საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
კვირა, 13 დეკემბერი 2026
ძველი სტილით: 30 ნოემბერი
სულთმოფენობიდან 28-ე კვირახმა 3შობის მარხვა · თევზი
ხსენება
წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა (62); წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა (502); წმ. პეტრე I კათოლიკოსისა, წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწისა (V); წმ. სამუელ I კათოლიკოსისა (V-VI); წმ. ფრუმენტისა, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 380).
საკითხავები
ცისკ. – სახ. VI, ლკ. 114 დას. XXIV, 36-53.
ლიტ. – კოლ. 250 დას. I, 12-18. ლკ. 71 დას. XIII, 10-17.
მოც. – 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. ინ. 4 დას. I, 35-51.
მეფ. – რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.
მეფ. – რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9. ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16.
ტიპიკონი
კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „ორი დიდი წმიდის“ (V რანგის) მსახურებასთან.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 3; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- გამომსახველობითი ანტიფონები
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – მცირე მწუხრიდიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
მსახურების მიმდევრობა
2026 წელი 30 ნოემბერისულთმოფენობიდან 28-ე კვირა13 დეკემბერი ძველი სტილითხმა IIIახალი სტილით ხსენება: წმ. და ყოვლადქებულისა მოც. ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა (62); წმ. დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა (502); წმ. პეტრე I კათოლიკოსისა, წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწისა (V); წმ. სამუელ I კათოლიკოსისა (V-VI); წმ. ფრუმენტისა, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპ. (დაახ. 380). ცისკ. - სახ. VI, ლკ. 114 დას. XXIV, 36-53. ლიტ. - კოლ. 250 დას. I, 12-18. ლკ. 71 დას. XIII, 10-17. მოც. - 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. ინ. 4 დას. I, 35-51. მეფ. - რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9. მეფ. - რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9. ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი. ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი წმ. ვახტანგ გორგასლის განგებიდან. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „ორი დიდი წმიდის“ (V რანგის) მსახურებასთან. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - დიდი მწუხრი: – „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება. – „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება III ხმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: - აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა III). - აღმოსავლური - 1 მუხლი. - მოციქულისა - 3 მუხლი (ხმა IV). - მეფისა - 3 მუხლი: - „დაღათუ იყავ ასაკითა უსრული, უმაგალითო სიმ ჴნჱ აჩუენე და თ ჳთ წარუძეღ ლაშქარსა წინამბრძოლსა, გარნა არა ძალითა თ ჳსითა იქადოდი, არამედ ძალითა ღმრთისა ჲთა, და ვითარცა დავით გოლიათს, ეგრეთვე შენცა მძლე ექმენ სხუათა უმე -ტეს ბუმბერაზთა, ოვსთა - თარხანსა და ბაყათარსა, შემდგომ აღუზახე სპათა თ ჳსთა და ბრძოლათა შინა უსასტიკესთა სძლე რა ჲ ოვსთა და ხაზართა, მათ მიერ წარტყუ -ენილი და ჲ შენი გამოი ჴსენ, ახოვანო, და დიდება ჲ მიეც სამებასა წმიდასა“. - „გერწმუნა რა ჲ საყდარი მამა -პაპათაჲ, გარდაემატე ძუელთა, გინა ახალთა მეფეთა ღუაწლთა, ქრისტე აღიარე ღმერთად და მეუფედ და ქუელისმოქმედად და მ ჴსნელად და მძლედ ყოველთა მთავრობათა და უმაღლეს ჴელმწიფებათა, ამისთ ჳსცა წარგიმართა ქრისტესმოყუარ ჱ იგი მეფობაჲ შენი, ახოვანო მეფეო ვახტანგ! იესუ ყოვლად ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“. - „ვითარცა გული შენი, განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისა ჲთა, სწორუპოვარო მეფეო ქართველთაო, ეგრეცა ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, რა ჲთა შეგუჭურნეს ჩუენ ჴელითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელ-მან სულთა ჩუენთამან“. ,,დიდება“ მოციქულისა: ,,თევზთა იგი ნადირობა დაუტევე...“ (ჴმა IV). „აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა) (ხმა III). – შესვლა საცეცხლურით. – წარდგომა დღისა. – საწინასწარმეტყველო - მოციქულისა - 2 და მეფისა - 1 (სადღესასწაულოდან, იხ. ძვ. სტ-ით 21 მაისი). – ,,ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა და მოციქულისა. ,,დიდება“ მოციქულისა: ,,ქრისტეს ქადაგსა...“ (ჴმა VIII). „აწ და“ მისივე: „დედოფალო შეიწირე...“ (ჴმა VIII). – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა). ,,დიდება“ მეფისა: ,,უფლისა მიერ კურთხეულო და სვეამაღლებულო ჴელ-მწიფეო, გიხაროდენ, განუშორებელ არს შენგან მარადის წყალობა ჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ღუაწლი კეთილი მოგიღუაწებიეს, სრბა ჲ აღგისრულებიეს და სარწმუ -ნოებაჲ დაგიმარხავს საქმითა კეთილითა განსრულებული, ამისთჳსცა მიითუალე სიმართლისა იგი გ ჳრგჳნი, უძლეველო მეფეო ვახტანგ გორგასალო, რომელი მოგანიჭა შრომათა წილ შენთა წმიდათა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“ (ჴმა II). „აწ და“ წინადღესასწაულისა: ,,იოსებ გვითხარ ჩვენ...“. – ,,აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: - „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 2-გზის. - ტროპარი მოციქულისა: ,,ვითარცა მოციქულთა...“ (ჴმა IV) – 1-გზის. – პურის კურთხევა. დიდი ცისკარი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება III ხმაზე). ტროპარი აღდგომისა: „იხარებდინ ცანი...“ - 1-გზის (ჴმა III). ტროპარი მოციქულისა: ,,ვითარცა მოციქულთა...“ (ჴმა IV) 1-გზის. „დიდება“ მეფისა: ,,ძლევანი ყოვლად დიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა წარმართენ, საწუთო ჲ სამეფოჲ სიბრძნითა განაგე და ეკლესია ჲ ქართლისაჲ ღუაწლითა შენითა განაშუენე, და აწ იხარებ წინაშე უკუდავისა მეუფისა, წმიდაო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ ჩუენ ცოდვილთა“ (ხმა IV). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV). – რიგითი კანონები: მე-2 და მე-3. – რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. – წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ ,,აწ და“ - მისივე. შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა. ჩასართავები: - შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“. - შემდგომად II სტიხოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“. – ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი. – „გადიდებსა“ მოციქულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან). – აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ – იპაკო (ჴმა III). – წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - მოციქულისა. „დიდება“ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“ მოციქულისა: ,,მოციქულსა ქრისტესსა...“ ,,აწ და“ მისივე: ,,რომელთა უეჭველი...“. – ანტიფონები (ჴმა II). – წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას“ (ჴმა III). მუჴლი: „უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა“. – საცისკრო სახარება: სახ. VI, ლკ. 114 დას. XXIV, 36-53. – „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ – 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - ,,აღჰსდგა რა იესო საფლავით...“ – „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით). II კანონი - ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე). III კანონი მოციქულისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე). IV კანონი მეფისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე). – კატავასია - ,,ქრისტეს შობასა“. – „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. „უგალობდითსა“ - I ოდა (გალობა I) - ,,მცნებანი ღმრთისანი, ვითარცა ქუეყანამან რჩეულმან შეიწყნარენ, და მართლმორ - წმუნენი შეიყუარენ, ხოლო ცეცხლისმსახურნი განასხენ და საცეცხლურნი მათნი დაშრი - ტენ“. - ,,ვედრებად შენდა არა დავსცხრებით, მსწრაფლშემწეო ჩუენო ჴელმწიფეო, და მოვივლტით პატიოსანსა ხატსა შენსა წმიდასა და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა მარადის, დიდებულო“. ,,დიდება“ - ,,ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული და თანა შემწე სარწმუნოებისა ჲ მჴნჱ, ესრეთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ ჩუენ ოხითა შენითა“. ,,აწ და“ - ,,ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანულისანი და ბჭეთაგან სიკუდიდ-შემოსილისა ცოდვისათა, მიჴსენ შუამდგომელობითა შენითა, ღმრთისმშო- ბელო“. „განძლიერდასა“ - III ოდა (გალობა III) - ,,შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ -მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო, რომელნი ესე სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლად სანატრელსა ჴსენებასა შენსა და გიღაღადებთ“. - ,,დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ: ჵ საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, ვახტანგ გორგასალო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და გჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად“. ,,დიდება“ - ,,დიდ-არს ძლევა ჲ ბრწყინვალჱ, რომელი აჩუენე ჴორცთა შინა მყოფმან, ვითარცა უ ჴორცომან, რამეთუ ქრისტ ჱსთჳს გსუროდა სიკუდილი, რომლითა მიხვედ უკუდავებად და სიხარულითა ღუაწლისა შენისაჲთა ეკლესიაჲ შუენიერად მეწამულ-ყავ“. ,,აწ და“ - მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუ - ტყვთა და ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დაშჯისა მიჴსენ და მაცხოვნე მე“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი მოციქულისა. - კონდაკი: ,,ღუაწლი კეთილი მოიღუაწე სრულითა სარწმუნოებითა ქრისტ ჱსითა და ცეცხლმსახურნი განასხნენ საღმრთო ჲთა გულს-მოდგინებითა, ხოლო კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენე ეკლესია-მონასტერნი და განამაგრე ციხენი და ქალაქნი უბრძოლველნი, დიდებით დიდებულო, ვინა ჲცა გ ჳრგჳნი სიმართლისაჲ ღირსად მიიღე და მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა შეიწირე, მას ევედრე ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა და საფრ ჴეთაგან მტერისა ჲთა, რომელნი გიღაღადებთ: გიხაროდენ, კაცთა შორის საკ ჳრველო მეფეო და ახოვანო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო“. - იკოსი: ,,ზეგარდამო მოვლენილო განწმედისათ ჳს ერისა შენისაო და გაძლიერებისათ ჳს იბერიისაო, რომელმან ერსა შენსა გვიქადაგე და განგვიჩინე: „მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდეგით და ეძიებდით ქრისტჱსთჳს სიკუდილსა“, ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა სამეუფოსა, რა ჲთამცა მივემთხვივნეთ მადლსა და წყალობასა მეოხებითა შენითა და ვიტყოდეთ ძალისაებრ ჩუენისა: გიხაროდენ, კაცთა შორის ს აკჳრველო მეფეო და ახოვანო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო“. - წარდგომა მოციქულისა: ,,ვითარცა პირველ...“ (ჴმა VIII). ,,დიდება“ მეფისა: ,,ვითარცა კლდ ჱ და გოდოლი მტკიც ჱ და ურღვეველი ზახებასა მტერთასა არა შეშინდი, არამედ მძლავრთა უშჯულოებანი განაქიქე და მბრძოლთა მტერისაჲთა ცხადად არცხვინე, ხოლო მოიკალ რა ჲ ჴელითა სპარსთა ჲთა, ზეცისა მჴედრობათა თანა ბრწყინვალედ განშუენებული ქრისტესა წარმოუდეგ. ევედრე მას შეწყალებად სულთა ჩუენთა“. ,,აწ და“ მოციქულისა: ,,გიხაროდენ საყდარო...“ „უფალო მესმასა“ - IV ოდა (გალობა IV) - ,,ვითარცა მამასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ, ახოვანო მეფეო ვახტანგ, და სარწმუნოებითა გიღაღადებთ: მოგჳჴსენენ საწადელისა შენისა ქრისტჱს თანა“. - ,,ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუენთა განანათლე, გევედრებით, სიწმიდითა შენითა“. ,,დიდება“ - ,,რომელმან სიმ ჴნჱ საკჳრველი აჩუენე და მრავალღონჱ იგი სივერაგ ჱ მტერისაჲ დაამჴუე, აწ მაღალთა მათგან სავანეთა მოგუ ჴედენ, ახოვანო, და წინაშე ღმრთისა შეგვეწიე“. ,,აწ და “ - ,,ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო“. „ღამითგანსა“ - V ოდა (გალობა V) - ,,ჰმატდი შენ მრავალთა ჴელმწიფეთა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმ ჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა დიდებულო, რომლისათ ჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუფემან და მოგანიჭა ლხინებაჲ საუკუნოჲ“. - ,,დიდებულებაი შენი ვინმე მიუთხრნეს, მეწამულად სისხლითა განბრწყინებულო, ღირსო წამებისაო, მეფეო ვახტანგ გორგასალო, რამეთუ დასთხიე სისხლი შენი ქრისტ ჱსთჳს და არა ჰრიდე თავსა შენსა მისთჳს“. ,,დიდება“ - აწ ითხოვე ყოვლისა სოფლისათ ჳს მშ ჳდობით დაცვა ჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცება ჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაჲ“. ,,აწ და “ - მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო, რა ჲთა გარდამოგვივლინოს სიმრავლჱ მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ“. „ღაღადყავსა“ - VI ოდა (გალობა VI) - ,,მხიარულ ჰყოფს ცნობასა შემსხმელთა შენთასა სიმ ჴნჱ შენი, და აცისკრებს გონებასა ახოვნებაჲ სულისაჲ და სიმრთელჱ ცნობისაჲ, და სიმტკიცჱ გონებისა შენისაჲ, აწ ცისკროვან-ყავ, კურთხეულო მეფეთა შორის, გონებაჲცა ჩუენი“. - ,,ჭირნი სიმართლედ უხრწნელად და სიკუდილი უკუდავებად შეგეცვალა შენ და ვნებანი ზიარ-ყოფად ვნებათა ქრისტ ჱსთა, რომელმანცა მკ ჳდრგყო უსხეულოთა თანა, მეოხ - გუეყავ მგალობელთა შენთა“. ,,დიდება“ - ,,ზეცისა მხედრობათა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ ღმერთსა ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი განგვიხუენ ოხითა შენითა“. ,,აწ და“- ,,განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისა ჲთა, მძჳნვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა III). „კურთხეულარსსა“ - VII ოდა (გალობა VII) - „მოგწყლეს რა ჲ ბრძოლასა შინა სპარსთა, დამძიმდი ფრიად სიკუდიდ, მ ჴნეო და ღირსო მოწამეობისაო, და ამცნე სახლეულსა შენსა და ერსა, რა ჲთა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდენ ქრისტ ჱსთჳს სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რა ჲთა მოიგონ წარუვალი დიდება“. - „ოდეს აღესრულე უჯარმასა, უძლეველო წინამბრძოლო ერისა ჩუენისაო, პატიოსანი გუამი შენი დაკრძალეს „დედასა ყოველთა ეკლესიათასა სუეტიცხოველსა“, გარნა ძალითა ქრისტჱსითა სიკუდილისა შემდგომადცა ყოველთა მვედრებელთა შენთა მიჰმადლებ უხვსა საბოძვარსა წყაროჲსაგან ულევისა მადლისა“. „დიდებაჲ“ - „კუართი შენი წმიდა ჲ ძოწეულ-ყავ სისხლითა მეწამულითა, და შეიმოსე იგი სიწმიდით, კეთილმსახურო მართალო და დიდო მეფეო, წმიდაო ვახტანგ გორგასალო, და ქრისტესა მეუფისა თანა იხარებ და გ ჳრგჳნითა უხრწნელებისაითა შემკობილი უ ჴორცოთა თანა ადიდებ“. „აწ და “ - „ნებითა ჩემითა შეცოდებული დ ა დამონებული ჩვეულებისაგან უჯერო ჲსა, მოწყალებისა მომართ შენისა მო ჳვლტი განწირული, მაცხოვნ ე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო“. „აკურთხევდითსა“ - VIII ოდა (გალობა VIII) - „ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, ახოვანო, და სირცხვილეულ -ყვენ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, და წადიერებითა და სურვილითა მას უგალობდი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. - „ვახტანგ, მეფეო, მ ჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგალობთ დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა. - „რომელი გ ჳრგჳნითა მეფობისაითა და პორფირითა მარტვილობისა ჲთა იდი -დე, ძლევითა და განმარჯუებითა აღსავსეო, და მოიღე შარავანდედი წარუვალისა მეფობისა ჲ, შენდამი კეთილმსახურებითა მოლტოლვილნი აწ შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა და განწმედაჲ გვითხოვე ჩუენ და მშჳდობა“. „აწ და“ - „თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლვითა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ, გონება ჲ და გული მრავალხატითა აღშფ ოთებული დაამშ ჳდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. „ადიდებდითსა“ - IX ოდა (გალობა IX) - „ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თ ჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკ ჳრველთა, რომლისა ღირსად გამოთქუმაჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა“. ე- „ჰოი, ძალითა ქრისტ ჱსითა ძლევაშემოსილო, ითხოვე მისგან მგალობელთა შენთათ ჳს გამოჴსნაჲ ღელვათაგან მძ ჳნვარეთა, რომელთა აღგ ჳძრავს მტერი იგი მოშურნ ჱ, არამედ შენითა ვედრებითა და ჴსენ ეშმაკი საცთური და ღირს -გვყვენ შენთანა სიხარულსა დაუსრულებელსა“. „დიდებაჲ“ - „საგალობელ არს ყოვლად წმიდა ჲ ღუაწლი შენი, და სახელი შენი დიდსაქებელ, რომელი ცათა შინა განისუენებ, და მ ჴედრობათა თანა ანგელოზთასა წინაშე მეუფისა სდგა, მცირედ მანდა ჲთ გარდამოხედ ჩუენდა მომართ და იხილე, რა ჲსა ესე აღვასრულებთ, და შეიწყნარე სიგლახაკჱ სიტყუათა ჩუენთა“. „აწ და“ - „ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთ ჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მი ჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): – ,,წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით. – „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (V). ,,დიდება“ მოციქულისა: ,,სიტყვა პირველ...“. ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (V). – „ყოველი სული“ - იგალობება. – „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად: - აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა III). - მოციქულისა - 4 მუხლი (თავისი ჩასართავებით). ,,დიდება“ გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (V). ,,აწ და“ „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან). – „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. - ტროპარი ლუწი ხმისა. ჟამებზე: – ტროპარები: აღდგომისა (ხმა III), ხოლო მოციქულისა და მეფისა (მონაცვლეობით). – კონდაკი: აღდგომისა, მოციქულისა და მეფისა (მონაცვლეობით). წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „გამომსახველობითი ანტიფონები“. – III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 12 მუხლად: - მიმდინარე ხმისა - 4 მუხლი. - მოციქულის III გალობიდან - 4 მუხლი. - მეფისა VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - მოციქულისა; - მეფისა. კონდაკები: - მოციქულისა; „დიდება“ - მეფისა; „აწ და“ - აღდგომისა. ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ტაძრისა; - მოციქულისა; - მეფისა. კონდაკები: - აღდგომისა; - მოციქულისა; „დიდება“ - მეფისა; „აწ და“ - ტაძრისა. გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - ტაძრისა; - მოციქულისა; - მეფისა. კონდაკები: - აღდგომისა. - ტაძრისა; - მოციქულისა; „დიდება“ - მეფისა; „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“ წარდგომა, ალილუია და განიცადე - კვირისა და მოციქულისა. სამოციქულო და სახარება - კვირისა, მოციქულისა და მეფისა. წარდგომა (ჴმა III): „უგალობდეთ ღმერთსა ჩვენსა, უგალობდეთ, უგალობდეთ მეუფესა ჩვენსა, უგალობდეთ“. მუხლი: „ყოველთა წარმართთა აღიტყველენით ხელნი თქვენნი, ღაღადებდით ღვთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა“. წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“. ალილუია (ჴმა III): „შენ უფალო, გესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე“. მუხლი: „მეყავნ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხოვრებისა ჩემისასა“. ალილუია (ჴმა I) : ,, აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარი ტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“. განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა“. განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |