საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
კვირა, 18 ოქტომბერი 2026
ძველი სტილით: 5 ოქტომბერი
სულთმოფენობიდან მე-20 კვირახმა 3
ხსენება
ღირსისა მამისა ჩვენისა გრიგოლ ხანძთელისა (861); კლარჯეთის უდაბნოთა ღირსთა მამათა და დედათა, რომელთა შორის უნდა ვიგულისხმოთ: კათოლიკოსნი - ნერსე, იშხნის პირველად აღმშენებელი და ნეტარი ილარიონი; მღვდელმთავარნი - ზაქარია, მაკარი და ეზრა ანჩელნი, საბა იშხნელი, სტეფანე მტბევარი; ღირსი მამა იოანე, ბაღდათს სარკინოზთაგან მოკლული; ღირსნი მამანი - თეოდორე (ნეძვის მაშენებელი), ქრისტეფორე (კვირიკეთის მაშენებელი), ამონა, პეტრე, სამოელი, ანდრია, ამბა გიორგი, მაკარი (ოპიზელნი), შიო საკვირველთმოქმედი; გიორგი, მიქაელი, პავლე, ბასილი (ზარზმელნი); ხვედიოსი, ეპიფანე, მატოი, ზენონი, არსენი, იოვანე, ბასილი, დიმიტრიოსი, არსენი, მაკარი; თეოდორე, გაბრიელი, გიორგი მერჩულე (ხანძთელნი), მიქელ პარეხელი და მოწაფენი მისნი - ბასილი და მარკელაოსი; დავითი, იაკობი (მიძნაძორელნი), გრიგოლი, სოფრონი (შატბერდელნი); ზაქარია (ბარეთელთის მაშენებელი), ილარიონ პარეხელი, ილარიონი (უბის მამასახლისი); ღირსნი დედანი - ფებრონია, თემესტია, ანასტასია; ღირსი ანატოლე (ანტონიოს) დაყუდებული (IX). მოწამისა ხარიტინასი (304); მღვდელმოწამისა დიონისესი, ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა (264-265); მოწამისა მამელხვა სპარსელისა (დაახ. 344); წმ. პეტრესი, ალექსისა, იონასი, ფილიპესი და ერმოგენისა - მოსკოველ საკვირველთმოქმედთა. უბისობა.
საკითხავები
ცისკ. – სახ. IX, ინ. 65 დას. XX, 19-31.
ლიტ. – გალ. 200 დას. I, 11-19. ლკ. 26 დას. VI, 31-36.
ღირ. – გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. ლკ. 24 დას. VI, 17-23.
ტიპიკონი
კვირის ღამისთევის მსახურება „ღამისთევის“ (V რანგი) მსახურებასთან შეერთებული.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 3; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – მცირე მწუხრიდიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
მსახურების მიმდევრობა
2026 წელი 5 ოქტომბერისულთმოფენობიდან მე-20 კვირა18 ოქტომბერი ძველი სტილითხმა IIIახალი სტილით ხსენება: ღირ. მამისა ჩვენისა გრიგოლ ხანძთელისა (861); კლარჯეთის უდაბნოთა ღირსთა მამათა და დედათა, რომელთა შორის უნდა ვიგულისხმოთ: კათოლიკოსნი - ნერსე, იშხნის პირველად აღმშენებელი და ნეტარი ილარიონი; მღვდელმთავარნი - ზაქარია, მაკარი და ეზრა ანჩელნი, საბა იშხნელი, სტეფანე მტბევარი; ღირსი მამა იოანე, ბაღდათს სარკინოზთაგან მოკლული; ღირსნი მამანი - თეოდორე (ნეძვის მაშენებელი), ქრისტეფორე (კვირიკეთის მაშენებელი), ამონა, პეტრე, სამოელი, ანდრია, ამბა გიორგი, მაკარი (ოპიზელნი), შიო საკვირველთმოქმედი; გიორგი, მიქაელი, პავლე, ბასილი (ზარზმელნი); ხვედიოსი, ეპიფანე, მატოი, ზენონი, არსენი, იოვანე, ბასილი, დიმიტრიოსი, არსენი, მაკარი; თეოდორე, გაბრიელი, გიორგი მერჩულე (ხანძთელნი), მიქელ პარეხელი და მოწაფენი მისნი - ბასილი და მარკელაოსი; დავითი, იაკობი (მიძნაძორელნი), გრიგოლი, სოფრონი (შატბერდელნი); ზაქარია (ბარეთელთის მაშენებელი), ილარიონ პარეხელი, ილარიონი (უბის მამასახლისი); ღირსნი დედანი - ფებრონია, თემესტია, ანასტასია; ღირსი ანატოლე (ანტონიოს) დაყუდებული (IX). მოწ. ხარიტინასი (304); მღვდელმოწ. დიონისესი, ალექსანდრიელი ეპ. (264-265); მოწ. მამელხვა სპარსელისა (დაახ. 344); წმ. პეტრესი, ალექსისა, იონასი, ფილიპესი და ერმოგენისა - მოსკოველ საკვირველთმოქმედთა. უბისობა. ცისკ. - სახ. IX, ინ. 65 დას. XX, 19-31. ლიტ. - გალ. 200 დას. I, 11-19. ლკ. 26 დას. VI, 31-36. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი. ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი განგების მიხედვით და საზიარო თვენიდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება „ღამისთევის“ (V რანგი) მსახურებასთან შეერთებული. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - დიდი მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება III ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: - აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა III). - აღმოსავლური - 1 მუხლი. - ღირსისა - 6 მუხლი (ჴმა V). ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო გრიგოლ, ანგელოზთა თანამზრახუელო და თანამყოფო და თანაზიარო წინაჲსწარმეტყუელთა, წმიდათა მოციქულთა და მოწამეთა და თანამკჳდრო ნათელსა წარუალსა, რომელი ჰნათობ ბრწყინვალებითა საღმრთოჲთა, რამეთუ წინაშე მისსა ჰსდგა განბრწყინვებული მადლითა კადნიერად და ყოვლადვე ხედავ მისსა მას დიდებასა და მარადის იშუებ მისთა მით სიკეთითა, ქრისტესა ევედრე, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ. ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო გრიგოლ, ვარსკულავო უდაბნოჲსაო, ბრწყინვალებაო საღმრთოჲსა სიყუარულისაო და განმანათლებელო მონაზონთაო, სუეტო შეურყეველო მოთმინებისაო, სიმტკიცეო და ძელო ეკლესიისაო, ლამპარო ყოვლადბრწყინვალეო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო, სათნოებათა საუნჯეო, რომელმან ქალაქ-ჰქმენ უქმი უდაბნოჲ და ვითარცა სამოთხჱ ესე გამოაჩინე, ქრისტესა ევედრე, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ. ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო გრიგოლ, სიქადულო მონაზონთაო და სიმტკიცეო მართლისა სარწმუნოებისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო, მოდასეო ანგელოზთაო, ქუეყანით ზეცად ამაღლებულო მონაზონთა წინამძღუარობითა, სასუფეველსა დამკჳდრებელო, ანგელოზებრივ გალობითა ზეცისა მოქალაქეო, წმიდათა თანა გჳრგჳნოსნებითა ნათელსა შინა ღმრთისა ხედვითა განჰბრწყინვებულო და წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო ყოველთა პატივისმცემელთა შენთაო, ქრისტესა ევედრე, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ. ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო გრიგოლ, ანგელოზთა თანა შეერთებულო ტაძარო საიდუმლოთაო, უფსკრულო გულისჴმისყოფისაო, მხილველო გამოუთქმელთაო, მამაო მამათაო, თავო მონაზონთაო და წინამძღუარო განშორებულთაო, რომელი წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა იხარებ მრავლითა ბრწყინვალებითა განათლებული და შემწე ხარ მვედრებელთა შენთათჳს, ქრისტესა ევედრე, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ. სხუაჲ დასდებელი ჴმაჲ 2 ვითარიმე ქებისა გჳრგჳნი შეუთხზნათ ქრისტეს ეკლესიისა სიმტკიცესა და ყოველთა განმაბრწყინვებელსა სწავლითა, ჴელმწიფეთა თვალუხუავად მამხილებელსა და ყოველთა შუამდგომელსა და შემწესა, ყოველთა ჭირვეულთა ნუგეშინისმცემელსა და ყოველთა განსაცდელსა შინა მყოფთა შესავედრებელსა, კეთილმსახურებისა სუეტსა, მორწმუნეთა წინამბრძოლსა, ყოვლადქებულსა გრიგოლს, რომლისა მიერ აღძრვანი მტერთანი ქრისტემან დაამხუნა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ. ვითარითა ქებისა საგალობელითა უგალობდეთ მსგავსად ღმრთივბრწყინვალისა ვარსკულავისა უდაბნოსა შინა დამკჳდრებითა განბრწყინვებულსა, და ნერგსა სამოთხისასა, ნაყოფისა კეთილისა გამომღებელსა, დიდსა შემწესა და მოძღუარსა, ყოველთა უკეთურთა და უდებთა მარცხუენელსა, რომლისათჳსცა აღძრვანი მათნი ქრისტემან დაამხუნა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ. „დიდება“ ღირსისა გრიგოლისა: აწ გასცხრებოდეთ დღესასწაულის მოყუარენო, და ქებითა გალობისაჲთა უგალობდეთ და შევასხმიდეთ, მღდელთა სიქადულსა და ხანძთისა დიდებასა, წყაროსა საკჳრველებათასა და მორწმუნეთა დიდსა მეოხსა და შუამდგომელსა: გიხაროდენ, კლარჯეთისა სავანეთა მცველო მიურულებელო და უქმთა უდაბნოთა ქალაქმყოფელო, გიხაროდენ, სასანთლეო ყოვლადბრწყინვალეო, რომელმან კიდენი სოფლისანი საკჳრველებითა განანათლენ, გიხაროდენ ჭირვეულთა საღმრთოო სიხარულო და განსაცდელთა შინა მყოფთა მჴურვალეო შუამდგომელო, ღირსო და საკჳრველთმოქმედო მამაო გრიგოლ, დაუცხრომელად ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულით პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლადსანატრელსა ჴსენებასა შენსა (ჴმა VI). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ვინ არა განკვირდეს...“ (ჴმა – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა დღისა. – 3 საწინასწარმეტყველო (იძიე საზიარო თვენში, წინასწარმეტყველის განგებაში). – „ლიტიასა“ ზედა დასდებელი ტაძრისა და ღირსისა გრიგოლისა: ქუეყანასა ზედა ანგელოზო და ცათა შინა კაცო ღმრთისაო, სოფლისა კეთილად განმამშვენებელო და სიტკბოებითა სახიერო, მამაო გრიგოლ, გაქებთ შენ, რომელი დაენერგე სახლსა შინა ღმრთისასა და აღყუავდი სიმართლითა, და ვითარცა უდაბნოსა ზედა ნაძვი, ესრჱთ განამრავლე სამწყსოჲ ქრისტჱსი, ღირსად და სამართლად სიტყჳერნი ცხოვარნი და მნათობ სოფლისა იქმენ ჭეშმარიტებით. სამღუდელოჲთა სამოსელითა შემკობილმან ღმრთივმშუენიერად ჰქადაგე შენ სახარებაჲ სასუფეველისაჲ და გალობანი საეკლესიონი აღმოსთქუენ და ეკლესიაჲ განამდიდრენ მოძღურებითა საღმრთოჲთა, რომლითა აწ განათლებულნი გადიდებთ კაცსა ზეცისასა და ქუეყანისა ანგელოზსა, სოფლისა სამკაულსა და მოღუაწეთა თუალსა, რომელმან განამრავლენ სამწყსოჲ ქრისტჱსი და სიმართლითა და სიწმიდით წინამძღუარ ექმენ მოღუაწეთა, და მეოხ-ხარ ღმრთისა მიმართ სულთა ჩუენთათვის. ,,დიდება“: კეთილ-მონაო სახიერო და სარწმუნოო, კეთილო მუშაკო ქრისტჱს ვენახისაო, შენ სიმჴნითა და აჴოვნად სიმძიმე დღისაჲ იტჳრთე და მოცემული ტალანტი აღაორძინე, რომლისათჳსცა განგეჴუნეს შენ ბჭენი ზეცისანი და შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისა სახიერისასა, ხოლო აწ მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად, რაჲთა ჩუენცა აღძრულნი საღმრთოჲთა სურვილითა, დაუდუმებელად გნატრიდეთ (ჴმა VII). „აწ და“ მისივე: გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო, გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა, წმიდაო ღმრთისა საყოფელო, გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა ზესთა ღმერთთასა მიდგომილო, გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო, გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა). „დიდება“ ღირსისა: სიმრავლჱ მონაზონთა წინამძღურად აღგიარებს, ღმერთშემოსილო მამაო გრიგოლ, რამეთუ აღივსებიან საღმრთოჲთა მით მადლთა, რომელ დაუტევე, და იშუებენ საჴსენებელსა შენსა, თანამოსაგრეო წმიდათა მამათაო, მათ თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა შეიწყალნეს მან სულნი ჩუენნი ოხითა შენითა. „აწ და“- ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ (მიმდინარე ხმისა): ,,უთესლოდ მუცლად-იღე...“ (ჴმა III). შენიშვნა: სამწუხაროდ ღირსის არც „სტიქარონსა“-ზედა დასდებლებს, არც „დიდების“ მუხლს ხმა არ აქვს მითითებული. – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: - „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 2-გზის. ტროპარი ღირსისა გრიგოლისა: აღმობრწყინდი ვითარ მთიები ზეცისა სამყაროსა და შეჭურვილმან მადლითა სულისა წმიდისაჲთა განაბრწყინვენ სამწყსოჲ შენი ღმრთისმეცნიერებითა, ღირსო მამაო, და მიიწიე რაჲ სანახებსა მას კლარჯეთისასა, აღმართენ უდაბნოსა შინა მონასტერნი დიდშუენიერნი სადიდებელად ღმრთისა და საცხონებელად სულთა მრავალთა, მოძღუარო და განმანათლებელო ივერთა ერისაო, ნეტარო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ წინაშე ქრისტჱს მეუფისა და გჳთხოვე წყალობაჲ (ჴმა IV) – 1-გზის. პურის კურთხევა. დიდი ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება III ხმაზე). ტროპარი აღდგომისა: ,,იხარებდინ ცანი...“ - 2-გზის (ჴმა III). „დიდება“ ტროპარი ღირსისა გრიგოლისა: აღმობრწყინდი ვითარ მთიები...“ (ჴმა IV). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-2 და მე-3. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ ,,აწ და“ - მისივე. შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“ -ზე ითქმის ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა. ა ჩასართავები: - შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა : „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“. - შემდგომად II სტიქოლოგიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“. – „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). – ,,გადიდებსა“ ღირსი მამისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით დავითნიდან). – აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ. – იპაკო (ჴმა III). – წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ ღირსისა გრიგოლისა: „ ცხორებაჲ კეთილმსახურებით ქუეყანასა ზედა აღასრულე, და გამოშჩნდი კანონად მონაზონთა და ბრწყინვალე მნათობად ყოვლისა სოფლისა, ღმერთშემოსილო მამაო, და განანათლებ შენდამი მსწრაფლ მოლტოლვილთა, წმიდაო გრიგოლ, აწცა გამოაბრწყინვე გულსა ჩუენსა ნათელი ჭეშმარიტი და მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად (წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა); „ნათლითა ჰბრწყინავ შენ მიუახლებელითა, და ვითარცა ვარსკულავი გამობრწყინდი უდაბნოსა შინა კლარჯეთისასა და განამრავლენ სამწყსოჲ ქრისტჱსი, ღირსო მამაო, ხოლო ჴსენებისა შენისა აღმასრულე- ბელთა ჴსნაჲ გჳთხოვე შეცოდებათა, ვითარცა წინაშე ღმრთისა მდგომარემან“ (წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა); „დიდება“: სიჩჩოჲთგან განწმედილ-იქმენ შენ, მარადის ჴსენებულო ღირსო მამაო, ვითარცა ჭეშმარიტად განათლებული, და ქუეყანასა ზედა, ვითარცა ანგელოზი იქცეოდი, რამეთუ ჴორცნი მოაკუდინე მოღუაწებითა და საღმრთოჲთა შურითა შენითა სამებისა წმიდისა სათნოდ გამოშჩნდი, რომლისათჳსცა გუნდსა მონაზონთასა შეერთე და საწუთოთა შუებათაგან სიმაღლედ აღიყუანენ ერნი მორწმუნეთანი, ღმერთშემოსილო გრიგოლ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივის-მცემელთა ჴსენებისა შენისასა (წარდგომა შემდგომად სადიდებელისა); „აწ და“: თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ განზრქებოდის, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე (მისივე). – ანტიფონები (ჴმა III). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას “ (ჴმა III). მუხლი: ,,უგალობით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქვეყანა“ – საცისკრო სახარება: სახ. IX, ინ. 65 დას. XX, 19-31. – „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,აღჰსდგა რა იესო საფლავით...“ – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით). II კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონისა). III კანონი ღირსისა გრიგოლისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე). – კატავასია - ,,აღაღე პირი ჩემი“. – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. კანონი ღირსისა, ჴმაჲ 1 გალობა 1, უგალობდითსა ძლისპირი: სასწაულითა იჴსნა ერი უფალმან და ზღუაჲ მღელვარჱ სიტყჳთ განაჴმო პირველ, და დღეს უხრწნელად იშუა ქალწულისაგან და წარმიძღუა ჩუენ ზეცად ბუნებით სწორი მამისა თანა, რომელსა უგალობდეთ. აღაჴვენ თუალნი სულისა ჩუენისანი განცდად ბრწყინვალებასა მადლთა შენთასა, ღირსო მამაო, ხოლო ორღანოჲ ენისაჲ აღძარ დიდებად შენდა, რაჲთა ჯეროვნად გიგალობდე შენ, გრიგოლ, სიქადულო მამათაო. ხატებაჲ საღმრთოჲ სიჩჩოჲთგან დაიმარხე ტრფიალებითა ჩუენთვის ჩჩვილ-ქმნულისაჲთა, იწყლა რაჲ გული შენი, ღმერთშემოსილო მამაო, და ჰასაკისა თანა აღმაღლდებოდე ძალითი ძალად სულისა სრულებითა. აღძრვაჲ ვნებათაჲ სიყრმითგანვე დასთრგუნე ფერჴთა მათ ქუეშე სულისათა, ნეტარო მამაო, და სიტკბოებაჲ საცნობელთა მლიქნელი, ყოვლად არა დაგიტკბა მოლოდებითა წარუალთა მათ ტკბილთა საშუებელთაჲთა, წმიდაო გრიგოლ. „დიდება“: დასაბამი სიბრძნისაჲ მოიგე, დასაბამსავე სიყრმისა შენისასა, ღირსო მამაო, და შიშსა უფლისასა შემსჭვალენ შენ ჴორცნი, წმიდაო გრიგოლ, და მიერ აღიწიე სიყუარულსა მას უშიშსა წმიდათასა და მადლითა ღმრთისაჲთა განჰბრწყინდი. „აწ და“: სული ჩემი დაცემული მრავალთა სალმობათაგან, ჵ, ღმრთისმშობელო ყოვლადდიდებულო, განჰკურნე, რაჲთა მადლობისა ჴმითა წადიერებით გადიდებდე შენ, მარადის. გალობა 3, განძლიერდასა ძლისპირი: ღმერთო, მოხედენ მონათა გალობასა და დაამდაბლე სიმაღლჱ მაცთურისაჲ და ზესთა აღამაღლე დღეს ეკლესიაჲ, და შეუშფოთებელად დაამტკიცენი მოსავნი შენნი მართლმადიდებლობასა. უსხეულოთა გუნდსა თანა აღმაღლდი, რაჟამს შრომათა ღუაწლი ეტლ-უყავ სულსა და აღიწიე საქმითა ხედვათა მიმართ მაღალთა, სანატრელო მამაო, და უხილავთა ხილვად ღირს იქმენ, წმიდაო გრიგოლ. ქნარად სულისა ცჴოველისა გამოშჩნდი, მორთულ ძალთაგან სულისათა, ღირსო მამაო, და გამოჰბრწყინდი ვარსკულავად უდაბნოჲსა და სიტყუათა საუნჯჱ, ვითარცა ოქროჲ დააუნჯე შენ ღმრთისა ეკლესიასა, ნეტარო გრიგოლ. მარხვითა ჴორცნი შეზღუდენ, სანატრელო, და ვნებათა აღძრვანი მოაკუდინენ ლოცვითა და მღვიძარებითა, რომლისათჳსცა სულისა წმიდისა ძალმან დაიმკჳდრა შენ თანა და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა. „დიდება“: რტო ნაყოფიერი იქმენ შენ, ღმერთშემოსილო, აღმოცენებულ ძირთაგან ღმრთისმსახურთა, და- რაჲ-ენერგე თანა წარსადინელსა საღმრთოთა წერილთასა, და გამოიღე ნაყოფად ტკბილად გულის-ჴმის- ყოფაჲ მათი. „აწ და“: წინაჲსწარ გიხილა შენ, ბჭედ ნათლისად ეზეკიელ, რომელი განვლო მეუფემან, ვითარცა უწყის, ქალწულო უხრწნელო, ამისთჳს გევედრები მე, განმიხუენ სინანულისა ბჭენი მიმყვანებელნი სასუფეველად. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი ღირსისა გრიგოლისა: უღელი იგი ქრისტჱსი მიიღე, ღმერთშემოსილო მამაო გრიგოლ, და მხართა შენთა ზედა იტჳრთე ჯუარი მისი, ვნებათა მისთა საღმრთოთა საწერტელად ყოვლადწმიდად ჴორცთა შინა შენთა მტჳრთველმან, რომლისათჳს საღმრთოჲსა დიდებისა მისისა ზიარად გამოშჩნდი, მომგებელი ჯილდოდ ღირსებისა მოსაგებელსა. - იკოსი: ძირთაგან კეთილთა აღმოსცენდა-რაჲ ნაყოფი შუენიერი, სიჩოჲთგანვე ღმერთშემოსილი მადლითა აღიზარდა, უფროჲს ვიდრეღა სძითა, და დაუმორჩილნა ჴორცნი მოკუდავნი სულსა უკუდავსა და იღუაწა ვიდრე სიკუდილადმდე, და გან-რაჲ-ვიდა სოფლით, დიდებით მამათა კრებულსა თანა აღირაცხა და მეოხ-არს ჩუენთჳს, რომელნი ვადიდებთ საჴსენებელსა მისსა ყოვლადგანათლებულსა. წარდგომა ღირსისა გრიგოლისა : განაბრწყინვე ჟამი შენნი, სანატრელო, უდაბნოსა შინა ძლიერად მოღუაწებითა, რომლითა მიეახლე ბრწყინვალებასა საღმრთოსა, მამაო გრიგოლ, და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთა ურიცხვთაჲ ქრისტჱს მიერ გჳთხოვე მედღესასწაულეთა ჴსენებისა შენისათა. ,,დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა: „იხილე წიაღთა...“ (საზიარო თვენი, III გალობის შემდგომი წარდგომის „აწ და“). გალობა 4, უფალო მესმასა ძლისპირი: პირველ აუწყა წინაჲსწარმეტყუელებით ცხორებაჲ კაცთა ამბაკუმ და იტყოდა: რისხვასა შინა მოვიჴსენი წყალობაჲ, ჩრდილოჲთ მაღნართათ მო-რაჲ-ხუედ შენ, მაცხოარ, ერისა ამის სიტყუაჲ დამბადებელი. არა დაჰფარნა ღმერთმა შრომანი შენნი, არამედ ნიშთა და სასწაულთა მიერ განჰსთქუა ბრწყინვალებაჲ მოღუაწებათა შენთაჲ, და ყოველთა შორის საწადელ-ყო სიტყუაჲ და ხილვაჲ შენი, ღმრთივსანატრელო. იწურთიდ სიყრმითგან წიგნთა ღმრთივსულიერთა და აღიწიე თავსა სრულებათასა, რაჟამს გონებაჲ წმიდა- ყავ ვნებათაგან და სიწმიდითა სულისა შენისაჲთა ექმენ სავანე სულსა ყოვლად წმიდასა. იქმენ, ნეტარო, მიმსგავსებული ღმრთისა, მამაჲ ობოლთა და საზრდელი მშიერთა, სამოსელი შიშველთა და უღონოთა, და მკურნალ სენთა სნეულებისა, მამაო გრიგოლ. „დიდება“: ლამპრად ბრწყინვალედ მყოფთათჳს სოფლისათა გამოგაბრწყინვა ნათელმან მამისამან, და ელვარებაჲ სათნოებათა შენთაჲ მიჰფინე ცისკიდეთა, ვითარცა მისისა შარავანდედი, ღირსო მამაო. „აწ და“: ქალწულმან ჰშევ და დედობრივ არა განიხრწენ, არამედ დედა იქმენ, და ქალწულადვე ჰგიე, რომლისათჳსცა გიგალობთ, გიხაროდენ, ღმრთისმშობელო. გალობა 5, ღამითგანსა ძლისპირი: საცთურთა ბნელთა ღამისათა შენდობად მოხვედი შენ, ქრისტე, ამსთობილნი შევსწირავთ შენდა გალობასა, ვითარცა ღირს-ხარ, რაჲთა წარმიძღუენ გზასა მშჳდობისასა, შესულად სასუფეველსა, რომელ აღმითქუ ჩუენ. ვითარცა ვარსკულავი გამოჰბრწყინდი უდაბნოსა შინა და რომელნი სარწმუნოებით მოივლტიან შენდა მსწრაფლ შეეწევი მათ, ამისთჳსცა გნატრით შენ, და ვითარცა მჴურვალესა შუამდგომელსა გალობით გადიდებთ. ქველისმოქმედმან, ყოველთა მწყალობელმან, მოგცა სიმდიდრედ ნათესავსა შენსა, ხოლო პირსა შენსა მოსცა სული ცხჴოველი, მსგავსად წმიდათა მოწაფეთა თჳსთა და გყო შენ მეათცამეტედ მოციქულად. წყაროჲ სულისა წმიდისაჲ გულსა შინა შენსა მოიგე, საიდუმლო სიბრძნისა და მადლისა სიმდიდრითა აღვსებულმან, ჵ, სამგზის სანატრელო მამაო, პატივისმცემელნი შენნი იჴსენ განსაცდელთაგან. „დიდება“: ეტრფიალე შენ სიბრძნესა, უდაბნოსმოყუარეო, და შეიყუარე იგი უფროჲს ყოვლისა, რომლისათჳსცა განისუენა შენ თანა, და ბაგეთა შენთა მიერ წყაროჲ მადლისაჲ აღმოაცენა თაფლისა უტკბილესი. „აწ და“: წმიდა-ყო ღმერთმა საშოჲ შენი ყოვლადწმიდაჲ, სძალო, სიწმიდით რაჲ დაემკჳდრა მას შინა, და ჯუარსა ზედა ამაღლებულმან დაბადებულნი აღამაღლნა მისთანა. გალობა 6, ღაღადყავსა ძლისპირი: შთახდა იონა სიღრმესა მას ზღჳსასა და ღაღადებდა ღმრთისა მიმართ ვედრებით: აღმომიყვანე დანთქმისაგან, უფალო, ხოლო მე, ქრისტე, შენდა მიმართ ვღაღადებ: უგულებელს-ჰყავ ბრალთა ჩემთა სიმრავლჱ. ოდეს ბოროტი მტერი ეკლესიისაჲ მოკულასა შენსა ჴადოდა და ხანძთისა იავარ-ყოფასა, ცეცხლმან შურისა უფლისამან აღაგზნა გონებაჲ შენი, ღმერთშემოსილო, და ლოცვითა შენითა უტყვ-ყავ პირი მისი მგმობარი ღმრთისაჲ, და სრულიად წარსწყმიდე. დიდო მეუდაბნოეო, კლარჯეთისა დიდებულთა უდაბნოთაო, აწცა ნუ დაიდუმებ მოღუაწებასა ჩუენთჳს ქრისტჱს მიმართ, რამეთუ ყოვლადვე ძალგიძს შეწევნაჲ ყოველთაჲ, რომელნი ლოცვათა შენთა ესუენ და მეოხებასა შენსა მოივლტიან. სიწმიდისა გჳრგჳნითა, ვითარცა ღუაწლისა მძლჱ, გჳრგჳნოსან-გყო ქრისტემან მეუფემან, სანატრელო მამაო გრიგოლ, და წმიდა თავი შენი სამკაულითა თვალთშეუდგამითა განაშუენა. „დიდება“: ვნებათა დაფარულისა და ცხადთა მჴდომისა ძლიერად მბრძოლო, გრიგოლ სანატრელო, კადნიერებაჲ გაქუს ღმრთისა მიმართ, ითხოვე შეწევნაჲ, რაჲთა განვერნეთ მტერსა სულთა ჩუენთასა. „აწ და“: ახლად ყრმად გჳშევ ჩჳენ უწინარესი საუკუნეთა უჟამოდ, მამისა თანა მოსაყდრე, ღმრთისმშობელო, რომელმან ჯუარისა მიერ ცოდჳთა დაძუელებული კაცნი განაახლნა და ღმრთეებასა იზიარნა. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა III). გალობა 7, კურთხეულარსა ძლისპირი: სიყუარულითა ყოველთა მჴსნელისაჲთა არად შეჰრაცხეს ყრმათა რისხვაჲ მძლავრისა ღმრთის მოძულისაჲ, და ცეცხლსა შეთხეულნი არა შეიწუნეს და ესრჱთ ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ. დღესასწაულობს ერი შენი, ნეტარო, ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ: მოგუხედენ, ჵ, მამაო სანატრელო, ზეცით-გარდამო და გჳჴსნენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმე-ლად, რომელთა ესე გუასწავე გალობაჲ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ. შეურაცხ-ყავ ყოველივე ამაოებაჲ სოფლისაჲ, ღირსად დიდებულო, და ვითარცა თიხაჲ დასთრგუნე ცუდი დიდებაჲ, და სიგლახაკისა მიერ სიმდიდრჱ დაულევნელი სასუფეველისაჲ ჰპოვე ზეცათა შინა, მარადის მგალობელმან: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ. გიხაროდენ, ღმრთისმეტყუელებისა წმიდისა წყაროო, და სიბრძნისმოყუარებისა აღმომდინარეო ფიალო, ყოვლადბრძენო, დიდო მთიებო ყოვლისა სოფლისაო, რომელმან ასწავე ყოველთა გალობაჲ ესრეთ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ. „დიდება“: ეშმაკთა გუნდნი აღსჭრენ, ღმერთშემოსილო, ვითარცა ახოვანმან მჴედარმან მაცხოვრისამან შრომათა მაჴჳლითა, და დასწუენ ცეცხლებრ ბანაკნი მათნი საჴუმილითა ლოცუათა შენთაჲთა: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ. „აწ და“: მადლსა ლოცვისა შენისასა, წმიდაო, ვიქადებთ პირითა და სულითა, დიდებულო, რამეთუ შენ მიერ განსაცდელთაგან და ღელვათა, და მძიმეთა ურვათა, და ცოდვისა ვნებათაგან ვიჴსნებით ყოველნი. გალობა 8, აკურთხევდითსა ძლისპირი: ყრმანი ბაბილონს შეუწველნი პირველად სახე გექმნეს შენ, ქალწულო დიდებულო, რაჟამს შენგან იშუა ცეცხლი ღმრთეებისაჲ და დაგიცვა შენ უვნებელად, უბიწოდ, ყოველი ერი მარადის გაკურთხევს შენ. ჩვეულებისა თჳსისაებრ აღეგზნა ეშმაკი წყობად შენდა, ღმერთშემოსილო, რამეთუ ეპოვა მას ჭურჭელი სიცრუისაჲ, ვითარცა პირველ იუდა მიმცემელი, და განეწონა მასვე მაჴჳლი თჳსი. იხილა ყოვლად საწყალობელმან, განჩემებულმან ეშმაკისა სადგურმან სუეტი ნათლისაჲ და ჯუარი თუალთშეუდგამი გარემოს შენსა, ღირსო მამაო, შეძრწუნდა ფრიად და დახსნდეს ძარღვუნი მკლავთა მისთანი. შეიწყალე, წმიდაო, განწირული მკულელი შენი და მიემსგავე ქრისტესა, განკურნე-რაჲ ტირილით შევრდომილი შენდა და განუტევე მშჳდობით, რამეთუ შენ ხარ შემწე მონანულთა, რომელნი აკურთხევენ ქრისტესა და ამაღლებენ მას უკუნისამდე. ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა. შემოკრბა-რაჲ გუნდი წმიდათა მამათაჲ მიცუალებასა შენსა, სანატრელო, სიხარულითა აღივსე ხილვითა მათითა, და აკურთხე ყოველი, და სარწმუნოდ და ცხადად ასწავე გალობაჲ ესრჱთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე. „აწ და“: იჴსენ კაცობრივი ბუნებაჲ წყევისაგან შობითა შენითა, ქალწულო უბიწოო, რამეთუ შევ მხოლო კურთხეული, მაკურთხეველი ჩუენი, აღმავსებელი მადლითა ცათა და ქუეყანისა. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობა 9, ადიდებდითსა ძლისპირი: ჯერ-არს დუმილი, ვინაჲთგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად შენდა დღეს, ღმრთისმშობელო, ხოლო არავე დავდუმნეთ შიშისათჳს, არამედ მსგავსად უძლურებისა ჩუენისა, შევსწიროთ შესჴმაჲ, რომლითა გადიდოთ შენ. ზეციურ ძალთაგან გესმა ჴმაჲ სანატრელი, მსახურო ღმრთისა მაღლისაო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და კაცსა ზეცისასა გიწოდდა მეუფჱ ცათაჲ ქრისტჱ, და მიხუედ სიხარულით და უფლისა თანა იხარებ საუკუნოდ. პატიოსანთა საკმეველთა კეთილ-სულნელებამან აღავსო საყუდელი შენი, ღირსო მამაო, და მხიარულებით ანგელოზთა კრებულმან შეიწყნარა სული შენი უბიწოჲ, რომელთა შორის იშუებ, ღმერთშემოსილო. ვერ შემძლებელ-არს ენაჲ კაცობრივი მითხრობად ღუაწლთა შენთა, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, რამეთუ განვლე სოფელი ესე ღირსად, დიდებულო, და აწ შუებასა სამოთხისასა შეერთებული, ანგელოზთა თანა იხარებ, და ჰსუფევ ქრისტჱს თანა უკუნისამდე. „დიდება“: ითხოვე, ღირსო, ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართლმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაჲ. „აწ და“: იტჳრთავ უკვე მტჳრთველსა ყოველთასა წმიდათა მიერ ჴელთა შენთა, რომელსა ევედრე, წმიდაო, უცხოჲსაგან ბოროტის მოქმედებისა უვნებელად ცხორებად ჩუენდა. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – ,,წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით. – „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (IX). ,,დიდება“ – „განმანათლებელი“ ღირსისა გრიგოლისა: გამოსჩნდი შენ, ვითარცა სახჱ ბრწყინვალჱ და შეიწყნარე სული წმიდაჲ, ღირსო მამაო, რომლისა მიერ თუალნი სულისანი ხილვითა საღმრთოჲთა განაბრწყინვენ, და განათლებული ხედევდი რაჲ მომავალთა, ყოველსა ყოფადმდე იტყოდი უბიწოებითა საღმრთოჲთა, ხოლო აწ მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა, წმიდაო გრიგოლ. ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (IX). – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად: - აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა III). - ღირსისა გრიგოლისა - 4 მუხლი: ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო გრიგოლ, შენ უღელი ქრისტჱსი აღიღე ქედსა ზედა, და ახოვნებითა ზედა დასხმანი მტერთანი შეჰმუსრენ და უდაბნონი ქალაქად გამოაჩინენ, ამისთჳს გნატრით შენ და სარწმუნოებითა გიღაღადებთ: ჵ, მშუენიერო კლარჯეთისა დიდებაო, შენ ქრისტემან მკჳდრ-გყო უსხეულოთა თანა, მეოხ-გუეყავ ჩუენ. ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო გრიგოლ, სარწმუნოებით შემოკრებულნი ქართველნი, ვითარცა მოღუაწესა დიდსა პატივს-გცემთ შენ, და სარწმუნოებითა გიღაღადებთ: ჵ, წმიდასა ანტონს მიმსგავსებულო მეუდაბნოეო, რომელი სიხარულითა განხუედ უდაბნოდ უალად, და მჴეცთა-წილ დაამკჳდრენ კაცნი ანგელოზთა სწორნი, მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა, რაჲთა გუაცხოვნნეს ჩუენ. ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო გრიგოლ, გამოშჩნდი შენ კანონ მონაზონთა და სიქადულ მართლმადიდებელთა, დამატკბობელ და ბრწყინვალე მნათობ ყოვლისა სოფლისა და უძლურთა უგამოცდილეს და პატიოსან მკურნალ, რამეთუ არა შეშინდი შიშისაგან მაცთურისა მტერისა და მშვილდნი და ისარნი ეშმაკთანი შემუსრენ და მძჳნვარენი საფრჴენი მათნი მოაუძლურენ საღმრთოჲთა სწავლითა შენითა. ჵ, ნიჭთა შენთა მოცემულთა, ნეტარო, რომლისა მიერ ბოროტთა ეშმაკთა არცხვინე და განაბრწყინვენ დიდებაჲ ქრისტჱსი. დავბეროთ საყჳრსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა ყოვლადქებულისა მოძღურისა ჩუენისასა. შემოკრბით ჵ, მორწმუნენო ქართველნო და შესჴმითა სულიერითა შევამკობდეთ და ვაქებდეთ სანატრელსა მამასა ჩუენსა, ვითარცა სწავლისა მდინარეთა აღმომდენთა ჩუენდა და უგალობდეთ: უძლურნი - სენთა მკურნალსა, ხოლო ჭირვეულნი - მჴსნელსა, შეცოდებულნი - მჴურვალესა მეოხსა, მწუხარენი - განმაცხრობელსა და მავალნი - მოგზაურსა, მენავენი - მმართებელსა და ყოველნი ყოვლით კერძო, ყოველთავე სასოსა სარწმუნოებით ვადიდებდეთ და ვიტყოდეთ: მეოხ-გუეყავ, ღმერთშემოსილო გრიგოლ, რაჲთა ლოცვათა შენთა მიერითა თხოვითა შეგვჭურნეს ჩუენ უფალმან ღმერთმან ძალითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა და გუაცხოვნნეს ჩუენ. ჩასართავები: პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა. ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად. ,,დიდება“ გერი (ათერთმეტთაგანი) (IX). ,,აწ და“ - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. - ტროპარი კენტი ხმისა. ჟამებზე: – ტროპარები: აღდგომისა (ხმა III) და ღირსისა გრიგოლისა. – კონდაკები: აღდგომისა და ღირსისა გრიგოლისა მონაცვლეობით. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ 10 მუხლად: - მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი, - ღირსი გრიგოლის კანონის III გალობიდან – 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ღირსისა გრიგოლისა; კონდაკები: - „დიდება“ - ღირსისა გრიგოლისა; „აწ და“ - აღდგომისა. ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ტაძრისა; - ღირსისა გრიგოლისა; კონდაკები: - აღდგომისა. „დიდება“ – ღირსისა; „აწ და“ - ტაძრისა. გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ტაძრისა; - ღირსისა; კონდაკები: - აღდგომისა; - ტაძრისა; „დიდება“ - ღირსისა გრიგოლისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა და ალილუია – აღდგომისა (ხმისა) და ღირსისა გრიგოლისა. სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და ღირსისა გრიგოლისა. განიცადე – კვირისა და ღირსისა გრიგოლისა. წარდგომა (ჴმა III): „უგალობდეთ ღმერთსა ჩვენსა, უგალობდეთ, უგალობდეთ მეუფესა ჩვენსა, უგალობდეთ“. მუხლი: ,,ყოველთა წარმართთა აღიტყველენით ხელნი თქვენნი, ღაღადებდით ღვთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა“. წარდგომა (ჴმა VII): ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. ალილუია (ჴმა III): „შენ უფალო, გესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე“. მუხლი: „მეყავნ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხოვრებისა ჩემისასა“. ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“. განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა“. განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |