საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
შაბათი, 9 აგვისტო 2025
ძველი სტილით: 27 ივლისი
სულთმოფენობიდან მე-9 შვიდეულიხმა 7

ხსენება

დიდმოწამისა პანტელეიმონ მკურნალისა (305); ღირსისა ანთისა იღუმენიასი და 90 მისთა დათა (VIII); მოციქულთა სწორთა: კლიმენტისა, ოხრიდელი ეპისკოპოსისა, ნაუმისა, საბასი, გორაზდისა და ანგელარისა (X) (ბულგ.).

საკითხავები

ცისკ. – ლკ. 106 დას, XXI, 12-19.
ლიტ. – დიდმოწ. – 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2.
რიგ. – რომ. 113 დას. XIV, 6-9. მთ. 64 დას. XV, 32-39.

ტიპიკონი

შაბათს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 7; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – შაბათს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

მსახურების მიმდევრობა

2025 წელი 27 ივლისისულთმოფენობიდან მე-9 შვიდეული9 აგვისტო
ძველი სტილითშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
დიდმოწ. პანტელეიმონ მკურნალისა (305); ღირ. ანთისა იღუმენიასი და 90 მისთა დათა (VIII); მოც. სწორთა: კლიმენტისა, ოხრიდელი ეპ., ნაუმისა, საბასი, გორაზდისა და ანგელარისა (X) (ბულგ.).
 
ცისკ. - ლკ. 106 დას, XXI, 12-19.
ლიტ. - დიდმოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2.
რიგ. - რომ. 113 დას. XIV, 6-9. მთ. 64 დას. XV, 32-39.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოწამისა).
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
დიდი მწუხრი:
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
– „ნეტარ არს კაცი“ – I აღსავალი.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
დიდმოწამისა - 8 მუხლი (ჴმა IV).
„დიდება“ მისივე: „გაქუს შენ მდინარე...“ (ჴმა II).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „უაღრეს
ბუნებათა დედად იწოდე...“ (ჴმა VII).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა - დღისა.
– საწინასაწარმეტყველო – 3.
– ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - დიდმოწამისა (თავისი ჩასართავებით).
,,დიდება“ მისივე: „მარტვილთა გვირგვინითა...“ (ჴმა VIII).
,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების” ხმის მიხედვით):
„უსძლოო ქალწულო...“ (ჴმა VIII).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი დიდმოწამისა: „ღუაწლითშემოსილო წმიდაო...“ (ჴმა III).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(მიმდინარე, არსაგზავნი ხმის მიხედვით): „ვითარცა ჩუენისა აღდგომისა...“ (ჴმა VII).
დიდი ცისკარი:
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება III ჴმაზე).
ტროპარი დიდმოწამისა: „ღუაწლითშემოსილო წმიდაო...“ (ჴმა III) – 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(მიმდინარე, არსაგზავნი ხმის მიხედვით): „ვითარცა ჩუენისა აღდგომისა...“ (ჴმა VII).
– რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.
– I და II რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოგიებისა – დიდმოწამისა – 2-გზის.
„დიდება“ ,,აწ და“ - მისივე.
– ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– „გადიდებსა“ დიდმოწამისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
– წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“: ,,სისხლთა შენთა მიერ...“ (ჴმა II).
„დიდება“: ,,ბნელსა შინა საცთურისასა...“.
„აწ და“ მისივე: ,,შენ გნატრით ყოვლადუხრწნელო...“.
– I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
– წარდგომა (ჴმა III): ,,იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.
მუჴლი: ,,შეისმინე ღმერთო, ხმისა ჩემისა, გევდრებოდე რაი მე შენდამი“.
– საცისკრო სახარება: ლკ. 106 დას. XXI, 12-19.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა დიდისა მოწამისა პანტელეიმონ მკურნალისათა, მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
წარდგომა შემდგომად 50-ე ფსალმუნისა: - ,,მოწამემან შენმან...“
შენიშვნა: შეგვიძლია ეს დასდებელი წავიკითხოთ:
ნიჭნი კურნებათანი და სასწაულნი ზეგარდამო მოიხუენ ქრისტეს ღმრთისაგან, ღირსო
პანტელეიმონ, ამისთჳს ვითხოვთ შენგან, დიდებულო: განკურნენ წყლულებანი სულთა
ჩუენთანი, ბრძენო და კუალად სალმობანი ჴორცთანი უკურნებელნი, ვითარცა ხარ მობაძავ
ღმრთისა მოწყალებათაჲ, რაჲთა გიგალობდეთ შენ სარწმუნოებით.
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი – დიდმოწამისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის, განვლილი კვირის ცისკრიდან,
პარაკლიტონიდან).
II კანონი - დიდმოწამისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია: „აღაღე პირი ჩემი“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონის კანონი
 
გალობა პირველი
 
ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთხმან მოსეჲსამან,
რომელმან გამოსახა სახჱ ჯუარისაჲ და განაპო ზღუაჲ მეწამული და ისრაელი იჴსნა
განმავალი, მეტყუელი გალობისა უფლისასა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
სიტბოებაჲ და წყალობაჲ ყოველთა წყალობისაჲ მოგიღებიეს მსგავსად სახელისა ზეგარდამო,
პანტელეიმონ მჴნეო, ამისთჳს გევედრებით: სიტკბოებით მომხედენ და დიდებად შენდა
განმაძლიერენ, და ღირს მყავ სასწაულთა შენთა დიდთა გალობად.
გაქუნდა კეთილი ქონებაჲ და ცნობაჲ გონიერი სიჩჩოჲთ შენითგან, სამგზის სანატრელო, და
საცნობელნი სულისანი განკითხვად და გულისჴმისყოფად, და განრჩევად კეთილად
კეთილისა და ბოროტისა, ვინაჲცა კეთილი შეიყუარე და ბოროტი მოიძულე.
ღმრთისმსახურებაჲ დიდებული სიბრძნით შეიყუარე ღმერთშემოსილო, და მამული იგი
უღმრთოებაჲ, ღმრთივ გონიერად სწავლითა შენითა განსწმიდე, და მოიზიდე იგი ნიშთა
საკჳრველთა აღსრულებითა ქრისტეს სარწმუნოებად, დიდებით დიდებულო.
უნაყოფოთა ბერწთაგან ნაყოფად შუენიერად აღმოგაცენა მუშაკმან სულთამან, ქალწულო
ყოვლად დიდებულო, თჳსისა მის ბრწყინვალებისა სამეუფოჲსა საყდრად და სავანედ ცათა
უმაღლესად და შენგან გამოვიდა, ღმერთი და კაცი სრული.
 
გალობა მე-3
 
ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა.
დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაჲ შენებრ,
კაცთმოყუარე.
შუენიერებითა ჴორცთაჲთა და სათნოებათა სიკეთითა და მადლთა საღმრთოთა
ბრწყინვალებითა სიწმიდე სულიერი უშუენიერეს გამოაჩინე და [ორ]კერძოვე ჰნათობდი,
ზეშთა ცნობისა და სიტყჳსა.
განიკითხე და გულისჴმა-ყავ გონიერად განბჭობითა, საცთური და ღმრთის მეცნიერებაჲ, და
შეეძინე ნათელსა და განაგდე ბნელი წყუდიადი, რამეთუ უდარესსა აღირჩიე უვაღრესი.
სიბრძნით მოპოვნებულთა სახეთა და სიტყუათა ჩემებელთა მიერ, განჰბასრე მამაჲ
ტყუვილისა და პატივი წმიდისა ემბაზისა და მოძღურისა და მამისა შენისაჲ ჯეროვნად
დასცევ, ნეტარო.
ურიცხუთა ბოროტთა ჩემთაგან, რომელთა ვნივთებ დღითი-დღედ, ოხითა შენითა მიჴსენ
ქალწულო, რამეთუ ბრალეულთა და უსასოთა სასოებაჲ და შუამდგომელი, შენ ხარ ქრისტეს
მჴსნელისა მიმართ.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა დიდმოწამისა: „ვითარცა ოქრო ბრძმედსა...“ (ჴმა I) - 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე: „შემწე შეუწევნელთა...“
შენიშვნა: შეგვიძლია ეს წარდგომა წავიკითხოთ:
წარდგომა (ჴმა VIII)
სწამე წამებაჲ ქრისტესი ახოვნად და სარწმუნოებაჲ მისი ჰქადაგე და მამაჲ შენი,
სიღრმეთაგან უღმრთოებისასა აღმოიყვანე და უღმრთოჲსა მის მძლავრისა ზახებისაგან არა
შესძრწუნდი და ეშმაკთა საცთურსა არცხჳნე, სანატრელო, ვინაჲცა მოიღე მადლი უფლისა
მიერ განკურნებად სალმობისა სულთა და ჴორცთა ჩუენთასა, პანტელეიმონ ყოვლად
ქებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდვათა [შენდობაჲ მოგუანიჭოს და სულთა
ჩუენთა – დიდი წყალობაჲ.]
 
გალობა მე-4
 
ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და
სიხარული ცხოვრებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამისანი და
გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინასწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით:
ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმოყუარე.
მადლი სულისა წმიდისაჲ, ყოვლად ძლიერისაჲ დაემკჳდრა შენ თანა და უძლურებაჲ შენი
განაძლიერა და საქმით და სიტყჳთ წარჩინებულ-გყო, ღმერთშემოსილო, რომლითა განაკჳრვენ
ყოველნი გონებანი და ცნობანი, რამეთუ სასწაულთა და საკჳრველთა აღსრულებითა
მოაქციენ მრავალნი.
ჰპოვე ღირსი ერმოლაოს პავლეს წილ, ნეტარო მოწამეო ქრისტესო, მის მიერ, გეუწყნეს
საიდუმლონი მაღალნი და გამოუთქუმელნი, რომელთა მიერ ისწავე წესი ბრწყინვალე
ღმრთისმსახურებისაჲ და მიერითაგან იქმენ მოძღუარ ღმრთივსწავლულ და შესძინე მეუფესა,
ერი საზეპუროჲ, პანტელეიმონ.
ახოვნებით შებმა უყავ წამებისა ღუაწლთა, ღირსო პანტელეიმონ, ძალითა საღმრთჲთა
გარეშეზღუდვილმან და მწარენი ტანჯვანი დაითმინენ, დიდებულო, უძლეველითა
მოთმინებითა და სიმტკიცითა გონებისაჲთა, წადიერად ღაღადებდი, ძალსა შენსა დიდებაჲ
კაცთმოყუარე.
ჭეშმარიტად სანატრელ არს ერი, რომელმანცა გიცის და აგიარებს დედად ღმრთისად,
ჭეშმარიტად უბიწოო, და მეოხებითა შენითა შეზღუდვილი დაცვულ არს, რამეთუ
შემდგომად ღმრთისა სასოებაჲ ცხორებისა თჳსისაჲ შენდამი დაუც, ქალწულო, და
ცხონდების, და გზათა წარემართების.
 
გალობა მე-5
 
ძლისპირი: ნუსადა განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე
ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა
შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები.
სიბრძნისა მის საღმრთოჲსა ტრფიალ იქმენ, სამ-გზის სანატრელო პანტელეიმონ, და იგი
შეიყუარე და იგი მოიგე თანამკჳდრად შენდა, ამისთჳს სამართლად პატივცემულ იქმენ მის
მიერ და გჳრგჳნნი მაღალთანი დაიდგენ.
ჴორცთა იგი სიკეთე შუენიერებითა სულისაჲთა შეამკვე და კუალად სულისა ბრწყინვალებაჲ
სათნოებათა დიდთა და ღუაწლთა ნათლითა ელვარედ განაშუენე, დიდებულო და იქმენ
ტაძარ სულისა წმიდისა.
მადლითა და სასწაულთა ელვარებითა დაშრიტენ თუალნი უღმრთოთანი და მძლავრთა
ზახებაჲ დაამჴუ სიმჴნითა და კერპთა საცთური დაა[რღჳე] მოღუაწებითა შენითა და
მორწმუნეთა გულნი განანათლენ.
[უდ]ებობისა ბადითა და საკრველითა მედგრობისა ჩუენისათა ქუესკნელთა ცოდვისათა
შთავიზიდვი ყოვლად საწყალობელი, არამედ, ვითარცა მჴსნელისა ყოველთაჲსა მშობელი,
სინანულად ცხორებისა მიმიძეღუ.
 
გალობა მე-6
 
ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის,
რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთა მიიწია. და იონაჲსებრ
ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.
მხიარულ იქმნა უფალი მისთჳს სიყუარულისა, რომელი გაქუნდა მისსა მიმართ და სასოებაჲ
და სარწმუნოებაჲ უსაზღვროჲ და ცათა შინა ქუეყანასა ზედა გადიდა შენ ზეშთა სიტყჳსა
ნიშთა მიერ და სასწაულთა, პანტელეიმონ.
ღმრთივშუენიერითა სიბრძნითა აღვსებულმან უღმრთოებისა იგი ბნელი და წყუდიადი
საცთურისა განდევნე სიტყჳთა შენითა, ეწყვებოდე რაჲ უშჯულოთა მათ და ცილობაჲ მათი
უწესოჲ საქმეთა წამებითა დაჰჴსენ, პანტელეიმონ.
თესლი სიტყჳსაჲ შეიწყნარა სულმან წმიდამან, ვითარცა რაჲ ნაყოფიერმან, და ნაყოფი
მზრდელი სულთაჲ აღმოაცენა, ბრძენო, შემაშფოთებელი ღუარძლთა ბოროტთაჲ და ასეული
უკუდავებისა თავწარსხმული სათნოებათაჲ მოართუ ქრისტესა.
სიტყუაჲ უფლისაჲ განკაცნა რაჲ და იშვა ჴორცითა ქალწულისაგან, იქმნა ყოველივე ახალ,
და მიწისაგანნი ღმერთ იქმნნეს ჭეშმარიტად და წყევაჲ კურთხევად შეცვალა და მაცდური
გუელი მოიკლა და სიკუდილისა მძლავრებაჲ უჩინო იქმნა.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი დიდმოწამისა: „მიმსგავსებულ იქმენ...“ (ჴმა V)
შენიშვნა: წმ. დიდმოწამე პანტელეიმონის დაუჯდომლიდან შეი ძლება პირველი იკოსი
გამოვიყენოთ:
ქუეყანისა ანგელოსად და ზეცისა კაცად ჩინებულო, ახოვანითა მოღვაწებითა ამსოფლით
განსრულსა და სასუფეველსა მიწევნულსა, რომელსა მოწამეობისა და უბიწოებისა ოქროქსოილისა
პორფირი იგი შვენიერი გმოსიეს, შენ, მეოხსა სულთა ჩვენთასა ესრეთ გადიდებთ: გიხაროდენ
მართლმადიდებელისა ეკლესიისა მნათობო ბრწყინვალეო; გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანთა
მოწამეთა შვენებაო; გიხაროდენ, ღვთივსათნოისა მოთმინებისა მასწავლელო; გიხაროდენ,
მოქენეთა შენთა სიქადულო; გიხაროდენ, განრღვეულთა მამრთელებელო; გიხაროდენ,
ღმრთივსათნოისა მის დიდმოწამეობისა ხატო შვენიეო და უვეცხლოისა კურნებისა მადლითა მით
ქრისტესმიერთა განცისკრებულო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ.
 
გალობა მე-7
 
ძლისპირი: რომელთა ქალდეველთა აგზებული საჴმილი ძალითურთ შემწუველი დაშრიტეს
ხილვითა ანგელოზებრივითა, რომელი გარდამოჴდა, მისა მიმართ ყრმანი ღაღადებდეს და
იტყოდეს: კურთხეულ ხარ და დიდებულ, უფალო, ღმერთო მამათაო ჩუენთაო.
ძალითა სულისაჲთა აღჭურვილი ეწყვე სიმჴნით მტერთა წინააღმდგომთა, ნეტარო
[პა]ნტელეიმონ და სამძალი ძლევისაჲ შეიმოსე და განათლებული ღაღადებდი და იტყოდი:
კურთხეულ ხარ და დიდებულ, [უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.]
მადლსა კურნებათასა და დაუწყუედელსა უფსკრულსა სასწაულთა[სა,] მჴნეო, საფლავი შენი
აღმოაცენებს და რომელნი აღმოივსებენ, კურნებასა სულთასა და ჴორცთასა მიიღებენ და
აკურთხევენ ღმერთსა, მადიდებელსა შენსა, პანტელეიმ[ონ: კურთხეულ ხარ და დიდებულ,
უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.]
წამებისა შენისა გზაჲ სიხარულით წარვლო, მოწამემან შენმან, უფალო, და განვრცნა ალაგთა
შინა მცნებათა და მადლთა ბნელთასა, ხოლო შენ, სახიერო, საკჳრველ ჰყავ ნიშთა მიერ და
ადიდე იგი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ყოვლად მაღალ[ო: კურთხეულ ხარ და
დიდებულ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.]
ყოველნივე წინაჲსწარი თქმულნი შენთჳს და [სწავლებანი] ესერა სრულ იქმნნეს, ქალწულო,
რამეთუ ქადაგებული მათი ჴორცითა გჳშევ ორითა ბუნებითა და საქმითა, ვითარცა არს
ღმერთი და კაცი სრული, ამისთჳს ღმრთისმშობლად აღგიარებთ შენ.
 
გალობა მე-8
 
ძლისპირი: შჳდ-წილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს
გულისწყრომითა და რისხვითა და ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცვულნი
ცეცხლისაგან განურყუნელად და დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო:
აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას
უკუნისამდე.
ცეცხლითა რაჲ იწუვებოდე და მახჳლითა დაიჭრებოდე და ურმისთუალსა ზედა განრთხმულ
იყავ, მოწამეო, და მჴეცთადა მიცემულ და წყალთა შინა ზღჳსათა შთაგდებულ და პირად-
პირადითა სატანჯველითა ტანჯულ, არა განილიე შენ, ხოლო უკუანაჲსკნელ, თავისა შენისა,
ღირსო, წარკუეთითა წარმოუდეჰ ქრისტესა.
კრებაჲ შენი შუენიერი ბრწყინავს უბრწყინვალეს მზისთუალისა და ნათელითა მადლთაჲთა
და ნიშთა ბრწყინვალებითა იხარებს ცისკიდეთა და ჰნათობს სულთა მორწმუნეთასა, რამეთუ
ყოველთავე სწყალობ და აცხოვნებ სიტკბოებისა შენისა სიმდიდრითა, ღმრთისა მძლეო,
სენთა განჰკურნებ და სულთა არა-წმიდათა იოტებ.
მკურნალი ხარ საკჳრველი მომატყუებელი უკუდავებ[ისა,] ჴორციელსა სიმახჳლესა თანა,
მოიგე სულიერი მოღვაწებაჲ და კურნებაჲ სულთაჲ და მრჩობლ ჰკურნებ ჴორცთა და სულსა
სიბრმესა და ორკერძოვე მისცემ ბრწყინვალებასა, დიდებულო, ქრისტეს მჴსნელისა წოდებითა
და ძლიერებითა.
ღმერთი ყოვლისა მპყრობელი, ღმრთისაგან უცვალებელად კაც-იქმნა უქცეველად შენგან,
ღმრთისა დედაო, ყოვლად უხრწნელო სძალო და განაახლა განხრწნილი ადამ და აღიყვანა
პირველსავე მას დიდებასა. ამისთჳს შენ, ვითარცა მიზეზსა ცხორებისასა, ქებით გადიდებთ
და სარწმუნოებით თაყუანის-გცემთ.
– შემდგომად „აკურთხევდითსა” (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
 
გალობა მე-9
 
ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი განკჳრვებულ იქმნნეს, რაჟამს
ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა.
ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებდენ შენ.
რიტორთა ზღაპრობ[აჲ] სიბრძნით ამხილე და ცუდთა ღმერთთა უძლურებაჲ დაამჴუ და
ასკლიპიოს და პალინიოჲს ჴელოვნებაჲ ცუდ-ჰყავ და დაარღჳე მძლავრთა ზახებაჲ და
აღამაღლე რქაჲ ეკლესიისაჲ, ღირსო პანტელეიმონ, მოწამეო ქრისტესო და ერი მორწმუნეთა
ადიდე.
კურნებისა წყაროთა და უფსკრულთა ცხორებისათა, აღმოაცენებ, ღირსო, საღმრთოჲთ
სამარხოჲთ შენით და მოჰრწყავ მორწმუნეთა და ჰკურნებ სენსა ყოველთასა და მისცემ
ცოდვათა მოტევებასა და განსაცდელთა ჴსნასა და მხიარულ ჰყოფ სულსა შემსხმელთა
შენთასა, პანტელეიმონ.
მოაკუდინე იქედნე წამლიანი ლოცვითა და ლომთა პირნი დაუყვენ და ცეცხლი და წყალი
განჰვლე წადიერად, უძლეველო მოწამეო, ხოლო მახჳლითა რაჲ სრულ იქმენ, წარმოუდეგ
ქრისტესა და ჰსუფევ საუკუნოდ, კრებულსა თანა უჴორცოთასა.
აღმაღლდა რქაჲ დაცემულისა ადამისი შენგან შობითა ღმრთისა სიტყჳსაჲთა, რომელმან არა
უღირს-იჩინა სიმდაბლე ჩუენი და პირველი აზნაურებაჲ მოგუცა მიწადმდე
დამდაბლებულთა, ამისთჳს შენ, ვითარცა ცხორებისა ჩუენისა მიზეზსა, გნატრ[ით] ღმრთის[ა
დედაო.]
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).
– „განმანათლებელი“ დიდმოწამისა: „რომელი ღუაწლთა მიერ...“ 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე: ,,აღმოსავალო მზისაო...“.
შენიშვნა: შეგვიძლია განმანათლებლის ნაცვლად ეს მუხლი წავიკითხოთ:
გამობრწყინდა ერნო დღეს, ყოვლად დიდებული ქრისტეს მოწამისა საჴსენებელი და მოუწოდს
მორწმუნეთა კრებულსა საიდუმლოდ სერობად, და ბრწყინვალესა კრებასა შეჰმზადებს და
ისტუმრებს. ღუაწლითა თჳსითა გამობრწყინდა მკურნალი დიდი უქრთამოჲ, და სალმობათა და
სენსა ყოველთასა მდიდრად განჰკურნებს ახოვანი და საღმრთოჲ მოღუაწე პანტელეიმონ.
მოვედით და მოვისწრაფოთ და უგალობდეთ ღუაწლთა მისთა უძლეველთა, რამეთუ იღუწის
ჩუენთჳს მჴურვალედ ღმრთისა მიმართ და ევედრების, რაჲთა მოანიჭოს სულთა ჩუენთა დიდი
წყალობაჲ.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: დიდმოწამისა - 4 მუხლი;
შენიშვნა: შეგვიძლია საზიარო თვენში მოცემული მუხლების ნაცვლად გამოვიყენოთ
ქვემოთ მოცემული მუხლები:
მარტჳლთა შორის გამოსჩნდი მკურნალად საკჳრველად, პანტელეიმონ ბრძენო, ლოცვითა გუელი
მოჰკალ და ყრმაჲ აღადგინე, ყოველთავე უჩუენე ძალი ქრისტესი, რომელი მოგემადლა ღმრთისა
მიერ, მას ევედრე ცხორებად ჩუენდა.
ყოვლად საძლეველი იგი საჭურველი აღიღე, რომელსა ზედა ქრისტე ნეფსით დამსჭვალულ იქმნა
და მით დაამჴუ ძალი უსჯულოჲ, პანტელეიმონ ქებულო, რომლისათჳსცა ევედრე მაცხოვარსა
მგალობელთა შენთათჳს, ღირსო.
მოძღუარისა მიერ მორწმუნისა, სწავლაჲ შეიწყნარე და მამაჲ იგი ურ[წ]მუნოჲ მორწმუნე-ჰყავ შენ,
ღირსო, რაჟამს მოგეცა შენ ღმრთისა მიერ ძალი იგი კურნებათაჲ, მოგჳჴსენენ მგალობელნი შენნი,
პანტელეიმონ დიდებულო.
წადიერად განუკუთნე თავი შენი ღმერთსა, პანტელეიმონ ღირსო, და პირველ სრულებისა ძალითა
მისითა აღადგინე მკუდარი, ყოვლად დიდებულო, მეცა მომკუდარი სულითა ცოდვათაგან,
ცხოველ მყავ ოხითა შენითა.
,,დიდება“ - დიდმოწამისა: „რაჟამს იგი წინაშე საყდართა...“ (ჴმა II);
„აწ და“ – ღმრთისმშობლისა:: „ღმრთისმშობელი ქალწულო შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი...“
(იხ. III ჟამი).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი დიდმოწამისა: „ღუაწლითშემოსილო წმიდაო...“ (ჴმა III).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(მიმდინარე, არსაგზავნი ხმის მიხედვით): „ვითარცა ჩუენისა აღდგომისა...“ (ჴმა VII).
ჟამებზე:
– ტროპარი და კონდაკი: დიდმოწამისა.
წმ. იოანე ოქროპირის
საღმრთო ლიტურგია
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- დიდმოწამის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით) და VI გალობიდან - 4
მუხლი, თავისი ,,დიდება“, ,,აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- დიდმოწამისა.
კონდაკები: „დიდება“ - დიდმოწამისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- დიდმოწამისა.
კონდაკები: - ტაძრისა.
„დიდება“ - დიდმოწამისა;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...”.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – დიდმოწამისა და დღისა.
სამოციქულო და სახარება – დიდმოწამისა და დღისა.
წარდგომა (ჴმა IV) „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაილისა“.
მუხლი: „ეკკლესიასა შინა აკურთხწვდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაილისათა“.
წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი
წრფელნი გულითა“.
ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს, და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი,
განმრავლდეს “.
ალილუია (ჴმა IV): ,,ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან
იხსნა იგინი“.
განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.