საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
შაბათი, 21 ივნისი 2025
ძველი სტილით: 8 ივნისი
სულთმოფენობიდან მე-2 შვიდეულიხმა 8პეტრე-პავლობის მარხვა · თევზი

ხსენება

მოწამისა თევდორე მღვდლისა, კველთელისა (1609); დიდმოწამისა თეოდორე სტრატილატისა (319); ღირსისა ეფრემისა, ანტიოქიელი პატრიარქისა (545); ღირსისა ზოსიმე ფინიკიელისა (VI).

საკითხავები

ლიტ. – დიდმოწ. – 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. მთ. 36 დას. X, 16-22.
რიგ. – რომ. 84 დას. III, 19-26. მთ. 20 დას. VII, 1-8.

ტიპიკონი

შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 8; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – შაბათს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

მსახურების მიმდევრობა

2025 წელი 8 ივნისისულთმოფენობიდან მე-2 შვიდეული21 ივნისი
ძველი სტილითშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
მოწ. თევდორე მღვდლისა, კველთელისა (1609); დიდმოწ. თეოდორე სტრატილატისა (319); ღირ. ეფრემისა, ანტიოქიელი პატრ. (545); ღირ. ზოსიმე ფინიკიელისა (VI).
 
ლიტ. - დიდმოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. მთ. 36 დას. X, 16-22.
რიგ. - რომ. 84 დას. III, 19-26. მთ. 20 დას. VII, 1-8.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მღვდელმოწამისა).
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - მე-18.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- მღვდელმოწამისა - 6 მუხლი (ჴმა I, საზიარო თვენიდან).
„დიდება“ „აწ და“ დოგმატიკონი: „მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის...“ (ჴმა VIII).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– წარდგომა დღისა.
– ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - მღვდელმოწამისა (თავისი ჩასართავებით).
,,დიდება“ მისივე: „ყოველივე გონებაი...“ (ჴმა III).
,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ (დიდების ხმის მიხედვით):
„უთესლოდ მუცლად-იღე...“ (ჴმა III).
– შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი მღვდელმოწამისა: „გზათა წრფელთა უფლისათა მავალმან გზაი უსჯულოთა მათ
დრკუდ წარუმართენ, რამეთუ დასდევ სული შენი მეფისა და ერისა შენისათვის, ვინაცა მღვდლობისა
წესითა განშუენებული, წამებისა სისხლითა შეიმკევ თევდორე ყოვლადდიდებულო, ევედრე ქრისტესა
ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე
ხმისა: ,,რომელი ჩვენთვის იშევ...“ (ჴმა VIII).
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი მღვდელმოწამისა: „გზათა წრფელთა უფლისათა...“ (ჴმა IV).– 2-გზის.
„დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე
ხმისა: ,,რომელი ჩვენთვის იშევ...“ (ჴმა VIII).
– რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.
მე-17 კანონის დროს აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.
– რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა – მღვდელმოწამისა (საზიარო თვენიდან).
„დიდება“, „აწ და“- მისივე.
– 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი – მღვდელმოწამისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის, განვლილი კვირის ცისკრიდან,
პარაკლიტონიდან).
II კანონი - მღვდელმოწამისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მღვდელმოწამისა: „დიდმან მღვდელმოწამემან...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „რომელმამ ჰშევ უთესლოდ...“
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მღვდელმოწამისა: „უსისხლოისა მსხვერპლისა შემწირველი და მესაიდუმლოე
წმიდისა სამებისა ძრუენად პატიოსნად მისა შეიწირე და ებაძვე ამხუმელსა ცოდვათა სოფლისათასა,
რომელი-ეგე ვითარცა კრავი შორის მგელთა გამოსჩნდი და დასდევ სული შენი ცხოვართათვის
ქრისტესთა. ამისთვისცა პატიოსნისა ხსენებისა შენის ა მედღესასწაულენი გიღაღადებთ, წმიდაო
თეოდორე, რაითა მეოხებითა შენითა ვიხსნნეთ განსაცდელთაგან.
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც
უნდა წავიკითხოთ, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული
არ არის.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ მღვდელმოწამისა: „აზნაურებასა საღმრთოსა...“
„დიდება“ „აწ და“ მისივე.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მღვდელმოწამისა - 4 მუხლი.
„დიდება“ მისივე: „მრავალი ნაყოფი გამოიღე...“ (ჴმა V).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო... “ (იხ. III ჟამი).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მღვდელმოწამისა: „გზათა წრფელთა უფლისათა...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე
ხმისა: ,,რომელი ჩვენთვის იშევ...“ (ჴმა VIII).
ჟამებზე:
– ტროპარი და კონდაკი: მღვდელმოწამისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მღვდელმოწამის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი ,,დიდება“,
,,აწ და“-თი.
შესვლად:
შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მღვდელმოწამისა.
კონდაკები: „დიდება“ - მღვდელმოწამისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მღვდელმოწამისა;
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - მღვდელმოწამისა;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე – მღვდელმოწამისა და დღისა.
სამოციქულო და სახარება – მღვდელმოწამისა და დღისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - მღვდელმოწამისა და დღისა.
სამოციქულო და სახარება – მღვდელმოწამისა და რიგისა.
წარდგომა (ჴმა VII): „იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა“.
მუხლი: ,,უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა “.
წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშევებდით მართალნო და იქადოდით ყოველნი
წრფელნი გულითა“.
ალილუია (ჴმა II): „მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ“.
ალილუია (ჴმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან
იხსნა იგინი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით სახსენებელსა სიწმიდისა
მისისასა“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.