველნი ანგელოზნი უძღოდენ და ჰფარვიდენ მას
ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა” - 2 გზის.
,,დიდება“„აწ და“ წარდგომა დღესასწაულისა: „განზოგებასა დღესასწაულისა...“
 
გალობა IV, „მესმასა”.
 
ძლისპირი: „მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა ჲ, განვიცადენ საქმენი
შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი”.
„აწ ადიდებს ჴსენებასა ღუაწლთა შენთასა კრებული მორწმუნეთა, და იქადის მეტეხი და ვარძია
ლოცვათათჳს შენთა მ ჴურვალეთა, სასუფეველისა დიდებისა მხილველო მეფეო თამარ, ლოც ჳთა
შენითა ღირს-მყვენ ჩუენცა ხილვად დიდებ-ისა მისისა”.
„ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და
მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუე -ნთა განანათლე სიწმიდითა შენითა,
გევედრებით”.
„ვითარცა ახოვანმან მოღუაწემან და მძლე -მძლავრმან, აღიჭურვე მკლავნიცა მოწყუედად
წინააღმდგომთა ღმრთისათა და ერიცა შენი, დედისა ღმრთისა წილ -ხდომილი და კურთხეული,
უშიშად დაიცევ, ხოლო ქუეყანაჲ შენი განავრცენ და აღაყუავენ”.
„რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი ეკლესიანი შემწყნარებელად
ნათესავისა შენისა, ღმრთივშუენიერად შეიწყნარე მადლთა ბრწყინვალებაჲ და წესი ღმრთივსულიერი
ერსა შენსა დაუტევე, ნეტარო თამარ”.
,,დიდება” - ,,ზეცისა ძალთა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ ღმერთსა
ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი განგ ჳხუენ
ოხითა შენითა, გევედრებით”.
,,აწ და” - ,,ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავ -ლითა, რომელმან ჰშევ
მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო”.
გალობა V, „ღამითგანსა”.
ძლისპირი: „განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა
მშვიდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყვარე”.
„შეიზღუდე შენ შიშითა ღმრთისა ჲთა, სანატრელო, და სიწმიდითა აღასრულე რა ჲ ცხორებაჲ შენი,
უზეშთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად განაჩ -ინე მეფობაჲ შენი და განადიდე სიმ ჴნჱ და
ზეობაჲ შენი”.
„შენ შეგივრდებით მუ ჴლმოდრეკით, და გევედრებით ჴელაღპყრობით მლოცვ-ელნი, ყოვლად ტკბილო
და საწადე ლო ჴელმწიფეო, პატიჟთა მათგან ჯოჯოხ -ეთისათა გ ჳჴსენ ტკბილითა მით წყალობითა
შენითა დაუცხრომელად შენდამი მვედრებელნი”.
„ჰმატდი შენ ყოველთა დედათა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმ ჴნისა ღუაწ -ლისა მოღუაწებითა
დიდებულო ჴელმწიფეო, რომლისათჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუფემან და მოგანიჭა ლხინებაჲ
საუკუნოჲ”.
„ითხოვე, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, ყოვლისა სოფლისათ ჳს მშჳდობით დაცვაჲ და ერსა ჩუენსა -
ძლევაჲ და დამტკიცება ჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად
დიდი წყალობაჲ”.
,,დიდება” - ,,ჵ საჩინოო და საწადელო ჴელმწიფეო, გარდამეტებულითა სიტკბოებითა შენითა გჳჴსენ
ყოვლისაგან იწროებისა და საუკუნო ჲსაგან საშჯე -ლისა წინაშე ხატსა შენსა მდგომარენი და
ღირსებით პატივისმცემელნი ჴსენე-ბისა შენისანი”.
,,აწ და” - ,,მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო რა ჲთა გარდამოგ ჳვ-ლინოს სიმრავლ ჱ
მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ”.
გალობა VI, „ღაღადყავსა”.
ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალ -თა ჩემთა მარადის,
რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონა ჲსებრ
ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა”.
„ვითარცა ვარსკულავი ღმრთივბრწყინვალ ჱ გამოუჩნდი ღელვა-გვემულთა, სოფლისა ზღუასა შინა
დანთქმულთა ექმენ მნათობ და ჯუარისა ძალსა მინდო -ბილმან დაამდაბლენ ქედმაღლობა ჲ
უშჯულოთა მეფეთაჲ, ნეტარო თამარ”.
„შემოიკრიბე რა ჲ კრებული წმიდათა მამათა ჲ, ვითარცა მ ჴნემან მოღუაწემან, განჰმართენ ყოველნი
წესნი უდებთაგან და ჴსნილნი და განადიდე სარწმუნოება ჲ ჭეშმარიტი და ღმრთივკურთხეული,
ბრძენო ჴელმწიფეო”.
„ცოდვათაგან მომკუდარი და ვნებათაგან ღელვა -გვემული მაცხოვნე და მიმიძეღუ ნავთსაყუდელსა
საღმრთოსა მცნებათასა, სიქადულო დედათაო, რამეთუ შენ ხარ მყუდრო ნავთსაყუდელი ღელვა -
გვემულთა”.
„ნუ დაიჳწყებ ერსა შენსა, დედოფალო, და ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა შენითა ნუ მოიჴსენებ
ძჳრსა ჩუენსა, არამედ დაშრიტე აღძრვა ჲ უკეთურთაჲ და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ, ხოლო
მართლ-აღმსარებელთა აღამაღლენ გჳრგჳნი და მშჳდობაჲ მოჰმადლე ერსა ქრისტეანეთასა”.
,,დიდება” ,,რომელი განანათლებ სულთა შიშითა და ლმობიერად მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა
და საკრველისაგან ი ჴსნი შენითა ღმრთისა მიმართ სათნო ჲთა ლოცვითა, შეიწირე ჩუენიცა უნდო ჲ
ესე გალობა ჲ და გ ჳთხოვე ქრისტ ჱს ღმრთი -საგან ცო დვათა ლხინება ჲ და წყალობა ჲ, ნეტარო
თამარ”.
,,აწ და” ,,განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისა ჲთა, მძვინვარედ მოწყლული
გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა
შენითა, ყოვლადწმიდაო”.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი წმ. მეფისა: ,,ზეციერი სიბრძნჱ და ცხორებაჲ მოიგე და ბრწყინავ, ვითარცა მზ ჱ,
ხოლო შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთა ჲთა განანათლებ ყოველთა, რომელნი სურვილით
აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, სამ -გზის სანატრელო, მეფეო თამარ, ჩუენ მოყუარეთა
შენთა და სურ ჳლით პატივისმცემელთა, მოგუეც ზეცით ცხორებისა წარმართება ჲ, და შეცო -
დებათა ჴსნაი” (ხმა VIII).
- იკოსი წმ. მეფისა: ,,შეგემოსა, დიდებულო, მოწყალება ჲ, ვითარცა პორფირი, და კეთილი
სიმშჳდჱ, ვითარცა ძოწეული, ხოლო გ ჳრგჳნად დაგედგა, სახელ -დიდო მეფეო ქართველთაო,
მწყობრნი ყოველთა სათნ ოებათაჲ და გონებითა სრულითა ჰმონებდი უფალსა და ესრეთ
შემკობილი შეხუედ სასუფეველსა და აკურთხევ ქრისტესა ღმერთსა უკუნისამდე” (ხმა VIII).
გალობა VII, „კურთხეულარსა”.
ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი საჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი
ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”.
„მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მ ჴსნელო, ძლევამოსილი მეფ ჱ ქართველთაჲ,
ამისთჳს უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და იტყოდა: კურ -თხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო,
უკუნისამდე”.
„სიხარულისა მომფენელო სიბრძნისა საუნჯეო, კრებული ესე შენ მიერ განათლე -ბული,
დღესასწაულსა შენსა სიხარულითა შემოვკრბებით და დამბადებელსა ვადი -დებთ: კურთხეულ ხარ
შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”.
„გამოშჩნდი, დიდებულო ქრისტ ჱს მსახურო, შუენიერებითა და გონიერებითა შენ ითა, და ღირს -მყავ
შესხმად ქებულებისა შენისა, რომელნი ესე ამბორს უყოფთ ხატსა შენსა ყოვლად პატიოსანსა და
ქრისტესა დაუდუმებელად ვადიდებთ: კურთ-ხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”.
„გამოშჩნდი რა ჲ მუშაკ სათნოებათა, კეთილად დამწყსე ერი შენი, საზეპურო ღმრთისა ჲ და აღიღე
მისგან საძაგელება უშჯულოებისაჲ, რომლისათჳსცა სამადლობელსა გალობასა აღუვლენთ ღმერთსა:
კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”.
„დიდება” - „ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლებულმან, ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი
განიოტე, და სირცხ ჳლეულ-ყვენ რა ჲ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, წადიერად და სურვილით
აღმოიტყოდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”.
,,აწ და” - „ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯერო ჲსა, მოწყალებისა
მომართ შენისა მოვივლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვ-ლადწმიდაო ღმრთისმშობელო”.
გალობა VIII, „აკურთხევდითსა”.
ძლისპირი: „შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა, და
რისხვითა, და ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და
დამბადებელისა მიმართ და მ ჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით,
ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე”.
„უფალსა ყოვლის-მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო ჴელმწიფეო, ჩუენ უღირსთა მონათათ ჳს,
რაჲთა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად
ამაღლებდით მას უკუნისამდე”.
„მარხუაჲ და ლოცუა ჲ დაუცადებელი მოიგე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, მღ ჳძარებაჲ და ზე -დგომაჲ
უჴორცოთა მიმსგავსებული, და ესრეთ აღასრულე სრბა ჲ შენი და წადიერად უღაღადე ღმერთსა:
მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე”.
„არა ეც ძილი თუალთა შენთა, არცა ჰრული წამთა შენთა, არამედ ლოცვითა და შრომითა
განსწმიდე რა ჲ სული შენი, შეემსჭუალე სიყუარულსა ქრისტ ჱსა, და ღაღადებდი გალობასა
ძლევისასა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე”.
„მეფევ ს ჳანო, მშ ჳდო, წყნარო და მდაბალო, მ ჴნეო, ქუელო, კეთილ -მძლეო, და არ შერყეულო, შენ
გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგა -ლობთ დამბადებელსა: მღდელნი
უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე”.
„ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა” - „დღეს ჴსენებასა წმიდასა და
ერის-კრებასა დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და ღმრთივგანბრძნობილთა, მოყუარეთა
დღესასწაულისათა კრებული, რამეთუ სახარუ -ლევან არს ერისადა მწყემსი, მეოხი და ღმრთისა
მიმართ მ ჴურვალედ მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას
უკუნისამდე”.
„აწ და” - „თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლ ჳთა დაბრმობილნი, ღმრთის-მშობელო, განანათლენ,
გონებაჲ და გული მრავალ-ხატითა აღშფოთებული და-ამშჳდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგალობელი:
ყრმანი და მღდელნი უგალო-ბდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე”.
– შემდგომად „აკურთხევდითსა” (VIII გალობისა): - „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, არამედ
ვგალობთ დღესასწაულის IX გალობის ძლისპირს.
 
გალობა IX, „ადიდებდითსა”.
 
ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყან ისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს
ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშო ჲ შენი უმაღლ ჱს ცათა საყდართა გამოაჩინა.
ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ”.
„იხარებ შენ გუნდთა მათ თანა ანგელოზთასა, ყოვლად ნეტარო დედოფალო, რამეთუ სიმ ჴნით
იღუაწე ჴორცითა, ვითარცა უ ჴორცომან და განანათლე შენდა რწმუნებული იგი ერი ქრისტ ჱს
მოსახელჱ, წმიდაო თამარ”.
„სიყუარული და სურვილი მოწყალებათა მაღალი, ვითარცა პორფირი შეგემოსნეს შენ,
ღმრთისმოყუარეო ცხებულო უფლისაო, რამეთუ წყალობითა ყოველთა ჲთა მოიგე წყალობა ჲ
ღმრთისაჲ, ხოლო ცათა შინა მიიღე გჳრჳნი სასოებისაჲ”.
„პირად-პირადად შემკულ ხარ გ ჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფო ჲთა, და
პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო, და ჰსუფევ მეუფისა თანა ძალთასა,
რამეთუ ღმერთსა მსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა”.
„მიცვალებასა შენსა, სანატრელო, აკურთხე ყოველი და მხიარულებით ანგელოზთა კრებულმა
შეიწყნარა სული შენი უბიწო ჲ, რომელთა შორის იშუებ, სკიპტრის -მპყრობელთა შორის უსაჩინოესო
დედოფალო, წმიდაო თამარ, და მეოხ ხარ სულ-თა ჩუენთათჳს”.
„დიდება” - „აწ მზისა ბრწყინვალებისა უბრწყინვალეს ელვარე ხარ, მადლითა სულისა ჲთა
მღჳძარეო ჴელმწიფეო, შარავანდედი ლოცჳსა შენისაჲ მოგუფინე და ზიარ-მყვენ ნათელსა შენსა”.
„აწ და” - „ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ
მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთ ჳსცა გევედრებით შენ,
ნაწილისაგან მარცხენისა მი ჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა
აღმრაცხე”.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ წმ. მეფისა: ,,დიდბუნებოვანო, ძლიერო და სუე -დოვლათიანო მეფეო
ქართველთაო, ვერ წარგიპარა შენ სიმდიდრემან და დიდებამან, ვითარცა ძველ -ოდესმე მეფენი
მრავალნი, არამედ პირველად ეძიებდი სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინა შენ,
ხოლო აწ აღ -რაცხულ ხარ ბრწყინვალებასა შინა წმიდათასა, და მოყუარეთა სი -წმიდისა შენისათა
მიანიჭებ კურნებასა და განათლებასა” 2-გზის.
,,დიდება“,,აწ და“ დღესასწაულისა: „წყაროო ცხოვრებისაო...“
– „ყოველი სული - იგალობება.
– „აქებდითსა” ზედა დასდებლები – 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი.
- წმ. მეფისა - 3 მუხლი
„მხიარულითა გულითა მოვრბიოდეთ, მორწმუნენო, ტაძარსა ღმრ-თისასა, ვიხილოთ და
მოვიღოთ მადლი იგი დავითის ძირთაგან აღმ-ომორჩებულისა და აბრაჰამისებრითა სიუხჳთა
განშუენებულისა თამარ-ისი, ანუ დავბეროთ ნესტუსა გალობათასა, და განვსცხრებოდეთ
და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა წმიდისა მეფისა
ჩუენისასა, და ვადიდებდეთ ჴსენებასა მისსა ყოვლად ბრწყინ-ვალესა და საჴელოვანსა”.
„ღმრთისა მიერ მოცემული მადლი, განმანათლებელი სულთა, მოიღე შენ ბწყინვალედ და
ერი შენი განსწურთნენ სიტყ ჳთა და საქმითა საღმრთო ჲთა, ეგრეთვე ჩუენცა ნუ
დაგჳვიწყებ, დედოფალო, და მოგვა-ნიჭე სიბრძნჱ კეთილისა და ბოროტების განრჩევისა და
მოგვეც ძალი მოტევებისა, რაჲთა სიყუარულითა ღმრთისა და მოყუასისაჲთა ერთ ზრახვად
შეკრულნი ვიდოდეთ მამულ -პაპურსა გზასა ზედა და მარა -დის გნატრიდეთ შენ,
ჭეშმარიტად საქებელსა”.
„ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თ ჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის
საჩინოო და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკ ჳრველთა,
რომლისა ღირსად გამოთქუმა ჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა, არამედ იხარებს და
განსცხრების ივერთა ეკლესია ჲ ჴსენებითა შენითა, და იქადის და ღაღადებს ყინწვისი და
ბეთანია მადლითა და დიდებითა შენითა, ხოლო ჩუენ მხილველნი ვარძიისა და ქუაბ -
ქმნილთა კლდეთა, გუეშინის რა ჲ დადუმებად, სარ-წმუნოებითა და სასოებით გიღაღადებთ,
და ვითარცა ქუეყანისა ჩუე -ნისა განმაშუენებელსა და ეკლესია -მონასტერთა
აღმაშენებელსა, გა-ლობითა ქებისაჲთა დაუცხრომელად გადიდებთ”.
„დიდება” წმ. მეფისა - ,,გიხაროდენ, სწორუპოვარო დიდო ხელმწიფეო, რომელი
შეიჭურვე საჭურველითა ჯუარისა ჲთა, სასოებითა სარწმუნოებისა ჲთა და სიყუარულითა
სიმტკიცისაჲთა და დაჰლეწე ყოველი საჭურველი მძვინვარისა ბრძოლისა ჲ; გიხაროდენ,
დავითის ბრწყინვალეთა ძლევათა აღმადგინებელო და განმამტკიცებე ლო სახელისათ ჳს
ქრისტჱსა; გიხარ-ოდენ, მართლმადიდებლობისა წყაროო დაუწყვედელო, რომელი დაათ-რობ
კიდეთა ქუეყანისათა; გიხაროდენ, სიქადულო დედათაო, შ ჳლთა მორჩილებად მამა-დედათა,
და მშობელთა - სულითა საღმრთო ჲთა შ ჳლთა საყუარელთა მოწყალებად
განმწვრთუნელო; გიხაროდენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო და
სამეფოთა შენთა ერთ ზრახუად შემკვრელო, სამგზის სანატრელო წმიდაო თამარ, მოსავნი
შენნი ვითხოვთ ღმრთისაგან მშჳდობასა და დიდსა წყალობასა”.
„აწ და” დღესასწაულისა: „განვსწმიდნეთ, ძმანო,...“
– „დიდებამაღალიანი” - იგალობება.
- ტროპარი წმ. მეფისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო...” (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ტროპარი დღესასწაულისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).
ჟამებზე:
– ტროპარები: დღესასწაულისა და წმ. მეფისა.
– კონდაკი: დღესასწაულისა და წმ. მეფისა (მონაცვლეობით).
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- დღესასწაულისა I გალობიდან – 4 მუხლი (ძლისპირით);
- წმ. მეფისა VI გალობებიდან - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე), თავის „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ტროპარები: - დღესასწაულისა.
- წმ. მეფისა.
კონდაკები: ,,დიდება“ - წმ. მეფისა.
,,აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და წმ. მეფისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და წმ. მეფისა.
წარდგომა (ჴმა III): „დიდ არს უფალი ჩვენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმისა მისისა არა არს
რიცხჳ“.
მუხლი: „აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ ღმრთისა ჩვენისა“.
წარდგომა (ჴმა IV): „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი”.
ალილუია (ჴმა VIII): „მოიჴსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.
მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინასაუკუნეთამან, ჰქმნა ცხოვრებაჲ შორის ქუჱყანისა“.
ალილუია (ჴმა I): ,,ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად”
განიცადე: „რომელი ჰსჭამდეს ხორცსა ჩემსა...“.
განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის”.
,,ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება განზოგების დღესასწაულის II კანონის ძლისპირი:
„შობა შენი უხრწნელ არს...“
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.