საეკლესიო კალენდარი საღვთისმსახურო მითითებებით მგალობელთა და მედავითნეთათვის

BETA საცდელი ვერსია

საიტზე განთავსებულია პროგრამულად ალგორითმით გამოთვლილი საეკლესიო მსახურება. ის არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ტიპიკონურ მითითებებს. ოფიციალურად დადასტურებული წყაროები იხილეთ საიტებზე patriarchate.ge და sazu.ge. გვერდი განვითარების პროცესშია. შესაძლოა შეიცავდეს ხარვეზებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ზემოთხსენებულ წყაროებში ან შესაბამისი განათლების მქონე პირთან, თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. გვერდის მიზანია, გარკვეული მითითება მისცეს მგალობლებსა და მედავითნეებს.

ჩვენების პარამეტრები · ტექსტი 100% · ჩვეულებრივი
ტექსტის ზომა:სიგანე:ჩვეულებრივი
კვირა, 31 იანვარი 2027
ძველი სტილით: 18 იანვარი
სულთმოფენობიდან 35-ე კვირახმა 2

ხსენება

მიცვალება ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (1213); ღირსისა ეფრემ მცირისა, ფილოსოფოსისა (1101); ღირსისა ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანია, +1923); წმ. ათანასესი (373) და კირილესი (444), ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსთა; ღირსისა მარკიანე კვირინელისა (დაახ. 388).

საკითხავები

ცისკ. – სახ. II, მკ. 70 დას. XVI, 1-8.
ლიტ. – კოლ. 258 დას. III, 12-16. ლკ. 91 დას. XVIII, 18-27.
მეფ. – რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.

ტიპიკონი

კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „სადიდებლიან“ (IV რანგი) მსახურებასთან.

ტიპიკონური ჩარჩო

პერიოდი
საპასექო წლის II პერიოდი (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე)
წიგნები
წლის ციკლი – თვენი (ძველი სტილით); კვირის ციკლი – პარაკლიტონი (ოქტოიხოსი), ხმა 2; სადღეღამისო ციკლი – ჟამნი
მსახურების სახე
„ღმერთი უფალის“ (სადღესასწაულო) მსახურება
ლიტურგიის ანტიფონები
გამომსახველობითი ანტიფონები – კვირა დღეს
ჟამთა რიგი
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია

მსახურების მიმდევრობა

2027 წელი 18 იანვარისულთმოფენობიდან 35-ე კვირა31 იანვარი
ძველი სტილითხმა IIახალი სტილით
 
ხსენება:
მიცვალება ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (1213); ღირ. ეფრემ მცირისა, ფილოსოფოსისა (1101); ღირ. ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანია, +1923); წმ. ათანასესი (373) და კირილესი (444), ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსთა; ღირ. მარკიანე კვირინელისა (დაახ. 388).
 
ცისკ. - სახ. II, მკ. 70 დას. XVI, 1-8.
ლიტ. - კოლ. 258 დას. III, 12-16. ლკ. 91 დას. XVIII, 18-27.
მეფ. - რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.
 
საღამოს მსახურება: IX ჟამი – მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი – დიდი ცისკარი – I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი – VI ჟამი – საღმრთო ლიტურგია.
 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი წმ. თამარ მეფის განგებიდან.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - ჟამნიდან.
 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „სადიდებლიან“ (IV რანგი) მსახურებასთან.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
 
დიდი მწუხრი:
 
– „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
– „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
– „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ჴმაზე).
– „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა II).
- აღმოსავლური - 1 მუხლი.
- მეფისა - 6 მუხლად (ჴმა IV).
„მიანიჭე შენ, კაცთმოყუარეო, თ ჳთმპყრობელსა მეფესა ქართველთასა სიბრძნ ჱ იგი სოლომონისი,
დავითის სიმშვიდ ჱ და მოციქულებრივი კეთილად მსახურება ჲ, რომლისა მიერ კეთილად განაგო მან
მეფობაჲ თჳსი, ვითარცა მეფეთა მეუფემან და მფლობელთა ყოველთა მფლობელმან, მის თანა შენისა
ღმრთეებისა განგებულებასა ვადიდებთ, იესუ ყოვლად ძლიერო და მჴსნელო სულთა ჩუენთაო“ 2გზის.
„რტო ნაყოფიერ იქმენ შენ, ღმრთივგანბრძნობილო, აღმოცენებულ ძირთაგან ღმრთისმსახურთა,
რომელმან საქმ ჱ, ხედვა ჲ და სიყუარული კეთილ -ად წარჰმართე და გარდაემატე ძუელთა, გინა ახალთა
მეფეთა ღუაწლთა, ქრისტე აღიარე ღმერთად და მეუფედ და ქუელისმოქმედად და მ ჴსნელად და მძლედ
ყოველთა მთავრობათა და უმაღლეს ჴელმწიფებათა, წმიდაო თამარ, რომლისათ ჳსცა წარგიმართა
ქრისტესმოყუარჱ იგი მეფობაჲ შენი, იესუ ყოვ-ლად ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“.
„ვითარცა გული შენი, განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისა ჲთა, ეგრეცა
ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი
ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, რაჲთა შეგუჭურნეს ჩუენ ჴელითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა
ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“.
„აწ ვითარ აღმოსთქუას გონებათა და პირთა ჩუენთა სიტყვანი კეთილნი: შესხმა ჲ, ქებაჲ და დიდებაჲ
ძლევით გ ჳრგჳნოსნობისა და მძლედ მფლობე -ლობისა შენისა ღირსად შესწორებულნი: სიმშ ჳდჱ -
საქებელი, ლმობიერებაჲ, მოწლე, მოწყალებაჲ - თანა ლმობილი, უმანკოებაჲ - უზაკუელი, სიწრფოებაჲ -
უსიცრუო, სახიერებაჲ - ზოგადი, სიუხუჱ აღუზვავებელი და თავი ყოვლისა კეთილისა - შიში ღმრთისაჲ
და მსახურება ჲ მისი შეუორგულებელი, ამისთ ჳსცა ღირს იქმენ, სასუფეველსა ცათასა, რომელი
დაგიმკჳდრა იესუ ყოვლადძლიერ-მან და და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“.
„უფლისა მიერ კურთხეულო და სუე -ამაღლებულო ჴელმწიფეო, გიხაროდენ, განუშორებელ არს
შენგან მარადის წყალობა ჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ღუაწლი კეთილი მოგიღუაწებიეს, სრბა ჲ აღგისრულებიეს
და სარწმუნოებაჲ დაგიმარხავს საქმითა კეთილითა განსრულებული, ამისთ ჳსცა მიითუალე სიმართლისა
იგი გ ჳრგჳნი, რომელი მოგანიჭა შრომათა წილ შენთა წმიდათა, იესუ ყოვლად -ძლიერმან და მ ჴსნელმან
სულთა ჩუენთამან“.
,,დიდება“ - ,,გონებაჲ შენი უვნებლობითა განაბრწყინვე და საღმრთოჲთა სიმდაბლითა განაშუენე, ერისა
შენისა სულიერად აღმაშენებელო ჴელმწიფეო, რამეთუ მეუფებდი რა ჲ ზეგარდამოჲთა მით მადლითა,
აღამაღლებდი ჯუარსა საღმრთო ჲსა ძლევისასა, რომლისა მიერ წარსწყმიდნე მტერნი იგი მბრძოლნი
ქრისტჱსნი და მშჳდობასა შინა განამტკიცენ მართლმადიდებელთა სარწმუნო-ებაჲ, რომლისათჳსცა მზემან
სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა“ (ჴმა VI).
,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): ,,ყოვლისა სოფლისა...“.
– შესვლა საცეცხლურით.
– წარდგომა დღისა.
– საწინასწარმეტყველო - 3 - მეფისა (იხ. სადღესასწაულო ძვ. სტ-ით 21 მაისი).
– „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
,,დიდება“ მისივე: ,,ეჰა, რაბამი დიდებულებაჲ შეგძინა შენ სიმ ჴნემან, სანატრელო, რომელმან
სამსახურებელნი იგი კერპთანი აღპყრობითა და ამაღლებითა ძელისა ცხორებისა ჲთა დაამ ჴუ და
დაარღვიე ყოველივე უღმრთოებისა იგი საცთური ძალითა ქრისტ ჱსითა და დასთრგუნე, ხოლო
წარმართთა სიმრავლენი მეცნიერებად ღმრთის ა მოიყვანენ და დაამტკიცენ მართლმადიდებლობასა, აწ
კადნიერებით გჳთხოვე ჩუენ განათლებაჲ, განწმედაჲ და დიდი წყალობაი“ (ხმა IV).
,,აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით) (ხმა IV).
– „აწ განუტევე“.
– შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“-სი:
- ღმრთისმშობელო ქალწულო – 3-გზის.
დიდი ცისკარი:
– „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ჴმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს შთახედ საფლავად...“ 2-გზის (ჴმა II).
„დიდება“ მეფისა: ,,წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო
მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად
ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი,
ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყა-
ლებად სულთა ჩვენთათჳს“ - (ჴმა IV).
„აწ და “ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით):
,,რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
– რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
– რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
– წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „აღდეგ, უფალო, ღმერთო ჩვენო,
ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიხოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო
ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაჲ შენი“.
– ,,სადიდებელი“ - მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
– „გადიდებსა“ მეფისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
– აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოსთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ
– იპაკო.
– წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოგიებისა - მეფისა:
„ზეცისა სუფევისა მ ჴურვალედ სურვილითა, მეუფესა და ღმერთსა ყოველთასა, გონებითა უბიწო ჲთა
ჰმსახურე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, და მიუდრეკელ ხ ჳდოდი რა ჲ საშუალ, გზასა მას სამეუფოსა, წარმართე
ერნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, განიოტე ცოდვისა ბნელი და განანათლე სავსება ჲ ქრისტჱს
მორწმუნეთა, ეგრეთვე აწ სულთა ჩუენთათჳს გამოჴსნაჲ ითხოვე, ნეტარო თამარ, და გჳძღჳდე ჩუენ სლვად
გზასა მას მცნებათასა და შენთანავე ღირს-ყოფად სასუფეველსა ცათასა“.
„რომელმან წარმართენ ძლევანი საკ ჳრველნი საჭურველითა ცხოველს -მყოფელისა ჯუარისათა და
მოსრენ ბანაკნი ქრისტ ჱს მბრძოლთანი, ითხოვე ქრისტ ჱს მიერ, შეურყეველად დაცვა ჲ ეკლესიათაჲ, და
მოცემად ჯუარითა ძლევა ჲ ერსა ჩუენსა, და სიმტკიც ჱ მორწმუნეთა და ამაღლება ჲ რქისა მათისა ჲ,
მწვალებელთა მათ ზედა, მშჳდობაჲ სოფელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი“.
„დიდება“ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ,,რომელმან მზეებრ მოჰფინე წყალობა ჲ
ღმრთისაჲ ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისა შენისასა და განსწავლენ ქართველნი სიწმიდითა ცხორებად და
სიმართლითა სლვად, ეგრეთვე გარდამეტებული სიტკბოებითა შენითა მოგუეც გულის ჴმისყოფაჲ
შეცოდებათა ჩუენთა, და გ ჳჴსენ მარადის საბრხეთაგან ეშმაკისა ჲთა და მზაკუარებათაგან კაცთა ჲსა,
რომელნი ესე სარწმუნოებითა ვევედრებით სახელ სა შენსა ღმრთივშუენიერსა და ყოვლად პატიოსანსა,
და დაუდუმებელად გადიდებთ“.
„აწ და“ მისივე: ,,განაახლენ, წმიდაო, საღმრთოჲთა შობითა შენითა, განხრწნილი ვნებათა შინა
ქუეყანისა შობილთა მოკუდავი არსება ჲ, და აღად -გინენ ყოველნი სიკუდილისაგან უხრწნელებისა
ცხორებად, ამისთჳს ჯერისაებრ გნატრით შენ, ქალწულო, უფროჲსად ყოვლად საგალობელო“.
– ანტიფონები (ჴმა I).
– წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „განიღვიძე უფალო, ღმერთო ჩემო ბრძანებითა მით რომელ ამცენ და კრებული ერთა გარე მოგადგეს შენ“ (ჴმა II).
მუჴლი: „უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე“.
– საცისკრო სახარება: სახ. II, მკ. 70 დას. XVI, 1-8.
– „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
– 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღდგა რა იესო განთიად...“
– „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
 
I კანონი აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1გზის).
II კანონი ჯვარაღდგომისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
IV კანონი მეფისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
– კატავასია - „უქმი ქუეყანა...“
– „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
 
გალობა I, „უგალობდითსა“.
 
ძლისპირი: „ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგჳპტისათა განერა
ერი ისრაელთაჲ, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ“.
„ჰოი მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომელი ესე აწ მძლავრობს და მეუფებს ჩუენ შორის ცოდვა ჲ,
ვედრებითა კეთილმსახურისა მეფისა თამარისაჲთა მიჴსენ მისგან და განმაძლიერენ მე“.
„რომელი სიჩჩო ჲთ შენით აღორძინდი საღმრთო ჲთა წერილითა და მოირწყე მადლთა დაუწყვედელითა
ნაკადულითა, სათნოებათა მწყობრნი ჯეროვანად წარჰმართენ და წყარო ჲ მოწყალებისაჲ მხუმეველთა
განუმრავლე კეთილმო-ღუაწებითა შენითა“.
„გულისჴმის-ყოფაჲ მიუწთომელი მოგეცა შენ სიყრმით შენითგან და ფრთოვან იქმენ ღმრთისა
სიყუარულითა, რამეთუ ღმერთი შეიყუარე სრულიად, ყოვლითა ძალითა შენითა და მოყუასი, ვითარცა
თავი თჳსი, დიდებულო მსახურო ღმრთისაო, ნეტარო თამარ“.
„წრფელ, მდაბალ, მშჳდ და მოწყალე, და სახიერ იყავ შენ, ნეტარო, შეცულ სიყუარულითა, და ბრძენ და
გონიერ, და ყოვლითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ სათნოებითა“.
,,დიდება“: ,,ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული და თანა
შემწე სარწმუნოებისა, ესრ ჱთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ ჩუენ
ოხითა შენითა“.
,,აწ და“: ,,ბჭეო აღმოსავალისა საღმრთო ჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანუ -ლისანი და ბჭეთაგან
სიკუდილშემოსილისა ცოდვისათა, მიჴსენ შუამდგომე-ლობითა შენითა, ღმრთისმშობელო“.
 
გალობა III, „განძლიერდასა“.
 
ძლისპირი: „განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე
მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთმოყუარე“.
„დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ, წმიდაო თამარ: ჵ
საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, მეფეო კეთილსახიერო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და
გჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად“.
„სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ ფრიად, დღისი და ღამით
გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისა ჲ, ბრწყინვალე ლოცვა ჲ შენი აღიწეოდა ზეცას,
სანატრელო მეფეო თამარ, გჳთხოვე ქრისტჱს ღმრთისაგან დიდი წყალობაი“.
„სამკჳდრებელო სიწმიდისაო და ძირო ყოვლისა სათნოებისაო, ვითარ -იგი ლოცვა ჲ შენი შეიწირვის
წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, რაჲთა მოგუფინოს ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და სიხარული ცათა შინა“.
„არა მაქუს მე სიტყუა ჲ ღირსი სათნოებათა შენთა ბრწყინვალეთა შემკობად, წმიდაო თამარ., არამედ
შემნდობელ მექმენ უღირსსა ამას და შეიწირე კნინი ესე და უძლური გალობა ჲ და ნაცულად მომანიჭე
მადლი და წყალობაი“.
,,დიდება“: ,,შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ -მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო, რომელნი ესე
სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს -ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლად სანატრელსა
ჴსენებასა შენსა და დაუც-ხრომელად გადიდებთ“.
,,აწ და“: ,,მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და
ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დაშჯისა მიჴსენ და მაცხოვნე მე“.
– შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი მეფისა: ,,ზეციერი სიბრძნჱ და ცხორებაჲ მოიგე და ბრწყინავ, ვითარცა მზჱ,
ხოლო შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთა ჲთა განანათლებ ყოველთა, რომელნი სურვილით
აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, სამ -გზის სანატრელო, მეფეო თამარ, ჩუენ მოყუარეთა
შენთა და სურ ჳლით პატივისმცემელთა, მოგუეც ზეცით ცხორებისა წარმართება ჲ, და
შეცოდებათა ჴსნაი“ (ხმა VIII).
- იკოსი მეფისა: ,,შეგემოსა, დიდებულო, მოწყალება ჲ, ვითარცა პორფირი, და კეთილი სიმშჳდჱ,
ვითარცა ძოწეული, ხოლო გ ჳრგჳნად დაგედგა, სახელდიდო მეფეო ქართველთაო, მწყობრნი
ყოველთა სათნოებათაჲ და გონებითა სრულითა ჰმონებდი უფალსა და ესრეთ შემკობილი შეხუედ
სასუფეველსა და აკურთხევ ქრისტესა ღმერთსა უკუნისამდე“ (ხმა VIII).
- წარდგომა მეფისა: „საცხებელი სიხარულისა სცხე დიდებულად და ყოვლად -შუენიერად
მოყუასსა შენსა, მ ჴსნელო, რომელმან ღმრთისმსახურებითა განაგო რა ჲ მეფობაჲ თჳსი, ყოველი
შჯული ცხორებისაჲ კეთილად დაიმარხა და ყოველი მცნებანი ღმრთისანი ჯეროვნად აღასრულა,
ხოლო ლოცვითა და მარხვითა შეზღუდვილმან საცთური მოიძაგა და შუენიერება ჲ შეიყუარა,
რამეთუ ზეცისა ღმრთისა მფარველნი ანგელოზნი უძღოდენ და ჰფარვიდენ მას ყოველთა დღეთა
ცხორებისა მისისათა“.
,,დიდება“ მისივე: ,,ჭეშმარიტად საკ ჳრველ-არს სურ ჳლი და სიყუარული შენი და ღმრთის-
მსახურებაჲ, კეთილმსახურო მეფეო თამარ, რამეთუ სხუათა მათ სათნოებათა შენთა კლდეთა
ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენენ ტაძარნი და მონასტერნი სადიდებელად
ღმრთისა და შეამკევ შუენიერად, და იქმენ მნათობ უბრწყინვალეს მზისა“.
,,აწ და“ მისივე: ,,უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა
შუამდგომელო, დაგ ჳფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და ბოროტის გარემოდგომილებისა
გჳჴსნენ ყოველნი, უბიწოო, რომელთა ყოველი სასოება ჲ შენ ზედა დაგ ჳძს, და აცხოვნენ სულნი
ჩუენნი საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა“.
 
გალობა IV, „მესმასა“.
 
ძლისპირი: „მესმა, უფალო, განგება ჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა ჲ, განვიცადენ საქმენი შენნი
და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი“.
„აწ ადიდებს ჴსენებასა ღუაწლთა შენთასა კრებული მორწმუნეთა, და იქადის მეტეხი და ვარძია
ლოცვათათჳს შენთა მ ჴურვალეთა, სასუფეველისა დიდებისა მხილველო მეფეო თამარ, ლოც ჳთა შენითა
ღირს-მყვენ ჩუენცა ხილვად დიდებისა მისისა“.
„ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და
მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუენთა განანათლე სიწმიდითა შენითა,
გევედრებით“.
„ვითარცა ახოვანმან მოღუაწემან და მძლე-მძლავრმან, აღიჭურვე მკლავნიცა მოწყუედად წინააღმდგომთა
ღმრთისათა და ერიცა შენი, დედისა ღმრთისა წილ -ხდომილი და კურთხეული, უშიშად დაიცევ, ხოლო
ქუეყანაჲ შენი განავრცენ და აღაყუავენ“.
„რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი ეკლესიანი შემწყნარებელად ნათესავისა
შენისა, ღმრთივშუენიერად შეიწყნარე მადლთა ბრწყინვალებაჲ და წესი ღმრთივსულიერი ერსა შენსა
დაუტევე, ნეტარო თამარ“.
,,დიდება“ - ,,ზეცისა ძალთა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ ღმერთსა
ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი განგ ჳხუენ ოხითა
შენითა, გევედრებით“.
,,აწ და“ - ,,ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავ -ლითა, რომელმან ჰშევ მზ ჱ
სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო“.
 
გალობა V, „ღამითგანსა“.
 
ძლისპირი: „განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა
მშვიდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყვარე“.
„შეიზღუდე შენ შიშითა ღმრთისა ჲთა, სანატრელო, და სიწმიდითა აღასრულე რა ჲ ცხორებაჲ შენი,
უზეშთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად განაჩინე მეფობა ჲ შენი და განადიდე სიმ ჴნჱ და
ზეობაჲ შენი“.
„შენ შეგივრდებით მუ ჴლმოდრეკით, და გევედრებით ჴელაღპყრობით მლოცველნი, ყოვლად ტკბილო და
საწადელო ჴელმწიფეო, პატიჟთა მათგან ჯოჯო -ხეთისათა გ ჳჴსენ ტკბილითა მით წყალობითა შენითა
დაუცხრომელად შენდამი მვედ-რებელნი“.
„ჰმატდი შენ ყოველთა დედათა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმ ჴნისა ღუაწლ ისა მოღუაწებითა
დიდებულო ჴელმწიფეო, რომლისათ ჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუფემან და მოგანიჭა ლხინება ჲ
საუკუნოი“.
„ითხოვე, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, ყოვლისა სოფლისათ ჳს მშ ჳდობით დაცვა ჲ და ერსა ჩუენსა -
ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი
წყალობაი“.
,,დიდება“ - ,,ჵ საჩინოო და საწადელო ჴელმწიფეო, გარდამეტებულითა სიტკბოებითა შენითა გ ჳჴსენ
ყოვლისაგან იწროებისა და საუკუნო ჲსაგან საშჯელისა წინაშე ხატსა შენსა მდგომარენი და ღირსებით
პატივისმცემელნი ჴსენებისა შენისანი“.
,,აწ და“ - ,,მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო რა ჲთა გარდამოგჳვლინოს სიმრავლ ჱ
მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი“.
 
გალობა VI, „ღაღადყავსა“.
 
ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის,
რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონა ჲსებრ ვღაღადებ:
აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა“.
„ვითარცა ვარსკულავი ღმრთივბრწყინვალ ჱ გამოუჩნდი ღელვა -გვემულთა, სოფლისა ზღუასა შინა
დანთქმულთა ექმენ მნათობ და ჯ უარისა ძალსა მინდო-ბილმან დაამდაბლენ ქედმაღლობა ჲ უშჯულოთა
მეფეთაჲ, ნეტარო თამარ“.
„შემოიკრიბე რაჲ კრებული წმიდათა მამათაჲ, ვითარცა მჴნემან მოღუაწემან, განჰმართენ ყოველნი წესნი
უდებთაგან და ჴსნილნი და განადიდე სარწმუნოება ჲ ჭეშმარიტი და ღმრთივკურთხეული, ბრძე ნო
ჴელმწიფეო“.
„ცოდვათაგან მომკუდარი და ვნებათაგან ღელვა -გვემული მაცხოვნე და მიმიძეღუ ნავთსაყუდელსა
საღმრთოსა მცნებათასა, სიქადულო დედათაო, რამეთუ შენ ხარ მყუდრო ნავთსაყუდელი ღელვა -
გვემულთა“.
„ნუ დაი ჳწყებ ერსა შენსა, დედოფალო, და ღმრთივმისათუალველითა ლოც ვითა შენითა ნუ მოი ჴსენებ
ძჳრსა ჩუენსა, არამედ დაშრიტე აღძრვა ჲ უკეთურთაჲ და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ, ხოლო
მართლ-აღმსარებელთა აღამაღლენ გჳრგჳნი და მშჳდობაჲ მოჰმადლე ერსა ქრისტეანეთასა“.
,,დიდება“: ,,რომელი განანათლებ სულთა შიშითა და ლმობიერად მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა და
საკრველისაგან ი ჴსნი შენითა ღმრთისა მიმართ სათნო ჲთა ლოცვითა, შეიწირე ჩუენიცა უნდო ჲ ესე
გალობაჲ და გჳთხოვე ქრისტჱს ღმრთი-საგან ცოდვათა ლხინებაჲ და წყალობაჲ, ნეტარო თამარ“.
,,აწ და“: ,,განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისაჲთა, მძვინვარედ მოწყლული გული
ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს -მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა,
ყოვლადწმიდაო“.
– შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა II).
 
გალობა VII, „კურთხეულარსა“.
 
ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი სა ჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი
ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მ ჴსნელო, ძლევამოსილი მეფჱ ქართველთაჲ, ამისთჳს
უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და იტყოდა: კურ-თხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„სიხარულისა მომფენელო სიბრძნისა საუნჯეო, კრებული ესე შენ მიერ განათლებული, დღესასწაულსა
შენსა სიხარულითა შემოვკრბებით და დამბადებელსა ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შე ნ, უფალო ღმერთო,
უკუნისამდე“.
„გამოშჩნდი, დიდებულო ქრისტ ჱს მსახურო, შუენიერებითა და გონიერებითა შენითა, და ღირს -მყავ
შესხმად ქებულებისა შენისა, რომელნი ესე ამბორს უყოფთ ხატსა შენსა ყოვლად პატიოსანსა და
ქრისტესა დაუდუმებელად ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„გამოშჩნდი რაჲ მუშაკ სათნოებათა, კეთილად დამწყსე ერი შენი, საზეპურო ღმრთისაჲ და აღიღე მისგან
საძაგელება უშჯულოებისა ჲ, რომლისათ ჳსცა სამ -ადლობელსა გალობასა აღუვლენთ ღმერთსა:
კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
„დიდება“ - „ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლებულმან, ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, და
სირცხჳლეულ-ყვენ რაჲ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, წადიერად და სურვილით აღმოიტყოდი: კურთხეულ
ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
,,აწ და“ - „ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროჲსა, მოწყალებისა
მომართ შენისა მოვივლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვ-ლადწმიდაო ღმრთისმშობელო“.
 
გალობა VIII, „აკურთხევდითსა“.
 
ძლისპირი: „შჳდწილ აღაგზნა სა ჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათ ჳს გულისწყრომითა, და
რისხვითა, და ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და
დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი
უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„უფალსა ყოვლის -მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო ჴელმწიფეო, ჩ უენ უღირსთა მონათათ ჳს,
რაჲთა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრო ჲსად ამაღლებდით
მას უკუნისამდე“.
„მარხუაჲ და ლოცუაჲ დაუცადებელი მოიგე, მ ჴნეო ჴელმწიფეო, მღჳძარებაჲ და ზე-დგომაჲ უჴორცოთა
მიმსგავსებული, და ესრეთ აღასრულე სრბა ჲ შენი და წადიერად უღაღადე ღმერთსა: მღდელნი
უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე“.
„არა ეც ძილი თუალთა შენთა, არცა ჰრული წამთა შენთა, არამედ ლოცვითა და შრომითა განსწმიდე
რაჲ სული შენი, შეემსჭუალე სიყუარულსა ქრისტ ჱსა, და ღაღადებდი გალობასა ძლევისასა: მღდელნი
უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე“.
„მეფევ სჳანო, მშჳდო, წყნარო და მდაბალო, მჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს
პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგა -ლობთ დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით,
ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა“ - „დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის-კრებასა
დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და ღმრთივგანბრძნობილთა, მოყუარეთა დღესასწაულისათა
კრებული, რამეთუ სახარუ -ლევან არ ს ერისადა მწყემსი, მეოხი და ღმრთისა მიმართ მ ჴურვალედ
მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„აწ და“ - „თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლ ჳთა დაბრმობილნი, ღმრთის -მშობელო, განანათლენ,
გონებაჲ და გული მრავალ -ხატითა აღშფოთებული და -ამშჳდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგალობელი:
ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
– შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
 
გალობა IX, „ადიდებდითსა“.
 
ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი
შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშო ჲ შენი უმაღლ ჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთ ჳს,
ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ“.
„იხარებ შენ გუნდთა მათ თანა ანგელოზთასა, ყოვლად ნეტარო დედოფალო, რამეთუ სიმ ჴნით იღუაწე
ჴორცითა, ვითარცა უჴორცომან და განანათლე შენდა რწმუნებული იგი ერი ქრისტჱს მოსახელჱ, წმიდაო
თამარ“.
„სიყუარული და სურვილი მოწყალებათა მაღალი, ვითარცა პორფირი შეგემოსნეს შენ, ღმრთისმოყუარეო
ცხებულო უფლისაო, რამეთუ წყალობითა ყოველთა ჲთა მოიგე წყალობა ჲ ღმრთისაჲ, ხოლო ცათა შინა
მიიღე გჳრჳნი სასოებისაი“.
„პირად-პირადად შემკულ ხარ გ ჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფო ჲთა, და
პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო, და ჰსუფევ მეუ ფისა თანა ძალთასა,
რამეთუ ღმერთსა მსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა“.
„მიცვალებასა შენსა, სანატრელო, აკურთხე ყოველი და მხიარულებით ანგელოზთა კრებულმა შეიწყნარა
სული შენი უბიწო ჲ, რომელთა შორის იშუებ, სკიპტრის -მპყრობელთა შორის უსაჩინოესო დ ედოფალო,
წმიდაო თამარ, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათჳს“.
„დიდება“ - „აწ მზისა ბრწყინვალებისა უბრწყინვალეს ელვარე ხარ, მადლითა სულისაჲთა მღ ჳძარეო
ჴელმწიფეო, შარავანდედი ლოცჳსა შენისაჲ მოგუფინე და ზიარ-მყვენ ნათელსა შენსა“.
„აწ და“ - „ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე
ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთ ჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან
მარცხენისა მიჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე“.
– შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
– „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
– „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (I).
„დიდება“ მეფისა: „დიდბუნებოვანო, ძლიერო და სუე დოვლათიანო მეფეო ქართველთაო, ვერ
წარგიპარა შენ სიმდიდრემან და დიდებამან, ვითარცა ძველ-ოდესმე მეფენი მრავალნი, არამედ
პირველად ეძიებდი სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინა შენ, ხოლო აწ
აღრაცხულ ხარ ბრწყინვალებასა შინა წმიდათასა, და მოყუარეთა სიწმიდისა შენისათა მიანიჭებ
კურნებასა და განათლებასა.
„აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (I).
– „ყოველი სული“ - იგალობება.
– „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად (ჴმა I).
- აღდგომისა - 4 მუხლი.
- მეფისა - 4 მუხლი:
„მხიარულითა გულითა მოვრბიოდეთ, მორწმუნენო, ტაძარსა ღმრთისასა, ვიხილოთ და მოვიღოთ
მადლი იგი დავითის ძირთაგან აღმომორჩებულისა და აბრაჰამისებრითა სიუხ ჳთა განშუენებულისა
თამარისი, ანუ დავბეროთ ნესტუსა გალობათასა, და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი
ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა წმიდისა მეფისა ჩუენისასა, და ვადიდებდეთ ჴსენებასა მისსა
ყოვლად ბრწყინვალესა და საჴელოვანსა“.
„ღმრთისა მიერ მოცემული მადლი, განმანათლებელი სულთა, მოიღე შენ ბწყინვალედ და ერი შენი
განსწურთნენ სიტყ ჳთა და საქმითა საღმრთო ჲთა, ეგრეთვე ჩუენცა ნუ დაგ ჳვიწყებ, დედოფალო, და
მოგვანიჭე სიბრძნ ჱ კეთილისა და ბოროტების განრჩევისა და მოგვეც ძალი მოტევებ ისა, რა ჲთა
სიყუარულითა ღმრთისა და მოყუასისა ჲთა ერთ ზრახვად შეკრულნი ვიდოდეთ მამულ -პაპურსა გზასა
ზედა და მარადის გნატრიდეთ შენ, ჭეშმარიტად საქებელსა“.
„ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თ ჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო და
სანატრელო, საცნაურ იქმე ნ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკ ჳრველთა, რომლისა ღირსად
გამოთქუმაჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა, არამედ იხარებს და განსცხრების ივერთა ეკლესია ჲ ჴსენებითა
შენითა, და იქადის და ღაღადებს ყინწვისი და ბეთანია მადლითა და დიდებითა შენითა, ხოლო ჩუენ
მხილველნი ვარძიისა და ქუაბ -ქმნილთა კლდეთა, გუეშინის რა ჲ დადუმებად, სარწმუნოებითა და
სასოებით გიღაღადებთ, და ვითარცა ქუეყანისა ჩუენისა განმაშუენებელსა და ეკლესია -მონასტერთა
აღმაშენებელსა, გალობითა ქებისაჲთა დაუცხრომელად გადიდებთ“.
„სუფევდი რა ჲ სამეფოთა და სამფლობელო თა შინა შენთა სიმ ჴნითა და სიქველითა დავითიანითა,
იქმენ უბრძნეს ბრძნისა მის სოლომონისა, რამეთუ არა შეშინდი შენ შიშისაგან მაცთურისა მტერისა,
არამედ მშჳლდი და ისარნი ეშმაკთანი შემუსრენ ლოც ჳთა მჴურვალითა, და ენაჲ გესლოვანი უღმრთოთა
მწვალებელთაჲ დაჴსენ ძალითა საღმრთოჲთა, რომლისა მიერ აღამაღლე გ ჳრგჳნი მართლმადიდებელთაჲ
და განადიდე სარწმუნოება ჲ ჭეშმარიტი და ღმრთივ-კურთხეული, ხოლო აწ იხარებს სული შენი წინაშე
წმიდისა სამებისა და განიცდი დიდებასა გამოუთქუმელსა, ნეტარო თამარ“.
„დიდება“ გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (I).
„აწ და“ - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“
– „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი კენტი ხმისა.
 
ჟამებზე:
 
– ტროპარები: აღდგომისა (ჴმა II) და მეფისა.
– კონდაკები: აღდგომისა და მეფისა (მონაცვლეობით).
 
წმ. იოანე ოქროპირის
 
საღმრთო ლიტურგია:
 
– „გამომსახველობითი ანტიფონები“.
– „ნეტარებების“ გალობას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად:
- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი.
- მეფის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- მეფისა;
კონდაკები: „დიდება“ - მეფისა;
„აწ და“ - აღდგომისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
- მეფისა;
კონდაკები: - აღდგომისა;
„დიდება“ - მეფისა;
„აწ და“ - ტაძრისა;
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
- მეფისა;
კონდაკები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
„დიდება“ - მეფისა;
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - კვირისა და წმიდისა
სამოციქულო და სახარება - კვირისა და წმიდისა.
წარდგომა (ჴმა II): „ძალ ჩემდა და საგალობელ ჩემდა უფალი, და მეყო მე იგი მაცხოვარ“.
მუხლი: „სწავლით განმსწავა მე უფალმან და სიკვდილს არა მიმცნა მე“.
წარდგომა (ჴმა IV): „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი“.
ალილუია (ჴმა II): „შეისმინენ შენნი უფალმან, დღესა ჭირისა შენისასა შემწე გეყავნ შენ სახელი ღვთისა იაკობისი“.
მუხლი: „უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩვენი დღესა მას, რომელსა გხადოდით შენ“.
ალილუია (ჴმა I): ,,ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად“.
განიცადე: ,,აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“.
განიცადე: ,,სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
მსახურებათა რანგები (I–VI) და მათი ნიშნები
რანგიმსახურებადღესასწაულინიშანი სამოციქულოში/ჟამნშინიშანი საეკლესიო კალენდარში
6ღამისთევისუდიდესიწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება + დიდი დღესასწაული
5ღამისთევისსაშუალო, I თანრიგისწითელიწითელი შრიფტი + საცისკრო სახარება
4სადიდებლიანისაშუალო, II თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი + საცისკრო სახარება
3დიდებამაღალიანისმცირე, I თანრიგისწითელიმუქი (ბოლდი) შრიფტი
2ექვსიანისმცირე, II თანრიგისშავიმუქი (ბოლდი) შრიფტი
1მცირე წმიდის (უნიშნო)——მკრთალი შავი შრიფტი
  • ბრწყინვალე აღდგომა და ათთორმეტი დღესასწაული ამ დაყოფას არ ექვემდებარება – ისინი განსაკუთრებით საზეიმო მსახურებებია.
  • თუ საეკლესიო კალენდარი, სამოციქულო, ჟამნი, თვენი ან სადღესასწაულო სხვადასხვა რანგს უჩვენებს, სახელმძღვანელოდ უპირობოდ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარია.
  • ტაძრის წინამძღვარს შეუძლია მსახურების რანგის აწევა, დაწევა კი – არა (გამონაკლისების გარდა).
  • IV რანგზე ორი სახარება და სამოციქულო იკითხება (რიგითი და წმიდისა), V რანგზე – მხოლოდ ერთი (წმიდისა).
  • ტაძრის დღესასწაულს VI რანგის მსახურების მსგავსი, განსაკუთრებული წესი აქვს.