საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2026
ძველი სტილით: 13 ოქტომბერი
სულთმოფენობიდან 22-ე შვიდეულიხმა 4

ხსენება

დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა; ღირსისა ანტონისა, ჭყონდიდელი მიტროპოლიტისა (1815) და მოწაფისა მისისა იაკობ ხუცესმონაზონისა; მოწამეთა: კარპესი, თიატირელი ეპისკოპოსისა, პაპილა დიაკონისა, აღათოდორესი და დისა მისისა აღათონიკასი (დაახ. 251); მოწამისა ფლორენტისა (I-II); მოწამისა ბენიამინ დიაკონისა (421-424); ღირსისა ნიკიტა აღმსარებელისა (დაახ. 838); მოწამისა ქრისასი (1795) (ბულგ.).

საკითხავები

ცისკ. – ლკ. 4 დას. I, 39-49, 56.
ლიტ. – კოლ. 255 დას. II, 13-20. ლკ. 33 დას. VII, 36-50.
ღმრთისმშობ. – ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.

ტიპიკონი

შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 4; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – სადაგ დღეს II რანგიდან და ზევით (4 რანგი)
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

მსახურების მიმდევრობა

2026 წელი 13 ოქტომბერისულთმოფენობიდან 22-ე შვიდეული26 ოქტომბერი
ძველი სტილითორშაბათიახალი სტილით
 
ხსენება:
დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა; ღირ. ანტონისა, ჭყონდიდელი მიტროპოლიტისა (1815) და მოწაფისა მისისა იაკობ ხუცესმონაზონისა; მოწ. კარპესი, თიატირელი ეპ., პაპილა დიაკონისა, აღათოდორესი და დისა მისისა აღათონიკასი (დაახ. 251); მოწ. ფლორენტისა (I-II); მოწ. ბენიამინ დიაკონისა (421-424); ღირ. ნიკიტა აღმს. (დაახ. 838); მოწ. ქრისასი (1795) (ბულგ.).
 
ცისკ. - ლკ. 4 დას. I, 39-49, 56.
ლიტ. - კოლ. 255 დას. II, 13-20. ლკ. 33 დას. VII, 36-50.
ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – დიდი მწუხრი – სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი ივერიის ღმრთისმშობლის განგებიდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
IX ჟამი:
 
– ტროპარები: აღდგომისა (ჴმა IV) და წმ. მამათა.
– კონდაკი: აღდგომისა.
 
დიდი მწუხრი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ხმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- ხატისა - 6 მუხლი (ჴმა V):
„განბრწყინდი მთაო ათონისაო, იხარებდ და იშუებდ სავანეო ივერიისაო, რამეთუ აჰა, ესერა
მოვალს ანგელოზთა მიერ ზღ ჳთ მოძღუანებული საკ ჳრველი ხატი ღმრთისა დედისაჲ,
ნათლითა გამოუთქმელითა მოელვარჱ, ჭირთა და მწუხარე-ბათა წყუდიადისა განმდევნელი და
შარავანდედითა მოწყალებისა თჳსისაჲთა ყოველთა განმანათლებელი“ 2-გზის.
„შეგივრდებით, შენ, დედოფალო, მონაზონნი და კრებულნი მმარხველთანი და სიყუარულითა
მხედველნი წმიდისა ხ ატისა შენისანი გიღაღადებთ შენ: მოვედ ჩუენდა, დედაო სახიერო,
შეგჳწყალენ პატივისმცემელნი შენნი და მოგუანიჭენ ჩუენ წმ იდაჲ ხატი შენი წინდად
მოწყალებისა და ცხორებისა“ 2-გზის.
„ჰოი ყოვლადდიდებული საკ ჳრველი, ვითარცა ოდესმე სინას იხილნა მოსე მაყუალი
ცეცხლითა მოტყ ინარე და უვნებელად დაცული, ეგრეთვე აწ ხატი ესე ღმრთისა დედისა ჲ
შეიმოსს ცეცხლსა და ჰგიეს შეუწველ, ხოლო ბნელსა შინა მყოფთა განგ უანათლებს და
უვნებელ გვყოფს ჭირთა და ურვათაგან“ 2-გზის.
„დიდება“ მისივე: „ჵ, დედაო სახიერო, დედოფალო ღმრთისმშობელო ქალწულო, ნუ განმაგდებ
ჩუენ მდაბალთა მონათა შენთა, მომძღუნელთა უღირსთა ვედრებათა ყოვლადწმიდისა ხატისა
მომართ შენისა; გვექმენ მჴურვალე შუამდგომელ ჩუენ ცოდვილთა ძისა შენისა მიმართ, გჳჴსენ
ჩუენ ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან, რა ჲთა მარადის გიგალობდეთ შენ სიხარულით:
გიხაროდენ, სახიერო მეკარეო, სამოთხისა ბჭეთა მორწმუნეთად განმღებელო“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მეუფე
ცათა კაცთმოყვარებისათვის...“ (ჴმა VIII).
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა - დღისა.
– საწინასწარმეტყველო - 3 - ღმრთისმშობლისა (იხ. ძვ. სტ-ით 8 სექტემბერი).
– ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ხატისა (თავისი ჩასართავებით):
„დიდებულისა ხატისა შენისა გამოცხადებასა დიდებისვმეტყველებთ დღეს უბიწოო ღმრთის-
მშობელო და შენსა შუამდგომლობასა ვდღესასწაულობთ, რამეთუ ევედრები ქრისტესა ღმერ -
თსა ჩვენსა ჩვენთვის, რომელთა ესე დაგვიძს მტკიცე სასოება შენზედა უტყუელო წინამ -
ძღვარო, ცხოვრებისა ჩვენისაო“.
მუხლი: „მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა“.
„დავუტეოთ მორწმუნენო მწუხარება, რამეთუ აჰა ესერა მეორე ცეცხლ -მგზნებარე მაყვალი -
ხატი ღმრთისა დედისა, რომელსა ხედვენ მონაზონნი ათონისანი, გამოჩნდების აწ განმწმე -
დელად ცოდვილთა“.
მუხლი: „ისმინე ასულო და იხილე და მოჰყავ ყური შენი“.
„ნიშნად შენისა წინამძღოლობისა, ჩვენ სოფლისა ამის გზისა მავალთა გვეცხა -დები ღმრთისა
დედაო, სვეტითა ცეცხლისათა, რათა ჩვენ შეცდომილთა მიგვიძღვე საუკუნეთ საყოფელთად“.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მოვედით ყოველნი მონაზონნი და მსოფლიონიცა, ვადიდოთ
ყოვლადუბიწო ქალწული ღმრთისმშობელი, რამეთუ დღეს წმიდისათვის ხატისა მისისა არს
გზანი და სვლანი მისნი ზღვათა და წყალთა შინა მრავალთანი, რამეთუ ნიკიით ათონად
სვეტითა ცეცხლისათა განვლის ზღვასა უოხჭნობისასა და მოს ვლითა თვისითა მორწმუნეთა
ნიჭთა მიმადლებს, ხოლო ჩვენ განათლებულნი შარავანდედთა მიერ მადლისათა შუამდგო -
მელსა ცხოვრებისა ჩვენისასა ვნატრიდეთ“ (ჴმა IV).
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი ხატისა: „წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელე-
ნი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა
მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო,
ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო“ (ჴმა IV) 1-გზის.
 
დიდი ცისკარი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი ხატისა: „წმიდისაგან ხატისა...“ (ჴმა IV) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
– რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა: ხატისა:
„ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადება ჲ სიხარულსა მიჰფენს ყოველთა
მორწმუნეთა, ხოლო სავანესა ივერიისასა მიანიჭებს მცველსა დაუძინებელსა და ჭირთაგან
მჴსნელსა, ამისთ ჳსცა გიგალობთ შენ, ყოვლადწმიდაო, მარადის დაგ ჳფარე ჩუენ საფარვე -
ლითა შენითა“ (ჴმა I).
„დიდება“ ,,აწ და“ - იგივე.
– წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა: ხატისა:
„განსცხრებიან დღეს ბრწყინვალედ ათონისა სამწყსონი, შესთხზვენ გალობათა მრავალთა,
სიყუარულითა პატივისმცემელნი ყოვლადუბიწოისანი და განშუენდებიან დიდებითა მაღლი -
საჲთა, რომელი მოეცა მათ მისლვითა წმიდისა ხატისაჲთა, რომელი ცისკრითა ღმრთისმცნო-
ბელობისაჲ განანათლებს კეთილმსახურებითა მგალობელთა თჳსთა“ (ჴმა III).
„დიდება“ ,,აწ და“ - იგივე.
– ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– ,,გადიდებსა“ ღმრთისმშობლისა: ,,გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღმრთივაღრჩეულო
ყრმააო, და პატივს ვსცემთ წმიდასა ხატსა შენსა, რომლითა კურნებასა უწყაროებ ყოველთა
სარწმუნოებით შენდა მოლტოლვილთა“.
– „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“:
,,მადლისა მომღებელმან ყოველთა მათ ზედა, რომელთა ენებათ სიყვარულით პატივისცემაჲ
შენი, ღმრთისმშობელო, ძალი მაღლისა მიჰმადლე შენ წმიდათა ხატთა შენთა მიერ, რამეთუ
საღმრთოჲ მადლი, რომელი დავანებულ არს ხატთა მათ ზედა, სასწაულთა და ნიშთა
აღმოუცენებს ყოველთა, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან შენდა მარადის და სულიერთა
და ხორციელთა უძლურებათა კურნებასა მიანიჭებს უფლისა მიმართ შენითა
ღმრთივდედობრივითა დაუცადე-ბელითა ლოცვითა მგალობელთა: ალილუია“.
„დიდება“,,აწ და“- იგივე.
– I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის
თესლსა და თესლსა“ (ჴმა IV).
მუხლი: „ისმინე, ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“.
– საცისკრო სახარება: ლკ. 4 დას. I, 39-49, 56
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
„აწ და”- „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...” („მცირე მიწყალე”).
– შემდგომად 50-ე ფსალმუნისა, გერი:
„უცნაურ არს და საეჭველ ურწმუნოთათვის სმენად, თუ ვითარ ხატისაგან შენისა
აღმოეცენებიან წყარონი მადლისანი და კეთისულნელებასა გამოიღებს სიმყრალეჲ პირუტყუთა.
ხოლო ჩუენ, მორწმუნენიმ ვსასოებთ სიტყუათა შენთა, რომელნი ბრძანენ, დედოფალო,
პირველდაწერილისა ხატისა შენისა მომართ: „შენტან არს მადლი და ძალა ჩემი“, რამეთუ ამას
ხატსაცა ზედა მადლი შენი დავანებულ არს მარადის, რისთვისცა ღმრთისმოსაობითა
წარდგომილნი წინაშე მისსა, თაყვანის ვსცემთ მას, შეუვრდებით მას, ვითარცა თვით შენ,
რამეთუ პატივი პირველსახისა გარდამოევლინების ხატთა ზედა და მადლიცა შენი ხატისა
ამის მიერ იქმს ნიშთა და სასწაულთა ყოველთა მომართ, რომელნი სარწმუნოებით
მოლტოლვილნი უგალობენ ღმერთსა: ალილუია“.
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - ხატისა - 14 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
– კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
 
გალობაი I. უგალობდითსა, ჴმაჲ VIII.
 
- ძლისპირი: „ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკ ჳრველთმოქმედმან კუერთ ჴმან
მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისა ჲ და განუპო ზღუა ჲ მეწამული და ისრაელი
იჴსნა განმავალად, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს“.
- „ჰიო ყოვლად უბიწოო, მიიღე შეგინებულთაგ ან ბაგეთა ჩემთა ქება ჲ ესე, ვითარცა
პირველ ძემან შენმან და ღმერთმან ჩემმან უფალმან შეიწირა ორნი იგი წულილნი
ქურივისანი და ჴსნაჲ ცოდვათა ჩემთა ჲ მომმადლე მე, რა ჲთა მარადჟამს გადიდებდე შენ,
ქალწულო“.
- „შენდა შემსგავსებულ არს ანგელოზთა გალობა ჲ, ღმრთისა დედაო, რამეთუ თავად
ჰშევ საკ ჳრველად შემოქმედი მათი, გარნა ჩუენიცა მიიღე, ჵ, დედოფალო, მდაბალი ესე
ვედრებაჲ, რა ჲთა უგალობდეთ მეუფესა: დიდებითა დიდებულ ხარ უძლურებათა შინა
ჩუენთასა“.
- „ცეცხლი საღმრთოჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისაჲთ, ღმრთისა დედაო, დასწვავს
ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მორწმუნეთა მოგუფენს და
განგვამტკიცებს“.
„დიდება“ - „დამდოვრდეს წყალნი, დასცხრეს ღელვანიცა ზღუასა შინა ტალღათა,
რომელთა მიმოჰქონდის ხატი შენი, ღმრთისმშობელო, განამტკიცენ შერყეული გულიცა ჩემი
კლდესა ზედა ქრისტეს მცნებათასა“.
„აწ და“ - „მწე და მფარველ ექმენ, ქალწულო, სავანესა ივერიისასა, რაჟამს დაანთქ
ზღუასა შინა მ ჴედარნი ამირასნი ნავებითურთ მათითა, აწცა დაანთქ ძისა შენისა
მოწყალებისა მორევსა ყოველნი ვნებანი და აურაცხელნი შეცოდებანი ჩემნი“.
 
გალობაი III. განძლიერდასა.
 
- ძლისპირი: „შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო
ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და
განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარე“.
- „აჰა, ესერა დიდად შუენიერი დახატულება ჲ პორტაიტისაჲ მოიწია ათონითგან
ტფილისსა, და დიდითა პატივითა დაბრძანდა ტაძარსა ღმრთისმშო ბელისასა, დიდებულსა
სიონსა, შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და
გამომჴსნელად ვნებათაგან“.
- „განამტკიცენ გული ჩემი სასოებად შენდამი, ღმრთისა დ ედაო, განაშორენ ყოველი
სილაღჱ და ამპარტავნებაჱ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა, რაჲთა გიგალობდე: არავინ
არს წმიდაჲ, ვითარ უფალი და არავინ არს მართალ, უფროჲს ღმრთისა ჩუენისა“.
- „პირისა შენისა ყოვლად წმიდისა და უხრწნელებისა ხატი არს საკურნებელი ყოვლისა
სოფლისაჲ, რომლისადა მიახლებულნი და კრძალვით შენდა თაყუანისმცემელნი, უბიწოო,
მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და განვთავისუფლდებით უძლურებათაგან“.
„დიდება“ - „აღმადგინენ, დედოფალო, მიწისაგან მე, უბადრუკი, განმაშორენ გლახაკი
ესე ცოდვითა განხრწნასა, და მომეც ლო ცვაჲ მთხოველსა, რა ჲთა შეწევნასა შენსა
ვნატრიდე, ქალწულო პორტაიტისაო“.
„აწ და“ - „უნაყოფოჲ გონებაჲ ჩემი ნაყოფიერ ჰყავ, კურთხეულო ქალწულო,
შობილო უნაყოფოთაგან, რამეთუ შენ უფრო ჲს ნაყოფიერ ჰქმნი კეთილად ყოველსა
მოვლინებითა ხატისა შენისათა“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
წარდგომა ხატისა: „მოიწია დღეს ბრწყინვალე დღესასწაული მფარველისა ჩუენისა ჲ,
განიხარებენ ყოველნი მართლმადიდებელნი და განსცხრებიან კრებულნი კაცთანი, რამეთუ
მოგჳწოდებს წმიდა ჲ ღმრთისმშობელი ჩუენი ხ ილვად თ ჳსისა ცეცხლმნთებარისა ხატისა,
მოწყალებისა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებელისა, და ჩუენცა მოხარულნი ამისა
ვღაღადებთ: გჳჴსენ, დედოფალო, სიყმილისაგან, ცეცხლისა, მახ ჳლისა და ჭირთაგან, პატი-
ვისმცემელნი ხატისა შენისა გამოჩინებისანი“ (ჴმა I).
„დიდება“„აწდა“ იგივე.
 
გალობაი IV. უფალო მესმასა.
 
- ძლისპირი: „შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და
სიქადული ცხორებისა ჩემისა ჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამულნი ზეცას და
გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთ ჳსცა წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით:
ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმოყუარე“.
- „განამზადებდა რა ჲ გზათა საკ ჳრველთმოქმედისა ხატისა შენისათა, მოსცა ჴმაჲ თჳსი
უფსკრულმან, შეიძრა მზე და იქმნა ბრწყინვალება ჲ ხატისაჲ, ვითარცა ნათელი, აწ შენცა,
დედოფალო, მოვედ ჴსნად კაცთა და გამოუჩნდი მაცხოვრად სამკჳდრებელსა შენსა“.
- „ესმნეს რაჲ ცნობაჲ მოსლვისა შენისაჲ, განკრთენ მონაზონნი, ხოლო გულის-ჴმაყვეს რაჲ
საქმენი შენნი, განკ ჳრდენ, შეძრწუნებულიცა სული ჩემი წყალობით მოი ჴსენე, დედოფალო,
რაჲთა გიგალობდე: დიდება შეწევნასა შენსა, ღმრთისა დედაო“.
- „მადლისა მოცემისა მნებებელმან ერისათ ჳს ჩუენისა, კუალად გამოგ ჳჩინე ჩუენ
ხატოვნებაჲ შენი, რომლისადა მიახლებულნი მსგავსებასა მას შენსა თაყუანის -ვსცემთ და
გევედრებით: აჰა, მოვედ აწ და შემოგ ჳკრიბენ მამულნი განბნეულნი, და უჩინე მზღუარი,
ყოველთა კაცთაგან უსარჩლელი“.
„დიდება“ - „ვითარცა ივერთა სავანისა სამწყსონი განშუენდებოდეს მადლითა ხატისა
შენისაჲთა, ეგრეთცა უფროჲს მზისა ნათლისა განბრწყინდების ერი ჩუენი მადლითა შენითა,
რამეთუ საკ ჳრველი ესე პირი ხატისა ჲ იქმნების, ვითარცა წყარო ჲ უკუდავებისაჲ სნეულთა
და უძლურთათჳს და ყოველთათჳს მომნიჭებელი დიდთა წყალობათა“.
„აწ და“ - „შენ ხარ სიმტკიც ჱ და ძალი ჩემი, ღმრთისმშობელო, რამეთუ დღესა
მწუხარებისა ჩემისასა შენმიერვე განვისუენო და შენ მიერვე აღვმაღლდე ზეციერსა სამკ ჳ-
დროსა სოფლისაგან ამისა და ვიხარებდე მეუფისა და ღმრთისა, მჴსნელისა ჩემისა თანა“.
 
გალობაი V. ღამითგანსა.
 
- ძლისპირი: „რაჲსათჳს განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო და დამფარა
მე ბნელმან წყუდიადისამა ნ განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა
შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები“.
- „იხილე, წმიდაო, ღამითგან აღმსთობილი ერი შენი სამწყსო ჲსა შენისა, რომელი
გარემოადგების კეთისახელოვანსა ხატსა შენსა და ითხოვს ცოდვათა შენდობასა და
საღმრთოჲსა დიდებისა ზიარებასა. ნუ განგუაგდებ პირისაგან შენისა, დედაო დაუვალისა
ნათლისაო“.
- „აწ მოიხილე, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტჱსო, შენმიერ გამორჩეულსა ერსა ზედა
და სათნო იჩინე აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად ჩუენდა სულითა
სიბრძნისაჲთა, ურთიერთასისა სიყუარულითა და საღმრთოჲსა გულისჴმის-ყოფისაჲთა“.
- „სულითა და გონებითა ჩუენითა, სამწყსოსა შენსა სრულიად შერწყმულნი ,
ფსალმუნთა და საგალობელთა სულიერთა და საღმრთოთა გალობათა მიერ ღმრთეებრივსა
ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხოვთ შენ -დობასა და ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ხოლო
შენ, დედოფალო, სძალო უსძლოო, ვითარცა მკურნალმან ჩუენმან, ყოველი ესე მოგუანიჭე“.
„დიდება“ - „ტაძარი შენი, ქალწულო, ვითარცა სხუად სამოთხედ აწ წარმოდგება,
რამეთუ ვითარცა ხესა ცხორებისასა, აქუს ხატი შუენიერებისა შენისა ჲ, რომელსაცა
ყოველნი სურვილითა, კეთილმოშიშებითა დ ა სიყუარუ -ლითა ამბორს -უყოფთ და ვიტყვით:
დედოფალო, მოგვეც მშ ჳდობაჲ და დაგ ჳფარენ ჩუენ , რამეთუ თ ჳნიერ შენსა სხუა ჲ
ნუგეშინისმცემელი არაჲ ვიცით“.
„აწ და“ „მდინარედ სიტკბოებისად, სავსებად ნაკდისად, ზეცისა მანანად, უხუებად და
მადლად მარადის მომცენარედ მოგიგებთ, ყრმააო, მკ ჳდრნი სავანისა ამისანი და ვუგალობთ
შობასა შენსა“.
გალობაი VI. ღაღადყავსა.
- ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა
ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად
მიიწია, და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო“.
- „მსწრაფლ გუეწიე, წმიდაო მშობელო გამოუთქუმელო ძისა ღმრთისაო, და ვიდრე
აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ ივერია ჲ და ერი ივერიისა ჲ, რა ჲთა არა ჰსთქუან
ურიცხვთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმრთისმშობელი, რომლისა მიმართ აქუთ სასოება“.
- „სარწმუნოებაჲ გუაქუს შეუორგულებელ შენდა მომართ, ქალწულო პორტაიტისაო, და
გევედრებით: მოგვეც ჴელი შეწევნისაჲ და დაიცევ ქუეყანაჲ, რომელი გამოირჩიე და ეშმაკთა
მონებისა და კერპთ-მსახურებისა გამოიჴსენ, რაჲთა სირცხჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი“.
- „უფსკრულმან უღირსთა შეცოდებათამან გარემომიცვა მე, და დაინთქუმის სული ჩემი,
გარნა მომეც, დედოფალო, ძლიერი მკლავი შენი, და ვითარცა გაბრიილ, მეცა
მოლტოლვილი ხატისადმი შენისა, უვნებელად დამიცევ“.
„დიდება“ - „ნუ განმაგდებ მე სრულიად პირისაგან შენისა, დედაო მ ჴსნელისაო, და
ნუ მიტევებ მე შთაფლვად უფსკრულსა უშჯულოებისასა, არამედ აღმომიყუანე მე
მწვირისაგან ვნებათა ჲსა, რა ჲთა განეშოროს ხრწნასაცა ცხორება ჲ ჩემი, და შევსწირვიდე
შენდა ქებასა და აღსარებასა“.
„აწ და“ - „მქონებელი შეგინებულისა ამის ჴორციელისა ტაძრისა, კადნი ერად
მოჳვლტი ყოვლად განწმედილისა საუკუნო ჲსა სიტყ ჳსა ტაძრისად, წინაშე წმიდისა ხატისა
შენისა შეწირვად, მდაბალთა ვედრებათა ჩემთა, გარნა შენ, ვითარცა მოწყალემან, განმწმიდე
მე კეთილმოწყალებითა შენითა“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
კონდაკი და იკოსი - ხატისა:
- კონდაკი: „დაღაცათუ ზღუად შთაგდებულ იქმნა წმიდა ჲ ხატი შენი, ღმრთის -მშობელო,
ქურივისა მიერ, რომელმანცა ვერ ძალიდვა დაფარვა ჲ მისი მტერთაგან, გარნა გამოჩნდა იგი
მფარველად ათონისა და მეკარედ ივერიელთა სავანისად; შიშად მტერთა, ხო ლო მართლმადი -
დებელთა საქრისტიანოთა შინა, შენთა პატივისმცემელთა მ ჴსნელად ყოველთაგან ვნებათა და ზედა
მოსლვათაგან“.
- იკოსი: „იხილა რა ჲ კრებულმან მონაზონთა ივირონელთამან შორის სუეტსა ცეცხლისასა
ხატი ღმრთისა დედისა ჲ, ღაღადყო: ჵ, მეუფეო, ღირს მყუენ ჩუენ მიმთხვევად ხატისა დედისა
შენისასა, ხოლო შენ, გაბრიილ, შევედ ზღუად და მიიქუ წიაღთა შინა საუნჯ ჱ ჩუენდა
გამოცხადებული, რა ჲთა გუექმნეს ჩუენ მცველად მიურულებელად, ხოლო ყოველთა ქრისტეანეთა
მფარველად და სიხარულად“.
 
გალობაი VII. კურთხეულარსა.
 
- ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და
შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
- „ვსცოდეთ და ვიუსჯულოეთ წინაშე ღმრთისა, და უშჯულოებისა და სიცრუვისა
თანაზიარ ვიქმენით, გარნა დედოფალო ჩუენო ღმრთისმშობელო, ვითარცა სახიერმან,
მჴურვალითა შუამდგომლობითა შენითა დაშრიტე ცეცხლი საღმრთო ჲსა რისხ ჳსა, რა ჲთა
ვუგალობდეთ მას: მამაო ჩუენო და ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ“.
- „საცთურებასა და ჭირთა საჴუმილსა შინა, ჩუენცა, ღმრთისა დედაო, გუასხურე ცუარი
მადლისა შენისაჲ, რაჲთა სირცხ ჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი და გულის ჴმაჰყონ ყოველთა,
რამეთუ შენ მხოლოო ხარ, დედოფალო, დიდებული ყოველსა შინა ქუეყანასა“.
- „გიგალობთ, ვითარცა საყდარსა მეუფისა დიდებისასა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა,
სულიერსა ტაძარსა, რომელსა შინა დაემკ ჳდრა უფა ლი, სამყაროსა ცისასა, რო მლისაგან
აღმობრწყინდა მზ ჱ სიმართლისაჲ ქრისტჱ, შენ გიგალობთ, ღმრთისა დედაო, და
აღგამაღლებთ უკუნისამდე“.
„დიდება” - „ცეცხლი საღმრთო ჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისა ჲთ, ღმრთისა
დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მორწმუნეთა
მოგუფენს და განგვამტკიცებს“.
„აწ და” - „შენ ხარ სიხარული მკჳდრთა უდაბნოჲსა მთაწმინდისაჲსა, და ნუგეში და
სიქადული ქალაქისა ამის სამეუფო ჲსაცა, ქალწულო მარიამ, რომელსა გიგალობთ და
აღგამაღლებთ უკუნისამდე“.
 
გალობაი VIII. აკურთხევდითსა.
 
- ძლისპირი: „მთასა ზედა მოსეს თანამზრახუალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა,
ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნი -
სამდე“.
- „ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადება ჲ სიხარულსა მიჰფენს ყოველთა
მორწმუნეთა, ქუეყანასა ჩუენსა მოანიჭებს მცვ ელსა დაუძინებელსა და ჭირთაგან მ ჴსნელსა,
და სურნელ ჰყოფს სულთა და გონებათა ჩუენთა“.
- „გიგალობს შენ, ანგელოზთა ძალნი, აღგამაღლებს ნათესავი კაცთა ჲ, გაკურთხევს
ყოველი დაბადებული, ყოვლად წმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, მიიღე აწცა ჩემმიე რისა
უწმიდისაგან მორთმეული ესე ქება“.
- „უგალობდეთ მონაზონნო ათონელნო, აკურთხევდით ივერონელნო, აღამაღლებდით
ყოველი ქუეყანა ჲ სახიერსა დედოფალსა, რომელი მდინარესა საკ ჳრველებათასა აღმოაცე -
ნებს საკჳრველთმოქმედითა ხატითა თჳსითა, ამისთ-ჳსცა, ღმრთისმშობელო, გაქებთ, გაკურთ-
ხევთ, თაყუანისგცემთ, გიგალობთ და აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე“.
„დიდება“ - „სავანითგან ივერიისა, ყოველგნით განფენს დაულევნელთა მადლთა ხატი
შენი, ღმრთისმშობელო, ხოლო ქუეყანასა შენდა წილხვდომილად განკუთვნილსა, მარადის
ჰსცევ და ჰფარავ, მეოხებითა შენმი ერითა, წინაშე ძისა და ღმრთისა შენისა, რომელსა
ყრმანი აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი აღამაღლებენ უკუნისამდე“.
„აწ და“ - „არა არს საზომი სივრცისა ჲ, სიღრმისა ჲ ანუ სიმაღლისა ჲ, სადაცა არა
მისწუთეს ძლიერი შეწევნა ჲ მარჯუენისა შენისა ჲ, ღმრთისა დედაო, რომლისა მოსავნი
ყრმანი აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი აღამაღლებენ ძესა შენსა უკუნისამდე“.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
 
გალობაი IX. ადიდებდითსა.
 
- ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს,
რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშო ჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა
გამოაჩინე, ამისთ ჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ,
გადიდებენ შენ“.
- „სიღრმე საიდუმლო ჲსა შობისა შენისა ჲ განაცვიბრებს გონებასა ანგელოზთასა,
ქალწულო, და ყოვლად წმიდაი ხატი შენი ეშმაკთა ჲ იოტებს, რამეთუ ვერშემ ძლებელნი
მოხილვად ძლიერებისა, განივლტიან და დაინთქუმიან, ხოლო ჩუენ სიყუარულითა
თაყუანისვსცემთ და ამბორსუყოფთ მას და შენ ღმრთისმშობელსა გადიდებთ“.
- „მოვედით ყოველნი, თაყუანის -ვსცეთ, შეუვრდეთ და აღვ ამაღლოთ დედა ჲ ღმრთისაჲ,
რომელმან მოხედვაჲ-ჰყო ჩუენ მდაბალთა ზედა, რომელი მშიერთა აღავსებს კეთილითა მიერ
და დასდვა ჩუენთ ჳს აღთქუმა ჲ მოწყალებათაჲ, გამოცხადებითა საკ ჳრველისა ხატისა
თჳსისაჲთა“.
- „აწ დააყუდე, ყოვლადწმიდაო, უბიწოო ქალწულო, ზედა დას ჴმაჲ უკეთურთაჲ და
განზრახუანი მათნი და ჴსენ, ხოლო მართლაღმსაარებელთა ერთა შორი ს მშ ჳდობაჲ და
სიყუარული განაჩინე, რა ჲთა შენზედა სასოებისა დამდებელთა არა გვრცხვენოდეს
უკუნისამდე“.
„დიდება“ - „საღმრთოთა გალობათა მიერ, ჵ, წმიდაო პორტაიტისაო, ქალწულო
ღმრთისმშობელო, ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხოვთ შენდობასა და
ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ვითარცა თავსმდებსა ჴსნისა ჩუენისასა“.
„აწ და“ - „ჵ, ყოვლადწმიდაო, მოწყალეო, ქრისტეანეთა შემწეო, ვერ შემძლებელ
არს ღირსად გალობად ენა ჲ კაცობრივი და ანგელოზთაცა, რამეთუ შენ ხარ ყოვლი სა
დაბადებულისა უპატიოსნესი და ყოვლისა ქუეყანისა ჲთა უდიდებულესი, არამედ, ჵ,
დედოფალო, მიითუალე მოწყალებითა შეწირული ესე ჩუენ მიერი ვედრება ჲ და გჳჴსენ ჩუენ
მარადის, რამეთუ სასოებაჲ ჩუენი შენ ზედა დაგჳძს“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).
– „განმანათლებელი“ ხატისა: „ყოვლად პატიოსანი ხატი შენი მიიღო რა ჲ გაბრიელ წიაღთა შინა
თჳსთა, გიღაღადებდა შენ, დედოფალო, ჵ, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტჱსო, მფარველ ექმენ
სავანესა შენსა, სიხარულად ყოველთა ქრისტეანეთა და თავსმდებ საუკუნოჲსა ცხორებისა“.
„დიდება“„აწდა“ იგივე
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ხატისა - 4 მუხლად:
„ჰოი გამოუთქუმელსა სახიერებასა, ჵ, დიდებულსა გამოჩინებასა ღმრთისა დედისა
ხატისასა, რომელი ბრწყინავს საკ ჳრველებათა მიერ და განანათლებს მადლითა
სარწმუნოებით მილტოლვილთა, რომელნიცა სიხარულითა შევიწყნარებთ რა ჲ წმიდასა
ღმრთივყრმაასა, ჯერ-არს გალობით ვმადლობდეთ და პატივს ვსცემდეთ მას“ 2გზის.
„ჰოი შენსა, დედოფალო, ჩუენთ ჳს განგებულებასა, რამეთუ მოგ ჳვლენ ჩუენ საკ ჳრველსა
ხატსა შენსა და მოწყალებითა მოგუმადლებ მცველსა მიურულებელსა და ნუგეშს ა
ცხორებისა ჩუ ენისასა, ამისთ ჳსცა მცნობნი შენისა პატიოსნისა საკ ჳრველებისანი, შენ
გალობათა მიერ გადიდებთ“.
„ჰოი ყოვლადდიდებული საკ ჳრველი, ვითარ ცეცხლმტ ჳრთველი ხატი, ღელვათა მიერ
ზღჳსაჲთა, ვითარცა ეტლსა ზედა მიმოვალს და ბრწყინვალეთა შარავანდედთა მიერ
განანათლებს გონებასა კაცთასა, ხოლო ჩუენ პატივის -მცემელნი დღესასწაულისა მისისანი,
გალობითა ღმრთისმშობლისა მიმართ აღვავლენთ დიდებასა“.
„დიდება“ „აწ და“ ხატისა: „თქმულნი შენნი, რომელ აღმოთქუ, უხრწ -ნელო,
წილხვედრებულთა შენთათ ჳს, აღასრულე, ვითარცა მოწყალემან, და ნუ მისცემ
სამკჳდრებელსა ჩუენსა საყუედრელად მტერთა, არამედ მოჰფინე ნათესავსა ჩუენსა
მოწყალებანი შენნი და გვექმენ დედად ჩუენდა, რა ჲთა გულის ჴმაჰყონ ყოველთა, რამეთუ
ნაწილ შენდა ვართ ჩუენ ნათესავი ქართველთაჲ“ (ჴმა IV).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ხატისა: „წმიდისაგან ხატისა შენისა...“ (ჴმა IV) 1-გზის.
ჟამებზე:
– ტროპარი და კონდაკი: ხატისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- ხატის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) და ,,დიდება“ ,,აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ხატისა.
კონდაკები: „დიდება“ - ტაძრისა;
„აწ და“ - ხატისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარი: - ხატისა.
კონდაკი: „დიდება“ „აწ და“ - ხატისა;
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ხატისა;
- ტაძრისა.
კონდაკები: „დიდება“ - ტაძრისა;
„აწ და“ ხატისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ხატისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ხატისა.
წარდგომა (ჴმა IV): „რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად
ცეცხლისა“.
მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განდიდენ ფრიად“.
წარდგომა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ
მაცხოვრისა ჩემისა“ (ჴმა III).
ალილუია (ჴმა V): „აქებდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი
მისნი“.
მუხლი: „რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“.
ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“.
განიცადე: „რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა“.
განიცადე: „სასმელი ცხოვრებისა მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.