საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
კვირა, 22 ნოემბერი 2026
ძველი სტილით: 9 ნოემბერი
სულთმოფენობიდან 25-ე კვირახმა 8
ხსენება
მოწამეთა ონისიფორესი და პორფირიოსისა (284-305); ღირსისა მატრონასი (დაახლ. 492); ღირსისა თეოქტისტასი (881); მოწამისა ალექსანდრე თესალონიკელისა (305-311); მოწამისა ანტონისა (V); ღირსისა იოანესი (V); ღირსთა ევსტოლიასი და სოსიპატრასი (625); დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“.
საკითხავები
ცისკ. – სახ. III, მკ. 71 დას. XVI, 9-20.
ლიტ. – ეფ. 224 დას. IV, 1-6. ლკ. 39 დას. VIII, 41-56.
ღმრთისმშობლისა. – ებრ. 320 დას. IX, 1-7. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
ტიპიკონი
კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 8; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – მცირე მწუხრიდიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
მსახურების მიმდევრობა
2026 წელი 9 ნოემბერისულთმოფენობიდან 25-ე კვირა22 ნოემბერი ძველი სტილითხმა VIIIახალი სტილით ხსენება: მოწ. ონისიფორესი და პორფირიოსისა (284-305); ღირ. მატრონასი (დაახ. 492); ღირ. თეოქტისტასი (881); მოწ. ალექსანდრე თესალონიკელისა (305-311); მოწ. ანტონისა (V); ღირ. იოანესი (V); ღირ. ევსტოლიასი და სოსიპატრასი (625); დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“. ცისკ. - სახ. III, მკ. 71 დას. XVI, 9-20. ლიტ. - ეფ. 224 დას. IV, 1-6. ლკ. 39 დას. VIII, 41-56. ღმრთისმშობლისა. - ებრ. 320 დას. IX, 1-7. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი. ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - დაუჯდომლიდან „ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა მსწრაფლშემსმენელისა“ (წმინდა სამების საკათედრო ლავრის მამათა მონასტერი. 2005). კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - დიდი მწუხრი: – „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: - აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა VIII). - აღმოსავლური - 3 მუხლი. - ხატისა - 4 მუხლად (ჴმა IV): - „აწ კუალად მივეახლოთ მყუდროსა ნავსაყუდელსა და მფარველსა ერისა ჩუენისასა ქალწულსა მარიამს, თაყუანის ვსცეთ ანგელოზთაგან პ ატივცემულსა სახესა მისსა და ხმა ვჰყოთ ლმობიერად: მოხედე, კეთილმოწყალეო დედაო, მწუხარებათა, ზედა გარემოდგომილთა ჩუენდა და განჰკურნე უძლურებანი სულთა ჩუენთანი“ 2-გზის. - „უხრწნელო ქალწულო, სძალო ღმრთისა მაღლისაო, ნუ განმაგდებ ჩუენ მდაბალთა მონათა შენთა, მომძღუნელთა უღირსთა ვედრებათა და გვექმ ენ მხურვალე შუამდგომელ ჩუენ ცოდვილთა ძისა მიმართ შენისა, გვიხსენ ჩუენ ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან“. - „ზეცისა ძალთა კრებულნი და მოციქულთა გუნდნი და ყოველნი ენანი, შენ გადიდებენ, სძალო წმიდაო, ხოლო ჩუენ მწიკულევანითა ბაგითა დედად ღმრთის ად გქადაგებთ, სახი ერო დედოფალო ყოვლად უბიწოდ და მართლმადიდებლობით უფალსა უღაღადებთ“. - „დიდება“ მისივე: „ყოველნი, წუთისოფლის ღელვათაგან განრინებულნი და ათონის მთის მყუდრო ნავთსაყუდელს შეფარებულნი, წმიდისაგან ხატისა შენისა საღვთოსა ნუგეშსა და შეწევნასა ჰპოვებენ, ღვთისმშობელო, რამეთუ მრავლად იღებენ მისგან სასწაულთა და მოწყალებათა. დედობრივისა სიუხვისა შენისა მადიდებელნი, მნებებელნი ცხოვნებისა ათონის უდაბნოსა შინა, მადლობით უღაღადებენ ღმერთს: ალილუია“ (ჴმა IV). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „უაღრეს ბუნებათა...“ (ჴმა VII). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა) ,,დიდება“ ,,აწ და “ ხატისა: „ესმა რა ღვთიური ხმა შენი წმიდისაგან ხატისა შენისა, ღვთისმშობელო დედოფა ლო, ტრაპეზარმა ნილოსმა გულისხმა ჰყო მსწრაფლშემწეობა შენი ყოველთა მიმართ, სიყვარულისა და სასოებით მისდა მოლტოლვილთა და მოიღო მისგან უმეცრებისა თვისისა განათლება და თვალთა თვისთა აღხილვა და ყოვლითა გულითა მადლობით ღაღად-ჰყო შენდამი“. – ,,აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: - „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3გზის. დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ხმაზე). ტროპარი აღდგომისა: „მაღლით გარდამოხედ...“ - 2-გზის (ჴმა VIII). „დიდება“„აწ და ხატისა: „ღმრთისმშობლისა მომართ მოვილტვით ჭირთა შინა მყოფნი და შეუვრდებით წმიდასა ხატსა მისსა, სიღრმით სულისაით, მხმობელნი სარწმუნოებითა ესრეთ: მსწრაფლ ისმინე ლოცვა ჩვენი, ქალწულო, რომელ მსწრაფლშემსმენელად იწოდები, რამეთუ მარადის მზა ხარ შენ მონათა შენთა შეწევნად“ (ჴმა IV) 1-გზის (ტროპარი აღებულია კრებულიდან „ლოცვები ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის 54 სასწაულთმოქმედი ხატისადმი“, ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი „მსწრაფლშემსმენელად“ წოდებული). – რიგითი კანონები: მე-2 და მე-3. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ ,,აწ და“ - მისივე. შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა. ჩასართავები: - შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა : „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“. - შემდგომად II სტიხოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“. – ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი. – აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ – იპაკო (ჴმა VIII). – ანტიფონები (ჴმა VII). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი სიონ თესლითი თესლამდე“ (ჴმა VIII). მუჴლი: „აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა“. – საცისკრო სახარება: სახ. III, მკ. 71 დას. XVI, 9-20. – „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,აღჰსდგა რა იესო საფლავით...“ – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით). II კანონი - ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე). III კანონი - ხატისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე). შენიშვნა: ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელის“ სასწაულმოქმედ ხატს არ გააჩნია თავის განგება, რის გამოც საცისკრო კანონად ვიყენებთ პარაკლიტონის ბოლოს მოცემულ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საზიარო კანონს „ქუეყანასა მწყურნებსა...“ – კატავასია - ,,აღაღე პირი ჩემი“. – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): კონდაკი ხატისა: „წყალობათა და სასწაულთა შენთა საცნაურ ჰყოფს მთა ათონისა, ყოვლადკურთხეულო დედაო ღვთისა ჩვენისაო, და შორის მრავალთა სასწაულთმოქმედთა ხატთა შენთა ბრწყინავს ხატი ესე, შენს მიერ მსწრაფლშემსმენელად წოდებული, მსგავსად მნათობისა სავსე მთვარისა, ღვთიურ ნათელს ჰფენს სულთა ჩვენთა და ღვაწლით შემოსილნი ქებით უღაღადებენ განმადიდებელსა შენსა სამგვამოვანსა ღმერთსა: ალილუია“. იკოსი ხატისა: „ყოვლადწმიდა ხატი შენი, ღვთისმშობელო მარიამ, აღმოუბრწ ყინდა ვითარცა ნათელი მაცხოვარებისა შენისა ყოველთა, ცოდვათა და ვნებათა ბნელსა შინა დანთქმულთა და მსწრაფლშემსმენელად წოდებული მსწრაფლ შეეწევის სარწმუნოებით და სასოებით წინაშე მისსა მლოცველთა და მღაღადებელთა შენთა“. წარდგომა ხატისა: ,,მსწრაფლშემსმენელისა ხატისა შენისა სასწაულთა მხილველნი ათონის მთის მოსაგრე ბერები ისწრაფიან თაყვანისცემად მისსა, ხოლო შენ, ღვთისა დედაო, უშურველად მიაგებ წყალობასა მადლობით მღაღადებელთა შენთა“. „დიდება“ „აწ და“ - იგივე. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა VIII). – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – ,,წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით. – „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (II). ,,დიდება“„აწ და“ ხატისა: ,,დაღაცათუ ყოველთა ქრისტიანეთა უჩვენე დიდი სიყვარული შენი, ყოვლადკურთხეულო ღვთისმშობელო, წილხვედრად ათონის მთა გამოირჩიე და მუნ ბერ - მონაზონთა სავანეები განამრავლე და ამა სოფ-ლის ღელვა-გვემათაგან დაღლილთა მშვიდი და მყუდრო ნავთსაყუდელი საცხოვნებელისა სულისა მოჰმადლე, რამეთუ შეწევნითა შენითა დაიმკვიდრებენ სასუფეველსა ცათასა და წმიდათა თანა უგალობენ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია“. – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად: - აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა VIII). - ხატისა - 4 მუხლი: - „მსწრაფლშემსმენელად წოდებულისა წმიდისა ხატისა შენისა სასწაულებრივი განდიდება მორიგ წყალობად გამოუჩნდა არა მხოლოდ ათონელ ბერებს, არამედ ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა კრძალულებით თაყვა -ნისმცემელთა ხატი სა შენისა და მხმობელთა შენდამი“ 2-გზის. - „ყოველთა მორწმუნეთა სასოებით აღა ვსებს წმიდა ხატი შენი, ღვთისმშო ბელო დედოფალო, რომელზეც გხედავთ ყრმით ხელში, დაუსაბამო ღმერთით ჩვენით, იესო ქრისტეთი. მასვე თაყვანსვცემთ ძრწოლით, ვითარცა შემოქმედსა და ღმერთსა ჩვენსა და ჭეშმარიტად მშობელსა ღვთისასა ლმობიერად გიღაღადებთ“. - „ყოველნი ნათესავნი ჯერისაებრ გნატრიან შენ, კურთხეულო ღ მრთისმშობელო მარიამ, აღმოსავალიდან ვიდრე დასავლამდე იდიდების სახელი შენ ი, ხოლო ბერ მონაზონნი შენი წილხვდომილი ათონის მთის მკვიდრნი, მფარველად თვისად გიხმობენ, რომელთაც უხვად მოჰფენ წყალობასა და სასწაულთა, და მადლობელნი შენნი უღაღადებენ უფალსა: ალილუია“. ,,დიდება“ გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (II). ,,აწ და“ „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. - ტროპარი კენტი ხმისა. ჟამებზე: – ტროპარები: აღდგომისა (ხმა VIII) და ხატისა. – კონდაკები: აღდგომისა და ხატისა (მონაცვლეობით). წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად: - მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი. - ხატის VI გალობიდან - 4 მუხლი თავისი „დიდება“ „აწ და“-თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ხატისა. კონდაკები: „დიდება“ - აღდგომისა; „აწ და“ - ხატისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ხატისა. - ტაძრისა; კონდაკები: - აღდგომისა. „დიდება“ - ტაძრისა. „აწ და“ - ხატისა. წარდგომა, ალილუია და განიცადე - კვირისა და ხატისა. სამოციქულო და სახარება - კვირისა და ხატისა. წარდგომა (ჴმა VIII): „ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთასა ჩვენსა“. მუხლი: „განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი“. წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“. ალილუია (ჴმა VIII): „მოვედით უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩუენისა“. მუხლი: „აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას“. ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“. განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა“. განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |