საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის
BETA საცდელი ვერსია
საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.
ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2026
ძველი სტილით: 8 დეკემბერი
სულთმოფენობიდან 30-ე შვიდეულიხმა 4შობის მარხვა · თევზი
ხსენება
ღირსისა პატაპისა (VIII); მოციქულთა: სოსთენესი, აპოლოსისა, კეფასი, ტვიქიკესი, ეპაფროდიტესი, კესარიოსისა და ონისიფორესი - სამოცდაათთაგანთა (I); მოწამეთა 62 ხუცესთა და 300 ერისკაცთა, აფრიკაში არიოზელთაგან მომწყდართა (477); მოწამისა ანთისა რომაელისა (V).
საკითხავები
ლიტ. – ებრ. 319 დას. VIII, 7-13. ლკ. 102 დას. XX, 27-44.
ღირ. – გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ტიპიკონი
შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
ტიპიკონური ჩარჩო
- პერიოდი
- საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
- წიგნები
- წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 4; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
- მსახურების სახე
- „ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
- ლიტურგიის ანტიფონები
- ყოველდღიური ანტიფონები („კეთილარსი“)
- ჟამთა რიგი
- IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამიშუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამიIII ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
მსახურების მიმდევრობა
2026 წელი 8 დეკემბერისულთმოფენობიდან 30-ე შვიდეული21 დეკემბერი ძველი სტილითორშაბათიახალი სტილით ხსენება: ღირ. პატაპისა (VIII); მოციქულთა: სოსთენესი, აპოლოსისა, კეფასი, ტვიქიკესი, ეპაფროდიტესი, კესარიოსისა და ონისიფორესი - სამოცდაათთაგანთა (I); მოწამეთა 62 ხუცესთა და 300 ერისკაცთა, აფრიკაში არიოზელთაგან მომწყდართა (477); მოწ. ანთისა რომაელისა (V). ლიტ. - ებრ. 319 დას. VIII, 7-13. ლკ. 102 დას. XX, 27-44. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30. საღამოს მსახურება: IX ჟამი – მწუხრის ჟამი – სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი – ცისკრის ჟამი – I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - ბოდბის დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენიდან. 2006წ. კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - IX ჟამი: – ტროპარები: აღდგომისა (ჴმა IV) და წმინდისა. – კონდაკი: აღდგომისა. მწუხრის ჟამი: – „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება. – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება. – რიგითი კანონი - არ იკითხება. – „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე). – „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ჴმა IV). - ღირსისა - 3 მუხლი (ჴმა I): „მამაო პატაპი, ხორცთა აღძვრანი მოძღურებითა დასწვენ და მსგავსად ელიაისსა უდაბნოი დაიმკვიდრე, გონებაი განსწმიდე მარადის ღმრთისა მიმართ წამისყოფითა, ღმერთშემოსილო, აწცა ითხოვე მონიჭებად სულთა ჩუენთა ღმრთისა მიერ მშვიდობაი და წყალობაი“. „მამაო პატაპი, მწყობრსა მოღუაწეთასა შეერთებულ ხარ განშუენებული უვნებელობითა და დამკვიდრებულ ხარ სავანეთა შინა წმიდათასა, სადა -იგი ბრწყინავს ნათელი დაუვალი და ძელი ცხოვრებისაი და მეოხ ხარ ცხოვრებად სულთა ჩუენთა“. „მამაო პატაპი, მნათობად ბრწყინვალედ ეგვიპტით გამობრწყინდი და განანათლე ყოველი სოფელი სასწაულთა მიერ და სულთა განმხრწნელნი ვნებანი უჩინო ჰყვენ მორწმუნეთაგან და ეშმაკთა გუნდნი სირცხვილეულ ჰყუენ, მეოხ გუეყავ ცხორებად სულთა ჩუენთათვის“. „დიდება“ ღირსისა: „მამაო პატაპი, მნათობად ბრწყინვალედ ეგვიპტით გამობრწყინდი და განანათლე ყოველი სოფელი სასწაულთა მიერ და სულთა განმხრწნელნი ვნებანი უჩინო ჰყუენ მორწმუნეთაგან, ხოლო ეშმაკთა გუნდნი სირცხვილეულ ჰყუენ; მეოხ გუეყავ ცხორებად სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა VI). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „მთავარანგელოზისა ხმასა უღაღადებდეთ...“ (ჴმა VI). – შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. – წარდგომა - დღისა. – „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: შვიდეულის დღის 3 მუხლი, რომელსაც ჩაერთვის 2 მუხლი ჟამნიდან: „შენდამი აღვიხილენ...“ „მიწყალენ ჩვენ უფალო, შემიწყალენ...“ „დიდება“ღირსისა: ,,ვნებანი ხორცთანი განახმენ, ღმრთივსანატრელო მამაო პატაპი, და მდინარითა ცრემლთაითა წყარონი კურნებათანი აღმოაცენენ და რომ ელნიცა შევეხებით პატი- ოსანთა ნაწილთა შენთა, მადლსა და წყალობასა მდიდრად აღმოვივსებთ და სახსენებელსა შენსა სარწმუნოებით ღირსად პატივს-ვსცემთ, მამაო სამგზის სანატრელო“ (ჴმა III). „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „დედოფალო შუამდგომელო ყოველთა...“ (ჴმა III). – „აწ განუტევე“. – შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი ღირსისა: „შენ შორის საკვირველო მამაო...“ (ჴმა VIII). „დიდება‘‘ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „გიხაროდენ რომელ მთავარანგელოზისა...“ (ჴმა VIII). ცისკრის ჟამი: – „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე). ტროპარი ღირსისა: „შენ შორის საკვირველო მამაო...“ (ჴმა VIII) 2-გზის. „დიდება‘‘ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „გიხაროდენ რომელ მთავარანგელოზისა...“ (ჴმა VIII). – რიგითი კანონები: მე-4, მე-5 და მე-6. – რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება. – წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ „აწ და“ მისივე. ჩასართავები: - შემდგომად I სტიხოლო ღიის წარდგომისა : „უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“. - შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე“. - შემდგომად III სტიქოლოგიის წარდგომისა: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“. – 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - შვიდეულის დღის - 6 მუხლად (ძლისპირი 1 გზის). II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე). III კანონი - ღირსისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე). – კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ ღირსის კანონის ძლისპირი. – „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“. კანონი ღირსისა გალობა I. „უგალობდითსა“. ხმა II. ძლისპირი: „ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განხორციელდა ჩუენ ცოდვილთათვის, რომელსა უგალობთ: უფალო დიდებულო, დიდებულ ხარ“. „ბრწყინვალისა ცხოვრებისა შენისა ბრწყინვალეთა სათნოებათა წადიერი შესხმად გევედრები, დიდებულო პატაპი, ნათელი ბრწყინვალე ზეცით გარდამომივლინე და განდევნე ბნელი უმეცრებისაი ოხითა შენითა“. „დიდება“ - „იქმენ შენ ნაკვერცხალ საცნაურ აღგზნებულ სულისა წმიდისა მადლითა და დასწვენ ეშმაკნი და დაშრიტენ ისარნი ცოდვისანი, განხურვებულნი ღმერთშემოსილო და უვნებელობისა წმიდად სიმართლედ ამაღლდი, პატაპი“. „აწ და“ - „ხსნად პირველისა წყევისაგან ყოვლისა სოფლ ისა მხსნელი ყოველთაი შენგან იშვა, ქალწულო, და კაც იქმნა ყოვლითურთ, რომელმან წმიდა -ყო ნეტარი პატაპი და მკურნალად სენთა მორწმუნეთაისა გამოაჩინა იგი“. გალობა III. „განძლიერდასა“. ძლისპირი: „აღყუავილნა შროშნის სახედ მოსვლითა შენითა ქრისტე, რომელ არს ბერწი წარმართთა ეკლესიაი და იქმნა იგი შვილ მრავალ, რომელსა შინა განაძლიერენ გულნი ჩუენნი“. „ცხოვრებაი უნივთოი ქუეყანასა ზედა აღასრულე, ნეტარო ღირსო პატაპი, და ზეთითა მოღუაწებისაითა განაპოხე ლამპარი შენი და მსხუერლად განწმედილად თავი შენი შესწირე ღმრთისა მოკუდინებითა გემოთაითა“. „დიდება“ - „დაჰხნენ სულთა ჩუენთა ვნებანი აღძრულნი და ხორცთა სალმობანი უკურნებელნი მხურვალედ ვედრებითა შენითა, სამგზის სანატრელო პატაპი, რამეთუ ღმრთისაგან მოგიღიეს მდიდრად მადლი კურნებათაი, მამაო“. „აწ და“ - „ჟამიერად გვიშევ ჟამთა შემოქმედი ხატითა მონისაითა, სძალო ღმრთისაო, რომელმან ღმერთ ყო ბუნებაი ჩუენი და ბრწყინვალე ყო მოღუარეთა შორის მონაი თვისი, ვითარცა მზეი, სამგზის სანატრელი დიდი პატაპი“. – შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა ღირსისა: ,,სიტყუაი ცხორებისაი, რომელი ეგვიპტეს ხორციელად შტავიდა და ხელით ქმნილნი მისნი დაამხუნა, ქრისტემან ღმერთმან გამოგირჩია შენ ეგვიპტით, ვნებათა ძეგლებსა შემმუსვრელად და ვარსკულავად მნათობად ცისკიდეთა“. „დიდება“ „აწ და“ - იგივე. გალობა IV. „მესმასა“. ძლისპირი: „მოხუედ ჩუენდა ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი და მიხსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდება ძალსა შენსა“. „ცრემლთა შენთა მხურვალეთა უფსკრულმან წარღუნა, ღირსო, ეშმაკთა სპარაზენნი და ცოდვისა გემოვნებანი, ხოლო ზღუა სასწაულთა ექმნა სიღრმესა ვნებათასა დანთქმულთა“. „დიდება“ - „სიყუარული, სიმდაბლე, მღვიძარებაი და ლოცვაი, სარწმუნოებაი სრული და სასოებაი მოიგე, ღირსო, და თანამკვიდრ იქმენ შენ ზეცისა ძალთა, მამაო პატაპი“. „აწ და“ - „გამოჰბრწყინდი ღრუბლისაგან სულმცირისა, ვითარცა მზე სიმართლისა, ქრისტე, რომელ არს დედაი ქალწული და მსგავსად მთიებისა განაბრწყინვენ სანატრელნი ღირსნი მამანი“. გალობა V. „ღამითგანსა“. ძლისპირი: „შენ მნათობთა ნათლისა მომცემელო და განწირულთა მაცხოვარებაო, ქრისტე, მხსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო მშვიდობისაო, განგუანათლენ ჩუენ ნათლითა მით შენითა, რამეთუ შენსა გარეშე, უფალო, სხვაი არავინ ვიცით“. „ბნელსა მყოფთა განმანათლებელო , განმანათლე მე ნათლითა საღმრთოითა ოხითა პატაპისაითა და დაჰხსენ ალმური ბნელი სულისა ჩემისა და გარდამომივლინე წვიმაი შენდობისაი, რამეთუ შენსა გარეშე ხსუაი არავინ ვიცი“. „დიდება“ - „ვნებათა ბნელისაგან განსწმიდენ თუალნი გონებისანი, ღმერთშემოსილო მამაო, და მარხვითა და ლოცვითა აღუხილენ თუალნი მწუხარეთახორცითა და მძვინვარებაი სალმობათა ბოროტთა განსდევნე მორწმუნეთაგან და ყოველი არა ძლებაი განჰკურნე“. „აწ და“ - „მომცემელი ყოველთა ცხოვრებისაი და მაცხოვარი დაბადებულთაი ჰშევ უცხოდ და საკვირველად წმიდათა შორის დიდ ებული სიტყუაი ღმრთისაი და წმიდათა შორის განსუენებული, რომელსა ჩუენთვის ევედრე, ყოვლად წმიდაო დედოფალო“. გალობა VI. „ღაღადყავსა“. ძლისპირი: „ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალთა მოწყალებათა შენთა მოვივლტი. აღმომიყვანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები“. „ძალითიძალად აღსვლითა, მამაო, ბრწყინვალედ განაშუენე გონებაი შენი, პატაპი, და არა შესოვლდი ცოდვითა, რამეთუ ვითარცა უხორცოი, სცხონდებოდე“. „დიდება“ - „ელიას თეზბიტელსა მიემსგავსე და იოვანე ნათლისმცემელისა კუალსა შეუდეგ, პირველ უდაბნოს დაემკვიდრე და დაყუდებითა განსწმიდე გონებაი“. „აწ და“ - „ღრუბელსა სულმცირესა მჯდომარე პირველ ეგვიპტეს შევიდა ქრისტე და შემუსრა კერპნი, ხოლო კრებული წმიდათაი ურიცხვი მიერ გამოაბრწყინვა“. – შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი ღირსისა: „სახლი შენი სულიერი...“ (ჴმა III). შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მოცემული არ არის. გალობა VII. „კურთხეულარსა“. ძლისპირი: „ხატისა მისთვის ოქროისა, რომელი იმსახურა ველსა მას დეირისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხ-ყვეს მძლავრისაი მის და შეითხინეს სახუმილსა მას და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“. „ცეცხლითა სულისაითა აღატყინენ საცნ ობელნი სულისანი, ღმერთშემოსილო, და ცეცხლი ცოდვისაი ავლად და მტუერად გამოაჩინე და სახედ ნათლისა განჰბრწყინდი ღირსო მამაო პატაპი, და ხმატკბილად იტყოდე: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“. „დიდება“ - „ბრმანი მხედუელ ჰყუენ ძალითა საღმრთოითა, ღმრთივსანატრელო, და ვნებანი თითოსახენი განჰკურნენ და სულნი უკეთურნი განასხენ სახელისდებითა ღმრთისათა და მას მხოლოსა უღაღადებდი და იტყოდე: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“. „აწ და“ - „განმაღმრთობს მე, უბიწოო, ძე შენი ხატითა მონებისაითა შობი ლი და ძლევს ყოველთა ალაგთა ცნობისათა, ვითარცა ჰჯულთა გონებისათა, და გუნდსა წმიდათა მამათასა მოწამეთა თანა შეჰკრებს გალობად და იტყვიან: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“. გალობა VIII. „აკურთხევდითსა“. ძლისპირი: „სახუმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათვის ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცვარად შესცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე“. „წმიდა ჰყავ გონებაი შენი ბიწისაგან ვნებათაისა მოღუაწებითა და გამოსჩნდი ტაძრად სამებისა ბრწყინვალედ და ესრეთ იტყოდე: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“. „დიდება“ - „განაგე ცხორებაი შენი ღმრთივშუენიერად, ღმერთშემოსილო მამაო და მნე იქმენ სარწმუნო და ჰმსახურე კეთილად სახმარსა წმიდათასა, წმიდაო, და მათ თანა მკვიდრ იქმენ სასუფეველსა“. „აწ და“ - ზეცად აღამაღლე ბუნებაი ჩუენი განხრწნილი და მიწად მიქცეული, ანგელოზთა დიდებაო, წმიდათა სიხარულო, დაბადებულთა დედოფალო და დედაო ქრისტეს მეუფისაო. – შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. გალობა IX. „აკურთხევდითსა“. ძლისპირი: „დაუსაბამოისაგან მამისა ძე ღმრთისაი გამოჩნდა, ქალწულისაგან მხსნელად ჩუენდა განხორციელდა, განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა რაითა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ“. „დღე ცხორებისაი - ხსენებაი შენი გამობრწყინდა, ღირსო, და განანათლებს გონებათა დაბნელებულთა და გ ანსდევნის არმურსა ვნებათასა, მამაო, და შემსხმელთა შენთა ძედ ნათლისად გამოაჩინებს, მსახურო ქრისტეს მეუფისაო“. „დიდება“ - „თებაიდელთა სიქადულსა და მორჩსა უდაბნოისასა, მონაზონთა გვირგვინსა და შუენიერებას და მნათობა ბრწყინვალესა ბიზანტიისასა, პატაპის ნეტარსა , ქუეყანისა ანგელოზსა ჯეროვნად ყოველნი ვნატრიდეთ“. „აწ და“ - „ცნობათა უვაღრესი საიდუმლოი შობისა შენისაი განაკვირვებს ანგელოზთა, ღმრთივმიმადლებულო, და წმიდათა მამათა სიხარულითა და სიტკბოებითა აღავსებს და აღსძრავს მათ გალობად შენდა, ღმრთისა დედაო“. – შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“. – „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა. „დიდება“ ღირსისა: ,,ანგელოზთა მოდასე, თანამკვიდრი წმიდათა მოციქულთა, წინაწარმეტყველთა, მღდელთმოძღუართა, მარტვილთა და მამათაი, მათ თანა იხარებ, დიდებულო, წინაშე სამებისა; ოხად ნუ დააცადებ ჩუენთვის, რომელნი გადიდებთ შენ“. „აწ და“ შვიდეულის დღისა. – „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე). „დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“ – „დიდებამაღალიანი“ - იკითხება. – „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: შვიდეულის დღის 3 მუხლი, რომელსაც ჩაერთვის 2 მუხლი ჟამნიდან: „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“ „და იყავნ ნათელი უფლისა...“ „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა IV). – „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ 1-გზის. ტროპარი ღირსისა: „შენ შორის საკვირველო მამაო...“ (ჴმა VIII). „დიდება‘‘ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „გიხაროდენ ბჭეო მეუფისა დიდებისაო...“ (ჴმა VIII). ჟამებზე: – ტროპარი და კონდაკი ღირსისა. წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია: – „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“ შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრისა და ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - ტაძრისა; - შვიდეულის დღისა; - ღირსისა; კონდაკები: - შვიდეულის დღისა; - ღირსისა; „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“ „აწ და“ - ტაძრისა. ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - შვიდეულის დღისა; - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: - შვიდეულის დღისა; - ტაძრისა; - ღირსისა; „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“ „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“. წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა. წარდგომა (ჴმა IV): „რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა“. მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განდიდენ ფრიად“. წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. ალილუია (ჴმა V): „აქებდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“. მუხლი: „რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“. ალილუია (ჴმა V): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა მისთა ინებოს ფრიად“. განიცადე: „რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა“. განიცადე: ,,საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“. |
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
| რანგი | მსახურება | დღესასწაული | ნიშანი სამოციქულოში/ჟამნში | ნიშანი საეკლესიო კალენდარში |
|---|---|---|---|---|
| 6 | ღამისთევის | უდიდესი | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული |
| 5 | ღამისთევის | საშუალო, I თანრიგის | წითელი | წითელი შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 4 | სადიდებლიანი | საშუალო, II თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება |
| 3 | დიდებამაღალიანის | მცირე, I თანრიგის | წითელი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 2 | ექვსიანის | მცირე, II თანრიგის | შავი | მუქი (ბოლდი) შრიფტი |
| 1 | მცირე წმიდის (უნიშნო) | — | — | მკრთალი შავი შრიფტი |