საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
პარასკევი, 6 ივნისი 2025
ძველი სტილით: 24 მაისი
აღდგომიდან მე-7 შვიდეულიმარხვა · თევზი

ხსენება

ამაღლების წარგზავნა;
ღირსისა სვიმეონ მესვეტისა (596); მოწამეთა: მელეტი სტრატილატისა, სტეფანესი, იოანესი, სერაპიონ ეგვიპტელისა, კალენიკე მოგვყოფილისა, თეოდორესი და ფავსტოსი და მათთანა 1218 მხედართა დედებითა და ყრმებითა (დაახ. 218).

საკითხავები

ლიტ. – საქ. 50 დას. XXVII, 1-44. ინ. 57 დას. XVII, 18-26.
ღირ. – გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. ლკ. 24 დას. VI, 17-23.

ტიპიკონი

ამაღლების დღესასწაულის წარგზავნაზე „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის I პერიოდი – ზატიკი (აღდგომიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე) · ამაღლებიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – ტრიოდიონ ზატიკი; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – თომას კვირიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
თავისებურებები
  • „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ აღარ ითქმის.
  • ლიტურგიაზე „ღირსარსის“ ნაცვლად ჩასართავი „ადიდებს სული ჩემი ქვეყანით ზეცად ამაღლებულსა“ და ძლისპირი „შევ ქალწულო მიუწთომელი ბუნებათა“; „ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთის“ ნაცვლად – ამაღლების ტროპარი „ამაღლდი დიდებით“ (ამაღლებიდან მის წარგზავნამდე, კვირა დღის ჩათვლით).
  • „მეუფეო ზეცათაო“ ჯერ არ იგალობება – პირველად სულთმოფენობის ღამისთევის მწუხრზე.

მსახურების მიმდევრობა

2025 წელი 24 მაისიაღდგომიდან მე-7 შვიდეული6 ივნისი
ძველი სტილითპარასკევიახალი სტილით
 
სულთმოფენობის დღესასწაულის წარგზავნა
 
ხსენება:
ამაღლების წარგზავნა; ღირ. სვიმეონ მესვეტისა (596); მოწ. მელეტი სტრატილატისა, სტეფანესი, იოანესი, სერაპიონ ეგვიპტელისა, კალენიკე მოგვყოფილისა, თეოდორესი და ფავსტოსი და მათთანა 1218 მხედართა დედებითა და ყრმებითა (დაახ. 218).
 
ლიტ. - საქ. 50 დას. XXVII, 1-44. ინ. 57 დას. XVII, 18-26.
ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. ლკ. 24 დას. VI, 17-23.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლის – ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ამაღლების დღესასწაულის წარგზავნაზე „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსისა.
– კონდაკი: ღირსისა.
 
დიდი მწუხრი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება.
– „ნეტარ არს კაცი“.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 10 მუხლად:
- დღესასწაულისა:- 6 მუხლი (ჴმა VI, პირველი დასდებელი – 2-გზის, თვით ამაღლების
დღესასწაულში იძიე).
- ნათლისმცემელისა - 4 მუხლი (პირველი 2-გზის, ჴმა VIII).
„დიდება“ ნათლისმცემელისა: „საუნჯე საღმრთოთა...“ (ჴმა VI).
„აწ და“ დღესასწაულისა: „მამულთა წიაღთაგან...“ (ხმა VI).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა - დღისა.
– საწინასწარმეტყველო – ნათლისმცემელისა 3 (ძვ. სტ. 24 თებერვალს წერია).
– ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით);
,,დიდება“ ნათლისმცემელისა: „ვითარცა საღმრთოთა...“ (ჴმა III).
„აწ და“ დღესასწაულისა: „ამაღლდა ღმერთი...“ (ჴმა VI).
– შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი ნათლისმცემელისა: ,,ვითარცა საღმრთო საუნჯე...“ (ჴმა IV).
„დიდება, აწ და“ ტროპარი დღესასწაულისა: ,,ამაღლდი დიდებით...“ (ჴმა IV).
 
დიდი ცისკარი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: ,,ამაღლდი დიდებით...“ - 2-გზის (ჴმა IV).
,,დიდება“ ტროპარი ნათლისმცემელისა: ,,ვითარცა საღმრთო საუნჯე...“ (ჴმა IV).
„აწ და“ ტროპარი დღესასწაულისა: ,,ამაღლდი დიდებით...“
– რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.
– რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა.
,,დიდება, აწ და“ იგივე.
– „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– „გადიდებსა“ ნათლისმცემელისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით – დავითნიდან, იხ. ნათლის -
მცემლის თავისკვეთის „გადიდებსა“, ძვ. სტ. 29 აგვისტო).
– წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ ნათლისმცემელისა: „ქუეყანით აღმობრწყინდა...“
(წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა); „მოგვეცა, ვითარცა ოქრო...“ (წარდგომა შემდგომად II
სტიქოლოგიისა); „იროდი უსჯულომან...“ (წარდგომა შემდგომად სადიდებელისა); „დიდება“:
„ნათლისმცემელისა თავი...“ „აწ და“ დღესასწაულისა: ,,ზეცით ქუეყანად...“ (წარდგომა შემდგომად
სადიდებელისა, თვით დღესასწაულში იძიე);
– I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „ მუნ აღმოუცენო რქა დავითს, და განუმზადო სანთელი ცხებულსა
ჩემსა“ (ჴმა IV).
მუხლი: „მოიხსენე უფალო დავით, და ყოველი სიმშვიდე მისი“.
– საცისკრო სახარება: ლკ. 31 დას. VII, 17-30.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და
ნათლისმცემელისა იოანესი...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
დასდებელი შემდგომად 50-ე ფსალმუნისა - „რომელი პირველ იროდის...“
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი – დღესასწაულის I კანონი - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი – ნათლისმცემელისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი – დღესასწაულის II კანონი - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია: „საღმრთომან ნისლმან...“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი ნათლისმცემელისა (სადღესასწაულოდან, ჴმა VI).
- წარდგომა ნათლისმცემელისა: ,,მოგვეცა, ვითარცა ოქრო...“ (ჴმა IV) – 2-გზის
„დიდება, აწ და“ წარდგომა დღესასწაულისა: ,,აღჰხედ ღრუბელთა...“ (ჴმა VIII).
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ჴმა VI).
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, IX ოდას
(გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით.
ნათლისმცემლის კანონს ჩავურთავთ: „წმიდაო წინასწარმეტყველო და წინამორბედო, იოანე
ნათლისმცემელო ევედრე ღმერთსა ჩუენთვის“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „მოწაფენი რა გხედვიდეს...“
„დიდება“ „განმანათლებელი“ ნათლისმცემელისა:: „ვერ თავს-იდებდა გრძელ დაფარვად ... ან „პოვნასა
წინამოებედო...“
„აწ და“ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი;
- ნათლისმცემელისა - 3 მუხლი (ჴმა IV) (სადღესასწაულოდან)
„დიდება“ ნათლისმცემელისა: „ყოვლადპატიოსანი თავი...“ (ჴმა VI) (სადღესასწაულოდან).
„აწ და“ დღესასწაულისა: „ივნე ვითარცა ჯერ-გიჩნდა...“ (ზატიკიდან, „აქებდითსა -ზედა“-ს „აწდას“
მუხლი).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ნათლისმცემელისა: ,,ვითარცა საღმრთო საუნჯე...“ (ჴმა IV).
„დიდება, აწ და“ ტროპარი დღესასწაულისა: ,,ამაღლდი დიდებით...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
– ტროპარები: დღესასწაულისა (ჴმა IV) და ნათლისმცემელისა.
– კონდაკი: დღესასწაულისა და ნათლისმცემელისა მონაცვლეობით.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- დღესასწაულის ორივე კანონის IX გალობიდან - 4 მუხლი (I კანონი ძლისპირით);
- ნათლისმცემლის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე) და „დიდება“ „აწ
და“-თი.
შესვლად: „მოვედით თაყვანის -ვჰსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, გვაცხოვნენ ჩუენ, ძეო
ღმრთისაო, ამაღლებულო დიდებით, მგალობელნი შენნი, ალილუია“.
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ნათლისმცემელისა.
კონდაკები: „დიდება“ - ნათლისმცემელისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა და ალილუია - დღესასწაულისა და ნათლისმცემელისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ნათლისმცემელისა.
განიცადე: დღესასწაულისა და ნათლისმცემელისა.
წარდგომა (ჴმა VII): „ამაღლდი ცათა შინა ღმერთო და ყოველსა ქვეყანასა ზედა არს დიდება შენი“.
მუხლი: ,,განმზადებულ არს გული ჩემი, გაქებდე და გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა“.
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდეთ მას“.
ალილუია (ჴმა II): „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისათა“.
მუხლი: ,,ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა
სიხარულისათა“.
ალილუია (ჴმა V): „ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა, და გულითა წრფელთა სიხარული“.
განიცადე: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისათა“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
,,ღირს არსი“-ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი : ,,ადიდებს სული ჩემი ქვეყანით
ზეცად ამაღლებულსა...“ და IX გალობის ძლისპირი: ,,ჰშევ, ქალწულო, მიუწდომელი ბუნებათა...“.
ნაცვლად: „ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ...“ იგალობება - ტროპარი ამაღლებისა.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.