საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
სამშაბათი, 8 დეკემბერი 2026
ძველი სტილით: 25 ნოემბერი
სულთმოფენობიდან 28-ე შვიდეულიხმა 2შობის მარხვა · თევზი

ხსენება

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულის წარგზავნა. მღვდელმოწამეთა კლიმენტი რომის პაპისა (101) და პეტრესი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (311); ღირსისა პეტრე მდუმარისა (დაახლ. 429).

საკითხავები

ლიტ. – 2 ტიმ. 297 დას. III, 16 - IV, 4. ლკ. 87 დას. XVII, 26-37.
ღმრთისმშობ. – ებრ. 310 დას. IV, 1-7. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.

ტიპიკონი

შვიდეულის სადაგ დღეს ორი წმიდის (I რანგი) მსახურება.
გადაამოწმეთ საეკლესიო კალენდარში

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 2; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
ყოველდღიური ანტიფონები („კეთილარსი“) – I რანგის სადაგ დღეს; ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე გამომსახველობითი იგალობება
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია

მსახურების მიმდევრობა

2026 წელი 25 ნოემბერისულთმოფენობიდან 28-ე შვიდეული8 დეკემბერი
ძველი სტილითსამშაბათიახალი სტილით
 
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულის წარგზავნა.
 
ხსენება:
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულის წარგზავნა. მღვდელმოწამეთა კლიმენტი რომის პაპისა (101) და პეტრესი, ალექსანდრიელი მთავარეპ. (311); ღირ. პეტრე მდუმარისა (დაახ. 429).
 
ლიტ. - 2 ტიმ. 297 დას. III, 16 - IV, 4. ლკ. 87 დას. XVII, 26-37.
ღმრთისმშობ. - ებრ. 310 დას. IV, 1-7. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირის „ღამისთევის“ მსახურება ათთორმეტთაგანი ღმრთისმშობლის დღესასწა - ულის წარგზავნაზე.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
– ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამისა.
– კონდაკი: დღესასწაულისა.
 
მწუხრის ჟამი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვსცეთ‘‘ 3-გზის - იკითხება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა‘‘ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
– რიგითი კანონი - მე-6.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ‘‘ (იგალობება IV ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ‘‘ -სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა IV).
- წმ. კლიმენტისა - 3 მუხლი (ჴმა II).
„დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა: „შემდგომად შობისა...“ (ჴმა VIII).
– შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
– წარდგომა - დღისა.
– ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
,,დიდება“ფ,,აწ და“ - დღესასწაულისა: ,,მოვედით დღეს...“ (ჴმა VI).
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მღვდელმოწამეთა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV).
ცისკრის ჟამი:
– „ღმერთი უფალი‘‘ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV) 2-გზის.
„დიდება“ - მღვდელმოწამეთა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ჴმა IV).
„აწ და“ - დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.
– რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - დღესასწაულისა.
„დიდება“ ,,აწ და“ - იგივე.
– 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულის II კანონი - 6 მუხლად (ძლისპირი - 2გზის).
II კანონი - წმ. კლიმენტის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - წმ. პეტრესი - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია: „ქრისტეს შობასა ვადიდებდეთ...“.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
– შემდგომად „განძლიერდასა‘‘ (III გალობისა):
- კონდაკი მღვდელმოწამეთა: ,,ეკლესიისა შეურყეველნო...“ (ჴმა IV).
- წარდგომა წმ. კლიმენტისი: ,,აღმობრწყინდი ვითარცა მზისა...“ (ჴმა IV).
„დიდება“ - წმ. პეტრესი: ,,ზეცისა მსაჯულსა...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ - დღესასწაულის: ,,უბიწო ტარიგი...“ (ჴმა IV).
– შემდგომად „ღაღადყავსა‘‘ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ჴმა IV).
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ - არ იგალობება IX ოდას
(გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“ (ამ საკითხში გარკვევის მსურველებმა იხ.
ფეისბუკში „მედავითნეზე“ ბლოკი: კითხვა-მიგება 270).
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).
– „განმანათლებელი“ მღვდელმოწამეთა: ,,დღეს ბრწყინვალე...“.
„დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა: ,,რომელიცა პირველად...“.
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლი:
- დღესასწაულის - 3 მუხლი.
- წმ. პეტრეს - 3 მუხლი.
,,დიდება“ - წმ. პეტრესი: „ხელითა ღმრთისათა...“ (ჴმა IV).
„აწ და“ - დღესასწაულისა: „დღეს ტაძრად მიიყვანების...“ (ხმა VII).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მღვდელმოწამეთა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა: „დღეს განგებულებისა...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
– ტროპარები: დღესასწაულისა და წმიდათა.
– კონდაკი: დღესასწაულის
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- დღესასწაულის კანონის IX გალობიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი ,,დიდება“, ,,აწ
და“-თი.
შესვლად:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- მღვდელმოწამეთა;
კონდაკები: „დიდება“ - მღვდელმოწამეთა;
„აწ და“ - დღესასწაულისა;
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მღვდელმოწამეთა.
სამოციქულო და სახარება - დღისა, დღესასწაულისა და მღვდელმოწამეთა.
წარდგომა: (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმ რთისა მიმართ
მაცხოვრისა ჩემისა“.
მუხლი: ,,რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან
მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.
წარდგომა (ჴმა III): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.
ალილუია(ჴმა VIII): „ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი“.
მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი“.
ალილუია(ჴმა II): „მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმინდანი შენი იხარებდნენ“.
განიცადე: „სასმელი ცხოვრებისაჲ მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
განიცადე: „საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
,,ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი : ,,ანგელოზთა რა იხილეს
შესლვაჲ...“ და IX გალობის ძლისპირი: ,,კიდობანსა მას შჯულისასა...“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.