საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
პარასკევი, 9 ოქტომბერი 2026
ძველი სტილით: 26 სექტემბერი
სულთმოფენობიდან მე-19 შვიდეულიხმა 1მარხვა · თევზი
ხსენება
მიცვალება წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა (II საუკუნის დასაწყისი); დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა, რომელიც საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან იქნა ჩამობრძანებული (1989); წმ. ტიხონისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისა (1925).
საკითხავები
ცისკ. – ინ. 67 დას. XXI, 15-25.
ლიტ. – 1 ინ. 73 დას. (შუათგან), IV, 12-19. ინ. 61 დას. XIX, 25-27; XXI, 24-25.
ღმრთისმშობ. – ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
ტიპიკონი
შვიდეულის სადაგ დღეს „ორი წმიდის“ (V რანგი) მსახურება.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 1; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – მცირე მწუხრიდიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
მსახურების მიმდევრობა
2026 წელი 26 სექტემბერისულთმოფენობიდან მე-19 შვიდეული9 ოქტომბერი ძველი სტილითპარასკევიახალი სტილით ხსენება: მიცვალება წმიდისა მოც. და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა (II საუკუნის დასაწყისი); დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა, რომელიც საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან იქნა ჩამობრძანებული (1989); წმ. ტიხონისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრ. (1925). ცისკ. - ინ. 67 დას. XXI, 15-25. ლიტ. - 1 ინ. 73 დას. (შუათგან), IV, 12-19. ინ. 61 დას. XIX, 25-27; XXI, 24-25. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი. ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის განგებიდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „ორი წმიდის“ (V რანგი) მსახურება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარი და კონდაკი: წმიდისა. დიდი მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად: - მოციქულისა - 4 მუხლი (ჴმა VIII). - ხატისა - 4 მუხლი (ჴმა V): „განბრწყინდი მთაო ათონისაო, იხარებდ და იშუებდ სავანეო ივერიისაო, რამეთუ აჰა, ესერა მოვალს ანგელოზთა მიერ ზღ ჳთ მოძღუანებული საკ ჳრველი ხატი ღმრთისა დედისა ჲ, ნათლითა გამოუთქმელითა მოელვარ ჱ, ჭირთა და მწუხარებათა წყუდიადისა განმდევნელი და შარავანდედითა მოწყალებისა თჳსისაჲთა ყოველთა განმანათლებელი“. „შეგივრდებით, შენ, დედოფალო, მონაზონნი და კრებულნი მმარხველთანი და სიყუარულითა მხედველნი წმიდისა ხატისა შენისანი გიღაღადებთ შენ: მოვედ ჩუენდა, დედაო სახიერო, შეგჳწყალენ პატივისმცემელნი შენნი და მოგუანიჭენ ჩუენ წმ იდაჲ ხატი შენი წინდად მოწყალებისა და ცხორებისა“. „ჰოი ყოვლადდიდებული საკ ჳრველი, ვითარცა ოდესმე სინას იხილნა მოსე მაყუ -ალი ცეცხლითა მოტყინარე და უვნებელად დაცული, ეგრეთვე აწ ხატი ესე ღმრთისა დედისა ჲ შეიმოსს ცეცხლსა და ჰგიეს შეუწველ, ხოლო ბნელსა შინა მყოფთა განგ უანათლებს და უვნებელ გვყოფს ჭირთა და ურვათაგან“. „რომელმან მრავალ -პატიოსანი ხატი შენი მიუბოძე ივირონსა, ეგრეთვე უნუგეშოდ არა დაგჳტევენ მკჳდრნი წილხვედრისა შენისანი, ქალწულო, და ვიდრე ჟამადმდე, მის წილ ამბორს- უყოფთ საკჳრველთა პირთა მისთა, შენმიერითა მფარველობითა განდიდებულთა“. „დიდება“ მოციქულისა: ,,ძესა მას ქუხილისასა...“ (ჴმა II). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „წარხდა სახე...“ (ჴმა II). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა - დღისა. – საწინასწარმეტყველო - 3 (მოციქულისა - 2 სადღესასწაულოდან და ხატისა - 1 იხ. ძვ. სტ-ით 8 სექტემბერი). – „ლიტიასა ზედა“ დასდებლები: ტაძრისა და მოციქულისა. „დიდება“ მოციქულისა: ,,მიეყრდენ მკერდსა...“ (ჴმა IV). „აწ და“ ხატისა: „იხარებდ, მთაო ათონისაო, განსცხრებოდე სავანეო ივერიისაო, და დღესასწაულობდ ქუეყანაო ქართველთაო, რამეთუ წყალობითა მოგუხედნა ღმრთისა დედამან და მოგუანიჭა ჩუენ საკ ჳრველთმოქმედი ხატი თ ჳსი, შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომ ჴსნელად ვნებათაგან, ხოლო ჩუენ ყოველთა მოგუმადლებს დიდსა წყალობასა“ (ჴმა IV). – „სტიქარონსა” ზედა დასდებლები: მოციქულისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ მოციქულისა: ,,მოციქულო ქრისტესო...“ (ჴმა VI). „აწდა“ ხატისა: „მოვედით ყოველნი მონაზონნი და საერონიცა, რა ჲთა ვადიდოთ ყოვლად - უბიწო ქალწული ღმრთისმშობელი, რამეთუ უღელვოდ ღელვათა ზედა მცურვალი ხატი ცეცხლისა სუეტითა შემოსილი განვიდა ნიკიით ათონად, პონტო ჲსა ზღ ჳთა და მოსლვითა თჳსითა მადლი იგი თ ჳსი მორწმუნეთა მიანიჭა, ხოლო ჩუენცა განათლებულნი წყალობისა მისისა შარავანდედითა, შუამდგომელსა ცხორებისა ჩუენისასა ვნატრიდეთ“ (ჴმა V). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: - ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო ქრისტეს...“ (ჴმა II) 2-გზის. - ტროპარი ხატისა: „წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო“ (ჴმა I) 1-გზის. – პურის კურთხევა. დიდი ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ხმაზე). ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო ქრისტეს...“ 2-გზის (ჴმა II). „დიდება“ „აწ და“ ხატისა: „წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო“ (ჴმა I). – რიგითი კანონები: მე-19 და მე-20. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა: მოციქულისა – 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ ხატისა: „ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადება ჲ სიხარულსა მიჰფენს ყოველთა მორწმუნეთა, ხოლო სავანესა ივერიისასა მიანიჭებს მცველსა დაუძინებელსა და ჭირთაგან მ ჴსნელსა, ამისთ ჳსცა გიგალობთ შენ, ყოვლადწმიდაო, მარადის დაგჳფარე ჩუენ საფარველითა შენითა“ (ჴმა I). – წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა: მოციქულისა - 2გზის. „დიდება“ „აწ და“ ხატისა: „განსცხრებიან დღეს ბრწყინვალედ ათონისა სამწყსონი, შესთხზვენ გალობათა მრავალთა, სიყუარულითა პატივისმცემელნი ყოვლადუბიწო ჲსანი და განშუენდებიან დიდებითა მაღლისაჲთა, რომელი მოეცა მათ მისლვითა წმიდისა ხატისა ჲთა, რომელი ცისკრითა ღმრთისმცნობელობისათა განანათლებს კეთილმსახურებითა მგალობე - ლთა თჳსთა“ (ჴმა III). – ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – „გადიდებსა“ მოციქულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან). – წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“: მოციქულისა: „მიეყყრდენ რა...“ -2გზის. „დიდება“ „აწ და“ ხატისა: ,,დიდებულებანი შენნი ვინმე მიუთხრნეს, ღმრთისმშობელო, რამეთუ გამოცხადებითა ხატისა შენისაჲთა განაკჳრვენ ყოველნი მართლმადიდებელნი, რამე- თუ უძლურებათა სიმრავლესა ჰკურნებ და სნეულებათა განსდევნი. ჵ, ყოვლადმოწყალეო დედოფალო, ნუ მოგუაკლებ ჩუენ შეწევნასა შენსა, არამედ დაგვიფარე ვედრებითა შენითა და აცხოვნე კეთილმორწმუნე ერი ჩუენი, და ქრისტ ჱსმოყუარჱ მჴედრობაი ძალითა შენითა დაიცევ, რა ჲთა შენმიერ მოქადულთა და შენზედა ყოვლისა სასოებისა დამდებელთა არა გვრცხვენოდეს უკუნისამდე“ (ჴმა VIII). – I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა საიტყვანი მათნი“ (ჴმა IV). მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“. – საცისკრო სახარება: ინ. 67 დას XXI, 15-25. – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მეოხებითა წმ. მოციქულისა და მახარებელისა იოანესითა...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,ღმრთისმეტყველო ქალწულო...“ – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირით). II კანონი - მოციქულისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე). III კანონი - ხატისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე). – კატავასია - „აღაღე პირი ჩემი...“ – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. გალობაი I. უგალობდითსა, ჴმაჲ VIII. - ძლისპირი: „ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკ ჳრველთმოქმედმან კუერთ ჴმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისა ჲ და განუპო ზღუა ჲ მეწამული და ისრაელი იჴსნა განმავალად, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს”. - „ჰიო ყოვლად უბიწოო, მიიღე შეგინებულთაგან ბაგეთა ჩემთა ქება ჲ ესე, ვითარცა პირველ ძემან შენმან და ღმერთმან ჩემმან უფალმან შეიწირა ორნი იგი წულილნი ქურივისანი და ჴსნაჲ ცოდვათა ჩემთა ჲ მომმადლე მე, რა ჲთა მარადჟამს გადიდებდე შენ, ქალწულო”. - „შენდა შემსგავსებულ არს ანგელოზთა გალობა ჲ, ღმრთისა დედაო, რამეთუ თავად ჰშევ საკ ჳრველად შემოქმედი მათი, გარნა ჩუენიცა მიიღე, ჵ, დედოფალო, მდაბალი ესე ვედრებაჲ, რა ჲთა უგალობდეთ მეუფესა: დიდებითა დიდებულ ხარ უძლურებათა შინა ჩუენთასა”. - „ცეცხლი საღმრთოჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისაჲთ, ღმრთისა დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს”. „დიდება” - „დამდოვრდეს წყალნი, დასცხრეს ღელვანიცა ზღუასა შინა ტალღათა, რომელთა მიმოჰქონდის ხატი შენი, ღმრთისმშობელო, განამტკიცენ შერყეული გულიცა ჩემი კლდესა ზედა ქრისტეს მცნებათასა”. „აწ და” - „მწე და მფარველ ექმენ, ქალწულო, სავანესა ივერიისასა, რაჟამს დაანთქ ზღუასა შინა მ ჴედარნი ამირასნი ნავებითურთ მათითა, აწცა დაანთქ ძისა შენისა მოწყალებისა მორევსა ყოველნი ვნებანი და აურაცხელნი შეცოდებანი ჩემნი”. გალობაი III. განძლიერდასა. - ძლისპირი: „შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარე”. - „აჰა, ესერა დიდად შუენიერი დახატულება ჲ პორტაიტისაჲ მოიწია ათონითგან ტფილისსა, და დიდითა პატივითა დაბრძანდა ტაძარსა ღმრთისმშო ბელისასა, დიდებულსა სიონსა, შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან”. - „განამტკიცენ გული ჩემი სასოებად შენდამი, ღმრთისა დედაო, განაშორენ ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჱ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა, რაჲთა გიგალობდე: არავინ არს წმიდაჲ, ვითარ უფალი და არავინ არს მართალ, უფროჲს ღმრთისა ჩუენისაჲ”. - „პირისა შენისა ყოვლად წმიდისა და უხრწნელებისა ხატი არს საკურნებელი ყოვლისა სოფლისაჲ, რომლისადა მიახლებულნი და კრძალვით შენდა თაყუანისმცემელნი, უბიწოო, მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და განვთავისუფლდებით უძლურებათაგან”. „დიდება” - „აღმადგინენ, დედოფალო, მიწისაგან მე, უბადრუკი, განმაშორენ გლახაკი ესე ცოდვითა განხრწნასა, და მომეც ლოცვაჲ მთხოველსა, რა ჲთა შეწევნასა შენსა ვნატრიდე, ქალწულო პორტაიტისაო”. „აწ და” - „უნაყოფოჲ გონებაჲ ჩემი ნაყოფიერ ჰყავ, კურთხეულო ქალწულო, შობილო უნაყოფოთაგან, რამეთუ შენ უფრო ჲს ნაყოფიერ ჰქმნი კეთილად ყოველსა მოვლინებითა ხატისა შენისათა”. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი ხატისა (ჴმა II): - კონდაკი: „დაღაცათუ ზღუად შთაგდებულ იქმნა წმიდა ჲ ხატი შენი, ღმრთისმშობელო, ქურივისა მიერ, რომელმანცა ვერ ძალიდვა დაფარვაჲ მისი მტერთაგან, გარნა გამოჩნდა იგი მფარველად ათონისა და მეკარედ ივერიელთა სავანისად; შიშად მტერთა, ხო ლო მართლმადიდებელთა საქრისტიანოთა შინა, შენთა პატივისმცემელთა მ ჴსნელად ყოველთა- გან ვნებათა და ზედა მოსლვათაგან“. - იკოსი: „იხილა რა ჲ კრებულმან მონაზონთა ივირონელთამან შორის სუეტსა ცეცხლისასა ხატი ღმრთისა დედისაჲ, ღაღადყო: ჵ, მეუფეო, ღირს მყუენ ჩუენ მიმთხვევად ხატისა დედისა შენისასა, ხოლო შენ, გაბრიილ, შევედ ზღუად და მიიქუ წიაღთა შინა საუნჯ ჱ ჩუენდა გამოცხადებული, რა ჲთა გუექმნეს ჩუენ მცვ ელად მიურულებელად, ხოლო ყოველთა ქრისტეანეთა მფარველად და სიხარულად“. - წარდგომა მოციქულისა: „მკერდსა სიბრძნისასა...“ (სადღესასწაულოდან). „დიდება“ „აწ და“ ხატისა: „მოიწია დღეს ბრწყინვალე დღესასწაული მფარველისა ჩუენისაჲ, განიხარებენ ყოველნი მართლმადიდებელნი და განსცხრებიან კრებულნი კაცთანი, რამეთუ მოგ ჳწოდებს წმიდა ჲ ღმრთისმშობელი ჩუენი ხ ილვად თ ჳსისა ცეცხლმთებარისა ხატისა, მოწყალებისა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებელისა, და ჩუენცა მოხარუ - ლნი ამისა ვღაღადებთ: გ ჳჴსენ, დედოფალო, სიყმილისაგან, ც ეცხლისა, მახ ჳლისა და ჭირთაგან, პატივისმცემელნი ხატისა შენისა გამოჩინებისანი“. გალობაი IV. უფალო მესმასა. - ძლისპირი: „შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისა ჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამულნი ზეცას და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთ ჳსცა წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთ-მოყუარე“. - „განამზადებდა რა ჲ გზათა საკ ჳრველთმოქმედისა ხატისა შენისათა, მოსცა ჴმაჲ თჳსი უფსკრულმან, შეიძრა მზე და იქმნა ბრწყინვალ ებაჲ ხატისაჲ, ვითარცა ნათელი, აწ შენცა, დედოფალო, მოვედ ჴსნად კაცთა და გამოუჩნდი მაცხოვრად სამკჳდრებელსა შენსა“. - „ესმნეს რა ჲ ცნობაჲ მოსლვისა შენისაჲ, განკრთენ მონაზონნი, ხოლო გულის ჴმაყვეს რაჲ საქმენი შენნი, განკ ჳრდენ, შეძრწუნებულიცა სული ჩემი წყალობით მო იჴსენე, დედოფალო, რაჲთა გიგალობდე: დიდება შეწევნასა შენსა, ღმრთისა დედაო“. - „მადლისა მოცემისა მნებებელმან ერისათჳს ჩუენისა, კუალად გამოგჳჩინე ჩუენ ხატოვნებაჲ შენი, რომლისადა მიახლებულნი მსგავსებასა მას შენსა თაყუანისვსცემთ და გევედრებით: აჰა, მოვედ აწ და შემოგჳკრიბენ მამულნი განბნეულნი, და უჩინე მზღუარი, ყოველთა კაცთაგან უსარჩლელი“. „დიდება“ - „ვითარცა ივერთა სავანისა სამწყსონი განშუენდებოდეს მადლითა ხატისა შენისაჲთა, ეგრეთცა უფროჲს მზისა ნათლისა განბრწყინდების ერი ჩუენი მადლითა შენითა, რამეთუ საკ ჳრველი ესე პირი ხატისა ჲ იქმნების, ვითარცა წყარო ჲ უკუდავებისაჲ სნეულთა და უძლურთათჳს და ყოველთათჳს მომნიჭებელი დიდთა წყალობათა“. „აწ და“ - „შენ ხარ სიმტკიც ჱ და ძალი ჩემი, ღმრთისმშობელო, რამეთუ დღესა მწუხარებისა ჩემისასა შენმიერვე განვისუენო და შენ მიერვე აღვმაღლდე ზეციერსა სამკჳდროსა სოფლისაგან ამისა და ვიხარებდე მეუფისა და ღმრთისა, მ ჴსნელისა ჩემისა თანა“. გალობაი V. ღამითგანსა. - ძლისპირი: „რაჲსათჳს განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამა ნ განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები“. - „იხილე, წმიდაო, ღამითგან აღმსთობილი ერი შენი სამწყსო ჲსა შენისა, რომელი გარემოადგების კეთისახელოვანსა ხატსა შენსა და ითხოვს ცოდვათა შენდობასა და საღმრთოჲსა დიდებისა ზიარებასა. ნუ განგუაგდებ პი რისაგან შენისა, დედაო დაუვალისა ნათლისაო“. - „აწ მოიხილე, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტ ჱსო, შენმიერ გამორჩეულსა ერსა ზედა და სათნო იჩინე აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად ჩუენდა სულითა სიბრძნისა ჲთა, ურთიერთასისა სიყუარულითა და საღმრთოჲსა გულისჴმისყოფისაჲთა“. - „სულითა და გონებითა ჩუენითა, სამწყსოსა შენსა სრულიად შერწყმულნი, ფსალმუნთა და საგალობელთა სულიერთა და საღმრთოთა გალობათა მიერ ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხოვთ შენდობასა და ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ხოლო შენ, დედოფალო, სძალო უსძლოო, ვითარცა მკურნალმან ჩუენმან, ყოველი ესე მოგუანიჭე“. „დიდება“ - „ტაძარი შენი, ქალწულო, ვითარცა სხუად სამოთხედ აწ წარმოდგება, რამეთუ ვითარცა ხესა ცხორებისასა, აქუს ხატი შუენიერებისა შენისა ჲ, რომელსაცა ყოველნი სურვილითა, კეთილმოშიშებითა დ ა სიყუარულითა ამბორსუყოფთ და ვიტყვით: დედოფალო, მოგვეც მშ ჳდობაჲ და დაგ ჳფარენ ჩუენ, რამეთუ თ ჳნიერ შენსა სხუა ჲ ნუგეშინისმცემელი არა ვიცით“. „აწ და“ „მდინარედ სიტკბოებისად, სავსებად ნაკდისად, ზეცისა მანანად, უხუებად და მადლად მარადის მომცენარედ მოგიგებთ, ყრმააო, მკ ჳდრნი სავანისა ამისანი და ვუგალობთ შობასა შენსა“. გალობაი VI. ღაღადყავსა. - ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო“. - „მსწრაფლ გუეწიე, წმიდაო მშობელო გამოუთქუმელო ძისა ღმრთ ისაო, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ ივერია ჲ და ერი ივერიისა ჲ, რა ჲთა არა ჰსთქუან ურიცხვთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმრთისმშობელი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ“. - „სარწმუნოებაჲ გუაქუს შეუორგულებელ შენდა მომართ, ქალწულო პორტაიტისაო, და გევედრებით: მოგვეც ჴელი შეწევნისაჲ და დაიცევ ქუეყანაჲ, რო-მელი გამოირჩიე და ეშმაკთა მონებისა და კერპთმსახურებისა გამოიჴსენ, რაჲთა სირცხჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი“. - „უფსკრულმან უღირსთა შეცოდებათამან გარემომიცვა მე, და დაინთქუმის სული ჩემი, გარნა მომეც, დედოფალო, ძლიერი მკლავი შენი, და ვითარცა გაბრიილ, მეცა მოლტოლვილი ხატისადმი შენისა, უვნებელად დამიცევ“. „დიდება“ - „ნუ განმაგდებ მე სრულიად პირისაგან შენისა, დედაო მ ჴსნელისაო, და ნუ მიტევებ მე შთაფლვად უფსკრულსა უშჯულოებისასა, არამედ აღმომიყუანე მე მწვირისაგან ვნებათა ჲსა, რა ჲთა განეშოროს ხრწნასაცა ცხორება ჲ ჩემი, და შევსწირვიდე შენდა ქებასა და აღსარებასა“. „აწ და“ - „მქონებელი შეგინებულისა ამის ჴორციელისა ტაძრისა, კადნიერად მოჳვლტი ყოვლად განწმედილისა საუკუნო ჲსა სიტყ ჳსა ტაძრისად, წინაშე წმიდისა ხატისა შენისა შეწირვად, მდაბალთა ვედრებათა ჩემთა, გარნა შენ, ვითარცა მოწყალემან, განმწმიდე მე კეთილმოწყალებითა შენითა“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი მოციქულისა (ჴმა II). გალობაი VII. კურთხეულარსა. - ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“. - „ვსცოდეთ და ვიუსჯულოეთ წინაშე ღმრთისა, და უშჯულოებისა და სიცრუვისა თანაზიარ ვიქმენით, გარნა დედოფალო ჩუენო ღმრთისმშობელო, ვითარცა სახიერმან, მ ჴურვალითა შუამდგომლობითა შენითა დაშრიტე ცეცხლი საღმრთო ჲსა რისხ ჳსა, რა ჲთა ვუგალობდეთ მას: მამაო ჩუენო და ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ“. - „საცთურებასა და ჭირთა სა ჴუმილსა შინა, ჩუენცა, ღმრთისა დედაო, გუასხურე ცუარი მადლისა შენისაჲ, რაჲთა სირცხ ჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი და გულის ჴმაჰყონ ყოველთა, რამეთუ შენ მხოლოო ხარ, დედოფალო, დიდებული ყოველსა შინა ქუეყანასა“. - „გიგალობთ, ვითარცა საყდარსა მეუფისა დიდებისასა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, სულიერსა ტაძარსა, რომელსა შინა დაემკ ჳდრა უფა ლი, სამყაროსა ცისასა, რო მლისაგან აღმობრწყინდა მზ ჱ სიმართლისაჲ ქრისტჱ, შენ გიგალობთ, ღმრთისა დედაო, და აღგამაღ - ლებთ უკუნისამდე“. „დიდება“ - „ცეცხლი საღმრთო ჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისა ჲთ, ღმრთისა დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს“. „აწ და“ - „შენ ხარ სიხარული მკჳდრთა უდაბნოჲსა მთაწმინდისაჲსა, და ნუგეში და სიქადული ქალაქისა ამის სამეუფო ჲსაცა, ქალწულო მარიამ, რომელსა გიგალობთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე“. გალობაი VIII. აკურთხევდითსა. - ძლისპირი: „მთასა ზედა მოსეს თანამზრახუალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე“. - „ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადება ჲ სიხარულსა მიჰფენს ყოველთა მორწმუნეთა, ქუეყანასა ჩუენსა მოანიჭებს მცვ ელსა დაუძინებელსა და ჭირთაგან მ ჴსნელსა, და სურნელ ჰყოფს სულთა და გონებათა ჩუენთა“. - „გიგალობს შენ, ანგელოზთა ძალნი, აღგამაღლებს ნათესავი კაცთა ჲ, გაკურთხევს ყოველი დაბადებული, ყოვლად წმიდ აო ქალწულო ღმრთისმშობელო, მიიღე აწცა ჩემმიერისა უწმიდისაგან მორთმეული ესე ქებაჲ“. - „უგალობდეთ მონაზონნო ათონელნო, აკურთხევდით ივირონელნო, აღამაღლებდით ყოველი ქუეყანაჲ სახიერსა დედოფალსა, რომელი მდინარესა საკ ჳრველებათასა აღმოაცენებს საკჳრველთმოქმედითა ხატითა თ ჳსითა, ამისთ ჳსცა, ღმრთისმშობელო, გაქებთ, გაკურთხევთ, თაყუანისგცემთ, გიგალობთ და აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე“. „დიდება“ - „სავანითგან ივერიისა, ყოველგნით განფენს დაულევნელთა მადლთა ხატი შენი, ღმრთისმშობელო, ხოლო ქუეყანასა შენდა წილხვდომილად განკუთვნილსა, მარადის ჰსცევ და ჰფარავ, მეოხებითა შენმიერითა, წინაშე ძისა და ღმრთისა შენისა, რომელსა ყრმანი აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი აღამაღლებენ უკუნისამდე“. „აწ და“ - „არა არს საზომი სივრცისა ჲ, სიღრმისა ჲ ანუ სიმაღლისა ჲ, სადაცა არა მისწუთეს ძლიერი შეწევნა ჲ მარჯუენისა შენისა ჲ, ღმრთისა დედაო, რომლისა მოსავნი ყრმანი აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი აღამაღლებენ ძესა შენსა უკუნისამდე“. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობაი IX. ადიდებდითსა. - ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშო ჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინე, ამისთ ჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ. - „სიღრმე საიდუმლოჲსა შობისა შენისაჲ განაცვიბრებს გონებასა ანგელოზთასა, ქალწულო, და ყოვლად წმიდაი ხატი შენი ეშმაკთა ჲ იოტებს, რამეთუ ვერშემ ძლებელნი მოხილვად ძლიერებისა, განივლტიან და დაინთქუმიან, ხოლო ჩუენ სიყუარულითა თაყუანისვსცემთ და ამბორსუყოფთ მას და შენ ღმრთისმშობელსა გადიდებთ“. - „მოვედით ყოველნ ი, თაყუანისვსცეთ, შეუვრდეთ და აღვამაღლოთ დედა ჲ ღმრთისაჲ, რომელმან მოხედვაჲ ყო ჩუენ მდაბალთა ზედა, რომელი მშიერთა აღავსებს კეთილითა მიერ და დასდვა ჩუენთ ჳს აღთქუმა ჲ მოწყალებათაჲ, გამოცხადებითა საკ ჳრველისა ხატისა თჳსისაჲთა“. - „აწ დააყუდე, ყოვლადწმიდაო, უბიწო ო ქალწულო, ზედა დას ჴმაჲ უკეთურთაჲ და განზრახუანი მათნი და ჴსენ, ხოლო მართლაღმსაარებელთა ერთა შორი ს მშ ჳდობაჲ და სიყუარული განაჩინე, რა ჲთა შენზედა სასოებისა დამდებელთა არა გვრცხვენოდეს უკუნისამდე“. „დიდება“ - „საღმრთოთა გალობათა მიერ, ჵ, წმიდაო პორტაიტისაო, ქალწულო ღმრთისმშობელო, ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხოვთ შენდობასა და ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ვითარცა თავსმდებსა ჴსნისა ჩუენისასა“. „აწ და“ - „ჵ, ყოვლადწმიდაო, მოწყალეო, ქრისტეანეთა შემწეო, ვერ შემძლებელ არს ღირსად გალო ბად ენა ჲ კაცობრივი და ანგელოზთაცა, რამეთუ შენ ხარ ყოვლისა დაბადებულისა უპატიოსნესი და ყოვლისა ქუეყანისა ჲთა უდიდებულესი, არამედ, ჵ, დედოფალო, მიითუალე მოწყალებითა შეწირული ესე ჩუენ მიერი ვედრება ჲ და გჳჴსენ ჩუენ მარადის, რამეთუ სასოებაჲ ჩუენი შენ ზედა დაგჳძს“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – „განმანათლებელი“ მოციქულისა: „ვითარცა ქალწული...“ „დიდება“ მისივე: „ძე ქუხილისა...“ ,,აწ და“ ხატისა: „ყოვლად პატიოსანი ხატი შენი მიიღო რა ჲ გაბრიელ წიაღთა შინა თჳსთა, გიღაღადებდა შენ, დედოფალო, ჵ, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტ ჱსო, მფარველ ექმენ სავანესა შენსა, სიხარულად ყოველთა ქრისტეანეთა და თავსმდებ საუკუნოჲსა ცხორებისა“. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა” ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - მოციქულისა - 3 მუხლი. - ხატისა - 3 მუხლი: - „ჵ, გამოუთქუმელსა სახიერებასა, ჵ, დიდებულსა გამოჩინებასა ღმრთისა დედისა ხატისასა, რომელი ბრწყინავს საკ ჳრველებათა მიერ და განანათლებს მადლითა სარწმუნოებით მილტოლვილთა, რომელნიცა სიხარულითა შევიწყნარებთ რა ჲ წმიდასა ღმრთივყრმაასა, ჯერ- არს გალობით ვმადლობდეთ და პატივს ვსცემდეთ მას“. - „ჵ, შენსა, დედოფალო, ჩუენთჳს განგებულებასა, რამეთუ მოგჳვლენ ჩუენ საკჳრველსა ხატსა შენსა და მოწყალებითა მოგუმადლებ მცველსა მიურულებელსა და ნუგეშსა ცხორებისა ჩუენისასა, ამისთ ჳსცა მცნობნი შენისა პატიოსნისა სა კჳრველებისანი, შენ გალობათა მიერ გადიდებთ“. - „ჵ, ყოვლადდიდებული საკ ჳრველი, ვითარ ცეცხლმტ ჳრთველი ხატი, ღელვათა მიერ ზღჳსაჲთა, ვითარცა ეტლსა ზედა მიმოვალს და ბრწყინვალეთა შარავანდედთა მიერ განანათლებს გონებასა კაცთასა, ხოლო ჩუენ პატივისმცემელნი დღესასწაულისა მისისანი, გალობითა ღმრთისმშობლისა მიმართა აღვავლენთ დიდებასა“. „დიდება“ მოციქულისა: „ღმრთისმეტყველო იოანე...“ „აწ და“ ხატისა: „აღმასრულებელი ბრძანებათა შენთა ჲ, ღმრთისა დედაო, ღირსი გაბრიილ ფერხითა დაულტოლველითა ვიდოდა წყალსა ზედა ზღ ჳსათა და მიიქუა რა ჲ წმიდაჲ ხატი შენი, განაწყო გუნდნი და დღესასწაული მმარხუელთა თანა ათონისა ჲთა განაწესა, რომლითა ჩუენცა განკ ჳრვებულნი ვუღაღადებთ პირველ მიზეზსა: დიდება ჲ შენდა, მოქმედო საკჳრველებისაო, მხოლოო მეუფეო და ღმერთო ჩუენო, მეოხებითა ღმრთისმშობელისა ჲთა დაიცევ ერი ჩუენი, რომელი გამოირჩიე და ძლევა ჲ მტერთა ზედა მიჰმადლე მას, ვითარცა ყოვლად ძლიერმან“. – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო ქრისტეს...“ (ჴმა II). „დიდება“ „აწ და“ ხატისა: „წმიდისაგან ხატისა შენისა...“ (ჴმა I). ჟამებზე: – ტროპარები: მოციქულისა და ხატისა. – კონდაკი: მოციქულისა და ხატისა (მონაცვლეობით). წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - მოციქულის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით). - ხატის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი ,,დიდება“ ,,აწ და“- თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - მოციქულისა; - ხატისა. კონდაკები: - მოციქულისა; „დიდება“ - ხატისა; „აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - მოციქულისა; - ხატისა. კონდაკები: „დიდება“ - მოციქულისა; „აწ და“ - ხატისა. წარდგომა, ალილუია და განიცადე - მოციქულისა და ხატისა. სამოციქულო და სახარება - მოციქულისა და ხატისა. წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“. მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“. წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“. ალილუია (ჴმა I ): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“. მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვათა შინა წმიდათასა“. ალილუია (ჴმა II): „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“. განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“. განიცადე: „სასმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |