საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
შაბათი, 7 თებერვალი 2026
ძველი სტილით: 25 იანვარი
სულთმოფენობიდან 35-ე შვიდეულიხმა 1მსგეფსი

ხსენება

წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა (389); წმ. გაბრიელისა, იმერეთის ეპისკოპოსისა (1896); მოწამისა ფილიცატასი და ძეთა მისთა: იანუარიუსისა, ფელიქსისა, ფილიპესი, სილვანესი, ალექსანდრესი, ვიტალისა და მარციალისა (დაახ. 164); ღირსისა პოპლი ასურისა; ღირსისა მარი მგალობელისა (დაახ. 430).

საკითხავები

ლიტ. – წმ. – 1 კორ. 151 დას. XII, 7-11. ინ. 36 დას. X, 9-16.
რიგ. – 2 ტიმ. 295 დას. III, 1-9. ლკ. 103 დას. XX, 45 - XXI, 4.

ტიპიკონი

უძღები შვილის შვიდეულიოს შაბათს ორი „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურების შეერთება.
გადაამოწმეთ საეკლესიო კალენდარში

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის III პერიოდი (მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან აღდგომამდე) · დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – ტრიოდიონ მარხვანი; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – შაბათს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

მსახურების მიმდევრობა

2026 წელი 25 იანვარისულთმოფენობიდან 35-ე შვიდეული7 თებერვალი
ძველი სტილითშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, კონსტანტინეპოლელ მთავარეპ. (389); წმ. გაბრიელისა, იმერეთის ეპ. (1896); მოწ. ფილიცატასი და ძეთა მისთა: იანუარიუსისა, ფელიქსისა, ფილიპესი, სილვანესი, ალექსანდრესი, ვიტალისა და მარციალისა (დაახ. 164); ღირ. პოპლი ასურისა; ღირ. მარი მგალობელისა (დაახ. 430).
 
ლიტ. - წმ. - 1 კორ. 151 დას. XII, 7-11. ინ. 36 დას. X, 9-16.
რიგ. - 2 ტიმ. 295 დას. III, 1-9. ლკ. 103 დას. XX, 45 - XXI, 4.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მღვდელთმთავრისა).
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: უძღები შვილის შვიდეულიოს შაბათს ორი „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურების შეერთება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარი და კონდაკი: მღვდელთმთავრისა.
დიდი მწუხრი:
– „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- წმ. გრიგოლისა - 4 მუხლი (ჴმა I).
- წმ. გაბრიელისა - 4 მუხლი (ჴმა V).
„დიდება“ წმ. გრიგოლისა: ,,მხნე უკუე ენა შენი...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (წარსაგზავნი ხმის მიხედვით):
„ყოვლისა სოფლისა დიდებასა...“ (ჴმა I).
– შესვლა საცეცხლურით.
– დღის წარდგომა.
– საწინასწარმეტყველო - წმ. გრიგოლისა - 2 (სადღესასწაულოდან, ძვ. სტ. 13 ნოემბერს იძიე).
დ და წმ. გაბრიელისა - 1 (საზიარო თვენიდან).
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: წმ. გრიგოლისა (თავისი ჩასართავებით).
,,დიდება“ წმ გაბრიელისა: ,,უხორცოთა განწყობილსა...“ (ჴმა I).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით):
,,აჰა ესერა...“ (ჴმა I).
– შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი წმ. გრიგოლისა: „მწყემსობით ქნარი...“ (ჴმა I).
„დიდება“ ტროპარი წმ. გაბრიელისა: ,,კანონად სარწმუნოებისა...“ (ჴმა IV).
ან სხვა ტროპარი: ,,ლამპარ განმანათლებელ ქუეყანასა შენსა გამოუჩნდი და სამწყსოი,
შენდა ღმრთისაგან რწმუნებული, სარწმუნოებისა ფარითა დაიცევ და სიმართლისა კუერთხითა
კეთილად დამწყსე, სიტყვისა ღმრთისა მსახურო დიდ -საჩინოო, გაბრიელ, მოგვიხსენენ ჩუენ,
პატივისმცემელნი სახელისა შენისანი“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(წარსაგზავნი ხმის მიხედვით): ,,გაბრიელ გიღაღადა...“ (ჴმა I).
დიდი ცისკარი:
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).
ტროპარი წმ. გრიგოლისა: „მწყემსობით ქნარი...“ (ჴმა I) 2-გზის.
„დიდება“ წმ. გაბრიელისა: ,,კანონად სარწმუნოებისა...“ ან „ლამპარ
განმანათლებელ...“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(წარსაგზავნი ხმის მიხედვით): ,,გაბრიელ გიღაღადა...“ (ჴმა I).
– რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა - წმ. გრიგოლისა.
„დიდება“ და ,,აწ და“ მისივე.
– წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა - წმ. გაბრიელისა (საზიაროთაგან).
„დიდება“ ,,აწ და“ მისივე.
– ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– „გადიდებსა“ მღვდელმთავართა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
– წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ წმ. გრიგოლისა: ,,განაქიქენ ბოროტმსახურთა...“.
,,დიდება“ ,,აწ და“ წმ. გაბრიელისა: ,,სიბრძნისაგან გამოუთქმელისა...“ (ჴმა I).
– I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა, და ზრახვანი
გულისა ჩემისანი გულის-ხმის-ყოფასა“ (ჴმა IV).
მუხლი: ,,ისმინეთ ესე ყოველთა წარმართა, და ყურად იღეთ ყოველთა რომელნი
დამკვიდრებულ ხართ სოფელსა“.
– საცისკრო სახარება: ინ. 35 (შუათგან), დას. X, 1-9.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდათა მღვდელმთავართა გრიგოლისა და გაბრიელისათა...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
დასდებელი შემდგომად 50-ე ფსალმუნისა: ,,მღვდელმოძღვრებისა კუართითა...“ (საზიარო თვენიდან,
მრავლობით რიცხვში და ორივე წმიდის სახელის მოხსენიებით)
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - წმ. გრიგოლისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, სადღესასწაულოდან).
III კანონი - წმ. გაბრიელისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, საზიაროთაგან).
თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის, განვლილი კვირის ცისკრიდან,
პარაკლიტონიდან).
შენიშვნა: რადგან კვირის ცისკარში არსებული ღმრთისმშობლის კანონები ძლისპირის
გარეშეა მოცემული, დასაშვებია წავიკითხოთ ღმრთისმშობლის კანონი, რომელიც თვენში
რიგზედ არის მოცემული.
II კანონი - წმ. გრიგოლისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, სადღესასწაულოდან).
III კანონი - წმ. გაბრიელისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, საზიაროთაგან).
– კატავასია - ,,უქმი ქვეყანა...“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი წმ. გაბრიელისა: „დღესა ყოველსა განიპყრობდი ხელსა შენსა ღმრთისა მიმართ
სავედრებელად ერისა შენისათვის, მქადაგებელო საღმრთოდ გამოჩინებულო, მოთმინებითა
დამნერგველო კეთილთა ჩვეულებათაო და ღმრთისმსახურებისა დამამტკიცებელო, გაბრიელ, ევედრე
ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა IV).
ან სხვა კონდაკი: „მოციქულთა თანამოსაყდრე...“
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც
იკითხება, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
წარდგომა წმ. გაბრიელისა: „საღმრთო ნათელი...“.
„დიდება“ წარდგომა წმ. გრიგოლისა: „აღაღე პირი...“ (ჴმა VIII).
,,აწ და“ მისივე: „გულისსიტყვითა მიბრკუმა...“ (ჴმა VIII).
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - წმ. გრიგოლისა.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ წმ. გრიგოლისა: ,,ერთობასა სამგვამოვანსა...“
„დიდება“ წმ. გაბრიელისა: ,,ებან სულისა წმიდისა...“ (საზიარო თვენიდან).
,,აწ და“ მისივე: ,,აღმოსავალო მზისაო...“
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- წმ. გრიგოლისა - 3 მუხლი.
- წმ. გაბრიელისა - 3 მუხლი.
,,დიდება“ წმ. გრიგოლისა: ,,ებანსა სულისა...“ (ჴმა I).
,,აწ და“ მისივე: ,,ცოდვილთა ვედრება...“.
შენიშვნა: სადღესასწაულოში მითითებული ეს „ღმრთისმშობლისა“ ვერსად მოვიძიეთ.
შესაძლებელია „რვახმათა“ ღმრთისმშობლისანებიდან ნებისმიერი გამოვიყენოთ, ოღონდ
„დიდების“ ხმის მიხედვით (ჴმა I) ან „დიდებისა“ და „აწდას“ მუხლები საზიაროთაგან
წავიკითხოთ.
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი წმ. გრიგოლისა: „მწყემსობით ქნარი...“ (ჴმა I).
„დიდება“ წმ. გაბრიელისა: ,,კანონად სარწმუნოებისა...“ ან „ლამპარ
განმანათლებელ...“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“
(წარსაგზავნი ხმის მიხედვით): ,,გაბრიელ გიღაღადა...“ (ჴმა I).
ჟამებზე:
– ტროპარები: წმ. გრიგოლისა და წმ. გაბრიელისა.
– კონდაკი: წმ. გრიგოლისა და წმ. გაბრიელისა (მონაცვლეობით).
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- წმ. გრიგოლის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი;
- წმ. გაბრიელის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი ,,დიდება“ ,,აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- წმ. გრიგოლისა;
- წმ. გაბრიელისა.
კონდაკები: - წმ. გრიგოლისა;
„დიდება“ - წმ. გაბრიელისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- წმ. გრიგოლისა.
- წმ. გაბრიელისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
- წმ. გრიგოლისა;
„დიდება“ - წმ. გაბრიელისა;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – მღვდელთმთავართა და დღისა.
სამოციქულო და სახარება – მღვდელთმთავართა და დღისა.
წარდგომა (ჴმა VIII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი წმიდათა მისთა“.
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე?“.
წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი
წრფელნი გულითა“.
ალილუია (ჴმა II) : ,,მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი სიხარ -ულით
იხარებდნენ“.
ალილუია (ჴმა IV): ,,ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან
იხსნა იგინი“.
განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.