საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
კვირა, 2 ნოემბერი 2025
ძველი სტილით: 20 ოქტომბერი
სულთმოფენობიდან 21-ე კვირახმა 4

ხსენება

ღირსისა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელისა (ურგებაძე, 1995); დიდმოწამისა არტემიოსისა (362).

საკითხავები

ცისკ. – სახ. X, ინ. 66 დას. XXI, 1-14.
ლიტ. – გალ. 203 დას. II, 16-20. ლკ. 83 დას. XVI, 19-31.
ღირ. – გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.

ტიპიკონი

კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „სადიდებლიანის“ (IV რანგი) მსახურებასთან.
გადაამოწმეთ საეკლესიო კალენდარში

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 4; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – კვირა დღეს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია

მსახურების მიმდევრობა

2025 წელი 20 ოქტომბერისულთმოფენობიდან 21-ე კვირა2 ნოემბერი
ძველი სტილითხმა IVახალი სტილით
 
ხსენება:
ღირ. გაბრიელ სალოსისა და აღმს. (ურგებაძე, 1995); დიდმოწ. არტემიოსისა (362).
 
ცისკ. - სახ. X, ინ. 66 დას. XXI, 1-14.
ლიტ. - გალ. 203 დას. II, 16-20. ლკ. 83 დას. XVI, 19-31.
ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - თინათინ მჭედლიშვილის წმ. გაბრიელ სალოსის განგებიდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „სადიდებლიანის“ (IV რანგი) მსახურებასთან.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
დიდი მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა IV).
- აღმოსავლური - 1 მუხლი.
- წმ. გაბრიელ სალოსისა - 6 მუხლი (ჴმა V).
- მწყემს ცხოვართა გპოვებთ შენ, დაფარულად მოღუაწედ გულისჴმა-გყოფთ, და ეშმაკთა შენ მიერ
დაცემულსა ვხედავთ, ღმერთშემოსილო გაბრიელ, საკჳრველო, ბრწყინვალებაო საღმრთოჲსა
სიყუარულისაო და განმანათლებელო ერისა შენისაო; სუეტო შეურყეველო მოთმინებისაო;
სიმტკიცეო და ძელო ეკლესიისაო; ლამპარო ყოვლადბრწყინვალეო და მნათობო ყოვლისა
საქართველოჲსაო; სათნოებათა საუნჯეო და წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო ყოველთა
პატივისმცემელთა შენთაო, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად
ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
- იქების მარადის მართლმადიდებელთა ქრისტეს მოყუარეთა მიერ, საღმრთონი სათნოვებანი
შენნი, ღმერთშემოსილო გაბრიელ, საკჳრველო, სიწმიდე, სიმშჳდე, და სიმდაბლჱ და გლახაკთა
მოწყალებაჲ. აწ ჩუენცა არა უმეცარ ვართ ღუაწლთა შენთა და შრომათა, და მჴურვალედ
გევედრებით: გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, ცოდვათა და უსჯულოებათა
ჩუენთა შენდობაჲ.
- სიქადულო მოსაგრეთაო და სიმტკიცეო მართლისა სარწმუნოებისაო, სამებისა წმიდისა
გამორჩეულო მსახურო, მოდასეო ანგელოზთაო, ქუეყანით ზეცად ამაღლებულო სალოსობითა
შენითა და სასუფეველსა დამკჳდრებელო, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, რაჲთა
საცთურებასა და ჭირთა საჴუმილსა შინა, ჩუენცა გუასხუროს ცუარი მადლისა შენისაჲ.
- დღესასწაულობს ქართველთა ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა და გჳწესს შენისა ღუაწლისა შესხმად,
ღმერთშემოსილო გაბრიელ, საკჳრველო, ანგელოზთა თანა შეერთებულო ტაძარო საიდუმლოთაო,
უფსკრულო გულისჴმისყოფისაო, მხილველო გამოუთქმელთაო, მამაო ბერთაო, სიქადულო
მონაზონთაო და წინამძღუარო განშორებულთაო, რომელი წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა
იხარებ მრავლითა ბრწყინვალებითა განათლებული და შემწე ხარ მვედრებელთა შენთათჳს,
გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, რაჲთა გარდამოგვივლინოს ძალი, სიმჴნჱ,
სიბრძნჱ და მძლეველობაჲ ყოველთა მტერთა და მაჭირვებელთა ზედა.
 
სხუაჲ დასდებელი. (ჴმაჲ 2).
 
- ვითარიმე ქებისა გჳრგჳნი შეუთხზნათ სასტიკითა მოსაგრეობისა სალოსობითა დამფარველსა
ბერსა და ყოველთა შუამდგომელსა და შემწესა მჴურვალესა, ყოველთა ჭირვეულთა
ნუგეშინისმცემელსა და ყოველთა განსაცდელსა შინა მყოფთა შესავედრებელსა,
კეთილმსახურებისა სუეტსა, მორწმუნეთა წინამბრძოლსა, ყოვლადქებულსა გაბრიელ სალოსსა,
რომლისა მიერ აღძრვანი მტერთანი ქრისტემან დაამხუნა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.
- ვითარითა ქებისა საგალობელითა უგალობდეთ ქალაქსა შინა, ვითარცა უდაბნოსა შინა
დამკჳდრებულსა, და წინამძღურად და სამხილებელად ერისა ჩუენისა გამოჩინებულსა, დიდსა
შემწესა და ბერ-მოძღუარსა გაბრიელსა, ყოველთა უკეთურთა და უდებთა მარცხუენელსა,
რომლისათჳსცა აღძრვანი მათნი ქრისტემან დაამხუნა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.
„დიდება“ წმ. გაბრიელ სალოსისა: - დავბეროთ აწ კუალად ნესტუსა გალობათასა და
განვსცხრებოდეთ და ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაჲ და
მეოხი დედისა მისისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა და ქებითა გალობისაჲთა შევასხმიდეთ,
ბერთა სიქადულსა და ქართლისა დიდებასა, წყაროსა საკჳრველებათასა და მორწმუნეთა დიდსა
მეოხსა და შუამდგომელსა, რამეთუ არავინ ყოფილ არს მამათა ჩუენთაგანი მსგავს მისდა. (ჴმა 6).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „რომელი იგი შენ მიერ...“ (ჴმა IV).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა დღისა.
– საწინასწარმეტყველო – 3
1. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალთა სულნი ხელთა შინა ღმრთისათა...)
2. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალნი საუკუნოდ ცხოვნდეს. და უფლისა
მიერ...) (იძიე ძვ.სტ. 9 მარტს)
3. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი (მართალი თუ აღესრულოს განსუენებასა შინა...) (იძიე
ძვ.სტ. 7 მაისს).
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა)
- „დიდება“ წმ. გაბრიელ სალოსისა: სიმრავლჱ მონაზონთა წინამძღურად აღგიარებს,
ღმერთშემოსილო, ღირსო გაბრიელ, რამეთუ აღივსებიან საღმრთოჲთა მით მადლთა, რომელ
დაუტევე, და იშუებენ საჴსენებელსა შენსა, მობაძავო პირველ საუკუნეთა მამათაო, მათ თანა
ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა შეიწყალნეს მან სულნი ჩუენნი ოხითა თქუენითა.
- „აწ და“: უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო
ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ
ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.
– ,,აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3-გზის.
 
დიდი ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...“ - 2-გზის (ჴმა IV).
„დიდება“ – ტროპარი წმ. გაბრიელ სალოსისა: საღმრთოჲსა ქუხილისა საყჳრო სულიერო
და ჴმამაღალო ქადაგო სიყუარულისაო, მოწამეთა მსგავსად მოღუაწეო და
განსაცდელთა შინა მყოფთა მსწრაფლ შემწეო, ქართველთა სიქადულო, ღირსო
მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა
შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს. (ჴმა VIII).
სხვა ტროპარი წმ. გაბრიელ სალოსისა: ჯუარცმითა და ღუაწლითა შენითა სულნი კაცთანი
მოიმკუენ სასუფევლისათჳს ღმრთისა, უღმრთოთა წინაშე, ვითარცა უჴორცოჲ, უშიშად
აღიარებდი ღმერთსა და სისხლითა და ცრემლითა დაამტკიცებდი სასუფეველსა, სიმდაბლჱ
შეიმოსე, ვითარცა სამოსელი ნათლისაჲ და წუთისოფლისა ზრახვანი უძლეველად დაამჴუენ
სალოსობითა შენითა, სიქადულო ქართველთა ერისაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და
სალოსო, ევედრე შენგან შეყუარებულსა ჯუარცმულსა ღმერთსა, იესუ ქრისტესსა, შეწყალებად და
ცხოვნებად სულთა ჩუენთათჳს.
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი ჩვენთვის იშევ...“ (ჴმა VIII).
– რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ ,,აწ და“ - მისივე.
შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“ -ზე ითქმის
ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა. ა
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომისა : „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ
ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო
ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
– „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– ,,გადიდებსა“ ღირსისა მამისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით დავითნიდან).
– აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.
– იპაკო (ჴმა IV).
– „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: „სიგლახაკესა შინა სულმან წმიდამან გცხო
გონიერებაჲ, და გარდაცვალა გული შენი და მეოხ-გყო ერსა ზედა ჩუენსა და ისმენ ვედრებასა და
მორწმუნეთა თხოვასა. აწ გამოაბრწყინვე გულსა ჩუენსა ნათელი ჭეშმარიტი და მეოხ-გუეყავ
მაქებელთა შენთა დაუცხრომელად“ (წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა);
„შრომანი შენნი სულიერნი და კეთილნი სათნოვებანი და გულისა სიწრფოვებანი, იხილნა რაჲ
მაღალმან, მოხედვა-ყო წყალობით, რომელი ჰხედავს მდაბალთა, და სულით და ჴორცით გადიდა,
და აწ ჴსენებისა შენისა აღმასრულებელთა ჴსნაჲ გჳთხოვე შეცოდებათა, ვითარცა წინაშე ღმრთისა
მდგომარემან“ (წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა);
„სიჩჩოჲთგან განწმედილ-იქმენ შენ, მარადის ჴსენებულო ღირსო მამაო, და ჟამსა მას უღმრთოთა
ზეობისასა, ქუეყანასა ზედა, ვითარცა ანგელოზი იქცეოდი, რამეთუ ჴორცნი მოაკუდინე
მოღუაწებითა და საღმრთოჲთა შურითა შენითა სამებისა წმიდისა სათნოდ გამოსჩნდი,
რომლისათჳსცა გუნდსა სალოსათა და აღმსარებელთასა შეერთე, ბერო გაბრიელ, და საწუთოთა
შუებათაგან სიმაღლედ აღიყუანენ ერნი მორწმუნეთანი, ღმერთშემოსილო, ევედრე ქრისტესა
ღმერთსა ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივის-მცემელთა ჴსენებისა შენისასა“
(წარდგომა შემდგომად სადიდებელისა);
„დიდება“ „აწ და“ - მისივე: „თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა
ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ
განზრქებოდის, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ,
იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე“.
– ანტიფონები (ჴმა IV).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,აღსდეგ უფალო შემეწიენ ჩვენ და მიხსნენ ჩვენ
სახელისა შენისათვის“ (ჴმა IV).
მუხლი: ,,ღმერთო ყურტა ჩუენთა გვესმა ჩვენ და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩვენ“.
– საცისკრო სახარება: სახ. X, ინ. 66 დას. XXI, 1-14.
– „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- ,,აღჰსდგა რა იესო საფლავით...“
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).
II კანონი ჯვარ-აღდგომისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
IV კანონი წმ. გაბრიელ სალოსისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია - ,,აღაღე პირი ჩემი“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
 
გალობაჲ 1, უგალობდითსა.
 
ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის
განიყვანე ერი ისრაელთაჲ ჴმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.
შური გაქუნდა შენ, წმიდაო, მართლისა ამის სარწმუნოებისა და განვრცობისათჳს სიყუარულისა,
და გვიჩვენე გზაჲ კეთილად მსახურებისაჲ.
სიწმიდითა გულისაჲთა იქმენ რაჲ სამკჳდრებელ სულისა წმიდისა, სურნელებაჲ ლოცვათა
შენთაჲ, ვითარცა კეთილი საკუმეველი, მარადის აღიწეოდა ღმრთისა მიმართ.
მოგავლინა შენ ღმერთმან ქართველთა მნათობად, ღირსო, და მოგცა მადლი ეშმაკთა ოტებად და
უძლურთა კურნებად, აწ დაიფარე სამწყსოჲ შენი ყოველთაგან ვნებათა მაჭირვებელთა და ეშმაკთა
საცთურთათა.
ვითარცა მოგიღებიეს ღმრთისაგან კადნიერებაჲ მეოხებად ცოდვილთა, აწ გევედრები შენ, წმიდაო
ბერო, რაჲთა იჴსნე სული ჩემი საწყალობელი მონებისაგან ცოდვისა.
აწ და: დაჴსნდა წყევაჲ ევაჲსი, პირველისა მის დედისაჲ, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი
ბუნებათაჲ, ხოლო ერი მორწმუნეთაჲ, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.
 
გალობაჲ 3, განძლიერდასა.
 
ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ
ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოჲთა დამამტკიცენ ჩუენ
ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.
სიყრმითგანვე იყავ შენ მდაბალ და ყოვლადვე-განშორებულ ჩუეულებისაგან ყრმათა სილაღისა,
ხოლო აღიზარდე რაჲ, ღირსო, ევლტოდე სიჭაბუკისა გულის თქუმათა და იყავ შენ განმზადებულ
ყოვლისავეთჳს საქმისა კეთილისა.
ვეშაპი მაცთური საოცრებისა ხილვითა გეწყო ბრძოლად ყრმასა მას სულ მცირესა, გარნა შენ
ზეგარადმოჲთა ძალითა დასთრგუნე ძალი იგი ეშმაკისაჲ, აწცა თანა-წარგუჴადენ ეშმაკისა მიერ
აღძრულნი განსაცდელნი მვედრებელთა შენთა.
სახლი მშობელთა შენთაჲ, ვითარცა უცხოსა გაქუნდა და იქცეოდი რაჲ მას შინა სახითა
გლახაკისაჲთა, ქრისტეს ტრფიალებითა მოწყლულმან შეიმოსე ჯუარი მისი, ნეტარო, და შეუდეგ
კუალთა მისთა.
ზეობასა მას ღმრთისმბრძოლთასა აღეტყინე რაჲ ზეცისა სურვილითა, დაუცხრომელად
მუშაკობდი აღშენებად უფლისა სავანისა, ხოლო სამ-გზის დაგირღვევდენ რაჲ შენებულსა,
კუალად აღაგებდი უკეთესსა.
აწ და: მჴსნელო ჩუენო იესუ, ვედრებითა მშობელისა შენისაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოჰმადლე,
და ძლევაჲ ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და
მორწმუნენი ღირს-მყვენ შენდობასა.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
კონდაკი წმ. გაბრიელ სალოსისა: ვითარცა სათნომან ღმრთისამან და სარწმუნომან, სიფიცხჱ იგი
ბერობისაჲ აღირჩიენ უფროჲს სოფლისა სიტკბოებათა და აღიწიე რაჲ თავსა სრულებათასა,
სიბრძნჱ შენი დაჰფარე სალოსობითა და ვითარცა აღმსარებელი, დღითიდღე იღუწიდი
სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ დაუცხრომელად ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან სენისა და
განსაცდელისაგან ბოროტისა, რაჲთა გიღაღადებდეთ შენ, ღირსო გაბრიელ: გიხაროდენ,
მფარველო მოსავთა შენთაო!
იკოსი: სიმჴნით აღიღე რაჲ ფარი სარწმუნოებისაჲ, შეჭურვილ იყავნ მარხვითა, ლოცვითა და
სხჳთაცა ბევრეულითა ღუაწლითა და ქრისტჱსთჳს სულელობითა შენითა ქადაგებდი რაჲ
სახარებასა, დაითმენდი მრავალთა განსაცდელთა და მრჩობლი გჳრგჳნი აღმსარებლობისაჲ და
სალოსობისაჲ მოიღე ღმრთისაგან; აწ გვითხოვე მისგან ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა
შენდობაჲ, ღირსო გაბრიელ, რაჲთა ღირს-ვიქმნნეთ დიდებასა მისსა.
- წარდგომა წმ. გაბრიელ სალოსისა: გიხილა რაჲ მჴურვალედ შესრული მოღუაწებასა, მრავალ
ფერი ეგე განსაცდელი შეგამთხვია შენ ეშმაკმან, რაჲთა განაქარვნეს მჴურვალებაჲ შენი, და მიუშვა
იგი ღმერთმან, ვითარცა იგი იობს ზედა მართალსა. და შენცა განმზადე რაჲ თავი თჳსი
განსაცდელთა მიმართ - მრავალგზის შეგემშია და მოგეწყურა; დაშუერ; მოკიცხვაჲ და ყუედრებაჲ
თავს იდევ; პყრობილ-იქმენ; სამშჯავროდ წარსდეგ და იგუემე, და ღმრთისმბრძოლთა წინაშე
კადნიერად აღიარე ქრისტე; მას ევედრე აწ ჴსნად ჩუენდა ჭირთაგან, ღმრთივსანატრელო გაბრიელ,
რომელნი საჴსენებელსა შენსა აღვასრულებთ.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
 
გალობაჲ 4, უფალო მესმასა.
 
ძლისპირი: მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თჳთ უფალი,
განჴორციელებული ღმერთი, და მიჴსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაჲ
ძალსა შენსა.
დიდი ჭირი და იწროებაჲ მოაწიეს რაჲ ეკლესიათა და მორწმუნეთა, მბრძოლთა მათ ღმრთისათა,
მრავალნი იძულებით განიძარცუვიდეს სქემასა მონაზონებისასა, ხოლო შენ აღირჩიე სრბაჲ იწროსა
მას გზასა, და შეუძრველად ჰგიებდი მართალსა ზედა აღსარებასა.
ჟამსა მას უღმრთოთა მძლავრებისასა, ჭაბუკი, ვითარცა მჴცოვანი და ბრძენი, სულგრძელებითა
დაითმენდი საღმრთოჲსა სიყუარულისა განძარცვასა და სიმდაბლითა იტჳრთავდი შეურაცხებასა.
აღგკვეცეს რაჲ მცირესა სქემასა, ღირსო, გიწოდეს სახელი გაბრიელ ათონელისაჲ, რომელსაცა
შეერთე ახალი ესე მოღუაწჱ, ნუგუეშინის-საცემელად ივერთა ერისა და მიემსგავსე მას
მონაზვნებრივითა უპოვარებითა.
იქმენ რაჲ ჴელდასხმულ მღდელ-მონაზვნად, ქადაგებდი მართლმადიდებლობისა ყოვლად-
უბიწოსა სარწმუნოებასა, და ნათელ-სცემდი რაჲ ერსა შენსა, დანთქმულსა წყუდიადსა შინა
წარმართობისასა, ასწავებდი დამარხვად მცნებათა ღმრთისათა.
აწ და: ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაჲთა მიმიძღუეს
ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.
 
გალობაჲ 5, ღამითგანსა.
 
ძლისპირი: სული მაცხოვარებისაჲ, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა
წინაჲსწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაჲ შენი ქუეყანად მორწმუნეთა
ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.
მრავალგზის შეგემთხვევოდა რაჲ უღმრთოთაგან შეურაცხებაჲ, წარხვედ ბეთანიად, სადა მკჳდრ
იყუნეს სასწაულთმოქმედნი მამანი: გიორგი იოანესა თანა, და განგსწავლნეს რაჲ კეთილად
მსახურებითა, განძლიერდი და ქრისტჱს მიერ მოგენიჭა მადლი დაფარულთა ცნობისაჲ.
ჰმსახურებდენ რაჲ დაბადებულთა, და არა დამბადებელსა, რომელი-იგი კურთხეულ არს
უკუნისამდე, განხურდი, მჴნეო გაბრიელ, ქრისტეს სიყუარულითა, და აღუდევ ცეცხლი და
დასწუენ საძაგელი იგი სახებაჲ კაცისა მის ღმრთისმბრძოლისაჲ.
წარგადგინეს რაჲ წინაშე მძლავრთა, სთქუ კადნიერად: „არა უხმს დიდებაჲ მძორსა მას კაცისასა,
არამედ მაცხოვარსა, მკუდრეთით აღმდგარსა“, და ამხილებდი ძალითა სულისაჲთა, გარნა არცაღა
შეიწყნარეს ჭეშმარიტებაჲ უგუნურთა მათ და შეგაყენეს დილეგსა.
ვერცა გუემათა და არცაღა შიშმან სიკუდილისამან შეუძლეს განშორებად შენდა სიყუარულისაგან
ჭეშმარიტისა ღმრთისა, რამეთუ ურიცხუნი წყლულებანი თავს ისხენ და ვითარცა ოქროჲ,
გამოიხურვე ბრძმედსა მას შინა განსაცდელთასა.
აწ და: ცანი და ქუეყანაჲ განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუჲსო, რამეთუ
გამოგჳბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაჲ, რომელმან ბნელსა შინა
შეყენებულნი მიჴსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკჳდრად გჳჩინნა.
 
გალობაჲ 6, ღაღადყავსა.
 
ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაჲთა
შთავრდომილი და მიგდებული მჴეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა იჴსენ
განჴრწნისაგან და სიკუდილისა, ეგრეთცა მიჴსენ მე, ქრისტე.
რომელნი ეგე პირველ სიცოფითა იქადოდეს, განძჳნდეს მოკლვად შენდა, არამედ ლოცვითა და
ვედრებითა შენითა ღმრთისა მიმართ, განცრუვდა სილაღჱ მათი, ნეტარო, და ქრისტემან, კლდემან
სიმტკიცისამან დაგიფარა საკჳრველად.
მანქანათა უღმრთოებისათა ვერ შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, და
განგაწესეს რაჲ შლეგთა და შეურაცხთა თანა, მოიწინეს შენ ზედა ურიცხვნი განსაცდელნი,
რომელნი-იგი არავინ იცნის თჳნიერ ღმრთისა.
განგიტევეს რაჲ შუამდგომლობითა ეფრემ პატრეარქისაჲთა, კუალად იწყე მსახურებაჲ სიონსა,
გარნა დაყენებულ იქმენ მსახურებისა და ზიარებისაგან ხელისუფალთა მძლავრებითა, და
ვითარცა გლახაკი უსადგუროჲ, საფლავთა და ქუაბთა შინა იყოფოდი და ითხოვდი საფასესა.
საცთურისა ვერ დამთმენელი და ფრიად მოყუარჱ მოყუასისა, უღმრთოებისათჳს ამხილებდი ერსა
შენსა, რაჲთამცა არა მოიწიოს მას ზედა სასჯელი ღმრთისაჲ, მას ევედრე აწ, გჳჴსნნეს ჩუენ
ცოდვათაგან ბოროტთა და დაგვიფარნეს მტერისა საბრჴისაგან და ძმათა მტერობისაგან.
აწ და: წინაჲსწარ მოასწავა საიდუმლოჲ შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან,
შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროჲსამან, სამკჳდრებელმან
მანანაჲსამან და კუერთხმან.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა IV).
 
გალობაჲ 7, კურთხეულარსა.
 
ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოჲ. ღმრთისა მიერ
ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.
საღმრთოჲთა გულისჴმისყოფითა გიხმო რაჲ ეფრემ ქართველთა პატრიარქმან საკურთხეველსა
შინა, გაზიარნა ქრისტჱს საიდუმლოთა და განგიტევა სამთავროს დედათა მონასტერსა, და
დაეყუდე რაჲ მუნ მცირესა სენაკსა ფრიად სიგლახაკესა შინა, შესწირვიდი მსხუერპლსა
უსისხლოსა და ქადაგებდი საკჳრველად.
მოქალაქჱ ზეცისა იერუსალჱმისაჲ დაემკჳრდე ახალსა იერუსალჱმსა, სამეუფოჲსა ქალაქსა
მცხეთას - მახლობლად მაყვლიანსა, სადა იგი იერუსალჱმით მოიწია ნინო, ქრისტჱს მხევალი და
ილოცვიდა რაჲ, მოაქცივნა ქართველნი ჯუარითა ცხოველითა.
გარდახვედ რაჲ გოდოლსა მირიანისასა, განაშუენე იგი წმიდათა ჯუართა მიერ და ხატთა,
რომელთაცა ეძიებდი და კაზმავდი ჴელითა შენითა, და მრავალთა ამხილებდი და განსწავლიდი
წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა, და დედათა განაკრძალებდი ლოცვასა.
ქრისტჱსთჳს სულელ იქმენ შენ და აღიღე რაჲ ორკეცი ღუაწლი: დაყუდებისაჲ და სალოსობისაჲ,
ბრძენი ეგე შერაცხილ იყავნ უგუნურად და იქმენ შენ საქიქელ სამღდელოთაგან და ერთა, გარნა აწ
დადგრომილ ხარ წმიდანად ივერთა ეკლესიისა და გაქუს მადლი მორწმუნეთა შეწევნისაჲ,
რომელნიცა აღვიძრვით ქებად ღუაწლისა შენისა.
აწ და: გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო
მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.
 
გალობაჲ 8, აკურთხევდითსა.
 
ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ჴმითა წულილსა და ენა-მძიმესა,
და შურმან საღმრთომან ყრმანი იჴსნნა საჴუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი
საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას
უკუნისამდე.
ვითარცა დავით დაიმდაბლა თავი თჳსი და თქუა შემუსრვილითა გულითა: „მატლ ვარ და არა კაც,
საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა“; ეგრეთცა გვიჩუენე ჩუენ სიმაღლჱ სიმდაბლისაჲ, და
ვითარცა შეურაცხი, ლოთი და ურგები, ძაღლსა მაცხოვარისასა უწოდდი თავსა თჳსსა, რაჲთა
არცაღა განითქუე სათნოებითა და სიწმიდითა.
მარადის გლოვასა შინა იყავ, ნეტარო, და ჴსენებასა მას საუკუნოჲსა სასჯელისასა და კუბოსა შინა,
ვითარცა მკუდარი განრთხმული ცრემლთაცა გარდამოსთხევდი თუალთაგან, რამეთუ პირველთა
მათ მამათა მიბაძჳთა ამასვე სოფელსა დაიტირდი თავსა თჳსსა.
არავინ ყოფილ არს მამათა ჩუენთაგანი მსგავს შენდა, ჵ, ბერო საკჳრველო, რამეთუ მოცემულ
გაქუნდა შენ სიტყუაჲ სიბრძნისაჲ და მეცნიერებისაჲ სულისაგან წმიდისა, და მადლი შეწევნისაჲ
და წინაჲწარმეტყუელებისაჲ და კუალადცა აღმატებული ნიჭი სიყუარულისაჲ.
„ვაკურთხებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“.
დაფარულსა საიდუმლოსა, ვითარცა ცხადსა ჰხედევდი, წმიდაო ბერო, ხოლო მომავალი
სარწმუნოდ უწყოდი, და ყოველივე თქმული შენი ჭეშმარიტ-არს, აწ მოგუეც ჩუენ გული გონიერი
და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, რაჲთა წარმწყმედელთა გზათაგან
განგვერნეთ და წარვემართნეთ გზასა მას ჭეშმარიტსა.
აწ და:სამთა მათ ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს
ხატი იგი ოქროჲსაჲ, და ცუარითა სხურებულნი გალობითა ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი
აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე….
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
 
გალობაჲ 9, ადიდებდითსა.
 
ძლისპირი: მტჳრთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა
ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე
მორწმუნეთა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.
დასნეულდი რაჲ, მადლითა განღმრთობილო, დაითმენდი მწარეთა სალმობათა, და გემცნო რაჲ
დღჱ საწუთოჲთგან განსლვისა შენისაჲ, აკურთხევდი სამწყსოსა და ილოცვიდი წინაშე ხატისა მის
ნიკოლოზ მღდელთმთავრისა, ევედრებოდი რაჲ ერისათჳს შენისა და მამულისა.
შეჰვედრე რაჲ სული შენი უფალსა, შეერთე სიმრავლესა მას წმიდათასა, და ძუელთა მათ
ბერთაებრ ჭილოფსა წარგრაგნილი დაგფლეს ეზოსა შინა სამთავროჲსა, გარნა პატივი სიწმიდისაჲ
არცა სიკუდილისა მიერ განგეშორა, ღირსო, და სამარხოჲ შენი იქმნა უძლურთათჳს, ვითარცა
საუნჯჱ მადლისაჲ და წყაროჲ კურნებათაჲ.
არა ხოლო თუ მორწმუნენი და მოსავნი, არამედ დაუდევნელიცა და მცირედ მორწმუნენიცა
მოისწრაფვენ ვიდრე აქმომდე მიმთხვევად სისხლისა შენისა, კუალად უხრწნელისა, და
გევედრებიან რაჲ წყალობასა, მარადის ისმენ ვედრებასა მათსა და ყოველთა მისცემ ლხინებასა.
ხედვიდეს რაჲ მღდელთმთავარნი საფლავსა შენსა საკჳრველსა, კურნებათა აღმომადინებელსა, და
სასწაულთა აურაცხელთა, რომელნი იქმნებოდა მადლითა შენითა, ჴმამაღლად გადიდეს, ვითარცა
საკჳრველთმოქმედი მამაჲ უკანაჲსკნელისა ამის ჟამისაჲ, და საჴსენებელად და საუკუნოდ
ნეტარებაჲ და ქებაჲ შენი განგვიწესეს.
აწ და: ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად,
უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყჳთ: მშობელო სიტყჳსაო, ვედრებად ნუ
დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათჳს.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– ,,წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
– „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (X).
,,დიდება“ „განმანათლებელი“ წმ. გაბრიელ სალოსისა: თუალნი სულისანი ხილვითა
საღმრთოჲთა განაბრწყინვენ, და განათლებული ხედევდი რაჲ მომავალთა, ყოველსა ყოფადმდე
იტყოდი უბიწოებითა საღმრთოჲთა, ხოლო აწ მეოხ -გუეყავ წინაშე ღმრთისა, წმიდაო გაბრიელ
რაჲთა გარდამოგვივლინოს ძალი, სიმჴნჱ, სიბრძნჱ და მძლეველობაჲ ყოველ თა მტერთა და
მაჭირვებელთა ზედა.
,,აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (X).
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა IV).
- წმ. გაბრიელ სალოსისა - 4 მუხლი:
- ქრისტემან მოგცა შენ მადლი სასწაულთაცა საქმედ და ესრეთ პატივ გცა საწუთროსა ამას, ხოლო
შემდგომად სიკუდილისა შენისა უფროჲს იდიდე წინაშე მისსა, პატივცემული აღმსარებელთა
თანა და სალოსთა, საუკუნესა.
- იხარებს აწ ქართველთა ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა, რაჲთა
გნატრიდეთ შენ, მოშურნესა მჴურვალესა და ვნებათა თჳთმპყრობელსა, გლახაკთა წინა-
მდგომელსა, და ცოდვილთა სულთა მძღუანსა, რამეთუ იქმენ შენ მსხუერპლ საღმრთოჲსა
ქრისტჱს საკურთხეველისა, ღირსო გაბრიელ, და კადნიერად მეოხ-ხარ ჩუენ ყოველთათჳს.
- იშვებდ აწ, ქალაქო სამეუფოო, განსცხრებოდე სავანეო დედათაო, და დღესასწაულობდ ქუეყანაო
ქართლოსიანთაო, რამეთუ წყალობითა მოგვხედნა ქრისტემან ღმერთმან და მოგუმადლა ჩუენ
აღმსარებელი მამაჲ და სალოსი ბერი შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად
სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან.
- შემოკრბით, ჵ, ერნო ქართველთანო, და შესხმითა სულიერითა უგალობდეთ წმიდასა და
ახოვანსა ქრისტჱს მხედარსა, გაბრიელ ბერსა, ვითარცა ქუეყანასა ზედა ქრისტეს მეორედ
მოსვლისა მქადაგებელსა და ბილწისა მის ანტიქრისტეს წინა აღმდგომელსა.
ჩასართავები: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“; „ნეტარ-არს კაცი,
რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
,,დიდება“ გერი (ათერთმეტთაგანი) (X).
,,აწ და“ - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი ლუწი ხმისა.
 
I და VI ჟამებზე:
 
– ტროპარები: აღდგომისა (ხმა IV) და წმ. გაბრიელ სალოსისა.
– კონდაკები: წმ გაბრიელ სალოსისა.
 
III და IX ჟამებზე:
 
– ტროპარები: აღდგომისა (ხმა IV) და წმ. გაბრიელ სალოსისა.
– კონდაკები: აღდგომისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“:
- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი,
- წმ. გაბრიელ სალოსის კანონის III გალობიდან – 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- წმ. გაბრიელ სალოსისა.
კონდაკები: „დიდება“ - წმ. გაბრიელ სალოსისა.
„აწ და“ - აღდგომისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
- წმ. გაბრიელ სალოსისა.
კონდაკები: - აღდგომისა;
„დიდება“ - წმ. გაბრიელ სალოსისა.
„აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
- წმ. გაბრიელ სალოსისა.
კონდაკები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
„დიდება“ - წმ. გაბრიელ სალოსისა.
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა და ალილუია – აღდგომის მიმდინარე ხმისა და წმ. გაბრიელ სალოსისა
სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და წმ. გაბრიელ სალოსისა.
განიცადე: კვირისა და წმ. გაბრიელ სალოსისა.
წარდგომა (ხმა IV): „ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“.
მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო განსდიდენ ფრიად“.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი წმიდათა მისთა“.
ალილუია (ხმა IV): „გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და
სიმართლისა“.
მუხლი: „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოება“.
ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, და მცნებათა შინა მისთა ინებოს
ფრიად“.
განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.