საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
კვირა, 21 დეკემბერი 2025
ძველი სტილით: 8 დეკემბერი
სულთმოფენობიდან 28-ე კვირახმა 3შობის მარხვა · თევზი
ხსენება
ღირსისა პატაპისა (VIII); მოციქულთა: სოსთენესი, აპოლოსისა, კეფასი, ტვიქიკესი, ეპაფროდიტესი, კესარიოსისა და ონისიფორესი - სამოცდაათთაგანთა (I); მოწამეთა 62 ხუცესთა და 300 ერისკაცთა, აფრიკაში არიოზელთაგან მომწყდართა (477); მოწამისა ანთისა რომაელისა (V).
საკითხავები
ცისკ. – ლკ. 114 დას. XXIV, 36-53.
ლიტ. – კოლ. 250 დას. I, 12-18. ლკ. 85 დას. XVII, 12-19.
ღირ. – გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ტიპიკონი
კვირის ღამისთევის მსახურება „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურებასთან შეერთებული.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 3; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – მცირე მწუხრიდიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
მსახურების მიმდევრობა
2025 წელი 8 დეკემბერისულთმოფენობიდან 28-ე კვირა21 დეკემბერი ძველი სტილითხმა IIIახალი სტილით ხსენება: ღირ. პატაპისა (VIII); მოციქულთა: სოსთენესი, აპოლოსისა, კეფასი, ტვიქიკესი, ეპაფროდიტესი, კესარიოსისა და ონისიფორესი - სამოცდაათთაგანთა (I); მოწამეთა 62 ხუცესთა და 300 ერისკაცთა, აფრიკაში არიოზელთაგან მომწყდართა (477); მოწ. ანთისა რომაელისა (V). ცისკ. - ლკ. 114 დას. XXIV, 36-53. ლიტ. - კოლ. 250 დას. I, 12-18. ლკ. 85 დას. XVII, 12-19. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი. ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურებასთან შეერთებული. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - დიდი მწუხრი: – „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება III ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: - აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა III). - აღმოსავლური - 4 მუხლი. - ღირსისა - 3 მუხლი (ჴმა I): „მამაო პატაპი, ხორცთა აღძვრანი მოძღურებითა დასწვენ და მსგავსად ელიაისსა უდაბნოი დაიმკვიდრე, გონებაი განსწმიდე მარადის ღმრთისა მიმართ წამისყოფითა, ღმერთშემოსილო, აწცა ითხოვე მონიჭებად სულთა ჩუენთა ღმრთისა მიერ მშვიდობაი და წყალობაი“. „მამაო პატაპი, მწყობრსა მოღუაწეთასა შეერთებულ ხარ განშუენებული უვნებელობითა და დამკვიდრებულ ხარ სავანეთა შინა წმიდათასა, სადა-იგი ბრწყინავს ნათელი დაუვალი და ძელი ცხოვრებისაი და მეოხ ხარ ცხოვრებად სულთა ჩუენთა“. „მამაო პატაპი, მნათობად ბრწყინვალედ ეგვიპტით გამობრწყინდი და განანათლე ყოველი სოფელი სასწაულთა მიერ და სულთა განმხრწნელნი ვნებანი უჩინო ჰყვენ მორწმუნეთაგან და ეშმაკთა გუნდნი სირცხვილეულ ჰყუენ, მეოხ გუეყავ ცხორებად სულთა ჩუენთათვის“. „დიდება“ მისივე: „მამაო პატაპი, მნათობად ბრწყინვალედ ეგვიპტით გამობრწყინდი და განანათლე ყოველი სოფელი სასწაულთა მიერ და სულთა განმხრწნელნი ვნებანი უჩინო ჰყუენ მორწმუნეთაგან, ხოლო ეშმაკთა გუნდნი სირცხვილეულ ჰყუენ; მეოხ გუეყავ ცხორებად სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა VI). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ვინ არა განკვირდეს...“ (ჴმა III). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა). „დიდება“ ღირსისა: ,,ვნებანი ხორცთანი განახმენ, ღმრთივსანატრელო მამაო პატაპი, და მდინარითა ცრემლთაითა წყარონი კურნებათანი აღმოაცენენ და რომელნიცა შევეხებით პატიოსანთა ნაწილთა შენთა, მადლსა და წყალობასა მდიდრად აღმოვივსებთ და სახსენებელსა შენსა სარწმუნოებით ღირსად პატივს-ვსცემთ, მამაო სამგზის სანატრელო“ (ჴმა III). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უთესლოდ მუცლად-იღე...“ (ჴმა III). – ,,აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: - „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3-გზის. დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება III ხმაზე). ტროპარი აღდგომისა: „იხარებდინ ცანი და იშვებდინ..“ - 2-გზის (ჴმა III). „დიდება“ ტროპარი ღირსისა: „შენ შორის საკვირველო მამაო...“ (ჴმა VIII). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (წმიდის „ტროპრის“ ხმის მიხედვით): „რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ჴმა VIII). – რიგითი კანონები: მე-2 და მე-3. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ ,,აწ და“ - მისივე. შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“ -ზე ითქმის ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა. ა ჩასართავები: - შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა : „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“. - შემდგომად II სტიქოლოგიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“. – სადიდებელი – მე-19 კანონი. – აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ – იპაკო (ჴმა III). – ანტიფონები (ჴმა III). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას “ (ჴმა III). მუხლი: ,,უგალობით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქვეყანა“ – საცისკრო სახარება: სახ. VI, ლკ. 114 დას. XXIV, 36-53. – „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,აღჰსდგა რა იესო საფლავით...“ – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით). II კანონი ჯვარაღდგომისა - 3 მუხლად (ძლისპირის გარეშე). III კანონი ღმრთისმშობლისა - 3 მუხლად (ძლისპირის გარეშე). IV კანონი მღირსისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე). – კატავასია - „ქრისტეს შობასა ვადიდებდეთ“. – „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“. კანონი ღირსისა გალობა I. „უგალობდითსა“. ხმა II. ძლისპირი: „ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განხორციელდა ჩუენ ცოდვილთათვის, რომელსა უგალობთ: უფალო დიდებულო, დიდებულ ხარ“. „ბრწყინვალისა ცხოვრებისა შენისა ბრწყინვალეთა სათნოებათა წადიერი შესხმად გევედრები, დიდებულო პატაპი, ნათელი ბრწყინვალე ზეცით გარდამომივლინე და განდევნე ბნელი უმეცრებისაი ოხითა შენითა“. „დიდება“ - „იქმენ შენ ნაკვერცხალ საცნაურ აღგზნებულ სულისა წმიდისა მადლითა და დასწვენ ეშმაკნი და დაშრიტენ ისარნი ცოდვისანი, განხურვებულნი ღმერთშემოსილო და უვნებელობისა წმიდად სიმართლედ ამაღლდი, პატაპი“. „აწ და“ - „ხსნად პირველისა წყევისაგან ყოვლისა სოფლისა მხსნელი ყოველთაი შენგან იშვა, ქალწულო, და კაც იქმნა ყოვლითურთ, რომელმან წმიდა -ყო ნეტარი პატაპი და მკურნალად სენთა მორწმუნეთაისა გამოაჩინა იგი“. გალობა III. „განძლიერდასა“. ძლისპირი: „აღყუავილნა შროშნის სახედ მოსვლითა შენითა ქრისტე, რომელ არს ბერწი წარმართთა ეკლესიაი და იქმნა იგი შვილ მრავალ, რომელსა შინა განაძლიერენ გულნი ჩუენნი“. „ცხოვრებაი უნივთოი ქუეყანასა ზედა აღასრულე, ნეტარო ღირსო პატაპი, და ზეთითა მოღუაწებისაითა განაპოხე ლამპარი შენი და მსხუერლად განწმედილად თავი შენი შესწირე ღმრთისა მოკუდინებითა გემოთაითა“. „დიდება“ - „დაჰხნენ სულთა ჩუენთა ვნებანი აღძრულნი და ხორცთა სალმობანი უკურნებელნი მხურვალედ ვედრებითა შენითა, სამგზის სანატრელო პატაპი, რამეთუ ღმრთისაგან მოგიღიეს მდიდრად მადლი კურნებათაი, მამაო“. „აწ და“ - „ჟამიერად გვიშევ ჟამთა შემოქმედი ხატითა მონისაითა, სძალო ღმრთისაო, რომელმან ღმერთ ყო ბუნებაი ჩუენი და ბრწყინვალე ყო მოღუარეთა შორის მონაი თვისი, ვითარცა მზეი, სამგზის სანატრელი დიდი პატაპი“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი ღირსისა: „სახლი შენი სულიერი...“ (ჴმა III) (ჟამნიდან). შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც იკითხება, რასაც ვერ ვახერხებთ. - წარდგომა ღირსისა: ,,სიტყუაი ცხორებისაი, რომელი ეგვიპტეს ხორციელად შტავიდა და ხელით ქმნილნი მისნი დაამხუნა, ქრისტემან ღმერთმან გამოგირჩია შენ ეგვიპტით, ვნებათა ძეგლებსა შემმუსვრელად და ვარსკულავად მნათობად ცისკიდეთა“. „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა: ,,იტვირთე წიაღთა სიტყვაი ღმრთისაი, ქალწულო უბიწოო, რომელსა წინასწარმეტყველნი პირველვე იტყოდეს: დღეს ხორცითა კაცთა გამოუჩნდა და იხსნნა წყევისაგან დაბადებულნი, მხსნელო და მაცხოვარო ჩუენო, დიდება შენდა“. გალობა IV. „მესმასა“. ძლისპირი: „მოხუედ ჩუენდა ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი და მიხსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდება ძალსა შენსა“. „ცრემლთა შენთა მხურვალეთა უფსკრულმან წარღუნა, ღირსო, ეშმაკთა სპარაზენნი და ცოდვისა გემოვნებანი, ხოლო ზღუა სასწაულთა ექმნა სიღრმესა ვნებათასა დანთქმულთა“. „დიდება“ - „სიყუარული, სიმდაბლე, მღვიძარებაი და ლოცვაი, სარწმუნოებაი სრული და სასოებაი მოიგე, ღირსო, და თანამკვიდრ იქმენ შენ ზეცისა ძალთა, მამაო პატაპი“. „აწ და“ - „გამოჰბრწყინდი ღრუბლისაგან სულმცირისა, ვითარცა მზე სიმართლისა, ქრისტე, რომელ არს დედაი ქალწული და მსგავსად მთიებისა განაბრწყინვენ სანატრელნი ღირსნი მამანი“. გალობა V. „ღამითგანსა“. ძლისპირი: „შენ მნათობთა ნათლისა მომცემელო და განწირულთა მაცხოვარებაო, ქრისტე, მხსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო მშვიდობისაო, განგუანათლენ ჩუენ ნათლითა მით შენითა, რამეთუ შენსა გარეშე, უფალო, სხვაი არავინ ვიცით“. „ბნელსა მყოფთა განმანათლებელო, განმანათლე მე ნათლითა საღმრთოითა ოხითა პატაპისაითა და დაჰხსენ ალმური ბნელი სულისა ჩემისა და გარდამომივლინე წვიმაი შენდობისაი, რამეთუ შენსა გარეშე ხსუაი არავინ ვიცი“. „დიდება“ - „ვნებათა ბნელისაგან განსწმიდენ თუალნი გონებისანი, ღმერთშემოსილო მამაო, და მარხვითა და ლოცვითა აღუხილენ თუალნი მწუხარეთახორცითა და მძვინვარებაი სალმობათა ბოროტთა განსდევნე მორწმუნეთაგან და ყოველი არა ძლებაი განჰკურნე“. „აწ და“ - „მომცემელი ყოველთა ცხოვრებისაი და მაცხოვარი დაბადებულთაი ჰშევ უცხოდ და საკვირველად წმიდათა შორის დიდებული სიტყუაი ღმრთისაი და წმიდათა შორის განსუენებული, რომელსა ჩუენთვის ევედრე, ყოვლად წმიდაო დედოფალო“. გალობა VI. „ღაღადყავსა“. ძლისპირი: „ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალთა მოწყალებათა შენთა მოვივლტი. აღმომიყვანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები“. „ძალითიძალად აღსვლითა, მამაო, ბრწყინვალედ განაშუენე გონებაი შენი, პატაპი, და არა შესოვლდი ცოდვითა, რამეთუ ვითარცა უხორცოი, სცხონდებოდე“. „დიდება“ - „ელიას თეზბიტელსა მიემსგავსე და იოვანე ნათლისმცემელისა კუალსა შეუდეგ, პირველ უდაბნოს დაემკვიდრე და დაყუდებითა განსწმიდე გონებაი“. „აწ და“ - „ღრუბელსა სულმცირესა მჯდომარე პირველ ეგვიპტეს შევიდა ქრისტე და შემუსრა კერპნი, ხოლო კრებული წმიდათაი ურიცხვი მიერ გამოაბრწყინვა“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა III). გალობა VII. „კურთხეულარსა“. ძლისპირი: „ხატისა მისთვის ოქროისა, რომელი იმსახურა ველსა მას დეირისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხ-ყვეს მძლავრისაი მის და შეითხინეს სახუმილსა მას და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“. „ცეცხლითა სულისაითა აღატყინენ საცნობელნი სულისანი, ღმერთშემოსილო, და ცეცხლი ცოდვისაი ავლად და მტუერად გამოაჩინე და სახედ ნათლისა განჰბრწყინდი ღირსო მამაო პატაპი, და ხმატკბილად იტყოდე: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“. „დიდება“ - „ბრმანი მხედუელ ჰყუენ ძალითა საღმრთოითა, ღმრთივსანატრელო, და ვნებანი თითოსახენი განჰკურნენ და სულნი უკეთურნი განასხენ სახელისდებითა ღმრთისათა და მას მხოლოსა უღაღადებდი და იტყოდე: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“. „აწ და“ - „განმაღმრთობს მე, უბიწოო, ძე შენი ხატითა მონებისაითა შობილი და ძლევს ყოველთა ალაგთა ცნობისათა, ვითარცა ჰჯულთა გონებისათა, და გუნდსა წმიდათა მამათასა მოწამეთა თანა შეჰკრებს გალობად და იტყვიან: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“. გალობა VIII. „აკურთხევდითსა“. ძლისპირი: „სახუმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათვის ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცვარად შესცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „წმიდა ჰყავ გონებაი შენი ბიწისაგან ვნებათაისა მოღუაწებითა და გამოსჩნდი ტაძრად სამებისა ბრწყინვალედ და ესრეთ იტყოდე: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“. „დიდება“ - „განაგე ცხორებაი შენი ღმრთივშუენიერად, ღმერთშემოსილო მამაო და მნე იქმენ სარწმუნო და ჰმსახურე კეთილად სახმარსა წმიდათასა, წმიდაო, და მათ თანა მკვიდრ იქმენ სასუფეველსა“. „აწ და“ - ზეცად აღამაღლე ბუნებაი ჩუენი განხრწნილი და მიწად მიქცეული, ანგელოზთა დიდებაო, წმიდათა სიხარულო, დაბადებულთა დედოფალო და დედაო ქრისტეს მეუფისაო. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობა IX. „აკურთხევდითსა“. ძლისპირი: „დაუსაბამოისაგან მამისა ძე ღმრთისაი გამოჩნდა, ქალწულისაგან მხსნელად ჩუენდა განხორციელდა, განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა რაითა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ“. „დღე ცხორებისაი - ხსენებაი შენი გამობრწყინდა, ღირსო, და განანათლებს გონებათა დაბნელებულთა და განსდევნის არმურსა ვნებათასა, მამაო, და შემსხმელთა შენთა ძედ ნათლისად გამოაჩინებს, მსახურო ქრისტეს მეუფისაო“. „დიდება“ - „თებაიდელთა სიქადულსა და მორჩსა უდაბნოისასა, მონაზონთა გვირგვინსა და შუენიერებას და მნათობა ბრწყინვალესა ბიზანტიისასა, პატაპის ნეტარსა, ქუეყანისა ანგელოზსა ჯეროვნად ყოველნი ვნატრიდეთ“. „აწ და“ - „ცნობათა უვაღრესი საიდუმლოი შობისა შენისაი განაკვირვებს ანგელოზთა, ღმრთივმიმადლებულო, და წმიდათა მამათა სიხარულითა და სიტკბოებითა აღავსებს და აღსძრავს მათ გალობად შენდა, ღმრთისა დედაო“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – ,,წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით. – „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (VI). ,,დიდება“ „განმანათლებელი“ ღირსისა: ,,ანგელოზთა მოდასე, თანამკვიდრი წმიდათა მოციქულთა, წინაწარმეტყველთა, მღდელთმოძღუართა, მარტვილთა და მამათაი, მათ თანა იხარებ, დიდებულო, წინაშე სამებისა; ოხად ნუ დააცადებ ჩუენთვის, რომელნი გადიდებთ შენ“. ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (VI). – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები 8 მუხლად (აღდგომის ჩასართავები ორი) ,,დიდება“ გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (VI) (პარაკლიტონიდან). ,,აწ და“ - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. - ტროპარი კენტი ხმისა. ჟამებზე: – ტროპარები: აღდგომისა (ხმა III) და ღირსისა. – კონდაკი: აღდგომისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“: - მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი, - ღირსის კანონის III გალობიდან – 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი. შენიშვნა: შეიძლება მხოლოდ მიმდინარე ხმის „მომიხსენენი“ წავიკითხოთ 8 მუხლად, ანუ წმიდის საკითხავი დავუტეოთ. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ღირსისა; კონდაკები: - „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - აღდგომისა ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: - აღდგომისა; „დიდება“ – ღირსისა; „აწ და“ - ტაძრისა. გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: - აღდგომისა; - ტაძრისა; „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა და ალილუია - აღდგომისა (ხმისა) და ღირსისა. სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და ღირსისა. განიცადე – კვირისა და ღირსისა. წარდგომა (ჴმა III): „უგალობდეთ ღმერთსა ჩვენსა, უგალობდეთ, უგალობდეთ მეუფესა ჩვენსა, უგალობდეთ“. მუხლი: ,,ყოველთა წარმართთა აღიტყველენით ხელნი თქვენნი, ღაღადებდით ღვთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა“. წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. ალილუია (ჴმა III): „შენ უფალო, გესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე“. მუხლი: „მეყავნ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხოვრებისა ჩემისასა“. ალილუია (ჴმა V): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა მისთა ინებოს ფრიად“. განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა“. განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. შენიშვნა: ღირსი პატაპის საკითავს სამოციქულო არ აჩვენებს. შეგვიძლია მხოლოდ დღის (რიგის) სამოციქულო და სახარება წავიკითხოთ. ასეთ შემთხვევაში, წარდგომა და ალილუია მხოლოდ აღდგომისა (ხმისა) ითქმის და განიცადეც მხოლოდ კვირისა იგალობება. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |