საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
ხუთშაბათი, 7 იანვარი 2027
ძველი სტილით: 25 დეკემბერი
სულთმოფენობიდან 32-ე შვიდეულიხმა 6მსგეფსი

ხსენება

ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

საკითხავები

ცისკ. – მთ. 2 დას. I, 18-25.
ლიტ. – გალ. 209 დას. IV, 4-7. მთ. 3 დას. II, 1-12.

ტიპიკონი

მაცხოვრის ხორციელად შობის მსახურება.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 6; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
სადღესასწაულო ანტიფონები – საუფლო დღესასწაული (აღდგომა, ბრწყინვალე შვიდეული, ჯვართამაღლება, ქრისტეშობა, ნათლისღება, ბზობა, ამაღლება, სულთმოფენობა, ფერისცვალება)
ჟამთა რიგი
ღამისთევის მსახურება: დიდი სერობა, დიდი მწუხრის II ნახევარი (პურის კურთხევით) – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია
თავისებურებები
  • ლიტურგიაზე „წმიდაო ღმერთოს“ ნაცვლად იგალობება „რაოდენთა ქრისტეს მიერ მოინათლენით, ქრისტე შეიმოსეთ“.

მსახურების მიმდევრობა

2027 წელი 25 დეკემბერისულთმოფენობიდან 32-ე შვიდეული7 იანვარი
ძველი სტილითხუთშაბათიახალი სტილით
 
ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
 
 
ცისკ. - მთ. 2 დას. I, 18-25.
ლიტ. - გალ. 209 დას. IV, 4-7. მთ. 3 დას. II, 1-12.
 
ღამისთევის მსახურება: დიდი სერობა, დიდი მწუხრის II ნახევარი (პურის კურთხევით) – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლის – არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლის - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: მაცხოვრის ხორციელად შობის მსახურება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
დიდი სერობა:
 
აღსავლის კარი და კრეტსაბმელი ღიაა.
– მღვდელი: ,,კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი...“ (წმ. ტრაპეზის წინ, რის შემდეგაც აღესრულება სრული
კმევა).
– მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები: ,,დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა“,
- ,,მეუფეო ზეცათაო...“, ,,წმიდაო ღმერთო...“, ,,ყოვლადწმიდაო სამებაო...“, ,,მამაო ჩუენო...“.
კმევის დასრულების შემდეგ დაიხურება აღსავლის კარი.
– მღვდელი: ,,რამეთუ შენი არს სუფევაჲ...“.
– მედავითნე: ამინ.
- „უფალო, შეგჳწყალენ“ - 12-გზის.
- ,,დიდება“, ,,აწ და“.
- ,,მოვედით, თაყუანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
– მედავითნე: მე-4, მე-6 და მე-12 ფსალმუნები.
- ,,დიდება“, ,,აწ და“.
- ,,ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა, ღმერთო“ - 3-გზის.
- ,,უფალო, შეგჳწყალენ“ - 3-გზის.
- ,,დიდება“, ,,აწ და“.
– მედავითნე: 24-ე, 30-ე და 90-ე ფსალმუნები.
- ,,დიდება“, ,,აწ და“.
- ,,ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა, ღმერთო“ - 3-გზის.
- ,,უფალო, შეგჳწყალენ“ - 3-გზის.
- ,,დიდება“, ,,აწ და“.
– მედავითნე: ,,ჩუენ თანა არს ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩუ ენ თანა არს
ღმერთი“.
– გუნდი: ,,ჩუენ თანა არს ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი“.
– მედავითნე: ,,ისმინეთ ესე ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა“.
– გუნდი: ,,რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი“.
და შემდგომი ჟამნიდან.
შენიშვნა: ასე გრძელდება მე-20 მუხლის ჩათვლით.
დასასრული:
– მედავითნე: ,,ჩუენ თანა არს ღმერთი, ცანთ წარ მართთა და იძლიენით, რამეთუ ჩუენ თანა არს
ღმერთი“.
– გუნდი: ,,ჩვენ თანა არს ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი“.
– მედავითნე: ,,დიდება“.
– გუნდი: ,,ჩუენ თანა არს ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით“.
– მედავითნე: ,,აწ და“.
– გუნდი: ,,ჩუენ თანა არს ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი“.
– მედავითნე: ტროპარი: ,,დღე ესე წარვლეთ მშჳდობით...“.
– გუნდი: ,,დიდება“.
– მედავითნე: ტროპარი: ,,დღე ესე განვლეთ მშჳდობით...“.
– გუნდი: ,,აწ და“.
– მედავითნე: ტროპარი: ,,დღე ესე წარვლეთ მშჳდობით...“.
- მუხლები: ,,უჴორცოთა ბუნებაჲ...“ და შემდგომი.
- მრწამსი.
– მღვდელი: ამბიონზე დახურული აღსავლის კარის წინ: ,,ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო,
მეოხ-გუეყავ ჩუენ ცოდვლთა“ - და შემდგომი.
 
I ,,წმიდაო ღმერთო“:
 
– მედავითნე: ,,წმიდაო ღმერთო...“, ,,ყოვლადწმიდაო სამებაო...“, ,,მამაო ჩუენო...“.
– მღვდელი: ,,რამეთუ შენი არს სუფევაჲ...“.
– გუნდი: ტროპარი დღესასწაულისა.
შენიშვნა: ტროპარის გალობის დაწყებისას აღსავლის კარი იღება , ხოლო დასრულების შემდგომ
იხურება.
- ,,დიდება“, ,,აწ და“.
- ,,უპატიოსნესა ქერობინთასა...“.
- ,,სახელითა უფლისაჲთა... გუაკურთხენ“!
– მღვდელი: ,,ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა...“.
– მედავითნე: ამინ. ლოცვა: ,,უფალო, უფალო, რომელმან მიჴსნენ...“.
 
II ნაწილი:
 
– მედავითნე: ,,მოვედით, თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
- ფსალმუნები: 50-ე და 101-ე.
- ლოცვა: ,,უფალო ყოვლისა მპყრობელო...“.
 
II ,,წმიდაო ღმერთო“:
 
– მედავითნე: ,,წმიდაო ღმერთო...“, ,,ყოვლადწმიდაო სამებაო...“, ,,მამაო ჩუენო...“.
– მღვდელი: ,,რამეთუ შენი არს სუფევაჲ...“.
– გუნდი: კონდაკი დღესასწაულისა.
შენიშვნა: კონდაკის გალობის დაწყებისას აღსავლის კარი იღება, ხოლო დასრულების შემდგომ
იხურება.
- ,,დიდება“, ,,აწ და“.
- ,,უპატიოსნესა ქერობინთასა...“.
- ,,სახელითა უფლისაჲთა... გუაკურთხენ“!
– მღვდელი: ,,ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა...“.
– მედავითნე: ამინ. ლოცვა: ,,მეუფეო ღმერთო მამაო...“.
 
III ნაწილი:
 
– მედავითნე: ,,მოვედით, თაყუანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
- ფსალმუნები: 69-ე და 142-ე.
- დიდებამაღალიანი.
შენიშვნა: აქ ვასრულებთ დიდი სერობის ჟამს და ,,ლიტიით“ გადავდივართ დიდი მწუხრის ჟამზე.
– ,,ლიტიასა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (ჴმა I).
,,დიდება“ მისივე: ,,სპარსთა მეფეთა ცნეს...“ (ჴმა V).
,,აწ და“ მისივე: ,,დღეს იხარებენ ძალნი...“ (ჴმა VI).
– ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (ჴმა II) (თავისი ჩასართავებით).
,,დიდება“ მისივე: ,,იხარებდ იერუსალჱმ...“ (ჴმა IV).
,,აწ და“ მისივე: ,,ქუაბსა შინა რაჲ იშევ...“ (ჴმა IV).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი დღესასწაულისა: „შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო....“ 3-გზის(ჴმა IV).
– პურის კურთხევა.
 
ცისკრის ჟამი:
 
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო...“ (ჴმა IV) 2-გზის
„დიდება“, „აწ და“ - იგივე.
– რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: დღესასწაულისა.
„დიდება“, ,,აწ და“ - იგივე.
– ,,სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– „გადიდებსა“ დღესასწაულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით დავითნიდან).
– „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,დაუტევნელი ყოველთაჲ...“.
,,დიდება“, ,,აწ და“ - იგივე.
– I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,საშოჲთ მთიებისა წინა გშევ შენ, ფუცა უფალმან და არ
შეინანოს“ (ჴმა IV).
მუხლი: ,,ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა ვიდრემდის დავსხნე მტერნი
შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“.
– საცისკრო სახარება: მათ. 2 დას. I, 18-25.
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „დღეს ყოველნი სიხარულითა აღივსებიან...“.
„აწ და“ - იგივე.
- „მიწყალე მე, ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა...“ (ჴმა VI).
– „აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი...“.
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
– კატავასია - ორივე კანონის ძლისპირი.
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- იპაკო დღესასწაულისა: ,,რომელმან პირველ მოუწოდე...“ (ჴმა VIII).
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ჴმა III).
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, IX ოდას
(გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“ (ამ საკითხში გარკვევის მსურველებმა
იხ. ფეისბუკში „მედავითნეზე“ ბლოკი: კითხვა-მიგება 270).
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „მოიხილა ჩუენ ზედა...“.
,,დიდება“ - იგივე.
„აწ და“ - იგივე.
– ,,ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები დღესასწაულისა - 4 მუხლად (ჴმა IV).
,,დიდება“ - მისივე: ,,რაჟამს-იგი ჟამსა შობისა შენისასა...“ (ჴმა VI).
„აწ და“ - მისივე: ,,დღეს ქრისტე იშვების...“ (ჴმა II).
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი დღესასწაულისა: „შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო...“ (ჴმა IV).
 
I, III და VI ჟამებზე:
 
– ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „სადღესასწაულო ანტიფონები“.
შესვლად: „სიბრძნით აღემართენით“. „საშოჲთ მთიებისა წინა გშევ შენ, ფუცა უფალ მან და არა
შეინანოს, შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა“.
- ტროპარი: დღესასწაულისა.
„დიდება“, „აწ და“;
- კონდაკი: დღესასწაულისა.
„წმიდაო ღმერთოს“ ნაცვლად - „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ-გჳღებიეს...“.
წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველი ქუეყანაჲ თაყუანის -გცემდენ შენ, და გიგალობდენ და უგალობდენ,
სახელსა შენსა, მაღალო“.
მუხლი: ,,ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქვეყანა, უგალობდით სახელსა მისსა, მიეც ით დიდებაჲ
ქებულებასა მისსა“.
ალილუია (ჴმა I): „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს
სამყარო“.
მუხლი: ,,დღე დღესა აუწყებს სიტყუასა, და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა“.
განიცადე: ,,ჴსნაჲ მოუვლინა ერსა თჳსსა, ამცნო უკუნისამდე აღთქუმაჲ თჳსი“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდე, სულო ჩემო,
უპატიოსნესი...“ და IX გალობის ძლისპირი: „ჯერ არს დუმილი...“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.