საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
შაბათი, 28 თებერვალი 2026
ძველი სტილით: 15 თებერვალი
დიდი მარხვის I შვიდეულიხმა 4დიდი მარხვა

ხსენება

დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა (დაახ. 306).
მოციქულისა ონისიმესი, სამოცდაათთაგანისა (დაახ. 109); ღირსთა პაფნუტისა და ასულისა მისისა ევფროსინესი (V); ღირსისა ევსევისა, სირიელი მეუდაბნოისა (V).

საკითხავები

ლიტ. – ებრ. 303 დას. I, 1-12. მკ. 10 დას. II, 23 - III, 5.
დიდმოწ. – 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2.
ხსენებული წმინდანის საკითხავი (გამოცემულ ტიპიკონებში ამ თარიღზე იშვიათად იბეჭდება, სათაურში არ შედის):
დღისა. – ებრ. 303 დას. I, 1-12. მკ. 10 დას. II, 23 - III, 5.
დიდმოწ. – 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2.
ღმრთისმშ. – ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.

ტიპიკონი

დიდი მარხვის I შვიდეულის შაბათს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
გადაამოწმეთ საეკლესიო კალენდარში

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის III პერიოდი (მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან აღდგომამდე) · დიდი მარხვის პერიოდი (ბზობის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – ტრიოდიონ მარხვანი; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგია
სრული ლიტურგია – დიდმარხვის შაბათი
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – შაბათს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: დიდი სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
შუაღამის ჟამი სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

მსახურების მიმდევრობა

2026 წელი 15 თებერვალიდიდი მარხვის I შვიდეული28 თებერვალი
ძველი სტილითშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
დიდმოწ. თეოდორე ტირონისა (დაახ. 306). მოც. ონისიმესი, სამოცდაათთაგანისა (დაახ. 109); ღირ. პაფნუტისა და ასულისა მისისა ევფროსინესი (V); ღირ. ევსევისა, სირიელი მეუდაბნოისა (V).
 
ლიტ. - ებრ. 303 დას. I, 1-12. მკ. 10 დას. II, 23 - III, 5.
დიდმოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2.
 
საღამოს მსახურება: დიდი სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი ივერიის ღმრთისმშობლის ხატის განგებიდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - მარხვანიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: დიდი მარხვის I შვიდეულის შაბათს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: შუაღამის ჟამი სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
დიდი სერობა:
აღსავლის კარი დახურულია და კრეტსაბმელი გახსნილია.
– მღვდელი: ,,კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“ (დახურული აღსავლის კარის წინ).
– მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები: ,,დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“.
- ,,მეუფეო ზეცათაო“. ,,წმიდაო ღმერთო“. ,,ყოვლადწმიდაო სამებაო“. ,,მამაო ჩვენო“.
– მღვდელი: ,,რამეთუ შენი არს სუფევა...“
– მედავითნე: ამინ.
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.
- ,,დიდება“ ,,აწ და“.
- ,,მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
– მედავითნე: მე-4, მე-6 და მე-12 ფსალმუნები.
- ,,დიდება“ ,,აწ და“.
- ,,ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3-გზის.
- ,,უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
- ,,დიდება“ ,,აწ და“.
– მედავითნე: 24-ე, 30-ე და 90-ე ფსალმუნები.
- ,,დიდება“ ,,აწ და“.
- ,,ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3 გზის.
- ,,უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
- ,,დიდება“ ,,აწ და“.
– მედავითნე: ,,ჩვენ თანა არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენ თანა არს
ღმერთი“.
– გუნდი: ,,ჩვენ თანა არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი“.
– მედავითნე: ,,ისმინეთ ესე ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა“.
– გუნდი: ,,რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი“.
და შემდგომი ჟამნიდან.
შენიშვნა: ასე გრძელდება მე-20 მუხლის ჩათვლით.
დასასრული:
– მედავითნე: ,,ჩვენ თანა არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენ თანა არს
ღმერთი“.
– გუნდი: ,,ჩვენ თანა არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი“.
– მედავითნე: ,,დიდება“.
– გუნდი: ,,ჩვენ თანა არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით“.
– მედავითნე: ,,აწ და“.
– გუნდი: ,,ჩვენ თანა არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი“.
– მედავითნე: ტროპარი: ,,დღე ესე წარვლეთ მშვიდობით...“
– გუნდი: ,,დიდება“.
– მედავითნე: ტროპარი: ,,დღე ესე განვლეთ მშვიდობით...“
– გუნდი: ,,აწ და“.
– მედავითნე: ტროპარი: ,,დღე ესე წარვლეთ მშვიდობით...“
- მუხლები: ,,უხორცოთა ბუნება...“ და შემდგომი.
- მრწამსი.
– მღვდელი: ამბიონზე დახურული აღსავლის კარის წინ: ,,ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, მეოხ-
გვეყავ ჩუენ ცოდვლთა“ - და შემდგომი.
I ,,წმიდაო ღმერთო“:
– მედავითნე: ,,წმიდაო ღმერთო“. ,,ყოვლადწმიდაო სამებაო“. ,,მამაო ჩვენო“.
– მღვდელი: ,,რამეთუ შენი არს სუფევა...“
– მედავითნე: ტროპარი დიდმოწამისა: „დიდ არიან სარწმუნოებისა...“ (ჴმა II).
„დიდება“„აწ და“ - ტროპარი ხატისა: „წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო
ღმრთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და
სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი,
სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო“ (ჴმა IV).
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“„აწ და“.
- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
– მღვდელი: ,,ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“
– მედავითნე: ამინ. ლოცვა: ,,უფალო უფალო რომელმან მიხსნენ...“
II ნაწილი:
– მედავითნე: ,,მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
- ფსალმუნები: 50-ე და 101-ე.
- ლოცვა: ,,უფალო ყოვლისა მპყრობელო...“
II ,,წმიდაო ღმერთო“:
– მედავითნე: ,,წმიდაო ღმერთო“. ,,ყოვლადწმიდაო სამებაო“. ,,მამაო ჩვენო“.
– მღვდელი: ,,რამეთუ შენი არს სუფევა...“
– გუნდი: ტროპარები: „მიწყალენ ჩვენ უფალო...“
„დიდება“ - „უფალო შეგვიწყალენ ჩვენ...“
„აწ და“ - „მოწყალებისა კარი განგვიღე...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“„აწ და“.
- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
– მღვდელი: ,,ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“
– მედავითნე: ამინ. ლოცვა: ,,მეუფეო ღმერთო მამაო...“
III ნაწილი:
– მედავითნე: ,,მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3 გზის.
- ფსალმუნები: 69-ე და 142-ე.
- დიდებამაღალიანი.
- კანონები: მიცვალებულთა (პარაკლიტონიდან მიმდინარე ხმისა) და
მოც. ონისიმესი, სამოცდაათთაგანისა (იხ. ძვ. სტ. 15 თებერვალი, შაბათს ცისკრად დატევებული წმიდის
კანონი საზიარო თვენიდან).
– გუნდი: „ღირს არსი“.
III ,,წმიდაო ღმერთო”:
– მედავითნე: ,,წმიდაო ღმერთო“. ,,ყოვლადწმიდაო სამებაო“. ,,მამაო ჩვენო“.
– მღვდელი: ,,რამეთუ შენი არს სუფევა...“
– მედავითნე: ამინ.
კონდაკი ხატისა: „დაღაცათუ ზღუად შთაგდებულ იქმნა წმიდაჲ ხატი შენი, ღმრთის-მშობელო,
ქურივისა მიერ, რომელმანცა ვერ ძალიდვა დაფარვაჲ მისი მტერთაგან, გარნა გამოჩნდა იგი მფარველად
ათონისა და მეკარედ ივერიელთა სავანისად; შიშად მტერთა, ხო ლო მართლმადიდებელთა
საქრისტიანოთა შინა, შენთა პატივისმცემელთა მ ჴსნელად ყო ველთაგან ვნებათა და ზედა
მოსლვათაგან“.
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“
- ,,დიდება“ ,,აწ და“.
- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
– მღვდელი: ,,ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“
– მედავითნე: ამინ. - ლოცვა: „უბიწოო შეუგინებელო...“
- ლოცვა: „მომეც ჩვენ მეუფეო...“
- ლოცვა: „უფროსად დიდებულო...“
- ლოცვა: „სასოება ჩემდა მამა...“
– მღვდელი: ასამაღ: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო...“
- „დიდება“„აწ და“. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის. „სახელითა
უფლისათა... გვაკურთხენ“.
– მღვდელი ამბიონზე აღასრულებს ჩამოლოცვას.
– გუნდი: ამინ.
შენიშვნა: ამის შემდეგ მონასტრებში აღესრულება შენდობის წესი.
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი ხატისა: „წმიდისაგან ხატისა შენისა...“ (ჴმა IV) – 2-გზის.
„დიდება“ ტროპარი დიდმოწამისა: „დიდ არიან სარწმუნოებისა...“ (ჴმა II)
„აწ და“ - ტროპარი ხატისა: „წმიდისაგან ხატისა შენისა...“ (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - აღესრულება.
– წარდგომა შემდგომად პირველი სტიქოლოგიისა – ხატისა: „ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა
გამოცხადებაჲ სიხარულსა მიჰფენს ყოველთა მორწმუნეთა, ხოლო სავ ანესა ივერიისასა მიანიჭებს
მცველსა დაუძინებელსა და ჭირთაგან მჴსნელსა, ამისთჳსცა გიგალობთ შენ, ყოვლადწმიდაო, მარადის
დაგჳფარე ჩუენ საფარველითა შენითა“ (წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა).
„დიდება“ „აწ და“ - „განსცხრებიან დღეს ბრწყინვალედ ათონისა სამწყსონი, შესთხზვენ გალობათა
მრავალთა, სიყუარულ ითა პატივისმცემელნი ყოვლადუბიწო ისანი და განშუენდებიან დიდებითა
მაღლისაჲთა, რომელი მოეცა მათ მისლვითა წმიდისა ხატისა ჲთა, რომელი ცისკრითა
ღმრთისმცნობელობისაჲ განანათლებს კეთილმსახურებითა მგალობელთა თჳსთა“ (წარდგომა შემდგომად
II სტიქოლოგიისა).
– წ წარდგომა შემდგომად მეორე სტიქოლოგიისა – დიდმოწამისა (მარხვანიდან): „ეგზებოდი
სარწმუნოებითა...“
„დიდება“ – „ღმრთისა მიერ ნიჭ-სახელ-წოდებული...“
„აწ და“ - მისივე: „დაუტევნელი ღმერთი...“
– ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– ,,გადიდებსა“ ღმრთისმშობლისა:
,,გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღმრთივაღრჩეულო ყრმააო, და პატივს ვსცემთ
წმიდასა ხატსა შენსა, რომლითა კურნებასა უწყაროებ ყოველთა სარწმუნოებით შენდა
მოლტოლვილთა“ (გამოკრებული ფსალმუნი ძვ. სტ. 8 სექტემბერი).
– წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“: ,,მადლისა მომღებელმან ყოველთა მათ ზედა, რომელთა
ენებათ სიყვარულით პატივისცემა ჲ შენი, ღმრთისმშობელო, ძალი მაღლისა მიჰმადლე შენ წმიდათა
ხატთა შენთა მიერ, რამეთუ საღმრთოჲ მადლი, რომელი დავანებულ არს ხატთა მათ ზედა, სასწაულთა
და ნიშთა აღმოუცენებს ყოველთა, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან შენდა მარადის და სულიერთა
და ხორციელთა უძლურებათა კურნე ბასა მიანიჭებს უფლისა მიმ ართ შენითა ღმრთივდედობრივითა
დაუცადებელითა ლოცვითა მგალობელთა: ალილუია“;
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
– I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და
თესლსა“ (ჴმა IV).
მუხლი: „ისმინე, ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“.
– საცისკრო სახარება: ლკ. 4 დას. I, 39-49, 56
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
„აწ და”- „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...” („მცირე მიწყალე”).
– შემდგომად 50-ე ფსალმუნისა, გერი:
„უცნაურ არს და საეჭველ ურწმუნოთათვის სმენად, თუ ვითარ ხატისაგან შენისა აღმოეცენებიან
წყარონი მადლისანი და კეთისულნელებასა გამო იღებს სიმყრა-ლეჲ პირუტყუთა. ხოლო ჩუენ,
მორწმუნენიმ ვსასოებთ სიტყუათა შენთა, რომელნი ბრძანენ, დედოფალო, პირველდაწერილისა
ხატისა შენისა მომართ: „შენტან არს მადლი და ძალა ჩემი“, რამეთუ ამას ხატსაცა ზედა მადლი
შენი დავანებულ არს მარადის, რისთვისცა ღმრთისმოსაობითა წარდგომილნი წინაშე მისსა,
თაყვანის ვსცემთ მას, შეუვრდებით მას, ვითარცა თვით შენ, რამეთუ პატივი პირველსახისა
გარდამოევლინების ხატთა ზედა და მადლიცა შენი ხატისა ამის მიერ იქმს ნიშთა და
სასწაულთა ყოველთა მომართ, რომელნი სარწმუნოებით მოლტოლვილნი უგალობენ ღმერთსა:
ალილუია“.
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი – ხატისა - 6 მუხლი (ძლისპირით, ძლისპირი 2-გზის).
II კანონი – დიდმოწამის პირველი კანონი - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, მარხვანიდან).
III კანონი – დიდმოწამის მეორე კანონი - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, მარხვანიდან).
– კატავასია - „აღაღე პირი ჩემი“..
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
კანონი ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა
 
გალობაი I. უგალობდითსა, ჴმაჲ VIII.
 
- ძლისპირი: „ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკ ჳრველთმოქმედმან კუერთ ჴმან
მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისა ჲ და განუპო ზღუა ჲ მეწამული და ისრაელი
იჴსნა განმავალად, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს“.
- „ჰოი ყოვლად უბიწოო, მიიღე შეგინებულთაგან ბაგეთა ჩემთა ქებაჲ ესე, ვითარცა პირველ
ძემან შენმან და ღმერთმან ჩემმან უფალმან შეიწირა ორნი იგი წულილნი ქურივისანი და
ჴსნაჲ ცოდვათა ჩემთაჲ მომმადლე მე, რაჲთა მარადჟამს გადიდებდე შენ, ქალწულო“.
- „შენდა შემსგავსებულ არს ანგელოზთა გალობაჲ, ღმრთისა დედაო, რამეთუ თავად ჰშევ
საკჳრველად შემოქმედი მათი, გარნა ჩუენიცა მიიღე, ჵ, დედოფალო, მდაბალი ესე ვედრება ჲ,
რაჲთა უგალობდეთ მეუფესა: დიდებითა დიდებულ ხარ უძლურებათა შინა ჩუენთასა“.
- „ცეცხლი საღმრთოჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისა ჲთ, ღმრთისა დედაო, დასწვავს
ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მორწმუნეთა მოგუფენს და
განგვამტკიცებს“.
„დიდება“ - „დამდოვრდეს წყალნი, დასცხრეს ღელვანიცა ზღუასა შინა ტალღათა,
რომელთა მიმოჰქონდის ხატი შენი, ღმრთისმშობელო, განამტკიცენ შერყეული გულიცა ჩემი
კლდესა ზედა ქრისტეს მცნებათასა“.
„აწ და“ - „მწე და მფარველ ექმენ, ქალწულო, სავანესა ივერიისასა, რაჟამს დაანთქ
ზღუასა შინა მჴედარნი ამირასნი ნავებითურთ მათითა, აწცა დაანთქ ძისა შენისა მოწყალებისა
მორევსა ყოველნი ვნებანი და აურაცხელნი შეცოდებანი ჩემნი“.
 
გალობაი III. განძლიერდასა.
 
- ძლისპირი: „შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო
ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და
განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარე“.
- „აჰა, ესერა დიდად შუენიერი დახატულება ჲ პორტაიტისაჲ მოიწია ათონითგან
ტფილისსა, და დიდითა პატივითა დაბრძანდა ტაძარსა ღმრთისმშო ბელისასა, დიდებულსა
სიონსა, შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და
გამომჴსნელად ვნებათაგან“.
- „განამტკიცენ გული ჩემი სასოებად შენდამი, ღმრთისა დედაო, განაშორენ ყოველი
სილაღჱ და ამპარტავნებაჱ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა, რაჲთა გიგალობდე: არავინ
არს წმიდაჲ, ვითარ უფალი და არავინ არს მართალ, უფროჲს ღმრთისა ჩუენისა“.
- „პირისა შენისა ყოვლად წმიდისა და უხრწნელებისა ხატი არს საკურნებელი ყოვლისა
სოფლისაჲ, რომლისადა მიახლებულნი და კრძალვით შენდა თაყუანისმცემელნი, უბიწოო,
მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და განვთავისუფლდებით უძლურებათაგან“.
„დიდება“ - „აღმადგინენ, დედოფალო, მიწისაგან მე, უბადრუკი, განმაშორენ გლახაკი
ესე ცოდვითა განხრწნასა, და მომეც ლოცვაჲ მთხოველსა, რაჲთა შეწევნასა შენსა ვნატრიდე,
ქალწულო პორტაიტისაო“.
„აწ და“ - „უნაყოფოჲ გონებაჲ ჩემი ნაყოფიერ ჰყავ, კურთხეულო ქალწულო, შობილო
უნაყოფოთაგან, რამეთუ შენ უფრო ჲს ნაყოფიერ ჰქმნი კეთილად ყოველსა მოვლინებითა
ხატისა შენისათა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
კონდაკი და იკოსი - ხატისა:
- კონდაკი: „დაღაცათუ ზღუად შთაგდებულ იქმნა წმიდა ჲ ხატი შენი, ღმრთის -მშობელო,
ქურივისა მიერ, რომელმანცა ვერ ძალიდვა დაფარვაჲ მისი მტერთაგან, გარნა გამოჩნდა იგი მფარველად
ათონისა და მეკარედ ივერიელთა სავანისად; შიშად მტერთა, ხო ლო მართლმადიდებელთა
საქრისტიანოთა შინა, შენთა პატივისმცემელთა მ ჴსნელად ყო ველთაგან ვნებათა და ზედა
მოსლვათაგან“.
- იკოსი: „იხილა რა ჲ კრებულმან მონაზონთა ივირონელთამან შორის სუეტსა ცეცხლისასა
ხატი ღმრთისა დედისაჲ, ღაღადყო: ჵ, მეუფეო, ღირს მყუენ ჩუენ მიმთხვევად ხატისა დედისა შენისასა,
ხოლო შენ, გაბრიილ, შევედ ზღუად და მიიქუ წიაღთა შინა საუნჯჱ ჩუენდა გამოცხადებული, რაჲთა
გუექმნეს ჩუენ მცველად მიურულებელად, ხოლო ყოველთა ქრისტეანეთა მფარველად და სიხარულად“.
წარდგომა ხატისა: „მოიწია დღეს ბრწყინვალე დღესასწაული მფარველისა ჩუენისა ჲ,
განიხარებენ ყოველნი მართლმადიდებელნი და განსცხრებიან კრებულნი კაცთანი, რამეთუ
მოგჳწოდებს წმიდა ჲ ღმრთისმშობელი ჩუენი ხ ილვად თ ჳსისა ცეცხლმნთებარისა ხატისა,
მოწყალებისა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებელისა, და ჩუენცა მოხარულნი ამისა
ვღაღადებთ: გჳჴსენ, დედოფალო, სიყმილისაგან, ცეცხლისა, მახ ჳლისა და ჭირთაგან, პატი-
ვისმცემელნი ხატისა შენისა გამოჩინებისანი“ (ჴმა I).
„დიდება“ - წარდგომა დიდმოწამისა: „საღმრთო საჭურველი...“ ან „მაქსიმიანეს ლიქნათა...“
„აწ და“ მისივე: „ვითარცა ყოვლად უბიწომან...“ (ჴმა VIII, მარხვანიდან).
 
გალობაი IV. უფალო მესმასა.
 
- ძლისპირი: „შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და
სიქადული ცხორებისა ჩემისა ჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამულნი ზეცას და
გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინაის-წარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით:
ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმო-ყუარე“.
- „განამზადებდა რა ჲ გზათა საკ ჳრველთმოქმედისა ხატისა შენისათა, მოსცა ჴმაჲ თჳსი
უფსკრულმან, შეიძრა მზე და იქმნა ბრწყინვალება ჲ ხატისაჲ, ვითარცა ნათელი, აწ შენცა,
დედოფალო, მოვედ ჴსნად კაცთა და გამოუჩნდი მაცხოვრად სამკჳდრებელსა შენსა“.
- „ესმნეს რაჲ ცნობაჲ მოსლვისა შენისაჲ, განკრთენ მონაზონნი, ხოლო გულის-ჴმაყვეს რაჲ
საქმენი შენნი, განკ ჳრდენ, შეძრწუნებულიცა სული ჩემი წყალობით მოი -ჴსენე, დედოფალო,
რაჲთა გიგალობდე: დიდება შეწევნასა შენსა, ღმრთისა დედაო“.
- „მადლისა მოცემისა მნებებელმან ერისათ ჳს ჩუენისა, კუალად გამოგ ჳჩინე ჩუენ
ხატოვნებაჲ შენი, რომლისადა მიახლებულნი მსგავსებასა მას შენსა თაყუანის -ვსცემთ და
გევედრებით: აჰა, მოვედ აწ და შემოგ ჳკრიბენ მამულნი განბნეულნი, და უჩინე მზღუარი,
ყოველთა კაცთაგან უსარჩლელი“.
„დიდება“ - „ვითარცა ივერთა სავანისა სამწყსონი განშუენდებოდეს მადლითა ხატისა
შენისაჲთა, ეგრეთცა უფროჲს მზისა ნათლისა განბრწყინ-დების ერი ჩუენი მადლითა შენითა,
რამეთუ საკჳრველი ესე პირი ხატისაჲ იქმნების, ვითარცა წყაროჲ უკუდავებისაჲ სნეულთა და
უძლურთათჳს და ყოვე-ლთათჳს მომნიჭებელი დიდთა წყალობათა“.
„აწ და“ - „შენ ხარ სიმტკიც ჱ და ძალი ჩემი, ღმრთისმშობელო, რამეთუ დღესა
მწუხარებისა ჩემისასა შენმიერვე განვისუენო და შენ მიერვე აღვმაღლდე ზეციერსა
სამკჳდროსა სოფლისაგან ამისა და ვიხარებდე მეუფისა და ღმრთისა, მჴსნელისა ჩემისა თანა“.
 
გალობაი V. ღამითგანსა.
 
- ძლისპირი: „რაჲსათჳს განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო და დამფარა
მე ბნელმან წყუდიადისამა ნ განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა
შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები“.
- „იხილე, წმიდაო, ღამითგან აღმსთობილი ერი შენი სამწყსო ჲსა შენისა, რომე -ლი
გარემოადგების კეთისახელოვანსა ხატსა შენსა და ითხოვს ცოდვათა შენდობასა და
საღმრთოჲსა დიდებისა ზიარებასა. ნუ განგუაგდებ პირისაგან შენისა, დედაო დაუვალისა
ნათლისაო“.
- „აწ მოიხილე, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტ ჱსო, შენმიერ გამორჩეულსა ერსა ზედა
და სათნო იჩინე აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად ჩუენდა სულითა სიბრძნისაჲთა,
ურთიერთასისა სიყუარულითა და საღმრთოჲსა გულისჴმის-ყოფისაჲთა“.
- „სულითა და გონებითა ჩუენითა, სამწყსოსა შენსა სრულიად შერწყმულნი, ფსალმუნთა
და საგალობელთა სულიერთა და საღმრთოთა გალობათა მიერ ღმრთეებრივსა ხატსა შენსა
თაყუანისვსცემთ, შევთხოვთ შენ-დობასა და ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ხოლო შენ, დედოფალო,
სძალო უსძლოო, ვითარცა მკურნალმან ჩუენმან, ყოველი ესე მოგუანიჭე“.
„დიდება“ - „ტაძარი შენი, ქალწულო, ვითარცა სხუად სამოთხედ აწ წარმოდგება,
რამეთუ ვითარცა ხესა ცხორებისასა, აქუს ხატი შუენიერებისა შენისაჲ, რომელსაცა ყოველნი
სურვილითა, კეთილმოშიშებითა და სიყუარუ-ლითა ამბორს-უყოფთ და ვიტყვით: დედოფალო,
მოგვეც მშჳდობაჲ და დაგჳფა-რენ ჩუენ, რამეთუ თჳნიერ შენსა სხუაჲ ნუგეშინისმცემელი არაჲ
ვიცით“.
„აწ და“ „მდინარედ სიტკბოებისად, სავსებად ნაკდისად, ზეცისა მანანად, უხუებად და
მადლად მარადის მომცენარედ მოგიგებთ, ყრმააო, მკ ჳდრნი სავანისა ამისანი და ვუგალობთ
შობასა შენსა“.
 
გალობაი VI. ღაღადყავსა.
 
- ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა
მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და
იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო“.
- „მსწრაფლ გუეწიე, წმიდაო მშობელო გამოუთქუმელო ძისა ღმრთისაო, და ვიდრე
აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ, რაჲთა არა ჰსთქუან ურიცხვთა
მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმრთისმშობელი, რომლისა მიმართ აქუთ სასოება“.
- „სარწმუნოებაჲ გუაქუს შეუორგულებელ შენდა მომართ, ქალწულო პორტა-იტისაო, და
გევედრებით: მოგვეც ჴელი შეწევნისაჲ და დაიცევ ქუეყანაჲ, რომელი გამოირჩიე და ეშმაკთა
მონებისა და კერპთ-მსახურებისა გამოიჴსენ, რაჲთა სირცხჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი“.
- „უფსკრულმან უღირსთა შეცოდებათამან გარემომიცვა მე, და დაინთქუმის სული ჩემი,
გარნა მომეც, დედოფალო, ძლიერი მკლავი შენი, და ვითარცა გაბრიილ, მეცა მოლტოლვილი
ხატისადმი შენისა, უვნებელად დამიცევ“.
„დიდება“ - „ნუ განმაგდებ მე სრულიად პირისაგან შენისა, დედაო მჴსნელისაო, და ნუ
მიტევებ მე შთაფლვად უფსკრულსა უშჯულოებისასა, არამედ აღმომიყუანე მე მწვირისაგან
ვნებათაჲსა, რაჲთა განეშოროს ხრწნასაცა ცხორებაჲ ჩემი, და შევსწირვიდე შენდა ქებასა და
აღსარებასა“.
„აწ და“ - „მქონებელი შეგინებულისა ამის ჴორციელისა ტაძრისა, კადნიე -რად
მოჳვლტი ყოვლად განწმედილისა საუკუნო ჲსა სიტყ ჳსა ტაძრისად, წინაშე წმიდ -ისა ხატისა
შენისა შეწირვად, მდაბალთა ვედრებათა ჩემთა, გარნა შენ, ვითარცა მოწყალემან, განმწმიდე
მე კეთილმოწყალებითა შენითა“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დიდმოწამისა (ჴმა VIII).
 
გალობაი VII. კურთხეულარსა.
 
- ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და
შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფა-ლო ღმერთო, უკუნისამდე“.
- „ვსცოდეთ და ვიუსჯულოეთ წინაშე ღმრთისა, და უშჯულოებისა და სიცრუვისა
თანაზიარ ვიქმენით, გარნა დედოფალო ჩუენო ღმრთისმშობელო, ვითარცა სახიერმან,
მჴურვალითა შუამდგომლობითა შენითა დაშრიტე ცეცხლი საღმრთო ჲსა რისხ ჳსა, რა ჲთა
ვუგალობდეთ მას: მამაო ჩუენო და ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ“.
- „საცთურებასა და ჭირთა საჴუმილსა შინა, ჩუენცა, ღმრთისა დედაო, გუასხურე ცუარი
მადლისა შენისა ჲ, რა ჲთა სირცხ ჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი და გულის ჴმაჰყონ ყოველთა,
რამეთუ შენ მხოლოო ხარ, დედოფალო, დიდებული ყოველ-სა შინა ქუეყანასა“.
- „გიგალობთ, ვითარცა საყდარსა მეუფისა დიდებისასა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა,
სულიერსა ტაძარსა, რომელსა შინა დაემკ ჳდრა უფალი, სამყა -როსა ცისასა, რო მლისაგან
აღმობრწყინდა მზჱ სიმართლისაჲ ქრისტჱ, შენ გიგალობთ, ღმრთისა დედაო, და აღგამაღლებთ
უკუნისამდე“.
„დიდება” - „ცეცხლი საღმრთო ჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისა ჲთ, ღმრთისა
დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევა-თასა მორწმუნეთა
მოგუფენს და განგვამტკიცებს“.
„აწ და” - „შენ ხარ სიხარული მკჳდრთა უდაბნოჲსა მთაწმინდისაჲსა, და ნუგეში და
სიქადული ქალაქისა ამის სამეუფო ჲსაცა, ქალწულო მარიამ, რომელსა გიგალობთ და
აღგამაღლებთ უკუნისამდე“.
 
გალობაი VIII. აკურთხევდითსა.
 
- ძლისპირი: „მთასა ზედა მოსეს თანამზრახუალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა,
ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას
უკუნისამდე“.
- „ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადება ჲ სიხარულსა მიჰფენს ყოველთა
მორწმუნეთა, ქუეყანასა ჩუენსა მოანიჭებს მცვ ელსა დაუძინებელსა და ჭირთაგან მ ჴსნელსა,
და სურნელ ჰყოფს სულთა და გონებათა ჩუენთა“.
- „გიგალობს შენ, ანგელოზთა ძალნი, აღგამაღლებს ნათესავი კაცთაჲ, გაკურთხევს ყოველი
დაბადებული, ყოვლად წმიდაო ქალწულო ღმრთის -მშობელო, მიიღე აწცა ჩემმიერისა
უწმიდისაგან მორთმეული ესე ქება“.
- „უგალობდეთ მონაზონნო ათონელნო, აკურთხევდით ივერონელნო, აღამაღლებდით
ყოველი ქუეყანაჲ სახიერსა დედოფალსა, რომელი მდინარესა საკჳრველებათასა აღმოაცენებს
საკჳრველთმოქმედითა ხატითა თ ჳსითა, ამისთ-ჳსცა, ღმრთისმშობელო, გაქებთ, გაკურთხევთ,
თაყუანისგცემთ, გიგალობთ და აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე“.
„დიდება“ - „სავანითგან ივერიისა, ყოველგნით განფენს დაულევნელთა მადლთა ხატი
შენი, ღმრთისმშობელო, ხოლო ქუეყანასა შენდა წილხვდომილად განკუთვნილსა, მარადის
ჰსცევ და ჰფარავ, მეოხებითა შენმიერითა, წინაშე ძისა და ღმრთისა შენისა, რომელსა ყრმანი
აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი აღამ-აღლებენ უკუნისამდე“.
„აწ და“ - „არა არს საზომი სივრცისა ჲ, სიღრმისა ჲ ანუ სიმაღლისა ჲ, სადაცა არა
მისწუთეს ძლიერი შეწევნაჲ მარჯუენისა შენისაჲ, ღმრთისა დედაო, რომლისა მოსავნი ყრმანი
აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი აღამაღ-ლებენ ძესა შენსა უკუნისამდე“.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
 
გალობაი IX. ადიდებდითსა.
 
- ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს
ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინე,
ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ“.
- „სიღრმე საიდუმლო ჲსა შობისა შენისა ჲ განაცვიბრებს გონებასა ანგელოზთასა,
ქალწულო, და ყოვლად წმიდაი ხატი შენი ეშმაკთა ჲ იოტებს, რამეთუ ვერშემ ძლებელნი
მოხილვად ძლიერებისა, განივლტიან და დაინთქუმიან, ხოლო ჩუენ სიყუარულითა
თაყუანისვსცემთ და ამბორსუყოფთ მას და შენ ღმრთისმშობელსა გადიდებთ“.
- „მოვედით ყოველნი, თაყუანის -ვსცეთ, შეუვრდეთ და აღვამაღლოთ დედა ჲ ღმრთისაჲ,
რომელმან მოხედვაჲ-ჰყო ჩუენ მდაბალთა ზედა, რომელი მშიერთა აღავსებს კეთილითა მიერ
და დასდვა ჩუენთ ჳს აღთქუმა ჲ მოწყალებათაჲ, გამო -ცხადებითა საკ ჳრველისა ხატისა
თჳსისაჲთა“.
- „აწ დააყუდე, ყოვლადწმიდაო, უბიწოო ქალწულო, ზედა დას ჴმაჲ უკეთ-ურთაჲ და
განზრახუანი მათნი და ჴსენ, ხოლო მართლაღმსაარებელთა ერთა შორი ს მშ ჳდობაჲ და
სიყუარული განაჩინე, რა ჲთა შენზედა სასოებისა დამდე -ბელთა არა გვრცხვენოდეს
უკუნისამდე“.
„დიდება“ - „საღმრთოთა გალობათა მიერ, ჵ, წმიდაო პორტაიტისაო, ქალწულო
ღმრთისმშობელო, ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხ -ოვთ შენდობასა და
ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ვითარცა თავსმდებსა ჴსნი-სა ჩუენისასა“.
„აწ და“ - „ჵ, ყოვლადწმიდაო, მოწყალეო, ქრისტეანეთა შემწეო, ვერ შემძლებელ არს
ღირსად გალობად ენა ჲ კაცობრივი და ანგელოზთაცა, რამეთუ შენ ხარ ყოვლისა
დაბადებულისა უპატიოსნესი და ყოვლისა ქუეყანისა ჲთა უდიდებუ -ლესი, არამედ, ჵ,
დედოფალო, მიითუალე მოწყალებითა შეწირული ესე ჩუენ მიერი ვედრება ჲ და გჳჴსენ ჩუენ
მარადის, რამეთუ სასოებაჲ ჩუენი შენ ზედა დაგჳძს“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ ხატისა: „ყოვლად პატიოსანი ხატი შენი მიიღო რა ჲ გაბრიელ წიაღთა შინა
თჳსთა, გიღაღადებდა შენ, დედოფალო, ჵ, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტ ჱსო, მფარველ ექმენ
სავანესა შენსა, სიხარულად ყოველთა ქრისტეანეთა და თავსმდებ საუკუნოჲსა ცხორებისა“.
„დიდება“ - „განმანათლებელი“ დიდმოწამისა: „გვირგვინშემოსილო წმიდაო...“ (მარხვანიდან).
„აწ და“ მისივე: „დამკვიდრებულმან საშოსა...“
– ყოველი სული.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები 6 მუხლად:
– ხატისა - 3 მუხლი;
„ჰოი გამოუთქუმელსა სახიერებასა, ჵ, დიდებულსა გამოჩინებასა ღმრთისა დედისა ხატისასა,
რომელი ბრწყინავს საკ ჳრველებათა მიერ და განანათლებს მადლითა სარწმუნოებით
მილტოლვილთა, რომელნიცა სიხარულითა შევიწყნარებთ რაჲ წმიდასა ღმრთივყრმაასა, ჯერ-
არს გალობით ვმადლობდეთ და პატივს ვსცემდეთ მას“.
„ჰოი შენსა, დედოფალო, ჩუენთჳს განგებულებასა, რამეთუ მოგჳვლენ ჩუენ საკჳრველსა ხატსა
შენსა და მოწყალებითა მოგუმადლებ მცველსა მიურულებელსა და ნუგეშსა ცხორებისა
ჩუენისასა, ამისთ ჳსცა მცნობნი შენისა პატიოსნისა საკ ჳრველებისანი, შენ გალობათა მიერ
გადიდებთ“.
„ჰოი ყოვლადდიდებული საკ ჳრველი, ვითარ ცეცხლმტ ჳრთველი ხატი, ღელვათა მიერ
ზღჳსაჲთა, ვითარც ა ეტლსა ზედა მიმოვალს და ბრწყინ ვალეთა შარავანდედთა მიერ
განანათლებს გონებასა კაცთასა, ხოლო ჩუენ პატივის -მცემელნი დღესასწაულისა მისისანი,
გალობითა ღმრთისმშობლისა მიმართ აღვავლენთ დიდებასა“.
– დიდმოწამისა - 3 მუხლი (მარხვანიდან).
„დიდება“ დიდმოწამისა: „სამღუდელოდ ნიჭად...“ (ჴმა VI, მარხვანიდან).
„აწ და“ მისივე: ,,ღმრთისმშობელო ქალწულო...“
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება
ტროპარი დიდმოწამისა: „დიდ არიან სარწმუნოებისა...“ (ჴმა II).
„დიდება, აწ და“ - ტროპარი ხატისა: „წმიდისაგან ხატისა შენისა...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
– ტროპარები: ხატისა და დიდმოწამისა.
– კონდაკები: ხატისა და დიდმოწამისა (მონაცვლეობით).
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
ხატის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
დიდმოწამის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“„აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ხატისა;
- დიდმოწამისა;
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - დიდმოწამისა;
„აწ და“ - ხატისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ხატისა;
- დიდმოწამისა;
კონდაკები: - „დიდება“ - დიდმოწამისა;
„აწ და“ - ხატისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ხატისა;
- ტაძრისა;
- დიდმოწამისა;
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - დიდმოწამისა;
„აწ და“ - ხატისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – ხატისა და დიდმოწამისა.
სამოციქულო და სახარება – დღისა (დიდმარხვის I შაბათისა), ხატისა და დიდმოწამისა.
წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ
მაცხოვრისა ჩემისა“.
მუხლი: „რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან
მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.
ალილუია (ჴმაVIII): „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“.
მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“.
ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა
განმრავლდეს“.
განიცადე: „სასმელი ცხოვრებისა მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“ .
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.