საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
შაბათი, 11 ოქტომბერი 2025
ძველი სტილით: 28 სექტემბერი
სულთმოფენობიდან მე-18 შვიდეულიხმა 8
ხსენება
დღესასწაული ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის (პალიასტომის) სასწაულთმოქმედი ხატისა (XII); ღირსისა ხარიტონ აღმსარებელისა (დაახ. 350); წინასწარმეტყველისა ბარუქისა (VI ს. ქრისტეს წინ); მოწამეთა: ალექსანდრესი, ალფესისა, ზოსიმესი, მარკოზ მწყემსისა, ნიკონისა, ნეონისა, ილიოდორესი და სხვათა (IV); კრება ღირსთა მამათა, კიევის ახლოს მღვიმეში დავანებულთა.
საკითხავები
ლიტ. – ღმრთისმშობ. – ებრ. 320 დას. IX, 1-7. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
რიგ. – 1 კორ. 162 დას. XV, 39-45. ლკ. 19 დას. V, 17-26.
ტიპიკონი
შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 8; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამიშუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
მსახურების მიმდევრობა
2025 წელი 28 სექტემბერისულთმოფენობიდან მე-18 შვიდეული11 ოქტომბერი ძველი სტილითშაბათიახალი სტილით ხსენება: დღესასწაული ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის (პალიასტომის) სასწაულთმოქმედი ხატისა (XII); ღირ. ხარიტონ აღმს. (დაახ. 350); წინასწარმეტყველისა ბარუქისა (VI ს. ქრისტეს წინ); მოწ. ალექსანდრესი, ალფესისა, ზოსიმესი, მარკოზ მწყემსისა, ნიკონისა, ნეონისა, ილიოდორესი და სხვათა (IV); კრება ღირსთა მამათა, კიევის ახლოს მღვიმეში დავანებულთა. ლიტ. - ღმრთისმშობ. - ებრ. 320 დას. IX, 1-7. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28. რიგ. - 1 კორ. 162 დას. XV, 39-45. ლკ. 19 დას. V, 17-26. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - პარაკლისიდან „ივერიის ღმრთისმშობლის ხატისა ქართულად წოდებულისა“. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი: მოწამეთა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი - მე-18. შენიშვნა: ტიპიკონის მოთხოვნით, ხუთშაბათს ცისკრად დატევებული კანონი (მე-15) უნდა აღვასრულოთ. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები: ხატისა - 6 მუხლად (ჴმა IV): - „აწ კუალად მივეახლოთ მყუდროსა ნავსაყუდელსა და მფარველსა ერისა ჩუენისასა ქალ - წულსა მარიამს, თაყუანის -ვსცეთ ანგელოზთაგან პატივცე -მულსა სახესა მისსა და ხმა - ვჰყოთ ლმობიერად: მოხედე, კეთილმოწყალეო დედაო, მწუხარებათა, ზედა გარემოდ - გომილთა ჩუენდა და განჰკურნე უძლუ-რებანი სულთა ჩუენთანი“ 2-გზის. - „უხრწნელო ქალწულო, სძალო ღმრთისა მაღლისაო, ნუ განმაგდებ ჩუენ მდაბალთა მონათა შენთა, მომძღუნელთა უღირსთა ვედრებათა და გვექმენ მხურვალე შუამდგომელ ჩუენ ცოდ- ვილთა ძისა მიმართ შენისა, გვიხსენ ჩუენ ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან“ 2-გზის. - „ზეცისა ძალთა კრებულნი და მოციქულთა გუნდნი და ყოველნი ენანი, შენ გადიდებენ, სძალო წმიდაო, ხოლო ჩუენ მწიკულევანითა ბაგითა დედად ღმრთისა დ გქადაგებთ, სახიერო დედოფალო ყოვლად უბიწოდ და მართლმა-დიდებლობით უფალსა უღაღადებთ“ 2- გზის. „დიდება“ მისივე: „სიყვარულითა პატივს-ვჰსცემთ და ძრწოლით ამბორს-ვუყობთ ხატსა შენსა, ქალწულო უბიწოო და ერთხმობით ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად აღგიარებთ შენ და სარწმუნოებით თაყვანის-გცემთ, რომელი გამოჩნდი მტკიცედ მცველად და შესავედრებელად ჩუენდა, სძალო ღმრთისა მაღლისაო. მოგუმადლე ჩვენ ყოველთა მადლი შენი და ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, არამედ ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ მადიდებელნი შენნი და ხატთა შენთა თაყვანისმცემელნი“. „აწ და“ ღმრთისმშობლისა, დოგმატიკონი (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმისა): „მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის...“ (ჴმა VIII). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – დღის წარდგომა. – ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ხატისა (თავისი ჩასართავებით): „შეგივრდებით, შენ, დედოფალო, მონაზონნი და კრებულნი მმარხველთანი და სიყუარულითა მხედველნი წმიდისა ხატისა შენისანი გიღაღადებთ შენ: მოვედ ჩუენდა, დედაო სახიერო, შეგჳწყალენ პატივისმცემელნი შენნი და მოგუანიჭენ ჩუენ წმიდაჲ ხატი შენი წინდად მოწყა- ლებისა და ცხორებისა“. მუხლი: „მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა“. „სასოებაჲ მოგუმადლე განსაცდელსა შინა მყოფთა მონათა შენთა და რქა ჲ მორწმუნეთაჲ აღამაღლე, ღმრთისმშობელო, იჴსენ ვედრებითა შენითა სავანე ესე და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი საქართველო ჲსანი, განაძლიერენ მსახურებასა შინა ყოველნი სამღდელონი და სამონაზნო წესნი, ხოლო ყოველთა მორწმუნეთა მონათა, მაქებელთა შენთა მფარველ გუექმნენ“. მუხლი: „ისმინე ასულო და იხილე და მოჰყავ ყური შენი“. „ყოვლადწმიდაჲ ხატი შენი, ქალწულო, ღმრთისმშობელო, არს საკურნებელი ყოვლისა სოფლისაჲ, რომლისადა მიახლებულნი და შიშითა და სარწმუნოებით შენდა თაყუანის - მცემელნი, უბიწოო, ხატსა შენსა ამბორს -უყოფთ და მადლსაცა კურნებათას ა აღმოვივსებთ და განვთავისუფლდებით სულიერთა და ჴორციელთა უძლურებათაგან“. ,,დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „ნუ მოგუაკლებ შეწევნასა შენსა, ყოვლად მოწყალეო დედო - ფალო, არამედ დაგვიფარე ვედრებითა შენითა და წილხდომილი ერი შენი, და ქრის - ტესმოყუარე მხედრობა დაიცევ ძალითა შენითა, რაითა არა ჰსთქუან ყოველთა ურწმუნოთა, სადა არს ღმრთისმშობელი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაი“. – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი ხატისა: „იხარებენ მართლმადიდებელნი ერნი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, მჭვრეტელნი ყოვლადსაკვირველისა და სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისანი და მეოხებითა შენითა სულიერსა და ხორციელსა კურნებასა მარადის მიემთხვე - ვიან და ჩვენცა თაყვანის -მცემელნი მისნი, გულითა მხურვალითა გიგალობთ შენ: შეგვი - წყალენ დედაო სახიერო, მდაბალნი მონანი შენნი და ყოვლისაგან ბოროტისა და ზედამოსვლისაგან მტერთასა მიხსნენ ჩვენ, ევედრე ძესა შენსა, უფალსა ჩვენსა იესოს, რათა ცხოვნებულნი დაგვამკვიდროს ზეციურსა მოქალაქეობასა მადლითა და კაცთმოყვარებითა მისითა“ (ჴმა V) 1-გზის (ტროპარი აღებულია კრებულიდან „ლოცვები ყოვლადწმიდა ღმრთის - მშობლის 54 სასწაულთმოქმედი ხატისადმი“, ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი „ქართულად“ წოდებული). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება V ჴმაზე). - ტროპარი ხატისა: „იხარებენ მართლმადიდებელნი...“ 2-გზის (ჴმა V). „დიდება“ „აწ და“ იგივე. – რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის კითხვისას აღესრულება მთელი ტაძრის კმევა. – I და II რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა: ხატისა: „ჰოი დედაო სახიერო, დედოფალო ღმრთისმშობელო ქალწულო, ნუ განმაგდებ ჩვენ მდაბალთა მონათა შენთა, მომრთმეველთა უღირსთა ამათ ვედრებათა წინაშე წმიდისა ხატისა შენისა, გვექმენ მხურვალე შუამდგომელ ჩვენ ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან, რათა ხსნილნი შენ მიერ მარადის გიგალობდეთ შენ“ (ჴმა IV). „დიდება“„აწ და“ იგივე. – წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა: ხატისა: „დიდებულისა ხატისა შენისა გამოცხადებასა დიდებისვმეტყველებთ დღეს უბიწოო ღმრთისმშობელო და შენსა შუამდგომლობასა ვდღესასწაულობთ, რამეთუ ევედრები ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა ჩვენთვის, რომელთა ესე დაგვიძს მტკიცე სასოება შენზედა უტყუელო წინამძღვარო, ცხოვრებისა ჩვენისაო“. „დიდება“„აწ და“ იგივე. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) კანონი - ხატისა (ძლისპირი 2- გზის) - 14 მუხლად. შენიშვნა: იმის გამო, რომ ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის (პალიასტომის) სასწაულმოქმედ ხატს არ გააჩნია თავის განგება, საცისკრო კანონად ვიყენებთ პარაკლიტონის ბოლოს მოცემულ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საზიარო კანონს - „ქუეყანასა მწყურნებსა...“ – კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): წარდგომა ხატისა: ,,მეოხო მხურვალეო და ზღუდეო უბრძოლველო, წყაროო მოწყალებისა და შესავედრებელო ყოვლისა სოფლისაო, ვედრებით ვჰხმობთ შენდა მომართ, მსვად მეწიენ ჩუენ, დედუფალო ღმრთისმშობელო, და გვიხსენ ჩუენ ჭირთაგან, მხოლოო კურთხეულო, და მოსწრაფე იქმენ ვედრებად, და განმზადებულ მეოხებად, და ლმობიერ ხელის აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღწვი პატივისმცემელთა შენთათვის, ღმრთისმშობელო“. „დიდება“ ,,აწ და“ - იგივე. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): კონდაკი ხატისა: „სასოო და შესავედრებელო ქრისტიანეთაო, ურცხვენელო, შუამდგო - მელო დამბადებელისა მიმართ მითუალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელს -ჰყოფ ხმასა ცოდვილთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე შეწევნად ჩუენდა, ვითარცა სახიერ ხარ, რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ მხოლოო კურთხეულო და მოსწრაფე იქმენ ვედრებად და განმზადებულ მეოხებად და ლმობიერ ხელის -ამპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღწვი პატივისმცემელთა შენთა ღმრთისმშობელო“. შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც იკითხება, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან იგი პარაკლისში მითითებული არ არის. – შემდგომად „აკურთხევდითსა‘‘ (VIIIგალობისა): „უპატიოსნესსა‘‘. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ ხატისა: ,,ნუ მიმანდობს კაცობრივსა განზრახვასა, ყოვლადწმიდაო დედუ - ფალო, და დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ, არამედ მეოხ გვეყავ და გვაცხოვნენ ჭირვეულნი, რამეთუ შემწე ხარ ყოვლად ძლიერი, ქალწულო ღმრთისა დედაო, და მტერთა დამცემელი და უცხო თეს -ლთა მომსრველი, ექმენ თანა შემწე კეთილმორწმუნესა ერსა შენსა, და ქალ-აქსა, და მგალობელთა, და იხსენ ყოველთა განსაცდელთაგან ქრიტიანენი“. „დიდება“ „აწ და“ იგივე განმანათლებელი. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ხატისა - 4 მუხლი: - „უმაღლესო ცათაო და უწმიდესო ქერუბინთაო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, დაამტკიცე მართლმადიდებლობა სოფელსა შინა და დაიცევ ღმრთივდაცული ერი ჩუენი, მთავრობა და მხედრობა მისი და მოგვანიჭენ ჩუენ ზეცით დიდი წყალობა ღმრთისა მიერ, რომელი შევ შენ, მხოლოო კურთხეულო“. - „მრავალთა ცოდვათაგან დაცემული აღგვადგინენ, და სულთა და ხორცთა ჩვენთა სენნი განკურნენ ღმრთისმშობელო, რომელნი საფარველსა შენსა მოივლტიან, რამეთუ შენ ხარ მკურნალი ყოველთა“. - „დედუფალო, დედაო ღმრთისაო, ნუ დასცხრები ვედრებად ჩუენ ყოველთა მისა მიმართ, რომელი შევ შენ, რათა მიხსნნეს მორწმუნენი ცეცხლისაგან უშრეტისა, და სარწმუნოებით ყოველნი გადიდებთ“. - „გიხმობთ შენ, უქორწინებელო, და ყოვლადწმიდაო ქალწულო, ითხოვე მისგან, რომელი შევ, რათა მოსცეს კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ძლევა, და ხსნა უღლისაგან მტერთასა, რომელნი შენ დაუცხრომელად გადიდებთ“. ,,დიდება“,,აწ და“ მისივე: „შეგივრდებით, შენ, დედოფალო, მონაზონნი და კრებულნი მმარხველთანი და სიყუარულითა მხედველნი წმიდისა ხატისა შენისანი გიღაღადებთ შენ: მოვედ ჩუენდა, დედაო სახიერო, შეგ ჳწყალენ პატივისმცემელნი შენნი და მოგუანიჭენ ჩუენ წმიდაჲ ხატი შენი წინდად მოწყალებისა და ცხორებისა“. – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. - ტროპარი ხატისა: „იხარებენ მართლმადიდებელნი...“ 1-გზის. I, III და VI ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი - ხატისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - ხატის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით). - ხატის VI გალობიდან - 4 მუხლი თავისი „დიდება“ „აწ და“-თი. შესვლად: ტროპარი: - ხატისა; კონდაკი: „დიდება“ „აწ და“ ხატისა; წარდგომა, ალილუია, და განიცადე – ხატისა. დღისა აღარ დავწერე. სამოციქულო და სახარება – ღმრთისმშობლისა და დღისა (რიგისა). წარდგომა (ჴმა III) : „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“. მუხლი: „რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“. ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“. მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“. განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |