საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
შაბათი, 13 ივნისი 2026
ძველი სტილით: 31 მაისი
სულთმოფენობიდან მე-2 შვიდეულიხმა 8პეტრე-პავლობის მარხვა · თევზი

ხსენება

მოციქულისა ერმისა, სამოცდაათთაგანისა (I); მოწამისა ერმიოსისა (II); მოწამისა ფილოსოფოსისა (III).

საკითხავები

ლიტ. – მოც. – 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. მთ. 34 დას. IX, 36-38; X, 1-2, 5-8.
რიგ. – რომ. 84 დას. III, 19-26. მთ. 20 დას. VII, 1-8.

ტიპიკონი

შაბათს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 8; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – შაბათს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

მსახურების მიმდევრობა

2026 წელი 31 მაისისულთმოფენობიდან მე-2 შვიდეული13 ივნისი
ძველი სტილითშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
მოც. ერმისა, სამოცდაათთაგანისა (I); მოწ. ერმიოსისა (II); მოწ. ფილოსოფოსისა (III).
 
ლიტ. - მოც. - 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. მთ. 34 დას. IX, 36-38; X, 1-2, 5-8.
რიგ. - რომ. 84 დას. III, 19-26. მთ. 20 დას. VII, 1-8.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება – საზიარო თვენიდან (მოციქულისა).
კვირის ციკლის – პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
IX ჟამი:
– ტროპარები: ღირსისა (წმ. ისააკ აღმს.).
– კონდაკი: ღირსისა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - მე-18.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- მოციქულისა - 6 მუხლი (ჴმა I, საზიარო თვენიდან).
„დიდება“ „აწ და“ დოგმატიკონი: „მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის...“ (წარსაგზავნი ხმისა, ჴმა
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– წარდგომა დღისა.
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან მოწამეთა:
(„სტიქარონსა“-ზედას ერთი დასდებელი, „უფალო ღაღად-ვჰყავსა“-ზედა დასდებლებიდან – 2
მუხლი, ჟამნის ჩასართავებით).
- „შენდამი აღვიხილენ თუალნი..“.
- „მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ...“.
„დიდება“ფ,,აწ და“ – ღმრთისმშობლისა (პარაკლიტონიდან)
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო ერმი...“ (ჴმა III, საზიარო);
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე
ხმისა: ,,რომელი ჩვენთვის იშევ...“ (ჴმა VIII).
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება III ჴმაზე).
ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო ერმი...“ (ჴმა III, საზიარო) – 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი ტროპრის
ხმის მიხედვით: ,,შენ შუამდგომელსა...“ (ჴმა III).
– რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის დროს აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება‘‘, ,,აწ და‘‘ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა,
ღმერთი ისრაილისა“.
- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა : „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა,
საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.
– 50-ე ფსალმუნი.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში
I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი – მოციქულისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, საზიარო თვენიდან).
III კანონი – მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).
რომელიმე წმიდის სახელობის ტაძარში
I კანონი – მოციქულისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის, საზიარო თვენიდან).
II კანონი – ტაძრის წმიდისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი – მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).
– კატავასია: მოწამეთა კანონის ძლისპირები (პარაკლიტონიდან, მხოლოდ III, VI, VIII და IX
გალობების შემდეგ).
– „უმცირესი“: „უგალობდით უფალსა“.
- წარდგომა მოციქულისა: „სიტყუათა წმიდათა...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: ,,ესაია პირველვე...“
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მოციქულისა: „ვითარცა ვარსკვლავსა ყოვლადბრწყინვალესა...“ (საზიარო).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც
უნდა წავიკითხოთ, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული
არ არის.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ მოციქულისა: „მოწაფესა სიტყვისასა...“
„დიდება, „განმანათლებელი“ შაბათისა.
„აწ და“ ღმრთისმშობლისა შაბათისა..
– „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“.
– „დიდებამაღალიანი“ - იკითხება
– „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი (მოწამეთა, „აქებდითსა“-ზედა
დასდებლებიდან),
რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“
„დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა იქვე.
– „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.
ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო ერმი...“ (ჴმა III, საზიარო);
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“
„კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): ,,წინასწარმეტყველთა ქადაგეს...“ (ჴმა III).
ჟამებზე:
– ტროპარი და კონდაკი: მოციქულისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
მოციქულის კანონის (საზიარო თვერნიდან) III გალობიდან – 4 მუხლი;
„მომიხსენენი“ - 4 მუხლი, პარაკლიტონიდან.
შენიშვნა: შესაძლებელია „მომიხსენენი“ წავიკითხოთ 6 მუხლად პარაკლიტონიდან
(ანუ დაუტეოთ წმიდის კანონიდან საკითხავები).
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- შვიდ. დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“
- მოციქულისა.
კონდაკები: - მოციქულისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
„აწ და“ - „სოფლისა შემოქმედისა..“
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - - შვიდ. დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“
- მოციქულისა.
კონდაკები: - მოციქულისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
„აწ და“ - „სოფლისა შემოქმედისა...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – დღისა (შაბათისა).
სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა).
წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი
წრფელნი გულითა“.
მუხლი: „ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი“.
ალილუია (ჴმა IV): ,,ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან
იხსნა იგინი“.
მუხლი: „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს იგინი უფალმან“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.
შენიშვნა: „მცირე წმიდის“ მსახურებაზე წმიდის სამოციქულო და სახარება არ იკითხება.
მოციქული ერმის საკითხავს სამოციქულო არ უჩვვნებს. უპირატესის კურთხევით, თუ
კალენდრის მითითებისამებრ წმიდის სამოციქულოს და სახარებასაც წავიკითხავთ, წარდგომა,
ალილუია და განიცადე მოვიძიოთ საზიაროთაგან. შა ბათს ჯერ წმიდის საკითხავები ითქმის,
შემდეგ – დღისა.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.