საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
კვირა, 27 სექტემბერი 2026
ძველი სტილით: 14 სექტემბერი
სულთმოფენობიდან მე-17 კვირახმა 8მარხვა

ხსენება

მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისა - ჯვართამაღლება.
მიცვალება წმ. იოანე ოქროპირისა (407).

საკითხავები

ცისკ. – ინ. 42 დას. (შუათგან), XII, 28-36.
ლიტ. – 1 კორ. 125 დას. I, 18-24. ინ. 60 დას. XIX, 6-11, 13-20, 25-28, 30-35.

ტიპიკონი

კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული ათთორმეტთაგანი საუფლო დღესასწაული - მსოფ მსახურებასთან.
გადაამოწმეთ საეკლესიო კალენდარში

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 8; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
სადღესასწაულო ანტიფონები – საუფლო დღესასწაული (აღდგომა, ბრწყინვალე შვიდეული, ჯვართამაღლება, ქრისტეშობა, ნათლისღება, ბზობა, ამაღლება, სულთმოფენობა, ფერისცვალება)
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია

მსახურების მიმდევრობა

2026 წელი 14 სექტემბერისულთმოფენობიდან მე-17 კვირა27 სექტემბერი
ძველი სტილითახალი სტილით
 
ხსენება:
მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისა - ჯვართამაღლება. მიცვალება წმ. იოანე ოქროპირისა (407).
 
ცისკ. - ინ. 42 დას. (შუათგან), XII, 28-36.
ლიტ. - 1 კორ. 125 დას. I, 18-24. ინ. 60 დას. XIX, 6-11, 13-20, 25-28, 30-35.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: ათთორმეტთაგანი საუფლო დღესასწაული - მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა. ჯვართამაღლება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
შენიშვნა: მსახურების დაწყების წინ, დღესასწაულის ტროპარისა და კონდაკის გალობით, ჯვარს
სამკვეთლოდან ტრაპეზზე გადაასვენებენ. „დიდებამაღალიანის“ გალობის შემდეგ, ჯვარს
გამოასვენებენ საკურთხევლიდან შუა ტაძარში და დაასვენებენ ანალოღიაზე. ჯვარს
საკურთხეველში შეასვენებენ დღესასწაულის წარგზავნის დღეს, ლიტურგიის ჩამოლო -
ცვის შემდგომ.
IX ჟამი:
– ტროპარები: წინადღესასწაულისა და წმ. ქეთევანისა.
– კონდაკი: წმ. ქეთევანისა.
 
დიდი მწუხრი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის იგალობება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იგალობება.
– „ნეტარ არს კაცი“ - არ აღესრულება.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები 8 მუხლად:
დღესასწაულისა - 8 მუხლად (ჴმა VI).
„დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „მოვედით დღეს...“ (ჴმა II).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა - დღისა.
– საწინასწარმეტყველო - 3 ჯვრისა.
– ,,ლიტიასა ზედა“ დასდებლები - დღესასწაულისა (ჴმა I).
,,დიდება“ ,,აწ და“ მისივე: ,,პატიოსნისა ჯვრისა...“ (ჴმა IV).
– ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით) (ჴმა V).
,,დიდება“ ,,აწ და“ მისივე: ,,რომელიცა ძველად...“ (ჴმა VIII).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- ტროპარი დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ (ჴმა I) 3-გზის.
– პურის კურთხევა.
 
დიდი ცისკარი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).
- ტროპარი დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ (ჴმა I) 2-გზის.
„დიდება“„აწ და“ იგივე.
– რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - დღესასწაულისა.
„დიდება“ ,,აწ და“ - მისივე.
– ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– „გადიდებსა“ დღესასწაულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
– „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,ხისა გემოსხილვითა...“ (ჴმა VIII).
„დიდება“ ,,აწ და“ იგივე.
– I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაც-ხოვარება ღმრთისა
ჩვენისა“ (ჴმა IV).
მუხლი: ,,უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკვირველი ქმნა
უფალმან“.
– საცისკრო სახარება: ინ. 42 დას. (შუათგან) XII, 28-36.
– „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- ,,ჯვარო ქრისტესო ქრისტიანეთა...“
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირის 2-გზის).
– კატავასია: „ჯვარი დასახა მოსე...“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა დღესასწაულისა: „შენ სამ-გზის სანატრელო...“ (ჴმა IV).
,,დიდება“,,აწ და“ იგივე.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ჴმა IV).
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა) : „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, IX ოდას
(გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“ (ამ საკითხში გარკვევის მსურველებმა
იხ. ფეისბუკში „მედავითნეზე“ ბლოკი: კითხვა-მიგება 270).
– შემდგომად „ადიდებდითსა” (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „ჯვარო მფარველო...“ 2-გზის.
„დიდება“„აწ და“ მისივე: „დღეს ამაღლდები...“.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 4 მუხლი:
დღესასწაულისა - 4 მუხლი (I მუხლი ორგზის) (ჴმა VIII).
,,დიდება“,,აწ და“ მისივე: ,,დღეს შემოვალს...“ (ჴმა VI).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
შენიშვნა: „დიდება მაღალიანის“ გალობისას, ბოლო „წმიდაო ღმერთოზე“ ხდება ჯვრის გამოსვენება შუა
ტაძარში. მღვდელი აიღებს წმიდა ტრაპეზ ზე დასვენებულ ჯვარს და ჩრდილოეთის კარით
გამოდის ამბიონზე, ღია აღსავლის კარში, მხედველი აღმოსავლეთ ისაკენ აღამაღლებს ჯვარს და
ხმამაღლა იტყვის: „სიბრძნით აღემართენით“, რის შემდეგაც დაასვენებს ჯვარს შუა ტაძარში
ანალოღიაზე. გუნდი იგალობებს: „აცხოვნე უფალო ერი შენი ...“ -3-გზის. აღესრულება
ჯვარზე მთხვევა და ზეთისცხება. ხოლო მედავითნე კითხელობს მუხლებს: „მოვედით
მორწმუნენო...“ და „მოვედით ერნო...“ და ა. შ. „დიდება“ „აწ და“ - „დღეს ბუნებით
შეუხებელი...“
– მრჩობლი კვერექსი.
– თხოვნითი კვერექსი.
– თავმოდრეკის ლოცვები და დიდი ჩამოლოცვა.
ჟამებზე:
– ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „სადღესასწაულო ანტიფონები“.
შესვლად: „სიბრძნით აღემართენით“. „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-
ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
- ტროპარი: დღესასწაულისა.
„დიდება“ „აწ და“.
- კონდაკი: დღესასწაულისა.
- „წმიდაო ღმერთოს“ წილ იგალობება: „ჯვარსა შენსა თაყვანის-ვსცემთ...“
წარდგომა, სამოციქულო, სახარება და განიცადე დღესასწაულისა.
წარდგომა (ჴმა VII) : „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის -ჰსცემდით
კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს“.
მუხლი: ,,უფალი ჰსუფევს განრისხნედ ერნი...“
ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.
მუხლი: ,,ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩვენმან წინასაუკუნეთმან შექმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა“.
განიცადე: „გამოსჩნდა ჩვენ ზედა ნათელი პირისა შენისა უფალო“.
,,ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდებს სული ჩემი...“ და IX
გალობის ძლისპირი: ,,საიდუმლო სამოთხე ხარ ღმრთისმშობელო...“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.